IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
დავით ივერიელი
პოსტი Nov 21 2006, 12:40 AM
პოსტი #81


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



gvirila_mari
მარიამ რახელა სასწაული და რამხელა წყალობაა უფლისა....

დიდება უფალს...

მამა ანდრეა მართლაც დიდებული ადამიანი იყო...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 24 2006, 12:41 PM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



"წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება". . .


კანონიკა


ნომოკანონი ან სჯულისკანონი. ქართული კანონიკური მწერლობა მეათე საუკუნემდე

მიმოხილვა

ქართული ნათარგმნი კანონიკისა. ორიგინალური კანონიკური მწერლობა: კანონიკური ეპისტოლენი,

სამოქალაქო ხასიათის საკოდიფიკაციო შრომები და ადგილობრივი კრებების დადგენილებანი.

სიგელგუჯრები.



მართვა-გამგეობისა და ცხოვრების იურიდიულ ნორმებზე აგებისას ეკლესია ხელმძღვანელობს თავისი საკუთარი კოდექსით, რომელშიაც შედის მოციქულებისა და მსოფლიო და ადგილობრივი კრებათა კანონები, ეკლესიის ცნობილ მოძღვართა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, აგრეთვე სამოქალაქო კანონმდებლობა ეკლესიის საქმეთა გამო. ამ კოდექსს ბერძნულად ეწოდება Nomocanwn, ხოლო ქართულად სჯულისკანონი. საეკლესიო სამართლის ისტორიაში ჩვენ რამდენიმე ასეთი კრებული ვიცით; მაგალითად, მეექვსე საუკუნემდე შედგენილი ყოფილა ეგრეთ წოდებული სამოც ტიტლოვანი კრებული, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება. მეექვსე საუკუნეში პატრიარქს იოანე მმარხველს ან სქოლასტიქოსს შეუდგენია ორმოცდაათტიტლოვანი კრებული. იმავე მეექვსე საუკუნეში ვიღაც უცნობ ავტორს დაუწერია სხვა, თოთხმეტტიტლოვანი, კრებული, რომელმაც ხმარებიდან განდევნა ყველა წინადროისა და მისი თანამედროვე კრებული და თვითონ, როგორც უფრო ვრცელმა და ხმარებისათვის გამოსადეგმა, მათი ადგილი დაიკავა. ეს თოთხმეტტიტლოვანი კრებული თანდათანობით ივსებოდა და უმჯობესდებოდა. მეცხრე საუკუნეში ფოტი პატრიარქმა მას გაუკეთა უკანასკნელი და საბოლოო რედაქცია, რის გამო მან მიიღო სახელწოდება ფოტი პატრიარტის «დიდი სჯულისკანონისა». ეს კოდექსი სახელმძღვანელოდ იქნა მიღებული მთელი აღმოსავლეთის საქრისტიანოში.

მეათე საუკუნის ბოლომდე ქართულ ენაზე არ შენახულა არამცთუ რაიმე კანონიკური კრებული, არამედ ცოტად თუ ბევრად ეჭვმიუტანელი და კატეგორიული ცნობა ასეთი კრებულის არსებობის შესახებ D-r G. Peradze-ს ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება. ამ თარგმანის შესახებ ის ლაპარაკობს ვინმე ფეიქრიშვილის მიერ 1923 წელს გადმოღებული ნუსხის მიხედვით. ავტორი, აღნიშნავს რა იმაში ხან – და ჰაე – მეტობის სისტემატურად ხმარების მაგალითებს, ასკვნის, რომ ის არის ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლი ქართულ ენაზე, რომელიც გადმოთარგმნილია ბერძნულიდან თითქოს მეხუთე საუკუნის მოღვაწის იერემია იბერიელის მიერ[1]. ეს იერემია, ამბობს ის, თავისთავს ასე უწოდებს: «იერემია ურჰაელი, ქართველი მართლმადიდებელი, ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებული»[2]. ავტორს, სამწუხაროდ, არ მოჰყავს საბუთები იმისა, თუ რატომ უეჭველად ეს იერემია უნდა იყოს მთარგმნელი ამ თხზულებისა და არა სხვა ვინმე იერემია, მით უმეტეს, რომ მეხუთე საუკუნის იერემია ურჰაელი არ ყოფილა და არც უმოღვაწნია ურჰაში. თარგმანი რომ ძველი არაა, ამას ამჟღავნებს ისეთი ახალი ლექსიკური ფაქტები, როგორიცაა: «საარსებო, თანამცხოვრები, პირფერი, გარყვნილება, თვალთამთხრელი, პატიება, საზრდო პური, სინამდვილე, თვითშეგნება» და სხვ. ხან-ჰაე-მეტობაც კლასიკურ ნორმებს ხშირად ღალატობს და რაღაც ხელოვნურად შეთხზულის თუ რომელიღაც დიალექტიკური მოვლენის ნიშნებს ატარებს. ამიტომ საფიქრებელია, რომ ეს თარგმანი შესრულებულია უახლეს საუკუნეებში, ერთ-ერთი ქართველი მწიგნობრის მიერ თვით კონსტანტინოპოლში ან ათონის მთაზე, შესაძლებელია, მას შემდეგაც, რაც ფილოთეოს ბრიენიოსმა აღმოაჩინა და გამოსცა მისი ბერძნული ტექსტი კონსტანტინოპოლში[3].

ერთადერთი ადგილი, რომლის მიხედვით შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ მსოფლიო კრებათა დადგენილებანი ნათარგმნი იყო ძველადვე ქართულად, მოიპოვება კირიონ კათოლიკოსისა და სომეხთა მწყემსთმთავრის აბრაამის შორის მიწერ-მოწერაში (VI –VII სს.). უხტანესის გადმოცემით[4], კირიონი სწერს აბრაამს: «იქნება თქვენ მოისურვოთ გამოძიება და გაცნობა ჩვენი სარწმუნოებისა, - ამისათვის მე ვათარგმნინე და მოგართვით თქვენ წიგნები (resp. წერილი, (სომხური) ოთხთა კრებათა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჰრომნი და რომელიც ანასტასია-წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების». მოყვანილ ამონაწერში გაუგებარია, პირველ ყოვლისა, რა ათარგმნინა კირიონმა, რას წარმოადგენდა ეს წიგნი თუ წერილი: რაიმე წერილს ან ტრაქტატს ოთხ მსოფლიო კრებათა შესახებ, თუ წიგნს, კრებულს, რომელშიაც მოთავსებული იყო დადგენილებანი და აქტები ამ ოთხთა კრებათა? მერე – რა ენაზე ჰქონდა ეს «წერილი» თუ «წიგნი» კირიონს, ქართულზე თუ ბერძნულზე, ესე იგი რა ენიდან ათარგმნინა იგი კირიონმა სომხურად? ჩვენ გვგონია, რომ აქ იგულისხმება წიგნი, რომელშიაც მოთავსებული ყოფილა ოთხთა კრებათა დადგენილებანი, მაგრამ არა ყველა, არამედ მხოლოდ დოგმატიკური ხასიათისა, ეგრეთ წოდებული სარწმუნოებრივ-აღსარებითი ფორმულები, ან სიმბოლო სარწმუნოებისა, რომელიც სწორედ ოთხ კრებაზე ჩამოყალიბდა საბოლოოდ და რომელიც აღნიშნულ მომენტში შეადგენდა საცილობელ საგანს ქართველთა და სომეხთა შორის. აქ რომ სწორედ სარწმუნოებრივ-აღსარებითი ან დოგმატიკური ფორმულები იგულისხმება, ეს ნათლად ჩანს სიტყვებიდან: «რომელიც ანასტასია-წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების». ყველაფერი, რასაც ჩვენ გწერთ, ამბობს კირიონი თავის წერილში, «კრებათა წიგნთაგან ამოღებულიაო», იგულისხმება «ძეგლის წერათა წიგნები», მაგრამ არა კანონიკური ხასიათისა, როგორც აკად. ი. ჯავახიშვილს მიაჩნდა («ქართული სამართლის ისტორია», I, 28), არამედ სწორედ სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი ხასიათისა, დოგმატიკური ფორმულები. ასეთი ფორმულები კი, რასაკვირველია, იმთავითვე იქნებოდა ქართულად ნათარგმნი, მაგრამ ეს უფრო დოგმატიკური მწერლობის ძეგლია, ვიდრე კანონიკურისა.

საგულისხმოსა და მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს სტეფანე მტბევრის სიტყვებიც, რომელიც გობრონის «ცხოვრებაში» იკითხება, სახელდობრ: სომხებმა «მოძღუართა მიერ წმიდათა კრებათა ღმრთივსულიერთა განწესებული კანონი საეკლესიოჲ შეურაცხყვესო»[5]. ამ სიტყვებს სტეფანე იმ შემთხვევაშიაც ადვილად იტყოდა, თვალითაც რომ არ ენახა «კანონი საეკლესიოჲ» ქართულ ენაზე.

ამნაირად, ჩვენ გვგონია, რომ პირველ პერიოდში კიდევ არ ყოფილა თარგმნილი ქართულად რაიმე კანონიკური კრებული. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ექვთიმე ათონელს მეათე საუკუნის გასულს უთარგმნია ქართულად იოანე სქოლასტიკოსის პენიტენციალური კრებული და მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებანი. ექვთიმე, რომელიც მოუცლელობის გამო ღამით თარგმნიდა წიგნებს დიდი შერჩევით, არ გადმოიღებდა ამ ძეგლებს, რომ ან ესენი, ან, მით უმეტეს, თოთხმეტტიტლოვანი კრებული ქართულად მის დრომდე ნათარგმნი ყოფილიყო. ექვთიმეს ეს შრომა იყო შემკრებლობითი ხასიათისა, მას მიზნად ჰქონდა დაკმაყოფილება იმდროინდელი კანონიკური კოდექსის მოთხოვნილებისა. ეს ჩანს ექვთიმეს სიტყვებიდან: «ყოველივე პირი და სახე სხუათა მათ პირველთა მამათა მიერ აღწერილისა რჩულისკანონისაჲ აქა შემოკრებულ არსო». მაშასადამე, ქართული საეკლესიო-იურიდიული მწერლობა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მეათე საუკუნის გასულიდან უნდა დავიწყოთ.

პროფ. ვლ. ბენეშევიჩი ფიქრობს, რომ, ყოველ შემთხვევაში, მეათე საუკუნეში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა დიდი, თოთხმეტტიტლოვანი სჯულისკანონი პატრიარქი ფოტისაო[6]. თავის მოსაზრებას ის შემდეგზე ამყარებს: 1) ჩვენ ვიცითო, ამბობს ის, რომ სინას მთის ქართულ წიგნსაცავის კატალოგში, რომელიც მეათე საუკუნეს ეკუთვნის (№ 92), მოხსენებულია, სხვათა შორის, «ერთი დიდი კანონიო». მაგრამ საქმე ისაა, რომ კანონად აქ იგულისხმება არა «სჯულისკანონი», არამედ ლიტურგიკული კანონი, რომელიც ცნობილია «იერუსალიმის განჩინების და განწესების» სახელით[7]. ეს წიგნი, მართლაც, ორი რედაქციით არის ცნობილი სინას მთაზე: დიდით, მთლიანით ან სრულით, და შემოკლებულით, შერჩეულით ან მცირით. 2) მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს, ამბობს ბენეშევიჩი, ექვთიმე მთაწმიდელმა გადმოთარგმნა მეექვსე მსოფლიო კრების სჯულისკანონი, რომელსაც ის უწოდებს «მცირე შჯულის კანონს» და ამით, მაშასადამე, ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არსებობდა მეორე, უფრო ვრცელი სჯულისკანონიო. მეექვსე მსოფლიო კრების სჯულისკანონი ნაწილია დიდი სჯულისკანონისა, მაშასადამე, სრულიად ბუნებრივია, რომ იმ წიგნს, რომელიც შეიცავს მხოლოდ ნაწილს მთელისას, მან მცირე უწოდა. ექვთიმე ამ შემთხვევაში ისევე მოიქცა, როგორც სვინაქსრის გადმოთარგმნისას: მან გადმოიღო შემოკლებული, გამოკრებული სვინაქსარი, რომელსაც მან უწოდა «მცირე» სვინაქსარი, განსასხვავებლად სრული სვინაქსრისაგან, რომელიც ითარგმნა შემდეგ გიორგი მთაწმიდლის მიერ. 3) მელქისედეკ კათოლიკოსის 1040 წლის სიგელში, სადაც ჩამოთვლილია მის მიერ სვეტიცხოვლისადმი შეწირული წიგნები, მოხსენებულია, ამბობს პროფ. ვ. ბენეშევიჩი, «სჯულისკანონი ახალი ერთი». სიტყვა «ახალი» კიდევ არ ნიშნავს რომელიმე ახალ რედაქციას ან კრებულს; მელქისედეკს შეეძლო ასე ეწოდებია ექვთიმეს მიერ ნათარგმნ კრებულისათვის, რადგანაც ის ნათარგმნი იყო რაღაც 30 –35 წლის წინათ (მისი მამის, იოანეს, გარდაცვალების შემდეგ). სწორედ ამავე ხანებში ექვთიმეს მიერ ნათარგმნ მაკარი მეგვიპტელის «ებისტოლეთა» წიგნს XI საუკუნის ნახევრის ერთ «ანდერძში» ეწოდება «ახალთარგმნილი» (ხელნაწ. ქუთ. მუზ. № 181. ფ. 256 ბ).

საკითხს იმის შესახებ, თუ როდის ითარგმნა ქართულად სჯულისკანონი, ეხება აკად. ი. ჯავახიშვილიც თავის «ქართული სამართლის ისტორიაში»[8]. ისიც იმ აზრისაა, რომ სჯულისკანონი ქართულად გადმოთარგმნილი იყო გაცილებით ადრე არსენ იყალთოელამდე, თუ უფრო ადრე არა, მერვე-მეცხრე საუკუნეებში მაინც: «არსენ იყალთოელის თარგმანი პირველი ქართული თარგმანი არ უნდა ყოფილიყო, არამედ უკანასკნელი თუ არა, მეორე მაინცო» (გვ. 24). ამის დასამტკიცებლად, ვ. ბენეშევიჩის მოსაზრებათა გარდა, მას თავისი არგუმენტებიც მოყავს, თუმცა «საფიქრებელია», «ალბათ» და «მგონია»-ს სახით. მთავარ არგუმენტს მას ჩვენ მიერ გამოქვეყნებული[9]გრიგოლ ჩახრეხაჲსძის «ანდერძი» აძლევს, სახელდობრ, შემდეგი სიტყვები: «არარაჲს სხჳსათჳს მოვიჭირვე წერაჲ ამისი თჳნიერ რომელ სიყუარული მქონდა ცალკერძ წმიდისა მონასტრისა პატიოსნისა ჯუარისაჲ და მერმე ამის წმიდისა წიგნისაჲ. და ესე დავიდევ გონებასა ჩემსა, ვითარმედ უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან და წმიდასა მონასტერსა პატიოსნისა ჯუარისსა შინა შეიწყნარონ, მაშა თჳთ კეთილ, და ვიდრე ცოცხალ ვიყო, არა დავაკლდები ხილვასა ამისსა; და თუ არა, ვიდრე ცოცხალ ვიყო, მე მქონდის, და შემდგომად ჩემსა, სადაცა ღმერთმან ინებოს». გრიგოლ ჩახრეხაჲსძეს, ამბობს აკად. ი. ჯავახიშვილი, «ჰშინებია, რომ მის მიერ გადაწერილი არსენ იყალთოელის თარგმანი შეიძლება ჯუარის მონასტერში არ მიეღოთ, არსენ იყალთოელის შრომა რომ დიდი სჯულისკანონის პირველი ქართული თარგმანი ყოფილიყო, დაუჯერებელია, რომ გრიგოლ ჩახრეხაჲსძეს შიში ჰქონოდა, ვაჲ თუ ჩემი გარდანაწერი არ მიიღონო. პირიქით, ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მის საჩუქარს ორთავე ხელით მოეჭიდებოდნენ. სამაგიეროდ ამგვარი ეჭვი ბუნებრივად გვეჩვენება, თუ წარმოვიდგენთ, რომ არსენის შრომა ხელახალი თარგმანი იყო და ამაზე წინათაც ამ ძეგლის ქართული თარგმანი არსებობდა» (გვ. 24). კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ეს გაუგებრობაზეა აგებული. არავითარ შიშს – ვაი თუ არსენ იყალთოელის თარგმანი ჯვარის მონასტერში არ მიიღონო – არ შეიძლება ადგილი ჰქონოდა, თუ მხედველობაში გვექნება გრიგოლ ჩახრეხაჲსძის ანდერძის ის ადგილი, სადაც ის არსენის თარგმანს უწოდებს «სულთა განმანათლებელს, ქრისტიანეთა წინამძღუარს და სჯულთა მასწავლელ წიგნს», ხოლო თვით არსენს – საუკუნოდ მოჴსენებულს და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავსმდებელს». არსენის შრომები ქართველთა შორის ყოველგვარ ეჭვს გარეშე იდგა. ამით აიხსნება, რომ საქართველოში დამკვიდრდა იოანე დამასკელის «წყარო ცოდნისა»-ს ის თარგმანი, რომელიც ეკუთვნის არსენ იყალთოელს, და არა ეფრემ მცირისა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც ირკვევა, ანდერძის ზემომოყვანილ სიტყვებში ლაპარაკია არა არსენ იყალთოელის თარგმანის მიღებაზე ჯვარის მონასტერში, არამედ თვით ანდერძის დამწერის, გრიგოლ ჩახრეხაჲსძისა. საქმე ისაა, რომ ერთადერთი ნუსხა ამ ანდერძისა, რომელიც გელათის ხელნაწერში № 25 (ფ. 296) გვაქვს, წარმოადგენს არა გრიგოლის ავტოგრაფს, არამედ მის პირს. გადაწერისას ამ «პირში» დაშვებულია არა ერთი შეცდომა. ერთ-ერთ ასეთ შეცდომას წარმოადგენს «შეიწყნარონ» ნაცვლად «შემიწყნარონ»-ისა. გრიგოლის ავტოგრაფში ყოფილა: «უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან და წმიდასა მონასტერსა ჯუარისსა შინა შემიწყნარონ, მაშა თჳთ კეთილ, და ვიდრე ცოცხალ ვიყო, არა დავაკლდები ხილვასა ამისსა; და თუ არა, ვიდრე ცოცხალ ვიყო, მე მქონდის, და შემდგომად ჩემსა, სადაცა ღმერთმან ინებოს». გრიგოლი, რომელსაც სურვილი ჰქონია ჯვარის მონასტერში ბერობისა, ამბობს: ეს წიგნი მე მიტომ გადავწერე, რომ, ერთი მხრით, სიყვარული მქონდა ჯვარის მონასტრისა, მეორე მხრით, თვითონ ამ წიგნისა. თუ ღმერთი მაღირსებს და მე ჯვარის მონასტერში შემიწყნარებენ, მიმიღებენ ბერად, ხომ კარგი: სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს წიგნიც იქ იქნება და მე, როგორც ამ მონასტრის ბერს, ის მუდამ თვალწინ მექნება. ხოლო თუ არ მიმიღებენ, მაშინ, იგულისხმება, არ შევწირავ მას და წიგნი ჩემთან დარჩება ჩემს სიცოცხლეში, ჩემი სიკვდილის შემდეგ კი იქ იყოს, სადაც ღვთის ნება იქნებაო. ანდერძში რომ თავდაპირველად «შემიწყნარონ» იყო და არა «შეიწყნარონ», ამას ადასტურებს სიტყვები «უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან»; აქ რომ წიგნზე ყოფილიყო ლაპარაკი, ნათქვამი იქნებოდა: «ღირს ყოს» ან «იჩინოს».

მეორე დამამტკიცებელ საბუთად თავის მოსაზრებისა ი. ჯავახიშვილს მოყავს ის გარემოება, რომ, გრიგოლ ხანძთელის «ცხოვრებით», ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე გუარამ მამფალი და გრიგოლ ხანძთელი თავიანთი აზრის სიმართლის დასამტკიცებლად მიუთითებენ «წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღუართაგან განსაზღვრებულსა კანონსა», მათი დასაყრდენია «კანონი შჯულისაჲ» (გვ. 24). მაგრამ ასეთი მითითება კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს «კანონი» მათ დროს ქართულად იყო. მაშინდელ ქართლში, რასაკვირველია, საეკლესიო კანონებს იცნობდნენ და იყენებდნენ კიდევაც მათ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ თარგმნილი არ იყო, ისე როგორც, მაგალითისათვის, სახარებას იცნობდნენ და მისი მოძღვრებით ხელმძღვანელობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის გადმოთარგმნილი არ იყო.

ასე და ამრიგად, პირველ პერიოდში ჩვენში სჯულისკანონი ჯერ კიდევ არ ყოფილა ნათარგმნი.

კანონიკურ კრებულთა თარგმნისათვის პირველად ხელი მოუკიდია ექვთიმე ათონელს. როგორც მას ჩვეულებად ჰქონდა, ამ შემთხვევაშიაც, გადმოსათარგმნ ძეგლთა შერჩევისას, სახელმძღვანელო პრინციპად მან აიღო პრაქტიკული, ყოველდღიური მნიშვნელობა ცხოვრებისათვის ამა თუ იმ ნაწარმოებისა და თან ისიც გადმოთარგმნა არა იმ სახით, როგორც ის დედანში იყო, არამედ მისი შედგენილობისა და რედაქციის ცოტაოდენი შეცვლით ქართულ სინამდვილესთან შეფარდებით.

მეთორმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში, რუის-ურბნისის კრების შემდეგ, ქართულად ითარგმნა პატრიარქი ფოტის თოთხმეტტიტლოვანი «დიდი სჯულისკანონი». მთარგმნელი მისი არის, როგორც მტკიცედაა დამოწმებული თვით ნუსხებით, არსენ იყალთოელი. არსენის თარგმანი შემდეგში შეუვსიათ სხვადასხვა სტატიით. მაგალითად, შეუტანიათ შიგ მოციქულების პეტრესი და პავლეს კანონები, რომლებიც, მართალია, ბერძნულ დედანში არის, მაგრამ არსენის არ გადმოუღია, აგრეთვე ერთი საკმაოდ ვრცელი დამატებითი სტატია, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: “კანონი მეექუსე კართაგენს შინა შეკრებულთა მამათაჲ”. ეს სტატია საინტერესოა მით, რომ ბერძნულ ენაზე ის არ შენახულა; ის წარმოადგენს კრებულს, რომელშიაც განმარტებულია მეტად ვრცლად კართაგენის კრების არა მარტო მეექვსე, არამედ მეშვიდე და ორმოცდა მესამე კანონი, აგრეთვე მოციქულთა 69, ღანღრის კრების 19, პეტრე ალექსანდრიელის 15 კანონი, მოყვანილია შიგ ციტატები სხვადასხვა მამათა თხზულებებიდან, წარმოდგენილია ვრცელი ტრაქტატი სინანულისა და მარხვის შესახებ და სხვ. რედაქცია კანონებისა და ენა თარგმანისა სხვაა, ვიდრე თვით სჯულისკანონში, ასე რომ ისიც ნათარგმნია პეტრიწონული ლიტერატურული სკოლიდან გამოსული მწერლის მიერ, მაგრამ გაცილებით გვიან, ვიდრე თვით «სჯულისკანონი»[10].

მეთორმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოთარგმნილი ბერძნულიდან «კითხვანი მონაზონისა ვისნიმე, რომელთა აჴსნა გამოსცა პეტრე პატრიარქმან ხარტოფილაქსმან»[11]. ეს თხზულება, რომელიც სჯულისკანონში არ შესულა, წარმოადგენს მორწმუნეთა საეკლესიო-სარწმუნოებრივი ცხოვრებიდან სხვადასხვა კაზუსის განმარტებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ ადგენდნენ სხვადასხვა პატარა კრებულს, რომელშიაც გათვალისწინებულია ესა თუ ის საკითხი მორწმუნეთა საეკლესიო-პრაქტიკული მოთხოვნილებისა. ასეთ კრებულს ქართულადაც თარგმნიდნენ. ჩვენამდე შენახულია, მაგალითად, «კითხვანი იოანე ოქროპირისა», სადაც შემდეგ საკითხზეა პასუხი გაცემული: «მოწესისაგან ოდენ ჯერ არს აღსარება ანუ კაცთა ყოველთა? რომელი სათნოება უმჯობეს არს ყოველთა სათნოებათა? რომელი ცოდვა უბოროტეს არს?» აქ, სხვათა შორის, შედარებით ვრცლადაა ლაპარაკი «კაცთა გამსყიდველთა შესახებ. ჩანს, ეს ტრაქტატი მაშინაა ნათარგმნი, როდესაც ჩვენში აღნიშნულმა სენმა განსაკუთრებით იჩინა თავი, ენაც მისი სწორედ ამ ეპოქისაა[12]». მეორე კრებული ამგვარივე ხასიათისაა «სახსნილონი სულმცირენი დიდთა რჯულისკაკონთაგან გამოცემულნი»[13]. აქ ლაპარაკია საქრისტიანო ეკლესიის მარხვათა შესახებ, აღნიშნულია მათი რაოდენობა და დრო. სხვათა შორის, ნათქვამია: «ალაჯორისა კჳრიაკე მსგეფსადმი ხსნილი არს ყოველთა კაცთა ქრისტიანეთაგან და ვინც იმარხვიდეს ერისკაცი ჴორცითა, მოწესენი წუელითა და კუერცხითა, კრულ, წყეულ და შეჩვენებულ იყვნენ შჳდთა კრებათა მადლითა». მარხვათა შესახებ სადისციპლინო საკითხები ხშირად გვხვდება ხოლმე სხვადასხვა კრებულში, როგორც კანონიკურში, ისე ლიტურგიკულში, მაგრამ კრებულები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო და თან მათში საჭირო საკითხთა განმარტების მოძებნაც გაძნელებული იყო, ამიტომ წარმოიშვა ამგვარი სახელმძღვანელოები.

ყველაზე უფრო მწვავე და საჭირბოროტო იყო მორწმუნეთა ცხოვრებაში საკითხი ქორწინებაში «ნათესაობითი ხარისხის» შესახებ, საჭირო იყო ყველას სცოდნოდა – შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ პირთა ქორწინება და ჯვრისწერა. ამ საკითხის საბერძნეთის ეკლესიაში მთელი ლიტერატურა და კანონმდებლობა არსებობდა როგორც საეკლესიო, ისე მასთან შეთანხმებული სამოქალაქო, სხვადასხვა პატარა თუ მოზრდილ კრებულთა სახით. ზოგიერთი ასეთი კრებული ქართულადაც უთარგმნიათ. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კალიგრაფს გიორგი კარგარეთელს გადაუწერია ერთი ასეთი კრებული[14], რომელიც, როგორც ენისა და შედგენილობიდან ჩანს, გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს ნათარგმნი. ამ კრებულს ეწოდება: «დაყენებულთა და უჯეროთა ქორწინება-მზახლობათათჳს და განგდებულთა». ის ორი ნაწილისაგან შედგება: პირველს აწერია «ტინტლოსი მეშჳდე» და ამოღებულია მართლაც ბასილი მაკედონელის ეგრეთ წოდებული პროხირონის მეშვიდე ტიტლოსიდან. აქ გარკვეულია სამი სახე სისხლითა ნათესაობისა - «აღმართი, შთამართი და მგუერდილობითი», ნაჩვენებია ის პირნი, რომელთა შორის არსებობს ასეთი ნათესაობითი ურთიერთობა, და შეუძლიათ თუ არა მათ ერთმანეთთან შეუღლება. აგრეთვე ლაპარაკია ნათლისღებითი და შვილობილობითი ნათესაობის შესახებაც. მეორე ნაწილს აწერია: «ხარისხთათჳს ნათესაობისათა მესამისაგან წიგნისა ანასტიტუტონთასა»; აქ უნდა იგულისხმებოდეს მესამე წიგნი იუსტინიანე დიდის ინსტიტუციებისა, იმაში აღნიშნულია ექვსი ხარისხი თითოეული ზემოდასახელებული სისხლითი ნათესაობის სამი სახისა. მეთვრამეტე საუკუნის გასულს იოანე მიხეილის ძე ქსიფილინოს-პაპუწიშვილს გადმოუთარგმნია ბერძნულიდან მანუილ ქსანთინოსის რედაქცია ნათესაობითი ხარისხისა, რომლის შესახებ ჩვენ ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

ჩამოთვლილთ გარდა, წმინდა საეკლესიო-იურიდიულ ნათარგმნ ძეგლთა შორის ჩვენ გვაქვს კიდევ ანტონ კათალიკოსის მიერ 1776 წელს სომხურიდან გადმოღებული პირველ სამ მსოფლიო კრებათა აქტები (A 618)[15]. რაც შეეხება საეკლესიო-სამოქალაქო ხასიათის იურიდიულ კოდექსებს, ისინი იმ სახით, რა სახითაც ბერძნულად ვიცით, ქართულად მაინცდამაინც არ უთარგმნიათ. დაახლოებით ამგვარ კოდექსს წარმოადგენს მეფის ვახტანგ მეექვსის იურიდიული კრებული, რომელშიაც მოთავსებულია, სხვათა შორის, «სომხური კანონები», ესე იგი, იმპერატორი ვასილისკოჲს (V ს.) იურიდიული შრომა, მეხითარ გოშის მიერ გადმოკეთებული, და «ბერძნული კანონები», ან მათე ბლასტარის შემოკლებული «სინტაგმა», არმენოპულის «ექუსწიგნთაგან» შევსებული. ვახტანგის კოდექსს მეცხრამეტე საუკუნეშიაც არ დაუკარგავს დიდხანს მნიშვნელობა და პოპულარობა[16].

ამით ამოიწურება ნათარგმნი კანონიკური მწერლობა ქართულ ენაზე. საქართველოს ეკლესია თავის მართვა-გამგეობაში ხელმძღვანელობდა აგრეთვე საკუთარი, ადგილობრივი კანონმდებლობით, რომლის ორგანოდ და წყაროდ ითვლებოდა: ა) კერძო პირთა განმარტებანი, ბ) კათოლიკოს-პატრიარქი ეპისტოლენი, გ) სამოქალაქო ხასიათის იურიდიული კოდექსები და დ) ქართულ ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი. როდესაც ეკლესიაში წამოიჭრებოდა ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრისას საინტერესო იყო საბერძნეთის პრაქტიკა, ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ ხოლმე საზღვარგარეთულ ქართულ მონასტერთა ავტორიტეტულ წარმომადგენლებს და განმარტებას სთხოვდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ექვთიმე ათონელის დროს, რომლისთვისაც მიუმართავს სხვადასხვა საკითხის გამო გიორგი ჭყონდიდელს. ექვთიმეს პასუხი და განმარტებანი[17], რომელთა შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი, შედგენილია სტოდიელთა მონასტრისა და ათონის პრაქტიკის ზეგავლენით და ის ამ მხრივაც საყურადღებოა. «კანონიკურ ეპისტოლეთაგან» ჩვენამდე დარჩენილა მხოლოდ ერთი, კათოლიკოს ანტონ პირველისა, რომელიც გამოუცია მას, ერეკლე მეფის ნებართვით, 1767 წელს. ეს ეპისტოლე შეიცავს 15 მუხლს: 1) მღვდლად დასადგენნი უნდა «სწავლულ იყვნენ შვიდთა საიდუმლოთა», 2) საეკლესიო წიგნთა «უცოდნელად მღვდელობა არა ჯერ არს, 3) მწყემსნი მოვალენი არიან სამწყსოს ასწავლონ «წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო, მიწყალე და მრწამსი», აგრეთვე პირჯვრისწერა და აღსარების თქმა, 4) ეკლესია წმინდად უნდა იყოს დაცული, შიგ უნდა იყოს ყველა სიწმინდის სამსახურებელი ჭურჭელი, საღვთისმსახურო წიგნები და უმნიშვნელოვანესი ხატები, 5) მწყემსნი უნდა ერიდონ მთვრალობასა და ნაყროვნებას, 6) ბავშვებს ეკლესიაში უნდა ნათლავდნენ ნორმალურ პირობებში, 7) მისანთა და მწამვდედთა შესახებ, 8) ხეთა და ძელთა, ნიშთა და ძეგლთა თაყვანისმცემელთა შესახებ, 9) კვირა-უქმე და დღესასწაულთა გატარების შესახებ, 10) პირუტყვის ბოროტის სიტყვით შეგინება, 11) ეკლესიის მამულის გაცემა-გაყიდვის შესახებ, 12) ეკლესიები უნდა იძენდნენ მხატვართაგან დამზადებულ ხატებსა და სტამბაში გამოსულ წიგნებს[18]. ამ საინტერესო დოკუმენტს ერეკლე მეფე შემდეგ სიტყვებს ურთავს: «ჩვენ, ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნის თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთათა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენს ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს – ან მომწამლველნი, ან კაცის შემკრველნი, ან სიყვარულისა და სიძულვარის წამლის მიმცემნი, და ღვთის დიდად განმარისხებლისა და მოუტევებელის ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით დაიხოცნენ. და ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ»[19]. საყურადღებოა ეს დოკუმენტი იმის გასათვალისწინებლადაც, თუ რა სასჯელს უნიშნავდნენ ხოლმე კანონთა დამრღვეველთ; მღვდელს – მღვდლობისაგან გადაყენებას, მღვდელმსახურების, გარდა წირვისა, აღკრძალვას, მრევლის ჩამორთმევას, ხოლო ერისკაცს – ორმოცი ჯოხის დაკვრას, დარბევას და განსაკუთრებულ შემთხვევაში სიკვდილით სასჯელს.

კანონიკური ეპისტოლეს ხასიათი აქვს იმ «სასჯულო მცნებას», რომელიც XV საუკუნეში მიუცია აფხაზეთის საკათალიკოსოსათვის ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქს მიხაილს იოაკიმე ბედიელის აფხაზეთის კათოლიკოსად დადგენილების გამო[20]. უეჭველია, პატრიარქი მიხაილი ამ «მცნებას» ბერძნულ ენაზე დაწერდა, მაგრამ, ვინაიდან ის, ალბათ, ქართულად გამოქვეყნდა, ერთი მხრით, და, მეორე მხრით, ქართველებისადმია უშუალოდ მიმართული, მას ჩვენ ვთვლით ქართულ საეკლესიო კანონმდებლობითს ძეგლად. «ეს ქარტა თქვენთვის აღვსწერეო», - ეუბნება მიხაილი ქართველებს ამ «მცნების» წინასიტყვაობაში, რომელშიაც გამოსჭვივის ძველი ანტიოქიური ტენდენცია ქართლისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოთა ანტიოქიის საყდარზე დამოკიდებულების შესახებ და რომელშიაც განსაზღვრულია აფხაზეთის საკათოლიკოსოს ტერიტორია: «ეპისკოპოსნი ლიხთამერეთს: ჭოროხს აქეთ, ოვსეთსა აქეთ, ზღუა პონტოს აქეთ, სადა დიდისა ბიჭვინთისა საზღუარი მიაწევს», აფხაზეთის კათოლიკოსისაგან იკურთხეოდიანო, ამბობს ის. ძეგლი გამომცემელს, თ. ჟორდანიას, 19 მუხლად დაუყვია, თუმცა რაიმე გარკვეული სისტემა აქ არ არსებობს. მცნებაში გათვალისწინებულია შემდეგი საგნები: 1) «უხვედრი ან უკანონო ქორწინება», - ვინც ირთავს სვინას ანუ მეყჳსს, სძალს, ბიძის ცოლს, ძმის ცოლს, ცოლის ასულს, ცოლის დედას, დობილს, დედობილს, თუ დედა-შვილი მამა შვილმა შეირთოს, გინა ორნი დანი ორთა ძმათა, ნატაცები ცოლქმრობა, ორცოლიანობა (§§ 1, 2, 13, 15, 18, 19); 2) «მრუშობა», - ხუცის, დიაკვნისა და მთავარდიაკვნის ცოლთან, დედინაცვალთან და დედობილთან (§ 1, 3); 3) «მარხვის შერევა», - მოციქულთა, ოთხშაბათ-პარასკევთა, მიძინების, ალაჯორი და ყველიერის კჳრიაკე (§§ 5, 17, 18); 4) «უქმეთა დარღვევა ან ახალის შემოღება», - კერძოდ, ვინც შაბათს ცხრაჟამითგან ორშაბათს განთენებამდე მუშაობდეს ან პარასკევსა მიწასა რევდეს (§§ 5, 16), - უკანასკნელი შენიშვნა უნდა იყოს შემდეგი დროის ინტერპოლაცია, ოსმალოთა ზეგავლენით ჩადენილი; 5) «მღვდელმსახურთა ზნეობრივი თვისებანი და მოვალეობანი», - ეპისკოპოსთა, მღვდელთა, მოძღვართა და ხუცესთა (§§ 2, 9, 10, 11, 13); 6) «ადამიანის მკვლელობა» (§ 14); 7) «სამონასტრო და საეკლესიო მამულთა მიტაცება» (§ 14); 8) «საეკლესიო კანონებისა და სამღვდელოებისადმი მორჩილება» (§§ 6, 7, 8, 12).

სამოქალაქო ხასიათის საკოდიფიკაციო შრომათაგან ქართული საეკლესიო სამართლის ისტორიისათვის მნიშვნელობას არაა მოკლებული არც გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდება და არც ბექა-აღბუგას სამართალი[21]; თუმცა ისინი სამოქალაქო კანონმდებლობის კოდექსს წარმოადგენენ, მაგრამ ალაგ-ალაგ შიგ ლაპარაკია ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაც. გიორგი ბრწყინვალის ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს ის შესანიშნავი ძეგლი ჩვენი იურიდიული მწერლობისა, რომელსაც «ჴელმწიფის კარის გარიგება» ეწოდება[22]. ეს ძეგლი სხვადასხვა დროის მასალების მიხედვით შედგენილი, საბოლოოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, გამომცემლის სიტყვით, გიორგი ბრწყინვალის დროს გელათის მონასტერში. თუმცა ნაკლულობის გამო საეკლესიო და სასულიერო დაწესებულებათა შესახებ ამ ძეგლში სრული ცნობები არ შენახულა, მაგრამ ზოგიერთი საეკლესიო ინსტიტუტი მაინც საკმაოდ რელიეფურადაა აქ წარმოდგენილი, მაგალითად, ჭყონდიდელი და მოძღვართ-მოძცვარი. საეკლესიო და სასულიერო საქმეების გამგე, ამ ძეგლით, არის ჭყონდიდელი; გელათის მონასტრის გარდა, ყველა საყდარი, ეკლესია და მონასტერი, ხუცესი, მონაზონი და საეკლესიონი დასნი მისი საჴელოჲსანი იყვნენ, ვეზირთა შორის მას პირველი ადგილი უკავია. (გაგრძელება იქნება)


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 25 2006, 06:44 PM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



"წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება". . .


კანონიკა


ნომოკანონი ან სჯულისკანონი. ქართული კანონიკური მწერლობა მეათე საუკუნემდე

(გაგრძელება)

აქ მოხსენებული არიან მცხეთისა და აფხაზეთის კათოლიკოსი და ეპისკოპოსები: ქუთათელი, ბედიელი, იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და გოლგოთელი, და არათუ უბრალოდ არიან მოხსენებული, მათი იერარქიული უპირატესობაც არის აღნიშნული; მათ შორის ყველაზე მეტი პატივი იშხნელსა და ქუთათელს აქვს. ამ მუხლში ეს ძეგლი შესამჩნევად განსხვავდება იმ დოკუმენტისაგან, რომელსაც ეწოდება «წესი და განგება კურთხევისათჳს მეფისა თუ ვითარ დასხდენ მღუდელმთავარნი სრულიად საქართველოჲსანი» ან «აღსავალთათჳს სამღუდელთმთავართა საყდართა», რომელიც «კარის გარიგების» შემდეგ უნდა იყოს შედგენილი. საკმაოდ ვრცლადაა «კარის გარიგებაში» ლაპარაკი «მოძღუართმოძღურის» შესახებ. ის ყოველთვის პირველად იხსენიება ოთხ დიდხარისხოვან ბერთა ან მონაზონთა შორის, რომლებიც არიან: მოძღვართმოძღვარი, ჭყონდიდელი და კათოლიკოსნი ქართლისა და აფხაზეთისა, მას მეტი პატივი აქვს, თუმცა ის უბრალო ეპისკოპოსია, ვიდრე კათოლიკოსებს, პატივი მისი ზოგჯერ ჭყონდიდელის პატივსაც აჭარბებს. მეფე დარბაზობისას მას განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა[23]. «კარის გარიგებაში» ამასთანავე აღწერილია განცხადებისა და აღდგომის დარბაზობის წესი, აგრეთვე ზოგიერთი მონასტრიდან, კერძოდ, დავითგარეჯიდან, მეფისათვის ძღვნის მირთმევა. საზოგადოდ, აქ საყურადღებო მასალაა წარმოდგენილი საეკლესიო და სამოქალაქო-სახელმწიფო ხელისუფალთა ურთიერთ დამოკიდებულებისა.

ჩვენი საეკლესიო სამართლის გასათვალისწინებლად, რასაკვირველია, მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ადგილობრივ ქართულ საეკლესიო კრებათა დადგენილებებს. ჩვენს ისტორიაში ხშირია მაგალითები საეკლესიო კრებათა მოწვევისა სხვადასხვა საჭიროების გამო. ამ კრებებზე გამოჰქონდათ დადგენილებანი, რომელნიც სავალდებულო იურიდიული ნორმების ხასიათს ღებულობდნენ ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ყველა კრების დადგენილებანი ჩვენამდე არ შენახულა.

ჩვენ ხელთა გვაქვს დღესდღეობით ორი ამგვარი დოკუმენტი: რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) «ძეგლის-წერა» და ეგრეთ წოდებული «საკათოლიკოზო კანონები»; უკანასკნელნი შეუდგენია მეთექვსმეტე საუკუნეში მოწვეულ კრებას იმერეთში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე აგვიწერს რუის-ურბნისის კრების მოწვევის საბაბს და მის კანონმდებლობითს მოქმედებას: «წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნულ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროჲს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროჲსნი საეპისკოპოსონი, არა კარით მწყემსებრ, ერდოთ შესრულნი, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა ღმრთისათა პყრობისა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა, და თჳთ სახლით უფლისაჲთ და მღდელთაგან გამოვიდოდა უსჯულოებაჲ, რომლითა თუალი ღმრთისაჲ, მხედველი ყოველთაჲ, ესეოდნად რისხუად აღზრულ იყო. ამათ უკუე დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა კრება ერმრავალი, რამეთუ სამეფოჲსა თჳსისა კათოლიკოსნი, მღდელთმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მათსა, ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და მრავალდღე გამოწულილვითა ფრიადითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომილი განმართეს და კეთილწესიერებაჲ ყოვლითურთ დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი გარდამოსთხივნეს საყდართაგან. დაღათუ არა ადვილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა, და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინნეს და ძეგლი შუენიერი [ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ] აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათაჲ»[24].

ამ კრების დადგენილებებს ეწოდება «ძეგლისწერა წმიდისა და ღმრთივშეკრებულისა კრებისაჲ»[25]. «ძეგლისწერა», როგორც თავის ადგილას აღვნიშნეთ კიდეც, შედგენილი უნდა იყოს არსენ ბერის მიერ და შეიცავს სამ ნაწილს: 1) პროლოგს ან შესავალს, რომელშიაც გათვალისწინებულია ეკლესიის დაარსება საზოგადოდ და საქართველოში კერძოდ, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა საკანონმდებლო მოქმედება და მათ მსგავსად ამ, რუის-ურბნისის, კრების მოწვევა; 2) რუის-ურბნისის კრების კანონმდებლობას და 3) სინოდიკონს, რომელშიც რედაქტორი ეუბნება ცოცხლებს (მეფე-დედოფლებს, კათოლიკოს-მღვდელმთავრებს და ცნობილ სასულიერო მოღვაწეთ) «მრავალჟამიერს», ხოლო მიცვალებულებს - «საუკუნო ხსენებას». კრებას «დაუსხამს» და დაუდგენია 15 კანონი: 1) უღირს მღვდელმთავართა განკვეთის აუცილებლობა; 2) ასაკი ხელდასხმათა და დრო მათი ხელდასხმისა; 3) გიორგი მთაწმიდლის «კურთხევის» სანქცია; 4) ეგრეთ წოდებული სიმონია ან ხელდასხმისათვის ქრთამის მიღება; 5) სამღვდელოთა ჭურჭელთა და ეკლესიისადმი შეწირულთა სიწმიდეთა, თვინიერ მათი დანიშნულებისა, მოხმარების დაუშვებლობა; 6) გვირგვინის კურთხევა; 7) ასაკი დასაქორწინებელთა; 8) იერარქიულ პირთა ჯეროვანი მომზადება; 9) მონასტრების მოძღვართათვის, მათი რიცხვი და ხარისხი; 10) მონასტერში ვაჭრობის უადგილობა; 11) სად, როგორ და როდის უნდა სრულდებოდეს მიცვალებულთა და ცოცხალთა მოსახსენებელი ჟამისწირვა და ლოცვა? 12) მართლმადიდებლობად მომავალნი სომხნი უნდა ნათელღებულ იქმნენ, ვითარცა წარმართნი; 13) მართლმადიდებელთა და წარმართთა შეუღლება აკრძალულია; 14) კიდისკიდე და არა ერთგან კურთხევა გვირგვინისა დაუშვებელია; 15) სოდომის ცოდვის შესახებ. «ძეგლის წერა» მეტად საყურადღებო ნაშთია იურიდიული მწერლობისა და არა მარტო ქართულის, არამედ საზოგადოისაც, რამდენადაც იმაში აღიბეჭდა საზოგადო საეკლესიო-იურიდიული ნორმები[26].

«საკათალიკოსო კანონები» ან «სამართალი კათოლიკოსისა» არის ძეგლი მეთექვსმეტე საუკუნისა. 1543 – 1549 წლებში ქართლის კათოლიკოსის მალაქიასა (1531 –1549) და აფხაზეთის კათოლიკოსის ევდემონ I ჩხეტიძის (1543 –1578) დროს, იმერეთში მომხდარა საეკლესიო კრება, რომელსაც დასწრებიან, აღნიშნულ კათოლიკოსთა გარდა, ქუთათელი სიმეონი, გენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, დრანდელი ფილიპე, ცანარელი კოსმანი, ხონელი ზაქარია, ნიკოწმიდელი იოაკიმე და წაიშელი კირილე. მათ გაუთვალისწინებიათ ის უწესობანი და არანორმალური მოვლენანი, რომელთაც ფესვი გაედგათ მაშინდელ საზოგადოებაში, როგორც, მაგალითად, მკვლელობა, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა, ეკლესიათა ძარცვა-გლეჯა, არაკანონიერი ქორწინებანი და სხვ., და «დაუსხამთ» 22 კანონი, რომელშიაც ყველა ამ უჯერო მოქმედებათათვის შესაფერისი სასჯელია დადებული[27]. კანონები, როგორც ისინი ამბობდნენ და როგორც მართლა მათი შინაარსიდანაც ჩანს, დამყარებულია «სჯულის კანონზე», - დიდსა და არა ექვთიმეს მიერ ნათარგმნ «მცირე სჯულის კანონზე», როგორც ბაქრაძე-ფრენკელსა ჰგონიათ[28]. ამ ძეგლიდან ჩანს, რომ საეკლესიო სამართლის იურისდიქციას ექვემდებარებოდა ჩვენში ამ დროს არა მარტო სასულიერო-საეკლესიო დანაშაულებანიც[29].

საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კრებათა დადგენილებებს, რომელნიც მეთვრამეტე საუკუნის ორმოციან-სამოციან წლებში მოუწვევიათ აღმოსავლეთ-საქართველოში. ესენია: ა) საეკლესიო კრება 1748 წლისა[30], ბ) 1755 წლის 16 დეკემბრისა და 1756 წლის 4 აპრილისა ანტონ I საქმესთან და პიროვნებასთან დაკავშირებით, გ) 1762 წლისა ირაკლი II და კათოლიკოზის იოსების მიერ მოწვეული.

როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ქართული საეკლესიო მართვა-გამგეობისა და კანონმდებლობის ძეგლებს, არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ იმ დოკუმენტთა შესახებ, რომელთაც სიგელი და გუჯარი ეწოდება. ამ სახელებით აღინიშნებიან სხვადასხვაგვარი ხასიათისა და შინაარსის აქტები, როგორიცაა მეფე-დიდებულთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა და სხვა კერძო პირთა მიერ გაცემული წყალობის, ნასყიდობისა თუ შეწირულობის დოკუმენტი. შემოვიდა თუ არა ქრისტიანობა ჩვენში და ჩამოყალიბდა თუ არა საეკლესიო ორგანიზაცია, მეფეებმა ეკლესიის უზრუნველსაყოფად დაიწყეს შეწირვა მამულებისა და სხვადასხვა ღირებულებისა, ანდა მინიჭება ეკლესიისა და მის მსახურთათვის სხვადასხვა უფლება-პრივილეგიებისა. ასეთი აქტების გამომხატველია ის იურიდიული ძეგლები, რასაც სიგელ-გუჯარი ეწოდება. სიგელ-გუჯრებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთშორის დამოკიდებულების გაშუქებისათვის, საეკლესიო სამართლის, მფლობელობისა და ბატონ-პატრონობის გასათვალისწინებლად. ისინი ხშირად შეიცავენ მთელ კანონმდებლობითს კოდექსს ეკლესიის საქმეთა გამო, მაგალითად, ბიჭვინთის გუჯარი[31]. მათი დაწვრილებითი, მეცნიერული შესწავლა ჩვენ წარმოგვიდგენს საეკლესიო-სამოქალაქო კანონმდებლობის მთლიან სურათს. ასეთი შესწავლა ჯერ არც კი დაწყებულა, ვინაიდან ამ მხრივ ჯერჯერობით მხოლოდ შემკრებლობითს ხანაში ვიმყოფებით[32].

--------------------------------------------------------------------------------

[1] ამ იერემიას შესახებ იხ. კ. კეკედიძე, იერემია იბერიელი, ანტინესტორიანი მოღვაწე მეხუთე საუკუნისა, «თბილ. უნივერ. მოამბე», IX, 1928 წ., 187 –198.

[2] Zeitschrift f. d. neutestam. Wissenschaft, XXXI, 1932. S. 111 –116: Die «Lehre der zwölf Apostel» in der georgischen ჩberlieferung.

[3] ამის შესახებ იხ. ი. კვაჭაძის «შენიშვნები «დიდაქეს» ქართული თარგმანის შესახებ» («ლიტერატურული ძიებანი»), III, 375 –377).

[4] მისი ისტორიის გვ. 87 –88.

[5] «საქართვ. სამოთხე», გვ. 394.

[6] Грузинский Великий Номоканон по спискам Тифлисского церковного музея, « Христиан. Восток», т. II, стр. 350 –351.

[7] К. Кекелидзе, Иерусалимский Канонарь VII в., Грузин. Версия.

[8] წიგნი პირველი, თბილისი, 1928 წ., გვ. 19 –30..

[9] «Христианский Восток», V, 120 –122.

[10] გამოცემა კართაგენის კრების ამ კანონისა დიდი მონაპოვარი იქნებოდა მეცნიერებისათვის.

[11] Проф. Влад. Бенешевич, Ответы Петра Хартофилакса, конца XI в., «Записки Академии Наук», т. VIII, № 14, 1909 г.

[12] A 1096, ფ. 46 в – 48 а. –3.

[13] A 85, ფურც. 481 –484;№ 712, ფ. 43 –50; N 1096, ფ. 50в –56 а.

[14] A 85, ფურც. 48в – 50а (ჩამატებული შემდეგ).

[15] განხილულია Dr. Ign. Rücker-ის შრომაში: «Ephesinische Konzilsakten in armenisch-georgischer ჩberliferung». Munchen,1930.

[16] პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგი, სამართალი სომხური, ქართული ვერსია, შესრულებული ვახტანგ მეექვსის ბრძანებით, თბილისი, 1927.

[17] «საქართველოს სამოთხე», გვ. 432 –436; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 83 –87.

[18] პ. კარბელაშვილი, იერარქია საქართველოს ეკლესიისა, გვ. 179 –185; A 317, ფ. – 179 – 186.

[19] იქვე, Ф. Жордания, Описание, I, стр. 315.

[20] თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 294 –297.

[21] მანდატურთუხუცესი ბექა 1285 –1306, აღბუგა ათაბაგი, შვილიშვილი ბექასა, XVI საუკუნის მეორე ნახევრისა. ამათ შესახებ იხ. ი. დოლიძე, «ძველი ქართული სამართალი» და «გიორგი ბრწყინვალის სამართალი».

[22] «Monumenta Georgica», IV, Leges, თბ., 1920 წ., გამოც. ე. თაყაიშვილისა.

[23] ე. თაყაიშვილი, გვ. XXVII – XXX.

[24] ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი გვ. 290 –292.

[25] «საქართვ. სამოთხე». გვ. 518 –530; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II. 56 –72.

[26] ნ. ურბნელი, საეკლესიო სჯულიმდებლობა, ძეგლის წერა, «ივერია», 1888 წ., №№ 38, 46, 75, 270, 271.

[27] «Сборник законов грузии. Царя Вахтанга VI», изд. Френкеля, стр. 129 –133.

[28] იქვე, გვ. 129. შენიშვნა მე-2.

[29] იხ. ნ. ერბნელის გამოკვლევა: ჩვენი საეკლესიო ისტორიიდან, სამართალი კათოლიკოსისა. «მოამბე», 1898 წ., №№ 3, 4; ყურადღების ღირსია, როგორც მაჩვენებელი იმდროინდელი საეკლესიო ცხოვრების დეფექტებისა, აქტები იმ კრებისა, რომელიც მოუწვევიათ მეფე ერეკლეს და კათოლიკოს იოსებს 1762 წელს. აქტები შეიცავენ 11 მუხლს მღვდელმთავართა და მღვდელთა მოვალეობის შესახებ (პ. კარბელაშვილი, იერარქია საქართველოს ეკლესიისა, გვ. 157 –160).

[30] ელ. მეტრეველი, 1748 წლის საეკლესიო კრების დადგენილება (საქარ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, ტ. XIX-A და XXI-B, 1957, გვ. 413 –429).

[31] ა. ხახანაშვილი, გუჯრები, ქუთაისი, 1891 წ., გვ. 130 –134; მისივე, Очерки по истории груз. Словесности, III, 358 –362.

[32] Brosset. Voyage arch ologique p. 1 –50; Histoire de la Georgie. liv, 2, p. 450 –562; Д. Пурцеладзе, Грузинские церковные гуджары; Грузинские дворянские грамоты; თ. ჟორდანია, ქრონიკები, I და II წიგნი, «ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები», «ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა»; ალ. ხახანაშვილის «გუჯრები», ს. კაკაბაძის «დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები», წიგნი I, II, თბილისი, 1921 წ., განსაკუთრებით «საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების» გამოცემანი.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 28 2006, 01:00 AM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



აქ უნდა ყოფილიყო წმიდა გრიგოლის ქართული ხატი, ატვირთვისას ასეთი "შეტყობინება" მივიღე - "ფაილის ატვირთვა ვერ განხორციელდა, რადგანაც საქაღალდეს 'uploads' არ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებები. გთხოვთ დაუკავშირდით ფორუმის ადმინისტრატორს და აცნობეთ ამ შეცდომის შესახებ."

ფორუმის ადმინისტრატორო! რა ხდება?

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

ტროპარი: უღელი იგი ქრისტესი მოიღე გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა უტვირთე ჯვარი მისი, ვინაცა უცხოთა აღმსარებლობათა შორის მართლმადიდებლობისა სიტყვასა ასწავებდი და უკანასკნელი სულიცა თვისი დასდევ მოყვასისათვის. დაუცხრომლად ევედრე მხოლოსა ღმერთსა ჩვენ ყოველთათვის.

კონდაკი: რომელმან ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველე და მსხვერპლად სუნად სუნნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა და გვირგვინი უხრწნელი მოიგე გრიგოლ, მას ევედრე ჩვენთვის ღვაწლით შემოსილო.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Dec 7 2006, 04:11 PM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



2006 წლის 6 და 7 დეკემბერს, ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მეხუთე(!!!) საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატოტია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.

ღონისძიება ითვალისწინებს სესიის ჩატარებას, სახელწოდებით - გრიგოლ ფერაძის ლექციები, რომელიც ეძღვნება გელათის აკადემიის დაარსების 900 წლისთავს.

კონფერენციის თემაა - ქართველები და სხვა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში.

P.S. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ კანონიზებული იქნა და დაწესდა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენება 6 დეკემბერს.

საქართველოში კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, კვლავ არავინ არაფერი იცის მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. კვლავ არავინ(იშვიათი გამონაკლისით) იცის ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას!

პოლონელებს დიდი მადლობა ჩვენი წმიდა მამის ხსოვნის უკვდავყოფისათვის, მაგრამ საკითხავია, დღევანდელ ქართველებს თუ გვახსოვს წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლის ხსენების დღე - 6 დეკემბერი!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mesxi
პოსტი Dec 17 2006, 10:14 PM
პოსტი #86


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 16-October 06
წევრი № 279



თქვე ის ინტერვიუ თუ გაგვთ ნანახი რუსი ჯარისკაცი რომ ყვება მამა ანდრიაზე ის ესწრებოდა კომანის ამბებს და ის რუსი ამბობს რომ მამა ანდრიას ადგილი ქრისტეს გვერდით არისო.ისე ნათლიაჩემის მეგობარი იყო მამა ანდრია სანამ ერთად ბაღდათში ცხოვრობდნენ მასთან სურათიც კი აქ გადაღებული.ისე ბევრი და ძმა ყავს მამა ანდრიას და მგონი ყველა სასულიერო პირიაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 17 2006, 11:30 PM
პოსტი #87


დაურეგისტრირებელი









:_მარიამი_:
ვაიმეეეეეეე გენაცვალეეე biggrin.gif მაგარი იყო მაგარი ხარ რა wub.gif

:_მარიამი_:
ვაიმეეეეეეე გენაცვალეეე biggrin.gif მაგარი იყო მაგარი ხარ რა wub.gif
Go to the top of the page
+Quote Post
zura.b.g.
პოსტი Dec 20 2006, 11:33 PM
პოსტი #88


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 30-August 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 131



IPB-ს სურათი


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 25 2006, 02:44 AM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ცალკე რომ არ გავხსნათ ხოლმე თემები აქ დავწეროთ იმ წმინდანებზე ვისი ხსენების დღეც იქნება

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: `წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო". როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: `წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა". ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: `უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ". ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: `მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: `და სულისაცა შენისა თანა." შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: `უფალო, შეგვიწყალე!" ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: `სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე". მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: `მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: `რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. `მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწავს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა". ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: `ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა".

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. `აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: `შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?" ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: `ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს". ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: `არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა".

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: `მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება".

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.




თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
თბილისი, 2004 წელი


დღეს გახლავთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღე მე პირველად წავიკითხე ამ წმინდანის ცხოვრება და გამიკვირდა რომ ასეთი დიდი წმინდანი არ ვიცოდი მის მიერ აღსრულებული სასწაულები გასაოცარია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 25 2006, 10:41 AM
პოსტი #90


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დავამატებდი, რომ წმინდა სპირიდონს ევედრებიან მატერიალური გაჭირვების დროს


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2006, 12:19 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,847
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლოცვა წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისადმი

"სურვილითა ქრისტესითა იღვაწე ყოვლად სამღვდელოო, გონება ფრთოვან ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთითა ხილულისა საქმეთა უხილავი საქმენი ჰპოვენ, ღვთივ სულიერო, რამეთუ მსხვერპლშეწირულ ღმრთის იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩვენ ყოველთათვის."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 25 2006, 04:48 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(marine @ Dec 25 2006, 12:19 PM) *

ლოცვა წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისადმი

"სურვილითა ქრისტესითა იღვაწე ყოვლად სამღვდელოო, გონება ფრთოვან ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთითა ხილულისა საქმეთა უხილავი საქმენი ჰპოვენ, ღვთივ სულიერო, რამეთუ მსხვერპლშეწირულ ღმრთის იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩვენ ყოველთათვის."


wub.gif smile.gif ეგ კონდაკია და აი, ტროპარი:


პირველსა კრებასა შინა გამოჩნდი ბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ, მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოზნი გაქვნდეს თანა-შემწედ და თანა-მწირველად, შენ, ყოვლად სამღვდელოო, დიდება, რომელმან გადიდა შენ, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა სასწაულთა!


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2006, 05:56 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,847
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალბათ გეცოდინებათ, რომ მწვანე მონასტერშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bagusa
პოსტი Oct 18 2007, 12:05 AM
პოსტი #94


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 17-October 07
წევრი № 2,986



მამა ვიტალის სურათი არ გთქვთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:სამეფო:
პოსტი Dec 19 2007, 01:35 AM
პოსტი #95


ვასილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 167
რეგისტრ.: 26-November 06
წევრი № 522



ციტატა
ალბათ გეცოდინებათ, რომ მწვანე მონასტერშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი


კი მარიამ მართალი ხარ მწვანე მონასტერშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი.ძალიან ლამაზია ეხლა ვაპირებ წასვლას და ბევრ სურათებს გადაუღებ და აუცილებლად დავდებ თან თოვლია ძალიან დიდი ეხლა. ზვიადაურიც მოდის smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:სამეფო:
პოსტი Dec 19 2007, 03:11 PM
პოსტი #96


ვასილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 167
რეგისტრ.: 26-November 06
წევრი № 522



IPB-ს სურათი


მამა ვიტალი wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2007, 04:41 PM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,847
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(:სამეფო: @ Dec 19 2007, 01:35 AM) *

კი მარიამ მართალი ხარ მწვანე მონასტერშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი.ძალიან ლამაზია ეხლა ვაპირებ წასვლას და ბევრ სურათებს გადაუღებ და აუცილებლად დავდებ თან თოვლია ძალიან დიდი ეხლა. ზვიადაურიც მოდის smile.gif


კი, ძალიან ლამაზია, თან ამ ბოლო დროს მოხატეს საოცარ ფერებში rolleyes.gif

ღმერთმა კეთილი გზით გატაროთ შენ და ზვიადაური და რასაც ლოცვებში იტყვით, უკლებლივ აგსრულებოდეთ smile.gif

სურათებს უკვე ველოდები rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Dec 28 2007, 11:04 AM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



არქიმანდრიტი გაბრიელი

XX საუკუნის ცოცხალი სახარება

გაბრიელ ბერის ანდერძი
დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. უყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Dec 28 2007, 12:27 PM
პოსტი #99


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(benediqt16 @ Dec 28 2007, 11:04 AM) *

არქიმანდრიტი გაბრიელი

XX საუკუნის ცოცხალი სახარება

გაბრიელ ბერის ანდერძი
დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. უყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.


გაბრიელ ბერზე არის უკვე თემა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 28 2007, 01:51 PM
პოსტი #100


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ვა რა საინტერესო სტატიაა
იყო


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი