IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა?
შოთაძე
პოსტი Apr 13 2008, 05:20 PM
პოსტი #161


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



Ismail
ციტატა

ჰოდა ერთ-ერთი და უმთავრესი ფაქტორი იმისა, რომ შემცირდეს დანაშაულთა რიცხვი და რაც შეიძლება ნაკლები ადამინი გახდეს დამნაშავე, არის დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავის დასჯის ეფექტური სისტემის შექმნა.

თუ გვინდა ნაკლები დამნაშავე გვყავდეს, საჭიროა ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

(ეს ყოველივე კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა).

დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს!
იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს? რამდენი ბავშვი არის დაჭერილი უბრალო დანაშაულის გამო და 2 ჯერ უფრო მეტ სასჯელს რომ იხდიან, მითუმეტეს საქართველოს ციხეებში! განა მაგხელა ბავშვებისთვის უფრო საშიში არ არის ციხე? უამრავი ფაქტი არსებობს შევარდნაძის დროიდან დაწყებული ახლანდელი ხელისუფლების ჩათვლით, როდესაც საჭმლის მოპარვის გამოც კი დაუჭერიათ ბავშვები და ციხეში გაუშვიათ. mad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 13 2008, 11:57 PM
პოსტი #162


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



შოთაძე

ციტატა(შოთაძე @ Apr 13 2008, 06:20 PM) *

დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გამოსწორდეს. ორივე მიზანი უმნიშვნელოვანესია.


ციტატა(შოთაძე @ Apr 13 2008, 06:20 PM) *

იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს?

12 წლის ბავშვებს ჯერ არ უშვებენ ციხეში. კანონში ეგ ცვლილება 2008 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს პასუხისმგებლობა მხოლოდ შემდეგ დანაშაულებზე დაეკისრებათ:

განზრახ მკვლელობა;
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
გაუპატიურება;
ძარცვა (მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში);
ყაჩაღობა;
ცივი იაღაღის უკანონო ტარება.

სხვა დანაშაულებზე 12 და 13 წლის ბავშვი ისევ არ დაისჯება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა ნახევრდება. მაგრამ ასეთ არასრულწლოვნებს უფრო ხშირად აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებებიც შეიძლება დაეკისროთ. ამის საშუალებას ჩვენი კანონმდებლობა იძლევა.


ციტატა(შოთაძე @ Apr 13 2008, 06:20 PM) *

მითუმეტეს საქართველოს ციხეებში! განა მაგხელა ბავშვებისთვის უფრო საშიში არ არის ციხე? უამრავი ფაქტი არსებობს შევარდნაძის დროიდან დაწყებული ახლანდელი ხელისუფლების ჩათვლით, როდესაც საჭმლის მოპარვის გამოც კი დაუჭერიათ ბავშვები და ციხეში გაუშვიათ. mad.gif

ეგ მართალია. საშინელებები ხდებოდა და ხდება... sad.gif


P.S. მგონი ვაოფებთ...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Apr 17 2008, 11:08 AM
პოსტი #163


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა( გიორგი @ Jul 31 2007, 11:41 AM) *

რა საკვირველია არაა ცოდვაა.

არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . .
წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის

არა მგონია მართალი იყო მეგობარო, სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ადამიანი ვალდებული არაა ჩვენება მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მეგობარს
თუკი მეგობარი გაგანდობს დანაშაულს, თავდაპირველად უნდა გაიგო მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ის, თუკი მიხვდები რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამართლება არა აქვს ასეთ შემთხვევაში უნდა შეეცადო რომ მეგობარი დაითანხმო ნებაყოფლობით გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით სამართალდამცავ ორგანოში. თუკი დარწმუნდები რომ ის მართალია მაგრამ მისი ქმედება დასჯადია მაშინ თუკი მიმართავ პოლიციას ეს დაბეზღებაა, მაგრამ თუკი მიხვდები რომ მეგობარი არაა მართალი და მან დაარღვია ზნეობის ნორმები და იგი გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს, მაგრამ იგი ვერ გადაიტანს ციხეში ყოფნას, მაშინ უნდა იცოდე რომ თუკი ის ადამიანი ციხეში შენი დახმარებით მოხვდა მაშინ იმ გაჭირვების ტარება რაც მას ციხეში მოუწევს შენ დაგაწვება კისერზე.

როდესაც მეგობარმა ჩაიდინა დანაშაული და შენც თვლი რომ მისი ქმედება დანაშაული, ხოლო ის არათუ ინანიებს თავის ცოდვას არამედ მზადაა განაგრძოს იგივე ქმედება შემდგომში ასეთ შემთხვევაში გამართლებულია პოლიციისთვის მიმართვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 17 2008, 01:02 PM
პოსტი #164


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



მიუხედავად იმისა,რომ მომავალი იურისტი ვარ,დასმენის წინააღმდეგი ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ის საზოგადოებისთვის სასიშ პიროვნებას არ წარმოადგენს,მაგრამ თუ კრიმინალს ეხება მაშინ ის საზოგადოებისთვის საშიშია და მისი ციხეში ჩასმა აუცილებელია.


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 2 2008, 02:37 PM
პოსტი #165


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საჭიროა მართლმსაჯულება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
spinoza
პოსტი May 6 2008, 09:28 PM
პოსტი #166


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 40
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,401



დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 6 2008, 09:38 PM
პოსტი #167


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



spinoza
ციტატა
დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი.

ფორუმზე ქურდებიც გვყავს? ohmy.gif biggrin.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 6 2008, 09:59 PM
პოსტი #168


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



spinoza
ციტატა
დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი.

და ქურდული რა არის? smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 7 2008, 02:05 AM
პოსტი #169


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(nino_ni @ May 6 2008, 09:38 PM) *

spinoza

ფორუმზე ქურდებიც გვყავს? ohmy.gif biggrin.gif


რომც იყონ რა, გრეხია? ohmy.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი May 7 2008, 03:20 AM
პოსტი #170


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



შოთაძე
ციტატა
დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს!


დედა დედა დედა კაცის მკვლელიც ალბათ smile.gif
ციტატა
იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს?

ეს სხვა საქმეა tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2008, 07:52 AM
პოსტი #171


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

რომც იყონ რა, გრეხია?


არა იპარო- ე.ი. "გრეხია" biggrin.gif ანუ ცოდვაა, შესაბამისად მათი აზროვნებაც მიუღებელია ჩვენთვის smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 7 2008, 09:41 AM
პოსტი #172


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა?


"ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა...
ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ.
თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება."

უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლე 2008 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი May 7 2008, 10:37 AM
პოსტი #173


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



ჩემი აზრი ამ საკითხის თაობაზე, (უფალი შემინდობს) ასეთია: თუ ვხედავ, რომ იპარავენ და შემიძლია გავაკეთო ისე, რომ აღარ მოიპარონ (იმასაც გააჩნია ვის პარავენ, ვინც ხალხის ფულებით გამდიდრდა, პარონ მაგათ) მე გავაკეთებ ამას, გავაჩერებ ქურდს, დავარწმუნებ, რომ ცოდვას ჩადის, ან არადა თუ ეგ არ გამოდის და შემძლე ვარ, წავუთაქებ ერთ ორს და გავაგდებ სახლში დედიკოსთან. ან მივცემ ნებას მოიპაროს. თუ არცერთი აქ ჩამოთვლილი არ შემიძლია, წავალ ჩემს გზაზე და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს, ისიც ხომ ადამიანია, ანუ ცოდვილი და თანაც ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზით იპარავს. შიმშილით უკვდება იქნებ დედა...
ეს რაც შეეხება ქურდობას...
მკვლელობა... ეს ცოტა უფრო მძიმე საკითხია. როცა კაცი ერთს კლავს, ის მეორეს უფრო ადვილად მოკლავს. მკვლელობის მომენტში მივიდე და არ დავუშვა მკვლელობა, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა ვიყო, რომ მეც არ მომკლას... კარგი, კლავს და დავრეკე მილიციაში, სანამ ის მოვა ეს ხომ მოკლავს. თუ შემიძლია, მივალ მე და არ დავუშვებ მკვლელობას, იმიტომ რომ მეორე წუთში შეიძლება თავად მკვლელმა ინანოს თავისი საქციელი. თუ არ შემიძლია, გავერიდები, მისი ციხეში ჩასმით უარეს ბოროტმოქმედს მივიღებთ და მოკლულს არაფერი არ ეშველება. ჯობია გაერიდო, ილოცო მისი სულისთვის, ილოცო, რომ ღმერთმა დააყენოს სწორ გზაზე.
რაც შეეხება გაუპატიურებას. შე დალოცვილო, ხედავ აუპატიურებს და პოლიციაში რეკავ? ლაჩარი ყოფილხარ! ან ნაზი არსება. აბა სანამ პოლიცია მოვა, ის ხომ გააუპატიურებს და პოლიცია რაღად გინდა? აქაც ისე, მივალ თუ შემძლე ვარ, ჩემით შევაჩერებ დანაშაულს, მოძალადეს კბილებს მივცემ ხელში, გოგოს კი გავუშვებ... თუ არ ვარ შემძლე ისევ და ისევ გავერიდები და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს დამნაშავეს და სწორი გზა დაანახოს...

რაც შეეხება ჩემი ახლობლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ნამდვილად არ მივმართავ პოლიციას, პირადად გავუსწორდები ყველას. მარტო თუ ვერა, ახლობლები მყავს.
რაც შეეხება ჩემი ახლობლის მიერ ჩადენილ დანაშაულს. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ვიზამ... მამა რომ მომიკლან და ჩემმა ძმამ მკვლელი მოკლას, ნამდვილად დავმალავ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში პოლიციაში მაინც არ დავრეკავ.

ახლა იტყვით შავიო, ქურდულიო, ისაო ესაო... დაიცათ რა ხალხო, რომელ საუკუნეში ხართ, რა დროს ქურდულია. სანამ ქურდული იქნებოდა, ვაჯკაცური იყო! მართალი კაცი იყო! საერთოდ არ ვცხოვრობ ქურდულით, არ მომწონს ძალიან ბევრი მათი წესი, მაგრამ პოლიციას მაინც არ მივმართავ. იმიტომ, რომ მათი წესებიც არ მომწონს. მოძალადე კანონები აქვთ. უფრო სწორად, თავი რაღაცად მიაჩნიათ და ავიწყდებათ, რომ დანაშაულის ჩამდენიც ადამიანია. ჩემი მამიდაშვილი დაიჭირეს, რის გამო? პოლიციელებს თავში რომ აქვთ ავარდნილი (ყველაზე არ ვიძახი) და ყველაზე მაღლა რომ აყენებენ საკუთარ თავს. ჩემი მამიდაშვილი კი ამას ვერ იტანს. ეგ ერთი. მეორეც ციხეში გამოსწორებული ადამიანი მილიონიდან ერთია მხოლოდ. იქ პირიქით, უფრო უარესდებიან. ჯობია გარეთ იყოს, მიხვდეს თავის ცოდვას. მესამე, ციხეში თავისნაირებთან არის და მართალი ქვია. ჯობია გარეთ იყოს, უყუროს როგორი გაჭირვებით შოულობს ხალხი ლუკმას, იქნებ მათ დაემსგავსოს. მეოთხე, მე თავისუფლება იმდენად მიყვარს, მისი დაკარგვით იქნებ მოვკვდე. ბევრია ასეთი და მისი დაპატიმრება მისი მოკვლის ტოლფასია. თან უფალს პირიქით მე მგონი ის ურჩევნია, დამნაშავემ თავისი დანაშაული შეიგნოს და არა ის, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისაჯოს ფიზიკურად. იესო ქრისტემ იუდას მიუტევა! არ დაგავიწყდეთ ეს. რატომ? იმიტომ რომ იუდამ შემდეგ ინანა. რომ დაესაჯა უფალს ფიზიკურად იუდა, ის კი აღარ მოინანიებდა, არამედ უფრო გაბოროტდებოდა. იესო ჯვარზე იმისათვის ავიდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს. მე ვინც მიყვარს, იმას ციხეში ვერ გავუშვებ, მე კი ყველა მიყვარს. ჩემი ძმაც რომ იყოს, თუ დანაშაულს ჩადის, მე დავსაჯო მირჩევნია, ვიდრე ციხეში გავუშვა. თუ სერიოზულია დანაშაული, მირჩევნია მოვკლა კაცი, ვიდრე ციხეში გავუშვა. ვთქვი უკვე, არ ვფიქრობ ასე იმიტომ, რომ ქურდულით ვცხოვრობ. არც იმიტომ, რომ ჩაშვება არ მინდა. მე სხვანაირად ვფიქრობ. ვცდები იქნება, უფალმა შემინდოს. მაგრამ ჩემი ხელიდან ციხეში არავინ წავა. გავერიდები, გამოვასწორებ ან მე თავად დავსჯი. არ მაქვს უფლება მსაჯული ვიყო? არც მას ჰქონდა უფლება, მსაჯული ყოფილიყო იმის, ვისაც დანაშაული გაუკეთა. და საერთოდ, ნუ განიკიცხავ და არ იქნები განკიცხული.


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 7 2008, 04:54 PM
პოსტი #174


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



spinoza
ციტატა
დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი.

ეცადეთ უფრო კორექტულად წეროთ!...

nana_007
ციტატა
რომც იყონ რა, გრეხია?

რომ იყვნენ არა, მათი ანტიქრისტიანული იდეების თავსმოხვევაა "გრეხი"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 7 2008, 05:30 PM
პოსტი #175


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



არაგველი
ციტატა

რაც შეეხება გაუპატიურებას.

ყველაზე მძიმე და საზიზღრობა დანაშაულია ჩემის აზრით, უფალმა აშოროს ყველას მაგრამ, მეგობარს შეემთხვევა თუ უცხოს, თუ შევესწარი ან შემდეგ თუ გავიგე ვინ გააკეტა, არამგონია რომ შევძლო მისი პატიება, ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, რადგან ყველაზე ამაზზრზენი დანაშაულია ჩემთვის mad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2008, 05:37 PM
პოსტი #176


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წავალ ჩემს გზაზე და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს, ისიც ხომ ადამიანია, ანუ ცოდვილი და თანაც ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზით იპარავს. შიმშილით უკვდება იქნებ დედა...

დამღუპველია ასეთი აზროვნება, სად წახვალ კაცო? იქნება ვისაც პარავს იმას უკვდება დედა? ohmy.gif
მდაა... ძალიან შორს ვართ, ძალიან!

ციტატა
ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

შოთაძე, ჩემო კარგო რატომ იკლავ თავს? იმისათვის, რომ ვინც ღირსია დასჯისა და სასჯელისა რომ არ დასაჯონ? ის ვინც მაგას აკეთებს, ის ხომ ნაძირალაა, და შენ ხომ შეიძლება მას ერთი ცოდვით მეტი ჩაადენინო, დარჩეს თავისუფალი და შემდეგ ისევ გაამეორებინო ცოდვა? საერთოდ ცოტა წინ უნდა ვიაზროვნოთ...
ახლა მე აქ არ ვწერ ხოლმე, იმიტომ რომ ვატყობა ატმოსფეროა დაძაბული, თორემ შეიძლება იმსჯელოს კაცმა რაა "ჩაშვება" და რაა "მოქალაქეობრივი ვალის მოხდა" მე ამ ვალს ქრისტიანულსაც დავარქმევდი და ადამიანურსაც... ანუ, როცა წერთ რაიმე გამონაკლისზე და შემდგომ მას ვაზოგადებთ, ესაა შეცდომა, არაა ყველაფერი "ჩაშვება" და კარგად უნდა გაირკვეს საერთოდ რაა ეს "ჩაშვება"? შევეცადოთ უფრო ქრისიტანულად და ამავდროულად უფრო თანამედროვედ მივუდგეთ საქმეს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 7 2008, 05:43 PM
პოსტი #177


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(შოთაძე @ May 7 2008, 05:30 PM) *

არაგველი
ყველაზე მძიმე და საზიზღრობა დანაშაულია ჩემის აზრით, უფალმა აშოროს ყველას მაგრამ, მეგობარს შეემთხვევა თუ უცხოს, თუ შევესწარი ან შემდეგ თუ გავიგე ვინ გააკეტა, არამგონია რომ შევძლო მისი პატიება, ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, რადგან ყველაზე ამაზზრზენი დანაშაულია ჩემთვის mad.gif


გაიხარე შოთა 2kiss.gif

ამ საქციელის ჩამდენი კაცი კაცად არც უნდა იწოდოს და ეს არის სიმხდალის და არაადამიანობის უდიდესი გამოვლინება-მტკიცებულება :war:


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 7 2008, 05:53 PM
პოსტი #178


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა


შოთაძე, ჩემო კარგო რატომ იკლავ თავს? იმისათვის, რომ ვინც ღირსია დასჯისა და სასჯელისა რომ არ დასაჯონ? ის ვინც მაგას აკეთებს, ის ხომ ნაძირალაა, და შენ ხომ შეიძლება მას ერთი ცოდვით მეტი ჩაადენინო, დარჩეს თავისუფალი და შემდეგ ისევ გაამეორებინო ცოდვა? საერთოდ ცოტა წინ უნდა ვიაზროვნოთ...
ახლა მე აქ არ ვწერ ხოლმე, იმიტომ რომ ვატყობა ატმოსფეროა დაძაბული, თორემ შეიძლება იმსჯელოს კაცმა რაა "ჩაშვება" და რაა "მოქალაქეობრივი ვალის მოხდა" მე ამ ვალს ქრისტიანულსაც დავარქმევდი და ადამიანურსაც... ანუ, როცა წერთ რაიმე გამონაკლისზე და შემდგომ მას ვაზოგადებთ, ესაა შეცდომა, არაა ყველაფერი "ჩაშვება" და კარგად უნდა გაირკვეს საერთოდ რაა ეს "ჩაშვება"? შევეცადოთ უფრო ქრისიტანულად და ამავდროულად უფრო თანამედროვედ მივუდგეთ საქმეს...

იმიტომ რო ვალდებული ხარ სხვა ადამიანის დასაცავად სიცოხლეც გასწირო რადგან ამ ქვეყნად ყოფნა არ არის მარადიული, მირჩევნია ადამიანის დასახმარებლად, ამ ცოდვილ წუთისოფლის დატოვება ვიდრე, ვიცოცხლო და გავიხსენო ადამიანს დახმარება სწირდებოდა და ვერ დავეხმარე. ადამიანს იმ წუთში ჭირდება დახმარება და არა როდესაც მას გააუპატიურებენ ან მოკლავენ და ა.შ
რატომ ჰქონდათ საუკუნეების უკან ქარველებს ურჯულოების მოკვლის უფლება და რატომ არ აქვს ახლა?
ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგივე რომ გაუკეთოს სხვა ადამიანს, მერე საკუთარი თავი როგორ უნდა გავიმართლო იმ ადამიანთან? მის ახლობლებთან?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2008, 08:12 PM
პოსტი #179


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კაი ახლა შოთაძე smile.gif
აქ ომზე კი არაა კაცო საუბარი, არამედ დამნაშავეზე smile.gif
ასე რომ ომში ყველას აქვს თავდაცვის მიზნით
ციტატა
ურჯულოების მოკვლის უფლება

მაგრამ
ციტატა
იხიდან გამოსვლის შემდეგ იგივე რომ გაუკეთოს სხვა ადამიანს
ამაზე მართლმსაჯულება იფიქრებს, თუა მანიაკი წავა სამუდამოში, თუ არადა არსებობს ქიმიური კასტრაცია და მორჩა biggrin.gif
ანუ უნდა გავიგოთ მართლმსაჯულების არსი და პატივი ვცეთ მას, ხომ გესმით ჩემი smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 7 2008, 08:19 PM
პოსტი #180


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
უნდა გავიგოთ მართლმსაჯულების არსი და პატივი ვცეთ მას

გავაგრძელებ შენს ნათქვამს:

ანუ, "კეისრისადმი მისაცემელში" მხოლოდ გადასახადები არ იგულისხმება... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი