IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
ზოსიმე
პოსტი Dec 27 2006, 03:46 AM
პოსტი #101


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 8-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 657



33 ბგერა(ანბანის)

33 წელი(მაცხოვრის)

33 მალა (ხერხემლის)

დიდებულ და საკვირველ არს სამების გამოვლინებანი.
ჯანმთელ ხერხემალს---ძალას სიტყვისას---მაცხოვრის შეწევნას გისურვებთ.

(სასურველია,თქვენთან ერთად მეც გავხდე ამ ”სიმდიდრის” მომპოვებელი)


--------------------
ღმერთი სიყვარულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2006, 10:34 AM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზოსიმე

შენი პოსტი ძალიან მომეწონა!!! smile.gif ლამაზი დაკავშირებაა.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 28 2006, 01:38 AM
პოსტი #103


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ქრისტეანიზმი

რაღაც ეს ტერმინი არ მომწონს unsure.gif სწორია ასეთი ფორმა? თუ "ქრისტიანობა" უნდა იყოს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2006, 12:56 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



.:თამარი:.
kato_Bato

ბავშვებო, რომელია სწორი ვარიანტი: ჰგავნან თუ გვანან?

წინასწარ მადლობა. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 28 2006, 02:23 PM
პოსტი #105


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(marine @ Dec 28 2006, 12:56 PM) *

.:თამარი:.
kato_Bato

ბავშვებო, რომელია სწორი ვარიანტი: ჰგავნან თუ გვანან?

წინასწარ მადლობა. smile.gif

ჰგვანან

შევუწყოთ პირები: ჰგვანან_ ისინი მას მაგალითად: ბავშვები ჰგვანან დედას
ისინი_ბავშვები_არის სუბიექტი. დგას სახელობით ბრუნვაში
მას _დედას _არის ირიბი ობიექტი, დგას მიცემით ბრუნვაში (ყოველთვის)
როცა ზმნა ორ ამ სამ პირიანია,
როცა ზმნას შეეხამება მ უ დ ა მ მიცემითში მდგომი სახელი ან მესამე პირის ნაცვალსახელი (მას/მათ)
თავსართ : -ს დართვა არის აუცილებელი 9 თანხმოვნის წინ: :დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ
თავსართ : -ს დართვა არის აუცილებელი7 თანხმოვნის წინ: :ბ ფ პ გ ქ კ ყ

თუ ზმნა არის ერთპირიანი ანუ მას შეეწყობა მხოლოდ სუბიექტური პირი და არ შეეწობა მას მიცემითში მდგომი სახელი ან მესამე პირის ნაცვალსახელი, ამ თავსართების ხმარება დაუშვებელია:
ასევე თუ ზმნა არის ორპირიანი, მაგრამ მას შეეწყობა სუბიექტი და პირდაპირი ობიექტი(რომელიც ბრუნვას იცვლის) ამ თავსართების ხმარება ასევე დაუშვებელია.
მაგალითად
სწორია :ქრის (ის-ერთპირიანია)
შეცდომაა ჰქრის ("ქარი ჰქრის"...)

სწორია:ყვავის (ის_ერთპირიანია)
შეცდომაა:ჰყვავის

სწორია: ჰგავს (ის მას_ ორპირიანია, შეეწყობა მესამე ირიბ ობიექტური პირი)
შეცდომაა: გავს

სწორია:ჰყავს ჰქონდა, ჰქვია, სცემს, სთხოვს, მისცა..
შეცდომაა:ყავს, ქონდა, ქვია, ცემს, თხოვს, მიცა..

ასევე, უნდა გაიმიჯნოს ზოგი ზმნა პირთა რაოდენობის მიხედვით:

ცივა და სცივა (მას);
ცხელა დასცხელა (მას);
თბილა დასთბილა (მას);
გრილა დაჰგრილა (მას);
ცვივა დასცვივა (მას)

წერს (ის მას_კაცი წერს წერილს , დაწერა კაცმა წერილი ანუ აქ მას არის პირდაპირი ობიეტი, რომელიც არ გახლავთ მიცემით ბრუნვაში მ უ დ ა მ)
და სწერს (ის მას მას_ კაცი წერს წერილს მეგობარს_მისწერა კაცმა წერილი მეგობარს, მეგობარს არის ირიბი ობიექტი რომელიც არ იცვლის ბრუნვას სერიების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ზმნა იწყება თანხმოვნით და მის წინ დაგვჭირდება თავსართი)

ჭრის (ის მას) და სჭრის (ის მას მას);
კრავს (ის მას) და ჰკრავს (ის მას მას);

პ.ს მაპატიეთ თუ ბევრი ვწერე, და უფრო მაპატიეთ თუ გაუგებარად!
მითხარით, წავშლი და უფრო გასაგებად დავწერ!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2006, 02:26 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



kato_Bato

უღრმესი მადლობა, კატო smile.gif

საკმაოდ გასაგებადაა დაწერილი, ასე რომ ნუ წაშლი.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 28 2006, 06:55 PM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(მარიამი @ Dec 28 2006, 01:38 AM) *

რაღაც ეს ტერმინი არ მომწონს unsure.gif სწორია ასეთი ფორმა? თუ "ქრისტიანობა" უნდა იყოს?



"ქრისტიანობა" უნდა იყოს, მაგრამ უკვე "ქრისტიანიზმსაც" ძალიან შევეჩვიე ერთი ფორუმელის წყალობით. smile.gif (გვარს არ დავასახელებ biggrin.gif )

კატოს ვენაცვალე ოპერატიულობაში.
აბა, მე რა დამაწერინებდა მაგდენს?
ისე კი მომიწევდა, მაგრამ გადავრჩი... biggrin.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 28 2006, 07:17 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



.:თამარი:.

საერთოდ ქრისტანობა უნდა იყოს biggrin.gif ქრისტიანობა-სლაური გავლენაა wink.gif biggrin.gif

"ქრისტეანიზმს"-რას უწუნებთ? tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 28 2006, 07:17 PM
პოსტი #109


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:08 PM) *

.:თამარი:.

საერთოდ ქრისტანობა უნდა იყოს biggrin.gif ქრისტიანობა-სლაური გავლენაა wink.gif biggrin.gif


ქრისტეშობა, ქრისტეშობისთვე...
მაგრამ ქრისტიანი, ქრისტიანობა. შეიძლება გავლენაა, მაგრამ უკვე საკმაოდ დამკვიდრებული.
შენი ვერსიაც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა. ის უფრო ადრინდელ ნაწერებში გვხვდება...
smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 28 2006, 07:24 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ქრისტეშობა, ქრისტეშობისთვე...
მაგრამ ქრისტიანი, ქრისტიანობა. შეიძლება გავლენაა, მაგრამ უკვე საკმაოდ დამკვიდრებული.
შენი ვერსიაც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა. ის უფრო ადრინდელ ნაწერებში გვხვდება...


ძალიან ბევრი "ი" მოგვიმრავლდა, არ მომწოოოოოონსსს!! laugh.gif

"ამენი"-ს მაგიერ "ამინ"
"ალლელუია"-ს მაგიერ "ალილუია"

აგერ უკვე "ქრისტე"-ს "ქრისტი" დავარქვით, მალე ალბათ "ხირისტიანობა"-ზე გადავალთ და ჰეიდააა, სლავიანიზმი არ გვეყო? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 28 2006, 07:31 PM
პოსტი #111


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:24 PM) *


აგერ უკვე "ქრისტე"-ს "ქრისტი" დავარქვით.


ეგ ჯერ არ მომხდარა და არც მოხდება.

ციტატა
მალე ალბათ "ხირისტიანობა"-ზე გადავალთ და ჰეიდააა, სლავიანიზმი არ გვეყო?


ეგეც არ მოხდება, დარწმუნებული იყავი. biggrin.gif

ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:17 PM) *

.:თამარი:.

"ქრისტეანიზმს"-რას უწუნებთ? tongue.gif


არაფერს-მეთქი, ხომ ვთქვი. biggrin.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maka maisuradze
პოსტი Dec 28 2006, 08:37 PM
პოსტი #112


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 28-December 06
წევრი № 761



ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 08:22 PM) *


5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.



,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 28 2006, 09:25 PM
პოსტი #113


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(maka maisuradze @ Dec 28 2006, 08:37 PM) *

,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.


მე ის "თამარი" არ ვარ, ვისაც შენ მიმართავ, smile.gif მაგრამ მაინც გიპასუხებ:
ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი უნდა დაიწეროს ერთად, ერთ სიტყვად, ხოლო ორ და მეტცნებიანი - დეფისით.
ბერმონაზონი ერთცნებიანია. მღვდელ-მონაზონი - ორიანი.

ერთ- და მეტცნებიანი კომპოზიტების განმარტებასაც შემოგთავაზებთ დაინტერესებულ პირებს, თუ სურვილი გექნებათ... rolleyes.gif




--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი Jan 3 2007, 03:50 AM
პოსტი #114


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



სადავოი კირიალესა

ზუსტი თარგმანი ვინ იცის?

(მეგრულის მცოდნეებს ეხებათ smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatuli
პოსტი Jan 13 2007, 03:27 PM
პოსტი #115


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 767



ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM) *

ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"



გრამატიკულად სწორია "ვერცერთი მოვიდა" , რადაგნ"ვერცერთი ვერ მოვიდას" შემთხვევაში ორმაგი უარყოფა გამოდის წესით და რიგით გამონათქვამს დადებით მნიშვნელობას ანიჭებს და გამოდის "ყველა მოვიდა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 13 2007, 04:39 PM
პოსტი #116


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(maka maisuradze @ Dec 28 2006, 08:37 PM) *

,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.

გაუგებარი არაფერია, აბა, ჩასვი ბერსა და მოანაზონს შორის ''და'', ნუთი სხვადასხვა ცნებებს მიიღებ? დღევანდელი გადასახედიდან არ უნდა აღიქვათ ეს სიტყვა, ეტიმოლოგია-შინაარსიდან გამომდინარე აქ ქალის და მამაკაცის გარჩევა წარსულში არ იგულისხმებოდა. მოლედ: მღვდელ-მონაზონი სხვა ცნებაა, ბერბონაზონი კი - სხვა. მსგავს დამტკიცებას ორთოგაფიულ ლექსიკონშიც ვკითხულობთ.

თამარ, დიდი მადლობა, შენ მართებულად ახსენი smile.gif

ციტატა(.:თამარი:. @ Dec 28 2006, 09:25 PM) *

მე ის "თამარი" არ ვარ, ვისაც შენ მიმართავ, smile.gif მაგრამ მაინც გიპასუხებ:
ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი უნდა დაიწეროს ერთად, ერთ სიტყვად, ხოლო ორ და მეტცნებიანი - დეფისით.
ბერმონაზონი ერთცნებიანია. მღვდელ-მონაზონი - ორიანი.




--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 19 2007, 10:33 PM
პოსტი #117


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



შეკითხვა მაქვს: როცა ფრჩხილებში მოქცეული ტექსტის ბოლოს კიდევ შიგნით ფრჩხილებია, დახურვის დროს ორმაგი ფრჩხილი იწერება?
მაგალითად: (წმინდა გიორგი (IV)) ასე?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 19 2007, 10:43 PM
პოსტი #118


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(მარიამი @ Jan 19 2007, 11:33 PM) *

შეკითხვა მაქვს: როცა ფრჩხილებში მოქცეული ტექსტის ბოლოს კიდევ შიგნით ფრჩხილებია, დახურვის დროს ორმაგი ფრჩხილი იწერება?
მაგალითად: (წმინდა გიორგი (IV)) ასე?

კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 19 2007, 10:53 PM
პოსტი #119


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(t.l. @ Jan 19 2007, 10:43 PM) *

კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...

მადლობა smile.gif მე ეგ საერთოდ არ მასწავლეს, როგორც მახსოვს...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 19 2007, 11:15 PM
პოსტი #120


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(t.l. @ Jan 19 2007, 10:43 PM) *

კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...

მე დიდად არ მომწონს ეგ წესი, თუმცა ასეა და რას ვიზამთ wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 07:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი