IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 10 2008, 11:20 PM
პოსტი #261


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ერთი თხოვნა მაქვს. არავინ იცით ამ ფორუმზე რომელი ფონტი აყენია? ანუ რომელი ფონტით ვწერთ?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 10 2008, 11:50 PM
პოსტი #262


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(syd @ Jun 10 2008, 11:20 PM) *

ერთი თხოვნა მაქვს. არავინ იცით ამ ფორუმზე რომელი ფონტი აყენია? ანუ რომელი ფონტით ვწერთ?

Sylfaen-ით ძირითადად, თუმცა სხვაც შეიძლება დაიყენო ბრაუზერის კონფიგურაციაში smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 10 2008, 11:52 PM
პოსტი #263


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მარიამი
გაიხარე, მგონი მიშველე smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 12 2008, 02:26 PM
პოსტი #264


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



შემთხვევით ხო არ მოგეპოვებათ ვინმეს ინფორმაცია/მასალები საფრანგეთში ლევილის მამულთან დაკავშირებით???
ყველანაირი ინფორმაცია გამოდგება ფოტოები და ასე შემდგომ...
განსაკუთრებით ამჟამიდელი ვითარება...

მადლობა წინასწარ....


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2008, 04:56 PM
პოსტი #265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(piligrimi @ Jun 12 2008, 02:26 PM) *

შემთხვევით ხო არ მოგეპოვებათ ვინმეს ინფორმაცია/მასალები საფრანგეთში ლევილის მამულთან დაკავშირებით???
ყველანაირი ინფორმაცია გამოდგება ფოტოები და ასე შემდგომ...
განსაკუთრებით ამჟამიდელი ვითარება...

მადლობა წინასწარ....

ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა გადაწყვიტეს პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართულ სახელმწიფოს გადასცენ
17:15 | 22/ 11/ 2004




პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართული სახელმწიფოს საკუთრება გახდება. ამის შესახებ ორშაბათს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ჩაიკითხა წერილი, რომელიც მან ამ დღეებში საფრანგეთიდან მიიღო ლევილის მზრუნველთა საბჭოდან - პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებისგან, რომლებიც საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ.

"ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა ლევილი ჩვენს საკუთრებად. პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დროებით ვფლობდით მამულს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

აკაკი ჩხენკელის სურვილი (ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი) იყო დაებრუნებინა მამული ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აღიდგენდა ყველა ატრიბუტს, რაც აუცილებელია დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემას დაიმსახურებდა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის პირობებში ყველა ეს პირობა შესრულდა, ამიტომ ჩვენ ვიხსნით მზრუნველობის ვალდებულებას და ლევილს ქართულ სახელმწიფოს ვუბრუნებთ", - ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული საქართველოს პირველი მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, "ქვეყნის ბოლო მთავრობისგან განსხვავებით, არ ძარცვავდა სამშობლოს". მან გაიხსენა, რომ ეროვნული განძი საფრანგეთში ემიგრაციაში მთავრობის წევრებმა გაიტანეს, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილობდა, მაგრამ განძი სამშობლოში მაინც დააბრუნა (ეს 1945 წელს მოხდა).

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ნოე ჟორდანია სიცოცხლის ბოლომდე მცირე პენსიით ცხოვრობდა, რომელიც მას საფრანგეთის მთავრობამ გამოუყო, ისევე, როგორც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრები. და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ყველაზე დიდი მამული პარიზის გარეუბნის ყველაზე მიმზიდველ ადგილზე ლევილში, რომელიც მათ ფორმალურად ეკუთვნოდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან ნაყიდი იყო საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ფულით - ასეთი ფსიქოლოგია ჰქონდათ ამ ადამიანებს და ახლა ჩვენ ვიბრძვით ამ ფსიქოლოგიის დასამყარებლად".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ლევილში აგზავნიდნენ ემისრებს ემიგრანტებთან მოსალაპარაკებლად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იქ კვლავ მიდიოდა ხალხი თხოვნით, გადაეცათ ლევილი საქართველოს საკუთრებაში, მაგრამ ქართველი ემიგრანტები ყოველთვის უარზე იყვნენ.






ლევილი

საქართველომ რუსი დამპყრობლებისაგან დამოუკიდებელობა 1918 წლის 26 მაისს აღიდგინა, კავკასიის "ფედერაციის" დაშლის შედეგად და საქართველოს უზენაესი საბწოს თავჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.
1921 წელს, როდესაც რუსეთის მოძალადე ე.წ. წითელი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა და საქართველო დაიპყრო, ჟორდანიას მთავრობა იძულებული გახდა, საფრანგეთში თავშესაფარი ეთხოვა. ისინი პარიზის გარეუბანში, ლევილში დასახლდნენ.
ლევილი პარიზის მოშორებით მდებარეობს. ქართველებისათვის ის სხვა გარეუბნებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მათ მიერ შესყიდული მიწა და სასახლე არსებობს. ამ სასახლეს აქაური ქართველები 'ძირითად სახლს' უწოდებენ, ნამდვილი სასხლე კი ამჟამად უკვე აღარ არსებობს, მას ადრე 'ნადირობის რეზიდენციად' მოიხსენიებდნენ. 'ძირითადი სახლი', ანუ ფრანგული 'შატო' ქართველი ერის ფულით 1922 წელს იქნა შესყიდული ლტოლვილთა მიერ, თუმცა ვინაიდან მაშინ ქართული სახელმწიფო დაპრყობილი იყო მოძალადე რუსეთის მიერ, შეძენილი ქონება ავტომატურად რუსეთის საბჭოთა კავშირის საკუთრება ხდებოდა, ფრანგულმა მხარემ ლტოლვილ ხელისუფლებას ურჩია, სასახლე და მამული საკუთარ, კერძო საკუთრებად ჩაეწერა. ამ სასახლის დღევანდელი მესაკუთრეები არ უარყოფენ, რომ სასახლე ქართველ ერს ეკუთვნის, თუმცა ქართულ მხარეს დიდი გადასახადების გადახდაც ეკისრება.
ლევილში მთელი წლის განმავლობაში ხუთი ქართველი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ ერთი ოჯახია მუდმივად. იქ ზაფხულობით ქართველთა რიცხვი იზრდება. სასახლის (ანუ 'ძირითადი სახლის') ირგვლივ ექვსი საცხოვრებელი სახლია. ქართული მიწა გალავანითაა გარშემორტყმული. ჩვენს საკუთრებაშია ხუთი ჰექტარი ფრანგული მიწა თითქმის ლევილის ცენტრში.
დღესდღეობით ამ მიწის მფლობელები არიან:
ნოე ჟორდანიას 85 წლის ქალიშვილი ნათელა ჟორდანია,
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის - ნოე რამიშვილის - ქალიშვილი (ნოე რამიშვილი საბჭოთა აგენტმა 1934 წელს მოკლა საფრანგეთში. მკვლელობის დამკვეთი ლავრენტი ბერია გახლდათ).
ასევე ამ მამულის მემკვიდრეა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის შთამომავალი - გეგეჭკორი.
აკაკი ჩხენკელის ვაჟი და ქალბატონი ქრისტინა ფაღავა-ბულე -ნოე ჟორდანიას შვილიშვილი.

ფრანგული გადასახადები ლევილზეც ვრცელდება

საფრანგეთში მოქმედი წესების მიხედვით, მიწისა და სახლის მესაკუთრისათვის ორი სახის გადასახადი არსებობს:
ე.წ. საცხოვრებლის გადასახადი და ადგილის გადასახადი.
იმ შემთხვევაში, თუ შენობა კერძო პირს, ან პირთა ჯგუფს ეკუთვნის, ისინი საკუთრებით სარგებლობის, ანუ შენობის გადასახადს იხდიან. მაგრამ თუ აღნიშნულ შენობაში არ ცხოვრობენ, ადგილის გადასახადის გადახდა მაინც ეკისრებათ, ვინაიდან ეს ადგილი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ლევილის ქართულ მოსახლეობას ორივე სახის გადასახადის გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი საკმაოდ მაღალია, ლევილის ქართული დიასპორა ყოველწლიურად იხდის თანხებს და 1922 წლიდან დღემდე, არც ერთ წელიწადს ჰქონია დავალიანება. თუმცა, ემიგრანტთა შთამომავლები გადასახადების გადახდას აღარ აპირებენ, მესამე და მეოთხე თაობას ლევილის ისტორია ნაკლებად ახსოვს. ამ ყველა გასაჭირს ემატება ფრანგული მხარის უკმაყოფილებაც, ფრანგი ხელისუფალნი ამბობენ, რომ აღარ შეიძლება ამ სასახლის კერძო საკუთრებად დატოვება, 5 ჰექტარი გალავანშემორტყმული სასახლე მათთვისაც შეუვალია.
აუცილებელია ლევილის საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება. მით უმეტეს, მიწა უკვე შესყიდულია და გადასახადებიც გადახდილი. ერთადერთი წინაღობა ფრანგული ფისკალური წესია, რომელიც ქონების ახალ მესაკუთრეს გარკვეულ პირობებს უყენებს.
იმ შემთხვევაში, თუ ლევილის მამული მფლობელს შეიცვლის, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საფრანგეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ მთელი საკუთრების სულ მცირე 10% გადაიხადოს. აი, სწორედ ეს კანონი აფერხებს ამ მამულის საქართვერლოს სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლევილი მხოლოდ სახლი კი არა, ქართველთა წარსულიცაა, საფრანგეთისთვის გადახდილი თანხა შესაძლებელია, მთლიანი ღირებულების 10%-დან 30%-მდე, ან სულაც 50%-მდე გაიზარდოს. თუმცა, ჯერ კიდევ დასადგენია თავად ლევილის საწყისი ღირებულება. დღემდე მსგავსი შეფასება არ ჩატარებულა.
გადაუმოწმებელი ცნობით, თუ ლევილის მამული ე.წ. 'პრომოუტერ იმობილიეს', ანუ ქონების მართვის ფრანგულ კერძო ფირმას გადაეცა, იგი შესაძლოა, შემდეგ 120 მლნ. დოლარადაც შეფასდეს. ასევე გადაუმოწმებელი ცნობით, წლების წინ იგი დაახლოებით 120 მლნ. ფრანკად იყო შეფასებული, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ლევილში კონკრეტულ ფასებზე ვერავინ საუბრობს, ვინაიდან ფასების დადგენა ფრანგული მხარის უფლებაა.
შევარდნაძის ზეობის დროს ლევილში არსებობდა ე.წ. 'შერეული ჯგუფი', რომელსაც მის მიერ დასახელებული სამი პირი ხელმძღვენელობდა. 'შერეულ ჯგუფში' იყვნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები:
ნათელა ჟორდანია,
ნინა რამიშვილი,
თამარ ჩხენკელი,
გეგეჭკორი და ფრანგული მხარის რამდენიმე წარმომადგენელი - ადვოკატები და ნოტარიუსები. 'შერეულ ჯგუფს' ლევილის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა თანამშრომლობა წარუმატებლად დამთავრდა და თანხის არარსებობის გამო ქართულმა მხარემ ლევილის შესყიდვაზე უარი განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი, ლევილს 2004 წლის მარტში სტუმრობდა. ქართულმა სათვისტომომ მას ახალი 'შერეული ჯგუფის' შექმნა სთხოვა. თუმცა, იქაური ქართველები ამბობენ, რომ სააკაშვილმა დაპირება არ შეასრულა, რომ ის თავის კოლეგას, ჟაკ შირაკს ამ თემაზე ესაუბრებოდა, დაპირება დაპირებად დარჩა. ლევილელებისთვის ამ შეხვედრის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. განუხორციელებელია 'შერეული ჯგუფის' შექმნის წამოწყებაც.

ვის დარჩება ლევილი?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე ლევილის მიწას არ შეისყიდის? ლევილში მცხოვრები ქართველები დანამდვილებით ამბობენ, რომ მაშინ მამული ავტომატურად საფრანგეთის მხარეს გადაეცემა
და ამით უდიდესი ქართული წარსულის განსახიერება ლევილის მამული დაიკარგება ქართველებისათვის. სასახლეს 'პრომოუტერ იმობილიე' შეისყიდის.
საჭიროა სახელმწიფოთაშორის შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთს შორის რათა საქართველო განთავისუფლდეს მიწის გადასახადისაგან და ლევილში გაიხსნას საქართველოს წარმომადგენლობა, საელჩო.
რაც შეეხება ლევილის სასახლეს: მე-18 საუკუნის სასახლე მთლიანად შესაკეთებელია. ეს ყველაფერი კი, მილიონიან სახსრებს მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, ლევილში მცხოვრები ქართველები იმედოვნებენ, რომ ახალი საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს მოაგვარებს და ქართულ მიწა-წყალს შეინახავს. ასევე იმედს იტოვებენ, რომ განხორციელდება მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც საფრანგეთში ფრანგულ-ქართული სულიერი ურთიერთგაცვლის ადგილის დაარსებას ისახავს მიზნად.
მსგავს გეგმაზე რამდენიმე წლის წინ მუშაობდა ლევილის ყოფილი მერის აწ გარდაცვლილი მეუღლე მადამ ბურჟერონი. იგი მიზნად ისახავდა ლევილისა და მცხეთის სულიერ დაახლოებას. ამჟამად კი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა შთამომავლები - ლუკა და მირიან მელუები ყოველწლიურად ქართული ნამუშევრების გამოფენას აწყობენ. მათი თქმით, ეს გამოფენები უფრო და უფრო დიდ წარმატებასა და მოწონებას იმსახურებს.
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე

ლევილის ქართული სასახლიდან ქართულ სასაფლაომდე სულ რამდენიმე მეტრია. ამ სასაფლაოზე 300 ქართული საფლავია, სულ კი - 700-მდე ქართველია დაკრძალული. თითოეული მათგანის საფლავის ქვაზე ორენოვანი, ან მარტო ქართული წარწერებია. აქვეა დაკრძალული ნოე ჟორდანია და მისი ხელისუფლების პირველი პირები. ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი.
საფლავების მოვლაზე პარიზის ის ქართული სათვისტომო ზრუნავს, რომელიც საფრანგეთში დიდი ხანია, არსებობს. მისი თავჯდომარეა ქართველი გია სარჯველიძეა. ამ გაერთიანებაში 100-ზე მეტი ქართველია გაერთიანებული და სწორედ მათ მიერ გადახდილი საწევრო გადასახადით პატრონობენ ლევილის ქართულ საფლავებს.
და ბოლოს, თუ თქვენ ოდესმე ლევილის სასაფლაოზე მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს დიდი, ქართული ასოებით დაწერილი:

'მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა
სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე...'



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 12 2008, 05:09 PM
პოსტი #266


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(marine @ Jun 12 2008, 04:56 PM) *

ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა გადაწყვიტეს პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართულ სახელმწიფოს გადასცენ
17:15 | 22/ 11/ 2004



მადლობა მარინე.
და ეს სტატიაა საიდანაა ხომ ვერ მეტყვი, ანუ ინფორმაციის მომწოდებელი ვინ არის????
ვის შეიძლება დავუკავშირდე ამასთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვი???
მოკლედ ბლომად დაგაყარე შეკითხვები smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato13
პოსტი Jun 12 2008, 05:10 PM
პოსტი #267


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,067



თუ იცით რატომ აუკრძალეს ლოცვა წყნეთში დედა თამარს?
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jun 12 2008, 05:18 PM
პოსტი #268


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



ციტატა(kato13 @ Jun 12 2008, 04:10 PM) *

თუ იცით რატომ აუკრძალეს ლოცვა წყნეთში დედა თამარს?
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

sad.gif


უი არ ვიცოდი,მეც ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2008, 05:21 PM
პოსტი #269


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(piligrimi @ Jun 12 2008, 05:09 PM) *

მადლობა მარინე.
და ეს სტატიაა საიდანაა ხომ ვერ მეტყვი, ანუ ინფორმაციის მომწოდებელი ვინ არის????
ვის შეიძლება დავუკავშირდე ამასთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვი???
მოკლედ ბლომად დაგაყარე შეკითხვები smile.gif

რისი მადლობა, ალეკო smile.gif

აი, აქ ვნახე ეგ სტატია:

http://newsgeorgia.ge/society/20041122/317847.html


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2008, 02:44 PM
პოსტი #270


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ძალიან გთხოვთ, თუკი ვინმეს გაქვთ, მომაწოდოთ ცამეტი ასურელი მამიდან ამ მამების ტროპარ-კონდაკები:
- ზენონ იყალთოელი
-თადეოზ სტეფანწმინდელი
-ისიდორე სამთავნელი
-მიქაელ ულუმბოელი
-პიროს ბრეთელი
-სტეფანე ხირსელი

წინასწარ უღრმესი მადლობა wub.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 18 2008, 04:35 PM
პოსტი #271


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



marine
მარინე როგორც ვიცი ეს ტროპრები საზოგადო ტროპარში ითქმის. სამთავისში ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს საზოგადოდ ტროპარში გვათქმევინებს ხოლმე მეუფე. smile.gif

"უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო (სახელი), მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება რომელმან გვირგვინოსანგყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა."


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 18 2008, 10:06 PM
პოსტი #272


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ზენონ იყალთოელი
-თადეოზ სტეფანწმინდელი
-ისიდორე სამთავნელი
-მიქაელ ულუმბოელი
-პიროს ბრეთელი
-სტეფანე ხირსელი

10. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი ასურელი მამის შესახებ და დაადგინა მათი ხსენების დღეები:

* ისიდორე სამთავნელი - 12 ივნისი ძვ. სტ. (25 ივნისი);
* სტეფანე ხირსელი - 27 დეკემბერი (ძვ.სტ.), 9 იანვარი (ახ.სტ.);
* მიქაელ ულუმბოელი - 18 ივნისი (ძვ.სტ.), 1 ივლისი (ახ.სტ.);
* თადეოზ სტეფანწმინდელი - 21 აგვისტო (ძვ.სტ.), 3 სექტემბერი (ახ.სტ.);
* პიროს ბრეთელი - 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.);
* ზენონ იყალთოელი - 16 ოქტომბერი (ძვ.სტ.), 29 ოქტომბერი (ახ.სტ.).


ეს 13 მამათაგან ნაკლებ ცნობილი მამები არიან, ზოგიერთ მათგანზე პირდაპირ წერია "მოღვაწოება მათი უცნობი დარჩაო" ანუ დეტალები, რადგან ეს ზემო დოკუმენტი არის
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
23 დეკემბერი, 2005 წელი, თბილისი
http://www.patriarchate.ge/?action=text/oqmi_23-12-05
ნიშნავს, რომ სწორედ 3 წლის უკან დაწესდა მათი ცალკე ხსენების დღეები,
შესაბამისად მათი ცალკე ტროპარ-კონდაკი ან მაშინ უნდა დაწერილიყო, ან ჯერაც არ არის დაწერილი...
ყოველშემთხვევაში მე ვერ მივაგენი და მართლაც საინტერესო იქნება თუკი არსებობს მათი ნახვა...
თუმცა ის რომ მარიამი ამბობს რომ აკითხინებენ საზოგადოს ნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 18 2008, 10:23 PM
პოსტი #273


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 18 2008, 10:25 PM
პოსტი #274


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(ანა_ანა @ Jun 18 2008, 10:23 PM) *

იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P

შენ თვითონ შეგიძლია დაიწერო. შენს პროფილში შედი და იქ არის "წევრის სათაური" და რაც გინდა ჩაწერე smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 18 2008, 10:25 PM
პოსტი #275


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ანა_ანა
ციტატა
იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P


ეგ შენ უნდა გააკეთო smile.gif შედი კაბინეტში და იქ ნახე ავატარის რედაქტირება, რასაც ჩაწერ ის გამოჩნდება მაგ "newbie"-ის ადგილას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 18 2008, 10:41 PM
პოსტი #276


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(მარიამი @ Jun 18 2008, 10:25 PM) *

შენ თვითონ შეგიძლია დაიწერო. შენს პროფილში შედი და იქ არის "წევრის სათაური" და რაც გინდა ჩაწერე smile.gif




გაიხარეთ მადლობთ smile.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2008, 10:13 AM
პოსტი #277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



mariami-k
KAIROS

მარი და კაიროს, უღრმესი მადლობა, რომ ასე შემეწიეთ 2kiss.gif 2kiss.gif

ცამეთი ასურელი მამის მეოხებით სურვილებახდენილები ყოფილიყავით wub.gif wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2008, 01:35 PM
პოსტი #278


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ინტერნეტში გადავწყდი ამ ტაძრის სურათს, რომელიც წმინდა მარინეს სახელობის ყოფილა. სამწუხაროდ მითითებული არაა თბილისის რომელ უბანშია.

IPB-ს სურათი

თუკი ვინმემ იცით, გთხოვ, მითხარით რომ მოვილოცო. მადლობა წინასწარ 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 23 2008, 01:42 PM
პოსტი #279


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(marine @ Jun 23 2008, 01:35 PM) *

ინტერნეტში გადავწყდი ამ ტაძრის სურათს, რომელიც წმინდა მარინეს სახელობის ყოფილა. სამწუხაროდ მითითებული არაა თბილისის რომელ უბანშია.

IPB-ს სურათი

თუკი ვინმემ იცით, გთხოვ, მითხარით რომ მოვილოცო. მადლობა წინასწარ 2kiss.gif

მე ვარ ნამყოფი მაგ ტაძარში. ავლაბრის მეტროსთან რომ სომხური ეკლესიაა, ზუსტად იმის უკანაა. თუ სწორად მახსოვს, ქსნის ქუჩა N5 (ნომერში მაინცდამაინც არ მენდო)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2008, 02:30 PM
პოსტი #280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Jun 23 2008, 01:42 PM) *

მე ვარ ნამყოფი მაგ ტაძარში. ავლაბრის მეტროსთან რომ სომხური ეკლესიაა, ზუსტად იმის უკანაა. თუ სწორად მახსოვს, ქსნის ქუჩა N5 (ნომერში მაინცდამაინც არ მენდო)

გაიხარე, მარი 2kiss.gif უღრმესი მადლობა yvavilebi.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 11:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი