IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩანახატები, იყოს ლამაზი
ლილიანა
პოსტი Apr 20 2008, 06:35 PM
პოსტი #121


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



წერილი თანატოლებს!!!!
გავკადნიერდი და კვლავ დავუბრუნდი პროზას, თუმცა მე არ მეხერხება გაურითმავი ფრაზების წერა... რითმაში მხურვალება იგრძნობა, მაგრამ ვიცი, გაურითმავი ფრაზებიც შეიძლება კოცონივით ააგიზგიზო. სათქმელი ბევრი მაქვს, შევეცდები, იოლად მოგიტანოთ გულამდე.
როდესაც დილა თენდება და თვალებს ვახელ, ნამდვილად ვიცი, რომ მზე მარტო ჩემთვის არ ამომძვრალა დედამიწის ჰორიზონტიდან. მზე არც იმისთვის ამოსულა, რომ უხარია ამოსვლა. ეს მისი ვალდებულებაა, რადგანაც მზე უფლის მოციქულია ჩვენს გალაქტიკაში და დროის ეტლები სწორედ მას არიან მიბმულნი ლაგამივით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ეტლი გვაქვს ამ ცხოვრებაში და მისი ერთადერთი მესაჭეებიც თავადვე ვართმ ხოლო მეგობრები, მშობლები, ნათესავები მაინც დროებითი მეგზურები არიან ამ ბედის ეტლისა.
მზის ამოსვლა მე უფრო ღრმად მესმის, იმაზე ღრმად,ვიდრე სხვებს ჰგონია.შეიძლება ბევრ თქვენგანს არც უნახავს სისხლით თვალაცრემლებული მზე, მაგრამ სწორედ ასეთი მზე ხროტინებს ხოლმე ჩემს სარკმელთან ყოველ დილას. ძალიან მძიმეა ამ ხროტინის მოსმენა, ყველანაირ ხორციელ ტკივილზე ძნელი.ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ მთელი თავისი სიძლიერით გესმის, აღიქვამ მის ამაზრზენ ხმას და გგონია, რომ ახლა არა და ახლა გაგისკდება სასმენელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცხოვრობ, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა....
სულ ორი ადამიანი მეგულება დედამიწის ქერქზე, რომელთაც იციან ტკივილის, ცრემლის,უკიდეგანო თეთრი ღამეების ფასი და მეამაყება, რომ ყოფის წისქვილზე მათთან ერთად ვდგავარ. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას, რომელ გზას დაადგები. მე ეკლიანი ავირჩიე, სავსე ბარიერებითა და ლეშებით. გზა,რომელიც ტაიგაზე გადის, სადაც ბულბულის გალობას მგლის ყმუილი სჭარბობს. რატომ? პასუხი ერთია--ეს არის პირდაპირი ბილიკი სულის სრულყოფისაკენ.
ჩემო თანატოლებო,თქვენ, შეიძლება, ჯერ ბოლომდე არც გესმოდეთ მზის ამოსვლის მიზეზი და არც ძარღვებში სისხლის ბრუნვას უგდებდეთ ყურს...მე, შეიძლება, ბოლომდე ვერა,მაგრამ ერთხელ მაინც განმიცდია ის ტკივილი, რაც ალიონს მოაქვს და ღრუბლების ფერდობებზე ანაწილებს.
გახსოვდეთ,ღიმილით, სიცილით აღსავსე გარემო ყოველთვის როდი კრავს დადებითად დამუხტულ რკალს. მიუხედავად იმისა,რომ ყველანი სულიერი არსებები ვართ--ადამიანები, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, მაინც ადვილად ვწირავთ ერთმანეთს ტკივილისათვის. განზრახ?სულაც არა,უბრალოდ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ ტკივილის ფესვებს, ამის ცოდნას გამოცდილება სჭირდება. მე მოსამართლედ არ გამოვდგები, არც ბრალმდებლად, უბრალოდ თქვენი მეგობარი ვარ და ვცდილობ, ჩირაღდანი აგინთოთ იმ გარემოში, სადაც სიბნელის გამო გზის გაკვლევა ჭირს.
ცხოვრება ყვავილივითაა, მისგან სასარგებლო, საამო ნექტარი კი არ ჟონავს, შენ თვითონ უნდა მიაგნო და ამოსწოვო;სწორედ ამ პროცესში ყალიბდები სულიერ არსებად-ადამიანად.გონების ღრმულებში აღმოცენებული ჩემი პოეზია თქვენს სულებამდე ჩაღწევას ცდილობს და არა -ნაჩუქარი აპლოდისმენტების მიღებას.
გიყვარდეთ ერთმანეთის სულები და გაუფრთხილდით მათ ისე, როგორც უფრთხილდებით თქვენს სხეულს.სულს თავისი სისხლი გააჩნია და, თუ მისგან დაიცალა ადამიანი, უმალვე ლეშად გადაიქცევა, ლეში კი ყარს. გახსოვდეთ,თქვენი თაფლნარები შხამი, შეიძლება, თქვენ გვერდით მყოფს სულის სისხლს უწამლავდეს...დაფიქრდით ამაზე, ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ასე, დაინდეთ.
ხვალ?ხვალ კვლავ გადიძრობს მთვარე ღამის პერანგს და მზედ გადაიქცევა;ახალი ბრძოლის ველი გაიშლება ჩვენს წინაშე, ოღონდ იმავე ჯარისკაცებით დაკომპლექტებული....გენერლები გვერდში გვიდგანან, მაგრამ ხვალ ისინი ხომ უნდა შევცვალოთ.
დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგანაც ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის.

დათა გულუა
2002 წლის 19 ოქტომბერი



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 20 2008, 07:36 PM
პოსტი #122


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ლულუ
mari touchet
ძალიან ლამაზი ჩანახატები გიწერიათ
smile.gif მომეწონა

...დრო კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა... პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი... არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
...ჰო, რას ვამბობდი?... მომაბეზრა თავი ტკივილმა...
...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?... ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა... მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზაღპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავალის დღესასწაული!... სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს... ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის... ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კoცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
...ახლა მარტო ვარ... დარდი მივსებს ცარიელ დღეებს... ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფaნტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...
... კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული... და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...



--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 20 2008, 07:48 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ძალიან ლამაზი ჩანახატები გიწერიათ

არა , ეს ჩემი ჩანახატი არ არის დათა გულუას კალამს ეკუთვნის smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Apr 24 2008, 10:11 PM
პოსტი #124


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477



ძალიან მომწონს ეს თემა და აქ დაწერილი ჩანახატები

ერთ ჩემს ჩანახატსაც შამოგთავაზებთ, იმედია ცუდი არ იქნება smile.gif ადრე დავწერე smile.gif

მზე

გამარჯობა! მე მზე ვარ, დიდი და ნათელი, მხიარული და თბილი. მიყვარს სიცოცხლე. ყველაფერი მიყვარს, რაც ჩემს გარშემოა. მიყვარს, როცა არე-მარეს ვანათებ, ბუნებას სიცოცხლეს ვმატებ. მიყვარს ყველა და მგონი, მათაც ვუყვარვარ.

მე ყველაფერი ვიცი, რაც ჩემს გარშემოა. თითოეულ ადამიანს ვიცნობ და მათი ფიქრები მესმის. ზოგი მათგანი ჩემსავით მხიარულია, უმეტესად ბავშვები, ზოგი მოწყენილია, ზოგი ოპტიმისტი, ზოგი პესიმისტი და თქვენ წარმოიდგინეთ - ბოროტიც კი!

მინდა, რომ ყველა ადამიანის გულში შევაღწიო ჩემი სხივებით და ბნელი კუნჭულები გავანათო.
ვიცი, ჩემს მოვალეობას, რაც შემოქმედმა დამაკისრა, პირნათლად ვასრულებ და მსურს, რომ ასე გრძელდებოდეს, სიყვარულით ვანათებდე დაუსრულებლად.



რავი, ჩანახატი უფრო არ ქვია ამას, რაც არის არის smile.gif)






--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 24 2008, 10:16 PM
პოსტი #125


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ხარ!
ვიცი შეუძლებელია,მაგრამ მაინც მინდა გნახო,მენატრები!
არ მინდა ეს დღეები მხოლოდ გულსა და მეხსიეებას მივანდო შესანახად,ამიტომ ვწერ...
ნეტა საიდან მოვიდა მონატრება?
სიკვდილის დასასრულია თუ დასაწყისი?
სწორედ ახლა შეგიძლია დაეუფლო ჩემს გულს,მიყვარხარ და მენატრები,ყოველთვის წმინდა სიყვარულით.
ვიცი!ძვირფასო,როდესმე გაიგებ,მიხვდები მერე შეიძლება მოხვიდე,მაგრამ მე ისევ ისეთი მონატრებული და შეყვარებული არ დაგხვდები...
სწორედ მონატრების ტკივილი დამეხმარა ეს საიდუმლო გამენდო."
ღმერთი გფარავდეს!!!იცით რა მინდა?



--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 29 2008, 04:02 PM
პოსტი #126


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



გურამ ოდიშარია
დევნილთა უღელტეხილი
ძღვნად ჩემს ქალიშვილს სალომეს!
...უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი... და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს... როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო... შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ... – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.
მამისეული სახლი სოფელ მაჭარაში 27 სექტემბრის საღამოჟამს დავტოვე. ჩემი ძველი ვოლგით მიმყავს დედა, ძმა, მეგობარი. მეუღლე და სალომე თბილისში არიან, ამიტომაც შედარებით მშვიდად ვარ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. კოდორის ხიდი ვერა და ვერ გაარღვიეს სხვადასხვა ნომრის, დასახელების კორპუსებმა და ბატალიონებმა. ხალხი იძულებულია ხსნის ერთადერთ - სვანეთისაკენ მიმავალ გზას დაადგეს (ყველას კარგად ახსოვს გაგრა). დევნილები ჩქარობენ, ვინ მანქანით, ვინ ფეხით... ცხენებითაც მიემართებიან მთებისკენ. ვიმეორებ, - ყველას კარგად ახსოვს გაგრა (და არა მარტო გაგრა). ჩამწკრივებული ჯარისკაცები არეული ნაბიჯით მოდიან მერხეულისკენ. მითუხთიხებენ მეომრებდაზვინული „ბმპ“ – ები რუსული „ბმპ“ უფრო უხდებათ მათ სახელად, ვიდრე ქართულად კოპწიად თარგმნილი – „ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა“. მზიანი შემოდგომის დიდებული დღეა, „შოკოლადის დღე“ ჩემთვის კარგა ხანია, ასე შევარქვი ზღვისპირეთის ასეთ დღეებს, ყანებში მწიფსს სიმინდი, ეზოებში ღუის იზაბელა. მოკლედ, მოსავლის აღების ჟამია. საღამოს მზის ქვეშ ლურჯად ზიმზიმებს ზღვა.
საცოდავი სანახავია დამარცხებული ჯარი.
მიდიან თავჩაქინდრული, სიამაყეშელახული მეომრები, თვალს ვერავის უსწორებენ, ზოგიერთი ნაცნობებს ემალება, მზერას არიდებს.
დედაჩემი თვალცრემლიანი ემშვიდობება მშობლიურ ეზო-კარს.კიდევ კარგი, - გვეუბნება დედა ძმას და მე, -მამათქვენი არაა ცოცხალი.
მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, „ბმპ“-ების, „შილკ“- ების, „ბტრ“-ების ტრაქტორების გამონაბოლქვი ტრასას ნისლავს. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ზოგან გზა სამხედრო ტექნიკითაა ჩახერგილი. ჯარისკაცებს მიაქვთ „მუხები“, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები. სქელ კვამლში მოჩანს სხვადასხვა სამხედრო დანადგარი (არც ვიცი მათი სახელი). ხალხი უყურებს და უკვირს, რატომ გატყდა არცთუ ცუდად შეიარაღებული, არცთუ მცირერიცხოვანი ჯარი.
მიუხედავად იმისა, მამაჩემი პროფესიონალი სამხედრო იყო და ოცდახუთი წელი რუსულ ჯარში იმსახურა, განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მძულს იარაღი. მძულს კალაშნიკოვები და მაკაროვები, სემიონოვები ... ჩემი რწმენით არასოდეს უკეთებია იარაღს კეთილი საქმე, მარად სიკვდილისა და შურისძიების უსასრულო ჯაჭვს აგრძელებდა მხოლოდ. როგორი ფარული სადიზმია ჩაბუდებული კაცთა კვლის ხელოვნების განმავითარებელთა მიერ თავიანთი პირმშოებისათვის შერქმეულ სახელებში: ავტომატური ნაღმმტყორცნი „ვასილიოკი“ (იცით, ალბათ, მინდვრის ყვავილია ერთგვარი), ან „ნონა“, „აკაცია“, თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი „ლიმონკა“. მე მინახავს „ვასილიოკებით“, „აკაციებით“, „ნონებით“ დაფლეთილი ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები, სწორედ ამიტომაც მთელი ომის განმავლობაში ათასგზის შემძულდა იარაღი, მითუმეტეს, როცა დღეს ასე ადვილად უვარდება იგი შლეგ და გულღრძო ადამიანებს. მათ, რომლებიც თავიანთი ქმედებით გვიმტკიცებენ, თუ როგორ შორს ვართ ცივილიზებული სამყაროსგან, როგორ შორს და რა საცოდავად გარიყულები. უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად სიძულვილი.
მოძრაობა ჩერდება, ძრავას ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე – მეუბნება აკანკალებული ხმით, - კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე სააათის წინ... რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა თან. შევატყვე, ცუდად იყო ძალიან. ვკითხე, ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის“ ნამსხვრევებით დასახიჩრებული შვილის ცხედარი მიჩვენა...
მერხეულში ნოდარ ნათაძეს მოვკარი თვალი. ჯარისკაცის ხაკისფერ ფორმაშია, ფეხით მიდის. გენწვიბში ასე მითხრეს - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. რატომ ტოვებ სოხუმსო, - თავს დასხმიან დევნილები, - ტელევიზიით რომ გამოგვაყრუე რუსების გინებით, რატომ გარბიხარ ახლა, მიდი, ებრძოლე რუსს, ამაზე უკეთეს შანსს სად იპოვნი. ან ჯერ ხალხი მაინც გახიზნე და მერე დატოვე აქაურობა... სად გარბიხარ თავდაცვის კომისიის უფროსო?!
ერთიც კია - რასაც სხვებს ვერ უბედავენ ნათაძეს ადვილად კადრებენ, სხვათა ცოდვებს მისას უმატებენ და სადაც წააწყდებიან, პასუხს მხოლოდ მას სთხოვენ.
სოხუმიდან საკენამდე არც მეტი, არც ნაკლები, 100 კილომეტრია. ის საღამო მანქანაში გავათიეთ, გუჯეჯიანების ეზოში, სოფელ აჟარაში. 28-ში საკენში ვართ, „აფხაზეთის სვანეთის“ ბოლო დასახლებულ პუნქტში. აქედან ჭუბერამდე 50 კილომეტრამდეა, ზოგიც - 65-აო, გვიმტკიცებს.
მთებში ყოფნისას რამდენიმე წინასწარმეტყველური სიზმარი ვნახე (სიზმარი დამემართაო, - ასე ამბობდა ხოლმე ნათესავის ბავშვი)... ჰოდა, მეც დამემართა რამდენიმე საშინელი სიზმარი და... ყველა უკლებლივ გამართლდა. განსაკუთრებით ერთმა დამზაფრა, ალბათ, ისიც ამიხდება მალე.
დედაჩემს ახლობლებთან ვტოვებ. იგი 12 დღის შემდეგ მანქანით მშვიდობიანად ჩამოჰყავთ სამეგრელოში. ძმა - 29 სექტემბერს მიემართება ჭუბერისკენ, მე და მეგობრები კი - 2 ოქტომბერს. სვანები გვაფრთხილებენ - მალე ჩამოთოვს და 10-15 ოქტომბრისთვის უღელტეხილი ჩამოიკეტებაო. ჩვენც ვჩქარობთ. თითო-ოროლა ვერტმფრენი მხოლო თითო-ოროლა ძუძუთა ბალღის და მათი დედების გადაყვანას ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში ხატულა ჩანთებიც მაქვს, 15 კილოგრამამდე ტვირთს (ძირითადად ტანსაცმელს) ცელოფანის ტომარაში ვუყრი თავს (როგორც ამას დევნილთა უმრავლესობა აკეთებს, და მე განსაკუთრებით ახლა ძალიან არ მინდა, სხვებისგან განვსხვავდებოდე).
წვრილი თოკისაგან მკლავების გასაყრელსაც ვახლაფორთებ და სუპერზურგჩანთაც მზადაა. მოკლედ, ესაა მთელი ჩემი ავლა-დიდება. მშვიდობით, მშვიდობით, პატივცემულებო - ფერადო ხალათებო, „აბსოუზიდან“ გამოტანილო ფეხსაცმელებო, ჩემო ძვირფასო პალტოვ, წყალქვეშა ცურვის ნიღბებო, კეკლუცი ქალივით ნატიფო - ყავის ფრანგულო სერვიზო... სრულ მზადყოფნაშია ჩემი ძველი მგზავრობაში გამოცდილი ქურთუკი, კაშნე, ხელჯოხი, ქუდი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უგზო-უკვლოდ მეკარგება.
დილის ექვსია. გურამ კაკულიასთან ერთად პურით (რობინზონ კრუზოს გამომცხვარ პურს რომ ჰგავს), დაკონსერვებული ხორცით და თაფლით ვსაუზმობთ. თან სულ თაფლის ქებაში ვართ - ჰო, ჰო, რა თაფლია, ბიჭო, რა თაფლი (თან დოდო აბაშიძეს ვბაძავთ - „რა თოფია, რა თოფიო“) მთებში თაფლი უნდა ჭამო, ხერგიანს თაფლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ერთმანეთსაც ვამხნევებთ, თავსაც ვიიმედებთ.
სანამ გზას შევუდგებოდეთ, რაღაცას ვიმიზეზებ, ჩემს მანქანასთან, ჩემს „ტიგრთან“ მივდივარ, საჭესთან ვჯდები და „ტიგრს“ ვემშვიდობები. არა მგონია, ძმაკაცო, - ვეუბნები, - ეს ჩვენი უკანასკნელი მგზავრობა იყოს. ყველაფრისათვის დიდი მადლობა, „ტიგრო“, განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის, შენ უფრო მეტად შემაყვარე სოხუმიც და ზღვაც, ქვეყნიერება. არავინ იცის, თუ რას ნიშნავ ჩემთვის, თუ როგორ მიყვარხარ; შენ ჩემი მაგიური ძმაკაცი ხარ, ჩემი მესაიდუმლე. ბევრჯერ არად ჩაგვიგდია მე და შენ სოფლის სევდა, ერთად გვიშენებია სახლი. კი გტოვებ, მაგრამ უნდა გამიგო, ვერ გადახვალ უღელტეხილს, „ნივა“ რომ იყო სხვაა, თუმცა ისიც ზოგან ტრაქტორმა უნდა ათრიოს ამ ოხერ აღმართებში. მაპატიე... იყავი ჯერ აქ, ცალანების ეზოში... და რაც უნდა მოხდეს, რა ჟამმაც არ უნდა განვლოს, მაინც მოგძებნი - ჩვენ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. განა მშვიდობით? ნახვამდის, ძმაკაცო, ნახვამდის!
„ტიგრს“ ხელს ვუთათუნებ და ათას მადლობას ვუგზავნი მის შემქმნელ ქარხანას.
იჩქარეთ, მანიშნებენ მეგობრები.
იწყება პირველი აღმართი.
აქვე უნდა აღვნიშნო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ პერიოდში უსიტყვო მონოლოგები და დიალოგები, ირონია და ხუმრობა გახდა ჩემი თანამგზავრი.
მთელი ღამე წვიმდა და ელავდა.
დილითაც არ გვივიწყებს წვიმა - ერთ დროს ჩემთვის სინაზითა და რომანტიკით აღსავსე, ახლა უბედურების ქალბატონად ქცეული.
უღელტეხილის დასაწყისი მანქანებითაა გაჭედილი. „ზილები“ და „მაზები“, „ურალები“ და „გაზიკები“, „ნივები“ და „ვილისები“, კიდევ ვინ მოთვლის, ტექნიკის კიდევ რამდენი ღირსეული წარმომადგენელი უიმედოდ ელოდება თავის რიგს. მოწითალო პლასტელინივით ტალახს მხოლოდ ადამიანების ფეხები ჯაბნის.
სატვირთო მანქანების ძარები ცელოფანით, ბრეზენტით, ფიჭვის ხიდან ჩამოსხეპილი ტოტებითაა დაფარული, ისმის ჩვილთა ტირილი. ტყეში დანთებულ ათეულობით კოცონს ადამიანები უსხედან, თბებიან, საჭმელს იმზადებენ. ფაშფაშა ქალს ცხელი კვერებით სავსე ფეშხუმი მიაქვს ერთ-ერთი მანქანისაკენ. ვიღაც ცომს ზელენ, ვიღაც კარტოფილს თლის. ეტყობა, ზოგ ოჯახს თადარიგი ბევრად ადრე დაუჭრია, მანამდე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა.
ხარებშებმული ურემიც აქაა, მუყაოს ქაღალდით გადახურული, ურმის სიღრმიდან ბავშვების შეშინებული, დაჭყეტილი თვალები მიმზერენ: ესეც შენი ბოშათა ბანაკი...
ვის არ შეხვდებ აქ. აი, რამინ ნინუა და მისი ჯალაბიც. ვესალმები რამინის ნირშეცვლილ გოგონებს, ვეფერები:
- აბა, თქვენ იცით, გოგონებო, ყოჩაღად იყავით!
- ოთხი დღეა, ტრაქტორს ველოდები, - მეუბნება რამინი, - მაგრამ ამ გზას რა გაათავისუფლებს, არადა ეს „მაზი“ თუ არ გადავიყვანე, როგორ ვარჩინო ცოლ-შვილი.
გზას ვაგრძელებთ. მოძრაობა ჭირს. ძნელია გვერდი აუარო ვიწროებში ჩახერგილ მანქანებს.
ხანში შესულ კაცს გზიდან გადაუხვევია, ისვენებს. მიმავალ ჯარისკაცებს ირონიულად უყურებს და ვიღაცას ხმამაღლა ეუბნება:
- შეხედე, ამგენს ნიჩბებიც არა აქვთ, არ კადრულობდნენ სანგრების გათხრას, ბაბა, და ასე მოიგებდნენ ომს?
- შენ რატომ არ გვეხმარებოდი, ბიძაჩემო, - გაავებულად გადმოსძახებს ახმახი ოფიცერი.
- იქნებ შენს მაგივრად მებრძოლა კიდეც?
- გააჩერე ენა, თორემ...
ოფიცერს ჯარისკაცები ამშვიდებენ.
- ეგ ანაღა დამრჩა, ბიძიკო, უკვე, მეტი არაფერი, - მწარედ იღიმება კაცი.
გზადაგზა უამრავი ნაცნობი მხვდება.
კვლავ წვიმს, ფეხები ღრმად გვეუფლება ტალახში. საშინლად სრიალებს ჩემი თხელლანჩიანი ფეხსაცმელი. ორი ნაბიჯი წინ, ერთიც უკან! ლენინური გზით მივიწევ.
იწყება კედლებივით აღმართები.
არა, ასეთი ფეხსაცმლით მთაზე ასვლა სიგიჟეა, მაგრამ მაქვს კი სხვა გზა? მოგვიანებით, უკვე თითქმის სიქაგამოცლილი, ვხვდები, რომ ელასტიური ბინტები შემოვიხვიეთ ფეხსაცმელზე და ლანჩების ღალატი ცოტათი მაინც დავთრგუნო ასე.
ძირს სრიალი!
ვერ გავიგე, აქაურებს მანძილის საზომი სხვადასხვა ერთეული გააჩნიათ, თუ ჩვენ გვამხნევებდნენ, როცა, მაგალითად, კილომეტრის ნაცვლად 2 ან 3 კილომეტრს გვეუბნებიან. თავდაპირველად გვითხრეს, 3-4 კილომეტრია აღმართები, მერე ადვილდება გზასავალიო. 3-4 კილომეტრის შემდეგ მწყემსი ამბობდა, კიდევ 7 კილომეტრი უნდა იწვალოთო. ზოგან - 2 საათი და ბანაკამდე მიხვალთ, ზოგან - კიდევ 8 საათი უნდა იაროთო და ა.შ.
მთაში ზედმეტი ფორიაქი არ შეიძლება, - მაფრთხილებდა წინა დღეს ნაცნობი მონადირე და მეც მორჩილად მივყვები ადამიანთა აღმა მიმავალ მდინარეს.
ათიათასობით წყვილი ფეხსაცმლის მიერ აზელილი ტალახი თვალისთვის უჩინრად მოიღვენთება ძირს.
ორიოდე კილომეტრის შემდეგ ქვემოდან ქალის კივილი ისმის. დევნილებს ტანში აჟრიალებთ. ოცდაათიოდე წლის ინფარქტგადატანილი კაცისთვის გულს უღალატნია. იქვე დაუკრძალავთ უბედური.
- გუშინ ქალმა მკვდარი ბავშვი იმშობიარა, - მეუბნება ვიღაც, - ქალიც მოკვდა. კიდევ ერთი მოხუცი ქალი დამარხეს ტყეში.
აქ არ არსებობს გიცნობ - არ გიცნობ. აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, - უფრო მეტიც - მეგობარი. გიახლოვდება კაცი, გეუბნება - მომიტეხე პური; თუ გაქვს, უნდა მოუტეხო, თუ მაქვს და არ მოვუტეხავ, მთა არ მაპატიებს. თუმცა „ჯერ თავის“ კასტისანი აქ ბლომად არიან. მოდიან და თავიანთ დაკარგულ ქონებას დასტირიან, სულთმობრძავ თანამოძმეს დაჰყურებენ და კვლავ თავიანთი თავი უჭირთ. უღელტეხილმა მათ არაფერი ასწავლა.
მთა დიდი სიყვარულივითაა, დიდი სიყვარული კეთილს უფრო აკეთილშობილებს, ბოღმიანს უფრო მატებს ბოღმას, ხარბს - სიხარბეს, ძუნწს - სიძუნწეს, გულუბრყვილოს - გულუბრყვილობას...
მთა ომივითაა, რენდგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას.
ტაძარივითაა მთა - ვისაც ცოტათი მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი, აქ განიწმინდება.
მივდივარ და ვფიქრობ, რომ სწორედ ღმერთმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან, არ შეიძლებოდა სხვაგან გადაეხვია ჩემს შარას, არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზად, მე არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით, მხოლოდ უღელტეხილი იყო და არის ჩემი ბედისწერა, ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე, სასოწარკვეთა და იმედი.
გზის დასაწყისში საოცარი თანადგომა, ურთიერთსიყვარული იგრძნობა.
მე არასოდეს მივლია მსგავს გზებზე... და ამ საერთო უბედურების მიუხედავად, ვგრძნობ, რომ მთელს ჩემს არსებაში მანამდე უცხო ბედნიერება მეღვრება სიყვარულივით... უღელტეხილზე თვალნათლივ ვხედავდი, რომ ჩვენს შორის ბევრად მეტი სიყვარული ყოფილა, ვიდრე სიძულვილი, ამას ხედავდნენ სხვებიც, თითქმის ყველა. მშვიდობიანობის ჟამს მხოლოდ ერთგულები გრძნობენ სიყვარულის სიდიადეს, უმრავლესობას კი, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე რაღაც დიდი უბედურება სჭირდება თვალის ასახელად. მე ყოველივე ეს ღმერთის ნიშნად მივიღე მაშინ და დღეს სულით ხორცამდე მწამს, რომ ნამდვილად გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას.
- მთაში შენს სხეულს ხშირად უნდა მიაყურადო, - მეუბნება სანდომიანი სახის ჭაღარა კაცი, - მთას ზედმეტი ლაპარაკიც არ უყვარს, ძალას წაგართმევს. არც ბევრი უნდა ჭამო. მაძღარი არც ცხენი ვარგა და არც კაცი.
და მეც ვაყურადებ ჩემს სხეულს და ნაწილ-ნაწილ ვამოწმებ, ასე ვთქვათ, რევიზიას ვუტარებ მას: გულს, შენ ჯვარი გწერია, ყოჩაღად მუშაობ ჯერ-ჯერობით, არაფერი გეშლება, „ტიგრის“ მოტორივითა ხარ. ღვიძლი და თირკმელები, თქვე სიმულიანტებო თქვენა, არ გამაგონოთ წუწუნი, თუმცა ბოლო დროს ხშირად გჭყიპავდით შაქრის არყითა და წყალწყალა ღვინით. ფილტვებო, თქვენც გვარიანად გაგბოლეთ ომის სიგარეტით - „ასტრათი“, მაპატიეთ, მაპატიეთ! აბა, შენ იცი, უსისტემო სისტემავ ნერვებისა, გამიწიე ძმობა, თუმცა გვარიანად კი დავაგლეჯინე შენი ლითონის ძაფები ომს, არ დაგინდე. იქნებ შენი ხათრით მაინც დამეტოვებინა სოხუმი და ზოგიერთივით მეც მეცხოვრა ჩრდილოეთის რომელიმე დიდ, მილიონი ნათურით გაჩირაღდნებულ ქალაქში, მეკეთებინა ფული, მეყიდა სმოკინგი და რესტორნებში მედარდა მერე ჟამის ცვალებადობაზე და სამშობლოს მთებზე: ჰაი, დედასა, ასეთ ტიალ დღეში რო ჩაგაგდებდი, იფიქრებდი განა? მაპატიეთ, მაპატიეთ, ახლა მაპატიეთ! შენ როგორა ხარ, ჩემო აქილევსის ქუსლო - მარცხენა მუხლო? მრავალგზის დაშავებულო და დაჩეჩქვილო, შენ ნაფეხბურთალ-ნამენისკარო, ივლისის დაბომბვისას ნაგრადალო, არ მიმტყუნო, იცოდე, ყოჩაღად იარე, ყოჩაღად! მთელი მსოფლიოს ტელერადიოკომპანიები შენ გითვალთვალებენ, თან სანაძლეოსაც დებენ - გაძლებ თუ არა, გაჯობებს თუ არა უღელტეხილი. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლებ! გეყურება შენ, რას გიბედავენ? არ მომჭრა თავი, იცოდე, ფოლადად იქეც, ფოლადად! განა ტყუილად გმკურნალობდა კეთილი როდიკო მეიშვილი ასკურავას წამლით, განა ტყუილად ცდილობდა ამდენს? ხომ გაქცია მგლის მუხლად? აბა, შენ იცი ახლა, წინ იარე, წინ - ნათელი მომავლისაკენ! იჩქარე, ნელა!
პირველივე შეგონებისთანავე ფრიადოსანი მოწაფესავით მიჯერებს მუხლი, ყუჩდება მისი ტკივილი და მშვიდი რიტმით მივუყვებით უღელტეხილს. აღმართებს ბევრად უფრო ადვილად ვძლევთ, დაღმართებში კი მიფრინავენ. უკუღმართები ვართ, მუხლო, მე და შენ, უკუღმართები, უცხოები რაღაცნაირად, უცნაურები.
რამდენიმე აღმართის შემდეგ ვისვენებ.
ხის გადანაჭერზე ჩამომჯდარი ვაკვირდები სახეთა უსასრულო გირლიანდებს. გზა ვიწროა და დევნილების ნაკადი ძალუმად მიედინება მაღლა.
დღის პირველი საათია.
დავიღალე.
უკვე არ წვიმს, ოდნავ ჟინჟლავს, მაგრამ 20-25 ნაბიჯის იქით არაფერი ჩანს - დანარჩენი სამყარო ნისლშია ჩაძირული.
ადამიანები ჩუმად მიაბიჯებენ. მხოლოდ წებოვანი ტალახით დამძიმებული ნაბიჯების ხმა და გაწამებულ ბავშვთა ტირილი ისმის.
ახალგაზრდამ ჯანიან ქალს ფეხსაცმელები გადაუყრია და შიშველ, დასიებულ ფეხებზე ცელოფანი შემოუხვევია. შუახნის გლეხკაცი ფეხშიშველა მოდის. ვეკითხები, არ გცივა-მეთქი, ის კი პასუხად კეთილად მიღიმის მხოლოდ. 6-7 წლის ატირებული გოგონა მამას მხრებით მოჰყავს. გოგონას ერთი ფეხი კაშნით აქვს შეხვეული, მეორე - თავსაფრით; ეტყობა, გზაში დაშავდა. ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამა ჯდება, ხელებში მსუბუქ საბანში გახვეული ჩვილი უჭირავს, უკან ტანჯულსახიანი ცოლი მოჰყვება.
მოდიან და მოდიან უსასრულოდ, მოდიან ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები, მოდიან პროფესორები და მინისტრები, უეშმაკო ხელობის ხალხი - გლეხები და მეთევზეები, მოდიან მძღოლები და ქურდები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პატიოსნები და უნამუსო ადამიანები, კეთილები და ბოროტები, ვხედავ ალალმართალ მეომრებს, ვხედავ მარადიორებს, ომის სისხლიანი ფულით დადაღულ კორუმპირებულ სამხედრო ჩინოსნებსაც, ვხედავ მზესუმზირის გამყიდველს და უკვე გაპროლეტარებულ ვიწროშუბლიან მილიონერს, მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, სხვანაირად არც იქნებოდა, უფალო... წმინდა მამებიც მოაბიჯებენ, მამა ანტონსაც ვცნობ შორიდან, სიმპათიურ, ნუ მიწყენს და ცოტაზე მეტად თეატრალიზებული ცხოვრებით გატაცებულ მამა ანტონს... მოდიან სოხუმის უმშვენიერესი ქალბატონები, თვალაყვავებული, ამაყი ქალები, თუმცა კი გაფითრებიათ სახე, დაღლიათ მუხლები, მაგრამ მათზე ულამაზესი ქალები მთელს მსოფლიოში არ მეგულება ახლა. ო, რა დიდებულად გამოიყურებიან ისინი ამ უღელტეხილზე... მოდიან სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა და უფრო მეტიც - ავღენეთში არ იყო ზღვა და შესაბამისად სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა სახე ნაცნობია. თითქოს ყველა მინახავს ადრე, ჟამგამოშვებით და პირიქით - ნაცნობთა სახეებიც უცხო მგონია. რამდენჯერმე გარდაცვლილთა სახეებიც დავინახე - აბჟაყვის დაბომბვისას შვილთან ერთად დაღუპული თანაკურსელი - გულო ჩალაძე, ზაფხულში ყაჩაღთა მიერ წამებით მოკული ბიძაჩემი... რამდენი არიან ეს სახეები, შემოდგომის ფოთლებივით - ათასები და ათი ათასები...
მოდიან... მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ... მოდიან... უფალიც არ ახსოვთ, უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდიდან გადმომჩქეფარე უწმინდესი წყლით დარწყულება, მოაბიჯებს ჯვარის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! მოდიან... ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს - ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი თვალები.
ვდგები და გზას ვაგრძელებ, ვგრძნობ, რომ სახეთა თვალთვალმა დამღალა, მაშინებს მირიად თვალთა მზერა. სიარულისას მხოლოდ ერთმანეთის ზურგს ვხედავთ და ეს ბევრად ადვილი ასატანია.
მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ვიღაც გვსჯიდა, მაგრამ იგივე გონების მიღმური არსება გვიცავდა კიდეც, თან თითქოს ბეჯითად გვაკვირდებოდა - კიდევ რამდენს გაუძლებენო.
რად გავრბივართ დიდ-პატარიანად ამ უღელტეხილით? ეს რა ამბები ხდება, უფალო?! რა ცოდვა გვაბრუნებს ასე? გვადგა კი ქართველებს ასეთი გასაჭირი ამ საუკუნეში, ან თუნდაც გარდასულში? მივდივარ, ვერ ვაზროვნებ, ვაჩუმებ კითხვებს, მე, თვითგადარჩენის ინსტიქტით დამუხტული სუპერ-ზურგჩანთიანი ფეხმტკივანი არსება.
უკვე პირველი ისტერიის მოწმე ვხდები, ისმის სასწარკვეთილი შეძახილი: ჯობდა აფხაზებს მოვეკალი, ვერ გავუძლებ ამდენს! - აქვითინებული, მთელი სხეულით მოძაგძაგე ქალი ჩამოდანზე ჩამომჯდარა. ცოცხალ-მკვდარი ქმარი ნელი ნაბიჯით უახლოვდება ცოლს, აყენებს, იღებს ჩემოდანს და ხევში მოისვრის, თან ყვირის: თავს იკლავ, უბედურო? რამდენჯერ გითხარი, გადაყარე ეს ჭინჭები-თქვა. ტალახში ჩამჯდარი ქალი ზლუქუნებს: ბავშვების ტანისამოსებია იქ, შენი პალტო... ხომ ვერ ვიყიდით აწი!..
უღელტეხილი თანდათანობით მცირდება. ჩემოდნები და ჩანთები ტყვიასავით მძიმდება - ათი კილო ას კილოდ ქცეულა უკვე. მაღლა და მაღლა უფრო ჭირს...
ხალხი გზისპირას და ხევში ყრის ტანსაცმელს, დანა-ჩანგლებს, ძვირფას თეფშებს, ოჯახურ ალბომებს, ანტიკვარებს... იშორებს ქონების უკანასკნელ ნაწილსაც.
გზაში უცნობი კაცი მიყვება, თუ როგორ დაასაფლავეს მაჭარაში, გზისპირას სოხუმში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი: სამედიცინო მანქანამ - „კობრამ“ სასწრაფოდ ჩამოასვენა ისინი, ერთი მათგანი შუაში ისე იყო გადაჭრილი, თითქოს უზარმაზარი ცულით გადაცელესო. მესამე დღეა აზრზე ვერ მოვდივარ, რა იარაღი იხმარეს ასეთი.
გრძელდება დიადი გზა, ვუახლოვდებით მწყემსთა და მონადირეთა ბანაკს.
ბანაკამდე ერთხელ კიდევ ვისვენებ. უკვე არც ჟინჟლავს, გარემო კი მაინც ძველებურად მოქუფრულია.
გვარიანზე მეტად ვარ დაღლილი.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვამჩნევ ჩემს გვერდით მდგარ უზარმაზარ ხარს. ქალაქელი კაცი ვარ და ვერ დავიჩემებ - საუცხოო ჯიშის ხარი ვნახე-მეთქი, მაგრამ დამატყვევა ამ უმშვენიერესმა ცხოველმა. ულამაზეს თვალებიანი, მეფური იერის, საკუთარ ქანდაკებას დამსგავსებული ხარი გაოგნებული დაჰყურებს აღმართზე ამომავალ, ტალახში ამოგანგლულ კაცთა მოდგმას. რა თქმა უნდა, მთიელ მასპინძელს არასოდეს უნახავს ამდენი ადამიანი, არასოდეს გაუგონია ამდენი გმინვა და კვნესა და არც ასეთი ჟამიჟამ მძიმედ ჩამოვარდნილი სიჩუმე. მთელი ჩვენი უბედურება ხარის გაქვავებულ სხეულში, მის მუშტისოდენა თვალებში ირეკლება, ძლიერდება და სულს მიხუთავს. ვნანობ, რად მივატოვე ხატვა, თორემ უეჭველად დავხატავდი ქართულ „გერნიკას“. ვნანობ, რად არ ვარ კინორეჟისორი, თორემ გადავიღებდი ფილმს, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტს ამ ხარს მივუძღვნიდი.
მოულოდნელად ხარს თვალები უფართოვდება - მოსახვევიდან უცხო შრიალი მოისმის. 10-15 კაციან ჯგუფს ახალთახალი ცელოფნისაგან ლაბადისმაგვარი მოსასხამები მოუჯვართავს და თითქმის მწყობრად მოაბიჯებს. ვერცხლისფერგადაკრულ, ლაპლაპა უცხოპლანეტელთა კომბინიზონის მსგავს სამოსზე წვიმის წვეთები ბრწყინავს. არაამქვეყნიური იერის ჯგუფი უხმოდ მოაბიჯებს, მიზანსწრაფულად. მე და ხარი თვალს ვაყოლებთ ამ ფანტასტიკურ სურათს. გარშემო ვიხედები, მათ მფრინავ თეფშს თვალებით ვეძებ, მაგრამ ამაოდ. უცხოპლანეტელთა ეკიპაჟი შრიალით იკარგება მოსახვევში...
ნესტოებდაბერილი ხარი თვალს არ აშორებს ხალხს.
მეჩვენება, სანთლებივით ანათებენ ხარის რქები.
აბა, ჩემო წიქარავ, კარგად იყავი, ძმაო, მხსნელო ჩვენო და დამპურებელო. გვაპატიე ადამიანებს სისასტიკე, შეგვინდე ცოდვები. ხომ ხედავ, სანამდე მოგვიყვანა ყოველივე ამან. გგონია, ვერ ვგრძნობ, თუ როგორ გეკუმშება ფუთიანი გული სიბრალულისაგან. ვიცი, გეცოდებით ძლიერ. ვერ გექცეოდით, წიქარავ, კაცურად, გვაჭმევდი და გვასმევდი, წაიფორთხილებდი და... გაკვდინებდით ჩვენ - სიძულვილს ადევნებულები, აგრესიული, მოჩხუბარი არსებები. გიღირდა კი ჩვენი ერთგულება?.. ნეტავ ვინ გამოგგზავნა, დალოცვილო, ჩვენდა პატრონად, ძმაო ჩვენო და ღვთაებავ?!
თანაკლასელი - ჯემალ დარცმელია მეწევა. როგორც ყოველთვის, გვიხარია ერთმანეთის ნახვა.
- გავაგრძელოთ გზა? - ვეკითხები.
- გავიდეთ ბოლომდე! - მპასუხობს.
და ჩვენ არ ვჩერდებით ბანაკში.
იწყება სიკვდილ-სიცოცხლის გზა - უღელტეხილის ალპური ზონა.
გზადაგზა ედელვაისები გვხვდება; დაბლა ვარდისფერები იყვნენ, მწვერვალზე - ყვითლები არიან.
დამკრიფე, რაინდო, დამკრიფე, და შეყვარებულს აჩუქე ჩემი თავი - მწარედ მეხუმრებიან ედელვაისები, დამცინიან ოხრები. ხომ ხედავთ რეკორდზე მივდივარ, პირდაპირ გინესის წიგნისკენ მივაბიჯებ. ცოტა მაცალეთ, გადავრევ ცელქ ჟურნალისტებს და აი, მერე ნახეთ თქვენ ულამაზს ქალთა გაგიჟება, ათი მწვერვალის ყვავილები არ მეყოფა მაშინ. იცინეთ, იცინეთ, ვნახოთ, ვინც გაიცინებს ბოლოს.
საღამოვდება. უბერავს ცივი ქარი. იწყება თოვა.
ჯემალი და მე ვჩქარობთ.
ზღვისპირელებმა მთის ერთი კანონი უკვე ვიცით - არ შეიძლება მწვერვალზე შეჩერება, იქ მხოლოდ ბალახი და ედელვაისი ხარობს, წამლად ერთი ხეც არ დგას - ცეცხლს ვერ დაანთებ. მწვერვალზე გაჩერება სიკვდილია.
ქარი და თოვლი ძლიერდება. ვიწრო ბილიკზე გასულები ისე შეგვაქანა ქარმა, კინაღამ უფსკრულში ამოვყავით თავი.
ვფრთხილობთ.
ნამქერი გზას ფარავს. ხელები მეთოშება. ქურთუკის ფართო ჯიბეში ჩაკუჭული ქუდი, სადღაც დამკარგვია. კაპიშონს ვისწორებ, მაგრამ, გაქვავებულა კაპიშონი ყინულიან ქარში, ხრიალებს ხელის მოკიდებისას. გახევებულა წინდებიც, ფეხსაცმლის ზონარს სქლად მოსდებია ყინული და შუშა კიტრივით გაბერილი აქეთ-იქით ხტის სიარულისას. ხელჯოხსაც კილოგრამამდე ყინული აკიდებია. ძლივს ვათავისუფლებ ზონარს და ჯოხს ჩაკირული ყინულისაგან.
მალე პირველ დაღუპულ ადამიანს დავადექით თავზე - სამოცდაათიოდე წლის მაღალი კაცი გზისპირას პირაღმა წევს, ძველმოდური ქუდი ახურავს.
- ადექი, ბიძია, - ეუბნება ჯემალი, მხარზე ხელს კიდებს და უმალ გველნაკბენივით აშორებს.
მკვდარიაო, მანიშნებს თვალით.
- იქნებ მოკლეს? - გვეწევა პატარა ტანის, ოციოდე წლის გრძელფარაჯიანი ჯარისკაცი.
სისხლის კვალს ვერსად ვპოულობთ.
ზემოდან სვანი მეომრები ჩამოდიან ჩქარი ნაბიჯით, თითქმის მორბიან.
- უკან დაბრუნდით, ბანაკში დაბრუნდით, თორემ ყველანი გაიყინებით! - იძახიან ისინი.
- მოიცათ, ამ კაცს რა მოუვიდა? - ვეკითხებით.
- გაიყინა, გაიყინა!.. მოკვდა!..
ცივი ქარი ძვლებამდე ატანს. გრძელ, ბეწვიან კაშნეს თავზე ვიხვევ.
- რა ვქნათ, ჯემალ?
- უკან აწი ეშმაკი ვერ დამაბრუნებს, ძლივს მოვათრევ ფეხებს, ტყუილად გამოვიარეთ ამდენი მანძილი?
ჯემალი ზურგჩანთიდან ორ საბანს იღებს, ერთს მე მაძლევს, მეორეში თვითონ იფუთება. მეღიმება, საბანშემოხვეული, გრძელულვაშა ჯემალი წამისუმალ არგენტინელ მწყემსს ემსგავსება.
სასტიკად გვცივა. ვერ ვპატრონობთ გარდაცვლილს, გაჩერება კი არ შეიძლება. გავრძელებთ გზას. პატარა ჯარისკაცი გვერდით მოგვყვება. ქარი თანდათანობით ძლიერდება.
ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ 60-65 წლის ცოლ-ქმარს ვეწევით. უცებ ჩასუქებული ქალი ჩანთებს დაბლა ყრის და შუა გზაზე, ზედ ჩემს ფეხებთან ეცემა, ხელებს ჰაერში ასავსავებს, შემდეგ ერთს ამოიკვნესებს და... კვდება. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს ცხადია?
- დეიდა! - ვანჯღრევ, - დეიდა!..
ქმარი ერთხანს დგას, ჩემოდანს დაბლა უშვებს, თავს აკანტურებს, ქუდი უვარდება. ჯერ მუხლებზე ეცემა, შემდეგ მოწყვეტით - ცოლის გვერდით.
- რა ცხოვრება გვქონდა და სად ვკვდებით... - აი, მისი უკანასკნელი, ძლივსგასაგონად წარმოთქმული სიტყვები.
ხან ერთს მივვარდებით, ხან მეორეს. ადამიანის სხეულისა და სულის გაყრას ჯერ არ შევსწრებივარ. არ მეგონა, თუ ასე ადვილად კვდებოდა კაცი.
პატარა ჯარისკაცი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 29 2008, 04:09 PM
პოსტი #127


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები რომ, არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა
მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი
ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?!


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Apr 30 2008, 01:38 PM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ციტატა(sapo @ Apr 1 2008, 02:14 PM) *



იცით რაა,რა და თავიდან არ წამიკითხავს ,მარტო ჩვენი ჩანახატები რომ უნდა დაგვედო...
ესენი ჩემი არაა და არ გეგონოთ რომ მოგატყუეთ tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 30 2008, 06:01 PM
პოსტი #129


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ლულუ
ციტატა
იცით რაა,რა და თავიდან არ წამიკითხავს ,მარტო ჩვენი ჩანახატები რომ უნდა დაგვედო...
ესენი ჩემი არაა და არ გეგონოთ რომ მოგატყუეთ

არც მე დამიდია ჩემები sad.gif oops.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 6 2008, 07:51 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"...

წვიმს.
ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ.
გახსოვს?!
ახლა წვიმს.
წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა. (მე არ დამიწერია.. tongue.gif)

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 15 2008, 08:11 PM
პოსტი #131


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



* * *
ქარი გადმომძახის გიშრისფერი,
ეს ქარი ნამდვილად შეშლილია!
კუბოს იმდენი ამწევი მყავს
სიკვდილის სულ არ მეშინია.
ღარიბს შევხვდები და გავფითრდები!
ან ეს გაფითრება რისი ბრალია?!
კეთილის იმდენი მყოფელი მყავს
სიღატაკის სულ არ მეშინია!
მტკვარი ჩემსავით აიმღვრევა,
ცხელი მზე შორიდან მათბობს
შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო!
სხვა მე ვერაფერი მომერევა!


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 15 2008, 08:18 PM
პოსტი #132


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

შოთაძე
არა ჩემი არაა.. არ მახსოვს ვისია.. biggrin.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 15 2008, 08:44 PM
პოსტი #133


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

შოთაძე
რაღა უცებ,20 წლის ვარ.. biggrin.gif

მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 15 2008, 09:06 PM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



შენი მონატრება მტანჯავს, შენი სიყვარულით ცად ვარ... შენთან მოსვლა მინდა მაგრამ... ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს, მე შენს ჩახუტებას ვნატრობ, შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ... იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ, მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს... ოხ ეს მელოდია მახრჩობს გულის ტკივილამდე გნატრობ...


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 15 2008, 09:18 PM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



დაბრუნება სიყვარულის მორევში ::: გელოდები ::: თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი.
ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.
_ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!
გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ.
მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში.
წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა:
_ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს?
_ არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი.
_ ხომ არ გააწვალებ?
_ არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა.
ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება:
_ მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი?
სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად...
ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა:
_ მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!!
ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა.
ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინ ჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს...
მოფარფატებენ ხატულა ფანტელები. უყურებს ბიჭი და თავისი საყვარელი მულტფილმი ახსენდება _ მეგობარი თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად რომ გადაიქცა.
`ნეტავ, მამიკოც თოვლის ფიფქად გადაიქცეოდეს და ჩემთან ჩამოფარფატდებოდეს~, _ ნატრობს ბიჭი. მოეფერებოდა ბევრს, ბევრს, გულში ჩაიკრავდა და არსად გაუშვებდა...
თავისი ნააზრევი თვითონვე მოეწონა, სახე გაუცისკროვნდა, აციმციმებული თვალები ეზოს მოაშორა, მოცეკვავე ფიფქებს მიაპყრო და თავისთვის ჩუმად აბუტბუტდა:
- `მოდი, მამიკო, მალე მოდი, გელოდები! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!~
კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა, ბიჭის ბუტბუტს უსმენდა და ჩუმად ყლაპავდა ცრემლს ..

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 18 2008, 11:51 PM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!


ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა...
-- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
-- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ!
-- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს....
--ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!....
............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......

...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 1 2008, 07:01 PM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



გათენებულა...
რახანია...
მე კი ღამეში...
კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი
დღეს ჩემთან არმყოფს...
ოჰ...
ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში...
გადმოგიღვრიდი
მთელ სიცოცხლეს
სიკვდილის სამყოფს...

ეს დღეც კედლებში მოემწყვდევა...
ჭკუიდან შემშლის...
უკვე ათასჯერ გადაყვანილს სიგიჟის ზღვარზე...
და ახლა...
შენი თბილი სუნთქვა...
სულ ერთი პეშვი...
ან...
შენი თავი მოყრდნობილი
ჩემს დაღლილ მხარზე...

დააბრუნებდა კვლავ ძარღვებში ყველა წვეთს სისხლის...
ასე წვეთ-წვეთად გამოწოვილს...
ძვლებიდან ნადენს...
მაგრამ...
შენ არ ხარ...
და...
ოთახშიც სხვა ხმები ისმის...
ქსოვს ისევ დროის აბლაბუდა წამების ბადეს...
ნიკა ჩერქეზიშვილი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 1 2008, 07:35 PM
პოსტი #138


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თუ თქვენია, მიაწერეთ; თუ სხვისი, ეგეც მიაწერეთ.
მაგრამ თემა საკუთარი ჩანახატებიასაა smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 1 2008, 08:27 PM
პოსტი #139


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(kato_Bato @ Jul 1 2008, 08:35 PM) *

თუ თქვენია, მიაწერეთ; თუ სხვისი, ეგეც მიაწერეთ.
მაგრამ თემა საკუთარი ჩანახატებიასაა smile.gif

მე უკვე ხმას არ ვიღებ რა. რამეს ვიტყვი და იბუსხებიან, სულ არ შემოვალთო. არადა რამდენჯერ მაქვს თუნდაც ეგ ნათქვამი...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 6 2009, 01:20 AM
პოსტი #140


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ჩემი გაზაფხულის შემოდგომა მაშინ დაიწყო, როცა 79-ე აპრილი მოვიდა. მეგონა, ტყემალი ჰყვაოდა, თურმე ატამი ყოფილა, დიდხანს ვიცქირებოდი ცათამბჯენის ფანჯრიდან ლურჯ სივრცეში. თითქოს არაფერზე ვფიქრობდი, თითქოს წარსულს ვიხსენებდი, ლამაზსა და ტკივილიანს, სევდიანსა და მხიარულს, სიცოცხლით აღსავსეს და მაინც წარსულს. თუმცა არ ვდარდობდი, არც ვწუხდი, ხანდახან თუ გავაპარებდი თვალს ჩუმად ოთახის მარჯვენა კუთხისკენ. იქ საწოლი იდგა, რკინის, უბრალო სახელურებით, მამაპაპურად ჭრიალა, სადა თეთრეულით - ასე მთხოვა... თვალები დახუჭული ჰქონდა, ღიმილი მეპარებოდა, როცა მის დამჭკნარ, მაგრამ ძარღვიან, ჯერ კიდევ სიძლიერეშემორჩენილ ხელებს ვუყურებდი, მერე ჩემს პატარა, თხელ თითებს დავხედავდი და ისევ მეღიმებოდა. ზაფხულის ის ღამეები მახსენდებოდა, სადღაც 50 წლის წინ, როცა სიცილით ვატოლებდით ამ ხელებს და... შეიშმუშნა, თვალი ფანჯარას მოვწყვიტე, ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს, დავხედე და მშვიდად ეძინა. ისევ ფანჯრისკენ გამექცა თვალი. სოფელში ალბათ ტყემალიც ჰყვავის, ალბათ მიწას ოხშივარი ასდის დილაობით, როცა მზის სხივი დაეწაფება. ოჰ, როგორ მინდა ახლა სოფელში. იქ ყველა კარგად იქნება, ჩემი გაზაფხულიც არასდროს დასრულდება, დილაობით თხილის ხეივანს გადავხედავთ, ვიღაც ხმაურით გარეკავს საქონელს საძოვრებისკენ, ქათმებიც აკაკანდებიან ეზოს ბოლოს... ისევ სივრცეს ვუყურებ, ისევ ცათამბჯენების წრეა, მხოლოდ ცაა ლურჯი, ისეთი ლურჯი, სადღაც 50 წლის წინათ რომ იყო მაშინ, აი, მაშინ - მთის პირა სოფელში რომ დავიკარგეთ... ''იცი, როგორ მინდა ახლა სოფელში'', _ ისე ხმამაღლა და მშვიდად თქვა, შემაჟრჟოლა, სწრაფად მოვწყდი დატყვევებულ სივრცეს და საწოლისკენ დავაპირე წასვლა, მაგრამ აღარც დამჭირდა,ის ისევ გვერდით იდგა, დანაოჭებული, მაგრამ ჯერ კიდევ ძლიერი მკლავები ღონივრად მომიჭირა აცახცახებულ და გალეულ მხრებზე, მერე ისევ უწინდებურად მივეკარი მის სხეულს, როგორც ადრე, დიდ დამცველს რომ შეაფარებს ქვეშევრდომი თავს და ორივე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, როგორ დავბრუნდებოდით სოფელში, იქ, სადაც 50-წლის წინ ჰყვაოდა გაზაფხულზე ტყემალი...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 05:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი