ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე |
KAIROS |
Jan 14 2007, 01:57 AM
პოსტი
#201
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაშინ გაეცი პასუხი:
დოგმატის დამრღვევი თუ არის მწვალებელი,მაშინ ბერძნებია მწვალებლები თუ ჩვენ? მსგავსი დოგმატი არსად არ არის, ეს იყო ბასილი დიდის პირადი იდეა და აზრი, კარგად იცი, რომ კვიპრიანე მას არ იზიარებდა და ა. შ. ქართული ეკლესია არ იზიარებს ამ ტრადიციას და სხვა რომელიმე იზიარებს, ამიტომ "ერთი ნათლისღების დოგმატს" ყველა ვიზიარებთ, მაგრამ მწვალებელის მოქცევისას მისი მიღების წესი სხვადასხვა გვაქვს, პირველი დოგმატია, მეორე კანონიკა. იგივეს ვიმეორებთ, უბრალოდ ჩიხში ხარ, თუ დოგმატად ჩათვლი მიღების წესს, მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიას ხლეჩ, ხოლო, თუ დამეთანხმები რომ ეს არის კანონიკა, პრობლემა "იოხტურ" მე გთავაზობ, ვიძიოთ განმარტებები ამის შესახებ, და არა ჩვენ ვეცადოთ პასუხი გავცეთ, მოვძებნოთ განმარტებები რითი ხელმძღვანელობდნენ მამები ძველად და ახლა... გადავიდეთ დოკუმენტებზე ჯიგარ იხარე, ამ ძველ ახალ წელს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Jan 14 2007, 03:02 AM
პოსტი
#202
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უუუპს...ბასილი დიდის ეგ აზრი მიღებულია მსოფლიო კრების მიერ, როგორც არა მისი პირადი აზრი,არამედ როგორც ეკლესიის აზრი.
მეორეც,დოკუმენტს რომ მიხსენებ, მეც გეუბნები რომ დოკუმენტია ბასილი დიდის პირველი კანონი, ჩაიხედე რა წერია და გაანალიზე. მეზარება ახლა თავიდან წერა, ამაზე მე და სოტირისმა ვწერეთ უკვე...შედი ეკლესიოლოგიაში და საერტოდ იქ გავნაგრძოთ, ესიმისი თემაა. მესამეც, დოგმატი კი არაა, არამედ დაკავშირებულია დოგმატთან პირდაპირ და მეოთხე: იქამდე სანამ არაა მიღებული ეკლესიის მიერ ამაზე კონკრეტული პასუხი, რაიმე ერეტიკოსობაზე საუბარი ზედმეტია. იგივეს ვიმეორებთ, უბრალოდ ჩიხში ხარ, თუ დოგმატად ჩათვლი მიღების წესს, მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიას ხლეჩ, ხოლო, თუ დამეთანხმები რომ ეს არის კანონიკა, პრობლემა "იოხტურ" ეუფ ჩიხი არა ტოლმა, აზროვნებ როგორც კათოლიკე სქოლასტი, სქოლასტიკურად ჩიხია, მარა ვინ თქვა რომ სქოლასტიკა მართლმადიდებლური აზროვნებაა თეოლოგიისა? პ.ს. გიმეორებ კიდევ ერთხელ ეგ დოგმატთან დაკავშირებულია და არა თავად დოგმატი-ერტი ნათლისღება, რაც ყველა ეკლესიას ესმის სწორად. ამიტომ შენეული პრობლემა არ არსებობს ვინმეს ერეტიკოსობისა. ამას გარდა: რომ მიწერ კვიპრიანე კართაგენელზე, მერე ჩაიხედე რას ამბობს კართაგენელი, რატომ უნდა მოვნათლოთო...იმიტომ კი არა, რომ ეგეთი წესი გვაქვსო, არამედ იმიტომ, რომ იქ ნათლობა არ აღესრულებაო. ეს კანონიკა არაა ეს უკვე მისტიკაა ჭირიმე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Jan 14 2007, 03:08 AM
პოსტი
#203
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დოგმატი კი არაა, არამედ დაკავშირებულია დოგმატთან პირდაპირ ეგრე რა, ამას არ გიმტკიცებ? ახლა აქედან გავაგრძელოთ.მე ბასილი დიდის კანონს კი არ გთხოვ, რაც იცი, რომ მეც ვიცი, არამედ განმარტებას და თეოლოგების აზრს ამაზე.. დამატების სახით: ეგეთები არ გინდა ციტატა აზროვნებ როგორც კათოლიკე სქოლასტი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Jan 14 2007, 03:12 AM
პოსტი
#204
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დამატების სახით: ეგეთები არ გინდა ეგ სქოლასტიკური მიდგომაა, საწყენად კი არ გითხარი,არამედ მიგანიშნე რომ ეგეთი მიდგომა, მათემატიკური სწორხაზოვანი წესით-არის სქოლასტიზმი. იქით გადადი რა ეკლესიოლოგიაში ეგრე რა, ამას არ გიმტკიცებ? არა შენ ამბობ კანონიკააო, მე გეუბნები არა თქო... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Jan 14 2007, 03:16 AM
პოსტი
#205
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სამაგიეროდ არც დოგმატიკა ყოფილა ჰო? "არამედ რაღაც შუა"
აბა, აწი განმარტებები... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Sotiris |
Jan 17 2007, 06:51 PM
პოსტი
#206
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება. წმ. მაქსიმე აღმსარებელი გუჯა, ამ ციტატის მოყვანის ქვეტექსტი რა იყო, რომ ემს-ში უნდა გავვარდეთ ისევ ან პაპს ხელები ვუკოცნოთ? წმ. მაქსიმე უეჭველად მართალია, როდესაც ამბობს, რომ "დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო." როგორც ათონელი მამების წერილი მიანიშნებს, თანამედროვე "სიყვარულის დიალოგი" სწორედ ამაში ეხმარება მწვალებლებს. ციტატა ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს - თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად... სიძულვილის ღმერთი - ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი - მათ არავინ უყვართ. წმ. იუსტინე პოპოვიჩი ვისაც ჯერ წაკითხული არა აქვს, აგერ წმ. იუსტინე პოპოვიჩის წიგნი "მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი". განსაკუთრებით ამ თავს გირჩევდით. ინტერესი რომ გაგიღვივდეთ, აი ციტატა: "ეკუმენიზმი - ეს არის საერთო სახელწოდება დასავლეთ ევროპის ყველა სახის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიებისა. მასშია არსი ყველა სახის ჰუმანიზმისა პაპიზმის მეთაურობით. ყველაფერ ამას კი საერთო სახარებისეული სახელწოდება აქვს - ერესი...". ნუ და ა.შ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jan 17 2007, 07:32 PM
პოსტი
#207
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა, ამ ციტატის მოყვანის ქვეტექსტი რა იყო, რომ ემს-ში უნდა გავვარდეთ ისევ ან პაპს ხელები ვუკოცნოთ? წმ. მაქსიმე უეჭველად მართალია, როდესაც ამბობს, რომ "დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო." როგორც ათონელი მამების წერილი მიანიშნებს, თანამედროვე "სიყვარულის დიალოგი" სწორედ ამაში ეხმარება მწვალებლებს. ცდები, კარგად ვერ გამოგიტანია ათონის მთის წერილიდან აზრი...დიალოგი აუცილებელია ეკლესიებს შორის, იქ საუბრობენ მშვიდობაზე, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, და რაა ამაში ცუდი? ან რომის პაპს ხელზე პატივის ცემის ნიშნად რომ ემთხვიოს მართლმადიდებელი ამაში რატომ ხედავთ "ერესს"? არ შეიძლება ასეთი ფანატიზმი... მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს...მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. წმ. მაქსიმე აღმსარებელი მსოფლიო პატრიარქი ცდილობს დაეხმაროს საჭიროების მიხედვით კათოლიკებს და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს რომ მოექცნენ მართლმადიდებლობაზე... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jan 17 2007, 07:52 PM
პოსტი
#208
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ცდები, კარგად ვერ გამოგიტანია ათონის მთის წერილიდან აზრი... მე წაკითხული მაქვს და თქვენ არა გაქვთ, ჰოდა აზრის გამოუტანლობაზე როგორ მელაპარაკებით? ციტატა დიალოგი აუცილებელია ეკლესიებს შორის, იქ საუბრობენ მშვიდობაზე, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, და რაა ამაში ცუდი? მოიცა, ე.ი. თეოლოგიური დიალოგი მშვიდობაზე საუბარია? აბა ბალამანდის დოკუმენტი რაღაა მაშინ? მე ზოგადად დიალოგის წინააღმდეგი კი არა ვარ, უნაყოფო და არასწორად წარმართული დიალოგის წინააღმდეგი. ციტატა ან რომის პაპს ხელზე პატივის ცემის ნიშნად რომ ემთხვიოს მართლმადიდებელი ამაში რატომ ხედავთ "ერესს"? ერესი არაა, უბრალოდ ერთი მცირე დეტალია მრავალ დეტალს შორის, რომელიც წარმოაჩენს, რომ ზოგისთვის რომის პაპი "თითქმის" მართლმადიდებელი და კანონიკური ეპისკოპოსია. აი ესაა პრობლემა, თორემ რომის პაპს ხელზე მარკოზ ეფესელიც ემთხვია, ოღონდ მანამდე მართლმადიდებელმა დელეგაციამ წინასწარ იმსჯელა (ე.ი. თავისი ინიციატივით კი არ მივარდა ზოგიერთივით) ამ საკითხზე და პრინციპში იმპერატორს დაუთმო. პაპი ხელზე მთხვევას არ გთხოვს, ხელის ჩამორთმევაზეც ყაბულსაა ციტატა არ შეიძლება ასეთი ფანატიზმი... ფანატიზმი სად ნახეთ? მწვალებელ რომის პაპზე რომ თქვა მწვალებელიაო, ფანატიზმია? ციტატა მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს...მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. საინტერესოა ციტატის მეორე ნაწილი რომ მოჭერით. რა იყო, ის აღარ მოგეწონათ? ისე დროს რომ გამოვნახავ, დავდებ იმას, რას წერს მაქსიმე ერეტიკოს მონოფიზიტებზე და მისთანებზე. ციტატა მსოფლიო პატრიარქი ცდილობს დაეხმაროს საჭიროების მიხედვით კათოლიკებს და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს რომ მოექცნენ მართლმადიდებლობაზე... მაგრად დაეხმარა ბალამანდის და შამბეზის დოკუმენტებით -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jan 18 2007, 12:38 AM
პოსტი
#209
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე წაკითხული მაქვს და თქვენ არა გაქვთ, ჰოდა აზრის გამოუტანლობაზე როგორ მელაპარაკებით? მეც წაკითხული მაქვს მოიცა, ე.ი. თეოლოგიური დიალოგი მშვიდობაზე საუბარია? აბა ბალამანდის დოკუმენტი რაღაა მაშინ? მე ზოგადად დიალოგის წინააღმდეგი კი არა ვარ, უნაყოფო და არასწორად წარმართული დიალოგის წინააღმდეგი. იქნებ მიბრძანდეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ესაუბროთ იყო თუ არა ეკუმენიზმში ჩვენი ყოფნა უნაყოფო და რას გიპასუხებს...უნაყოფო რომ ყოფილიყო პატრიარქი იქ ტყუილად არ გაჩერდებოდა, და რომ იცოდეთ იქ ჩვენი ყოფნა საქართველოს ეკლესიისთვის საჭირო იყო, არავინ არ გვიცნობდა, არც ავტოკეფალია გვქონდა, მეუფე სერგიმ სქიზმატი ბერები რომ ამხილა ქადაგებაში მათ უთხრა რომ პატრიარქი მოგვიანებით მაინც აპირებდა ემს-ის დატოვებას, ვიდრე ზოგიერთები "გაუბერავდნენ" და დააჩქარებდნენ საქართველოს ეკლესიის ემს-იდან გამოსვლას. ერესი არაა, უბრალოდ ერთი მცირე დეტალია მრავალ დეტალს შორის, რომელიც წარმოაჩენს, რომ ზოგისთვის რომის პაპი "თითქმის" მართლმადიდებელი და კანონიკური ეპისკოპოსია. აი ესაა პრობლემა, თორემ რომის პაპს ხელზე მარკოზ ეფესელიც ემთხვია, ოღონდ მანამდე მართლმადიდებელმა დელეგაციამ წინასწარ იმსჯელა (ე.ი. თავისი ინიციატივით კი არ მივარდა ზოგიერთივით) ამ საკითხზე და პრინციპში იმპერატორს დაუთმო. პაპი ხელზე მთხვევას არ გთხოვს, ხელის ჩამორთმევაზეც ყაბულსაა ესეიგი მარკოზ ეფესელიც "ერეტიკოსია"? არა! პატივის ცემა არ არის ერესი, და თუ ზოგიერთებს პაპი მართლმადიდებელი ჰგონია ეს ზოგიერთების პრობლემაა და არა მსოფლიო პატრიარქის, რომელმაც თქვა რომ სანამ არ აღიარებს პაპი მართლმადიდებლურ დოგმატების ჭეშმარიტებას, მანამდე არ გაერთიანდება კათოლიკები და მართლმადიდებლებიო... ფანატიზმი სად ნახეთ? მწვალებელ რომის პაპზე რომ თქვა მწვალებელიაო, ფანატიზმია? მაგაზე არ მითქვამს ფანატიზმი, მე ფანატიზმი ის მგონია როცა კათოლიკების მიმართ ზიზღი აქვთ და მათი დანახვაც არ უნდათ, ის ავიწყდებათ რომ მათ უნდა უქადაგონ და ესაუბრონ ჭეშმარიტებაზე, როცა ამის საშუალება არის... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jan 18 2007, 11:16 PM
პოსტი
#210
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
იქნებ მიბრძანდეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ესაუბროთ იყო თუ არა ეკუმენიზმში ჩვენი ყოფნა უნაყოფო და რას გიპასუხებს... აბა ნაყოფი რა იყო? ჩამოთვალეთ, რით იხეირა წმ. მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ ემს-ში ყოფნით? სხვათა შორის 1948 წ. მოსკოვში გამართულ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მართლმადიდებლებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ახლადჩამოყალიბებული ეკუმენისტური გაერთიანებების მოღვაწეობაში (კონსტანტინეპოლმა იგნორირება გაუკეთა შეხვედრას, მაგრამ კონსტანტინეპოლი რომ მოდერნიზმში იყო შთაეფლული, ეს დიდი ხნის ცნობილი იყო უკვე). შეხვედრას ესწრებოდა უწმიდესი კალისტრატე, საქართველოს პატრიარქი. ახლა მითხარით, რახან ასე გიყვართ საკითხის დაყენება, პატრიარქი კალისტრატე შეცდა? და რა კრიტერიუმი გაქვთ, რომელიც პატრიარქის მცდარობას თუ სიმართლეს განსაზღვრავს? ციტატა და რომ იცოდეთ იქ ჩვენი ყოფნა საქართველოს ეკლესიისთვის საჭირო იყო, არავინ არ გვიცნობდა, ახლა ხომ გვიცნობს ყველა აი მთავარია ღმერთი გვიცნობდეს, თორემ რა საშინელი იქნება, როდესაც გვეტყვის, განვედით ჩემგან, არ გიცნობთო ციტატა არც ავტოკეფალია გვქონდა, აბა რა გვქონდა? ემს-მ მოგვანიჭა ავტოკეფალია? ციტატა ესეიგი მარკოზ ეფესელიც "ერეტიკოსია"? არა! პატივის ცემა არ არის ერესი, მარკოზ ეფესელი იმიტომ ემთხვია პაპს ხელზე, რომ ასე გადაწყვიტა მართლმადიდებელმა დელეგაციამ. ზოგიერთივით საკუთარი ინიციატივით კი არ მივარდნილა თან განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის გამოდის ხოლმე, რომ ის "ზოგიერთი" ერთადერთი მართლმადიდებელი დელეგატია, ვინც ასე იქცევა ციტატა და თუ ზოგიერთებს პაპი მართლმადიდებელი ჰგონია ეს ზოგიერთების პრობლემაა და არა მსოფლიო პატრიარქის, რომელმაც თქვა რომ სანამ არ აღიარებს პაპი მართლმადიდებლურ დოგმატების ჭეშმარიტებას, მანამდე არ გაერთიანდება კათოლიკები და მართლმადიდებლებიო... ფიცი გვწამს, საქმე გვაკირვებს. მაგალითად ბალამანდი ციტატა მაგაზე არ მითქვამს ფანატიზმი, მე ფანატიზმი ის მგონია როცა კათოლიკების მიმართ ზიზღი აქვთ და მათი დანახვაც არ უნდათ, ის ავიწყდებათ რომ მათ უნდა უქადაგონ და ესაუბრონ ჭეშმარიტებაზე, როცა ამის საშუალება არის... წესიერი დოკუმენტი მაჩვენეთ, მართლმადიდებლებმა ასეთი "ქადაგების" შედეგად რომ დაუწერეს პაპისტებს თან რა ქადაგებაზეა საუბარი, ლათინებს ისეთი განათლებული ღმრთისმეტყველები ყავთ, ზოგიერთ მართლმადიდებელ დელეგატს იქეთ უქადაგებენ კიდევ კარგი ბევრ მართლმადიდებელს არ ესმის ლათინების მსჯელობები -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jan 19 2007, 04:12 PM
პოსტი
#211
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
აბა ნაყოფი რა იყო? ჩამოთვალეთ, რით იხეირა წმ. მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ ემს-ში ყოფნით? მაგის პასუხსაც პატრიარქისგან მიიღებ, უნაყოფოდ რატომ იქნებოდა ამდენ ხანს აბა ემს-ში? თუ ვინმემ იცის რა ნაყოფი გამოიღო მართლმადიდებლების ემს-ში ყოფნამ დაწეროს. ახლა ხომ გვიცნობს ყველა აი მთავარია ღმერთი გვიცნობდეს, თორემ რა საშინელი იქნება, როდესაც გვეტყვის, განვედით ჩემგან, არ გიცნობთო არამგონია ემს-ის გამო გვითხრას უფალმა განვედით ჩემგან, არ გიცნობთო... მარკოზ ეფესელი იმიტომ ემთხვია პაპს ხელზე, რომ ასე გადაწყვიტა მართლმადიდებელმა დელეგაციამ. ზოგიერთივით საკუთარი ინიციატივით კი არ მივარდნილა თან განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის გამოდის ხოლმე, რომ ის "ზოგიერთი" ერთადერთი მართლმადიდებელი დელეგატია, ვინც ასე იქცევა მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ პაპის ხელზე მთხვევაში, რა ვიცი... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jan 20 2007, 07:31 AM
პოსტი
#212
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
თუ ვინმემ იცის რა ნაყოფი გამოიღო მართლმადიდებლების ემს-ში ყოფნამ დაწეროს. ჰო, აბა ველი. აქამდე მხოლოდ ერთობლივ ლოცვებს ვხედავდი და ახლა ყველაფერი პორტუ-ალეგრის "გენიალური" დოკუმენტით დაგვირგვინდა (ჯერ უცნობია, მართლმადიდებელმა დელეგატებმა მოაწერეს ხელი თუ არა, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დუმან). ციტატა არამგონია ემს-ის გამო გვითხრას უფალმა განვედით ჩემგან, არ გიცნობთო... პორტუ-ალეგრის დოკუმენტის გამო ეს გამოწერილი გვექნება ციტატა მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ პაპის ხელზე მთხვევაში, რა ვიცი... მე კიდევ ვხედავ ჰო, ისე აგერ სურათი 6 წლის მიხეილ ვლახოსის, რომელიც პაპის სტამბულში ვიზიტისას გამართული წირვის დროს საზიარებლად მიდიოდა, მაგრამ გზად პაპთან მივიდა და კურთხევა ითხოვა მისგან. შეგახსენებთ, ერეტიკოსისგან კურთხევის აღებისთვის მკაცრი სასჯელია სჯულისკანონით დაწესებული. და რა რეაქცია მოახდინეს იქ მყოფმა ბერძენმა სამღვდელო პირებმა? არანაირი. სურათი აღებულია ამერიკის ბერძნული არქიეპისკოპიის ოფიციალური გამოცემიდან (Orthodox Observer). პ.ს. გუჯა, პაპთან შეხვედრაზე ხართ ნამყოფი? შანსი როგორ არ გამოიყენეთ და როგორ არ უქადაგეთ ჭეშმარიტება? აფსუს, დიალოგის რა შესაძლებლობა დაიკარგა -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
KAIROS |
Jan 20 2007, 01:41 PM
პოსტი
#213
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პაპთან შეხვედრაზე ხართ ნამყოფი? შანსი როგორ არ გამოიყენეთ და როგორ არ უქადაგეთ ჭეშმარიტება სოტირის, ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს, მართალი გითხრა არცთუისე დიდი სიამოვნებით, და ვგრძნობ, როგორ ახერხებენ ახლო აღმოსავლეთში, ალაჰის, მათი ღმერთის სახელით ხალხმა ფანატიზმი იქადაგოს, როგორ ახერხებენ რომ ავტობუსის აფეთქება და უდანაშაულო ხალხის წყვეტა რწმენის და საღვთო საქმედ გაასაღონ, სიბნელე, ჩაკეტილობა და ფანატიზმი ურყევ ჭეშმარიტებად ირწმუნონ და ვინც არ მიიღებს მოღალატედ გამოაცხადონ და ფიზიკურ განადაგურებამდეც მივიდნენ! არა ხართ არ შენ და არც ისინი ვინც სულიერად "გამდიდრებს" ( თუ გაღარიბებს!) შორს ამ სიტუაციისაგან, პირიქით გაუსწარით კიდეც, რამეთუ მათ სიცრუე აქციეს ფანატიზმად, ადამიანური გონების ნაყოფი დაამახინჯეს, ხოლო თქვენ ჭეშმარიტება მოარგეთ თქვენს შეხედულებებს და საღვთო სინათლე ხალხს სიბნელედ, ჩაკეტილობად, აკრძალვებად წარუდგინეთ! სიყვარულის, ცხონების და თავისუფლების რელიგია, ზიზღის, წარწყმედის და ჩაკეტილი აგრესიის რელიგიად აქციეთ! ყველგან ეშმაკებს ხედავთ და ყველგან დემონები გელანდებათ, ყველაფერს ამუქებთ, ყველგან სჯულისკანონის დარღვევა გეჩვენებათ, თვითონ დაბრკოლებულები სხვებსაც აბრკოლებთ! და თან გიხარიათ, ქირქილებთ, როცა ნახავთ რომ ქრისტიანები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, როცა ხედავთ, რომ ერთდროს ერთიანი ქრისტიანული საზოგადოება დღეს დანაწევრებულია, და ის ნაწილები ერთმანეთს იმას უსწორებენ, ხელი როგორ ჩამოვართვაო... არადა დაყოფა და განყოფა მხოლოდ მთავარ უწმინდურს, მთავარ განმყოფს უხარია! თქვენ სამყარო შავ-თეთრად გაქვთ დახატული, სადაც "უსპეტაკესნი" მხოლოდ თქვენ ხართ,"ჭეშმარიტების მტკიცე, და რატომღაც სულ გაბრაზებული დამცველები", სინამდვილეში კი "მართმადიდებელი ტერორისტები", "ქრისტიანი კამიკაძეები", კამიკაძეებისაგან იმ განსხვავებით, რომ ისინი თავსაც იფეთქებენ, თქვენ კი თავიც გეცოდებათ და სხვებს ამგზავრებთ, ულვაშებში ჩაღიმებით, ჯოჯოხეთში და ჯანდაბაში! ასეთი აზროვნებისათვის კი ყველაფერი შავია, სადაც თბილი, ნაზი და ვარდისფერი ჩვილი ბავშვი ჯოჯოხეთის ლუკმაა, თუკი რატომღაც ვერ მოინათლა, თქვენ დოგმატიკით ცდილობთ მიუდგეთ ყველაფერს, ხელოვნებასაც, მუსიკასაც, მწერლობასაც! ვიცნობ უამრავ თქვენიანს, დაწყებული "ზემოდან", "მთავარი მფრინავი ესკადრილიის გენერლებიდან" უბრალოდ "მებრძოლ ლიოტჩიკებამდე", ერთერთ ასეთი "მფრინავი" მახსოვს, პარიზში, ნორტ.დამ-ში ხალხს არ უშვებდა არ შეიძლებაო, მისი "იდეები" ასეთი იყო, საერთოდ ისეც რომ შეხვიდე რომელიმე არამართლმადიდებლურ ( არაქრისტიანულზე ხომ ზედმეტია საუბარი) ტაძარში, საერთოდ ერთჯერაც რომ არ ილოცო, თუნდაც რომელიმე ჩვენთვისაც მიღებული სიწმიდის ან უძველესი ხატების მიმართ, მაინც გინდა თუ არა, რაღაც მაგიით ზემოქმედებენ შენზე ცუდად და ა.შ. და ა.შ. ეს იდიოტიზმი ხშირად უფრო მართლმადიდებლობად საღდება, სამაგიეროდ ისინი ვინც მიდიან ბარში წმ. ნიკოლოზის, რომში წმ. პეტრეს წმ . პავლეს, მილანში წმ. ამბროსი მედიოლანელის, პარიზში წმ. მოწამეთა და მთელ დასავლეთში გაბნეულ წმიდათა მოსალოცად, მწვალებლებად "შემოერაცხებათ" ხოლმე , რადგან ზემოთ დასახელებული ყველა წმიდანი კათოლიკურ ტაძრებშია დაცული! კიდევ კარგი, რომ ასე ბნელად არ ფიქრობს ჩვენი იერარქები და მართლმადიდებლური სამყარო, პაპთან " ქადაგებაზე" კი არ ფიქრობენ არამედ დიალოგზე, ურთიერთანაცხოვრებაზე, ისტორიაზე,თანამედროვეობის პრობლემზე ერთობლივად აზრონვნებაზე... ასევე მართლმადიდებელ ემიგრანტებზე ამათ ქვეყნებში, ვიცი უამრავი შემთხვევა როცა მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკებმა აჩუქეს ან უვადოდ და უფასოც გადასცეს ტაძრები, რათა მრევლი ქუჩაში არ დარჩენილიყო, ეს მოიტანა არა "მწვალებელო", "ჯოჯოხეთის მაშხალას" დაძახებამ არამედ დიალოგმა და მშვიდმა დამოკიდებულებამ, ქადაგება და მოქცევა ასე არ იწყება ჩემო კარგო, ეგ ბასილის ხერხია იეღოველების "მოქცევისა", თავის გატეხვით გონება არავის შეცვლია... იმდენი მინდა დაგიწერო, მინდა მოგიხსნა ეგ საშინელი, მძიმე და სქელი რკინის გისოსები სადაც შენი აზროვნებაა ჩაკეტილი, მაგრამ ვიცი, არათუ კომპიუტერიდან , არამედ პირდაპირაც ეგ უძნელესია და მე ცოდვილი და ენამძიმე რას შევძლებ... ამიტომ, რასაც აქ ვწერ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ , გაუნათლებლობით ან გამოუცდელობით შენი მცდარი იდეები ჭეშმარიტებად არ მიიღონ! ღმერთმა გული გაგითბოს და გონება გაგინათოს! პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
OrthoGio |
Jan 20 2007, 07:26 PM
პოსტი
#214
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 31-July 06 მდებარ.: Kutaisi წევრი № 28 |
ციტატა კიდევ კარგი, რომ ასე ბნელად არ ფიქრობს ჩვენი იერარქები და მართლმადიდებლური სამყარო, პაპთან " ქადაგებაზე" კი არ ფიქრობენ არამედ დიალოგზე, ურთიერთანაცხოვრებაზე, ისტორიაზე,თანამედროვეობის პრობლემზე ერთობლივად აზრონვნებაზე... სწორედ ეს არის ეკუმენიზმი... განსაკუთრებით კი ციტატა თანამედროვეობის პრობლემზე ერთობლივად აზრონვნებაზე... -------------------- „ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით“. |
NABUQODONOSOR II |
Jan 20 2007, 10:25 PM
პოსტი
#215
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 20-January 07 წევრი № 886 |
ეკუმენიზმი ერესია?
|
Sotiris |
Jan 21 2007, 12:48 AM
პოსტი
#216
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
[quote name='KAIROS' date='Jan 20 2007, 01:41 PM' post='38459']
სოტირის, ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს, მართალი გითხრა არცთუისე დიდი სიამოვნებით, და ვგრძნობ, როგორ ახერხებენ ახლო აღმოსავლეთში, ალაჰის, მათი ღმერთის სახელით ხალხმა ფანატიზმი იქადაგოს, როგორ ახერხებენ რომ ავტობუსის აფეთქება და უდანაშაულო ხალხის წყვეტა რწმენის და საღვთო საქმედ გაასაღონ, სიბნელე, ჩაკეტილობა და ფანატიზმი ურყევ ჭეშმარიტებად ირწმუნონ და ვინც არ მიიღებს მოღალატედ გამოაცხადონ და ფიზიკურ განადაგურებამდეც მივიდნენ! [/quote] ჯერ ერთი, ჩემი პოსტინგების კითხვას არავინ გაძალებთ, მეორეც, ნაცნობი ტაქტიკაა: მოწინააღმდეგე ბნელად, ფანატიკოსად და ავტობუსის ამფეთქებლად გაასაღო. საბედნიეროდ ზოგიერთივით კომპლექსი არ მჭირს, თუ ბნელს დამიძახებენ [quote]არა ხართ არ შენ და არც ისინი ვინც სულიერად "გამდიდრებს" ( თუ გაღარიბებს!) შორს ამ სიტუაციისაგან, პირიქით გაუსწარით კიდეც, რამეთუ მათ სიცრუე აქციეს ფანატიზმად, ადამიანური გონების ნაყოფი დაამახინჯეს, ხოლო თქვენ ჭეშმარიტება მოარგეთ თქვენს შეხედულებებს და საღვთო სინათლე ხალხს სიბნელედ, ჩაკეტილობად, აკრძალვებად წარუდგინეთ![/quote] ეუფ [quote]ყველგან ეშმაკებს ხედავთ და ყველგან დემონები გელანდებათ,[/quote] კაიროს, ახალ აღთქმას ხშირად კითხულობთ? პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ: შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ეფეს. 6,11-17). [quote]ყველაფერს ამუქებთ,[/quote] აბა რა გავამუქე? [quote]ყველგან სჯულისკანონის დარღვევა გეჩვენებათ,[/quote] არ გვინდა ზოგადი ლაილაი, კონკრეტული მაგალითები მოიყვანეთ. მოჩვენება სად იყო? [quote]თვითონ დაბრკოლებულები სხვებსაც აბრკოლებთ![/quote] ეუფ [quote]და თან გიხარიათ, ქირქილებთ, როცა ნახავთ რომ ქრისტიანები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, როცა ხედავთ, რომ ერთდროს ერთიანი ქრისტიანული საზოგადოება დღეს დანაწევრებულია, და ის ნაწილები ერთმანეთს იმას უსწორებენ, ხელი როგორ ჩამოვართვაო... არადა დაყოფა და განყოფა მხოლოდ მთავარ უწმინდურს, მთავარ განმყოფს უხარია![/quote] მე არ მიხარია, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ერესშია ჩაფლული. თუმცა თუ სათანადო სიმკაცრეს არ გამოვიჩენთ, ერესსა და მართლმადიდებლობას შორის ზღვარი თანდათან წაიშლება და თან არა იმიტომ, რომ ერეტიკოსები ჭეშმარიტებამდე მივლენ. თქვენ თუ სხვა ხედვა გაქვთ, თქვენი საქმეა, უკოცნეთ პაპს ხელები, თორემ მე რა [quote]თქვენ სამყარო შავ-თეთრად გაქვთ დახატული, სადაც "უსპეტაკესნი" მხოლოდ თქვენ ხართ,"ჭეშმარიტების მტკიცე, და რატომღაც სულ გაბრაზებული დამცველები", სინამდვილეში კი "მართმადიდებელი ტერორისტები", "ქრისტიანი კამიკაძეები", კამიკაძეებისაგან იმ განსხვავებით, რომ ისინი თავსაც იფეთქებენ, თქვენ კი თავიც გეცოდებათ და სხვებს ამგზავრებთ, ულვაშებში ჩაღიმებით, ჯოჯოხეთში და ჯანდაბაში![/quote] ნაცნობი ლიბერალური და სენტიმენტალისტური საუბარია ცილისწამებასთან გარეული. როგორც ჩანს ჰუმანიზმის სენი არამარტო ევროპას, არამედ ზოგ ქართველსაც შეეხო. ამის შესახებ აქვს საუბარი წმ. იუსტინე პოპოვიჩს, სხვაზე კი არაფერზე. [quote]ასეთი აზროვნებისათვის კი ყველაფერი შავია, სადაც თბილი, ნაზი და ვარდისფერი ჩვილი ბავშვი ჯოჯოხეთის ლუკმაა, თუკი რატომღაც ვერ მოინათლა, თქვენ დოგმატიკით ცდილობთ მიუდგეთ ყველაფერს, ხელოვნებასაც, მუსიკასაც, მწერლობასაც![/quote] როგორც ყოველთვის გროტესკული გაზვიადებაა. ისე მართლმადიდებელი მართლმადიდებლური გადასახედიდან უნდა აფასებდეს ყველაფერს, აბა წარმართულიდან ხომ არა? [quote]ვიცნობ უამრავ თქვენიანს, დაწყებული "ზემოდან", "მთავარი მფრინავი ესკადრილიის გენერლებიდან" უბრალოდ "მებრძოლ ლიოტჩიკებამდე", ერთერთ ასეთი "მფრინავი" მახსოვს, პარიზში, ნორტ.დამ-ში ხალხს არ უშვებდა არ შეიძლებაო, მისი "იდეები" ასეთი იყო, საერთოდ ისეც რომ შეხვიდე რომელიმე არამართლმადიდებლურ ( არაქრისტიანულზე ხომ ზედმეტია საუბარი) ტაძარში, საერთოდ ერთჯერაც რომ არ ილოცო, თუნდაც რომელიმე ჩვენთვისაც მიღებული სიწმიდის ან უძველესი ხატების მიმართ, მაინც გინდა თუ არა, რაღაც მაგიით ზემოქმედებენ შენზე ცუდად და ა.შ. და ა.შ. ეს იდიოტიზმი ხშირად უფრო მართლმადიდებლობად საღდება, სამაგიეროდ ისინი ვინც მიდიან ბარში წმ. ნიკოლოზის, რომში წმ. პეტრეს წმ . პავლეს, მილანში წმ. ამბროსი მედიოლანელის, პარიზში წმ. მოწამეთა და მთელ დასავლეთში გაბნეულ წმიდათა მოსალოცად, მწვალებლებად "შემოერაცხებათ" ხოლმე , რადგან ზემოთ დასახელებული ყველა წმიდანი კათოლიკურ ტაძრებშია დაცული![/quote] ზღაპრებს ნუ ყვებით, მართლმადიდებელ წმიდათა წმ. ნაწილების მოლოცვა არავის აუკრძალავს, სამაგიეროდ ამის გაკეთება ლათინთა მსახურების დროს ან მასში მონაწილეობის მიღებით მართლაც სჯულისკანონის უხეში დარღვევაა. [quote]კიდევ კარგი, რომ ასე ბნელად არ ფიქრობს ჩვენი იერარქები და მართლმადიდებლური სამყარო, პაპთან " ქადაგებაზე" კი არ ფიქრობენ არამედ დიალოგზე, ურთიერთანაცხოვრებაზე, ისტორიაზე,თანამედროვეობის პრობლემზე ერთობლივად აზრონვნებაზე...[/quote] რა საინტერესოა, ჩვენი ემს-ში ყოფნის მომხრეები ამას სწორედ ჭეშმარიტების ქადაგებით ასაბუთებენ, თქვენ კი ამბობთ ეს რა საჭიროაო. [quote]ასევე მართლმადიდებელ ემიგრანტებზე ამათ ქვეყნებში, ვიცი უამრავი შემთხვევა როცა მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკებმა აჩუქეს ან უვადოდ და უფასოც გადასცეს ტაძრები, რათა მრევლი ქუჩაში არ დარჩენილიყო, ეს მოიტანა არა "მწვალებელო", "ჯოჯოხეთის მაშხალას" დაძახებამ არამედ დიალოგმა და მშვიდმა დამოკიდებულებამ,[/quote] გაგეცინებათ, მაგრამ სჯულისკანონით ასე საჩუქრების მიღება არ შეიძლება მწვალებლებისგან როგორ იყო, წმ. სარმეან კათოლიკოსმა რომ იაკობიტთა მორთმეული ძღვენი დაწვა (უხ, რა ფანატიკოსი ყოფილა )? თუ ასე ვუყვარვართ პაპს, უნიას რატომ არ გააუქმებს? [quote]იმდენი მინდა დაგიწერო, მინდა მოგიხსნა ეგ საშინელი, მძიმე და სქელი რკინის გისოსები სადაც შენი აზროვნებაა ჩაკეტილი, მაგრამ ვიცი, არათუ კომპიუტერიდან , არამედ პირდაპირაც ეგ უძნელესია და მე ცოდვილი და ენამძიმე რას შევძლებ...[/quote] ბასილი კობახიძედ მიპირებთ გადაქცევას? [quote]ამიტომ, რასაც აქ ვწერ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ , გაუნათლებლობით ან გამოუცდელობით შენი მცდარი იდეები ჭეშმარიტებად არ მიიღონ![/quote] კაიროს, თქვენ ჰუმანიზმით ხართ დაავადებული. ეს ძალიან სამწუხაროა. წამალი მე არა მაქვს, მარტო ღმერთს. მთელი თქვენი პოსტინგი ჰუმანიზმის ზეიმია, ჰუმანიზმისა, რომელმაც ღმერთკაცი ჩაანაცვლა უბრალო კაცით. სენტიმენტალისტური და მყვირალა ფრაზებით ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას, მათს უკან კი რეალურად არაფერი დგას. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jan 21 2007, 01:04 AM
პოსტი
#217
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე კიდევ ვხედავ ჰო, ისე აგერ სურათი 6 წლის მიხეილ ვლახოსის, რომელიც პაპის სტამბულში ვიზიტისას გამართული წირვის დროს საზიარებლად მიდიოდა, მაგრამ გზად პაპთან მივიდა და კურთხევა ითხოვა მისგან. შეგახსენებთ, ერეტიკოსისგან კურთხევის აღებისთვის მკაცრი სასჯელია სჯულისკანონით დაწესებული. და რა რეაქცია მოახდინეს იქ მყოფმა ბერძენმა სამღვდელო პირებმა? არანაირი. სურათი აღებულია ამერიკის ბერძნული არქიეპისკოპიის ოფიციალური გამოცემიდან (Orthodox Observer). ეხლა იტყვი ფანატისტი არ ვარო რა დარწმუნებული ხარ ის ბავშვი რომის პაპთან კურთხევის ასაღებად მივიდა თუ პატივის ცემის ნიშნად ემთხვია ხელზე? ჯერ ერთი რა დარწმუნებული ხარ 6 წლის ბავშვვი კათოლიკებს და მართლმადიდებლებს ანსხვავებდეს რამეთი? და იმისიც გჯერა სჯულისკანონით დაწესებული სასჯელი ამ ბავშვზეც მოაწევს? კარგი რა პ.ს. გუჯა, პაპთან შეხვედრაზე ხართ ნამყოფი? შანსი როგორ არ გამოიყენეთ და როგორ არ უქადაგეთ ჭეშმარიტება? აფსუს, დიალოგის რა შესაძლებლობა დაიკარგა არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, 2000 წელს იოანე-პავლე მეორესთან ვიყავი (თ) ვატიკანში ლიანა ისაკაძესთან ერთად, ლიანამ საჩუქარი გადასცა პაპს და ხელზეც ემთხვია, და ორკესტრანტები პაპმა "დაგვლოცა", და ხელზე ყველა რომ მთხვეოდა მეც ვემთხვეოდი პატივისცემის ნიშნად, ახლა არ თქვა პატივისცემის ღირსიც არ არისო... ისე მაინტერესებს შენ რას იზამდი, პროტოკოლს დაარღვევდი ხელზე მთხვევა რომ ყოფილიყო დაგეგმილი? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jan 21 2007, 01:19 AM
პოსტი
#218
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეხლა იტყვი ფანატისტი არ ვარო რა დარწმუნებული ხარ ის ბავშვი რომის პაპთან კურთხევის ასაღებად მივიდა თუ პატივის ცემის ნიშნად ემთხვია ხელზე? ეუფ თვითონ არ თქვით ჯერ ვერ ხვდება ბავშვი ვერაფერსო და ახლა თურმე ამდენს ხვდება და პაპს პატივისცემის ნიშნად ემთხვია მე ვფიქრობ მშობლების დამოკიდებულება ჩანს აქ და მშობლების შეგულიანებული იყო, თორემ ბავშვს ცხადია ვერ დასჯი, უნდა აუხსნა როგორ უნდა მოიქცეს ეკლესიაში. საკურთხეველში რომ შებოდიალდეს და იქ პატივისცემის ნიშნად (ნუ, ან კურთხევის ასაღებად ) პატრიარქ ბართლომეს ემთხვიოს, ეგეც მოვიწონოთ ახლა? ციტატა არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, 2000 წელს იოანე-პავლე მეორესთან ვიყავი (თ) ვატიკანში ლიანა ისაკაძესთან ერთად, ლიანამ საჩუქარი გადასცა პაპს და ხელზეც ემთხვია, კი ნანახი მაქვს, მუხლებზე როგორ დაეცა "პატივისცემის ნიშნად" ნაღდად არ იყო, აშკარად გადაამლაშა "წმ. მამის" მიმართ თავისი დამოკიდებულებით ციტატა ისე მაინტერესებს შენ რას იზამდი, პროტოკოლს დაარღვევდი ხელზე მთხვევა რომ ყოფილიყო დაგეგმილი? ჯერ ერთი პაპთან არავინ მეპატიჟება და მეორეც ერთი, არანაირი ხელზე მთხვევა არანაირი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული. არარეალურ სიტუაციებს ნუ იგონებთ -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jan 21 2007, 01:43 AM
პოსტი
#219
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეუფ თვითონ არ თქვით ჯერ ვერ ხვდება ბავშვი ვერაფერსო და ახლა თურმე ამდენს ხვდება და პაპს პატივისცემის ნიშნად ემთხვია მე ვფიქრობ მშობლების დამოკიდებულება ჩანს აქ და მშობლების შეგულიანებული იყო, თორემ ბავშვს ცხადია ვერ დასჯი, უნდა აუხსნა როგორ უნდა მოიქცეს ეკლესიაში. საკურთხეველში რომ შებოდიალდეს და იქ პატივისცემის ნიშნად (ნუ, ან კურთხევის ასაღებად ) პატრიარქ ბართლომეს ემთხვიოს, ეგეც მოვიწონოთ ახლა? უკუღმა გებულობ ყველაფერს, და შენ რასაც ფიქრობ იმ ბავშვზე შეიძლება ისეც არაა, მივიდა ბავშვი პაპთან და ემთხვია, მერე რა? კი ნანახი მაქვს, მუხლებზე როგორ დაეცა "პატივისცემის ნიშნად" ნაღდად არ იყო, აშკარად გადაამლაშა "წმ. მამის" მიმართ თავისი დამოკიდებულებით მოიცა ეგ ვუთხრა ლიანას, ვიოლინოს გირტყამს თავში ჯერ ერთი პაპთან არავინ მეპატიჟება და მეორეც ერთი, არანაირი ხელზე მთხვევა არანაირი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული. არარეალურ სიტუაციებს ნუ იგონებთ აბა წმ. მარკოს ეფესელი რატომ ემთხვია? რა იყო ასე გეშინია პაპის ხელზე მთხვევა? რომ ჩავარდეს მომენტი და ყველა ემთხვიოს შენს გარდა, შენ არ ემთხვევი? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მნათე |
Jan 21 2007, 01:47 AM
პოსტი
#220
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აბა წმ. მარკოს ეფესელი რატომ ემთხვია? რა იყო ასე გეშინია პაპის ხელზე მთხვევა? რომ ჩავარდეს მომენტი და ყველა ემთხვიოს შენს გარდა, შენ არ ემთხვევი? მაგარი არაჰიგიენურია თან რომში ხელებს ცუდად იბანენ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 10:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი