IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს.
Ligia
პოსტი Jul 14 2008, 10:29 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(თათარაშვილი @ Jul 14 2008, 10:15 AM) *

და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.



გეთანხმები რაც დაწერე
ზემოთ აღნიშნულ წიგნში უბრალოდ რაც შენ დაწერე ესენია მოცემული ( ანუ რომ არ უნდა ვენდოთ ვიღაც ვიღაცების გამონათვამებს და დაზუსტებულია სახელები და გვარები, და მათი ცრუ წინასწარმეტყველებები) თორემ ვინმეს ახალი აზრი არ არის გამოხატული, ამიტომაც ვურჩევ ყველას რომ ეს წიგნი წაიკითხონ
კარგად არის მოცემული პელაგია რიაზანალის და სტარაცების ცრუ გამონათქვამები

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 14 2008, 01:12 PM
პოსტი #82


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



თათარაშვილი
ციტატა
და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.

მე მაქვს ნანახი ფილმი ზუსტად იგივეზე იყო ლაპარაკი რაც აქ დავწერე........

Ligia
ციტატა
იოანე კრონშტანდტელზე და ეფრემ ასურზე არ მაქვს ლაპარაკი, მათი ახსნა განამრტება რა თქმა უნდა მისაღებია
მე ზუსტად მარტო პელაგია რიაზანელზე მაქვს ლაპარაკი, რომლის ნათქვამებიც წამიკითხვას და ბევრ რამეში ტყუის, თუნდაც იმაში რომ ანტიქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აქვს მოცემული, ამ იმისი გჯერა რომ მას გამოცხადება ჰქონდა რომ თითქოს ლენინათან ანგელოზი მივიდა და უთხრა თუ აღიარებ შენს ცოდვებს სამოთხეში მოხვდებიო და ლენინმა გაიცინა არასოდესო"

გასაგებია smile.gif
ბევრი რამე მეც გადაზედმეტებულად მომეჩვენა,მაგრამ ზოგი რაღაც აბო რასაც წერს იმასაც ემთხვევა,უბრალოდ იგივე რომ იყო აღარ დავწერე.......არის დამთხვევებიც

abo
ციტატა
მაგრამ რაღაც დეტალებს რომ იტყვიან თუნდაც საროველი ხორც შეისხამსო, ეს ნაკლებ სარწმუნოა

რატო?რახამ იოანეს წინასწარმეტყველებასი არ წერია?
სადაც ენუქი და ილია წინასწარმეტყველი გაცოცხლდებიან.სერაფიმე საროველის 'გაცოცხლება"რატომარის დაუჯერებელი?
ჩვენ არც ის ვიცით,რა მოხდება და რა არა,ხო ასეა რეალურად,მასინ გადაჭრით ნუ ვიტყვით ეს მოხდება და ეს არაო....მგონი ასე აჯობებს.
მე პირადადარ ვიცი რა არის ტყუილი და რა არა......


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jul 14 2008, 01:20 PM
პოსტი #83


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927




ციტატა
აჯობებს სასულიერო პირს ანახო ჯერ და მერე წაიკითხო,

Ligia
არა ფილმია, წიგნი კი არაა, რავიცი ერთხელ ვუყურე და მერე მეგობარსაც ვაყურებინე და ნუ.... აღარ ვუყურებ მეტჯერ, ყველას ჯობია წმინდა წერილი ვიკითხოთ რაც ვიცით რომ 100% იანი სარწმუნოა, !!! smile.gif


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 14 2008, 01:29 PM
პოსტი #84


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



და კიდევ ერთი,მამათა გამონათქვემებს ძალიან დიდი ყურედღება ექცევა და ამ საკითხში რატომ არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს?ცოტა დავიბენი...........


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 14 2008, 01:39 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(nino_ni @ Jul 14 2008, 01:29 PM) *

და კიდევ ერთი,მამათა გამონათქვემებს ძალიან დიდი ყურედღება ექცევა და ამ საკითხში რატომ არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს?ცოტა დავიბენი...........


ხანდახან არის რომ ცრუ გამონათქვამებს მიაწერენ ზოგ წმინდა მამას, ან უბრალოდ იყენებენ

ყველაზე სარწმუნოა წმინდა წერილის წაკითხვა, როგორც წერია ისე მივიღოთ, რადგანაც ოფიციალური განმარტებები არ არსებობს

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 15 2008, 12:46 AM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441




nino_ni
ციტატა
საროველი ხორც შეისხამსო, ეს ნაკლებ სარწმუნოა




ციტატა
.სერაფიმე საროველის 'გაცოცხლება"რატომარის დაუჯერებელი?

მე ნინო ნაკლებ სარწმუნოათქო ვამბობ და არა არ მჯერათქო, არც ვამტკიცებ მაგ ფაქტის შეუძლებლობას ხომ?
ხოლო მე რასაც ვწერ განმარტებებს, ეს დიდი მამების ურთიერთშეჯერებული და ოფიციალურად მიღებული განმარტებებია რაც დღეისათვისაა ცნობილია აპოკალიპსის ახსნის შესახებ.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 15 2008, 01:01 AM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16, 15
აჰა მოვალ, როგორცმპარავი: ნეტა მას , ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილოს მისი სირცხვილი.



აქ საუბარია ქრისტეს მოულოდნელ მეორედ მოსვლაზე (შეად. მათე 24, 43-44)
"ფხიზლობა და სამოსის დაცვა" ნიშნავს იყო ფხიზელიდა კეთილი საქმეების დაუღალავი მზრუნველი, რაც შეადგენს წმინდანთა სამოსს"
წმ. ანდრია


16, 16

და შეკრბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ქვია ჰარმაგედონი.


სიტყვა არმაგედონი ნიშნავს გაკვეთას ან მკვლელობას. წმ. ანდრიას განსაზღვრებით" ამაში მოიაზრება ადგილი სადაც ეშმაკის მიერ თავმოყრილი ადამიანები იქნება განადგურებული, რამე თუ იგი ადამიანების სისხლით მშვიდდება."


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 15 2008, 01:26 AM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16, 17-18.


მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდანმგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა და იქმნაელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.



მეშვიდე თასის გადმოღვრით საბოლოოდ იქნება განადგურებული მხეცის სამეფო.
"მიწისძვრა ნიშნავს არსებულის შეცვლას, როგორც თქვა მოციქულმა", "ერთხელ შევძრავ არა მარტო ქვეყანას არამედ ცასაც (ებრ. 12, 26)


16, 19.

სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონის წინაშე,რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.



"ქალაქი დიდი " ამ სიტყვებში მოიაზრება ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქი,რომელიც იქნება იერუსალიმი." მისი სამ ნაწილად გაყოფა , ვვარაუდობთ, რომ მიუთითებს მასში მცხოვრებ ქრისტიანებს,იუდეველებსა და სამარიტელებს; მოხდება სამ ნაწილადგაყოფა- კეთილმორწმუნეებად, უღმერთოებად, და ცოდვილებად,და ყველა წავა მათთან ერთგანძრახვით. კერპთაყვანისცემლების ქალაქი დაეცემა ან დაინგრევა, კერპთაყვანისცემა შეწყდება ღმერთის მეფობის დადგომისას.ბაბილონი ხომ დიდია, ღმერთის დიდი მოთმინების გამო, თითქოს დავიწყებული და გაახსენდება მართალთა განადგურების, ბიწიერი სიტყვისა და საქმის გამო და შესვამს რისხვის თასს".


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 15 2008, 01:56 AM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16, 20.

ყველა კუნძული გაუჩინარდა და არსად ჩანდნენ მთები.



წმ. წერილიდან ცნობილია რომ "კუნძულებში მოიაზრება წმ. ეკლესიები, ხოლო "მთებში"კი მათი მრძანებლები. "გაუჩინარება" - ვიცით უფლის ნათქვამიდან "რადგან იქნება მაშინ დიდ ჭირი" (მათე 24, 21). როცა ერთნი ცოდვებისათვის დაისჯებიან მეორენი სათნოების გამოცდისათვის გადაიტანენ ტანჯვასა და უბედურებას, არა ანტიქრისტესაგან ქრისტესთვის წამებისათვის , არამედ განერიდებაში და დიდ ტანჯვაში მთებსა და მღვიმეებში. რომლებსაც ისინი მართლმორწმუნეობის შესანარჩუნების გამოქალაქში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას მისცემენ
წმ. ანდრია


16, 21.

ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაცმძიმე იყო მისი წყლება.



ამ სეტყვაში ბომბები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, ჩვენ დროშიც ხშირად ვაკვირდებით ისეთ გაქვავებულ გულებს, როცა ადამიანები არაფერს იჯერებენ[/b[b]], არამედ მხოლოდ ღმერთს ჰგმობენ.
"ზეციდან ჩამომავალი სეტყვის სახით , მოვიაზრებთ ღმერთისგან გამოგზავნილს და ზეციდან გადმოსულ მის რისხვას. ხოლო ტალანტის სიდიდის მქონე სეტყვა , სრული სიმძიმის და უკიდურესი ცოდვის მიზეზით, რისხვის სისრულეს ნიშნავს: აის ჩვენებას ემსახურება ტალანტი, ვითარ იგი ზაქარიამ იხილა. ( ზაქ. 5, 7)
წმ. ანდრია

მე17 თავი შემდეგ გავაგრძელოთ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 19 2008, 12:39 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



http://www.predanie.ru/mp3/protoierei_oleg_stenyaev/

Беседы на Откровение Иоанна Богослова

მთელი აპოკალიფსი არის გარჩეული smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 22 2008, 02:43 PM
პოსტი #91


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



abo
კარგი თემაა. მადლობა ამ თემისთვის ბატონო აბო


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ani7777777
პოსტი Aug 29 2008, 10:16 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,521



მეორედ მოსვლაზე საუბარი ძალიან მტკივნეული თემაა!
მაგაზე ფიქრი გაგიჟებამდე მიიყვანს ადამიანს ეგ იქნება ბოლოს!
რაც მოსახდენია მოხდეს მაგრამ ამის წამკითხავი აღარ ვარ აღარასოდეს! ჩემი მთელი ცოდნა ამით მინდა ამოვწურო, მეტის მოსმენა აღარ მინდა! აღარ! მხოლოდ ეს ყოველივე მაშორებს იმედს! -აღარ დავაკონკრეტებ! გვაქვს სიცოცხლე! არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები და არსებობს ღმერთი რომელიც სამართლიანობის მცველია! რომელიც ერთადერთია ვისაც ჩევნი განსჯის უფლება აქვს! ვუყვარვართ და გვეხმარება! და ბოლოს ბოლობდე ამ ცხოვრების მიზანს ან საიდუმოს ვერასდროს ამოვხსნით!
ღმერთი არსებობს! დანარჩენი ყოველივე ჩემთვის გაუგებარი და უხეშად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია! აღარ შემიძლია უკვე ამდენი ინფორმაციის მიღება რელიგიაზე! რაც უფრო მეტს ვიგებ მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება! მით უფრო მეტს ვცოდავ უაზრო ფიქრებით! თუ ჯოჯოხეთი მიწერია მეწეროს! მე სიკეთეს როგორც შემეძლება ან თუ შემეძლება გავაკეთებ! ასე სულს ვიწამებ! მეტი აღარ შემიძლია!
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 29 2008, 11:34 PM
პოსტი #93


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ani7777777

ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. smile.gif
მე ასე ვთვლი.
ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Aug 29 2008, 11:43 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ხოო... ანი შენ ბევრი გინერვიულია მაგაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ani7777777
პოსტი Sep 1 2008, 05:23 PM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,521



ციტატა(kmunebi @ Aug 30 2008, 12:34 AM) *

ani7777777

ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. smile.gif
მე ასე ვთვლი.
ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. sad.gif




მიმიყვანა...
სიყვარულით დავიწყე და სწავლებამ ცუდ შედეგამდე მიმიყვანა...
სულ მოწყალებას უნდა ვითხოვდე იმის გულისათვის, რაც ღმრად მაქვს ცხოვრების წესად ჩამჯდარი რამდენჯერ უნდა ჩავწერო მაკიაჟი აღსარებაში?! გაჩენისთვის ვარ დამნაშავე...არ დამიმსახურევია ეტყობა სიცოცხლის მადლი...არის რაღაცეები რაზეც უარს ვერ ვამბობ...იმიტომ რომ თავად ეს მე ვარ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 1 2008, 05:55 PM
პოსტი #96


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ani7777777
ციტატა
რამდენჯერ უნდა ჩავწერო მაკიაჟი აღსარებაში?!

huh.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 1 2008, 08:53 PM
პოსტი #97


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ani7777777
პოსტი Sep 1 2008, 08:56 PM
პოსტი #98


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,521



ციტატა(afxazi @ Sep 1 2008, 06:55 PM) *

ani7777777

huh.gif




ხო ალბათ უეჩვეულოა...იმის გაგება თუ ეს რა აღუკვეთელი ცოდვაა, მაგრამ ვერაფერს ვშველი. არანაირი რუმიანა ან მსგავსი...თვალის ფანქარი და წენი...მაგრამ ესეც კმარა რომ...ჯერ გაუაზრებელი რამდენი ცოდვა მაქვს და ეხლა ეს გააზრებულები რო არ მომემატოს... sad.gif(((

ციტატა(Genesis @ Sep 1 2008, 09:53 PM) *

ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif






ძალიან საყვარელი პოსტი იყო, მარა ჩემი გამჭირვებია ...იუმორის დროა huh.gif
ეგ არ მიშველის...მაინც გმადლობ ...
პ.ს მანქანაც ცოდვაა? ohmy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარ
პოსტი Dec 22 2008, 11:37 AM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



ციტატა(Genesis @ Sep 1 2008, 08:53 PM) *

ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif


ანი7777777, მთავარია, ჩემი აზრით, გვქონდეს სიყვარული, რამდენიც არ უნდა ვინანიოთ ჩვენი ცოდვები, ვილოცოთ და ვიმარხულოთ, ან თვითგვემას მივეცეთ, არაფერს არ ექნება აზრი, თუ დავმძიმდებით, ხოლო სიყვარული არ გვექნება. მეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ. სიყვარული ყოვლისმომცველია, უამრავი გამოხატულება აქვს. მეტისმეტი დამძიმება გულისა საკუთარი ცოდვების გამო ბოროტის ერთ-ერთი ხრიკია, რომ სასოწარკვეთამდე მიგვიყვანოს. „სიყვარულითაა ქვეყანა, თორემ ისე ვინ გაუძლოს ღვთის სამართალს?“
საკმაოდ კარგი წიგნები არსებობს ბატონ ოთარ ნიკოლაიშვილის მონდომებით გამოცემული მამა გაბრიელზე, ასევე ძალიან კარგი წიგნია „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი“. მე ვნახე აქ ბევრი პასუხი ჩემს შეკითხვებზე.
მხიარული იყავი და წარმატებებს გისურვებ! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2008, 12:55 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ani7777777 @ Sep 1 2008, 09:56 PM) *

პ.ს მანქანაც ცოდვაა? ohmy.gif

თუ მაკიაჟი ცოდვაა - ეგეც ცოდვა იქნება biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი