IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
kmunebi
პოსტი Aug 31 2008, 01:04 AM
პოსტი #201


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მართა

რუსეთის ცუდით ვინმეს გაკვირვება გვინდა??? huh.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 31 2008, 01:11 AM
პოსტი #202


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



kmunebi
არა ყველამ ისედაც კარგად იცოდა რუსეთის ცუდი,მაგრამ ერთი რომ მტკიცებულებები იყო საჭირო და მეორე მიზეზი,რომლითაც მოიპოვებდნენ მსოფლიო მხარდაჭერას და არა ისე როგორც ერაყში ნახევარზე მეტ მსოფლიო მოსახლეობას გაგონებაც რომ არ სურდა (მეც მათ შორის) საომარი მოქმედების! აბა ახლა კითხე იმავე ხალხს?! დამსჯელობითი ფორმების შექმნისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან(რომელი უფრო მძიმე სანქციას დააკასირებს) და დიდიც და პატარაც საქართველოს ერთიანობას უჭერს მხარს!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 01:23 AM
პოსტი #203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
მოკლედ გიპასუხებ - ეკონომიკურად უნდა გაიზარდო 10-ჯერ და ჯერ ეს მუხტი გამოიყენო....და მერე იფირო ომზე, ცხადი იყო რომ მიშა ატყუებდა დასავლეთს, მშვიდობიანი გზით დაბრუნება მინდაო...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 31 2008, 01:28 AM
პოსტი #204


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 12:01 AM) *


მე არ ვთვლი რომ მიშას შეცდომა მოუვიდა და რატომ...



როდესაც საუბარია შეცდომაზე საუბარია იმაზე რომ სამხედრო მოქმედებები წააგო ანუ მიშამ საკუთარი ძალების

შეფასებისას გადააჭრბა და რუსეთის სათანადოდ არ შეფასებაშიც შეცდომა დაუშვა და შეცდომა დაუშვა იმაშიც რომ

ზედმეტად ენდო აშშ და დასვ-ის ქვეყნებს. ეს ბოლო ორი შეცდომა თავადაც აღიარა ჯერ ერთი მაშინ როდესაც თქვა

რომ მეტს ველოდოთ პარტნიორებისგანო (იგულისხმა აშშ და არა ევროპა როგორც ეს ბევრმა შეცდომით გაიგო)

და მეორე, როდესაც თქვა რომ მე არ მეგონა თუ რუსეთი ასე შორს შეტოპავდაო და თან გულწრფელად არ მეგონაო!

ეხლა მე რომ ვთქვა მისი ყველა ნათქვამის მჯერა მეთქი მოვიტყუები, მაგრამ ეს როგორც მგონია სიმართლე თქვა!


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 12:01 AM) *


მიშამ მოამზადა საკმაოდ სერიოზული არმია იმისათვის რომ დაემარცხებინა ოსი სეპარატისტები თუნდაც რუსეთის არაპირდაპირი შეიარაღებული დახმარებით და ჩრდილო-კავკასიელი "ბოევიკების" შემოყვანით. ეს ჩემი აზრით, ამ საქმისთვის, სრულიად საკმარისი იყო, რადგან ჩვენ რუსეთის რეგულარულ არმიას ომს მაინც ვერასოდეს ვერ მოვუგებთ.


კი სამაგისოდ ჩვენი არმია იყო მზად მაგრამ იქ რეგულარული არმია გამოვიდა, რაზეც შენც კი აღიარებ რომ

საქართველო მათ წინააღმდეგ სამოქმედოდ მზად არ იყო.


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 12:01 AM) *


შედეგიც სახეზე იყო, საქართველოს სამთავრობო ძალებმა 16 საათში დაამყარეს კონტროლი სამხრეთ ოსეთის 90%-ზე. რუსეთს რჩებოდა ორი გზა: 1) დამარცხებულიყო და ეს რეგიონი საქართველოს სამართლებრივ სივრცეს დაბრუნებოდა. 2) ოფიციალურად ჩართულიყო ომში, რადგან საქმეს "სეპარატისტობანა" და დაქირავებული "ბოევიკობანა" ვეღარ უშველიდა, ჩამოეხია საკუთარი ნიღაბი და რეგულარული არმიით წამოსულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, რომელსაც გარკვეული საგარეო იმიჯი გააჩნია, აშშ-ს სერიოზული მოკავშირეა და NATO-ს წევრობის კანდიდატია.

თუ გავიდოდა I ვარიანტი მაშინ შეიძლება ვიღაცას ელაპარაკა საქართველოს არასწორ საქციელზე კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის გამო, მაგრამ რადგან არ იქნებოდა გენოციდი, რადგან ის საქართველოს ტერიტორიადაა აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ, რადგან არსებობდა ალტერნატიული და გაცილებით დემოკრატიული მმართველობა სანაკოევის მთავრობის სახით, რადგანაც მზად იყო ევროკავშირის და ადამიანთა უფლებების სტანდარტების ავტონომიის პროექტი, არავინ ბევრს არ ილაპარაკებდა, ცეცხლი მალევე შეწყდებოდა და შედეგები წარმატებული იქნებოდა.

თუ გავიდოდა II ვარიანტი მაშინ თავისთავად გადაიჩრდილებოდა ის რომ ომი საქართველომ დაიწყო, მთელი მსოფლიოს სამართლებრივი და დემოკრატიული ორგანიზაციები ჩვენ დაგვიჭერდნენ მხარს, რუსეთს ჩამოეხეოდა ნიღაბი და თუ ვინმე ფიქრობდა რომ ისინი სამშვიდობოები არიან ანდა არ ფიქრობდა, მაგრამ ამის დასაჯერებელ მიზეზს ეძებდა, ყველა უპრეცენდენტოდ ძლიერად დაგვიჭერდა მხარს. მხარდაჭერა იქნებოდა ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰქონია ევროპის და აშშ-ს მიერ.

მოხდა II შემთხვევა. ამას უნდა მაქსიმალურად გამოყენება, რადგან ეს გათვლილია იმაზე რომ უახლოეს თვეებში მოხდეს რუსეთის სამშვიდობოების გაძევება რეგიონიდან. თუ ეს მოხდა მაშინ მიშამ მართლაც მაგრად გაიმარჯვა.


ხო მაგრამ ეგ მეორე ვარიანტი რომ მოხდა ხომ იყო შანსი იმისა რომ თუნდაც რუსეთს აეღო თბილისი და საერთოდ

დაემხო ხელისუფლება და უამრავი ადამიანი დაეხოცა ?! რათქმქუნდა იყო მაგრამ თუ იცი რომ ომს წააგებ ეგეთ

ავანტიურაზე არ უნდა წახვიდე ან რას ქვია რუსეთს ჩამოგლიჯო ნიღაბი ?! და ვის ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს ?!

ნუთუ საკუთარი მოქალაქეების დახოცვის ხარჯზე?! არავითარ შემთხვევაში ! მე დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი

რამ არც იყო ჩაფიქრებული პირიქით მიშა მართლა ფიქრობდა ომის მოგებას აშშ და ევროპის დახმარების ხარჯზე

მაგრამ იმათმა არ დაეხმარნენ პლიუს კიდევ რუსეთი სათანადოდ არ შეაფასა და ეს აღიარა კიდეც მიშამ ყველამ

მოვუსმინეთ იმ გამოსვლას!


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 12:01 AM) *


საქმე იმაშია, რომ 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებაც კი მიშას ნაწილობრივი გამარჯვებაა. გაგიკვირდება როგორო... ამდენი ბიჭები ჩავხოცეთ და სტატუს-ქვო ჩვენი გამარჯვება როგორააო, თუნდაც ნაწილობრივიო?... აბა, შევეცადოთ და რუსეთის პოზიციიდან შევხედოთ ყველაფერს, ქვეყანას ზესახელმწიფოებაზე გაქვს პრეტენზია, მეზობელ სახელმწიფოში გეგმავ ინტერვენციას და ხელისუფლების შეცვლას (ეს არც დაუმალიათ) და ამ დროს უცბად ხდება ძალიან ცუდი რამ, ომის შედეგად იღებ ბევრად უფრო დიდ დანაკარგს რიცხობრივად, შენი სანაქებო რამოდენიმე ზებგერითი ბომბდამშენი გიფეთქდება, შენი ჯარისკაცები მსოფლიოს თვალში გარდა ოკუპანტებისა, ნახმარი უნიტაზების და ჩექმების მშიერი მარადიორების დონეზე ჩანან, ამის სანაცვლოდ იკავებ გარკვეულ ტერიტორიებს, მაგრამ ეს პატარა სახელმწიფო თავისი დიპლომატიით გაიძულებს რომ უმეტესი მათგანი ასე "გაფარჩაკებულმა" დატოვო და შენს წინაშეა ვალდებულება სულ მთლიანად დატოვო ის ტერიტორიები რაც მოიპოვე.


რუსეთმა დაუშვა შეცდომა როცა სუსელურად დაიკავა და თავისითვე სულელურად დატოვა ქართული

ტერიტორიები, ასევე ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოიჭრა და ეს მართლა ჩვენს წისქვილზე

ასხამს წყალს, მაგრამ ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ქართველები მაგრები ვართ, ან კიდევ იმიტომ რომ მიშა მაგარია ,

არამედ იმიტომ რომ რუსი არ პოლიტიკაში სულელი და მარტო კუნთებზე იყურება.

ამასთან, სად დატოვა რუსეთმა მთლიანად ჩვენი ტერიტორიები, ეგენი მასე იოლად ცხინვალიდან და აფხაზეთიდან არ წავლნენ!


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 12:01 AM) *

მე მესმის რომ ასე მარტივად არაა საქმე, მესმის რომ ძალიან ძნელია მსოფლიოს კონსოლიდაცია საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ზუსტად ამას ცდილობს მიშა... გარისკა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გადაკიდა მსოფლიო რუსეთს საქართველოს ამ პატარა რეგიონის გულისთვის...



მსოფლიოს გადაკიდება რუსეთისვე ბრალი იყო როდესაც ცხინვალს გამოცდა, ეგ რომ შეცდომა იყო ეგ 2ჯერ2=4

ვითაა, მაგრამ მიშას დამსახურებას მანდ ვერ ვხედავ მიშას ხომ არ უთქვია რუსებისთვის არიქა წამოდით ბიჭო

მსოფლიოს უნდა ვაწყევლინო თქვენი თავიო biggrin.gif თუ მართლა ეგრე იყო მაშინ მალადეც მიშას; მაგრამ მე მაინც

მგონია რომ რუსს მოუვიდა ეგ მისი უტვინობით.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 02:07 AM
პოსტი #205


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



sable
ციტატა
როდესაც საუბარია შეცდომაზე საუბარია იმაზე რომ სამხედრო მოქმედებები წააგო ანუ მიშამ საკუთარი ძალების
შეფასებისას გადააჭრბა და რუსეთის სათანადოდ არ შეფასებაშიც შეცდომა დაუშვა და შეცდომა დაუშვა იმაშიც რომ
ზედმეტად ენდო აშშ და დასვ-ის ქვეყნებს. ეს ბოლო ორი შეცდომა თავადაც აღიარა ჯერ ერთი მაშინ როდესაც თქვა
რომ მეტს ველოდოთ პარტნიორებისგანო (იგულისხმა აშშ და არა ევროპა როგორც ეს ბევრმა შეცდომით გაიგო)
და მეორე, როდესაც თქვა რომ მე არ მეგონა თუ რუსეთი ასე შორს შეტოპავდაო და თან გულწრფელად არ მეგონაო!
ეხლა მე რომ ვთქვა მისი ყველა ნათქვამის მჯერა მეთქი მოვიტყუები, მაგრამ ეს როგორც მგონია სიმართლე თქვა!

სხვა შანსი არ არსებობდა მაინც.

შეცდომები არავის არ უღიარებია. მეტს ველოდით დასავლელი პარტნიორებისგანო იყო პირველ დღეებში ნათქვამი სიტყვები, სანამ ბრძოლები მიმდინარეობდა.

დასავლეთი და კერძოდ აშშ რეალურ მოქმედებებს დაიწყებს დაახლოებით 1 თვეში. რეალური შედეგები კი 1 წელიწადში გამოჩნდება. მანამდე მიშას კრიტიკაც და ქებაც არის წყლის ნაყვა და სულელური სულსწრაფობა.
ციტატა
საქართველო მათ წინააღმდეგ სამოქმედოდ მზად არ იყო.

...და არც არასოდეს იქნება. ამაზე გარკვევით დავწერე რომ იმ საქმისათვის რაშიც გამოიყენეს საქრთველოს შეიარაღებული ძალები, სრულ მზადყოფნაში იყო.

არმიის მეტი გაძლიერება საჭირო არც არის. აბსურდია რუსეთთან ომის მოგებაზე ფიქრი.
ციტატა
ხო მაგრამ ეგ მეორე ვარიანტი რომ მოხდა ხომ იყო შანსი იმისა რომ თუნდაც რუსეთს აეღო თბილისი და საერთოდ

დაემხო ხელისუფლება და უამრავი ადამიანი დაეხოცა?!

ეს არავინ იცის. დასავლეთის დახმარება დროული იყო. ესიც ქართველი კაცის სიფიცხეა რომ ყველაფერი უნდა იცოდეს. იცი შენ სატელეფონო საუბრების ზუსტი შინაარსი? იცი ვინ ვის რას შეპირდა? ან ვინ რა გარისკა...

ისე როდესაც ცდილობ რომ რუსეთს უსტრატეგიულესი ტერიტორიები წაართვა და ამ კონფლიქტში მსოფლიოს რევ უნდა გახსოვდეს რომ ცეცხლს ეთამაშები, თუმცა ისიც უნდა გახსოვდეს რომ სხვა გზა მაინც არ გაქვს. სხვა გზა დათმობაა ტერიტორიების, ოფიციალური დათმობა...
ციტატა
რათქმქუნდა იყო მაგრამ თუ იცი რომ ომს წააგებ ეგეთ
ავანტიურაზე არ უნდა წახვიდე ან რას ქვია რუსეთს ჩამოგლიჯო ნიღაბი ?!

ავანტიურა იყო მთავარი მიზანი ამ ომის და რას ქვია მაგაზე არ უნდა წახვიდე? აბა, მართლა ომს ხომ არ მოუგებ რუსეთს? ან ტერიტორიების დაკარგვა ან პროვოკაციები, სხვა გზა არსებობს? ფაქტობრივად არა, რუსეთი არ გიტოვებს.

რუსეთს ჩამოგლიჯო ნიღაბი ნიშნავს თავისუფლებას გარკვეული დროის შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი ღირს ამად...
ციტატა
ნუთუ საკუთარი მოქალაქეების დახოცვის ხარჯზე?! არავითარ შემთხვევაში !

ულაპარაკოდ საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე. ყველა სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე იბრძვის. სხვისი მოქალაქეები არც ჯარისკაცები არიან, არც შენი ქვეყნის ინტერესები ადარდებთ და ძალიანაც რომ გინდოდეს მათ ხარჯზე ვერც ავანტიურას აწარმოებ, ვერც ომს და ვერც ვერაფერს...

ციტატა
მიშა მართლა ფიქრობდა ომის მოგებას აშშ და ევროპის დახმარების ხარჯზე

პრეზიდენტზე ამას ფიქრობდა ყველაზე არაკომპეტენტური ხალხი, რადგან თვითონ ამ არაკომპეტენტურ ხალხს გონია რომ მხოლოდ სპონტანური სამხედრო დახმარებაა დახმარება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ღირდა ომი... ჰოდა რაც თვითონ ჰგონიათ იმას აბრალებენ ხელისუფლებასაც თუ არა მე კარგად დავწერე რა ვარიანტებიც იყო და ვინ რასაც ფქირობდა.

ციტატა
რუსეთმა დაუშვა შეცდომა როცა სუსელურად დაიკავა და თავისითვე სულელურად დატოვა ქართული
ტერიტორიები, ასევე ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოიჭრა და ეს მართლა ჩვენს წისქვილზე
ასხამს წყალს, მაგრამ ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ქართველები მაგრები ვართ, ან კიდევ იმიტომ რომ მიშა მაგარია ,
არამედ იმიტომ რომ რუსი არ პოლიტიკაში სულელი და მარტო კუნთებზე იყურება.

რუსეთი ძალიან დიდ ომში ჩაითრიეს. პროვოკაციაზე წამოაგეს. თავიდანვე იყო მცირედი პაუზა, რაც რუსეთმა თანხმობის ნიშნად ჩათვალა და რომ შეტოპა მერე ყველა შეუტრიალდა.

არავინ იცის ვინ ვის რას გაურიგდა.

ისე რუსეთი რომ არ გამოცდენოდა კონფლიქტის რეგიონებს, მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. პრაქტიკულად უმტკიცდება ეთნოწმენდა ქართველების, რეგულარული არმიის შემოყვანა და ცხინვალის ავიაციით დაბომბვა. ეს ყველაფერი ძალიან შორსაა დემოკრატიული ღირებულებებისგან. ის სამშვიდობო მანდატს ეგრე კიდევ უფრო ადრე დაკარგავდა, რადგან ჯერ სტატუს-ქვო აქვთ სრულყოფილად შესასრულებელი და დროს წელავენ.
ციტატა
მიშას ხომ არ უთქვია რუსებისთვის არიქა წამოდით ბიჭო
მსოფლიოს უნდა ვაწყევლინო თქვენი თავიო

და რა იცი ეს უთხრა თუ არა?

მილიონჯერ ნუ გამამეორებინებთ, რომ ისტორია დაიწერება რამოდენიმე წლის შემდეგ, მანამდე სისულელეა რაიმეს შეფასება.

კანუდოსელი
ციტატა
ეკონომიკურად უნდა გაიზარდო 10-ჯერ და ჯერ ეს მუხტი გამ

20-ჯერ უფრო კარგი ეკონომიკური პირობებიც არ გიშველის, საქართველოში რეალური სეპარატიზმი არც არსებობს, ეს ყველაფერი კრემლის მოწყობილი პროექტები და ანკლავების მარიონეტული მმართველების წარმოჩინებაა.

კრემლს თუ რაღაც ძალამ უკან არ დაახევინა თვითონ ხომ არ წამოვა შენთან ცხოვრების კარგი პირობების გამო?!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:19 AM
პოსტი #206


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა
ავანტიურა იყო მთავარი მიზანი ამ ომის

ეჰ, როგორი ადვილია თქვა ასე ...
არა ხარ მართალი, არანაირად...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 02:22 AM
პოსტი #207


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
არა ხარ მართალი, არანაირად...

ავანტიურა ან მოგება. თუ რუსეთი ჩაერეოდა - ავანტიურა. თუ არ ჩაერეოდა - მოგება.

მეტი არჩევანი მაინც არ არსებობდა.

გაივლის დრო და ეს ყველაფერი დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციასაც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:29 AM
პოსტი #208


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
აი ამიტომ ვარ წინააღმდეგი ნებისმიერი ომის - იმ ადამიანებს ვეღარავინ ვერ დააბრუნებს.... sad.gif

და შენი ჭირიმე არ დამიწყო ახლა პოლიტიკური გამართლება ... ძალიან გთხოვ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 02:32 AM
პოსტი #209


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
აი ამიტომ ვარ წინააღმდეგი ნებისმიერი ომის

ციტატა
იმ ადამიანებს ვეღარავინ ვერ დააბრუნებს....

ეგ ყოველთვის ეგრეა yes.gif

მაშინ პირდაპირ უნდა თქვა რომ პაციფისტი ხარ და აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ გიღირს და კი ბატონო. სულ სხვა თემატიკა იქნება ეს. იქნებ მართალიც იყო, მაგრამ ასე ხელაღებით მიშას შეცდომებზე ლაპარაკი ასე მოკლე დროში უბრალოდ უაზრობაა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:33 AM
პოსტი #210


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
ციტატა
მაშინ პირდაპირ უნდა თქვა რომ პაციფისტი ხარ

ეს მე არაერთხელ ვთქვი...პაცეფისტი ვარ კი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 02:35 AM
პოსტი #211


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
ეს მე არაერთხელ ვთქვი...პაცეფისტი ვარ კი

მაშინ შენთვის ყველა ომი შეცდომაა და მიშა არაფერ შუაში არაა. თვითონ ომი მიგაჩნია შეცდომად...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:38 AM
პოსტი #212


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
კი

მხოლოდ ძალიან ძალიან ძალიან გამოუვალ სიტუაციაში - თავდაცვისას ანუ....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 02:40 AM
პოსტი #213


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
კი

ეს იდეურად სხვა საკითხია და მაშინ ნუ ვიკამათებთ. no.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:40 AM
პოსტი #214


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ეგრე აჯობებს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 31 2008, 03:16 AM
პოსტი #215


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *

sable

შეცდომები არავის არ უღიარებია. მეტს ველოდით დასავლელი პარტნიორებისგანო იყო პირველ დღეებში ნათქვამი სიტყვები, სანამ ბრძოლები მიმდინარეობდა.



კი მართალი ხარ ბევრს ველოდით პირველ დღეებშიც და მის მერეც და ეხლაც ველით, ამაში ცუდი არაფერია. შეცდომების აღიარებაში თუ მას

ადგილი ჰქონდა ცუდი არაფერია პირიქით ეს დიდსულოვნებაა და ეს ყველას უფასდება.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *

დასავლეთი და კერძოდ აშშ რეალურ მოქმედებებს დაიწყებს დაახლოებით 1 თვეში. რეალური შედეგები კი 1 წელიწადში გამოჩნდება. მანამდე მიშას კრიტიკაც და ქებაც არის წყლის ნაყვა და სულელური სულსწრაფობა.


აშშ რეალური მოქმედებები უკვე კაი ხანია რაც ააქვს დაწყებული თუნდაც შავი ზღვის ფლოტი გაიხსენე.

რაც შეეხება მიშას კრიტიკას, კრიტიკა აუცილებელია იმისთვის რომ შეცდომები არ განმეორდეს შეუცდომელი

არავინაა. ასევე ქებაც საჭიროა, როცა კარგი საქმე კეთდება იმისთვის რომ მეტი სტიმული მიეცეს ხელისუფალს.



ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *


ეს არავინ იცის. დასავლეთის დახმარება დროული იყო. ესიც ქართველი კაცის სიფიცხეა რომ ყველაფერი უნდა იცოდეს. იცი შენ სატელეფონო საუბრების ზუსტი შინაარსი? იცი ვინ ვის რას შეპირდა? ან ვინ რა გარისკა...


მიშა მიანიშნა თავად იყო შეპირებაო მეტი რაღა უნდა ვიცოდე.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *


ისე როდესაც ცდილობ რომ რუსეთს უსტრატეგიულესი ტერიტორიები წაართვა და ამ კონფლიქტში მსოფლიოს რევ უნდა გახსოვდეს რომ ცეცხლს ეთამაშები, თუმცა ისიც უნდა გახსოვდეს რომ სხვა გზა მაინც არ გაქვს. სხვა გზა დათმობაა ტერიტორიების, ოფიციალური დათმობა...

ავანტიურა იყო მთავარი მიზანი ამ ომის და რას ქვია მაგაზე არ უნდა წახვიდე? აბა, მართლა ომს ხომ არ მოუგებ რუსეთს? ან ტერიტორიების დაკარგვა ან პროვოკაციები, სხვა გზა არსებობს? ფაქტობრივად არა, რუსეთი არ გიტოვებს.
რუსეთს ჩამოგლიჯო ნიღაბი ნიშნავს თავისუფლებას გარკვეული დროის შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი ღირს ამად...


ტერიტორიების დათმობაში ვერ დაგეთანხმები დანარჩენზე არც ვიცი რა ვთქვა

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *

ულაპარაკოდ საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე. ყველა სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე იბრძვის. სხვისი მოქალაქეები არც ჯარისკაცები არიან, არც შენი ქვეყნის ინტერესები ადარდებთ და ძალიანაც რომ გინდოდეს მათ ხარჯზე ვერც ავანტიურას აწარმოებ, ვერც ომს და ვერც ვერაფერს...



ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს სახელმწიფოზე მის ფუნქციებზე smile.gif არ გეწყინოს


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *

პრეზიდენტზე ამას ფიქრობდა ყველაზე არაკომპეტენტური ხალხი, რადგან თვითონ ამ არაკომპეტენტურ ხალხს გონია რომ მხოლოდ სპონტანური სამხედრო დახმარებაა დახმარება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ღირდა ომი... ჰოდა რაც თვითონ ჰგონიათ იმას აბრალებენ ხელისუფლებასაც თუ არა მე კარგად დავწერე რა ვარიანტებიც იყო და ვინ რასაც ფქირობდა.


სამხედრო დახმარებით კი არა ჩემი აზრით ომი საერთოდ არ არის საჭირო, მშვიდობა გვინდა ძმაო მშვიდობა,

არ მინდა ომი! გასაგებია რომ ხანდახან მაგ დაწყევლილსაც ვერ გაექცევი, მაგრამ ყველანაირად უნდა ეცადო ომი

თავიდან აიცილო.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *


ისე რუსეთი რომ არ გამოცდენოდა კონფლიქტის რეგიონებს, მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. პრაქტიკულად უმტკიცდება ეთნოწმენდა ქართველების, რეგულარული არმიის შემოყვანა და ცხინვალის ავიაციით დაბომბვა. ეს ყველაფერი ძალიან შორსაა დემოკრატიული ღირებულებებისგან. ის სამშვიდობო მანდატს ეგრე კიდევ უფრო ადრე დაკარგავდა, რადგან ჯერ სტატუს-ქვო აქვთ სრულყოფილად შესასრულებელი და დროს წელავენ.


იტყოდა რომ გაეროს მანდატით ოსებს ვიცავდი საქართველოს აგრესიიგანი და რაც შენ დაწერე იმას შემოუტრიალებდა ქართველებს.

ენა მოტყდებოდათ თუ რა იქნებოდა პუტინს და მის დამქაშებს?! ერთი რაც მაგ დროს მოხდებოდა არის ის რომ ყველა დაინახავდა და

აღიარებდა რომ ეგ იყო საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და არა საქართველო-ე. წ. 'სამხ. ოსეთის' და რაიმე მსგავსი.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *


და რა იცი ეს უთხრა თუ არა?


მე მგონი არც არაფერი არ უთქვია, ორივე მის საქმეს აკეთებდა მისებურად

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 02:07 AM) *


მილიონჯერ ნუ გამამეორებინებთ, რომ ისტორია დაიწერება რამოდენიმე წლის შემდეგ, მანამდე სისულელეა რაიმეს შეფასება.


ისტორია პერმანენტული პროცესია და ის პერმანენტულად იწერება. შენ ალბათ გინდა თქვა რომ ისტორიული

ფაქტების შეფასება არის სისულელე საწყის ეტაპზე ხო?! ვერ დაგეთანხმები, მოვლენებს (ანუ ფაქტებს)ყოველთვის

სჭირდება ანალიზი (რაც გულისხმობს შეფასებას)და ანალიზიდან გამომდინარე კვლევა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Aug 31 2008, 03:37 AM
პოსტი #216


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



staywhite
ციტატა



ძახილის ნიშნებს რატომ ხმარობ ასე ინტენსიურად? ემუქრები ვინმეს? smile.gif გარდა ამისა, ექსპერტის დონე ჯერ არ გაქვს და კატეგორიულობის შემცირებაც არ გაწყენდა.

გარდა ამისა, აქ ->
ანუ, შენი აზრით, რუსეთი მართალია? blink.gif



ვის უნდა ვემუქრებოდე? biggrin.gif უბრალოდ არ მინდა ის აზრი იყოს რომ ამერიკა და ევროპა იარაღით რატომ არ გვეხმარებაო და ა.შ იმიტომ არ მინდა რომ, ის შედეგი რაც შეილება შემდეგ მოყვეს იარაღით დახმარებას და შემდეგ ამ იარაღით რუსეთან დაპირისპირება უფრო ფარტო მაშტაბიან და სავარაუდოდ მსოფლიო ომიც კი მოხდეს!
მემგონი გემახსოვრება საბჭოტა კავშირის კუბისთვის იარაღის მიწოდებას რა მოყვა, მე როგორც ვიცი ცოტა აკლდა რომ სერიოზული კონფლიქტი დაწყებულიყო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის.
რაც შეეხება რუსეთის სიმართლეს, მე არ ვამართლებ და არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ გაამართლებს მის საქციელს! მაგრამ მე იმის მჯერა რომ შესაძლებელი იყო უფრო კარგი პოლიტიკა გაეტარებინა ჩვენ ხელისუფლებას და ის შედეგი არ ყოფილიყო რაც ვნახეთ! მემგოი ყველა აღიარებს რომ საქარტველომაც დიდი შეცდომები დაუშვა, თუნდაც ცვენი ჯარისკაცების მიმართ, თუნდაც ის რომ მიშას მტავარი მიზანი ევროპას რომ დაენახა და ამერიკას რუსეთი როგორიც იყო ეგ იყო.
ბეზპრიძელნიკია რუსეთი რა და არ აინტერესებს სხვა რას იტყვის მასზე და ამას ყველა ნორმალური პოლიტიკაში ჩახედული ადამიანები აღიარებს, სერიოზულ პოლიტიკოსებს რო თავი დავანებოთ რა.

მემგონი მიხვდები ამით რისი თქმაც მინდა smile.gif

ციტატა
პ.ს. როგორც ჩანს უკვე კარგად მუშაობს შენთან ინტერნეტი და მიხარია , ომის დროს არ მუშაობდაო რომ თქვი, არ ჩანდი მაშინ...

ინტერნეტი ისევ გათიშული მაქვს და სხვისი კომპიუტერიდან შემოვდივარ ხოლმე ცოტახნით smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 10:36 AM
პოსტი #217


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



sable
ციტატა
აშშ რეალური მოქმედებები უკვე კაი ხანია რაც ააქვს დაწყებული თუნდაც შავი ზღვის ფლოტი გაიხსენე.

ეს ზღვაში წვეთია. აშშ მანამდე არ შეწყვეტს ზეწოლას, სანამ რუსეთს საქართველოს არ დაათმობინებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

ხელისუფლების საბოლოო მიზანიც ეს არის.
ციტატა
მიშა მიანიშნა თავად იყო შეპირებაო მეტი რაღა უნდა ვიცოდე.

კონკრეტული არაფერი უთქვამს.
აშშ-ს ბიუროკრატიული მექანიზმი ტლანქად მოქმედებს, მაგრამ მიზნობრივად. რა შეპირებაც იყო აბსოლუტურად ყველაფერს შეასრულებს და უფრო მეტსაც გააკეთებს კიდევ.
ციტატა
ტერიტორიების დათმობაში ვერ დაგეთანხმები დანარჩენზე არც ვიცი რა ვთქვა

საქმეც მაგაშია რომ არავინ არ იცის რა ვქნათ.რუსეთი გართმევს ტერიტორიებს და რაღაც უნდა იღონო, თანაც დროულად.

ხელისუფლებამ რაც გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე კარგ შანსიანი ვარიანტია.

საკუთარი ძალებით ვერც რუსეთს მოუგებ ომს ვერასოდეს და შესაბამისად ვერც საქართველოს გაამთლიანებ.

ციტატა
სამხედრო დახმარებით კი არა ჩემი აზრით ომი საერთოდ არ არის საჭირო, მშვიდობა გვინდა ძმაო მშვიდობა,
არ მინდა ომი!

ომი არავის არ უნდა, მაგრამ მშვიდობა ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა.


არ გამოდის ისე რომ თან მშვიდობაც იყოს და თან ტერიტორიებიც მოგვცენ. არავინ არ მოდის მოსალაპარაკებლად და საჭიროა ძალის გამოყენება, ძალაც არ გაქვს მაგდენი და საჭიროა მთელი მსოფლიოს დახმარება.ხელისუფლებაც ამას ცდილობს.
ციტატა
ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს სახელმწიფოზე მის ფუნქციებზე

ყველა სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე აღწევს წარმატებას.
ციტატა
მე მგონი არც არაფერი არ უთქვია

უშუალოდ თქმაზე არაა ლაპარაკი. მიშამ უამრავი რამ გააკეთა რომ რუსეთს ზემოთხსენებული შეცდომები დაეშვა და საკუთარი იმიჯი გაენადგურებინა.

ციტატა
ისტორია პერმანენტული პროცესია და ის პერმანენტულად იწერება.

პერმანენტული იმ შემთხვევაშია თუ დროის ხაზს შორიდან შევხედავთ. ახლოს რომ მივალთ წყვეტილი გახდება, რადგან ყოველ წამს და ყოველ დღე ისტორია არ იწერება. გაისმის მხოლოდ კონკრეტული მოსაზრებები, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ისტორიისმაგვარი დასკვნის გამოსატანად გარკვეული დროა საჭირო, შედეგები სრულად უნდა გამოჩნდეს რომ მოვლენამ და შეფასებებმა ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლოს.
ციტატა
შენ ალბათ გინდა თქვა რომ ისტორიული
ფაქტების შეფასება არის სისულელე საწყის ეტაპზე ხო?

ციტატა
მოვლენებს (ანუ ფაქტებს)ყოველთვის
სჭირდება ანალიზი

ფაქტების ანალიზი სხვაა. თუმცასრულყოფილად ესიც შეუძლებელია. ხელისუფლებამ რომ შეცდომა დაუშვა იმაზე კი ლაპარაკი იმდენად ნაადრევია, რომ უბრალოდ უაზრობაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Aug 31 2008, 11:18 AM
პოსტი #218


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



biggrin.gif ხელისუფლებას არ დაუშვია უბრალოდ შეცდომა იგი უბრალოდ დამნაშავეა, მაგრამ იგი არ დაისჯება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 12:21 PM
პოსტი #219


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



sandro40
ციტატა
ხელისუფლებას არ დაუშვია უბრალოდ შეცდომა იგი უბრალოდ დამნაშავეა, მაგრამ იგი არ დაისჯება

ასე უარგუმენტოდ? biggrin.gif

ეგრე საპირისპიროს დაწერაც შეიძლება: ხელისუფლებას არ დაუშვია კონკრეტული შეცდომაც კი, იგი უბრალოდ გმირია, მაგრამ მას ეს არ დაუფასდება. ki.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 31 2008, 12:45 PM
პოსტი #220


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 10:36 AM) *

sable

ეს ზღვაში წვეთია. აშშ მანამდე არ შეწყვეტს ზეწოლას, სანამ რუსეთს საქართველოს არ დაათმობინებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.



კი მაგრამ მაგას დრო უნდა


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 10:36 AM) *

ხელისუფლებამ რაც გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე კარგ შანსიანი ვარიანტია.


მაგის შეფასებას შენი თქმისა არ იყოს ასევე დრო გამოაჩენს


ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 10:36 AM) *

საკუთარი ძალებით ვერც რუსეთს მოუგებ ომს ვერასოდეს და შესაბამისად ვერც საქართველოს გაამთლიანებ.
ომი არავის არ უნდა, მაგრამ მშვიდობა ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა.
არ გამოდის ისე რომ თან მშვიდობაც იყოს და თან ტერიტორიებიც მოგვცენ. არავინ არ მოდის მოსალაპარაკებლად და საჭიროა ძალის გამოყენება, ძალაც არ გაქვს მაგდენი და საჭიროა მთელი მსოფლიოს დახმარება.ხელისუფლებაც ამას ცდილობს.



ტერიტორიები უნდა დაიბრუნო ეგ აუცილებელია მაგრამ ომი უკიდურეს შემთხვევაშია საჭირო უფრო სწორედ მაგას ომი არც უნდა დაერქვას სპეცოპერაციაა საჭირო მსგავსი რაც ხორვატიამ გააკეთა თავის დროზე, როდესაც დამარცხებულ სერბეთს სამ დღეში გამოგლიჯა ის რაც დაკარგა, იმიტომ რომ საჭირო მომენტი შეარჩია.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 10:36 AM) *

პერმანენტული იმ შემთხვევაშია თუ დროის ხაზს შორიდან შევხედავთ. ახლოს რომ მივალთ წყვეტილი გახდება, რადგან ყოველ წამს და ყოველ დღე ისტორია არ იწერება. გაისმის მხოლოდ კონკრეტული მოსაზრებები, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ისტორიისმაგვარი დასკვნის გამოსატანად გარკვეული დროა საჭირო, შედეგები სრულად უნდა გამოჩნდეს რომ მოვლენამ და შეფასებებმა ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლოს.
ფაქტების ანალიზი სხვაა. თუმცასრულყოფილად ესიც შეუძლებელია. ხელისუფლებამ რომ შეცდომა დაუშვა იმაზე კი ლაპარაკი იმდენად ნაადრევია, რომ უბრალოდ უაზრობაა.


სწორედ გამოგე აქ ხელისუფლების შეცდომებზე არ არის საუბარო, აქ ზოგადად დღევანდელი ვითარების შეფასება მინდა ჩანდეს, ვისთვის რამდენად მომგებიანია და რატომ. აქედან გამომდინარე უკვე ვცდილობთ გავარკვიოთ სად იყო შეცდომა და სად არა, ეგ ერთი მცირე ნაწილია დიდი მოთხრობის.

მართალი ხარ დასკვნების გამოსატანად გარკვეული დრო არის საჭირო, ამისთვის კი პრობლემის საწყის ეტაპზე შესწავლაა აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგ რაც მეტი მასალა დაგროვდება ცოდნა უფრო გაიღრმავო, საბოლოო
შეფასება ისტორიაში არ არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება გავიდეს დროს და სხვამ სულ განსხვავებულად შეაფასოს
ისტორიული ფაქტიც და ზოგადად პროცესი. ეხლა მე და შენ ერთ კონკრეტულ ფაქტს კი არა ზოგადად პროცესს ვაფასებთ, რაც გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთი კონკრეტული ფაქტის შეფასება, რადგან პროცესი მრავალი ფაქტებისაგან შედფგება და ძლიერ არის ჩახლართული, ხოლო მისი საბოლოოდ ამოცნობა ვერც დღეს მოხერხდება
და ვერც ერთი წლის შემდეგ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი