IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Closed TopicStart new topic
> სტიქაროსნობა მოდაშია?!, უღირსი მრევლი
ართი ვარდი
პოსტი Jan 9 2009, 07:17 PM
პოსტი #41


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



აბე
ძალიან სამწუხარო ფაქტია რომ ასე ხდება...ძალიან მიჭირს რამე ვთქვა.
იქნებ ჩვენი ლოცვით უნდა დავაყენოთ ერთმანეთი ფეხზე..მაგრამ აღარც ლოცვის ძალის გვჯერა.გვინდა რომ განკითხვით გამოვასწოროთ პრობლემები sad.gif იქნებ ხმის ამაღლებაც საჭიროა?!. არ ვიცი...არ ვიცი... ღმერთზეც ნაკლებად ვფიქრობთ .....
ჩემს ძალიან ახლო მეგობარს შეხვედრა მოუწია ერთ-ერთ მეუფესთან (საშინელება მოხდა) ...რა ხდება ჩვენს თავს რომ ვიცოდეთ. ზოგიერთები აზრზეც არ არიან


ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ;
sad.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 9 2009, 08:07 PM
პოსტი #42


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ართი ვარდი
yes4.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Jan 9 2009, 08:36 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ძალიან გთხოვთ,შეეშვით მოძღვრებზე ეგრე საუბარს.ყველამ თავის თავს მიხედოს.ისინიც ჩვენისთანა ცოდვილი ადამიანები არიან და არავის მოუცია ჩვენთვის მათი განკითხვის უფლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 9 2009, 08:44 PM
პოსტი #44


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
,შეეშვით მოძღვრებზე ეგრე საუბარს

ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი მოთხოვნაც.
აღარ შეიძლება ასე, წლებია გრძელდება...
არავინ გიკითხავთ მორალს, თქვენ საკუთარ თავებს რისი უფლებაც გინდათ მიეცით.
დაიცავით ჩვენი უფლებები, რომლებიც აქ იმიტომ ვართ, რომ მაგგვარ საზოგადოებას თავი ავარიდოთ, სადაც ყველაფერი შეიძლება თავშეკავების გარდა.
ამ ფორუმს წესიც ესაა.
დაიცავით და მისდიეთ.
თუ არა და მოძებნეთ სხვა ფორუმი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KveS_!
პოსტი Jan 9 2009, 08:47 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 15-December 08
წევრი № 6,108



საეკლესიო პირებიც ხომ ადამიანები არაინ smile.gif შუცდომელი არავინაა, თუ ხედავ რომ არასწორად იქცევა შენ შეეცადე რომ სწორად მოიქცე. თუ რაღაც არ მოგწონს მოძღვარს კეთხე და გაგცემს პასუხს


--------------------
მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო! ( ავ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Jan 9 2009, 08:58 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



კიდე ერთს დავამატებ,თქვენი ეგეთი საუბარი ძალიან უარყოფითად მოქმედებს იმ ხალხზე,ვინც ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას..მე მყავს მეგობრები,რომლებიც არ მიდიან ეკლესიაში და,შესაბამისად, არც- მოძღვართან,რადგან სადღაც ყური მოუკრავთ ასეთ უაზრო საუბრებისთვის. და კიდევ ერთი,ღმერთმა მოძღვრის მისია ადამიანს იმიტომ დააკისრა,რომ ისიც უბრალო,ცოდვილი მოკვდავია და უფრო ადვილად გაუგებს ადამიანს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 9 2009, 09:55 PM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პრობლემა არის და ამას დიდი ხანია ვწერთ, თვალის დახუჭვაც არ შეიძლება და ესეც დავწერეთ, მერე ისიც სწორია, რომ ვიღაცეები ბრკოლდებიან, ასეთი ნაწერებით; გამოსავალი? ან არაფერი ვთქვათ ან ისე ვთქვათ რომ ვინმე არ დაბრკოლდეს smile.gif
ისე სანამ ვინმე დააბრკოლებდეს მძიმედ სასულიერო პირისგან თან, მანამ სჯობს აქ იცოდეს, რომ ასეთი რამეებიც ხდება... ისე კაწიაც მართალია ასეთი თემები ბევრია, სჯობს ერთად შეიკრიბოს და დაერქვას სახელი "ახლადმოქცეულთათვის აკრძალულია " რაღაც მსგავსი რა smile.gif
ამით ისინიც დარჩებიან თავიანთ ნაზ სამყაროში და ფორუმშიც ვისაუბრებთ
ამ დიდ პრობლემაზე...
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 9 2009, 10:12 PM
პოსტი #48


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



KAIROS
ციტატა
ისე ვთქვათ რომ ვინმე არ დაბრკოლდეს

ეს თემა ისევ მხოლოდ იმ იმედითაა, რომ ვინმე კულტურული და მადლიანი ადამიანი წაიყვანს საჭირო მიმართულებით.

პ.ს. აი შენ ნათელი მაგალითი "ოჯახის" თემისთვის.

ადამიანისთვის ღმერთი უნდა იყოს მთავარი, მაგრამ საკუთარ თავს თავი ვერ დააღწია ჯერაც ... smile.gif kiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KveS_!
პოსტი Jan 9 2009, 10:41 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 15-December 08
წევრი № 6,108



ისე ჯობია დააწეროთ "დიდი ხნის მოქცეულთათვის" და ვინც დიდი ხანია მოექცა ისინი შემოვლენ smile.gif

ვინც დიდი ხანია "მოექცა" შემოვა და ახლადმოქცეულები კი არა, შესაბამისად ახლადმოქცეულები არ დავბრკოლდებით smile.gif biggrin.gif


--------------------
მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო! ( ავ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Miu
პოსტი Jan 9 2009, 11:14 PM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,261



აქ აუცილებელია "მოქცეულები" შემოვიდნენ მარტო?


--------------------
"ადამიანმა შექმნა ღმერთი უკეთესად, ვიდრე ღმერთმა ადამიანი"
იან ჩარნი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 9 2009, 11:20 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გთხოვთ გულისხმიერებით მოეკიდოთ პრობელმას.


როგორ? ნუ იქნება ოღონდ ბუნტი ხომ biggrin.gif მე რომ გამაფრთხილებ ამით ვერ ცხონდები დამიჯერე...

კი ძაან მაგარია, სტიქაროსანი გახდები და გოგოები დაგიმესიჯებენ, წირვის დროს საკურთხეველთან დააბირჟავებ და მაგარი როჟა გამოჩნდები... მერე ოჯახში რომ მიხვალ და სასიმამრო-სასიდედროს გაიცნობ, იტყვიან - აი მორწმუნე ბიჭია, ღვთისნიერიო და... ხო რა თქმა უნდა ცოლს მამაო აგირჩევს მრევლიდან, - შეგონებით "ლოგინში მაღლა არ აუშვა, მდედრიაო" დაგაქორწინებს და ეგაა რა... მერე მიხვალ რომელიმე ეპისკოპოსთან, ეტყვი, არიქა დედაჩემის ბიძა ქაშვეთში მსახურებდა ადრე, თქვენ შესამოსელი გაჩუქათ, გახსოვთოო? და ისიც ხელს მოგიწერს სემინარიის რეკომენდაციაზე... ასე გახდები მღვდელი და ერთხელ ჩემნაირი სტიქაროსანი რომ გეტყვის, მამაო ზრდილობა გამოიჩინეთ თორე ანაფორას შემოგახევთო - იწყენთ.

ნუ ჩემ მაგალითზე რა, მაგარი არ მაინტერესებს ეს უწი-ბუწი გოგოშკები და მითუმეტეს პირჯვაგერლები.

შობას წავიკითხე საშობაო ეპისტოლე დიდუბის ამბიონიდან, მემგონი პირველი ერისკაცი ვარ ვინც ეს გააკეთა და მივხვდი რა კოშმარია ამათი აქეთ-იქით ტარება, თუმცა ტონს ვუწევდი და ჩუმდებოდნენ... ეს ყველაფერი რომ დამთავრდა 4 გოგომ დამირეკა, შენი გაცნობა მინდაო... თქვენი აზრით რას აკეთებდნენ ისინი ტაძარში?

რაც შეეხება ღმერთის ანეკდოტებს ამ ვულგარულ და ყოვლადსულელურ, დიდგორული პათოსის პასაჟს არ გამოვეხმაურები, რამდენადაც ამ ანეკდოტებს მე არ ვიგონებ და სხვათაშორის უპროგრესულესი მამებისგან ვიცი.





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 9 2009, 11:43 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არაფერი ვთქვათ ან ისე ვთქვათ რომ ვინმე არ დაბრკოლდეს


ხო, ვთქვათ არა შეფარულად და არა ის, რასაც არ ვფიქრობთ - არამედ ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ამ შეზიზილოვებული და შეგინგილოვებული ტონის ვიღას სჯერა ხალხო, კარგი ერთი ორი პირჯვარს გადაიწერს ვაიმე განვიკითხეო და მეორე? მერე რეალობას სად წაუვლენ? რომელი მამა ამბობდა უარს კრიტიკაზე... ყველამ ძალიან, ძალიან კარგად იცოდა რომ ჩაჩუმათება არის განგრენა და ის ისე მოგალპობს ცუდ დერმასთან ერთად რომ ვერ გაიგებ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jan 9 2009, 11:47 PM
პოსტი #53


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ნუ მე ვარ რიგითი უღირსი სტიქაროსანი.


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 10 2009, 12:54 AM
პოსტი #54


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(მნათე @ Jan 9 2009, 11:20 PM) *

"ლოგინში მაღლა არ აუშვა, მდედრიაო"


biggrin.gif

რას აღარ დაწერ და მოიგონებ ხოლმე biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 10 2009, 01:11 AM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რას აღარ დაწერ და მოიგონებ ხოლმე


ჩემი ყურით გამიგონია, თან არაერთხელ... რეგიონებში განსაკუთრებით.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 10 2009, 02:17 AM
პოსტი #56


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ბევრი რამ რომ ხდება ეკლესიებშიც, ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს ამას
ვერსად გავექცევით, ყველგანაა მსგავსი, კარგიც და ცუდიც.

ეხლა აქაური ეკლესიის ამბავს დაგიწერთ:

შემთხვევით თუ გაგიჩნდათ სურვილი სახლის კურთხევის,
კვარზე ნაკურთხი წყლის პკურების, ბავშვის მონათვლის,
ჯვრისწერის, თუნდაც მოძღვართან მისვლის, რომ თხოვოთ
ჯანმრთელობის ლოცვები წაკიგითხოს, ნურას უკაცრავად
ჩემო კარგო, წინ დიიდიი დაბრკოლება გადაგელახებათ
სტიქაროსანი ბიჭის სახით, რომელსაც აუცილებლად
უნდა მოახსენო რა საკითხზე ხარ მისული მოძღვართან, მერე
თუ ბედმა გაგიღიმა და კარგი თვალით შემოგხედა მალევე დაგინიშნავს
შეხვედრის დროს, ოღონდ მანამდე მოგართმევს საკმაოდ
სქელტანიან დავთარს, რომ დაწვრილებით გაეცნო ტარიფებს,
ანუ შეხვედრის დღისთვის ზუსტად რომ იცოდე რა თანხა უნდა მოიტანო,
ამ ტარიფების გაცნობის შემდეგ საერთოდ ყველაფრის სურვილი გეკარგება
და ცდილობ რაც შეიძლება მალე გასცილდე იქაურობას, მაგალითად,
სახლის კურთხევა თითო ოთახი, არ აქვს მნიშვნლობა, სააბაზანო იქნება თუ
საძინებელი 100$ ღირს, მაგრამ ამას ემატება 200$ ფეხის ქირა, აბა შენამდე
ხომ უნდა მოვიდეს. ბავშვის მონათვლა 400$, თუ 4 ნათლია ჰყავს ერთ
ბავშვს, მაშინ 100 დოლარად გადარჩენილხარ, მაგრამ სანთლები და
ყველაფერი რაც რიტუალისთვის საჭიროა ცალკე უნდა იყიდო.
აღარ ვამბობ შესაწირზე, წირვის დროს რამდენჯერმე ჩამოგივლიან
დიდი ლანგრით ხელში, გაჩერდებიან შენს წინ და ცოცხალი თავით არ წავლენ
სანამ ფულს არ დადებ, თან განა ერთხელ, მინიმუმ სამჯერ მაინც
ჩამოატარებენ და სამივეჯერ მოგაკითხავენ, ოღონდ არავის აინტერესებს
გაქვს თუ არა მაგდენი ფული ჯიბეში, ყველაზე ცოტა თითო ჩამოვლაზე 10$
მაინც უნდა დადო, თუ ხუთიანი შეაპარე ეგრევე გრძნობ როგორ ამრეზით
შემოგხედავენ, წირვის დამთავრების შემდეგ ხსნიან კონვერტებს,
კონვერტებზე წერია მათი სახელი და გვარი, ვინც დიდი თანხა შეიტანა,
500-1000$ და ასე შემდეგ, მათ სახელს ხმამაღლა კითხულობენ და უკრავენ
ტაშს, ტაშის ხანგრძლივობა და ხმოვანება შეწირული თანხით განისაზღვრება. smile.gif
მაგრამ გამოცხადებულებში, ვისი თანხაც ყველაზე ცოტაა, ვთქვათ 100$
მას კარგა ხანს ადევს წითელი ფერი სახეზე და სირცხვილის ალმური ასდის,
იმ კომენტარების მოსმენის შემდეგ, რაც შეწირული თანხების გამოცხადებას მოჰყვება ყოველთვის. smile.gif

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც საკმაოდ დაგღალეთ, გეტყვით რომ
რუსული და უკრაინული ეკლესიებია, აბა აქ ვინ გვაღირსებს ქართულს.

აი საქართველოში რომ მსგავსი რამ ხდებოდეს, რატომღაც არა მგონია smile.gif




ვინც ამას ჩამოიკითხავთ ყოჩაღ biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 10 2009, 03:30 AM
პოსტი #57


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



გთხოვთ სანამ მთლიანად არ წაიკითხავთ ამ პოსტს და კარგად არ გაიაზრებთ, მანამდე არ დაწეროთ არაფერი, რადგანაც შეიძლება თქვენი კითხვის პასუხი ბოლოში ეწეროს სადმე!


წამოიჭრა საკითხი, ასეთმა საუბრებმა შეიძლება თუ არა დააბრკოლოს ახალბედა მრევლის წევრი, რომელიც ახლახანს მივიდა კლესიაში და ან ახლა აპირებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს თემა სწორედ იმიტომ გავხსენი, რომ მათთვის ეს პრობლემა გადაჭრილი ყოფილიყო. ისინი კი არ დამებრკოლებინა, არამედ დავხმარებოდი. მართალია ადამიანი ეკლესიაში მისვლას სანამ გადაწყვეტს, მანამდე წინასწარ ამ ფორუმზე არ შემოვა და რომც შემოვიდეს "აბა ვნახო რა ხალხია ეს მრევლი, როგორი აზროვნება აქვთ... ხო უნდა ვიცოდე საითკენ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრებაო" , შეიძლება ვერც იპოვოს მაინც და მაინც ეს თემა და კონკრეტულად ჩემი ეს პოსტი, რომელშიც ახლა ვაპირებ ერთგვარი რეზიუმე გავაკეთო მთელი დღის ნალაპარაკევისა და დამსჯელის და ავხსნა რატომ გავხსენი ეს თემა და რა არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა; ეს რეზიუმე ნათელს მოჰფენს იმასაც, რომ ეს ლაპარაკი ახალბედების დამაბრკოლებელი კი არ იყო, არამედ დამხმარე. თემა უაზროდ ნამდვილად არ გახსნილა: შეიძლება არიან ისეთი ფორუმელებიც,რომლებიც ჯერ ახალბედები არიან ეკლესიური ცხოვრების მხრივ, და მათთვის საინტერესო იქნება ეს ჩემი რეზიუმე. და თუ თქვენც მოგეწონებათ ეს ჩემი ნააზრევი, თქვენც ეტყვით ვინმეს და ჩვენ წილ საქმეს ყველანი გავაკეთებთ: "ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ". მაშ ასე, დავიწყოთ.


რა არის პრობლემა?
პრობლემა არის, ის რომ მრევლის უმრავლესობა არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, აზრზეც არ არიან ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა როგორია და ეკლესიაში ფორმალურად მოდის გამო დადიან.

რა არის ამის მიზეზი?
იყო მოსაზრებები:
1) რომ ეს თვითონ ამ ხალხის ბრალია;
2) რომ ეს სამღვდელოების ბრალია რადგანაც თვითონ მღვდლები არიან უღირსნი და არ ძალუძთ ხალხის ნორმალური დამწყემსვა და სწორ გზაზე დაყენება;
3) რომ ეს ღირსეული სასულიერო პირების ბრალიც არის, რადგანაც "არ დადიან ეზო-ეზო და კარ და კარ საქადაგებლად", ანუ ისინი თავიანთ მოვალეობას ღირსეულად ასრულებენ, მაგრამ არა აქვთ ამბიცია იმისა, რომ უფრო მეტი იქადაგონ, მეტი რამ გააკეთონ დასმული პრობლემის გადასაწყვეტად. ისინი მხოლოდ იმ მრევლს მწყემსავენ, რომლებიც თვითონ იღწვიან გამოსწორებისთვის და ჭეშმარიტი გზის პოვნისკენ. ხოლო ის ვინც არ იღწვის ამისთვის, მისთნაირების გამოსწორების ამბიცია არ მოდის ღირსეული სამღვდელოებისაგან.
4) რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და არ უნდა განვიკითხოთ სხვა და ჩვენს თავს მივხედოთ... სამღვდელოება სწორს აკეთებს თუ არ აკეთებს, ეს ჩვენ არ გვეხება.

მინდა ამ 4-ივეზე ჩემი აზრი დავწერო და საბოლოოდ მგონი ყველა დამეთანხმებით. მე-4-დან დავიწყებ: ჩვენ არავის არ განვიკითხავთ, არც საპატრიარქოს, არც უღირს მღვდლებს და არც არავის. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ და ვეძებთ დასმული პრობლემის მიზეზებს.

ვცემ პასუხს მე-2 პოზიციას: მე ვიცი, რომ ერთი მღვდელი წირვაზე ცუდად გახდა, რადგანაც "პახმელიაზე" იყო. გავიდა გარეთ ეზოში და იქიდან განაგრძო... ასეთებიც და უარესებიც ხდება. მართლაც არიან ისეთები, ვისაც დამწყემსვაც არ შეუძლია და არც მააგალითის მიცემა საკუთარი თავიდან. ჩემი აზრით, ასეთი მღვდლის მრევლი მართლაც ძალიან ახლოს იქნება ჩვენს მიერ დასმულ პრობლემასთან. თუმცა, ხაზს ვუსვამ: ცალკე ხომ მაინც გვითქვამს ყველას "არსებობენ ასეთი მღვდლებიცო. არ განვიკითხავ მე, თუ რამეს სცოდავენ ღმერთმა შეუნდოთო" ? ხო ვამბობთ ხოლმე? ხო გვითქვია? - გვითქვია და ხანდახან ახლაც ვამბობთ ხოლმე. ხოდა რატომ გამოიწვია ამის ფორუმზე დაწერამ ამხელა აჟიოტაჟი, როცა ცალკე ყველას უთქვია ეს ან გაუფიქრია. ჩვენ ხომ არ განვიკითხავთ ასეთ მღვდლებს?!

ვცემ პასუხს 1-ელ პოზიციას: რა თქმა უნდა კაცი თუ არ გადადგამს ნაბიჯს, ეს მხოლოდ მისი ბრალია, რადგანაც არ მოინდომა. ხალხური ანდაზაც არის "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". ასე, რომ ჩვენ თუ არ ვინდომებთ, ეს ჩვენი ბრალია, რადგანაც არავის უთქვამს ჩვენთვის არ მოინდომოვო, არავის დაუშლია. "არ დაუშლია" ერთია, მაგრამ "არც რჩევა მოუცია" მეორე. მივადექით მე-3 პოზიციას, ღირსეული სასულიერო პირების შესახებ. ისინი არ იჩენენ ამბიციას იარონ კარ და კარ და ეზო-ეზო და მოაქციონ ხალხი. თუმცა მაინც ღირსეულნი არიან, რადგანაც კარგად მოძღვრავენ მათ ღირსეულ მრევლს, რომელსაც ჩვენს მიერ დასმული პრობლემა არა აქვთ და კარგ მაგალითსაც უჩვენებენ მათ.
გავიხსენოთ იესო რას ეუბნებოდა ფარისევლებს, რომლებიც ეკითხებოდნენ რატომ ჭამ და სვამ ცოდვილებთანო. რატომ ურთიერთობ მათთანო. იესო კი ეუბნებოდა, ექიმი ჯანმრთელთ კი არ სჭირდებათ, არამედ ავადმყოფებსო. მაგრამ გავიხსენოთ იესო რას ამბობდა როდესაც იგავებით ელაპარაკებოდა ხოლმე ხალხს: ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს! ეს ორი დებულება თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ერთი შეხედვით: "ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს" -ეს ხომ ნიშნავს, რომ ვისაც მოსმენა უნდა გაიგონებს და მიხვდება კიდეც იგავის შინაარსს, გაიგებს კიდევ ერთ ჭეშმარიტებას ღვთისას. თვითონ იესო ამბობდა ამაზე, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ისმენენ, რათა არ შეინანონ და არ მიეტევოთ! ამიტომაც, რადგანაც ასე აქვთ გული გაქვავებული და თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ისმენენ და არ უნდათ გამოსწორება და შესაბამისად ფორმალურად უსმენდნენ იესოს ქადაგებებს(ისევე, როგორც ფორმალურად დადის მრევლის უმრავლესობა დღეს ეკლესიაში, მოდის გამო.. სამწუხაროდ...), ვისაც აქვს ყურები სასმენელად იმან ისმინოსო, ანუ ვისაც უნდა რომ გაიგოს გაიგებს. რა გამოვიდა? - ის გამოვიდა, რომ თვითონ იესოც არ ქადაგებდა მათთვის, ვისაც არ უნდოდა გამოსწორება. და მაშინ რატომ ამბობს იგი ექიმი ჯანმრთელთ კი არ სჭირდებათ, არამედ ავადმყოფებსო? თუ ავადმყოფებს სჭირდებათ ექიმი, მაშინ ექადაგაო ყველასთვის ზოგი გაიფიქრებს. იტყვიან "თუ იესო ამბობდა, რომ ექიმი ავადმყოფებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებსო, მაშინ ხომ ისინიც ავადმყოფები არიან ვისაც გული აქვთ გაქვავებული, არ ინდომებენ გამოსწორებას და თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ესმითო. ესენი არიან სნეულები თუ არიან და მათ სჭირდებათ სწორედ ექიმიო." მაგრამ ნურავინ იფიქრებს ასე!, რადგანაც ავადმყოფებში ისინი არ იგულისხმა იესომ, ვისაც გამოსწორება არ უნდოდა და თვალები ჰქონდათ და ვერ ხედავდნენ და ყურები ჰქონდათ და ვერ ესმოდათ. ესენი არ უგულისხმია ავადმყოფებში. რატომ? ის მეძავები, მებაჟეები და სხვა ცოდვილები, რომლებთან ურთიერთობის გამოც თქვა იესომ ექიმი ავადმყოფებს სჭირდებათო, ხომ მივიდნენ იესოსთან, ხომ მოინდომეს გამოსწორება? ეს ის ავადმყოფები არიან, რომლებმაც მოინანიეს და გამოსწორება გაიზრახეს. ხოდა ეს განსხვავებაა მათ შორის: ვინც მოინდომა ის ავადმყოფი მივიდა ექიმთან და ვინც არ მოინდომა ექიმთან მისვლა დარჩა ასე დაავადებული.
ახლა გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი მღვდლებზე. ისინიც ხომ იმას აკეთებენ დღეს, რაც ქრისტემ გააკეთა თავის სიცოცხლეში. შესაბამისად დღეს მღვდლებმა არ უნდა იარონ ეზო-ეზო და კარ და კარ და არ უნდა იქადაგონ უფრო გაშმაგებით, როგორც ზოგი მიიჩნევს (დღეს ეს პრობლემა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისე დიდია, რომ მართლა ეზო-ეზო უნდა იარონ მეუფეებმა და იქადაგონო... ისე დაეცა ერიო). რატომ? იმიტომ რომ ქადაგება საკმარისზე მეტია და ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს! რადგანაც ვინც შეეცადა გამოსწორებას და გულით მივიდა ეკლესიაში და არა მოდის გამო, მიაღწია მიზანს და იპოვა ჭეშმარიტი გზა. ამისთვის ქადაგებაც საკმარისი იყო და არ დასჭირდა მას მეუფეების კარ და კარ და ეზო-ეზო სიარული. ვისაც მღვდელი არ მოეწონა, ჩათვალა, რომ განა მღვდელი იყო ცუდი, არამედ ვერ შეეწყო მას, ვერ ესმოდა მისი. ადგა და სხვა მღვდელთან მივიდა. ასე რომ ვინც ინდომებს და ცდილობს მისთვის არ არის დაბრკოლება არც "ცუდი" მღვდელი და არც არაფერი.


აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 10 2009, 03:45 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მაძიებლობის პრობლემაა რეალურად.
ჩვენ ვტყუით როცა ადამიანებს ვეუბნებით "აი აქ არის ჭეშმარიტება, ჩვენ მას მივაგენით"

მათ არ ვთავაზობთ ძიებას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, არ ვთავაზობთ მათი ენის ტევადობით... სახარებას კი არ ვახარებთ, არამედ გარკვეულ აპრიორულ დოგმატებს ვუფრიალებთ... არაფერი გვიხარია და იმიტომ smile.gif

ძალიან დიდი პერსპექტივაა რომ მომავალში ტაძრები დაცარიელდეს...

მე როგორც ქრისტიანს ეს ძალიან მწყინს, მაგრამ მირჩევნია ვიხილო ტაძარში ორი კაცი, რომელსაც ქრისტე ენდომება ვიდრე ათასი, რომელიც ჯადოქრობისთვის მოვიდა....

მერე დავწერ ამაზე, უბრალოდ პრობლემა ძალიან - ძალიან დიდია, იერარქია ვერ ახერხებს ელემენტარულსაც კი, ინტელექტუალური პოტენციალის არ არსებობის დროს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 10 2009, 03:49 AM
პოსტი #59


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(მნათე @ Jan 10 2009, 03:45 AM) *

მაძიებლობის პრობლემაა რეალურად.
ჩვენ ვტყუით როცა ადამიანებს ვეუბნებით "აი აქ არის ჭეშმარიტება, ჩვენ მას მივაგენით"

მათ არ ვთავაზობთ ძიებას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, არ ვთავაზობთ მათი ენის ტევადობით... სახარებას კი არ ვახარებთ, არამედ გარკვეულ აპრიორულ დოგმატებს ვუფრიალებთ... არაფერი გვიხარია და იმიტომ smile.gif

ძალიან დიდი პერსპექტივაა რომ მომავალში ტაძრები დაცარიელდეს...

მე როგორც ქრისტიანს ეს ძალიან მწყინს, მაგრამ მირჩევნია ვიხილო ტაძარში ორი კაცი, რომელსაც ქრისტე ენდომება ვიდრე ათასი, რომელიც ჯადოქრობისთვის მოვიდა....

მერე დავწერ ამაზე, უბრალოდ პრობლემა ძალიან - ძალიან დიდია, იერარქია ვერ ახერხებს ელემენტარულსაც კი, ინტელექტუალური პოტენციალის არ არსებობის დროს...


არა, რადგანაც ვინც ეძებს პოულობს და ვისაც ყურები აქვს სასმენელად არაფერი ძებნა არ უნდა სახარებას და ეკლესიას.
არ გეთანხმები.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 03:54 AM
პოსტი #60


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაძიებლობის პრობლემაა რეალურად.
ჩვენ ვტყუით როცა ადამიანებს ვეუბნებით "აი აქ არის ჭეშმარიტება, ჩვენ მას მივაგენით"

მათ არ ვთავაზობთ ძიებას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, არ ვთავაზობთ მათი ენის ტევადობით... სახარებას კი არ ვახარებთ, არამედ გარკვეულ აპრიორულ დოგმატებს ვუფრიალებთ... არაფერი გვიხარია და იმიტომ

ძალიან დიდი პერსპექტივაა რომ მომავალში ტაძრები დაცარიელდეს...


კარგია, მაგრამ უნდა ახსნა, უფრო უნდა "ჩამოხვიდე" თორემ ვერ გაგიგეს ხომ ხედავ smile.gif


ციტატა
არაფერი ძებნა არ უნდა სახარებას და ეკლესიას

თუ ძებნა არ უნდა მაშინ
ციტატა
ვინც ეძებს პოულობს
რა შუაშია? smile.gif რაღას ეძებს თუ არც პოვნა ჭირდება? smile.gif აქ ეკლესია რომ დგას და შიგნით რომ მღვდელია, იმაზე არაა საუბარი, ცოტა უფრო ღრმად აბე...
მნათე დააკონკრეტე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 11:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE