IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
ნაინა
პოსტი Dec 7 2008, 10:31 PM
პოსტი #141


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ვაა ახალი პერსონაჟი და ისიც ფრონტელი ძმაკაცი biggrin.gif
ინტერესნო.
აბა მიშ არ დაიზარო და მალე შემდეგი სერიაც გამოაცხე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 8 2008, 10:26 AM
პოსტი #142


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



23







ბიძია თომას სახლში ასეთი სუფრა კარგა ხანია არ გაშლილა. სტუმრებმაც ბლომად მოიყარეს თავი.
- ჩვენი რაზმები სულ ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ ერთად მესამე მსოფლიო ომის დროს, მაშინ აფრიკაში გადაგვისროლეს საქართველოდან და ესეც ბრიტანეთიდან იყო წამოსული. ამ ცოტა ხანში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და როცა დაშორება მოგვიხდა, უკვე ძმებივით ვიყავით. მერე ისე მოხდა, ერთმანეთი დაღუპული გვეგონა და არც გვიძებნია. - ყველას აუწყა მასპინძელმა. იგი თავის ციდან ჩამოვარდნილ სტუმართან ლაპარაკით ვერ ძღებოდა. ღვინომაც თავისი ქნა და ნელ-ნელა ამოტივტივდა წარსულის ტკბილი და მწარე მოგონებები...
...მივდივარ მარტო ტყეში გაკაფულ ბილიკზე, აქეთ-იქით გაუვალი ჯაგნარია. უცებ ჩემ წინ ვიღაცა ზორბა ზანგი გამოჩნდა, ორასი კილო მაინც იქნებოდა, ცარიელა კუნთები. გამოვკარი სასხლეტს და არ გავარდა, ვაზნები გამთავებია თურმე. იმანაც გამოკრა და არც იმისამ გაისროლა. დააგდო ავტომატი და გამოექანა ჩემკენ. რა უნდა მექნა? შევხტი მაღლა, რაღაც ლიანას მოვეჭიდე და ავიწიე რაც შემეძლო. ამ ზანგმა ქვეშ გამიშლიგინა...
...დღენახევრის ხეტიალის შემდეგ მოწინაარმდეგის ნაკვალევს და განავალს წავაწყდით. ჩვენმა მეთაურმა შიგ თითი ჩაყო და ტემპერატურის მიხედვით განსაზღვრა, რომ შორს არ იქნებოდნენ წასული. ჩვენ ყველას სიჩუმის მაქსიმალურად დაცვა გვიბრძანა და დაზვერვაზე ევა ბრაუნი გაგზავნა. ევა ხომ გახსოვს, ცხვირპაჭუა გოგო რომ იყო, ქერათმიანი? გვარ-სახელის გამო სულ ვაბრაზებდით ხოლმე, ჰიტლერის ნაშას ვეძახდით. ერთხელაც გამწარებულმა დაიძახა, მტყუნის (...) (...)-ო და კინაღამ მოვკალით ცემით, ოცი კაცი ვურტყამდით. კარგი გოგო იყო, ყველას გვიყვარდა, მერე გუბიდან წყალს რომ სვამდა, რაღაც შენი შეეყარა და დაიღუპა... ჰოდა, წავიდა ეს ბრაუნი დაზვერვაზე...
...ამბობენ, აფრიკულმა ცხვარმა საშინელი გაცხარება იცისო. აღარ გავრისკე და იმ ადგილს შორიდან შემოვუარე...
...მანამდე გორილა არასოდეს დამხტომოდა და არ ვიცოდი, ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი...
...იმ ბეჩავებს ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად ყოველდღე დაამწკრივებდნენ ხოლმე და თავიანთ ჰიმნს ასმენინებდნენ. ერთხელაც ასე დაამწკრივეს და მეც გამოვედი ტყიდან ჩემი ტყიამფრქვევით, სახეზე მძვინვარება მეწერა...
...ვხვდებოდი, რომ სირაქლემას ფეხდაფეხ ვერ დავეწეოდი, ამიტომ გადავწყვიტე ხაფანგი დამეგო. შიმშილი რას არ მოგაფიქრებინებს ადამიანს, ჰოდა ავიღე...
...მჭიდის გამოცვლის დრო აღარ იყო, აღარც დანის ამოღების. ვისკუპე და კონდახი მოვდე ყბაში...
...ვეუბნები კაპიტანს, აქამდე ნაღმმტყორცნიდან არასოდეს მისვრია-მეთქი. გაიღიმა და რაღაც გაურკვევლი ჟესტი გააკეთა ხელით. ამ დროს დაბომვა დაიწყო და დღესაც არ ვიცი, ამით რისი თქმა უნდოდა...
...დემობილიზაციის შემდეგ ერთი გოგო გავიცანი, მოლი ერქვა სახელად. ხუთფუტნახევარი იქნებოდა სულ სიმაღლით, წონით კი ჩემზეც მძიმე იყო გვარიანად. ცოტათი ვღელავდი, მანამდე ასეთ მსუქან ქალთან საქმე არასოდეს მქონია...
...ძალიან რო გაახურეს, წამოიჭრა ნიკოლოზ_V ფეხზე...
ქეიფი მეორე დღის საღამომდე გაგრძელდა. სტუმრები იცვლებოდნენ, მარტო მასპინძელი და მისი ფრონტელი მეგობარი იჯდნენ სუფრაზე და სალაპარაკო არ ელეოდათ. ბოლოს, როგორც იქნა, აიშალნენ. გადაწყვიტეს დაესვენათ და დილიდან ბარტის საფრენი აპატრატის მოსაძებნად წასულიყვნენ. ბიძია თომას ცოლმა სტუმარს ცალკე ოთახში გაუშალა ლოგინი.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 21 2008, 03:13 PM
პოსტი #143


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
გაგრძელება არ იქნება? gio.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 21 2008, 03:26 PM
პოსტი #144


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ხელფასების დაგვიანების გამო მუზა გაფიცულია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 21 2008, 03:32 PM
პოსტი #145


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



- პრემიები როდის იქნება?
- რომელი პრემია, ხელფასი არ დარიგებულა! (@ცისფერი მთები)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Dec 21 2008, 05:08 PM
პოსტი #146


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



ციტატა
მოწინაარმდეგის ნაკვალევს და განავალს წავაწყდით. ჩვენმა მეთაურმა შიგ თითი ჩაყო და ტემპერატურის მიხედვით განსაზღვრა, რომ შორს არ იქნებოდნენ წასული.
laugh.gif laugh.gif laugh.gif
ბრავო მიშააააააააააააააააა dagnebdit.gif biggrin.gif შენი მუზა კვლავაც მაგარ სასაცილო ამბებს გვთავაზობს thumbs.gif

ციტატა(M.M. @ Dec 21 2008, 03:26 PM) *

ხელფასების დაგვიანების გამო მუზა გაფიცულია.
ჩიტმა ამბავი მომიტანა ხელფასებს თავისი პრემიებიანად საახალწლოდ დაარიგებენო და შენ მუზას უთხარი გაფიცვას ჯობია,ახალი ამბები შემოგვთავაზოს tongue.gif biggrin.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Dec 30 2008, 10:49 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



მე ახალი წევრი ვარ, მაგრამ მინდა რამე როლი მქონდეს hi.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 8 2009, 11:13 AM
პოსტი #148


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



24





მას შემდეგ, რა ბიძია თომა ვირთხამ დაკბინა და ამოუცნობი სნეულებით დაიღუპა, ფორუმის დასახლების ბედის ბორბალი სულ უკუღმა დატრიალდა. ჯერ იყო და მუტანტი ღორების კოლტმა გადაუარა სოფელს, მერე ქიმიური იარაღით დატვირთული თვითმფრინავი დაეცა საკრებულოს მოედანზე. საიდუმლო სამხედრო ქარხნიდან გამოქცეულმა რობოტმა და სასმელ წყალში დედამიწის წიაღიდან ამოხეთქილი მომწამვლელი ნივთიერებების მოხვედრამ კიდევ უფრო შეამცირა სოფლის მოსახლეობა. forum.ge-ს ხელმძღვანელობის გადამბირებლურმა პოლიტიკამაც თავისი საქმე გააკეთა და მალე სოფელი საერთოდ გაუკაცურდა. დაცარიელებულ შენობებში ათასნაირმა მწერმა, მღრღნელმა და ქვემძრომმა დაიდო ბინა. ქუჩები თანდათან მცენარეულობამ დაფარა. არემარეს დღისით ყვავების ჩხავილი, ღამით კი ჭოტების კივილი ეფინებოდა. მხოლოდ ვეშაპოს არ მოუცვლია ფეხი თავისი შუქურიდან. მისი კრიმანჭული ძველებურად ეხმარებოდა მეზღვაურებს სიბნელისა და უამინდობის დროს გზის გაგნებაში. სენატის კლდესთან მიბმული M.M.-ის გვერდებგამომპალი ”კონდოლიზა რაისი” დღე და ღამე ირწეოდა ზღვის ტალღებზე და მნახველებს სევდით ავსებდა. თვითონ M.M. საკუთარმა ვირმა მოკლა მუცელში ტყუპი წიხლით…”
M.M.-მა წერა შეწყვიტა, სკამის საზურგეზე გადაწვა და კმაყოფილი გაიზმორა. ფანჯრიდან შემოსული ძროხის ზმუილი, ქათმების კაკანი, ძაღლების ყეფა, ტრაქტორის გრუხუნი და მეზობლის ქალის კივილი მოწმობდა, რომ სოფელში სიცოცხლე კვლავინდებურად დუღდა და გადმოდუღდა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 8 2009, 12:35 PM
პოსტი #149


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(mekaje @ Dec 30 2008, 10:49 PM) *

მე ახალი წევრი ვარ, მაგრამ მინდა რამე როლი მქონდეს hi.gif
მაგაზე წინასწარ უნდა ჩაეწერო და გასაუბრებაზე რომ მოხვალ, ერთი საშუალო ზომის ინდაური უნდა მოიტანო biggrin.gif
მართლა, უამრავი წევრია ფორუმზე და ვნახოთ. თან ჯერ არ გიცნობ, არ ვიცი შენი ხასიათი, პოსტები, ცხოვრების წესი და შენს თავს გადამხდარი ამბები, ამიტომ რაიმე ეპიზოდური და უმნიშვნელო როლის შერჩევა შემიძლია მარტო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კუკური
პოსტი Jan 8 2009, 12:37 PM
პოსტი #150


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 7-January 09
წევრი № 6,238



M.M.

შემოგევლოს კუკური თუ რამე დაგჭირდეს, ჯერ მარტო ისტორიები ვიცი და იუმორი, 15 წელიწადი თბილისი-ვორონეჟის ხაზზე ვიყავი გაბმული...

სოჩაში ჩავდიოდი თონის პურის საყიდლად


--------------------
ალალ-მართალი ხალხის მესაიდუმლე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შალვოვიჩი
პოსტი Jan 8 2009, 12:40 PM
პოსტი #151


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 8-January 09
წევრი № 6,248



კუკური
გახსოვს 100-100 მანეთი რო ავიღეთ კოლმეურნეობის თავმჯდომარისგან და მოსკოვში ბორშის საჭმელად რო გადავფრინდით? უჰუჰ ისე კაი დედაკაცები კი ყავთ აი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კუკური
პოსტი Jan 8 2009, 12:42 PM
პოსტი #152


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 7-January 09
წევრი № 6,238



შალვოვიჩი
ციტატა
უჰუჰ ისე კაი დედაკაცები კი ყავთ აი...


კაი? გადასარევი!

ბაქოში რომ ხიზილალას საყიდლათ გადავედით და სიმღერ- სიმღერით შევვარდით კასპიის ზღვაში?, შაჰ დენიზამდე გავცურეთ და იქ ჭაბურღილის ხალხთან ვსვით?


--------------------
ალალ-მართალი ხალხის მესაიდუმლე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 8 2009, 12:47 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



M.M.
ციტატა
მაგაზე წინასწარ უნდა ჩაეწერო და გასაუბრებაზე რომ მოხვალ, ერთი საშუალო ზომის ინდაური უნდა მოიტანო biggrin.gif
მართლა, უამრავი წევრია ფორუმზე და ვნახოთ. თან ჯერ არ გიცნობ, არ ვიცი შენი ხასიათი, პოსტები, ცხოვრების წესი და შენს თავს გადამხდარი ამბები, ამიტომ რაიმე ეპიზოდური და უმნიშვნელო როლის შერჩევა შემიძლია მარტო.

ნელ-ნელა გამიცნობ. smile.gif ისე ჯერ-ჯერობით რაიმე ეპიზოდურ და უმნიშვნელო როლზეც არ ვიტყოდი უარს biggrin.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jan 8 2009, 12:51 PM
პოსტი #154


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



M.M.
ეს ორი ძვირფასი კაცი არ გამომიტოვო შენს ისტორიებში რა, კუკური - შალვოვიჩი biggrin.gif ხო იცი, თავისებურ კოლორიტულ პეწს არაფერი ჯობს cool.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 13 2009, 10:14 AM
პოსტი #155


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



25






ვიღაცამ თუ რაღაცამ გაიფაჩუნა ეზოში, მაგრამ ბიძია თომას ყურადღება არ მიუქცევია, ფიქრებში იყო გართული. რატომღაც არ დაეძინა ამ ღამეს, თითქოს რაღაც წინათგრძნობა თუ საზრუნავი არ ასვენებდა, მაგრამ რა იყო, ამას ვერ აცნობიერებდა. ეზოში ფაჩუნი კვლავ განმეორდა. ღორი თუ დარჩა გარეთ, თორემ ძაღლი გუშინ მოუკვდა. ბიძია თომა მეორე გვერდზე გადაბრუნდა. უცნაური შეგრძნება კვლავ არ ეშვებოდა. რა უნდა ყოფილიყო ნეტავ? ბოლოს მიხვდა, რომ დაძინებას მაინც ვერ შეძლებდა, წამოდგა, ჩაიცვა და სახლიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ ქოხს შესასვლელი და კიბე თავისი ეზოს შიგნიდანაც გაუკეთა და ახლა კიდევ ეთხელ დარწმუნდა, რომ კარგად მოიქცა - ჭიშკარი რომ გაეღო, ღრჭიალით შეიძლება მეუღლე გაეღვძებინა. უღრუბლო ცაზე სავსე მთვარე ანათებდა. სიჩუმე იდგა. რაც staywhite-მა ინფრაწითელ სპექტრში მომუშავე სამიზნე შეიძინა, სოფელში ჭოტების სახსენებელი მოისპო. ქოხში ასულმა შუქი აანთო და მოულოდნეობისგან ხმადაბლა შეჰყვირა.
- აქ რას აკეთებ? ან სიბნელეში რატო ზიხარ, შუქს ვერ აანთებ? - ჰკითხა ღამეულ სტუმარს, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
- დამთავრდა. - ყრუ ხმით უპასუხა M.M.-მა.
- რა დამთავრდა?
- ყველაფერი დამთავრდა.
- რა ყველაფერი, რეებსა ლაპარაკობ? - ხმას აუწია ბიძია თომამ და იგრძნო, რომ თმები ნელ-ნელა ყალყზე უდგებოდა.
- ”ბიძია თომას ქოხი” დავამთავრე.
ბიძია თომამ მაგიდის ქვეშიდან სკამი გამოაჩოჩა და მოწყვეტით დაჯდა. რამდენიმე წუთი ასე მდუმარედ ისხდნენ ორივე.
- შენი ნება არაა? ადექი და გააგრძელე - უთხრა ბოლოს მასპინძელმა.
- არა, ჩემი ნება არაა. მართლა დამთავრდა ყველაფერი, გუშინ მოვრჩი ბოლო თავს და თან სასტიკი დაასრული იყო. მაშინ არაფერი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რამხელა რაღაც მოხდა.
- მდაა... - ჩაილაპარაკა ბიძია თომამ და თაროდან ორნახადის ბოთლი გადმოიღო.




დასასრული




--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 13 2009, 10:36 AM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



M.M.
laugh.gif laugh.gif laugh.gif
ალბათ გაგრძელება იქნება სათაურით: "ბიძია თომას ქოხი 2". იქნებ მაშინ მაინც მეღირსოს ამ შესანიშნავ ნაწარმოებში მოხვედრა. laugh.gif laugh.gif laugh.gif tongue.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Jan 13 2009, 05:07 PM
პოსტი #157


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ციტატა
ძაღლი გუშინ მოუკვდა

მიშ რას ერჩოდი ძაღლსsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 13 2009, 07:36 PM
პოსტი #158


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
- მდაა... - ჩაილაპარაკა ბიძია თომამ და თაროდან ორნახადის ბოთლი გადმოიღო.


დამისხით მეც! ვახ, გული ჩამწყდა რა!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 14 2009, 12:53 PM
პოსტი #159


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(mekaje @ Jan 13 2009, 10:36 AM) *

M.M.
laugh.gif laugh.gif laugh.gif
ალბათ გაგრძელება იქნება სათაურით: "ბიძია თომას ქოხი 2". იქნებ მაშინ მაინც მეღირსოს ამ შესანიშნავ ნაწარმოებში მოხვედრა. laugh.gif laugh.gif laugh.gif tongue.gif
შენ არ გეწყინოს, ხალხი თვეებია როლებს მთხოვს, მაგრამ მუზას ვეღარ ვუბრძანე.


ციტატა(k@the @ Jan 13 2009, 07:36 PM) *

დამისხით მეც! ვახ, გული ჩამწყდა რა!
ამის წიან თავს რომ კითხულობდი თავიდან, მაშინ რა იგრძენი? smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jan 30 2009, 11:30 PM
პოსტი #160


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



აუ დამთავრდა? ახლა წავიკითხე რა სამწუხაროა შენ გენაცვალე მ.მ-ჯან


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი