IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 38 39 40 41 >  
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
მხევალი ნინო
პოსტი Nov 20 2008, 01:45 PM
პოსტი #781


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Adolf
ციტატა
ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით დაახლოებით 10 წელი



მართლა ადოლფი ხარ, კარგად სეგირცევია სახელი biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Dec 25 2008, 07:44 PM
პოსტი #782


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

II

ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს!

ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს,
შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.
- კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური.
- მიწაში, დედავ...
და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,
„ვეფხისტყაოსანს“ თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Delusion
პოსტი Dec 27 2008, 09:58 PM
პოსტი #783


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 2-December 08
წევრი № 6,046



აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.


--------------------
Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 28 2008, 11:00 AM
პოსტი #784


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Delusion
ბატონო?

ციტატა(marine @ Dec 26 2006, 12:10 PM) *

"ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია; უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.
შვილნი ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან."

ილია II



5 თვის ჩვილი, რომელიც არაერთ დედას მოუწყვეტია აბორტით, რომ დაიბადოს, ჩვეულებრივ იზრდება და ცოცხლობს....
ადამიანის მოკვლა, როდიდან არაა ცოდვა?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Dec 28 2008, 01:02 PM
პოსტი #785


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ჩემი აზრით, მომავალი დედების ცნობიერებამდე უნდა დავიდეს ის, რომ არ გაიკეთონ აბორტი და თავიდან აიცილონ...მათი დაპატიმრება და 10 წლიანი ციხე გამოსავალი არ უნდა იყოს...smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 28 2008, 01:22 PM
პოსტი #786


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.

დელუზიონა ძამიკო, მართლა დელუზიონეს იწვევს ეგ პოსტი ( იტ. იმედგაცრუება), საქმე იმაშია, რომ მუცლის მოშლა ბიბლიაში ანუ იგივე აბორტი, მკაცრად იგმობა , რადგან ბიბლიური აზროვნება ეყრდნობა სიცოცხლის დაწყებას ჩასახვიდანვე, აი ბატონო დავიწყოთ:

„ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14).

„ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).

„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).

მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).

„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).

ისააკს სახელი ეწოდა ჩასახვამდე: „უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს...“ (დაბ. 17, 19).

იოანე ნათლისმცემელს სახელი დაბადებამდე ეწოდა: „...ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე“ (ლკ. 1, 13).

უფლის ანგელოზი ხარების დროს ღვთაებრივ ყრმას სულიწმიდის მიერ მარადქალწულის საშოში მის ჩასახვამდე უწოდებს სახელს. „...და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე და უწოდი სახელი მისი იესო“ (ლკ. 1, 31).

და თუკი ბიბლიაში ცხადად არის გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის წამიდან იწყება, მაშასადამე, აბორტი, ორსულობის ნებისმიერ სტადიაში მკვლელობაა. მცნება „არა კაც-კლა...“ (II სჯული 5, 17), უეჭველად, მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც ეხება.

„...რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 3, 15).

„თუ ვინმე კაც რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი, მკვლელის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (რიცხვთა 35, 16).

„ნუ დაღვრით უბრალო სისხლს...“ (იერემ. 7, 6).

„წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი...“ (II სჯ. 27, 24).

ხოლო რაც შეეხება იმ ექიმებს, ვინც აბორტებს აკეთებს, მათ შესახებაც ცხადად წერია ბიბლიაში: „წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად!“ (II სჯული 27, 25). ხოლო სჯულიერ ადამიანებს მოუწოდებს წმიდა წერილი: „იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი“ (იგავნი 24, 11).

smile.gif

შენ წარმოიდგინე ძველ აღთქმაში ნახსენები მუცლის ხელოვნური მოშლა რაღაც შემთხვევის გამოთაც კი ,მაინც განიხილება, როგორც დანაშაული: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ“ (გამოსვლ. 21, 22) და განზარახ მოშლა რაღა იქნება?
აქ წაიკითხე:
http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/biblia_abortze.htm
იხარე,
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 24 2009, 03:10 PM
პოსტი #787


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(Delusion @ Dec 27 2008, 09:58 PM) *

აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.



ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნის წინ უკვე არსებობდა მედიცინაში სპირალის გამოყენება.... კონკრეტულად ეგვიპტეში.... ასე რომ ვერ გეტყვი იმ დროს აბორტი არ არსებობდა მეთქი... მაგრამ უნდა გავიაზროთ ადამიანებმა, რომ ყოველგვარი ღვთის დაუმორჩილებლობის გამო დავისჯებით - ეს არის მთავარი.

თუ შეგიძლია მკვდარი გააცოცხლე. შენ ისიც კი არ შეგიძლია ადამიანის სხეული შექმნა მეცნიერული მეთოდებით (ზოგადად ადამიანს არ შეუძლია) ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა უმნიშვნელო დეტალი და მათ შორის უმნიშვნელოვანესი: გენეტიკა. შეგიძლია? რათქმაუნდა არა! და მისთვის სულის ჩაბერვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! მეცნიერებამ რომც შექმნას ადამიანის სხეული (თუმცა ასეთ სრულყოფილს მაინც ვერ შექმნიან ვერასდროს და უმნიშვნელო კი არა ბევრ მნიშვნელოვან დეტალსაც ვერ გაითვალისწინებენ), მას სულს ვერ ჩაბერავენ, ვერ გააცოცხლებენ. ანუ სიცოცხლის შექმნა ადამიანს არ შეუძლია! როდესაც დედის სხეულში ბავშვი ჩნდება, მას სიცოცხლეს ღმერთი აძლევს. ამიტომ ღმერთის შექმნილი არ უნდა მოვკლათ.

რატომ არ წერია ბიბლიაში? ის ხომ წერია, რომ ღვთის ნებას დაემორჩილეო. არ შეიძლება ეგეთი ლოგიკა. თუ ეგრე მიუდგები, საეკლესიო კანონები ადამიანების (სასულიერო პირების) შექმნილია და არა ღმერთის, მაგრამ ისინი ხომ სახარებიდან, ღვთის სწავლებიდან გამომდინარეობენ?!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jan 24 2009, 07:57 PM
პოსტი #788


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(Delusion @ Dec 27 2008, 09:58 PM) *

აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.


ჯერ ეს ნახე -
და მერე თქვი ისევ, რომ ცოდვა არაა
http://church.ge/index.php?showtopic=5760&st=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Feb 6 2009, 04:03 PM
პოსტი #789


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



QUOTE(tamara @ Jan 24 2009, 07:57 PM) *

ჯერ ეს ნახე -
და მერე თქვი ისევ, რომ ცოდვა არაა
http://church.ge/index.php?showtopic=5760&st=0



ეს რა სურათებია კაი რა ohmy.gif მე ცუდათ ვარ ცოტა შეგელამაზებინა ერთი კვირა ვეგარ დავიძინებ sad.gif sad.gif

QUOTE(tako@tako @ Feb 6 2009, 03:58 PM) *

ეს რა სურათებია კაი რა ohmy.gif მე ცუდათ ვარ ცოტა შეგელამაზებინა ერთი კვირა ვეგარ დავიძინებ sad.gif sad.gif


ნეტა ვინც ამას აკეთებს იმათ როგორ ძინავთ?ან იმ ქალს ''დედის'' დაძახებაზე რეაქცია კავს ნეტა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 6 2009, 05:25 PM
პოსტი #790


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება

ასეთი შემთხვევები ერთეულია.
აბორტი იმის გამო, რომ ნაყოფს აქვს დეფექტი -
ამის დიაგნოსტირებაც საქართველოში ჯერ კიდევ არაა მაღალ დონეზე -
აბორტების აბსოლუტური უმრავლესობა კეთდება იმის გამო,
რომ ან ეზარებათ ბავშვის გაჩენა და გაზრდა,
ან არ ჰქონდათ დაგეგმილი
ან კიდევ სქესი არ აწყობთ....
sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Feb 6 2009, 05:30 PM
პოსტი #791


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



tamara
ციტატა
რომ ან ეზარებათ ბავშვის გაჩენა და გაზრდა,
ან არ ჰქონდათ დაგეგმილი
ან კიდევ სქესი არ აწყობთ....

ეუფ. biggrin.gif

რაღაცის გამო ხდება თავისთავად, აბა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 6 2009, 09:06 PM
პოსტი #792


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
რაღაცის გამო ხდება თავისთავად, აბა?

და ეგ არის მკვლელობის გამართლება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2009, 09:08 PM
პოსტი #793


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგით ახლა ამ კამათის ამოწევა იქნება, ძლივს დაწყნარდა ფორუმი biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 7 2009, 10:22 AM
პოსტი #794


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
კარგით ახლა ამ კამათის ამოწევა იქნება, ძლივს დაწყნარდა ფორუმი



დაწყნარება და მიძინება, ერთ ადგილზე გაყინვას ნიშნავს, არადა კამათით ბევრ ახას ვიგებთ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 7 2009, 02:11 PM
პოსტი #795


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



გახსნის დღიდან პოსტი არ გამომიტოვია წაუკითხავი,ვხედავ როგორი წინაარმდეგები ხართ ყველა და ეს მიხარია იმედია ფაქტის წინაშეც ამავეს გადაწყვეტ, ეხლა კი ერთი რამ მინდა გთხოვოთ ილოცეტ ბავშვისთვის რომლიც 99%განწირულია აბორტისთვის ორშაბათს გადაწყდება მისი ბედი გეხვეწებიტ ყველს გემუდარებიტ ილოცეტ ამ პატარა სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან გთხოვთ ილოცეტ მისი სიცოცხლისთვის ის უკვე 13 კვირისაა და პატარა ბიჭუნაა, მას მარტო უფალი ტუ გადაარჩენს ეხლა.
წინაწარ მადლობა და ილოცეტ გთხოვთ.
http://forum.ge/?f=19&showtopic=33929384&st=300


დედას ნინო ჰქვია -
ყველამ წაიკითხეთ ლოცვები.
huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 8 2009, 03:49 PM
პოსტი #796


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Delusion
ციტატა
აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.

მა, "არა კაც-ჰკლა" რაღაა? IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 20 2009, 01:41 AM
პოსტი #797


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



აბორტი გაიკეთაო რომ გავიგონებ ვინმეზე ტანში ჟრუანტელი მივლის ...
საშინელი ცოდვაა...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 20 2009, 01:42 AM
პოსტი #798


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მაშიკო
ციტატა
საშინელი ცოდვაა...

+1


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 20 2009, 01:54 AM
პოსტი #799


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ამბობენ აბორტი ცოდვააო (ანუ დანაშაული).... მაგრამ კანონი ამას არ კრძალავს... დაუბადებელს უფლებები არ გააჩნია tongue.gif მაგრამ როგორც ვიცი ფეხმძიმე ქალის მოკვლა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე არაორსული ქალისა და კანონიც უფრო მკაცრია (ზუსტად არ ვიცი ეს საქართველოშიც ასეა თუ არა მარა რიგ ქვეყნებში ასეა)... ეს შეუსაბამობაა!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Sep 20 2009, 03:35 PM
პოსტი #800


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 20 2009, 02:54 AM) *

ამბობენ აბორტი ცოდვააო (ანუ დანაშაული).... მაგრამ კანონი ამას არ კრძალავს... დაუბადებელს უფლებები არ გააჩნია tongue.gif მაგრამ როგორც ვიცი ფეხმძიმე ქალის მოკვლა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე არაორსული ქალისა და კანონიც უფრო მკაცრია (ზუსტად არ ვიცი ეს საქართველოშიც ასეა თუ არა მარა რიგ ქვეყნებში ასეა)... ეს შეუსაბამობაა!

რაში ხედავ შეუსაბამობას?


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 38 39 40 41 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი