IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა
subterranean
პოსტი Feb 11 2009, 12:20 AM
პოსტი #141

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 17 2009, 03:39 PM) *

CHINGIS XAN
რა გითხრა ჩემო ჩინგი აბა, ასეთი ლოგიკით, ჩინგიზ ხანი, ნერონი, კალიგულა, აღა მაჰმად ხანი, ლენინი, ჰიტლერი , ნაპოლეონი და ვინღა არ არის შესარაცხი წმინდანად.

მაპატიე, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი ლოგიკა არა აქვს ეკლესიას და რა თქმა უნდა უფალს.

ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა ჩინგიზ ხანის პოსტზე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 11 2009, 02:52 AM
პოსტი #142

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

სადაც სოლომონ ბრძენია შერაცხული სტალინი რატომ არ უნდა შეირაცხოს?

არარელიგიური გადმოსახედიდან ვერც შეედრება სოლომონ ბრძენს სტალინი... მითუმეტეს სტალინი იყო მკვლელი...

მაგრამ ორივენი საკმაოდ ცოდვილები იყვნენ... ჰოდა თუ ერთია შერაცხული, მეორეც იყოს რა biggrin.gif

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 11 2009, 05:40 AM
პოსტი #143

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
მაგრამ ორივენი საკმაოდ ცოდვილები იყვნენ... ჰოდა თუ ერთია შერაცხული, მეორეც იყოს რა

კიდევ ერთი ასეთი რამ, და მე პირადად გამოგიცხადებ ბოიკოტს, და დაგტოვებ ადმინისტრაციის ხელში, რადგან შეურაცხყოფ ჩვენს წმიდანებს, შენ ხარ ურწმუნო, ათეისტი, ან შენებურად ისტი, ამიტომ აქ მართლმადიდებლურ ფორუმზე ხარ სტუმარი, და მოიქეცი ისე, როგორც შეესაბამება სტუმარს!
მეორეჯერ ასეთი რამ არ დავინახო, თორემ ჩვენი დიალოგური იდილია შეწყდება, და ეს არც მე გამეხარდება და არც ფორუმელებს smile.gif
დამიჯერე;
კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 11 2009, 06:35 PM
პოსტი #144

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(კანონისტი @ Nov 26 2008, 06:10 PM) *

ვეშაპო

ვინ უპატრონომ თარგმნა Святый Праведный Иосиф ასე? fiqri.gif

IPB-ს სურათი

mellow.gif

ჩიბუხი აკლია მაგ ხატს ჩიბუხი yes.gif თუ ჩვენ მოვახდინეთ ილია ჭავჭავაძის კანონიზირება სათვალეებში (მაგარი კი მივქარეთ მაშინ biggrin.gif) სტალინმა რა დააშავა? mail1.gif

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 12 2009, 12:06 AM
პოსტი #145

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(KAIROS @ Feb 11 2009, 06:40 AM) *

კიდევ ერთი ასეთი რამ, და მე პირადად გამოგიცხადებ ბოიკოტს, და დაგტოვებ ადმინისტრაციის ხელში, რადგან შეურაცხყოფ ჩვენს წმიდანებს, შენ ხარ ურწმუნო, ათეისტი, ან შენებურად ისტი, ამიტომ აქ მართლმადიდებლურ ფორუმზე ხარ სტუმარი, და მოიქეცი ისე, როგორც შეესაბამება სტუმარს!
მეორეჯერ ასეთი რამ არ დავინახო, თორემ ჩვენი დიალოგური იდილია შეწყდება, და ეს არც მე გამეხარდება და არც ფორუმელებს smile.gif
დამიჯერე;
კაიროსი!

ვაიმე კაიროს, კარგი ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს ვიხდი... მაგრამ სოლომონ ბრძენს არც არაფერი აკლდება ჩემი საუბრით ეს ერთი...

მეორეც:

იესომ თქვა: "ვინც შეურაწყოფს მამას, შეენდობა, ვინც შეურაწყოფს ძეს- შეენდობა, ხოლო ვინც შეურაწყოფს სულიწმინდას არც დედამიწაზე შეენდობა და არც ცაში." (თომა 44) tongue.gif

ხოლო იმ ადამიანებს ვინც წმინდანებს უძახი- მათი "შეურაწყოფა" არაა იმდენად დიდი "მკრეხელობა" მათზე ცოტა კრიტიკულად საუბარი... სოლომონ ბრძენზე სიმართლის თქმაც ცოდვაა თურმე...

თან სადაა ბიბლიაში მოწოდება რომ წინასწარმეტყველები და მნიშვნელოვანი პირები წმინდანებად უნდა შეირაცხონ? ყველა ცოდვილები არიან...

ჰოდა მე შეურაწყოფა სოლომონ ბრძენისთვის- როგორც ადამიანისთვის არ მიმიყენებია, შენ აპელირებ იმით რომ წმინდანად რადგანაა შერაცხული- ესეგი უსპეტაკესი უნდა ყოფილიყო...

უბრალოდ ვაღიარებ რომ სტალინთან მისი შედარება არის ცუდი საქციელი ჩემი მხრიდან... დავწერე კიდევაც ვერ შეედრება სტალინი სოლომონს თქო... მაგრამ უბრალოდ ორივე იყო ცოდვილი...

აი მრუშობის ცოდვაზე(სოლომონი) და მოკვლაზე(სტალინი):

10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,

11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. (იაკობი 2:10,11)

რა თქმა უნდა პირიქითაც არის - თუ არ მოკლავ მაგრამ იმრუშებ მაინც რჯულის დამრღვევი გამოდიხარ...

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ჩემი ესეთი საუბარი... უბრალოდ ეს ჩემი აზრია და სოლომონ ბრძენზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს პირადად!!! მეორედ აღარ დავწერ ასეთ რამეს თქვენს წმინდანებზე... კიდევ ერთხელ მაპატიეთ!!!

sad.gif

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 12 2009, 01:03 AM
პოსტი #146

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

მდაა, როგორჩ ჩანს სოლომონიც არ ჯდება ჰუმანისტურ კრიტერიუმებში biggrin.gif

წმინდად შერაცხვა ეს არის დამოწმება იმისა, რომ ადამიანი ცხონდა და არა რაღაც სუპერ ქურუმის სტატუსის მინიჭება კონკრეტული პირისადმი biggrin.gif . ანუ ეხლა მაგალითად თუ შენ სიკვდილის შემდგომ სამოთხეში მოხვდები შენც წმინდანი იქნები, ურალოდ ეკლესია შენ წმინდანად არ შეგრაცხავს, რადგან მას არ ექნება საკამრისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შენ მართლა ცხონდი. თუ შენ გექნება საკმარისი წმინდა საქმეები, შენც მათ შორის მოხვდები.

ეხლა ყოველი ადამიანი ცოდვილია, ცოდვილი იყო სოლომონიც მაგრამ მისი საქმეები, როგორც სულიერი ისე საერო მოწმობდა მას. თვით უფალიც აღმატებულ ფორმებში ლაპარაკობ მასზე: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. (მათე 6 თავი). წმინდა გადმოცემაში ჯერ კიდევ ებრაელებიდან მოყოლებული, ქრისტემდე და მის შემდეგ ყოველთვის მაღალი წარმოდგენა არსებობდა მასზე, რაც ქრისტეს სიტყვებითაც დასტურდება ხოლო ესეთი ადამიანის წმინდანად არ შერაცხვა დიდი სისულელე იქნებოდა.

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 12 2009, 01:07 AM
პოსტი #147

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(death @ Feb 12 2009, 02:03 AM) *

ჰო მარა, 1 მეფეთა 11:3

3. ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა.

4. სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.

700 ცოლი, 300 საყვარელი, და სიცოცხლის ბოლოს სხვა ღმერთების თაყვანისცემა...

unsure.gif

პ.ს. კაიროს საუბარია უბრალო, არ მომცე შენიშნვა...

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 12 2009, 01:54 AM
პოსტი #148

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(Lashab @ Feb 12 2009, 01:07 AM) *

ჰო მარა, 1 მეფეთა 11:3

3. ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა.

4. სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.

700 ცოლი, 300 საყვარელი, და სიცოცხლის ბოლოს სხვა ღმერთების თაყვანისცემა...

unsure.gif

პ.ს. კაიროს საუბარია უბრალო, არ მომცე შენიშნვა...

ეგ წერია არა I მეფეთაში, არამედ III smile.gif . ალბათ ეს შენ რომელიმე უცხოური საიტიდან დააკოპირე. დასავლური ბიბლიებში ამ ადგილების დანომვრა განსხვავებულია.

საერთოდ ეს ცოლების და საყვარლების ამბავი ერთგვარი პრესტიჟი იყო მაშინ. რაც უფრო მეტი ცოლი გყავდა, უფრო ფასობდა შენი სამეფო, რადგან მეფე მაშინ სამეფოს სახე იყო. რაც სახელმწიფოს თავის მხრივ უფრო წარმოაჩენდა. ეხლა მაგალითად სოლომონის ქებათა ქებაში (მეექსვე თავში თუ სწორად მახსოვს, მეზარება გადამოწმება) წერია რომ მას ჰყავდა 60 ცოლი. თუმცა ეს სხვა თემაა და არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს მოცემულ შემთხვევაში.

როგორც ადრე ვთქვი ყველა ადამიანი ცოდვილია ხოლო მათი რეალური, შინაგანი სახე კი მხოლოდ ღმერთისთვისაა ცხადი. მაგალითად შეიძლება შენთვის ადამიანი ცოდვილი იყოს ხოლო რეალურად ეს ადამიანი გაცილებუთ უფრო უცოდველი იყოს ვიდრე შენ გეჩვენება. მაგალითზე ამ იგავს მოგიყვან:

11. მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;

12. უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.

13. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.

14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.

15. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.

16. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.

17. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.

18. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.

19. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.

20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.

21. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.

23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.

24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

25. ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა.

26. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?

27. მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.

28. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.

29. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა.

30. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.

31. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია.

32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარუღთთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.
(ლუკა 15 თავი)

მართალია ეს თარგმანი დიდი ვერაფერი შვილია მაგრამ აზრი იგივეა.

ნახე ღმერთის სამართალი როგორი განსხვავებულია ადამიანის სამართლისგან.

ადამიანის საბოლოო ხვედრი ჩვენი რაციონალური გონებით არ განისჯება, ეს მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა.

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 12 2009, 02:17 AM
პოსტი #149

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

მადლობა პასუხისთვის smile.gif

ხოლო მართალი ხარ, III მეფეთაშია ქართულ ბიბლიებში, უბრალოდ I და II მეფეთა-ს სამუელის თავებს ვეძახი smile.gif

იგავი საინტერესოა, კაი მადლობა კიდევ ერთხელ პასუხისთვის smile.gif

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aleqsandre_ekl
პოსტი Feb 12 2009, 02:45 PM
პოსტი #150

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი № 5,762

ეგ იგივეა რომ სატანა შერაცხონ წმინდანად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CHINGIS XAN
პოსტი Feb 13 2009, 02:01 AM
პოსტი #151

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 17-January 09
წევრი № 6,307

ჰიტლერი არ იყო ეშმაკეული,ის მხოლოდ უფლის დაშვებით და ნებით აღასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,გაიხსენეთ სახარება სადაც ნათქვამია რომ თქვენს თავზე თმის ღერებიც კი დათვლილია და უფლის ნების გარეშე არ ჩამოვარდებაო,და ამხელა კაცთა კვლა უფლის ნების გარეშე იქნებოდა?ეს ხო აბსურდია,მე დამიწერეს პასუხად რო კიდე კაი ჩვენი ეკლესიაც მაგ ლოგიკით არ მსჯელობოს და მე ასე დაგისავდით შეკითხვას,ჩვენი ეკლესია საერთოდ რამეს მსჯელობს?დღევანდელზე ვიძახი რათქმა უნდა,ეს რო ამბროსი ხელაიას ენახა რო პრადოთი გაივლიდნენ ბერები ალბათ მეორედ მოკვდებოდა საწყალი,და ნუ ანტონი დიდზე არ ვლაპარაკობ,ვინც ფუძემდებელია სამონაზვნი ცხოვრების,რომელმაც აღწერა თუ როგორ უდნა ცხოვრობდეს ბერი,ჩვენმა ბერებმა ასე რო ვთქვათ სულ სხვა მიზნით გამოიყენეს ის დიდებული ხელნაწერები!ზატო პრრადოზე ზიან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 14 2009, 02:11 AM
პოსტი #152

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

aleqsandre_ekl

ციტატა
ეგ იგივეა რომ სატანა შერაცხონ წმინდანად

როგორც შენ იტყვი biggrin.gif

CHINGIS XAN

ციტატა
ჰიტლერი არ იყო ეშმაკეული,ის მხოლოდ უფლის დაშვებით და ნებით აღასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას

არა საკონცრეტაციო ბანაკების მოწყობა თომა აქვინელმა ჩასჩურჩულა ყურში, ხოლო რუსეთთან ომის დაწყება დავით გარეჯელმა biggrin.gif

ციტატა
სახარება სადაც ნათქვამია რომ თქვენს თავზე თმის ღერებიც კი დათვლილია და უფლის ნების გარეშე არ ჩამოვარდებაო,და ამხელა კაცთა კვლა უფლის ნების გარეშე იქნებოდა?

არა ეგ ბეღურებზეა ნათქვამი (უფლის ნება) smile.gif . აქ პრინციპი იმაში კი არ მდგომარეობს რომ უფალი ითვლის რამდენი ბეღურა ჩამოვარდება ან რამდენი თმა ჩამოუვარდება ადამიანს, არმედ აქცენტი უფლის შეწევნაზეა გაკეთებული. უფრო კარგად, რომ გავიგოთ რა წერია ეს თავი ცოტა უფრო სრულად უნდა წავიკითხოთ:

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა..... შემდეგ ჩამოთვლილია მოციქულთა სახელები... შემდეგ წერია თუ რისი გაკეთება ევალებათ მათ. სადაც ღმერთი ამბობს: აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. აქ ჩამოთვლილია მთელი ის სატანჯველები რაც მათ შეხვდებოდათ.

ეხლა მოციქულები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და შესაბამად ამის მოსენისას მათ გაუჩნდათ შიში. რაზეც ქრისტემ უპასუხა: 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. ანუ ბეღურის დავარდნაც ცნობილია ღმერთისთვისო. არის მისი ნება არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაკავებულია თმების თვლით და ბეღურებზე ნადირობით. ყოველი მოვლენა ღმერთის მიერ მოცემული თავისუფალი ნების გამოვლინებაა, ამიტომაც ნებისმიერი მოვლენა გადის ღმერთის ხელში მაგრამ არ ხდება ღმერთის ხელით. შემდეგ ამბობს: მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. აქედან მოჩანს, რომ ქრისტეს ეს ნუგეში იყო პასუხი მათ შიშზე.

ადამიანი იმით არის განსხვავებული სხვა არსებებისგან, რომ მას პირველ რიგში გააჩნია საკუთარი ნება. საკუთარი ნებით ჩაიდანა პირველსაწყისი ცოდვა ევამ, თავის ნებით არ მოკლა აბრამმა შვილი, თავისი ნებით შესცოდა სატანამ, თავისი ნებით გათოხნა ბაბუაჩემმა ყანაbiggrin.gif და ა.შ. ადამიანს რომ თავისი ნება არ გააჩნდეს და ეს ყველაფერი, რომ ღმერთის ნება იყოს მაშინ რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას? არანაირი! ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ერთი დიდი მატრიცის ობიექტები ვიქნებით, სადაც შერწყმილი ვიქნებით ერთმანეთთნ როგორც ზომბები. იგივე წმინდა მამები, რომელებიც შენ ახსენე, აბსოლიტურად ყველა თავისუფალ ნებას ამგვარად განიხილავს და საერთოდ მთლიანად ქრისტიანული თეოლოგიაც ამ ყველაფერს იდენტურად განიხილავს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ABO1010
პოსტი Feb 14 2009, 04:51 AM
პოსტი #153

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-January 09
მდებარ.: qartveli
წევრი № 6,345

გენაცვალე ჯიგარში smile.gif რა უნდა ეშმაკს ანგელოზებში mad.gif laugh.gif laugh.gif ohmy.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 14 2009, 05:11 AM
პოსტი #154

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
თავისი ნებით გათოხნა ბაბუაჩემმა ყანა

მიეხმარე მერე? biggrin.gif
საღოლ სიკვდილ, კაი პოსტია smile.gif
არ ვერევი აქ, კარგი დიალოგებია ლაშასთანაც smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანასტასია
პოსტი Mar 29 2009, 05:45 PM
პოსტი #155

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 40
რეგისტრ.: 17-March 09
წევრი № 6,666

ციტატა
 სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა

რაოოო რა სისულლეაააააა laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 29 2009, 05:48 PM
პოსტი #156

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512

ვეშაპო

მიმაგრებული სურათი

აი ამ ავატარით ვუპასუხებდი მაგ ამბავს ნენა tongue.gif

--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 29 2009, 05:52 PM
პოსტი #157

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

სახელმწიფოჲ იგი უძლეველი განამტკიცე და ურდოჲ იგი ბოროტებისაჲ უკუაქციე. სამართლიანო და უძლეველო, დიდო საჭეთმპყრობელო და მთავარსარდალო სტალინ, ევედრე ....................... biggrin.gif

დაახლოეით ასეთი რამ გამოვა არა, სტალინის ტროპარი?.. biggrin.gif

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 29 2009, 05:53 PM
პოსტი #158

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

სახელმწიფოჲ იგი უძლეველი განამტკიცე და ურდოჲ იგი ბოროტებისაჲ უკუაქციე. სამართლიანო და უძლეველო, წმინდაო დიდო საჭეთმპყრობელო და მთავარსარდალო სტალინ, ევედრე ....................... biggrin.gif

დაახლოეით ასეთი რამ გამოვა არა, სტალინის ტროპარი?.. biggrin.gif

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 29 2009, 05:54 PM
პოსტი #159

პოსტი #160

დაახლობით ასეთი რამ გამოვა არა, სტალინის ტროპარი?.. biggrin.gif

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 05:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი