მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
ochokochi |
May 21 2009, 02:48 PM
პოსტი
#181
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 |
KAIROS ნუ ხარ მიკერძოებული რა საერთოდ, მე თანამედროვე პოეზია არ მხიბლავს, ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია. ვნახოთ, დრო ყველაფერს დამწმენდს და ნამდვილს დატოვებს ეგ მართალია, ოღონდ მე მომწონს ინტელექტუალური პოეზია, და მგონია რომ ქართველებს ერთი უიტმენი ანდა თუნდაც სილვია პლათი არ გვაწყენდა. მართალი ხარ, ოღონდ ეს ყველაფერი აგრესიის გარეშე ავხსნათ რა თემას ნუ გასცდებით არის უფროსო აი იმავე ავტორის, სულ შედარებებია აღსარება ადამიანის სული მცემს , ღმერთო, ეს იმას ნიშნავს, გადავთიბო ჰაერი მანამ, სანამ კანი აბალახდება. ადამიანის სული მცემს , ღმერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად ვაბრალებ ფუტკარს - თაფლი ზუზუნებს. ადამიანის სული მცემს, ღმერთო, ჭრილობას, როგორც ტყის ველურ მარწყვს, მოვაყრი შაქარს. ადამიანის სული მცემს, ღმერთო, ჰაერით, როგორც წაბლის თაფლით გაწებილ თითებს ურცხვად ვილოკავ. ადამიანის სული მცემს, ღმერთო, სისხამზე ვწველი ღრუბლის ცურებს - ჩემი ირმის რძის აბაზანა. ადამიანის სული მცემს ღმერთო მიწას ყველივით შევატანე თეთრი ტაძრების ნანგრევები, ადამიანის სული მცემს ღმერთო კუს დახავსებულ ბაკანს მოჰგავს ჩემი სიმშვიდე. ადამიანის სული მცემს ღმერთო.... სხვა დაასახლე ესკიმოსთა სამკუთხა ქოხში თევზის ფხისგან რომ ამიშენე, აჰა, ალმასის გულსაკიდი - - ცა - ჩრდილოეთის ციალებად, ადამიანის სუნი მცემს , ღმერთო სუნთქვა ფილტვებში დამითბება სიტყვა ბაგეში დამიტკბება თუნდ იყოს მჟავა ციანიდის.... ადამიანის სული მცემს, ღმერთო -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
May 21 2009, 02:49 PM
პოსტი
#182
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ochokochi
საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს. ნეტა კარგად ავხსენი? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
May 21 2009, 02:53 PM
პოსტი
#183
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 |
ochokochi საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს. ნეტა კარგად ავხსენი? და თუ ლექსს სჭირდება, გამოიყენონ, რას ერჩი, ეხლა ბროდსკის ლექსი რომაა, ოდისევსი ტელემაქეს, რა ცუდია? ან რილკეს ელეგიები, დუინური როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა, უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
May 21 2009, 02:54 PM
პოსტი
#184
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
და თუ ლექსს სჭირდება, გამოიყენონ, რას ერჩი, ეხლა ბროდსკის ლექსი რომაა, ოდისევსი ტელემაქეს, რა ცუდია? ან რილკეს ელეგიები, დუინური როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა, უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია. ჰოდა, მაგას ვამბობ მეც -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
May 21 2009, 03:46 PM
პოსტი
#185
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა , ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია ავწიო ახლა ბუნტი? ოჩოკოჩს ვეთანხმები ციტატა როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა, უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია. ე.ი. ეს სირთულე ხშირად გასაგებია და კარგიცაა, და თუ ამაში ყველა ვთანხმდებით, მაშინ გამოდის, რომ თანამედროვე პოეზია კარგია, სირთულეც კარგია და მოსულია, თუ ლექსს ჭირდება გამოყენებადია ყველა სახელი, თუ ტერმინი, და ბოლოს რა გამოვიდა, ეს ყველაფერი კარგი ყოფილა, უბრალოდ ანფიმიადი გააკრიტიკეთ? აბა ვის სიყალბეზე, ხელოვნურად გართულებაზე, და ვითომ ინტელექტუალურ ლექსებზე წერდით? ანუ რა გამოდის ამ ბოლო პოსტებიდან? ზემოთ ხსენებული ავტორი, რომლის ლექსაც მოყვა ზემოთ მოყვანილი გამოხმაურება რაიმეს ხელოვნურად ართულებს და სიყალბეს წერს, და დრო დაწმინდავს ? არ მომწონს მე ეს კამათი... და საერთოდ არ მინდა ამ თემაში კამათი, რახან თემა ჩემი გახსნილია, შეგახსენებთ რომ თემას სათაურად მარტო "მხატვრული ენა" კი არა ქვია არამედ ციტატა ლამაზი შედარებები ჰოდა თუ კრიტიკა გვინდა ვინმესი სხვა თემა გახსენით, აქ აშკარად ზედმეტბში გადავდივართ! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
May 21 2009, 06:27 PM
პოსტი
#186
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა ochokochi საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს. ნეტა კარგად ავხსენი? აბა რა ქენი, ჯასთ ბორინგ!!! კითხულობ კითხულობ, ლექსს ჰავს და ენციკლოპედიაა გევიგეთ, ჯოკონდა, ბოტიჩელი, მუჰამედი, ჯვარი.. ყველაფერი გევიგეთ, მაგრამ რატომ უნდათ ასე ერთიანად წაგვლეკონ ამ ინფორმაციით, არ ვიცი ეგ ვიცით, მარა აწი შენი სულისა თქვი... ეგება შენშია ახალი დანტე, ანდა პატარა უფლისწული ზის იქ წყნარად.. გვაპოვნინე შე კაი ადამიანო არა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
KAIROS |
May 22 2009, 05:12 AM
პოსტი
#187
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კიც და არაც
ახლა რა ხდება, ჩვენ თეოლოგიაშიც გვაქვს ასეთი ნაირსხვაობები ენისა და მეტყველებისა, მაგალითად ოქროპირი მარტივია თითქოს და უფრო რითმიანი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი სწორედაც რომ ენციკლოპედიაა, ედიშერი გვეუბნებოდა ხოლმე ღიმილით, გრიგოლი რომ ერთ წიგნს განმარტავდა, თავად ამ განმარტების განმარტებას სხვა სამი წიგნი სჭირდებოდა იმდენად ღრმა და სავსე იყო შედარებებით და წიაღსვლებითო, ახლა განა ვინმე იტყვის რომ რომელიმე სჯობია და რომელიმე ნაკლებია? ორივე წარმოადგენს საღვთისმეტყველო ენის სიმდიდრის და გადმოცემის მრავალმხრივობის ნათელ მაგალითს, ორივე საგანძურია ჩვენი ეკლესიისა, მეტიც გრიგოლს ღვთისმეტყველიც კი უწოდეს ( მხოლოდ 4-ს აქვს ეს წოდება მთელი ქრისტიანობის ისტორიაში) , მე ასე მესმის ეს შემთხვევაც, ეს პოეზიის ის გზაა, რომელიც კარგად გაიხსენა ციტატა ბროდსკის ლექსი , ოდისევსი ტელემაქეს, რილკეს ელეგიები, დუინური და ბევრი ბევრი სხვა, ან ისე რა გალაქტიონის ბევრი ლექსი ნათელია და გასაგები? განა ისინიც არ არიან უკიდურესად დატვირთული ალეგორიული, მითოლოგიური და წარმოსახვითი ფიგურებით თუ პერსონაჟებით? ბევრი ლექსი და ბევრის შემოქმედება სწორედ რომ ენციკლოპედიაა და ეს მას ლექსობას არ ართმევს, როგორც ღვთისმეტყველს ღვთისმეტყველობას და ქადაგების და ქრისტიანული ნაშრომების გულს არ ართმევდა მისი მართლაც ენციკლოპედიური შედარებები, მითოლოგიიდან, ისტორიიდან და ა.შ. და სწორედაც რომ მისი სულისას ამბობდა გრიგოლი, სწორედაც მასში მყოფ ღვთისმეტყველს აღვთისმეტყველებდა ამ ენით, და სწორედაც რომ ამ ენით აპოვნინებდა ამ ღვთისმეტყველებას უწინ, ახლაც და სამარადისოდ...ანუ ჩემი მოკლე დაკვირვებით, ესაა პოეზის ერთი ენა, რეალობის გადმომცემი და შინაგანი ძლიერი რიტმის მქონე, გონიერი და საინტერესო პოეზიის გზა, რომელსაც თავისი ადგილი, დამსახურება და პატივი გააჩნია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მაგალითებს ფილოლოგებიც მოგვიყვებიან. სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს ) და მაშინ რაზე ვკამათობთ? ისე, თუ დაგვართავს უფლებას მოდერი, და თუ მოიძებნება ამ ფორუმზე ფილოლოგების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი მაინც, იქნებ ცალკე თემა გაგვეხსნა ლიტერატურის სტილისა და ისტორიის შესახებ, სადაც ამ თემებზე ვიმსჯელებდით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ეს კამათებიც უფრო დაწვრილებით სხვაგან გაირჩევა. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები, მაგრამ მომწონს ეგ ლექსები ნამდვილად, ყოველგვარი მიკუთვნების გარეშე, სხვა ავტორებიც შემიძლია მოვიყვანო მსგავსი სტილიც რომლებიც არ მომწონს და რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ მიმდინარეობა არაა ცუდი ნამდვილად და ამას ადასტურებს ლიტერატურათმცოდნეთა დიდი ნაშრომები და უბრალო ადამიანური ლოგიკა, რომლის მოკლე გადმოცემას ზემოთ შევეცადე. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ochokochi |
May 22 2009, 10:51 AM
პოსტი
#188
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 |
თამარი_ცქნაფო აბა რა ქენი, ჯასთ ბორინგ!!! კითხულობ კითხულობ, ლექსს ჰავს და ენციკლოპედიაა გევიგეთ, ჯოკონდა, ბოტიჩელი, მუჰამედი, ჯვარი.. ყველაფერი გევიგეთ, მაგრამ რატომ უნდათ ასე ერთიანად წაგვლეკონ ამ ინფორმაციით, არ ვიცი ეგ ვიცით, მარა აწი შენი სულისა თქვი... ეგება შენშია ახალი დანტე, ანდა პატარა უფლისწული ზის იქ წყნარად.. გვაპოვნინე შე კაი ადამიანო არა? დანტე სულ არ არის ენციკლოპედია რა და საერთოდ არ არის ღვთაებრივი კომედია ინფორმაციული მამმა მია -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
kato_Bato |
May 23 2009, 09:07 PM
პოსტი
#189
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ochokochi
ციტატა დანტე სულ არ არის ენციკლოპედია რა და საერთოდ არ არის ღვთაებრივი კომედია ინფორმაციული მამმა მია არის მკითხველი და არის გადამკითხველიო. დავასაც უნდა ჰქონდეს აზრი. KAIROS ციტატა და ბევრი ბევრი სხვა, ან ისე რა გალაქტიონის ბევრი ლექსი ნათელია და გასაგები? განა ისინიც არ არიან უკიდურესად დატვირთული ალეგორიული, მითოლოგიური და წარმოსახვითი ფიგურებით თუ პერსონაჟებით? ბევრი ლექსი და ბევრის შემოქმედება სწორედ რომ ენციკლოპედიაა და ეს მას ლექსობას არ ართმევს, როგორც ღვთისმეტყველს ღვთისმეტყველობას და ქადაგების და ქრისტიანული ნაშრომების გულს არ ართმევდა მისი მართლაც ენციკლოპედიური შედარებები, მითოლოგიიდან, ისტორიიდან და ა.შ. და სწორედაც რომ მისი სულისას ამბობდა გრიგოლი, სწორედაც მასში მყოფ ღვთისმეტყველს აღვთისმეტყველებდა ამ ენით, და სწორედაც რომ ამ ენით აპოვნინებდა ამ ღვთისმეტყველებას უწინ, ახლაც და სამარადისოდ... არის ხოლმე, არის! ნამდვილად, მაგრამ ეს "Aხალი ლექსები" არის გადახუნძLული, არაფერი შენი, არაფერი ავტორის, არის ხოლმე ინფორმაცია მშრალი. ბევრი და ხშირად როგორი იცი, აი გარბის და გამორბის, ხეს და მიწას ედება ავტორი და მაინც რომ ვერ მიაგნებს სიტყვას, რომელიც გულს მოხვდება ან მალამოდ და ან საწამლავად, დაგისვამს მრავალწერტილს და კაი პატიოსანი მკითXველი ხარ და ნუ მიხვდები რა ყრია იმას იქეთ. ალეგორიებით და შედარებებით ვერ გამაოცებს მე ეს ლიტერატურული თაობა, სპარსული ლიტერატურა სავსეა მაგ ხვეულებით და ხუჭუჭებით ისე რომ ხან ტირილის ხასიათზე ვდგებოდი, ამდენი რამის წარმოდგენა როგორ მოვახერხო თქო... მაგრამ იქ არის აზრი.. იქ არის რწმენა. ავტორის გჯერა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
May 23 2009, 09:11 PM
პოსტი
#190
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ესეც მე ვარ?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
May 23 2009, 09:26 PM
პოსტი
#191
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 |
ochokochi არის მკითხველი და არის გადამკითხველიო. დავასაც უნდა ჰქონდეს აზრი. KAIROS არის ხოლმე, არის! ნამდვილად, მაგრამ ეს "Aხალი ლექსები" არის გადახუნძLული, არაფერი შენი, არაფერი ავტორის, არის ხოლმე ინფორმაცია მშრალი. ბევრი და ხშირად როგორი იცი, აი გარბის და გამორბის, ხეს და მიწას ედება ავტორი და მაინც რომ ვერ მიაგნებს სიტყვას, რომელიც გულს მოხვდება ან მალამოდ და ან საწამლავად, დაგისვამს მრავალწერტილს და კაი პატიოსანი მკითXველი ხარ და ნუ მიხვდები რა ყრია იმას იქეთ. ალეგორიებით და შედარებებით ვერ გამაოცებს მე ეს ლიტერატურული თაობა, სპარსული ლიტერატურა სავსეა მაგ ხვეულებით და ხუჭუჭებით ისე რომ ხან ტირილის ხასიათზე ვდგებოდი, ამდენი რამის წარმოდგენა როგორ მოვახერხო თქო... მაგრამ იქ არის აზრი.. იქ არის რწმენა. ავტორის გჯერა. მოდი, გავხსნათ თემა და ვილაპარაკოთ თანამედროვე პოეზიაზე. და ამ პოსტსაც იქ გავცემ პასუხს. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
May 23 2009, 09:34 PM
პოსტი
#192
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მოდი, გავხსნათ თემა და ვილაპარაკოთ თანამედროვე პოეზიაზე. და ამ პოსტსაც იქ გავცემ პასუხს. არის უკვე, კარგად დაძებნე ა, ბატონო: http://church.ge/index.php?showtopic=4166&st=0 -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
May 23 2009, 11:09 PM
პოსტი
#193
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა არაფერი შენი, არაფერი ავტორის, ნუ ეგ უნიჭობის ბრალია კატ, მაგაზე იყო რომ დავწერე: ციტატა სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს ) და მაშინ რაზე ვკამათობთ? ასე რომ მგონი აქ ეს საკითხი ამოწურულია, დანარჩენი იმ თემაში -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
May 24 2009, 01:14 PM
პოსტი
#194
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
KAIROS
ჰო, მაგის დაწერა დამავიწყდა და მერე მკენწლავდა გული. კითხულობ, ხედავ რომ ავტორი არის განათლებული, ძალიან განათლებული და განეწყობი ხოლმე დადებითად. მაგრამ ლექსის წერას სხვა ჭია უნდა, სხვა "დაიმონი" ..(Aრ დავაკონკრეტებ, ვის უყვარდა ესე თქმა, რადგნ ეს თაობა ისედაც წუწუნებს, რომ ბუმბერაზებით ყელში ამოვუყვანეთ ცხოვრება ) პ.ს. ისე, იმასც პირველად ვხვდები მგონი, ლიტერატურაში, ასე უნიათოდ ებრძოდეს ახალი ძველს რატომ იცი? იმიტომ რომ ზოგს სწავლა არ უნდა და ნიჭიერების იმედზე ყავს მიშვებული ლექსები. ზოგს ეკონომიკა უფრო გამოსდის და არ სჯერა. რას იზამ. კაცია და გუნება. ისე რა შეტევაზე არიან, ვერ გავიგე, არ მომწონს ლექსი, ვთქვათ, არ მჯერა "მიცვალებულის წერილის" რადგან ავტორი აშკარად ცოცხლია (ნუ გამომეკიდებით (თხოვნა მავანთა), სხვა შედარებებიც მრავლად მაქვს) ნუ პასუხად მომდის მიმართულება: იხ. ლექსი "ვირიშვილ მთვარეზე" -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
May 24 2009, 05:36 PM
პოსტი
#195
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
KAIROS ჰო, მაგის დაწერა დამავიწყდა და მერე მკენწლავდა გული. კითხულობ, ხედავ რომ ავტორი არის განათლებული, ძალიან განათლებული და განეწყობი ხოლმე დადებითად. მაგრამ ლექსის წერას სხვა ჭია უნდა, სხვა "დაიმონი" ..(Aრ დავაკონკრეტებ, ვის უყვარდა ესე თქმა, რადგნ ეს თაობა ისედაც წუწუნებს, რომ ბუმბერაზებით ყელში ამოვუყვანეთ ცხოვრება ) პ.ს. ისე, იმასც პირველად ვხვდები მგონი, ლიტერატურაში, ასე უნიათოდ ებრძოდეს ახალი ძველს რატომ იცი? იმიტომ რომ ზოგს სწავლა არ უნდა და ნიჭიერების იმედზე ყავს მიშვებული ლექსები. ზოგს ეკონომიკა უფრო გამოსდის და არ სჯერა. რას იზამ. კაცია და გუნება. ისე რა შეტევაზე არიან, ვერ გავიგე, არ მომწონს ლექსი, ვთქვათ, არ მჯერა "მიცვალებულის წერილის" რადგან ავტორი აშკარად ცოცხლია (ნუ გამომეკიდებით (თხოვნა მავანთა), სხვა შედარებებიც მრავლად მაქვს) ნუ პასუხად მომდის მიმართულება: იხ. ლექსი "ვირიშვილ მთვარეზე" ერთი ბიჭი მახსოვს, გიორგი ერქვა, მეტად პოპულარული იყო ჩემს სტუდენტობაში. მისი ლექსის ერთი სტრიქონი მახსოვს: ''გადახსნილ ვენაზე ამოდის ყაყაჩო'' _ თუ რაღაც ამდაგვარი, მზარავდა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
May 24 2009, 09:27 PM
პოსტი
#196
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ''გადახსნილ ვენაზე ამოდის ყაყაჩო'' არადა ლამაზი შედარებაა კარგი ახლა ნუ აქციეთ ეს თემა დებატების თემად, ხომ არის ის რაღაც თემა ლინკიცაა ზემოთ მინიშნებული, და იქ გავაგრძელოთ. მე უბრალოდ ვიმეორებ იმა რაც დავწერე და მოვრჩეთ ამით, რადგან დასახელებულ ავტორში სულსაც ვხედავ, "დაიმონსაც", ჭიასაც, მეობააც, შინაგან რითმსაც და ა.შ. არც ისე მიმაჩნია რომ ახალი აუცილებლად უნიათოა და ა.შ. ამაზე ცალკე თემაში ოღონდ, აქ არა რა, თემა გაფუჭდა: ანუ ვიმეორებ: ციტატა სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს ) და მაშინ რაზე ვკამათობთ? ამის იქით აღარ გვინდა ჰა ბატონო ცეკვა არაა რიტმი? არაა შედარება, ლექსი ცეკვავს აქ თავად და ამიტომ მართლა არამხოლოდ სუბიექტრად დავიცავი ეგ ავტორი, შეიძლება ბევრი რამე მეც არ მესმის, მეც არ მომწონს ( როგორც მაგალითად გალაქტიონის და დიადების) , მაგრამ მთლიანობაში ზემოთ მოყვანილ კრიტიკას ეს კონკრეტული ავტორი არ იმსახურებ, აი ცეკვა და მოცეკვავე ლექსი დიანა ანფიმიადი ცეკვის გაკვეთილები ( რიტმი 3/4) ანტარქტიდაზე ყინული ჯერ დატყდა, მერე შეწებდა - სწორედ ასევე ფეხი ფეხს მიადგი ვითომ იპოვნე - ეძებდი. წესი : მიეყრდნო საკუთარ მხრებს - ნიშნავს მხრებში გამართვას მწვერვალზე ასობ ხერხემალს თითქოს და მერე დაეშვი დაღმართი. პა: შენი ხელი მის მხარზე როგორც სიტყვაზე მახვილი, მისი მარცხენა შენს წელთან და თითქოს მცენარის ბოლქვი გაღვივდა. ახლა ნაბიჯი - მოქცევა მერე ნაბიჯი - მიქცევა და მერე თითქოს წყალი ხარ და მწყურვალის თვალწინ იქცევი. წესი: უყურე თვალებში რომც იყოს სარკე - გორგონა მორგება მისი ნაბიჯის როგორც ახალი ფეხსაცმლის მორგება. პა: თითქოს მთვარე აფეთქდა და ნამსხვრევებად ფეხები. და ბრუნვა ღერძის გარშემო და თავბრუ როგორც შლეიფი გეხვევა. გამოიყვანე სხვა რიტმი შენი და მისი პულსიდან ჯამით. და ახლა ყველაფერს გავიმეორებთ თავიდან მუსიკა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
May 24 2009, 11:08 PM
პოსტი
#197
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ეს 3/4 ვინ გასწავლა?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
May 24 2009, 11:32 PM
პოსტი
#198
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე ვფიქრობ , ამ თემაში გარჩევები ოFF-ებად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ლექსიდან ამონარიდები არ არის საკმარისი.
|
თამარი_ცქნაფო |
May 25 2009, 12:58 AM
პოსტი
#199
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე ვფიქრობ , ამ თემაში გარჩევები ოFF-ებად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ლექსიდან ამონარიდები არ არის საკმარისი. რასაკვირველია -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
May 25 2009, 04:10 AM
პოსტი
#200
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კი ნანა, ნამდვილად არაა საკმარისი მარტო ამონარიდები, მაგრამ ამონარიდებს აქვთ თავისი ადგილი და ეს ადგილი აქაა, გარჩევებს სხვა ადგილი და ის თემაც არსებობს.
მე-9 გვერდამდე ასე იყო, მე ამისათვის გავხსენი თემა ხოლო საკამათო თემა არსებობს: "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელება გარჩევებისა და კამათებისა აქ უნდა მოხდეს ციტატა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი