IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული კანონიკური საგალობლები
LEXO_931
პოსტი Jun 12 2009, 10:28 AM
პოსტი #141


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 9-June 09
წევრი № 7,100



xalxo dzalian minda samgvdeltmtavro sqagaloblebi.. ixarebs suli sheni ,grdzeli ispoola (ogond ara patriarqis) da ase shemdeg...

da davitarca ogond ara palaiashvilis damushavebuli.kanonikuri minda
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 12 2009, 10:31 AM
პოსტი #142


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ციტატა(ვეშაპო @ Jun 12 2009, 02:13 AM) *
tinatin*

წმიდათა თანა განუსვენე - აღმოსავლეთის სკოლა (კარბელაანთ კილო, ქართლ-კახური გალობა)

სულთა თანა - გელათის სკოლა

ვგოდებ და ვიგლოვ - შემოქმედის სკოლა (გურული გალობა)

განუსვენე, უფალო - გელათის სკოლა

შეიწყალე მონა ესე შენი - გელათის სკოლა

კურთხეულ ხარ შენ, უფალო - გელათის სკოლა



ვეშაპო
ამ საგალობლების ნოტების შევნა სად შეიძლება?


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 12 2009, 12:17 PM
პოსტი #143


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



mariami-k
ციტატა
ამ საგალობლების ნოტების შევნა სად შეიძლება?

წმიდათა თანა განუსვენე და წმიდაო ღმერტო - ქართლ-კახური ცისკრის ნოტებშია, რომელიც თავად კარბელაშვილმა გამოსცა.


სულთა თანა, განუსვენე უფალო, შეიწყალე მონა ესე შენი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო - ქორიძის გამოცემულ მიცვალებულის და მღვდლად კურთხევის პარტიტურაშია

მგალობლებს აქვთ და შეგიძლია გადაბეჭდო.

ვგოდებ და ვიგლოვ არ ვიცი, რომელ ნოტებშია. მაგრამ არის.
ანჩისხატში შეგიძლია მიხვიდე და დათო შუღლიაშვილს უნდა ქონდეს.
მე თუ ვიშოვე მანამდე, PM-ში გამოგიგზავნი PDF ნოტებს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 12 2009, 12:40 PM
პოსტი #144


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



იცი რომელ წიგნში წერია მარი?
აი პატარა გელათის სკოლის წიგნები რომ არის გამოსული ყვითლები, სულ პატარები ხომ იცი აი იქ წერია.

ოღონდ სუყველა არა. ვგოდებ და ვიგლოვ არაა, შეიწყალე მონა შენიც არაა გონი მარა იქ წერია რა 3 თუ 4 საგალობელი სულთათანა წმინდათანაგანუსვენე და რაღაცეები არის რა. ჯვრისწერის საგალობლებიცაა ესაია მხიარულ და შენ ხარ ვენახი.

ერქვანიძის გამოცემულ 5 ტომეულში როგირც ვიცი არაა არსად. sad.gif

არადა ყველაზე ხშირად მაგას ამღერებენ ხოლმე იმ რაღაც უაზრო სიონურ მელოდიაზე გაწყობილს. ყველაზე ხშირად მაგ საგალობლებს გალობენ ხოლმე არაკანონიკურს სტატისტიკურად გონი. sad.gif ჩვენც ისე ვგალობთ ვერ ჩავუჯექით ერთი რო გავაკეთოთ სულ გვინდა და ვერ მოვაბით თავი.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 12 2009, 02:20 PM
პოსტი #145


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ვეშაპო
ციტატა
წმიდათა თანა განუსვენე და წმიდაო ღმერტო - ქართლ-კახური ცისკრის ნოტებშია, რომელიც თავად კარბელაშვილმა გამოსცა.


სულთა თანა, განუსვენე უფალო, შეიწყალე მონა ესე შენი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო - ქორიძის გამოცემულ მიცვალებულის და მღვდლად კურთხევის პარტიტურაშია

მგალობლებს აქვთ და შეგიძლია გადაბეჭდო.

ვგოდებ და ვიგლოვ არ ვიცი, რომელ ნოტებშია. მაგრამ არის.
ანჩისხატში შეგიძლია მიხვიდე და დათო შუღლიაშვილს უნდა ქონდეს.
მე თუ ვიშოვე მანამდე, PM-ში გამოგიგზავნი PDF ნოტებს.


მადლობა

უჩა
ციტატა
იცი რომელ წიგნში წერია მარი?


აი პატარა გელათის სკოლის წიგნები რომ არის გამოსული ყვითლები, სულ პატარები ხომ იცი აი იქ წერია.

ეგ წიგნი მაქვს. smile.gif მაგრამ ყველა არ არის იქ.
ციტატა
არადა ყველაზე ხშირად მაგას ამღერებენ ხოლმე იმ რაღაც უაზრო სიონურ მელოდიაზე გაწყობილს. ყველაზე ხშირად მაგ საგალობლებს გალობენ ხოლმე არაკანონიკურს სტატისტიკურად გონი. ჩვენც ისე ვგალობთ ვერ ჩავუჯექით ერთი რო გავაკეთოთ სულ გვინდა და ვერ მოვაბით თავი.

ხო, ჩვენც ასე ვართ და ამიტომ მინდა რომ შევცვალოთ. მე კი ვიშოვი ნოტებს, მაგრამ ჩემი რეგენტი რამდენად მოინდმებს შეცვლას არ ვიცი. sad.gif მონასტრებში მაინც ვასწავლი. smile.gif ყველაზე საშინელება ის არის, რომ ზოგჯერ სადმე ახალ რამეს რომ ვაკეთებთ გამოიდან სასულიერო პირები და გვეუბნებიან რომ ძველი იგალობეთო. sad.gif

უჩა
ციტატა
ერქვანიძის გამოცემულ 5 ტომეულში როგირც ვიცი არაა არსად.

ისე კარგი იქნებოდა ცალკე ტომი, სადაც სულ ასეთი მსახურებები იქნებოდა. ჯვრისწერა, ნათლობა, მღვლად კურთხევა, მონაზვნად კურთხევა, პარაკლისი, წესის აგება და ა.შ.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 12 2009, 05:14 PM
პოსტი #146


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
ყველაზე საშინელება ის არის, რომ ზოგჯერ სადმე ახალ რამეს რომ ვაკეთებთ გამოიდან სასულიერო პირები და გვეუბნებიან რომ ძველი იგალობეთო


ხო მაგ ყველგან მასეა. თან ეს ახალი საგალობლები საკმაოდ გრძელი გამოდის და მაინც თავიდან დანერგვა ძნელია რა.

მარა მაგ ჩვენთან პრობლემა არაა მეუფის კურთხევაა პირდაპირ და დიდ ყურადღებას აქცევს თან. მამაოსაც რომ ავუხსნით ხოლმე სიტყვაციას კანონიკურთან და არაკანონიკურთან დაკავშირებით პირიკით უხარია ხოლმე. smile.gif

საერთოდ კარგად გამართული ღვთისმსახურება თავიდან ბოლომდე ძალიოან დიდი რამეა რა.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 12 2009, 09:56 PM
პოსტი #147


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



უჩა
ციტატა
მარა მაგ ჩვენთან პრობლემა არაა მეუფის კურთხევაა პირდაპირ და დიდ ყურადღებას აქცევს თან. მამაოსაც რომ ავუხსნით ხოლმე სიტყვაციას კანონიკურთან და არაკანონიკურთან დაკავშირებით პირიკით უხარია ხოლმე.

მეუფის მსახურებაზე ჩვენთანაც ასეა, მაგრამ წესის აგებაზე და პანაშვიდებზე მეუფე ხომ არ არის? მამებს კი ძველი საგალობლები ურჩევნიათ. ზოგი არც მოგისმენს, საკურთხევლიდანვე გამოგძახებს, რომ რამხელა საგალობელს გალობო.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEXO_931
პოსტი Jun 13 2009, 02:15 PM
პოსტი #148


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 9-June 09
წევრი № 7,100



ციტატა(mariami-k @ Jun 12 2009, 10:56 PM) *

უჩა

მეუფის მსახურებაზე ჩვენთანაც ასეა, მაგრამ წესის აგებაზე და პანაშვიდებზე მეუფე ხომ არ არის? მამებს კი ძველი საგალობლები ურჩევნიათ. ზოგი არც მოგისმენს, საკურთხევლიდანვე გამოგძახებს, რომ რამხელა საგალობელს გალობო.



ჩემთან კიდე კაი ეგ პრობლემა არაა..მამაოს თვითონვე უყვარს და საკურთხევლიდან გვყვებაა..სამაგიეროდ ხალხს ვერ შეაგნებინებ...მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..ეს ხო ხალხისთვის მოსაწონი უნდა იყოსო...სამწუხაროა რო მრევლი ჯერ კიდე იმ წასიმღერო საგალობლების გავლენის ქვეშაა...იმედია მალე შეეჩვევიან ნამდვილ ქართულ გალობას რომელსაც ნამდვილად არაფერი შეედრება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 13 2009, 02:53 PM
პოსტი #149


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
ჩემთან კიდე კაი ეგ პრობლემა არაა..მამაოს თვითონვე უყვარს და საკურთხევლიდან გვყვებაა..სამაგიეროდ ხალხს ვერ შეაგნებინებ...მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..ეს ხო ხალხისთვის მოსაწონი უნდა იყოსო...სამწუხაროა რო მრევლი ჯერ კიდე იმ წასიმღერო საგალობლების გავლენის ქვეშაა...იმედია მალე შეეჩვევიან ნამდვილ ქართულ გალობას რომელსაც ნამდვილად არაფერი შეედრება


კი ხალხიც ცუდად ღებულობს ხოლმე ხანდახან რა.

მარა რავიცი ჩვენთან არაა პრობლემა. თავიდან ჭირს რომ მიაჩვიო რა და მერე უკვე ყურში როცა აქვთ სიამოვნებთ კიდეც.

ჩვენ ყველაფერს კანონიკურს ვაკეთებთ მარტო მაგ პანაშვიდის საგალობლები არ ვიცით. სხვათაშორის მაგ რაოდენთა ქრისტესმიერი მაგრად მოწონს ხალხს ჩვენთან.

ეხლა ტროპრებსაც და ძლისპირებსაც ვცდილობთ რომ დღესასწაულებზე ხმებში ვიგალობოთ აი 2 ტომიდან.

უნდა მიაჩვიო რა ხალხის ყური ნელნელა და მერე მოწონთ ხოლმე მაგრად. smile.gif



--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 13 2009, 03:56 PM
პოსტი #150


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



უჩა
ციტატა
ჩვენ ყველაფერს კანონიკურს ვაკეთებთ მარტო მაგ პანაშვიდის საგალობლები არ ვიცით. სხვათაშორის მაგ რაოდენთა ქრისტესმიერი მაგრად მოწონს ხალხს ჩვენთან.

ჩვენც ასე ვართ ზუსტად. smile.gif
ციტატა
ეხლა ტროპრებსაც და ძლისპირებსაც ვცდილობთ რომ დღესასწაულებზე ხმებში ვიგალობოთ აი 2 ტომიდან.

ჩვენ დიდი ხანია უკევ ყველა დღესასწულსის საგალობლებს მაგ ტომიდან ვსწავლობთ. რთულიც არ არის, სასაწავლადაც ადვილია და მოსასმენადაც სასიამოვნო. smile.gif

ასევე წელს პირველად აღსგომის დღესასწაულზე, ყველა სძლისპირი IV ტომიდან ვიგალობეთ, ასევე შესვლადი და ყველა საგალობელი. ძალიან კარგი მოსასმები იყო მსახურება. აქამდეც ვგალობდით მაგრამ რამოდენიმეს, ეხლა კი სრულად ვიგალობეთ.



LEXO_931
ციტატა
მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..

ძალიან ცუდია, ყური მისაჩვევია, მერე აღარ ექნებათ ასეთი რეაქცია. ისე ლამაზი საგალობელია და ძალიან მიყვარს. smile.gif



იცით რას ვარ დაკვირვებული? ე.წ. სიონურ საგალობლებს რომ გალობენ მრევლის ნაწილი ტირის, გული უჩუყდებათ და ეს ხდება არა ტექსტის და სინანულის განცდის გამო, არამედ მელოდიისგან. რომ კითხო რა ტექსტს გალობდნენო, ვერ გიპასუხებენ. biggrin.gif biggrin.gif ქართულ კანონიკურ საგალობლებში კი პირველ ადგილზე ტექსტი დგას და ეს ასეც უნდა იყოს.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Jun 13 2009, 08:13 PM
პოსტი #151


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



ციტატა(mariami-k @ Jun 13 2009, 04:56 PM) *


იცით რას ვარ დაკვირვებული? ე.წ. სიონურ საგალობლებს რომ გალობენ მრევლის ნაწილი ტირის, გული უჩუყდებათ და ეს ხდება არა ტექსტის და სინანულის განცდის გამო, არამედ მელოდიისგან. რომ კითხო რა ტექსტს გალობდნენო, ვერ გიპასუხებენ. biggrin.gif biggrin.gif ქართულ კანონიკურ საგალობლებში კი პირველ ადგილზე ტექსტი დგას და ეს ასეც უნდა იყოს.



100%-იანი ხარ რა! ზუსტად ეგრეა! ისე კარგი იქნებოდა თუ დროდადრო დაიგეგმებოდა ნელი მსახურებები, რაც საგალობლების ჩვეულებრივ ტემპში გალობით იქნებოდა გამოწვეული. sad.gif ეს ჩემი ნატვრაა smile.gif


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 9 2009, 01:08 PM
პოსტი #152


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



სულთმოფენობის ტროპარი მინდა და ვინ დამაკვალიანებს?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jul 9 2009, 01:50 PM
პოსტი #153


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



თამარი_ცქნაფო

ციტატა
სულთმოფენობის ტროპარი მინდა და ვინ დამაკვალიანებს?


სულთმოფენობის ტროპარი - "კურთხეულ ხარ შენ"


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
foti
პოსტი Aug 6 2009, 06:08 PM
პოსტი #154


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 6-August 09
წევრი № 7,349



მშვიდობა,
მე ვარ ავთანდილ ზუმბაძე,
პოსტი ეხება საეკლესიო გალობას;
არ ვუპასუხებ ანჩისხატის გუნდის ვიღაც მ ო მ ღ ე რ ა ლ ს,
ვსვამ ორიოდე კითხვას:

1. წმინდა სინოდი განაჩინებს ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობის შეცვლას ნახევარი წლის განმავლობაში.
- ყურადღება გაამახვილეთ *ეგრეთ წოდებული* .......ბიზანტიური და არა ბიზანტიური

2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.


--------------------
+უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 6 2009, 06:30 PM
პოსტი #155


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



foti
ციტატა
1. წმინდა სინოდი განაჩინებს ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობის შეცვლას ნახევარი წლის განმავლობაში.
- ყურადღება გაამახვილეთ *ეგრეთ წოდებული* .......ბიზანტიური და არა ბიზანტიური

ეს კითხვა არ არის. თუ კითხვა გაქვთ, გისმენთ.

ციტატა
2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.

სინოდის განჩინება ეხება გალობის ჩანაცვლებას, ანუ იმას, რომ ზემოდასახელებული გალობები, როგორც შესასრულებლად სავალდებულო გალობები, ამოღებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე შესრულებული ღმრთისმსახურების დროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაზე, ხოლო მის ნაცვლად შესრულდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).

ამასთან, გამონაკლისის სახით, ცალკეული საგალობლის მოსმენა (სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიღებული მელოდიებითა და არანჟირებით), რომლის შემსრულებლებსაც არ აქვთ მასზე, როგორც ერთადერთ დასაშვებ საგალობელზე პრეტენზია, შესაძლებელია. შესაბამისად, ვერც მღვდელმთავრებს შეზღუდავს კანონიკური სამართალი, მოუსმინონ ასეთ საგალობლებს.

პატივისცემით,


დავით ჩიკვაიძე
კანონიკური სამართლის დოქტორანტი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 6 2009, 06:46 PM
პოსტი #156


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



კანონისტმა ისე კარგად და დალაგებულად გასცა პასუხი რომ ჩემი პოსტი საჭიროდ აღარ ჩავთვალე და ამოვშალე.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
foti
პოსტი Aug 6 2009, 08:56 PM
პოსტი #157


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 6-August 09
წევრი № 7,349



2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.

სინოდის განჩინება ეხება გალობის ჩანაცვლებას, ანუ იმას, რომ ზემოდასახელებული გალობები, როგორც შესასრულებლად სავალდებულო გალობები, ამოღებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე შესრულებული ღმრთისმსახურების დროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაზე, ხოლო მის ნაცვლად შესრულდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).

ამასთან, გამონაკლისის სახით, ცალკეული საგალობლის მოსმენა (სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიღებული მელოდიებითა და არანჟირებით), რომლის შემსრულებლებსაც არ აქვთ მასზე, როგორც ერთადერთ დასაშვებ საგალობელზე პრეტენზია, შესაძლებელია. შესაბამისად, ვერც მღვდელმთავრებს შეზღუდავს კანონიკური სამართალი, მოუსმინონ ასეთ საგალობლებს.

პატივისცემით,


დავით ჩიკვაიძე
კანონიკური სამართლის დოქტორანტი

კანონისტს ვთხოვ:

1. გასცეს კითხვას პასუხი და საეკლესიო სამართალზე საჭიროების შემთხვევაში ისაუბროს

2. დაასახელოს წყარო/დოკუმენტი რომლის მიხედვითაც: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილია სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა. ციტატა: "..... საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).

3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/.

4. ახსნას, თუ რატომ ისმენენ ევროპულ ე.წ გალობას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერის შემდეგ.


ასევე განმარტოს, თუ რომელი კანონიკური სამართლის დოქტორანტს წარმოადგენს - საეკლესიო, თუ იურიდიული?




რადგან, თუ კანონისტი - დავით ჩიკვაიძე /და არა მარტო იგი/ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკური სამართლის დოქტორანტს მოცემულ შემთხვევაში მას პასუხის გაცემა მოუწევს საეკლესიო სამართლით თითოეულ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე /რა ტქმა უნდა საჩიროების შემთხვევაში/


--------------------
+უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
foti
პოსტი Aug 6 2009, 11:15 PM
პოსტი #158


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 6-August 09
წევრი № 7,349



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

18 აგვისტო, 2003 წელი, ურბნისის საკათედრო ტაძარი

...........
წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ............

წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

- აღნიშნულ განჩინებას ხელს აწერენ - ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/ (და სხვა მღვდელმთავრები, თუმცა ამ ორ მეუფეს გამოვყოფ მათი აქტიურობის გამო გალობის სფეროში)

კითხვა:

რატომ ისმენენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერით დაგმობილ ე.წ ევროპულ გალობას, (ევროპული სიმღერებისა და არიების შესრულების ადგილები - სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და ა.შ.)

კითხვას პასუხი გასცენ კომპეტენტურმა ადამიანებმა



--------------------
+უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 6 2009, 11:37 PM
პოსტი #159


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



foti
ციტატა
რატომ ისმენენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერით დაგმობილ ე.წ ევროპულ გალობას, (ევროპული სიმღერებისა და არიების შესრულების ადგილები - სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და ა.შ.)


მეუფე დავითი თვითონ სადაც მსახურობს ანუ ალავერდის საკათედრო ტაძარს ვგულისხმობ იქ გალობს ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდი რომელიც კართლ-კახური სკოლის საგალობლებს გალობენ და ერთ ერთი საუკეთესო შემსრულებლები არიან ამ სკოლის საგალობლების.
ასევე მათგან გამიგონია რომ მეუფე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქართულ ტრადიციულ საეკლესიო გალობას, დიდ ყურადღებას აქცევს მგალობლებსაც და საერთოდ ზოგადად ქართულ გალობას და სიმღერას.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 7 2009, 10:59 AM
პოსტი #160


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



foti
ციტატა
1. გასცეს კითხვას პასუხი და საეკლესიო სამართალზე საჭიროების შემთხვევაში ისაუბროს

ეს ვერ გავიგე.

ციტატა
2. დაასახელოს წყარო/დოკუმენტი რომლის მიხედვითაც: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილია სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა. ციტატა: "..... საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).

1. წმ. სინოდის განჩინების სისწორის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ჩანაწერი
ციტატა
აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა.

კანონიკურად ითვლება მართებულად, ვიდრე არ დამტკიცდება საპირისპირო. ასე რომ, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, თავად უნდა მოიტანოთ დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ სამხმიანი გალობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ან აკრძალა, ან გააუქმა ან დაუშვებლად გამოაცხადა. იმედია, მოგეპოვებათ მსგავსი რამე და გელოდებით.
2. ამასთან, წმ. სინოდის ზემოხსენებული განჩინება, ისტორიული დოკუმენტების მოხმობის გარეშეც წარმოადგენს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის აუცილებლად შესასრულებელ გადაწყვეტილებას და მისი შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ იმავე სინოდს ან მსოფლიო საეკლესიო კრებას.

ციტატა
3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/.

ამ საკითხებზე მე არ ვარ კომპეტენტური და მიმართეთ შესაბამის პირებს. ისე კი, მოყვარულის დონეზე რამდენადაც ვიცი, მსგავსი რამ არსებობს.

ციტატა
4. ახსნას, თუ რატომ ისმენენ ევროპულ ე.წ გალობას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერის შემდეგ.

ამაზე პასუხი მგონი ზემოთ დავწერე.

ციტატა
ასევე განმარტოს, თუ რომელი კანონიკური სამართლის დოქტორანტს წარმოადგენს - საეკლესიო, თუ იურიდიული?

ასე "დალაგებულად" თუ იცით საეკლესიო გალობაც, მაშინ კარგად ყოფილა თქვენი საქმე. იქნებ, ჩვეულებრივი ადამიანისათვის გასაგებად ამიხსნათ რა გაინტერესებთ, ასევე რამდენი კანონიკური სამართალი გაგიგიათ, რომ მათგან ის "ამოვარჩიო", რომელიც მე ვიცი თურმე.....

და კიდევ ერთი, მბრძანებლურ ტონს ცოტა მოუკელით და არგუმენტებს მოუმატეთ. თქვენი მგონი არავის ეშინია აქ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 01:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი