IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
mekaje
პოსტი Jan 5 2009, 01:55 PM
პოსტი #181


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



თაფლის სანთელივით ჩაილია მზე მთების იქით,
დადგა სამწუხრო ნათელი მხიარული,
მე ვდგავარ მთაზე, უფლის მთაზე, საყდრის გვერდით,
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, შემოქმედო ცისა და ქვეყნის.
ეს ერთი ლექსი დავწერე, მაგრამ მგონი მოთხრობას უფრო ჰგავს. biggrin.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jan 16 2009, 07:14 PM
პოსტი #182


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ესეც ახალი, სუულ, სულ ახალი smile.gif

მარტი - ქალი

შუა დღის მზეზე
კატასავით
ნებივრობს მარტი.
გვერდს რომ ჩაუვლი
გაუღიმე,
ქალია მაინც...

(არ აირიოს,
რა იცი რა ეპრიანება.)


ენძელები ხელისგულებზე

მზეს მივაფიცხე
ნაზამთრალი
მკრთალი ხელები,
რომ ენძელები
ამიყვავდნენ
ხელისგულებზე...


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Jan 20 2009, 07:56 PM
პოსტი #183


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



მე დღეს მომინდა, გიჩურჩულო ჩუმი ფიქრები
და შენ გაგანდო, არუთქმელი გულის დარდები
ამ ურითმობით დაბნეულმა, მორცხვმა სიტყვებმა
იქნებ შეძლოს და გამოხატოს ჩემი გრძნობები

იცი, რომ გხედავ გულისცემა თითქოს ხშირდება
ირგვლივ სამყარო ბუნდოვანი, წამში ბრწყინდება
შენი ჭკვიანი გამოხედვა, შენი ღიმილი
არა ძვირფასო, არასოდეს არ მომწყინდება

შენახარ ჩემთვის ცისარტყელის ფერების კონა
ველთა ყვავილის სურნელება, დილის რიჟრაჟი
თოვლის ფიფქების სილამაზე, დღეთა მშვენება
და ნაზი სიოს , უხმაურო, მშვიდი ნარნარი

შენგან დამალულ, უჩვეულო სიტყვების გუნდას
არ ვიცი რატომ, რისთვის ქსოვენ ჩემი თითები
ალბათ გაუგებ ამ სიყვარულს და ამ სტრიქონებს
და უგზოუკლოდ არ ჩაივლის ჩემი განცდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 27 2009, 11:04 AM
პოსტი #184


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
კიდევ რომ გთხოვო, დადებ სხვასაც?


biggrin.gif დროდადრო ტუ რამე შემომეწერება...

ლოცვა

მაპატიე ღმერთო ჩემო
ახლართულან გზანი ჩემინი
მაპატიე შეცდომები
მაპატიე მეტად ბევრნი

და გთხოვ ისიც მაპატიე
რომ არ მოსდის ცრემლი თვალსა
არ იფიქრო არა ვწუხდე
არა ვგრძნობდე გულსა ჭვალსა
რაღა ცრემლი წამოუვა
თვალს სევდისგან გადამთვრალსა
იცი ალბათ რომ შეაშრა
წარსულისა ცეცხლის კვალსა
არ იფიქრო დავიღალე
ან მეშინის მე რამისა
განსაცდელტა კვლავ ავიტან
ტკივილებსა ვარამისა
ოღონდ მინდა ჩემთან იყო
ნათელ ვუძლო მე ღამისა
არ წახვიდე არ გამექცე
გენიასა ვარ ლამისა


შენ მიზანთა მიზანი ხარ
დანარჩენი წყალმა ნახოს
ამ სოფლისა სხვა მიზნები
ნგრევის ძალით შემოლახოს
ოღონდ ისე ნუ დამტოვებ
მარტოდ მარტო მტერმა მნახოს
და ღვთაების ხატებისგან
ბოროტება გამოხატოს

მხოლოდ ერთსა შეგაპარებ
ჩემს ნებასცა ამოვქარგავ
ქარვის ტბისა შუაგულში
მარგალიტსა რადვე ვკარგავ...

უპს

ვზრახე მაგრამ ვერა წავრთქვი
გადავმალე გულში ფიქრი
ნება ჩემი ვერა გავთქვი
ქარად ვიქეც ზეცას მივქრი...








--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jan 27 2009, 11:27 AM
პოსტი #185


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ფიქრების ბრძოლის წაგებულ ველზე
ქარი წაიღებს სისხლიან ფოთლებს,
ნეშომპალაში გადაიცვლება სულიერება
და სიბოროტე მოეხვევა სამყარის ყელზე.
გონება ჩვენი ვერ იგერიებს სასჯელის ძერას
ის თავის კლანჭებს გვიალერსებს ჩვენ შიშველ ტანზე,
ჰალსტუხით სხვაზე მიბმულა ყველა, ითხოვენ შველას
და აღარავის ახსოვს მაცხოვარი, გაკრული ჯვარზე.
ნისლიან მთების დახვეულ გზებსაც არ უჩანს ბოლო,
ბუნდოვნად გვახსოვს შავი რიჟრაჟი ჩვენ წითელ ზღვაზე,
ეკლიან გვირგვინს გამუდმებით მოელის სევდა
გონების ძერწვაც დაგვავიწყეს, ხიდი ჩანს გზაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Feb 2 2009, 07:03 PM
პოსტი #186


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ცა მშვიდობისა

ცა მშვიდობისა ქალბატონო
დიახ, დილაა,
მზემ ისევ ურცხვად
შემომისწრო
თქვენს ყურებაში,
შემომატანა ფანჯრებიდან...
თქვენს სახეს ვხედავ,
ვხედავ ღიმილი როგორ დარბის
ტუჩიდან თვალზე
თვალიდან ტუჩზე
და მეც ვიღიმი.

ცა მშვიდობისა,
დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,
უკვე განვდევნე
ყველა ღრუბელი, ყველა ლაქა
მოვწმინდე მზესაც
და დედამიწას სიყვარული გადავაფინე.

ხომ არ შეგცივდათ?
ღია სარკმელს სიო აწვება
(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)
შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?
მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებს
და შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.

ცა მშვიდობისა ქალბატონო,
ცა მშვიდობისა,
დიახ დილაა,
მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Feb 8 2009, 12:54 AM
პოსტი #187


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



xevsuri

ესა მინდი, ეს ლექსი რატომ არ დადე, როგორ მიყვარს ...

wub.gif

მოდი

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი
ნაადრევი გაზაფხულია და
ცას უნდა შევეკრა - მზისთვის;

მოდი,
მიწის პირველი ბელტები
რომლებსაც ერთად გავაფხვიერებთ
და ყამირიდან
ვაქცევთ საკვებად,
ფეხქვეშ იძვრის და სადაცაა ჩაიქცევა,
უშენობით...

მოდი,
მოდი სანამ გადალახა გაზაფხული
მზემ,
მერე გვიან იქნება და
ვეღარ დამწიფდება სიყვარული,
ქარს-
ვეღარ გადავიტანთ ჩვენ
და ქვე...

შემაშველე ხელი
სიყვარულით,
სანამ სიამაყე
აგიკრძალავს,
ჩამოჯექი სადმე ხის ჩრდილოში,
კალთა დაიფერთხე,
მადიანად -
გადაიკისკისე - მე რომ მიყვარს,
ცად რომ არწივები ჩაიფრენენ,
ჩამოგიჯდები და
ყელის სრუტეს...

გინახავს თოლიების გადაფრენა?
წყვილ-წყვილ რომ მიდიან ტაძრებისკენ;

ცაში აგიშენებ ბეთანიას,
ფრესკებს ცისარტყელით მოვუხატავ...

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი,

სანამ, გადალახა გაზაფხული
მზემ.


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Feb 9 2009, 08:41 PM
პოსტი #188


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



nini1
მაგის დაწერის მერე მგონი არ ვყოფილვარ აქეთ wub.gif kiss1.gif


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 2 2009, 05:37 PM
პოსტი #189


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ესეც ჩემი ლექსი smile.gif


მონანიება

წამები წუთებს მისდევდა უკან
და გადიოდა წლები მრავალი
ტანჯული კაცი ტაძარს მიადგა
მრავალი ბოროტი გზებით ნავალი.

მან შეაბიჯა ტაძრის ეზოში
და გაიგონა გალობა ტკბილი
ცოტა ხნით შედგა, თავი დახარა
გული გაუხდა საოცრად თბილი

ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა
გული აჩქარდა ემოციაში
კითხვა დაუსვა საკუთარ სინდისს
შეესვლებოდა ეკლესიაში?

უფლის იმედი არ დაუკარგავს
არ დაუკარგავს სასო ცხონების
შუა ტაძარში მუხლზე დაეცა
დაიწყო მოყოლა მისი ცხოვრების.

ღმერთო, უფალო იესო ქრისტე
შემინდე ჩემი შეცოდებანი
გადაარჩინე სული უღირსი
შემინდე ჩემი ყოველი ბრალი

ნუ განმსჯი ღმერთო რაც ჩავიდინე
ნუ გადამაგდებ სიკვდილის ხრამში
ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ეშმაკებს
მაწამონ ცოდვილი უკუნ საფლავში.

შენებრ შემინდე ქრისტე იესო
მომეც ადგილი ცხოვრების ნავში
მეც მაზიარე სინათლეს შენსას
მეც მიწილადე სიცოცხლე დარში.

სიცოცხლის სინათლე გაბრწყინდა მის წინ
ჟრუანტელს უვლის საწყალ კაცს ტანში
ღმერთმა შეუნდო მისი ცოდვები
რაც ჩაედინა მის ცხოვრებაში

კაცმა თვალები მშვიდად დახუჭა
და მიაბარა სული მაღალ ღმერთს
სახე გაბრწყინდა სიხარულისგან
მისი არსება ცხოვრებას არ წყვეტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 4 2009, 12:30 PM
პოსტი #190


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 12:36 AM) *

***
არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ.

სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება.
გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება.

კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ.
და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ.

არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ.

1997

rolleyes.gif
არც მე ვარ, დაკა ხელი!
სანამ ტაფაა ცხელი,
დააკარ ხაჭაპურები,
არ ჩამოყარო ყურები!

სენატს ანებე თავი,
დროზე მოხარშე ფლავი!
ძმა მოგივიდა მშიერი,
სახეზე მგლის აქვს იერი.

თუ არ მოუსწრებ რამეს,
გარეთ გაათევს ღამეს,
ცხელ გულზე ღვინოს დალევს,
ცხოვრებას სმაში გალევს. IPB-ს სურათი

გული ატკინა ქალამ,
დაჯაბნა ტრფობის ძალამ,
შენ გაუკეთე გული,
პერიოდი აქვს რთული!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 4 2009, 03:15 PM
პოსტი #191


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



M.M.

გზა არის გრძელი, ტბა არის კუსი,
მე არ მაშინებს ოსი და რუსი!

თუკი მიდიან გლახა და სიდი,
წასვლის სურვილი მეცა მაქვს დიდი.

დაწერეთ ზუსტად საათი, წუთი,
თუ დაგვჭირდება რამე მაყუთი?

friends.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 4 2009, 09:15 PM
პოსტი #192


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(M.M. @ Jul 4 2009, 10:30 AM) *

არც მე ვარ, დაკა ხელი!
სანამ ტაფაა ცხელი,
დააკარ ხაჭაპურები,
არ ჩამოყარო ყურები!

სენატს ანებე თავი,
დროზე მოხარშე ფლავი!
ძმა მოგივიდა მშიერი,
სახეზე მგლის აქვს იერი.

თუ არ მოუსწრებ რამეს,
გარეთ გაათევს ღამეს,
ცხელ გულზე ღვინოს დალევს,
ცხოვრებას სმაში გალევს. IPB-ს სურათი

გული ატკინა ქალამ,
დაჯაბნა ტრფობის ძალამ,
შენ გაუკეთე გული,
პერიოდი აქვს რთული!



მიშა რას მერჩი ერთი?
შენ არ გაგიწყრეს ღმერთი!
" ხაჭაპურიო ქეთი -"
კიდევ რა გინდა მეტი? tongue.gif
აქ ნუ გამოხვალ ცეტი,
მე და შენ სხვა გვაქვს "ცვეტი". cool.gif
თავს დამახვიე რეტი,
არ გამინელე "ნეტი".
ხაჭაპურ იყოს მერე,
დღეს სულ ეს დაგიწერე. 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 5 2009, 11:11 AM
პოსტი #193


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Jul 4 2009, 09:15 PM) *

მიშა რას მერჩი ერთი?
შენ არ გაგიწყრეს ღმერთი!
" ხაჭაპურიო ქეთი -"
კიდევ რა გინდა მეტი? tongue.gif
აქ ნუ გამოხვალ ცეტი,
მე და შენ სხვა გვაქვს "ცვეტი". cool.gif
თავს დამახვიე რეტი,
არ გამინელე "ნეტი".
ხაჭაპურ იყოს მერე,
დღეს სულ ეს დაგიწერე. 2kiss.gif
"მერე, მერეთი" გამიხმა კუჭი,
შენი იმედი აღმოჩნდა ფუჭი.
ცეტი ვარ, მერე რა მოხდა?
ვალს აღარ უნდა, რა, მოხდა?
ან მიპასუხებ მალე,
ან მოგაკითხავ ხვალე!
სკოჩს გადაგაკრავ პირზე,
დაგდებ მანქანის ძირზე,
მაინც მსუბუქი ხარ თან...
დაგტოვებ ვახოს კართან tongue.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 6 2009, 01:34 PM
პოსტი #194


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
სულ, ხაჭო ხაჭაპურიო,
არ შევიბერტყე ყურიო. whistling.gif
მარხვას ვერ ვიდებ ვალადა,
გინდა, გაჭამო სალათა?... tongue.gif biggrin.gif
მარა, არ შეჭამ ვიცია,
არ უნდა მაგას ფიცია.
მით არ გეძახი სტუმრადა,
რომ არ დამირჩე უბრადა.
მარხვა გავიდეს მალეო,
ხაჭაპურ გაჭმევ ხვალეო. rolleyes.gif
ხვალე დადგება არაო, tongue.gif
პირობა დავდე ჩარაო. biggrin.gif
პ.ს. ეხსენ სიტყვათა ტრიალსა
და ჩემსა გულის ტრფიალსა! biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 6 2009, 02:26 PM
პოსტი #195


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



''სალაღობომ'' ვერ დაგიტიათ ხომ? biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 8 2009, 11:03 AM
პოსტი #196


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Jul 6 2009, 01:34 PM) *

M.M.
სულ, ხაჭო ხაჭაპურიო,
არ შევიბერტყე ყურიო. whistling.gif
მარხვას ვერ ვიდებ ვალადა,
გინდა, გაჭამო სალათა?... tongue.gif biggrin.gif
შენ ოღონდ ჩამო, თუ გინდა
ცივ მჭადზე გადამატარე!
ხომ ხედავ, ჩატში რომ არ ხარ,
საწერად სად არ მატარე.

მოდერიც შემოცუნცულდა,
აქ რა ამბები არიო...
ძლივს აღებული ვით დავდო
ეს ჩემი კალმისტარიო?


ციტატა
პ.ს. ეხსენ სიტყვათა ტრიალსა
და ჩემსა გულის ტრფიალსა! biggrin.gif
მაგ გულის ტრფიალს დაგითრობ,
ვეღარ აგნებდეს ბინასა!
ეჰ, ნეტავ როდის გიმღერებთ
ქორწილში "ჯვარი წინასა"...


ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 6 2009, 02:26 PM) *

''სალაღობომ'' ვერ დაგიტიათ ხომ? biggrin.gif
თამარს ვაქებდეთ ცქნაფოსა,
სოკოს აკეთეს კარგსაო smile.gif
რა ვუყოთ, განვითარება
უნდა კაფიის დარგსაო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 8 2009, 12:03 PM
პოსტი #197


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



დღევანდელი განწყობის ლექსი

ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
აისს ბღუჯა ალუბლები
კიდია,
ცისა და მიწის, სადღაც...
დასალიერზე,
ჰორიზონტი ყვავის
როგორც ლილია.
მე კი ჩამწყდა...
არა... უფრო მეტკინა,
გაზაფხული ხელებიდან
დამისხლტა,
კაბა, ასე ძალიან
რომ მიყვარდა,
ტანზე იის კონასავით
ჩამიჭკნა...
ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
წამწამს სველი სიმარტოვე
კიდია,
იღიმება ყინწვისის
ანგელოზი,
თუ ჩემსავით ისიც
მოწყენილია?!


პეპელა

მზე ჩაშლილი ნაწნავივით
მინდორს მკერდზე ეფინა.
ბინდდებოდა.
-რად ატირდი,
რამე ხომ არ გეწყინა?
-თვალში რაღაც ჩამივარდა...
(თავს იმართლებს პეპელა)
და ცრემლებში ჩამავალი
მზე მთლიანად ეტევა.


თენდება

თენდება.
ბაღში მტრედისფერი
ღუღუნებს დილა
და იქვე ახლოს ,
თეთრ პერანგში
ყვინთავს ტყემალი,
-ღრუბლებო,
ცოტა მიწილადეთ
ცისფერი ფთილა,
არ შემიცივდეს,
ტყემალს მხრებზე
შემოვაფარო.
თენდება.


* * *

ენძელამ თოვლიდან
თავი დაიძვრინა,
ფიფქი დაიბერტყა
ხასხასა კალთიდან,
ირგვლივ გაიხედა...
გათვალიერა...და,
რომ ვერ დაგინახა
ბავშვივით ატირდა!


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 8 2009, 02:46 PM
პოსტი #198


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ეძღვნება... თვითონ იცის, ვისაც ეძღვნება

თაფლისა გაქვს ლოყა,
ოქროსი გაქვს გული,
თან ბავშვი ხარ, თანაც
ქალი მოწიფული.

შენ რომ გხედავ, მაშინ
ხარობს ჩემი სული.
ყოველდღე მატულობს
ჩემი სიყვარული.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jul 8 2009, 11:14 PM
პოსტი #199


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა(xevsuri @ Feb 2 2009, 08:03 PM) *

ცა მშვიდობისა

ცა მშვიდობისა ქალბატონო
დიახ, დილაა,
მზემ ისევ ურცხვად
შემომისწრო
თქვენს ყურებაში,
შემომატანა ფანჯრებიდან...
თქვენს სახეს ვხედავ,
ვხედავ ღიმილი როგორ დარბის
ტუჩიდან თვალზე
თვალიდან ტუჩზე
და მეც ვიღიმი.

ცა მშვიდობისა,
დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,
უკვე განვდევნე
ყველა ღრუბელი, ყველა ლაქა
მოვწმინდე მზესაც
და დედამიწას სიყვარული გადავაფინე.

ხომ არ შეგცივდათ?
ღია სარკმელს სიო აწვება
(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)
შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?
მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებს
და შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.

ცა მშვიდობისა ქალბატონო,
ცა მშვიდობისა,
დიახ დილაა,
მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.



უუულამაზესიი და უუუორიგინალურესიააა wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 10 2009, 01:46 PM
პოსტი #200


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



neo

უდაოდ მდიდარი ფანტაზიის ნიჭიერი ადამიანი ხარ!
პატარა ამბავი იყო ეგა? ძლივს გავედი ბოლომდე. biggrin.gif

პ.ს. გადმოვაკოპირებ მეც კომენტარს biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 09:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი