აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
მხევალი ნინო |
Nov 20 2008, 01:45 PM
პოსტი
#781
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Adolf
ციტატა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით დაახლოებით 10 წელი მართლა ადოლფი ხარ, კარგად სეგირცევია სახელი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
*ნინო* |
Dec 25 2008, 07:44 PM
პოსტი
#782
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა, ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ, რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა. არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი, შენი ტანჯული სისხლი და ხორცი, ნიავი ვარ და მგონია გშველი, - სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი. მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად, გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს... ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - შენს გადარჩენას ვულოცავ მამას. მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა, არ დამიობლა ძმები და დები. მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები. როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი, მეც გამეხარა ამ სამზეოთი, მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“ და მამას ყელზე შემოვხვეოდი. ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან, როგორც პეპელა ყვავილში რგული, დაბადებამდე რამდენი მიკლდა, ითვლიდა ჩემი პაწია გული. ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი, ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა, შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს, მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა. თურმე ტყუილად მომიხაროდა, შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან... ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან არარაობის ჩრდილი და სევდა. რად გააწბილე ღვთის იმედები, რატომ შეშალე და გაამრუდე, ანგელოსების და პლანეტების კეთილი გათვლა და ვარაუდი? II ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ, რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს, ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე დიდების მსურველ პატარა მხარეს! ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს, შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს. მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ! მირონო, ჩემი მიწის მირონო, იმედო, რწმენავ - სულ შემენახე, სულ იარაგვე, სულ ირიონე, სულ იჯეჯილე, სულ ივენახე. - კიდევ სად არის სხვა საქართველო? ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური. - მიწაში, დედავ... და ვინ დათვალოს შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული. თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით, „ვეფხისტყაოსანს“ თუ ვერ დავწერდით, მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი... შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო, ჩხებით, აკვნებით და ბუდეებით ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!.. |
Delusion |
Dec 27 2008, 09:58 PM
პოსტი
#783
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა.
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
kato_Bato |
Dec 28 2008, 11:00 AM
პოსტი
#784
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
Delusion
ბატონო? "ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია; უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი. შვილნი ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან." ილია II 5 თვის ჩვილი, რომელიც არაერთ დედას მოუწყვეტია აბორტით, რომ დაიბადოს, ჩვეულებრივ იზრდება და ცოცხლობს.... ადამიანის მოკვლა, როდიდან არაა ცოდვა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
veriko7 |
Dec 28 2008, 01:02 PM
პოსტი
#785
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
ჩემი აზრით, მომავალი დედების ცნობიერებამდე უნდა დავიდეს ის, რომ არ გაიკეთონ აბორტი და თავიდან აიცილონ...მათი დაპატიმრება და 10 წლიანი ციხე გამოსავალი არ უნდა იყოს...
|
KAIROS |
Dec 28 2008, 01:22 PM
პოსტი
#786
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა. დელუზიონა ძამიკო, მართლა დელუზიონეს იწვევს ეგ პოსტი ( იტ. იმედგაცრუება), საქმე იმაშია, რომ მუცლის მოშლა ბიბლიაში ანუ იგივე აბორტი, მკაცრად იგმობა , რადგან ბიბლიური აზროვნება ეყრდნობა სიცოცხლის დაწყებას ჩასახვიდანვე, აი ბატონო დავიწყოთ: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5). „...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5). მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15). „განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15). ისააკს სახელი ეწოდა ჩასახვამდე: „უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს...“ (დაბ. 17, 19). იოანე ნათლისმცემელს სახელი დაბადებამდე ეწოდა: „...ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე“ (ლკ. 1, 13). უფლის ანგელოზი ხარების დროს ღვთაებრივ ყრმას სულიწმიდის მიერ მარადქალწულის საშოში მის ჩასახვამდე უწოდებს სახელს. „...და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე და უწოდი სახელი მისი იესო“ (ლკ. 1, 31). და თუკი ბიბლიაში ცხადად არის გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის წამიდან იწყება, მაშასადამე, აბორტი, ორსულობის ნებისმიერ სტადიაში მკვლელობაა. მცნება „არა კაც-კლა...“ (II სჯული 5, 17), უეჭველად, მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც ეხება. „...რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 3, 15). „თუ ვინმე კაც რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი, მკვლელის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (რიცხვთა 35, 16). „ნუ დაღვრით უბრალო სისხლს...“ (იერემ. 7, 6). „წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი...“ (II სჯ. 27, 24). ხოლო რაც შეეხება იმ ექიმებს, ვინც აბორტებს აკეთებს, მათ შესახებაც ცხადად წერია ბიბლიაში: „წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად!“ (II სჯული 27, 25). ხოლო სჯულიერ ადამიანებს მოუწოდებს წმიდა წერილი: „იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი“ (იგავნი 24, 11). შენ წარმოიდგინე ძველ აღთქმაში ნახსენები მუცლის ხელოვნური მოშლა რაღაც შემთხვევის გამოთაც კი ,მაინც განიხილება, როგორც დანაშაული: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ“ (გამოსვლ. 21, 22) და განზარახ მოშლა რაღა იქნება? აქ წაიკითხე: http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/biblia_abortze.htm იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აბე |
Jan 24 2009, 03:10 PM
პოსტი
#787
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნის წინ უკვე არსებობდა მედიცინაში სპირალის გამოყენება.... კონკრეტულად ეგვიპტეში.... ასე რომ ვერ გეტყვი იმ დროს აბორტი არ არსებობდა მეთქი... მაგრამ უნდა გავიაზროთ ადამიანებმა, რომ ყოველგვარი ღვთის დაუმორჩილებლობის გამო დავისჯებით - ეს არის მთავარი. თუ შეგიძლია მკვდარი გააცოცხლე. შენ ისიც კი არ შეგიძლია ადამიანის სხეული შექმნა მეცნიერული მეთოდებით (ზოგადად ადამიანს არ შეუძლია) ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა უმნიშვნელო დეტალი და მათ შორის უმნიშვნელოვანესი: გენეტიკა. შეგიძლია? რათქმაუნდა არა! და მისთვის სულის ჩაბერვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! მეცნიერებამ რომც შექმნას ადამიანის სხეული (თუმცა ასეთ სრულყოფილს მაინც ვერ შექმნიან ვერასდროს და უმნიშვნელო კი არა ბევრ მნიშვნელოვან დეტალსაც ვერ გაითვალისწინებენ), მას სულს ვერ ჩაბერავენ, ვერ გააცოცხლებენ. ანუ სიცოცხლის შექმნა ადამიანს არ შეუძლია! როდესაც დედის სხეულში ბავშვი ჩნდება, მას სიცოცხლეს ღმერთი აძლევს. ამიტომ ღმერთის შექმნილი არ უნდა მოვკლათ. რატომ არ წერია ბიბლიაში? ის ხომ წერია, რომ ღვთის ნებას დაემორჩილეო. არ შეიძლება ეგეთი ლოგიკა. თუ ეგრე მიუდგები, საეკლესიო კანონები ადამიანების (სასულიერო პირების) შექმნილია და არა ღმერთის, მაგრამ ისინი ხომ სახარებიდან, ღვთის სწავლებიდან გამომდინარეობენ?! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tamara |
Jan 24 2009, 07:57 PM
პოსტი
#788
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა. ჯერ ეს ნახე - და მერე თქვი ისევ, რომ ცოდვა არაა http://church.ge/index.php?showtopic=5760&st=0 |
tako@tako |
Feb 6 2009, 04:03 PM
პოსტი
#789
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
ეს რა სურათებია კაი რა მე ცუდათ ვარ ცოტა შეგელამაზებინა ერთი კვირა ვეგარ დავიძინებ ეს რა სურათებია კაი რა მე ცუდათ ვარ ცოტა შეგელამაზებინა ერთი კვირა ვეგარ დავიძინებ ნეტა ვინც ამას აკეთებს იმათ როგორ ძინავთ?ან იმ ქალს ''დედის'' დაძახებაზე რეაქცია კავს ნეტა? |
tamara |
Feb 6 2009, 05:25 PM
პოსტი
#790
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება ასეთი შემთხვევები ერთეულია. აბორტი იმის გამო, რომ ნაყოფს აქვს დეფექტი - ამის დიაგნოსტირებაც საქართველოში ჯერ კიდევ არაა მაღალ დონეზე - აბორტების აბსოლუტური უმრავლესობა კეთდება იმის გამო, რომ ან ეზარებათ ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ან არ ჰქონდათ დაგეგმილი ან კიდევ სქესი არ აწყობთ.... |
egri3 |
Feb 6 2009, 05:30 PM
პოსტი
#791
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
tamara
ციტატა რომ ან ეზარებათ ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ან არ ჰქონდათ დაგეგმილი ან კიდევ სქესი არ აწყობთ.... ეუფ. რაღაცის გამო ხდება თავისთავად, აბა? |
tamara |
Feb 6 2009, 09:06 PM
პოსტი
#792
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა რაღაცის გამო ხდება თავისთავად, აბა? და ეგ არის მკვლელობის გამართლება? |
KAIROS |
Feb 6 2009, 09:08 PM
პოსტი
#793
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კარგით ახლა ამ კამათის ამოწევა იქნება, ძლივს დაწყნარდა ფორუმი
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Feb 7 2009, 10:22 AM
პოსტი
#794
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა კარგით ახლა ამ კამათის ამოწევა იქნება, ძლივს დაწყნარდა ფორუმი დაწყნარება და მიძინება, ერთ ადგილზე გაყინვას ნიშნავს, არადა კამათით ბევრ ახას ვიგებთ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
tamara |
Feb 7 2009, 02:11 PM
პოსტი
#795
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
გახსნის დღიდან პოსტი არ გამომიტოვია წაუკითხავი,ვხედავ როგორი წინაარმდეგები ხართ ყველა და ეს მიხარია იმედია ფაქტის წინაშეც ამავეს გადაწყვეტ, ეხლა კი ერთი რამ მინდა გთხოვოთ ილოცეტ ბავშვისთვის რომლიც 99%განწირულია აბორტისთვის ორშაბათს გადაწყდება მისი ბედი გეხვეწებიტ ყველს გემუდარებიტ ილოცეტ ამ პატარა სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან გთხოვთ ილოცეტ მისი სიცოცხლისთვის ის უკვე 13 კვირისაა და პატარა ბიჭუნაა, მას მარტო უფალი ტუ გადაარჩენს ეხლა.
წინაწარ მადლობა და ილოცეტ გთხოვთ. http://forum.ge/?f=19&showtopic=33929384&st=300 დედას ნინო ჰქვია - ყველამ წაიკითხეთ ლოცვები. |
ვეშაპო |
Feb 8 2009, 03:49 PM
პოსტი
#796
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Delusion
ციტატა აბორტი ცოდვა არ არის, მის შესახებ არსად წერია ბიბლიაში, ეს შემდგომ მოიგონეს ადამიანებმა. მა, "არა კაც-ჰკლა" რაღაა? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მაშიკო |
Sep 20 2009, 01:41 AM
პოსტი
#797
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
აბორტი გაიკეთაო რომ გავიგონებ ვინმეზე ტანში ჟრუანტელი მივლის ...
საშინელი ცოდვაა... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
გიორგი |
Sep 20 2009, 01:42 AM
პოსტი
#798
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მაშიკო
ციტატა საშინელი ცოდვაა... +1 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Misha Songulashvili |
Sep 20 2009, 01:54 AM
პოსტი
#799
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ამბობენ აბორტი ცოდვააო (ანუ დანაშაული).... მაგრამ კანონი ამას არ კრძალავს... დაუბადებელს უფლებები არ გააჩნია მაგრამ როგორც ვიცი ფეხმძიმე ქალის მოკვლა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე არაორსული ქალისა და კანონიც უფრო მკაცრია (ზუსტად არ ვიცი ეს საქართველოშიც ასეა თუ არა მარა რიგ ქვეყნებში ასეა)... ეს შეუსაბამობაა!
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
likka |
Sep 20 2009, 03:35 PM
პოსტი
#800
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ამბობენ აბორტი ცოდვააო (ანუ დანაშაული).... მაგრამ კანონი ამას არ კრძალავს... დაუბადებელს უფლებები არ გააჩნია მაგრამ როგორც ვიცი ფეხმძიმე ქალის მოკვლა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე არაორსული ქალისა და კანონიც უფრო მკაცრია (ზუსტად არ ვიცი ეს საქართველოშიც ასეა თუ არა მარა რიგ ქვეყნებში ასეა)... ეს შეუსაბამობაა! რაში ხედავ შეუსაბამობას? -------------------- ეჰ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 06:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი