IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჯოჯოხეთი, მარადიული ცეცხლი...
მამფალი
პოსტი Apr 14 2007, 09:37 PM
პოსტი #21


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ეჰ მაგასთან ბრძოლა ისე რომ შეიძლებოდეს როგორიც მე ვიცი, ნამეტანი გაუჭირდებოდა მარა სადაა სულიერი ბრძოლის, სულიერად ამაღლებისთვის ბრძოლის ძალა.
ამ ფრონტზე ნამეტანი მიჭირს და შემავიწროვა. sad.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Apr 14 2007, 09:41 PM
პოსტი #22


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



mampali
მარტო ხომ არ ხარ მერე smile.gif აგერ მთელი არმია ვდგევართ შენს გვერდში შენ გვითხარი რომელ ფლანგზე გჭირდება დახმარება smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 14 2007, 09:45 PM
პოსტი #23


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ეკლესიაში ვერ თუ არ დავდივარ სიხარულით.
მგონი ეს ფლანგი თუ გაირღვა რეზერსვის იმედად ვიქნები. არადა გვარდიას ბრძოლაში არ ჩავაბამ. smile.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 14 2007, 10:31 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



mampali
ეჰ ეგეთი პრობლემები ჩვენც გვაქვს.ზოგჯერ ძლივს ვახელ თვალებს რომ ავდგე და წირვაზე წავიდე.არ ვფიქრობთ ჯოჯოხეთზე ძნელია ეშმაკთან ბრძოლა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.მაგრამ უფალი არ გვტოვებს ამ ცოდვებით სავსეებს-რაც შევევედრე ყველაფერი ამისრულა დიდება მას!!


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Apr 14 2007, 10:42 PM
პოსტი #25


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



mampali
marita26
ხო სერიოზული გარღვევები გქონიათ ფლანგებში smile.gif
რავიცი ყველანაირად შეეცადეთ რომეკლესიაში იყოთ თავისუფალ დროს , აი თუნდაცსაქმე რომ არგაქვს დაფიქრობ რა ვაკეთოო ადექი წადი ეკლესიაში და იგრძენი უფლის სიახლოვე ხატებთან დგომით და საუბრით და ნახავთ ჯოჯოხეთზე საერთოდ აღარ იფიქრებთ !


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Apr 14 2007, 10:47 PM
პოსტი #26


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ციტატა(Floyd @ Apr 14 2007, 10:42 PM) *


ხო სერიოზული გარღვევები გქონიათ ფლანგებში smile.gif
რავიცი ყველანაირად შეეცადეთ რომეკლესიაში იყოთ თავისუფალ დროს , აი თუნდაცსაქმე რომ არგაქვს დაფიქრობ რა ვაკეთოო ადექი წადი ეკლესიაში და იგრძენი უფლის სიახლოვე ხატებთან დგომით და საუბრით და ნახავთ ჯოჯოხეთზე საერთოდ აღარ იფიქრებთ !

მერე ვინ გითხრა ჯოჯოხეთზე არ უნდა იფიქროო?


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 14 2007, 11:21 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



adamis_nekni
გეთანხმები.რომ ვფიქრობდეთ ხოლმე შეიძლება უფრო წამოვხტეთ ფეხზე


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Apr 14 2007, 11:59 PM
პოსტი #28


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



adamis_nekni
marita26
შეგიძლია სამოთხეზე იფიქრო ლოგინის მაგიერ დამაშინაც წამოხტებით დამიჯერეთ smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 20 2009, 01:23 AM
პოსტი #29


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



მიცვალებულის არ მეშინია, მაგრამ ჯოჯოხეთის ცეცხლი ცოტა კი მაფიქრებსfiqri.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 20 2009, 01:24 AM
პოსტი #30


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მაშიკო
ციტატა
მიცვალებულის არ მეშინია, მაგრამ ჯოჯოხეთის ცეცხლი ცოტა კი მაფიქრებს

ჯოჯოხეთში ცეცხლი არ არის... no.gif
ჯოჯოხეთი კი უნდა გაფიქრებდეს, მაგრამ ცეცხლი - არა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 20 2009, 01:34 AM
პოსტი #31


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



გიორგი
ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე რომ გავაბრაზებ ,,ჯოჯოხეთის ცეცხლში" დაიწყებიო და ესე იგი მატყუებსbiggrin.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 20 2009, 01:35 AM
პოსტი #32


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მაშიკო
ციტატა
ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე რომ გავაბრაზებ ,,ჯოჯოხეთის ცეცხლში" დაიწყებიო და ესე იგი მატყუებს

სავარაუდოდ biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Sep 20 2009, 06:58 PM
პოსტი #33


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



თეოდორე გიგნაძეს აქ ნათქვამი კარგად, როცა სიკვდილი მოვა ჩვენ უკვე მკვდრები უნდა დავხვდეთო .

ანუ ხორცი მოკვდინებული უნდა გვქონდეს და სულიერად ამაღლებულნი ვიყოთ sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 20 2009, 08:18 PM
პოსტი #34


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(llaasshhaa @ Sep 20 2009, 06:58 PM) *

როცა სიკვდილი მოვა ჩვენ უკვე მკვდრები უნდა დავხვდეთო .
ანუ ხორცი მოკვდინებული უნდა გვქონდეს და სულიერად ამაღლებულნი ვიყოთ sad.gif

არაჩვეულებრივადაა ნათქვამი smile.gif
rolleyes.gif

ისე რატომღაც ჯოჯოხეთზე არასოდეს არ ვფიქრობ
უფრო სირცხვილის წვას ვგრძნობ ხოლმე, რომ უფლის ამდენი მოწყალების მიუხედავად ცოდვის სიმძიმე მაინც მისგან შორს მამყოფებს და ვაითუ ასე გაგრძელდეს ... sad.gif unsure.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 20 2009, 08:44 PM
პოსტი #35


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ესღა გაკლდათ sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ZERO
პოსტი Sep 20 2009, 10:13 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 20-September 09
წევრი № 7,515



ვეცადოთ თავს ძალა დავატანოთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 21 2009, 06:02 AM
პოსტი #37


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ცის კიდობნიდან დილის რიჟრაჟზე

ფრენით დაეშვა ცისკრის ვარსკვლავი,

სინათლის ურცხვად მატარებელი

და შემოქმედის ურჩი სარდალი.

ჩამოიტანა ორი საცდური-

ნაღვთაებრივი ძალის დასტური:

დაუშვებელი ფიქრის "გმირობა"

და შემზარავი "გულახდილობა",

ამოარჩია კაცთაგან ერთი და გაეხუმრა:

-შენ არ გწამს ღმერთი!

აღშფოთებული კაცი განრისხდა:

-მე ხომ სუფთა ვარ, ჩემგან რა გინდა?

რამდენი რამე გადავიტანე,

რამდენი რამე არ განვიცადე,

რამდენჯერ ვკარი ხელი სიამეს,

მხოლოდ ნასწავლი გზებით ვიარე,

აღფრთოვანება შემოვიკავე,

ხიბლი გულს გარეთ გადავატარე,

ყოველი წუთი ისე გავთვალე,

რომ არ შემშლოდა არც ერთი მცნება!

აღტაცებაც კი დავიმორჩილე

და თვით სიყვარულს მოვკვეთე ვნება.

...და ამის შემდეგ შენ უნდა გერგო?

მაშ, სამართალი სადღა იქნება?!

.........

-რად მინდა "კარგო" მე შენი სული,

ის ჯოჯოხეთშიც არ დაიწვება!


სული არ იწვება ხალხოოოოო! გაიღვიძეეეეთ!



ციტატა
თეოდორე გიგნაძეს აქ ნათქვამი კარგად, როცა სიკვდილი მოვა ჩვენ უკვე მკვდრები უნდა დავხვდეთო . ანუ ხორცი მოკვდინებული უნდა გვქონდეს და სულიერად ამაღლებულნი ვიყოთ


მკვდრები კი არა ფხიზლები უნდა დავხვდეთ... ხორცი მოკვდება ესე იგი ხორცი არ ხართ, სულზე ისე ლაპარაკობთ როგორც თქვენში მყოფ სუბსტანციაზე რომელიც უნდა ამაღლდეს! აბა თქვენ ვინღა ხართ? გონება? რა უნდა თქვენისთანა სუფთა ხალხს ჯოჯოხეთში არ გადამრიოთ ხალხო! biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 21 2009, 06:24 AM
პოსტი #38


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მომკალი და ჯოჯოხეთის შიშით ვერ შევიყვარებ. ღმერთს სადაც შიშია იქ სიყვარული არაა! რწმენის და სიყვარულის ნაკლებობა იწვევს ჯოჯოხეთის შიშს... ჯოჯოხეთი მართლა არსებობს, ისევე როგორც სამოთხე, მაგრამ არც ერთია მარადიული და არც მეორე... უტვინო ადამიანი დროებითი ცოდვებისთვის ჯოჯოხეთში მარადიულად იტანჯოს? აბსურდია! დროებით შესაძლებელია, ისიც იმისთვის რომ მიხვდეს და გააცნობიეროს თავისი ძველი შეცდომები, მაგრამ მარადიული?! ასეთი მკაცრი გგონიათ ხალხო ღმერთი რომ თავის შვილებს მარადიული ჯოჯოხეთისთვის გაიმეტებს? სარტრის პიესას ვუყურე თეატრში მაგ თემაზე და გენიალურადა აქვს გადმოცემული. ადამიანის საკუთარი გონებაა ჯოჯოხეთიც და სამოთხეც, სანამ გვძინავს და არ გავიღვიძებთ,მ ხან ერთი დაგვესიზმრება, ხან მეორე, გამოსაღვიძებლად კიდევ ჯოჯოხეთი უფრო კარგია და ეგაა მისი ფუნქცია: თან გვასწავლოს, თან ყელში ამოგვიყვანოს ამდენი ძილი და მესამე ფუნქცია მისი ისაა რომ დემონური არსებების ადგილია, რადგან თავად დემონებს უნდათ იქ ყოფნა (მათთვის სამოთხე უფროა ჯოჯოხეთი). მე თუ არ ვეზიარები, მართლმადიდებელი არ ვიქნები და ყოველ კვირას წირვაზე არ ვივლი ჯოჯოხეთში მოვხვდები? ეგრე თუ შემაშინებენ მართლა არც ერთს აღარ გავაკეთებ! ჩემით არჩეული ჯოჯოხეთი მირჩევნია თავსმოხვეულ და დაშინებით მოპოვებულ სამოთხეს... და საერთოდ არც ჯოჯოხეთი მინდა და არც სამოთხე. და სადაც ოვხვდები თავად ღმერთმა გადაწყვიტოს, ვენდობი მას და არ მეშინია a075.gif მორჩით ამ უაზრო და დამაშინებელი თემების გახსნას. კიდე ეგ უნდა ჩვენ შეშინებულ საზოგადოებას? biggrin.gif

ვისაუბროთ სიყვარულზე, სიკეთეზე, ხელოვნებაზე... ჩაპლინს რომ უყურებ ჯოჯოხეთი იქ რა მოსატანია? დოჩანაშვილის, დუმბაძის და ჩეხოვის წაკითხვა უფრო მიგაახლოვებთ ღმერთთან ვიდრე გაუთავებელი ქადაგებების მოსმენა ჯოჯოხეთზე! ეს ფილმი ნახეთ http://gol.ge/index.php?cat=movies&details=5832&order=1.1 და 10-ჯერ უფრო მეტ კათარზისს განიცდით ვიდრე ზოგ-ზოგიერთი მოძღვრის მოსმენისას.

ჩვენ ერთ-ერთ პაროდისტს აქვს კარგად ნათქვამი: "გიჟი მივიდა გიჟების ექიმთანა:
- ექიმო ხვლიკები ხვლიკები! გველები გველები! წურბელები წურბელები!..
- მერე მე რას მაყრი?! მე რას მაყრი!" biggrin.gif biggrin.gif

იმ მოძღვარს, რომელიც ჯოჯოხეთით დამიწყებს დაშინებას, სერიოზულად აღარ ვუსმენ, რადგან თუ გულწრფელად ეშინია, ესე იგი საკმარისი რწმენა და სიყვარული არ აქვს იმისთვის რომ შიში არ ქონდეს... უნდა გეშინოდეთო ისე ამბობენ თითქოს შიში სავალდებულო რამე იყოს! მაინცდამაინც ათეისტი უნდა გახდე რომ ჯოჯოხეთის შიში აღარ გქონდეს?!

შიში საჭიროა ხალხო, ოღონდ თავიდან, როცა არაფრის არ გწამს და არავინ არ გიყვარს, როცა ქვესკნელისკენ ეშვები, მაგრამ როცა რწმენა და სიყვარული ჩნდება დამანგრეველია ჯოჯოხეთის შიში და ზემოთ აღარ გიშვებს! როცა თუნდაც ერთი ადამიანი (არათუ ღმერთი) გიყვარს მთელი გულით, იქ ჯოჯოხეთი რა მოსატანია? მისთვის ჯოჯოხეთშიც კი წახვალ , ისე რომ არ შეგეშინდება! გოგოებს მაინც დაანებეთ თავი ასეთი სათნო და ნაზი არსებები არიან და რა ჯოჯოხეთით აშინებთ?!

გამატარეთ ახლა კრიტიკის ქარცეცხლში, ოღონდ ჯერ კარგად დაფიქრდით და საკუთარ გულს მოუსმინეთ და არა ბიბლიის ციტატებს. რაზე უფრო მეტს ლაპარაკობს იესო, ჯოჯოხეთზე თუ სიყვარულზე? სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე! გაიღვიძეეეეეეთ! smile.gif

ამჯერად მთვრალი არ ვარ (ფხიზლად მოგახსენეთ ჩემი კომენტარი biggrin.gif)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 21 2009, 11:09 AM
პოსტი #39


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
გამატარეთ ახლა კრიტიკის ქარცეცხლში, ოღონდ ჯერ კარგად დაფიქრდით და საკუთარ გულს მოუსმინეთ და არა ბიბლიის ციტატებს. რაზე უფრო მეტს ლაპარაკობს იესო, ჯოჯოხეთზე თუ სიყვარულზე? სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე! გაიღვიძეეეეეეთ!

კრიტიკის ქარცეცხლში არავინ გაგატარებს. ფსიქოლოგიური დაკვირვებით, ვინც ტავის ნააზრევს აღნიშნული შინაარსის დასკვნას მოადევნებს, ანუ იმას რომ მისი აზრი უთუოდ კრიტიკას იმსახურებას და ის შესაძლოა შერისხონ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რასაც ის წერს და ამბობს იმას შეგნებით არ ამბობს, დარწმუნებული არაა თავის ნააზრევში და უფრო იმაზე აკეთებს გათვალს, რომ თავისი ნაწერით სხვები წამოიკიდოს, აღაშფოთოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ე.წ. ადამიანური რწმენის მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაა, რომ ხედავთ თურმე რა "შეუწყალებელია" მართლმადიდებლობა, ღმერთი იმას როგორ იზამდა, რომ სამუდამო ტანჯვისთვის გაემეტებინა თავისი საყვარელი ქმნილება, ეს ხომ ბოროტებაა და მეტი არაფერი, ღმერთი კი ბოროტი არაა, მას უყვარს თავისი ქმნილება და შესაბამისად მას არ გაიმეტებს მარადიული ტანჯვისთვის. რა ჰუმანიზმია არა, მშვენიერი და თან მიმზიდველიც. სინამდვილეში ეს უფრო მეტად არაკაცთმოყვარულია, ვიდრე პირიქით, უფრო მეტად უსამართლოა, ვიდრე სამართლიანი. არ შეიძლება ჩვენ რაღაცის გვწამდეს, თუკი ამ რაღაცის შინაარსი არ გვესმის. მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო მეტად მიუღებელი იმ აზრის მტკიცებით ფორმაში გამოთქმაა, რომელი აზრიც ადამიანს კრგად არ აქვს გათვისებული, არ იცის შინაარსობრივად და ისე გამოთქვამს მას.

ეს აზრი და ეს შეხედულება არ არის ახალი, მას ძალიან ადრეულ საუკუნეებში აქვს ფესვები და ყველაზე უფრო მკვეთრად ორგენესთან იჩენს თავს. თუმცა ორიგენე სრულიად სხვა დებულებაზე აგებდა თავის მოძღვრებას ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ. ვინაიდან საკითხი ვრცელ განხილვას მოითხოვს, შევეცდები ოდნავ მოგვიანებით დავწერო ვრცელი განმარტება მართლმადიდებლური სწავლებისა ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ.

ამ წევრს კი მე პირადდ ვთხოვ ნუ ისაუბრებს მტკიცებითად ისეთ საკითხებზე, რომელი საკითხებიც მას არსობრივად შესწავლილი არა აქვს. smile.gif smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 21 2009, 11:18 AM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კრიტიკის ქარცეცხლში არავინ გაგატარებს. ფსიქოლოგიური დაკვირვებით, ვინც ტავის ნააზრევს აღნიშნული შინაარსის დასკვნას მოადევნებს, ანუ იმას რომ მისი აზრი უთუოდ კრიტიკას იმსახურებას და ის შესაძლოა შერისხონ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რასაც ის წერს და ამბობს იმას შეგნებით არ ამბობს, დარწმუნებული არაა თავის ნააზრევში და უფრო იმაზე აკეთებს გათვალს, რომ თავისი ნაწერით სხვები წამოიკიდოს, აღაშფოთოს და ასე შემდეგ.



ამის თქმის უფლებას გამოცდილება მაძლევს და არა რწმენის ნაკლებობა smile.gif და არაა საჭირო ჩემი ქმედებების იაფფასიანი ფსიქოლოგიური სტანდარტებით შეფასება. ეგ სტანდარტები ზეპირად ვიცი და იმდენია რომ ნებისმიერ ქმედებას შეგიძლია მიუყენო სოფიზმით...


ციტატა
ამ წევრს კი მე პირადდ ვთხოვ ნუ ისაუბრებს მტკიცებითად ისეთ საკითხებზე, რომელი საკითხებიც მას არსობრივად შესწავლილი არა აქვს.



შესწავლილი მაქვს ნუ ღელავ smile.gif მე მართლმადიდებლობას არ ვებრძვი. ხალხის უმეტესობის არასწორ აზროვნებას ვებრძვი (თუმცა არც ვებრძვი, იმიტომ რომ ბრძოლა გამარჯვებისადმი წყურვილს მოითხოვს, მე კი ნაკლებად არ მაინტერესებს რა შედეგი მოყვება ჩემ სიტყვებს.) მე არ ვქადაგებ უკიდურეს ჰუმანურობას და ყველაფერში ზომიერებას ვემხრობი. თქვან რომ ჯოჯოხეთი მარადიულია. მე კი ვამტკიცებ რომ არაა მარადიული. თეზას ყოველთვის მოსდევს ანტითეზა და ვინც სინთეზს შეძლებს უსიტყვოდ მიხვდება, ვინც არა და იფიქროს ბევრი მარადიულია თუ არაა მარადიული biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 06:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE