IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
ზებედე
პოსტი Feb 19 2007, 03:06 PM
პოსტი #101


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



tv იმედში მგონი ბერძნოიდი მუშაობს, ხშირად არის დადებული საეკლესიო გადაცემებზე "ქართულ-ბიზანტიური" გალობა, ვერ გავიგე ეს ხალხი პატრიარქის მიმართ რატომ ჯიუტობს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dato99
პოსტი Feb 22 2007, 10:00 PM
პოსტი #102


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22-February 07
წევრი № 1,168



რუსეთმა შეცვალა საგალობლები ეკლესიაში და ბიზანტიური გალობით მემგონი იგივეს ვაკეთებთ. რაც ჩვენია ნუ დავკარგავთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Linad
პოსტი Feb 23 2007, 03:28 PM
პოსტი #103


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 13-October 06
წევრი № 270




მშვიდობა თქვენდა.
დიდი ხანია ვკითხულობ თქვენს თემას და მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს დავითრგუნე. და დავითრგუნე არა იმიტომ რომ ვეთანხმები ერთ მოსაზრებას ან მეორეს, უბრალოდ ვერ მივხვდი მართლმადიდებლურ ფორუმზე მოვხვდი თუ რაღაც სვავების მდელოზე რომელთათვისაც ადამიანი და მისი თუნდაც მცდარი მოსაზრება საგანია, შეგიძლიათ ფეხქვეშ გათელოთ და გადააგდოთ!!

არ მესმის სადაა თქვენი საყვარული თუნდაც გზაა აბნეული, შემცდარი პიროვნებისა .

ეს თემაა რომელზეც ბევრი კამათი შეიძლება, ბევრ ფაქტებს მოიყვანს ერთიც და მეორე მხარეც , მაგრამ ცინიზმი და ქილიკი მართლმადიდებლობაზე რომ იდებთ თავს მიუღებლად მიმაჩნია.

უნდა გცხვენოდეთ. ადამინს რომ არ ინდობთ თქვენ სხვა დროს ქვეყნის ღირსებასაც არ დაინდობთ.

მაპატიეთ თუ ოდნავ უხეშად გამომივიდა მაგრამ მართლა შეწუხებული და აღშფოთებული ვარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 23 2007, 03:48 PM
პოსტი #104


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

მშვიდობა თქვენდა.


მშვიდობა.

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

დიდი ხანია ვკითხულობ თქვენს თემას და მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს დავითრგუნე.


თქვენი პრობლემაა smile.gif

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

და დავითრგუნე არა იმიტომ რომ ვეთანხმები ერთ მოსაზრებას ან მეორეს, უბრალოდ ვერ მივხვდი მართლმადიდებლურ ფორუმზე მოვხვდი თუ რაღაც სვავების მდელოზე


არ გინდათ ასეთი ცინიკური შედარება რა, ეს თემა მერამდენედ გახსნეს იცით? მანამდე ყოველთვის წყნარად და ფაქტებით ვსაუბრობდით ამ თემაზე, მაგრამ ამ უტეხმა ქალბატონმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ამის მოთმენა ყველას ძალიან გაგვიჭირდა, თქვენ არ იცით აქ მანამდე რა ხდებოდა ასე რომ...

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

რომელთათვისაც ადამიანი და მისი თუნდაც მცდარი მოსაზრება საგანია, შეგიძლიათ ფეხქვეშ გათელოთ და გადააგდოთ!!


აქ არავის თელავენ და ცოტა დაფიქრდით რას წერთ, იქნებ ჯერ გაიგოთ ვინები დაგხვდათ ამ ფორუმში გადამთიელები თუ მოაზროვნე საზოგადოება!

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

არ მესმის სადაა თქვენი საყვარული თუნდაც გზაა აბნეული, შემცდარი პიროვნებისა .


იქნებ ჯერ იმისთვის გესაუბრა სიყვარულზე ვინც შეიზიზღა ქართული გალობა და დაკარგა საქართველოს სიყვარული და გადაუარა ქართულ კულტურას? ამ ადამიანს სიყვარულით არაერთხელ ვესაუბრეთ, მაგრამ გაიგო? ჯინიანობა დაიწყო და ბოლოს ქართული გალობის ლანძღვაზეც გადავიდა, ასე რომ თქვენს შენიშვნას სიყვარულის არ ქონებაზე მე პირადად არ მივიღებ!!!

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

ეს თემაა რომელზეც ბევრი კამათი შეიძლება, ბევრ ფაქტებს მოიყვანს ერთიც და მეორე მხარეც , მაგრამ ცინიზმი და ქილიკი მართლმადიდებლობაზე რომ იდებთ თავს მიუღებლად მიმაჩნია.


რომელი წმინდანი ბრძანდებით???

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 11:28 AM) *

უნდა გცხვენოდეთ. ადამინს რომ არ ინდობთ თქვენ სხვა დროს ქვეყნის ღირსებასაც არ დაინდობთ.


მას უნდა რცხვენოდეს ვინც თავისი ქვეყნის უდიდეს საგანძურს უარყოფს და სხვა ქვეყნის საგალობელს საკუთარზე მაღლა, და ხშირ შემთხვევაში უარყოფს კიდეც!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 23 2007, 03:58 PM
პოსტი #105


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Linad
თვითონ რა აზრისა ხარ ქართული ლოცვითი ტექსტების ე.წ. "ბიზანტიურ" მელოდიებზე დადებაზე, ის დაწერე, თორე დანარჩენი ჩვენც ვიცით, რომ ყოვლად არაქრისტიანები ვართ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 23 2007, 04:03 PM
პოსტი #106


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ვეშაპო @ Feb 23 2007, 11:58 AM) *

Linad
თვითონ რა აზრისა ხარ ქართული ლოცვითი ტექსტების ე.წ. "ბიზანტიურ" მელოდიებზე დადებაზე, ის დაწერე, თორე დანარჩენი ჩვენც ვიცით, რომ ყოვლად არაქრისტიანები ვართ.


არ გადაგვიარა? biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Linad
პოსტი Feb 23 2007, 04:29 PM
პოსტი #107


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 13-October 06
წევრი № 270



"მოაზროვნე საზოგადოება" - ცოტა სხვანერად საუბრობს .

და ისიც არ მესმის დაე ხსნას თემები წეროს და იკითხოს, თქვენში რატომ იწვევს ეს ზიზღს.

ყველამ იცის ასეთ კამატებს აზრი არ აქვს და ცდებით თუ გგონიათ რომ ამ პიროვნებას აზრს შეაცვლევინებთ. დაე იფიქროს ისე როგორც უნდა.

ციტატა
ვინც თავისი ქვეყნის უდიდეს საგანძურს უარყოფს

იმასთან როგორ მართავთ ამხელა პოლემიკას.


ციტატა
თვითონ რა აზრისა ხარ ქართული ლოცვითი ტექსტების ე.წ. "ბიზანტიურ" მელოდიებზე დადებაზე


ჩემი აზრით ამაზე არაფერია საკამათო :-)
ვისაც უნდა აქართულოს ქართული გალობა და მე კი ეკლესიში დავესწრები ქართულ მსახურებას ისეთს როგორსაც დააწესებს წმინდა სინოდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 23 2007, 06:45 PM
პოსტი #108


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 12:29 PM) *

"მოაზროვნე საზოგადოება" - ცოტა სხვანერად საუბრობს .


მაინც როგორ?

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 12:29 PM) *

და ისიც არ მესმის დაე ხსნას თემები წეროს და იკითხოს, თქვენში რატომ იწვევს ეს ზიზღს.


დარწმუნებული ხართ რომ გვეზიზღება? ცილისწამებაში არ ჩაიგდოთ თავი...

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 12:29 PM) *

ყველამ იცის ასეთ კამატებს აზრი არ აქვს და ცდებით თუ გგონიათ რომ ამ პიროვნებას აზრს შეაცვლევინებთ. დაე იფიქროს ისე როგორც უნდა.


ეს არის მართლმადიდებლობა? შეცდომილ ადამიანს დაეხმარო და სიმართლე აუხსნა რა პრობლემაა? მაგრამ როცა გადავიდა შეურაწყოფაში და უტეხივით დაიწყო ქართული გალობის ლანძღვა ვერ მოვითმინე მე პირადად!

ციტატა(Linad @ Feb 23 2007, 12:29 PM) *

ჩემი აზრით ამაზე არაფერია საკამათო :-)


მდაა...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 24 2007, 10:23 PM
პოსტი #109


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Linad
ციტატა
ვისაც უნდა აქართულოს ქართული გალობა და მე კი ეკლესიში დავესწრები ქართულ მსახურებას ისეთს როგორსაც დააწესებს წმინდა სინოდი.

მგონი შეცდომა მოგსვლია "აქართულოს ქართული გალობა" გიწერია.
თუ, ეს შეცდომა არცაა და განზრახ წერია?
ისე, საინტერესოა, რომელ ეკლესიაში ესწრები ლოცვას.
შეიძლება რომ გაგვიმხილო?
მე რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ან მამა დავითის (ისაკაძე) მრევლი უნდა ოყო, ან მამა ზურაბის (ანთაძე).
თუმცა, უფრო მაინც მამა დავითზე ვფიქრობ, ვინაიდან მამა ზურაბის მრევლი ამ საკითხში გაცილებით უფრო აგრესიულია (შეიძლება ითქვას უზრდელიც კი).
მამა დავითის მრევლს რამოდენიმეს ვიცნობ.
სწორედ ასეთი ტერმინებით გამოირჩევიან. დამრიგებლურ-მოწოდებით-დამმოძღვრელი ტერმინოლოგიით.
ბოდიში თუ ვცდები, მაგრამ იქნებ მაინც გაგვიმხილო სად დადიხარ ტაძარში?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Feb 24 2007, 11:11 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
მართალია ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ამ საკითხში შენს გვერდით მიგულე !!!!

რაც შეეხება ბიზანტიური გალობის მიმდევრებს. თუ ასე მოგწონთ ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს მიბრძანდით საბერძნეთში და იქ იმოღვაწეთ.
და ჩვენ გვაცადეთ ქორიძის, კერესელიძის არტემის და ა.შ დანატოვარის გალობა. ნუ გამოთქვამთ ბრძნულ აზრებს. მოგვცა პატრიარქმა კურთხევა, რომ ვიგალობოთ ქართული ტრადიციული გალობა, თუ არ ემორჩილებიტ მიბრძანდით ბატონო!!!!


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Feb 24 2007, 11:27 PM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



არანაირი კამათი არ სჭირდება იმას,რომ ქართულ გალობასთან ვერაფერი ვერ მივა ახლოსაც კი. თუნდაც მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რაც ახასიათებს სხვადასხვა კუთხის საგალობლებს.
საქართველოში ყველა უნდა გალობდეს ქართულად. მეცოდება ის ხალხი ვისაც ის არ მოსწონს და სხვას ანიჭებს უპირატესობას, ღმერთმა გაუნათლოს ყველა ასეთ ადამიანს გონება.


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 24 2007, 11:53 PM
პოსტი #112


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



qarcivadze
ციტატა
მეცოდება ის ხალხი ვისაც ის არ მოსწონს და სხვას ანიჭებს უპირატესობას, ღმერთმა გაუნათლოს ყველა ასეთ ადამიანს გონება.

შენ უნდა ნახო ეგენი როგორ ლაპარაკობენ ჩვენზე.

შენ რომ გიწერია: ღმერთმა გაუნათლოს ყველა ასეთ ადამიანს გონებაო.
ზუსტად ეგ ტექსტი თქვეს სადღეგრძელოში ერთხელ მეუფე დავითზე.
ანუ, გამოვიდეს ამ ე.წ. "ხალხური" (ანუ ქართული) საგალობლების გავლენიდანო.
ანუ, იმას პირიქით "ეცოდები" რა.
მართალი გითხრა, საერთოდ არ მეცოდებიან.
პატარა სექტანტები არიან.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Feb 25 2007, 01:11 AM
პოსტი #113


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ხოდა ახლა პირდაპირ ვიტყვი. ჩაკიდონ ხელი ერთმანეთს მღვდლებიან მრევლიანად და წავიდნენ საბერძნეთში ილოცონ, ჩვენც ნერვებს არ მოგვიშლიან და თავიანთ სტიქიაში იქნებიან


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 25 2007, 01:32 AM
პოსტი #114


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(misdevs mela loms @ Feb 24 2007, 09:11 PM) *

ვეშაპო
ხოდა ახლა პირდაპირ ვიტყვი. ჩაკიდონ ხელი ერთმანეთს მღვდლებიან მრევლიანად და წავიდნენ საბერძნეთში ილოცონ, ჩვენც ნერვებს არ მოგვიშლიან და თავიანთ სტიქიაში იქნებიან


მეც ასე ვამბობდი, მაგრამ არაა ასე კარგი, არ გვყავს დასაკარგი და გასაგდები ხალხი, ამათ აქ "არ უყვართ" ქართული გალობა, და იქ რომ წავლენ საქართველოც აღარ ეყვარებათ, და არც საქართველოზე ილოცებენ...ავუხსნათ, რომ ცდებიან, და იქნებ გაიგონ, და თუ არ გაიგებენ უფალთან თვითონ აგებენ პასუხს.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Feb 25 2007, 02:23 AM
პოსტი #115


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ციტატა
იქ რომ წავლენ საქართველოც აღარ ეყვარებათ

ეხლა ხო სიყვარულის ელეთმელეთები მოსდით.

გუჯა
ციტატა
არც საქართველოზე ილოცებენ

უF!
მაიცა რა!
ერთი მაგათი საქართველოზე ნალოცი არ გაიშვა. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 25 2007, 03:18 AM
პოსტი #116


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ვეშაპო @ Feb 24 2007, 10:23 PM) *

უF!
მაიცა რა!
ერთი მაგათი საქართველოზე ნალოცი არ გაიშვა. IPB-ს სურათი


არც ჩვენი ლოცვები აადგილებს მთებს biggrin.gif

მოკლედ, ბერძნოიდებო დაივიწყეთ ეს ბერძნულ-ქართული გალობა (?) და აღიარეთ რომ შეცდით, სინანულით უფრო მიხვალთ უფალთან ვიდრე ამ გალობით, რად გინდათ ისეთი "გალობა" რომელიც პატრიარქის და წმ. სინოდის დაუმორჩილებლობაში და განკითხვაში ჩაგაგდებთ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Feb 25 2007, 05:45 PM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



გუჯა
ეგენი არიან დაქირავებული ხალხი (ჩემში ეგეთ ასოციაციას იწვევენ), და სპეციალურად აკეთებენ ამას რომ ჩვენი პატრიარქი როგორმე დააღონონ. ჩემმა ძმაკაცმა მომიყვა (სემინარიაში სწავლობს და თან დიდგორშიც მღერის), რომ მალხაზ ერქვანიძე უკითხავდათ ლექციას გალობაზე, და ყველანაირად აუხსა მაგ ბერძენოიდებს რომ ცდებიან და კანონიკური არის ქართული საგალობლებიო, მაგრამ მაინც არ გაიგეს და თავისას ერეკებოდნენო. ხოდა გაფრინდნენ აქედან, არ გვინდა მათი ლოცვა. რათ გვინდა მაგათ ლოცვაში მოხსენიება როცა გამუდმებით ნერვებს გვიშლიან?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 25 2007, 07:57 PM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - დიახ, გაჩერდით.
P.S. ამ შეხვედრის აუდიო ჩანაწერი არსებობს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.
ყველამ წაიკითხეთ ...............

ბოლო წლებია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთი ჯგუფი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი გალობა. ეს გახლავთ თანამედროვე ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე დადებული ქართული ლოცვითი ტექსტი. ამ გალობას სიახლის შემომტანები კანონიკურს უწოდებენ. შესაბამისად არაკანონიკურად ცხადდება ტრადიციული სამხმიანი ქართული გალობა, რომლის მიმართაც ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე უფრო მკვეთრი ეპითეტებიც გამოიყენებოდა. ნებსით თუ უნებლიედ ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ პატრიარქი არ არის ამ ახალი გალობის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი ამ ექსპერიმენტის დაწყებისთანავე და ამჟამადაც პატრიარქის პოზიცია სრულიად მკაფიო იყო. თვითნებურ ექსპერიმენტად შეაფასა ეს ყოველივე წმიდა სინოდმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი გამოხატა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამაც. გალობის საკითხთან დაკავშირებით ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა საგანგებო კონფერენცია, რომლის მასალებიც გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ეკლეკტური გალობის მომხრეთა დარწმუნება ვერ მოხერხდა. ისინი განაგრძობენ ახალი გალობის შესწავლას, ზოგიერთ ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება ახალი გალობის თანხლებით, გამოიცემა აუდიო კასეტები, კრებულები, გაზეთები და ა. შ. ცოტა ხნის წინ მათი თხოვნით საბერძნეთიდან ჩამივიდა მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მოიწვია. ობიექტური სურათის აღსადგენად გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა როგორც ამ ვიზიტის მასალები, ისე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც.
1998 წლის 17 ივლისს საპატრიარქოში ჩატარდა შეხვედრა ეკლექტურ („ბიზანტიურ“) გალობასთან დაკავშირებით რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქისა და მუსიკათმცოდნეების პოზიცია აღნიშნულ გალობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ შეხვედრის ნაწილს, რომელშიც ჩანს უწმიდესისა და უნეტარესის პოზიცია
უწმიდესი და უნეტარესი ილია II: -იცით, ეს რას მაგონებს? ქართველები რომ აფხაზად ეწერებიან, ქართველები რომ სომხად ეწერებიან, იმას ჰგავს. თქვენ რა, არ მოგწონთ ქართული გალობა, არ ვარგა თუ რა? მსოფლიო თაყვანს სცემს ქართულ გალობას, ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, მე მესმის, საერთოდ, მუსიკალური ადამიანი ვარ, ვგალობდი გუნდში, როცა ვიყავი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი, აი, ჩემზე ამბობდნენ, რომ მას აქვსო იდეალური სმენა, ასე რომ, ჩემზე არ შეიძლება ითქვას, რომ მე გალობა არ მესმის საერთოდ. რა თქმა უნდა, თქვენ სპეციალისტები ბრძანდებით და იმდენი არ მესმის, რაც თქვენ გესმით, მაგრამ მე რაღაცა მაინც გამეგება და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, შეცდომის გზაა. მე ძალიან დიდ პატივს ვცევ ბიზანტიასა და მის კულტურას, ბიზანტიის გალობას საერთოდ. მე არაერთხელ მომისმენია ნამდვილი ბიზანტიური საგალობლები და მე ძალიან ბევრი ჩანაწერიც მაქვს ბიზანტიური. მაგრამ ამას ქართული სიტყვები კი არ უნდა, ამას უნდა ბერძნული სიტყვები. თუ ჩვენ გვინდა ბიზანტიური გალობა, იმას უნდა დავურთოთ ბერძნული სიტყვები. ეს იმას ჰგავს, რომელიმე მომღერალი სხვაზე რომ პაროდიებს აკეთებს. ეს არ არის სწორი გზა. მე ძალიან მომწონს ის, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ბიზანტიური გალობით, და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ამისი სურვილი, უნდა შეისწავლოთ კიდეც, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ ნამდვილი ბიზანტიური გალობა ბერძნული სიტყვებით, როცა ჩვენ გვეყოლება ბერძენი მაღალი სტუმარი ან პატრიარქი რომ მან გაიგონოს ბიზანტიური საგალობელი, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, ქართულ ეკლესიაში რომ ჩვენ ასე ვიგალობოთ, ეს არის უკან წასვლა, დახევა კი არ არის, უკან წასვლაა. აი, კონკურსი იყო გამოცხადებული საბერძნეთში და ჩვენი მგალობლებიც იყვნენ, სომხეთიდან იყვნენ, კიდევ სხვა ქვეყნებიდან. ქართული გუნდიცა და გალობაც ჩაითვალა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გალობა მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული გალობისა და ქართული ტრადიციებისა, მამებისა და ჩვენი წარსულისა. აქ სპეციალისტები ბრძანდებიან და მე ვიცი, რომ უძველესი საუკუნეებიდან პოლიფონიური საგალობლები იყო, ახლა ზოგი ასე ფიქრობს, რომ აქებდით უფალსა ერთითა ხმითაო. მგონი, ფსალმუნშია ასე. საქმე ის არის, რომ ბიზანტიურშიც არ არის ერთი, არის ბანი და არის წამყვანი.
ჩვენ არ უნდა დავჩაგროთ ჩვენი ეროვნული კულტურა და არ უნდა დავამციროთ იგი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი კულტურა უფრო მაღალია და დიდია, ქართული თუ ბიზანტიური, და არც შეიძლება ასე. საერთოდ, კულტურათა ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი კულტურა დიდია და ძალიან მნიშვნელოვანი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ერისთვის რომელმაც შექმნა ეს კულტურა.
მამა ზურაბ ანთაძე: -თქვენო უწმიდესობავ, შეიძლება, მეც ვთქვა? ე. ი. ჩვენ ჩავატარეთ თეორიული მოკვლევა ორი მიმართულებით - საეკლესიო კანონიკის მიმართულებით და მეორე, საეკლესიო გალობის კვლევის მიმართულებით. ჯერ არ დასრულებულა, კიდევ რაღაც წყაროები გვინდა ვნახოთ, ვიპოვოთ და წარმოგიდგენთ ამ მოპოვებულს, გაცნობებთ. მხოლოდ ორი რამ მინდა კანონიკიდან და ისტორიიდან გითხრათ. როგორც ისტორია ამბობს, რომ სრული სახე საეკლესიო კანონიკურ გალობას მისცა იოანე დამასკელმა, შექმნა 8 ხმა, რომელიც მანამდეც არსებობდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოთხი ხმა დაწერა მეფე დავით წინასწარმეტყველმა, ფსალმუნების დამწერელმა. ეს იყო ძველი აღთქმის საკადრი გალობა, ანტიფონური გალობა, რომელიც მერე გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში, შეივსო უკვე ახალი აღთქმის ღვთისმეტყტველებით, ახალი აღთქმის საგალობლებით და საბოლოო სახე მისცა იოანე დამასკელმა. ეს ერთი. მეორე, ისტორიული კვლევა, რომ დღევანდელი რომ ავიღოთ, ბერძნული საერო სიმღერები ხალხის, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბერძნულ საეკლესიო გალობას. სულ სხვაა. იმის ძირი არის პალესტინა, არაბული და უფრო ებრაული ინტონაციები. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს ეს ბერძნულია, აბსოლუტურად არ არის ბერძნული. იმიტომ, რომ სრულიად ეწინააღმდეგება ბერძნულს. ეს არის ძველი სატაძრო გალობა, რომელიც იგალობებოდა ძველ ეკლესიებში. როგორც მკვლევარები ამბობენ, ისევ ისტორიულად, რომ საქართველოში XI საუკუნემდე არის სხვა აზრი, მაგრამ მალხაზიმ ერთერთი დამადასტურებელი ჩემი სიტყვების უკვე მოიყვანა, რომ XI საუკუნეში დაიწყო შეცვლა. და მანამდე საქართველოში იყო ძველი საეკლესიო გალობა, რომელიც სრულიად ემყარებოდა დამასკელის 8 ხმას, იგივე მელოდიები იყო, იგივე წესი და კანონი. და ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, რომ XI საუკუნის შემდეგ ქართულმა ეროვნულმა გალობამ დაიჭირა ადგილი ეკლესიაში. გრიგორი ღვთისმეტყველი აღწერს, რომ საბერძნეთის ეკლესიაში, მცირე აზიისა და სხვა ეკლესიაში პირდაპირ მიდიოდა ბრძოლა, რომ ბერძნული ხალხური მელოდიები შედიოდა ეკლესიაში. ამას პირდაპირ ებრძოდნენ, რომ დარჩენილიყო ის ძველი კანონიკური გალობა ეკლესიებში. ასე თუ ისე, საბერძნეთში საეკლესიო დატოვეს საეკლესიოდ, საერო კი - საეროდ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო და, შეძლება, კვლევა სხვანაირი ფორმით წავიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველი ქართული საეკლესიო გალობა, რომელიც აუცილებლად იყო, თუნდაც იგივე მელოდიები, როგორიც ჰქონდა იოანე დამასკელს შედგენილი, ის ძველი ქართული გალობა, საეკლესიო კულტურა აღვადგინოთ. ყველგან საეკლესიო გალობა ერთია, ხალხური სიმღერები - სხვაა. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გვინდა დავაკნინოთ ქართული ხალხური შემოქმედების უდიდესი მონაპოვარი - სამხმოვანება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვისაც უნდა, რომ იგალობოს სამხმიანი, ასეა, მაგრამ ვისაც უნდა მოიძიოს ძველი, კანონიკური, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე არ გეთანხმები, მამაო ზურაბ, ე. ი. ასე გამოდის, რომ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ის კანონიკურია და ეს კი არაა კანონიკური. ეს არის უდიდესი შეცდომა და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. არ შეიძლება, ის ჩავთვალოთ ჩვენ კანონიკურად და ეს არაკანონიკურად. ე. ი. მთელი ჩვენი წინაპები რასაც გალობდნენ, არაკანონიკური იყო? ეს ერთი, მეორე, მანდ არის, მამაო ზურაბ, კიდევ, (მაცალეთ ცოტა ხანს) საქართველოს ეკლესიამ თავისი ავტოკეფალია V საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამისათვის იგი თითქმის XX საუკუნემდე იბრძოდა. თქვენ გახსოვთ როცა, გიორგი მთაწმიდელი გამოძახებული იყო ანტიოქიის პატრიარქთან, თეოდოსისთან, კამათი ჰქონდა, ე. ი. მის დროსაც კი გვედავებოდნენ ჩევნ ავტოკეფალიას. რა თქმა უნდა, V საუკუნეში საქართველომ მიიღო ავტოკეფალია, ბერძნული გავლენა, რა თქმა უნდა, იყო კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აი, მე გეტყვით თქვენ: ამერიკის ეკლესია, მგონი, 20 წელი მაინც ავტოკეფალურია, და მთელი საგალობლები რუსული აქვს. დედა ეკლესიიდან გადავიდა, როგორც გალობდა რუსული ეკლესია, აიღეს და სიტყვები მიუსადაგეს და გალობენ რუსულ საგალობლებს. აი, ეს პროცესი იყო სწორედ, ის კი არ იყო, რომ ის კანონიკური იყო და მრავალხმოვანი არ იყო კანონიკური.
მამა ზურაბ ანთაძე: - თქვენო უწმიდესობავ, თუ თქვენ გვაკურთხებთ, რომ მორჩით, გავჩერდებით, თუ თქვენ გვაკურთხებთ, გააგრძელეთ, ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენი თხოვნაა, რომ მოგვცეთ უფლება.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე ერთ რამეს გეტყვით. ნამდვილი ბიზანტიური გალობა შეისწავლეთ და როცა სტუმრები ჩამოგვივა, მოგიწვევთ და...
მამა ზურაბ ანთაძე: - როგორც გვაკურთხებთ, მაგრამ საერთოდ გვგონია, რომ ეს არის ნამდვილი ბიზანტიური. ესე იგი გავჩერდეთ?
უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - დიახ, გაჩერდით.
P.S. ამ შეხვედრის აუდიო ჩანაწერი არსებობს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 25 2007, 08:07 PM
პოსტი #119


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(misdevs mela loms @ Feb 25 2007, 01:45 PM) *

გუჯა
ეგენი არიან დაქირავებული ხალხი


არ ვიცი. მაგრამ



ციტატა(ლილიანა @ Feb 25 2007, 03:57 PM) *

მამა ზურაბ ანთაძე: - როგორც გვაკურთხებთ, მაგრამ საერთოდ გვგონია, რომ ეს არის ნამდვილი ბიზანტიური. ესე იგი გავჩერდეთ?

უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - დიახ, გაჩერდით. P.S. ამ შეხვედრის აუდიო ჩანაწერი არსებობს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.



პატრიარქმა 1998 წელს უთხრა გაჩერდითო, და რადგან არ გაჩერდნენ და არ დაემორჩილნენ არ არის გამორიცხული სხვებისგან იმართებოდნენ გარკვეული მიზეზების გამო, მეც ასე ვფიქრობ.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 25 2007, 11:22 PM
პოსტი #120


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(misdevs mela loms @ Feb 25 2007, 01:45 PM) *

ჩემმა ძმაკაცმა მომიყვა (სემინარიაში სწავლობს და თან დიდგორშიც მღერის), რომ მალხაზ ერქვანიძე უკითხავდათ ლექციას გალობაზე, და ყველანაირად აუხსა მაგ ბერძენოიდებს რომ ცდებიან და კანონიკური არის ქართული საგალობლებიო, მაგრამ მაინც არ გაიგეს და თავისას ერეკებოდნენო. ხოდა გაფრინდნენ აქედან, არ გვინდა მათი ლოცვა. რათ გვინდა მაგათ ლოცვაში მოხსენიება როცა გამუდმებით ნერვებს გვიშლიან?


მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ასე არასწორია, ჩვენ ვართ ერთი სამწყსო, თუმცა განსხვავებული აზრები გვაქვს... პატრიარქმა და წმ. სინოდმა ამ საგალობლების მომხრეებს აპატია და არ დასაჯა, თუმცა ჩემის აზრით იყვნენ ზოგიერთები დასჯის ღირსები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 10:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი