IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

36 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვისაც მეურნეობა აინტერესებს
sergi_glaxa
პოსტი Jan 4 2010, 11:58 PM
პოსტი #261


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400






მცირე
ციტატა
ო, აი მასეთი რამეები მაინტერესებს ზუსტად. კარტოფილიც ხომ არ გაქ. რატო იცი? მინდა რომ ნაკვეთზე ჩემი სამყოფი მოვიყვანო მე თვითონ ყველაფერი და საჭმელი საერთოდ არაფერი არ ვიყიდო. როგორ ფიქრობ, მაგარი უტოპიაა?


აი მაგ სახელმძღვანელოში, რომელიც დავდე, კარტოიფილზეც წერია თუ არ ვცდები...

სულაც არ არის უტოპია ეგ ჩემო ბატონო..
რაც მეტი ადამიანი მოიყვანს მოსავალს, თავის სამყოფს მაინც, მით მეტად შევასრულებთ უფლის ნათქვამს: შენი ოფლით ჭამდე პურსო smile.gif

კმარა სოფლიდან ქალაქში ხალხის მოდენა..ახლა იქით- ქალაქიდან სოფლებში წასვლის დროა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jan 5 2010, 12:02 AM
პოსტი #262


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
კმარა სოფლიდან ქალაქში ხალხის მოდენა..ახლა იქით- ქალაქიდან სოფლებში წასვლის დროა
ეგრეა ეგრე

ეხლა კითხვა – მოკლედ, სოფელში ტრიფოლიანტის ღობეს გაკეთებას ვაპირებ ( ღორები შემოდიან თავისუფალ დროს biggrin.gif ) ხოოდა როდისაა შესაფერისი დრო?


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 12:04 AM
პოსტი #263


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(gurulo @ Jan 5 2010, 12:02 AM) *

ეგრეა ეგრე

ეხლა კითხვა – მოკლედ, სოფელში ტრიფოლიანტის ღობეს გაკეთებას ვაპირებ ( ღორები შემოდიან თავისუფალ დროს smile.gif ) ხოოდა როდისაა შესაფერისი დრო?


ტრიფოლიანტი- ეგ ალბათ მცენარეა ხომ ეკლიანი? ალბათ დასავლეთში? ვახ ეგ არ ვიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jan 5 2010, 12:12 AM
პოსტი #264


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
ტრიფოლიანტი- ეგ ალბათ მცენარეა ხომ ეკლიანი? ალბათ დასავლეთში? ვახ ეგ არ ვიცი...

კი, გურიაში მასე ეძახიან, უბედური მცენარეა, არაფერი მოვლა არ ჭირდება, თანაც საიმედო ღობეა


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 12:16 AM
პოსტი #265


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(gurulo @ Jan 5 2010, 12:12 AM) *

კი, გურიაში მასე ეძახიან, უბედური მცენარეა, არაფერი მოვლა არ ჭირდება, თანაც საიმედო ღობეა


კი..მაგრამ გირჩევ ეკლიანი მავთულის ან მავთულბადის (სეტკის) ღობე გააკეტო..
მცენარის ღობეში ადვილად დაიბუდებენ ქვეწარმავლები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jan 5 2010, 12:19 AM
პოსტი #266


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



gurulo
chemma mezobelma datesa eg da mshvenieri gobe aqvs exla.shen shegidzlia dargo tu ishovi nergs,male gaizrdeba upro.adre gazapxulze darge an datese,eg iseti mcenarea aucileblad ixeirebs mainc.gors sxva gobe ver daakavebs,mitumetes tu michveulia ukve. goris patrons stxove iqneb ugeli daadgas sanam tripрlianti gazrdila


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jan 5 2010, 12:25 AM
პოსტი #267


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



sergi_glaxa
ქვეწარმავლები ისეც ბევრია იქ, ღელის პირზეა თან ერთი 100 მეტრი. წინა წელს 7 ზოლად გავუშვით ეკლიანი მავთული მარა ღორია რა..
მაშიკო
ციტატა
goris patrons stxove iqneb ugeli daadgas sanam tripрlianti gazrdila
რაც სოფელში ღორები და თხებია ახლა ყველას სად ვზდიო smile.gif


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 5 2010, 12:59 AM
პოსტი #268


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ტრიფოლიანტის ღობე ძნელი მოსავლელია. მერე ტყედ მიდის, შეკრეჭვა კი ძალიან ძნელია, მერე მისი გატანა, ვერც გადაყრი, დაწვით კარგათ არ იწვება და პრობლემაა რა. ისე ვერაფერი გამოძვრება ქვეწარმავლის გარდა.

IPB-ს სურათი
ეს ფორთოხალი ჩემი ბაღიდან. 50 წელზე მეტისაა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 10:17 AM
პოსტი #269


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეს ბმული კი მზესუმზირის კულტურის მოვლა მოყვანით დაინტერესებულებისათვისაა:

http://www.agromarket.ge/consultation/data/mzesumzira.pdf
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 11:07 AM
პოსტი #270


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



http://www.care-caucasus.org.ge/photos/6124-metesleoba.pdf

რამდენიმე კულტურის მოვლა მოყვანის შესახებ:

http://www.agromarket.ge/consultation/data/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jan 5 2010, 11:11 AM
პოსტი #271


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(sergi_glaxa @ Jan 5 2010, 12:16 AM) *

კი..მაგრამ გირჩევ ეკლიანი მავთულის ან მავთულბადის (სეტკის) ღობე გააკეტო..
მცენარის ღობეში ადვილად დაიბუდებენ ქვეწარმავლები...

რამდენი წელია ჩემებს აქვთ იმერეთში ტრიფოლიანტის ღობე, მაგრამ ქვეწარმავალი არ გაჩენილა tongue.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 5 2010, 11:22 AM
პოსტი #272


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 5 2010, 11:11 AM) *

რამდენი წელია ჩემებს აქვთ იმერეთში ტრიფოლიანტის ღობე, მაგრამ ქვეწარმავალი არ გაჩენილა tongue.gif


მაროსი თუ ბაბულასი არ იყოს..ეს ხალათი დამიჭერსო?! smile.gif
ქვეწარმავლები ისედაც იქნებიან ღობე არ ჭირდებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, თუკი ცოცხალ ღობეს ვუკეთებთ ბოსტანს ან ბაღს, გვახსოვდეს, რომ მცენარე რომელიც ღობისთვის გამოიყენება, ნიადაგს დამატებით აცლის საკვებ ნივთიერებებს...

თუმც კაცია და გუნება smile.gif ვისაც რა სურს იმას გააკეთებს smile.gif

http://www.seard.ge/geo/broshurebi/bookletBostKult.pdf
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 6 2010, 03:55 PM
პოსტი #273


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



დავუბრუნდეთ მიწას, საიდანაც ვართ აღებული smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 19 2010, 02:34 PM
პოსტი #274


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მოკლედ ახლა მცირე ექსკურსი მემწვანილეობაშიsmile.gif
ხშირად ახალგაზრდა ქალი სრულიად ვერ ერკვევა რა მწვანილი რისთვისაა და არც მათისახელი იცის..კაცს კიდევ ეპატიება smile.gif

ოხრახუში -(რუსულად პეტრუშკა)



Petroselinum crispum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ქოლგოსანნი
გვარი: ოხრახუში
ლათინური სახელი
Petroselinum


ოხრახუში (Petroselinum), მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3°C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით. იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.

ჩვეულებრივი ოხრახუში

IPB-ს სურათი

ეს კი დეკორატიული ოხრახუში

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 20 2010, 04:28 PM
პოსტი #275


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



sergi_glaxa
ძალიან საინტერესოა kiss1.gif

მერე იქნებ მეც შემოგეშველო ინფორმაციის ძებნაში smile.gif
მე საერთოდ ოხრახუშსა და ქინძს გემოთი ვანსხვავებ biggrin.gif კიდე გადარჩენილი ვარ, ჰო?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Jan 20 2010, 08:04 PM
პოსტი #276


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



მესაქონლეობაში, უფრო კონკრეტულად მეცხვარეობაში შემილია გაგიწიოთ რჩევები, ხოლო წარმატებული ჯგუფი შემილია, დოლზე წავიყვანო ახლა, ან ცხვრის პარსვაზე ზაფხულში, ზაფხულის საძოვრებზე, სადაც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში smile.gif


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 21 2010, 05:38 PM
პოსტი #277


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ხოლო წარმატებული ჯგუფი შემილია, დოლზე წავიყვანო ახლა, ან ცხვრის პარსვაზე ზაფხულში, ზაფხულის საძოვრებზე, სადაც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში


"თუში მეცხვარე" biggrin.gif ყოველთვის მიყვარდა ეგ სერიალი. მინდა, მაგრამ ჯერ მშობლები უნდა გადმოვიბირო. შეიძლება საზაფხულოდ გამომივიდეს რამე.

ისე ზოგადად კი ეს ძალიან კარგი აზრია და მოვუწოდებ ყველას, დაფიქრდეს ამაზე smile.gif

რჩევები კი გვინდა, მეცხვარეობა ძალიან კარგია


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Jan 21 2010, 10:16 PM
პოსტი #278


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



ქევანა
სალამურის დაკვრას ვერ გასწავლი დანარჩენი ყველაფერი smile.gif მოწველასაც გასწავლი biggrin.gif


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 22 2010, 03:32 AM
პოსტი #279


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ჩაკრულო
ზაფხულში რამდენიმე დღე მინდა რომ მაგ ამბით დავკავდე. შრომის ანაზღაურებას არ ვითხოვ დოლარებში smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 22 2010, 02:32 PM
პოსტი #280


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ქინძი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ქინძი - Coriandrum sativum L, მიეკუთვნება ქოლგოსანთა - Apiaceae (Umbelliferae) ოჯახს , ერთწლოვანი, 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის მცენარეა, ღერო სწორმდგომი აქვს, შიშველი, ღარებიანი, დატოტვილი; ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად, ნაყოფი (თესლი) სფეროსებრი ან მოგრძი - მომრგვალოა.

გავრცელება
ველურად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, საქართველოში კულტურაში უხსოვარი დროიდანაა შემოტანილი, არსებობს ქართული ჯიშები, სხვადასხვა, მათ შორის- ზეთის მისაღებად გამოყვანილია მრავალი კულტურული ჯიში. ადვილად ველურდება.




ნედლეული
ნედლეულია:
ქინძის ნაყოფი - Fructus Coriandri; მისგან ზეთს ამზადებენ;
ქინძის ფოთლები და ყვავილები (არაოფიცინალური ნედლეული)
ქინძის ნაყოფებს (თესლებს) ქინძის ნაყოფს ამზადებენ, როდესაც ქოლგების ნახევარზე მეტი გამუქებულია. განსაკუთრებით მარალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად ქოლგებს კრეფენ რამდენჯერმე ,გამუქების კვალობაზე . ჩვეულებრივ, მცენარეს ცელავენ ან სპეციალური კომბაინით იღებენ. 3-4 დღერს შეაშრობენ ძნებად ან კონებად. ამ დროს დაუმწიფებელი თესლების ნაწილი მწიფდება. შემდეგ ცეხვავენ , აშრობენ და ცრიან, რათა მინარევები მოსცილდეს .ინახავენ მშრალ, გრილ შენობაში . ფარმაკოპეის მიხედვით ნედლეული ასე გამოიყურება ([9]-დან) :"ნაყოფებს წიბოები ნაკლებად ემჩნევა, დამწიფებისას ტყუპები ერთმანეთს არ სცილდება, წვერში ემჩნევა ჯამის დაკბილული ნაშთი, ნაყოფის თითოეულ თესლურას (მერიკარპიუმი) ამოზნექილ მხარეზე აქვს გამოწეული 5 მთავარი ნეკნი და მათ შორის 6 გვერდითი სწორი ნეკნი, რომელთაგან 4 შუა ნეკნი - ძლიერ გამოხატულია, მწიფე ნაყოფი მოყვითალო-რუხია, სუნი და გემო - თავისებური, არომატული".
ფარმაკოპეის მოთხოვნით ,თესლებში ეთერზეთების შენმცველობა 0, 5% -ზე ნაკლები არ უნდა იყოს,თუმცა რეალურად 3%-ზე ნაკლები შემცველობის გაყიდვა რთულია.
უცხოეთში რეალიზებისათვის, უფრო რენტაბელურია ქინძის ზეთის გამოხდა , თუმცა ეს მოითხოვს სპეციალურ ქარხნების შეძენას. ზეთს ღებულობენ წყლის ორთქლთან გამოხდით . 1 ტონა თესლისაგან მინიმუმ 15 კგ. ეთერზეთი უნდა იქნეს მიღებული.ქინძის ეთეროვანი ზეთი, თეთრი სითხეა, ოდნავ მოყვითალო ელფერით. 200C-ზე ხვედრითი წონაა 0,864-0,877, მჟავური რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ორს, ეთერის რიცხვი 2-17, ლინალოოლის შემცველობა არანაკლებ 67-69%.[9]. (რეალურად საბაზრო მოთხოვნები აქაც უფრო მკაცრია).
ლიტერატურაში არსებობს მონაცემები შროტის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ,თუმცა საბაზრო მოთხოვნილება შროტზე 2009 წელს ვერ დავაფიქსირეთ.


ქიმიური შედგენილობა

ქინძის მწიფე ნაყოფში 50-მდე კომპონენტია გამოვლენილი. იგი შეიცავს: α- და β- პინენს , აციკლურ მონოტერპენებს, ბორნეოლს, გერანილაცეტატს, გერანიოლს, ეთეროვან ზეთს (0,7-1,5% ), თიმოლს, კამფენს, კაპრინის მჟავას, კუმარინულ ნივთიერებებს, ლაურინის მჟავას, ლიმონენს, ლინალილაცეტატს, ლინალოოლს (50-80% ), ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მირისტინის მჟავას,მირცენს, ოლეინის მჟავას,პალმიტინის მჟავას,საბინენს, ტერპინენს, ფელანდრენს, ფენოლურ ნივთიერებებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდურ ნივთიერებებს,ქაფურს და სხვა. რთულ კომპონენტებიანია თესლის ბირთვში შემავალი ეთერზეთი. უმწიფარ ნაყოფს უსიამო სუნი აქვს.მისგან დაბალი ხარისხის ზეთი გამოდის.
ბიოლოგიურად აქტიურია ნივთიერებებს შეიცავს ქინძის ფოთლები, ყვავილები, თესლები,



გამრავლება

ჩვენში ქინძი რამდენჯერმე ითესება. მაღალი სახისხის მოსავალს იძლევა გაზაფხულის ნათესი. ნიადაგისადმი მომთხოვნი მცენარეა. უყვარს სითბო, სინათლე და ზომიერი ნესტი. ნიადაგის მომზადება ჩვეულებრივია. ჯობს მწკრივებში თესვა. მწკრივებში თესვისას ჰექტარზე 6 კგ. თესლია საჭირო, ჩათესვის სიღრმე 2-3 სანტიმეტრი. მოვლა გამოიხატება სარეველებთან ბრძოლაში. საკმაოდ სიცივე ამტანია, უძლებს 4-5 გრადუს ტემპერატურას. ზედმეტი ნესტი ეთერზეთების შემცველობას ამცირებს. აღმოსავლეთ საქართველოს ნედლეული, ეთერზეთების შემცველობით, ჯობს დასავლეთ საქართველოსას.



გამოყენება მედიცინაში

ოფიცინალური მედიცინა ქინძის ნაყოფებს იყენებს: ბუასილის სამკურნალო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ნაღვლის დასადენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებში, გამონაცემებსა და ნაყენებში. თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში.
ქართული ემპირიული მედიცინა მას კიდევ უფრო ფართო თერაპიული დიაპოზით იყენებს: გახანგრძლივებული მენსტრუაციის, თვალის დაადებების, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, მშობიარობის შემდგომ, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავისა და სხვ. დროს.





თანამდევი მარკეტინგი. გამოყენება ევროპულ კულინარიაში

მარკეტინგული პოლიტიკის შესამუშავებლად, სასურველია ვიცოდეთ ნედლეულის გამოყენების არეალები. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკოლოგიური ევრომოთხოვნები მკაცრია და თავიდანვე ბიომეურნეობა უნდა დაიგეგმოს. ქინძს ევროპაში იყენებენ ლიქიორების, ძეხვეულის წარმოებაში, პარფიუმერიაში, ინგლისსა და გერმანიაში - ლუდის წარმოებაში, ევროპულ კულინარიაში მას იყენებენ სალათების, ბრინჯის, შემწვარი გოჭის ხორცის, ვაშლის კომპოტის დამზადებისას, ხილის კონსერვირებისას. ქინძს უმატებენ ცომეულ ნაწარმში, ხილის კერძებში, საწებლებში. იყენებენ ზოგიერთი თევზის სახეობის კერძებს, ძეხვეულის და სხვა ხორცის პროდუქტების დასამზადებლად, ქინძს უმატებენ ნამცხვარში, მარციპანში, თაფლის ტკბილ ღვეზელში, თვლიან, რომ ის აუმჯობესებს ბარდის, ლობიოს, ოსპის კერძების გემოს. ქინძს უმატებენ კომბოსტოში, შინაური ფრინველისა და გარეული ფრინველის პაშტეტში, წითელ ჭარხალში, ვაშლის პიურეში, სტაფილოში და ფრინველის ფარშში,


გამოყენება მეფუტკრეობაში

პლანტაციისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს მეფუტკრეობამ. ქინძის 1 ჰექტარი 600 კგ. თაფლს იძლევა. მეფუტკრეები ქინძს თესავენ იმ ანგარიშით, რომ ყვავილობა მათთვის სასურველ დროს დაიწყოს, როცა სხვა მცენარეების ღალა არაა. საერთაშორისო ბაზარზე, ქინძის თაფლი ცალკე კოტირებს.



ნიახური

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



ნიახური (Apium)
მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს, ერთ ან მარავალწლოვანი მცენარეა. გავრცელებულია თითქმის ყველგან. არსებობს 20 - ზე მეტი სახეობა.კულტურაშია შეტანილი. უმეტესად მოჰყავთ კულტურული ნიახური. კულტურული ნიახური
ერთ ან ორწლიანეი სანელებელია. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში.
ცნობილია კულტურული ნიახურის 3 სახესხვაობა:
- ძირხვნიანი
- ყუნწიანი და
- ფოთლიანი

თესენ გვიან შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე. რიგ რაიონებში - ზამთარშიც



მარკეტინგული ნიშები. გამოყენება ევროპულ კულინარიაში

ევროპაში ნიახური იყიდება გამხმარი წვრილად დაჭრილი ან ფხვნილის სახით. ფრიად პოპულარულია თესლებიც. წვრილად დაჭრილს იყენებენ ბოსტნეული სუპების და სალათების, საწებლების, ხორცის, კვერცხის დასამზადებლად. სასიამოვნო გემოს აძლევს გარნირებს, მაიონეზს, ხორცს `გრილზე~. ნიახურს ევროპა დიდი რაოდნობით მოხმარს. მწარმოებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ შესაძლებელია მისი გამხმარი ფორმით ექსპორტირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

36 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 01:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი