IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

36 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვისაც მეურნეობა აინტერესებს
sergi_glaxa
პოსტი Jan 23 2010, 04:24 PM
პოსტი #281


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



რეჰანი

IPB-ს სურათი

Ocimum basilicum L.
Базилик обыкновенный
IPB-ს სურათი

ზოგადი აღწერა: რეჰანი საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს � Lamiaceae (Labiatae).
შემადგენლობა: შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებიც მის სასიამოვნო გემოს განაპირობენ.ეთერზეთების შემცლელობა
გარემო პირობებისა და მოვლის პირობების მიხედვით დიდად იცვლება. შეიცავს : ესტრაგოლს , სელის ზეთს, ცინეოლს, ქაფურს, და ევგენოლს.
ნიადაგის შერჩევა: ამჯობინებს თიხნარი ტიპის ქვიშიანი, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს. კარგად ხარობს ტორფნარშიც. ვერ იტანს ზედმეტ ტენს. სითბოსმოყვარეა, უნდა დაირგოს ცხელ თვეებში.
თესლბრუნვის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს, მაგრამ ჯობს ადგილი ყოვლელწლიურად მოვუნაცვლოთ.
გამრავლება. ამრავლებენ უშუალოდ გრუნტში თესვით ან
ჩითილებით. პლანტაციებში, ჩითილებით რგვა , ვფიქრობთ, არარენტაბელურია,
თესვა ღია გრუნტში შეიძლება ივლისში, თბილი ამინდების გამყარების შემდეგ. თესვის ნორმა 1 ჰექტარზე 5 კილოგრამამდეა.
მწკრივებს შორის მანძილი 30�40 სანტომეტრი. ნელა აღმოცენდება, ამიტომ კარგია თესლის წინასწარ დასველება 24 საათით.
ჩითილების გამოსაყვანად თესავენ აპრილში.1000 ჩითილისათვის საჭიროა 3�4 გრამი თესლი. 100 კვ. მ�ისთვის საჭიროა 1000-1600 ცალი მცენარე.

ქონდარი

IPB-ს სურათი

atureja hortensis L.
Чабер садовый
ბაღის ქონდარი


ფარმაცევტული მრეწველობა ბაღის ქონდარს იყენებს სამკურნალო ჩაისა და ნაყენების, ეთერზეთის დასამზადებლად (Oleum saturejae). სუნელის სახით მისი გამოყენება გარკვეულ სიფრთხილეს მოთხოვს, რათა მისი გემო არ სჭარბობდეს სხვა სუნელების გემოს. სამზარეულოში გამოიყენებენ ცოცხალ და გამხმარ ფოთლებსა და ღეროებს. მისი ფოთლები არ იჭრება წვრილად, მხოლოდ მთლიანად იყენებენ კერძებში. ცოცხალი ქონდარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე და თეთრი ლობიოს, აგრეთვე სხვა პარკოსნების კერძების დასამზადებლად. გახმარი ფოთლები წარმოადგენენ კლასიკურ სუნელს ყველა პარკოსნების კერძებისათვის. ქონდარს იყენებენ სოკოს (შამპინიონების გარდა), ხორცის, კარტოფილის სალათების, მოხარშული თევზის, მაიონეზის, ბივშტექსის, ძეხვის, კატლეტის, შემწვარი კარტოფილის, კონსერვირებული კიტრის, ბოსტნეულის, ყველა სახის კომბოსტოს, ხორცის რაგუს, ყველის კერძების და მარილიანი ნამცხვრის დამზადებისას, ევროპაში ბევრს მოსწონს ნამცხვარი ქონდარით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 27 2010, 03:05 PM
პოსტი #282


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ახლა მცირედ მეფრინველეობაზე ვისაუბროთ

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 27 2010, 03:30 PM
პოსტი #283


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ქათმებზე ვაფრენ biggrin.gif შემწვარიც მიყვარს და ცოცხალიც biggrin.gif

აი, ეს გვაჩუქეს :უსერ:
IPB-ს სურათი

სამკურნალო მცენარეაო, ალერგიულებისთვის არ შეიძლებაო
IPB-ს სურათი

ჯერ პატარაა, მგონი ქოთანი არ სჭირდება, ხო სწორია? rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 27 2010, 07:34 PM
პოსტი #284


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ქევანა @ Jan 27 2010, 03:30 PM) *

ქათმებზე ვაფრენ biggrin.gif შემწვარიც მიყვარს და ცოცხალიც biggrin.gif

აი, ეს გვაჩუქეს :უსერ:
IPB-ს სურათი

სამკურნალო მცენარეაო, ალერგიულებისთვის არ შეიძლებაო
IPB-ს სურათი

ჯერ პატარაა, მგონი ქოთანი არ სჭირდება, ხო სწორია? rolleyes.gif

\
თუი არ ვცდები ეს ოთახის მცენარე უნდა იყოს "ბრიოფილიუმი" smile.gif რომელიც კარგი წამალია გაციების დროს. წვენს გამოუწურავ ფოთლებს და ჩაიწვეთებ ცხვირში..ისეთ ცხიკინს დაიწყებ, მთელ გაციების მიკრობებს გარეთ გამოიტანს..

მაგრამ საქართველოს მეურნეობებში არ მოყავთ ეგ მცენარე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 28 2010, 05:00 PM
პოსტი #285


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



sergi_glaxa
ციტატა
Ocimum basilicum L.
Базилик обыкновенный

აქ გერმანიაში სამწუხაროდ ჩვენებური რეჰანი გავრცელებული არაა.
თეთრი რეჰანია, შაშკულავს ეძახიან ჩვენთან. პიცებს და პასტებს უკეთებენ საკმაზად, მძაფრი გემო აქვს, შეჩვევა უნდა.
IPB-ს სურათი


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 6 2010, 12:51 PM
პოსტი #286


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რახან მეფრინველეობაზე გადავიდეთო, კითხვა მაქვს, ინკუბატორი აქვს ვინმეს სოფელში? თუ მისდევთ...
გამიგია რომ იოლი გასაკეთებელიაო და მაინტერესებს თუ სწორია


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეოჯახე
პოსტი Mar 4 2010, 11:18 PM
პოსტი #287


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 4-March 10
წევრი № 8,304



გამარჯობათ! მოგესალმებით ყველას!
მიგულეთ აგვერდით ყველა კეთილ საქმეში...
მეც ძალიან მაინტერესებს მცენარეები...ჩემი ცხოვრების ნაწილია მათზე ზრუნვა.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი არაა რაც მივიღე...
მიზანი დიდი მეურნობის შექმნაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Mar 5 2010, 12:11 AM
პოსტი #288


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მეოჯახე
გაიხარე


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 13 2010, 05:04 PM
პოსტი #289


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(მეოჯახე @ Mar 4 2010, 11:18 PM) *

გამარჯობათ! მოგესალმებით ყველას!
მიგულეთ აგვერდით ყველა კეთილ საქმეში...
მეც ძალიან მაინტერესებს მცენარეები...ჩემი ცხოვრების ნაწილია მათზე ზრუნვა.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი არაა რაც მივიღე...
მიზანი დიდი მეურნობის შექმნაა...


გაუმარჯოს!

სადმე თუ გაქვს სოფელი..სად აპირებ მეურნეობის გაკეთებას? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეოჯახე
პოსტი Mar 14 2010, 12:02 PM
პოსტი #290


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 4-March 10
წევრი № 8,304



სოფელი მაქვს აწყურში, მაგრამ მეურნეობა თუ ეს ღმერთმა ინება, ბოლნისში მინდა გავაკეთო...საუკეთესო რაიონია ასეთი საქმიანობისათვის...
შემთხვევით ხომ არ გაქვთ ყვითელ ყვავილიანი ტეკომა ვინმეს?
ან მარადმწვანე კლემატისი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 17 2010, 01:21 PM
პოსტი #291


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



sergi_glaxa
საღოლ კაი საქმეს აკეთებ ამ თემას რო აცოცხლებ.
ფილმი ავტვირთე აგერ ჩინელ მეფუტკრეებზე, მამა შვილზე 3700 კმ-ზე მიყავთ ფუტკარი რომ უმაღლესი ტიანშანის თაფლი აიღონ, მაგარი საინტერესოა.
ინგლისურადაა, მაგრამ არა უშავს, მიხვდება კაცი რას ბაზრობენ:
http://putkari.ge/video1.html


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Mar 19 2010, 03:17 PM
პოსტი #292


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



მეფუტკრეობასთან დაავშირებით მინდა ინფორმაცია ზოგადი, თუ ვინმეს ხელი მიუწვდება ლინკი დამიდოს და წავიკითხავდი, ორშაბათამდე იქნებ დამეხმაროთ


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 19 2010, 04:07 PM
პოსტი #293


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აჰა გენაცალე:
მეფუტკრეობა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.

გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როცა ფუტკრის სისტემატური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.

მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:

* ველურ ფუტკარზე ნადირობის;
* პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
* კულტურული მეფუტკრეობის.

მეფუტკრეობის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის პ. პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა (1814) და ჩეხი მეფუტკრის ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის გამოგონებამ (1865), ფ. იუბერის, ი. ჯერზონის, ი. სვამერდამის და სხვათა გამოკვლევებმა. 1897 წელს შვეიცარელი, ფრანგი და ინგლისელი მეფუტკრეების ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო ფედერაცია „აპიმონდია“, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ აწყობს საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმს. აქვს ხუთენოვანი პერიოდული ჟურნალი „აპიაკტა“, რომელიც აშუქებს მეფუტკრეობის აქტუალურ საკითხებს და აწარმოებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციის გაცვლას.

XIX საუკუნეში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფ. წინამძღვრიანთკარში დაარსებული სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუნეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური, სადაც ცნობილმა რუსმა მკვლევარმა კ. გორბაჩოვმა და ნ. შავროვმა საფუძველი ჩაუყარეს კავკასიური ფუტკრის შესწავლას. მათი საქმიანობა განაგრძეს ქართველმა მეფუტკრეებმა ლ. ერისთავმა, პ. ლოლაძემ, ს. ჟღენტმა, ი. გაბუნიამ, მ. ლეკიშვილმა, ქ. ყანჩაველმა და სხვებმა. უნდა აღინიშნოს ქართველი მწიგნობარი მეფუტკრის ა. წულაძის დამსახურება, რომელმაც 1910 წელს დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო მეფუტკრეობაში. 1976 წელს საქართველოში შეიქმნა მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება, რომლის სამეცნიერო ნაწილს შეადგენს საცდელი სადგური თავისი განყოფილება-ლაბორატორიებითა და საყრდენი პუნქტებით, ხოლო საწარმოო ნაწილს — ქართული ფუტკრის სანაშენები, რომლის პროდუქცია დედა ფუტკრებისა და ამანათნაყრების სახით იგზავნება როგორც მოძმე რესპუბლიკებში, ისე უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. გაერთიანებას აქვს ინვენტარის საწარმოო კომბინატი. საქართველოში მეფუტკრეობას აქვს სანაშენე, სადამტვერვო და პროდუქტიული მიმართულება. სანაშენე მიმართულების საფუტკრეებია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, იმერეთი), სათაფლე-პროდუქტიული — ძირითადად კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო სადამტვერვო — ქართლის რაიონებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]

* რობაქიძე ა., მეფუტკრეობის ისტორიისათვის, თბ., 1960;
* Винградов В. П., Нуждин А. С., Розов С. А., Основы пчеловодство, 2 изд., М., 1966;
* ხიდაშელი ა., ქანთარია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 624, თბ., 1983


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Mar 19 2010, 04:26 PM
პოსტი #294


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ლეონტი
მადლობაsmile.gif
მე მინდა უშუალოდ ფუტკრის მოვლაზე.


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Mar 19 2010, 10:17 PM
პოსტი #295


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ფუტკრის მოვლას რა ცოდნა უნდა?
1. მოიყვან ფუტკარს.
2 მოხარშავ 1 ტომარა შაქარს და მისცემ.
3 ამოიღებ შემოდგომაზე და დამატებით 1 ტომარას გადაურევ.
დააფასოებ და გაიტან ბაზარზე.
სულ ეგაა.
smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Mar 19 2010, 11:27 PM
პოსტი #296


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



სარდიონ
codna unda rogor ara. ragac camlit unda shecamla,celicadshi ramdenjerme. me ar vicodi movla da dagupa 1ojaxi mkavda


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 20 2010, 10:52 AM
პოსტი #297


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მაშიკო

მემამულეთა კავშDირში სეგიძლია მიხვიდე..დიდუბეშია, სამთო ქიმიის შენობასთან თაფლის სახლი..იქ ასევე იყიდება ყველანაირი ლიტერატურა ფუტკარზე და საერთოდ მეურნეობაზე ..მცენარეებზე და ცხოველებზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Mar 20 2010, 11:00 AM
პოსტი #298


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



sergi_glaxa
მადლობა, მაგრამ მე ქუთაისში ვცხოვრობ და თან ეგ ინფორმაცია ორშაბათამდე მიდოდაsmile.gif
თუ ეს ბიზნესი წამოვიწყე მაშინ მომიწევს ჩამოსვლა თბილისშიsmile.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
B-A-CH-O
პოსტი Mar 26 2010, 12:29 PM
პოსტი #299


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი № 8,481



sergi_glaxa
გაუმარჯოს რა მაინტერესებს მეც მომყავს სოკო და ხოლოთ ბამბაზე .. შესაძლებელია ნახერხზე მოყვანა ? და როგორ თუ შეგიძლიათ მითხრათ .. წინასწარ დიდი მადლობა..

smile.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეოჯახე
პოსტი Apr 7 2010, 01:17 PM
პოსტი #300


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 4-March 10
წევრი № 8,304



მეგობრებო...წელს პირველად ვრგავ პამიდორს, კიტრს და საერთოდ ბოსტნეულს...თუმცა კიტრზე ამბობენ კენკრააო...ეს ისე...
ვინმემ იცით ამ კულტურების მოვლის წესები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

36 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 08:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი