IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ?
კანონისტი
პოსტი Mar 5 2007, 06:04 PM
პოსტი #1

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)

ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა

მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება

ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ

ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს

თქვენ რას ფიქრობთ??

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:08 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა

თქვენ რას ფიქრობთ??

წმიდა სინოდზე წინ ვერ წავალ... აქედან გამომდინარე, რას ვფიქრობ დასაწერი არ არის.....

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Mar 5 2007, 06:12 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333

ციტატა(კანონისტი @ Mar 5 2007, 06:04 PM) *

უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)

ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა

მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება

ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ

ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს

თქვენ რას ფიქრობთ??

რას და დათო რუსები უკვე საკმაოდ მოქმედებენ ნერვებზე ყველგან ცხვირს ჰყოფენ mad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:13 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
რას და დათო რუსები უკვე საკმაოდ მოქმედებენ ნერვებზე ყველგან ცხვირს ჰყოფენ

აბა ეგ სინოდს კითხე wink.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2007, 06:16 PM
პოსტი #5

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მნათე
როდის მერე გახდი ასე მორჩილი??
tongue.gif

საქმეზე თუ შეიძლება.....

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:17 PM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
მნათე
როდის მერე გახდი ასე მორჩილი??

საქმეზე თუ შეიძლება.....

გეუბნები, კობახიძეს რა შეფასება მისცეს ვერ ნახე?

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2007, 06:21 PM
პოსტი #7

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

კობახიძე თვითნებობს და მე ძირითადად მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:22 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
კობახიძე თვითნებობს და მე ძირითადად მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?

ვაჰაჰაჰჰა, კობახიძე ერთი მხარეა, თუ თვითნებობს, მაშინ, არ უნდა მიენიჭოს ავტოკეფალია biggrin.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rob roi
პოსტი Mar 5 2007, 06:39 PM
პოსტი #9

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,241

მოკრძალებულად ჩავერევი საუბარში და ვიტყვი, რომ უკრაინის ეკლესიას უნდა მიენიჭოს ავტოკეფალია, მაგრამ მოლაპარაკებისა და მშვიდობის გზით და არა დაპირისპირებულობით, რასაც ამ შემთხვევაში ფილარეტი აკეთებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:41 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
დაპირისპირებულობით, რასაც ამ შემთხვევაში ფილარეტი აკეთებს

და რას აკეთებს? biggrin.gif დაპირისპირება კეტის სროლას არ ნიშნავს... სხვაგვარად კი, რუსეთის ეკლესია უკრაინას არ დათმობს....

პ.ს ფილარეტი კონსტანტინეპოლში ეზიარება wink.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2007, 06:43 PM
პოსტი #11

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მნათე
ციტატა
ფილარეტი კონსტანტინეპოლში ეზიარება

არ არის მართალი. ფილარეტის იურისდიქციის ერთი სასულიერო პირი აზიარეს მხოლოდ

church
ციტატა
მოკრძალებულად ჩავერევი საუბარში და ვიტყვი, რომ უკრაინის ეკლესიას უნდა მიენიჭოს ავტოკეფალია, მაგრამ მოლაპარაკებისა და მშვიდობის გზით და არა დაპირისპირებულობით, რასაც ამ შემთხვევაში ფილარეტი აკეთებს

რატომ უნდა მიენიჭოს?

და რას აკეთებს ფილარეტი მიუღებელს?

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:46 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
არ არის მართალი. ფილარეტის იურისდიქციის ერთი სასულიერო პირი აზიარეს მხოლოდ

ნწ, მე ვიცი რომ კონსტანტინეპოლელი იერარქები ეზიარებიან ფილარეტთან და პირიქით wink.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rob roi
პოსტი Mar 5 2007, 06:50 PM
პოსტი #13

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,241

მე პირადად პატრიარქისგან მომისმენია(ჩვენი) რომ ადრე სწორედ ეს ფილარეტი უკრაინულ ენას ძაღლების ენას ეძახდა. უცნაურია რომ სწორედ ახლა გაუჩნდა მას ბრძოლის სურვილი უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებისა. სხვათა შორის 1997 წლის მოვლენები თუ გახსოვთ საქართველოს ეკლესიაში. მაშინ ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებულ ქართველ სასულიერო პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ფილარეტთან. და კიდევ აფხაზეთმა რომ მოითხოვოს ავტოკეფალია ჩვენს ტერიტორიაზე ანდრია პირველწოდებული ქადაგებდაო მისცემს საქართველოს ეკლესია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 5 2007, 06:52 PM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

კანონისტი
ციტატა
და რას აკეთებს ფილარეტი მიუღებელს?

ჩემი აზრით უკრაინის ეკლესიას უნდა მიენიჭოს ავტოკეფალია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობის გზით, ყველამაირი საეკლესიო კანონის დაცვით, მაგრამ მე ამ სემთხვევაში ფილარეტის საქციელს ვერ დავეთანხმები რადგან მან თვითნებურად თავი უკრაინის პატრიარქად გამოაცხადა. მე როგორც ვიცი უკრაინის ეკლესიას არცერთი მართლმადიდებლური ეკლესია არ სცნობს

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 06:53 PM
პოსტი #15

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
მე პირადად პატრიარქისგან მომისმენია(ჩვენი) რომ ადრე სწორედ ეს ფილარეტი უკრაინულ ენას ძაღლების ენას ეძახდა. უცნაურია რომ სწორედ ახლა გაუჩნდა მას ბრძოლის სურვილი უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებისა. სხვათა შორის 1997 წლის მოვლენები თუ გახსოვთ საქართველოს ეკლესიაში. მაშინ ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებულ ქართველ სასულიერო პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ფილარეტთან. და კიდევ აფხაზეთმა რომ მოითხოვოს ავტოკეფალია ჩვენს ტერიტორიაზე ანდრია პირველწოდებული ქადაგებდაო მისცემს საქართველოს ეკლესია?

ამბობენ, ფილარეტს ჭორები შეუთითხნესო... პრინციპში ქართველები მაინც უნდა ვხვდებოდეთ, რა ამაზრზენი საქმეების კეთება შეუძლია რუსეთს...

აფხაზეთისა და უკრაინის შედარება გავს აფხაზეთისა და კოსოვოს შედარებას laugh.gif როგორც ერთი ვერ გახდება ავტოკეფალური, ასევე მეორე ვერ გახდება დამოუკიდებელი laugh.gif ეგრე აჭარაც მოითხოვს, ვერა?

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rob roi
პოსტი Mar 5 2007, 06:58 PM
პოსტი #16

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,241

ციტატა(მნათე @ Mar 5 2007, 06:53 PM) *

ამბობენ, ფილარეტს ჭორები შეუთითხნესო... პრინციპში ქართველები მაინც უნდა ვხვდებოდეთ, რა ამაზრზენი საქმეების კეთება შეუძლია რუსეთს...

აფხაზეთისა და უკრაინის შედარება გავს აფხაზეთისა და კოსოვოს შედარებას laugh.gif როგორც ერთი ვერ გახდება ავტოკეფალური, ასევე მეორე ვერ გახდება დამოუკიდებელი laugh.gif ეგრე აჭარაც მოითხოვს, ვერა?

ხომ მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინა რუსეთისთვის აფხაზეთია. ვფიქრობ რომ უნდა მისცეს მაგრამ რუსები გაკეთებენ ამას, მითუმეტეს ფილარეტის მოღვაწეობის დროს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 07:05 PM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

მოკლედ, ეს გახლავთ დეკანოზი ბასილ კობახიძის, პუბლიკაციიდან ისტორიული ცნობა:

ისტორიული ცნობა

X საუკუნიდან მოყოლებული, რაც მთავარმა ვლადიმირმა მონათლა Kკიევის რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და რეალურად ფართო თვითმმართველობა ჰქონდა. 1593 წელს მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან მიიღო დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია), მაგრამ კიევის მიტროპოლია ისევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (იურისდიაქციაში) რჩებოდა. 1686 წელს მოსკოვის სამთავრომ პოლიტიკური ზეწოლის, ინტრიგებისა და ქრთამის გზით აიძულა კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიონისე IV, რომ კიევის მიტროპოლია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოსათვის, რისთვისაც ოდნავ მოგვიანებით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმ. სინოდმა პატრიარქი დიონისე IV გადააყენა საპატრიარქო ტახტიდან. 1924 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ (კანონიკურ) ტერიტორიას ცნობს მხოლოდ 1593 წლის საზღვრებში. ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლი არ აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე განაცხადა 1990 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I მოსკოვის პატრიარქ ალექსი II –დმი მიწერილ ეპისტოლეში. 2005 წლის მარტში უკრაინაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, სკოპელოს მთავარეპისკოპოსი ვსევოლოდი (მაიდანსკი), რომელმაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრისას განაცხადა: “კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესია არ აღიარებს კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარების კანონიერებას”. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის (ჩანონიცალ) იურიდიული ტრადიციის მიხედვით “დედა-ეკლესიად” რომელიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიისა ითვლება ის ეკლესია, რომლის მისიონერებმაც ამ ქვეყანაში მოიტანეს ქრისტიანული რწმენა, ან რომლისგანაც მიიღო ამ ეკლესიამ ავტოკეფალურობა (დამოუკიდებლობა). კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არის “დედა-ეკლესია” როგორც მოსკოვის საპატრიარქოსათვის, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
უკრაინაში არასოდეს აღიარებდნენ ამ “საეკლესიო ოკუპაციას” და რუსეთის საეკლესიო დაქვემდებარებიდან გამოსვლის მცდელობები განსაკუთრებით აქტიური გახდა XX საუკუნის 20-იან, 40-იან და 90-იან წლებში. 1918 წელს უკრაინელებმა საქართველოს საპატრიარქოსაც სთხოვეს ეპისკოპოსების კურთხევა თავისი დამოუკიდებელი ეკლესიისათვის და თანხმობა მიიღეს, მაგრამ საეპისკოპოსო კანდიდატებმა სამოქალაქო ომის გამო ვერ მოახერხეს საქართველოში ჩასვლა. ეს ისტორიული ფაქტი დღემდე მადლიერებით ახსოვთ უკრაინაში.
2005 წლის 8 ივნისს, სტამბულში, შედგა შეხვედრა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის. საუბრისას პრეზიდენტმა იუშჩენკომ აღნიშნა, რომ “ დღეს უკრაინული საზოგადოება ელოდება ერთიანი, ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას”. მიმდინარე წლის მარტში, პარტია ‘’სახალხო კავშირი ‘’ჩვენი უკრაინის” დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა იუშჩენკომ თქვა : ‘’ მწამს, რომ ჩვენ მოვესწრებით უკრაინის ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ, ერთიან ეკლესიას’’.

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rob roi
პოსტი Mar 5 2007, 07:09 PM
პოსტი #18

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,241

ციტატა(მნათე @ Mar 5 2007, 07:05 PM) *

სხვათა შორის ბასილ კობახიძე ეხლა რომ ასე თავგამოდებით უჭერს მხარ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ადრე ფილარეტს ცუდად მოიხსენიებდა და მტერს ეძახდა საქართველოს ეკლესიისას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 5 2007, 07:13 PM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
სხვათა შორის ბასილ კობახიძე ეხლა რომ ასე თავგამოდებით უჭერს მხარ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ადრე ფილარეტს ცუდად მოიხსენიებდა და მტერს ეძახდა საქართველოს ეკლესიისას

არ ვიცი ვინ როდის, რას ეძახდა, მაგრამ ისტორიას გვერდს ვერ ავუვლით biggrin.gif

აი რას ამბობს თავად ფილარეტი:

IPB-ს სურათი

ამჟამად ფაქტიურად მიმდინარეობს ომი პირველობისათვის მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის. წელს “რუსი ხალხის მსოფლიო კრებაზე” სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ (გუნდიაევი) განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ მოსკოვის საპატრიარქოს გარშემო, როგორც ისლამიური ქვეყნები ერთიანდებიან მსოფლიო ისლამურ კონფერენციაში. რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უნდა შექმნან ფრონტი მოსკოვის გარშემო. დაახლოებით ხუთი წლის წინ, მოსკოვის პატრიარქმა ალექსი II განაცხადა, რომ არ არსებობენ არანაირი თეოლოგიური არგუმენტები, რათა მოსკოვის საპატრიარქოს არ ეკავოს პირველი ადგილი მართლმადიდებელ სამყაროში, რადგან ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიაა, ხოლო ქალქი მოსკოვი კი მესამე რომს წარმოადგენს. პირველი და გაბატონებული ადგილის დასაკავებლად მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის სახელმწიფოს მითითებითა და დახმარებით მოქმედებს. ამ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, სწორედ მასზეა დამოკიდებული ექნება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოს პრეტენზიები პირველ ადგილზე მართლმადედებელ სამყაროში. უკრაინის ეკლესია თითქმის უტოლდება რუსეთის ეკლესიას სამრევლოების რიცხვით. თუ უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას და გამოვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო განახევრდება და დასუსტდება და ვეღარ ექნება გაბატონებული ადგილის დაკავების პრეტენზია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უზრუნველყოფს სტაბილურობას მართლმადიდებელ სამყაროში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ისევ დარჩება პირველი თანასწორთა შორის (პრიმუს ინტერ პარეს – ლათ.), როგორც ეს ყოველთვის იყო ტრადიციულად. უკრაინის ეკლესია იქნება დამბალანსებელი მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში. მოსკოვი ჩემზე ავრცელებს ბინძურ ჭორებს ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისათვის. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის შეხვედრისას ითქვა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კიევში გამოგზავნიდა თავის წარმომადგენელს, რომელიც უნდა ყოფილიყო პორტუგალიაში მოღვაწე კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ეპისკოპოსი ილარიონი (რუდნიკი). იგი წარმოშობით უკრაინელია. ეპისკოპოსი ილარიონი ჯერ სტამბულში უნდა ჩასულიყო, მაგრამ საზღვარზე იგი თურქეთის პოლიციამ დააკავა იმ ბრალდებით, რომ ეპისკოპოსი ჩეჩენი ტერორისტია. თურქეთის პოლიციის განცხადებით მას ეს ინფორმაცია ФСБ –მ მიაწოდა. რუსეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა არ მოხდეს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან კარგად ესმის მისი უდიდესი მნიშვნელობა. მოსკოვის პატრიარქმა ალექსიმ განაცხადა, რომ თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, მაშინ მოხდება დიდი განხეთქილება. მოსკოვის საპატრიარქო არ დასჯერდა იმას, რომ უკრაინის ეკლესია გაჰყო ორად, ახლა მართლმადიდებელი სამყარო უნდა რომ გაჰყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მოსკოვს მხოლოდ სერბეთისა და შეიძლება ბულგარეთის ეკლესიები დაუჭერენ მხარს, ხოლო დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები – არა.
თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიმართავს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსსა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მოწოდებით, რათა დარეგულირდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა და კონსტანტინოპოლმა აღიაროს კიევის საპატრიარქო, ამას ექნება განუზომელი მნიშვნელობა. დრო მუშაობს მოსკოვზე. დროის გაწელვა მოსკოვს აძლიერებს. მოსკოვი ქმნის ალტერნატიულ “მართლმადიდებლურ კონფესიებს” უკრაინაში რათა ჩვენ დაგვასუსტოს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით აძლიერებს თავის გავლენას: იერთებს რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას, რომელსაც მთელს მსოფლიოში აქვს ეპარქიები, აპირებს დააარსოს სამიტროპოლიტო ოლქი დასავლეთ ევროპაში, უამრავ სახელმწიფოში თავის საელჩოებთან ხსნის ეკლესიებს, რათა მჭიდრო ურთიერთობაში შევიდეს ამ ქვეყნების მთავრობებთან და ა. შ. ცხადია, რომ ყველა ეს ინსტიტუციები რუსეთის პოლიტიკას გაატარებენ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან ჩვენ მოვითხოვთ ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს). ჩვენ არ გვსურს არც მოსკოვის და არც კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში ყოფნა, არამედ ავტოკეფალია. დამოუკიდებელ უკრაინაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მართლმადიდდებელი ეკლესია. როგორც კი მოხდება უმე-კპ-ს აღიარება, მაშინვე უმე-მპ-სა და უამეს უდიდესი ნაწილი ჩვენ შემოგვიერთდება და უმე-კპ-ს 8500-ზე მეტი სამრევლო ექნება. ეს კი უდიდესი ძალაა.
ვფიქრობთ, რომ თუ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი განიხილა სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიების კრებამ, მოსკოვი წყლის ამღვრევას დაიწყებს, ჩართავს დიპლომატიურ არხებს კრებაზე ატმოსფეროს გასაფუჭებლად. სჯობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პირდაპის აღიაროს ჩვენი ავტოკეფალია, მას ამის სრული უფლება აქვს. უამესთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, მათ სამღვდელოებას ჩვენთან გაერთიანება სურს. ეპისკოპოსები კი გარეგანი პოლიტიკური ზეწოლების გამო ღია განცხადებების გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა ტერნოპოლის ოლქში უკვე დაიწყო ასეთი გაერთიანება. ყველას ესმის, რომ უკრაინა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არასოდეს დაუბრუნდება რუსეთს.
ძალიან სასარგებლო იქნება, თუ საქართველოს ეკლესია დააარსებს თავის საეკლესიო წარმომადგენლობას (პოდვორიე-რუს. მეტოქიონი-ბერძ.) კიევში, კიევის საპატრიარქოსთან. შეიძლება უკრაინაში საქართველოს საელჩოში დაინიშნოს მღვდელი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია უკრაინის ეკლესიის პრობლემების მოგვარებაში.”

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2007, 07:22 PM
პოსტი #20

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მნათე
კობახიძის აზრი გასაგებია, პრინციპში ფილარეტისაც

შენ თავად რას ფიქრობ?

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი