IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?
G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T
პოსტი Jul 23 2009, 03:15 PM
პოსტი #121


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 23-July 09
წევრი № 7,296



ბიბლიის პირველივე წიგნი, შესაქმე, ანუ "დაბადება", გვატყობინებს, რომ სული არ არის რაღაც, რაც შენ გაქვს, არამედ არის ის, რაც შენ ხარ. ადამის, პირველი ადამიანის, შექმნის შესახებ წმინდა წერილში ნათქვამია:


"იქმნა კაცი სულად ცხოველად" (დაბადება 2:7, "ძველი აღთქმის ორტომეული", 1884 წლის გამოცემა). საქმე ახლა იმაშია, ადამიანი ღვთის შთაგონებით დაწერილ წმინდა წერილს ენდობა თუ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს. smile.gif


--------------------
"ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან" - მათე 5:6.




* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *



"განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ" - 1 კორინთელთა მიმართ 15:34.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 3 2009, 07:29 PM
პოსტი #122


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სული გვაქვსო ისე ამბობენ თითქოს რაიმე მატერიალური (ან თუნდაც ენერგეტიკულად მატერიალური) რამე იყოს. შეიცან თავი! სრულყოფა საკუთარი თავის შეცნობაა: "და იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი..."

სიტყვის მასალად შეიძლება ილაპარაკო რომ გვაქვს სული, მაგრამ თუ რეალურად (ვიმეორებ რეალურად და არა ილუზორულად) შევხედავთ, ჩვენ ვართ სულები, ოღონდ ვერ ვხვდებით ამას, იმიტომ რომ გვძინავს ჩვენსავე ილუზიაში და ჩვენივე ნებით, რადგანაც თუ ბოლომდე ირწმუნებ, ყველაფერს შეძლებ, მათ შორის ბოლომდე გაღვიძებასაც... სულის თვისებები და მისი გონებით ჩაწვდომის შეუძლებლობა კიდევ ცალკე თემაა...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 10 2009, 01:16 AM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



მე მაინც იმ პოზიციაზე დგავარ, რომ ჩვენ გვაქვს სული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 31 2009, 01:15 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T @ Jul 23 2009, 03:15 PM) *

ბიბლიის პირველივე წიგნი, შესაქმე, ანუ "დაბადება", გვატყობინებს, რომ სული არ არის რაღაც, რაც შენ გაქვს, არამედ არის ის, რაც შენ ხარ. ადამის, პირველი ადამიანის, შექმნის შესახებ წმინდა წერილში ნათქვამია:
"იქმნა კაცი სულად ცხოველად" (დაბადება 2:7, "ძველი აღთქმის ორტომეული", 1884 წლის გამოცემა).


რა ჩვევა ეს კონტექსტიდან სიტყვების ამოგლეჯა და მერე როგორც გინდა მისი ისე განმარტება. აი მთლიანი ტექსტი:

და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.

ანუ რაო?, ღმერთმა ადამიანის ხორცს მისცა (შთაბერა) ცოცხალი სულიო. ხოდა აქედან გამომდინარე ადამიანი არის სულისა და ხორცის ერთობა. ანუ ჩვენ არ ვართ "სული", ადამიანი არის სულისა და ხორცის ერთობა.

გარდა ამისა, მე მგონი თემაში არასწორად არის დასმულ/განმარტებული ტერმინი "გვაქვს სული". ეს არ უნდა გავიგოთ მატერიალური გაგებით, ისე, თითქოს სული იყოს რაღაც თვისება, ან რაღაც ქონება, რომელიც გვაქვს ან შეიძლება არ გვქონდეს და დავკარგოთ და ა.შ.

სული მართალია მოგვეცა, მაგრამ იგი არის ადამიანის, როგორც სულიერი არსების ("სული ცხოველი") განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ხორცი. განა შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ადამიანი შეიძლება არსებობდეს ხორცის გარეშე. თუმცა ვამბობთ, რომ ხორცი (სხეული) "გვაქვს", ისევე როგორც ვამბობთ, რომ გვაქვს "სული". აქედან გამომდინარე, სიტყვა "გვაქვს" სული და ხორცი გამოხატავს "ქონებას ბიბლიური თვალსაზრისით", რომ ჩვენი შექმნის დროს მოგვეცა ღმერთისაგან სული და ხორცი და სწორედ ამათი ერთობა ვართ ჩვენ "ადამიანები".

მე მგონი ეს ძალიან ცხადია და საერთოდ არაფერ შუაშია აქ ეს სიტყვები:
ციტატა
საქმე ახლა იმაშია, ადამიანი ღვთის შთაგონებით დაწერილ წმინდა წერილს ენდობა თუ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს. smile.gif


ადამიანი არც მარტო სულია და არც მარტო ხორცი, ადამიანი არის სულისა და ხორცის ერთობა, რომელიც (ორივე) მიეცა მას ღმერთისაგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 2 2009, 06:04 AM
პოსტი #125


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80


მოდი სხვა კუთხით განვიხილოთ ეს მოვლენა. ანგელოზს ხომ აქვს სული? მაგრამ ანგელოზი ხომ არაა ადამიანი? ანუ სული ადამიანობაზე და ანგელოზობაზე მაღლა მდგომი ცნებაა. მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანი ხორცის და სულის ერთიანობაა, მაგრამ მე პირველ რიგში სული ვარ და მერე ადამიანი. შენ ალბათ იმასაც იტყვი, რომ ანგელოზმა სული დაკარგა, როცა დაეცა და ეშმაკი გახდა... თუ არ დაკარგა, ესე იგი ეშმაკსაც აქვს სული ხო? და რაც შეეხება ციტატას: "შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" ეს ადამიანებისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი, იმიტომ რომ ზეციური ენისას ადამიანი ვერ გაიგებდა, იესოც ცისას ნაკლებად გვეუბნებოდა, იმიტომ რომ მიწისაც კი არ გვესმოდა კარგად... ციტატების მოყვანით ვერაფერს მივაღწევთ, მაგას იაღოველებიც მშვენივრად ახერხებენ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 2 2009, 01:19 PM
პოსტი #126


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ანგელოზს ხომ აქვს სული?

რაღაც მასეთი რამ მე არ გამიგია : )

იქნებ ვცდები, რავიცი.. ხოდა ვიკითხავ ეხლა: ანგელოზს აქვს სული? თუ თავადაა სული? სწორად როგორ უნდა ვთქვათ?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Sep 2 2009, 06:35 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(cinemamu @ Sep 2 2009, 06:04 AM) *

damiane80
მოდი სხვა კუთხით განვიხილოთ ეს მოვლენა. ანგელოზს ხომ აქვს სული? მაგრამ ანგელოზი ხომ არაა ადამიანი? ანუ სული ადამიანობაზე და ანგელოზობაზე მაღლა მდგომი ცნებაა. მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანი ხორცის და სულის ერთიანობაა, მაგრამ მე პირველ რიგში სული ვარ და მერე ადამიანი. შენ ალბათ იმასაც იტყვი, რომ ანგელოზმა სული დაკარგა, როცა დაეცა და ეშმაკი გახდა... თუ არ დაკარგა, ესე იგი ეშმაკსაც აქვს სული ხო? და რაც შეეხება ციტატას: "შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" ეს ადამიანებისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი, იმიტომ რომ ზეციური ენისას ადამიანი ვერ გაიგებდა, იესოც ცისას ნაკლებად გვეუბნებოდა, იმიტომ რომ მიწისაც კი არ გვესმოდა კარგად... ციტატების მოყვანით ვერაფერს მივაღწევთ, მაგას იაღოველებიც მშვენივრად ახერხებენ a075.gif



აუ cinemamu რა გიყვარს ეს ინდუისტურ-ბუდისტური ჩახლართული და ნირვანული მსჯელობები biggrin.gif biggrin.gif, ვერ თავს გაუგებს კაცი მაგათ და ვერც ბოლოს.

ანგელოზი და სული? ეგ მე არ ვიცი თეოლოგი არ ვარ.

ციტატა
ანგელოზს ხომ აქვს სული? მაგრამ ანგელოზი ხომ არაა ადამიანი?
სწორედ ამაშია საქმე, მეც იმას ვამბობ, რომ მხოლოდ სული არ ნიშნავს ადამიანს. ადამიანი სულის და ხორცის ერთობაა. შენ ამ მსჯელობით შენდა უნებურად მე მეთანხმები.

ციტატა
მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანი ხორცის და სულის ერთიანობაა, მაგრამ მე პირველ რიგში სული ვარ და მერე ადამიანი. შენ ალბათ იმასაც იტყვი, რომ ანგელოზმა სული დაკარგა, როცა დაეცა და ეშმაკი გახდა... თუ არ დაკარგა, ესე იგი ეშმაკსაც აქვს სული ხო?


აქ უკვე ჩემ მაგივრად საუბრობ საკუთარ თავთან biggrin.gif, თუმცა საბოლოო ჯამში შენი მსჯელობა ამ ფრაზამდე დაიყვანება:
ციტატა
მაგრამ მე პირველ რიგში სული ვარ და მერე ადამიანი


ეს მიდგომა საფუძველშივე არასწორია და ეწინააღმდეგება იმას, რაშიც თავად მეთანხმები:
ციტატა
მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანი ხორცის და სულის ერთიანობაა,


შე დალოცვილო თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის სულის და ხორცის ერთობაა, მაშინ რას ნიშნავს ჯერ სული ვარ და მერე ადამიანი.

კიდევ ერთხელ და ცალსახად ადამიანი არის სულის და ხორცის ერთობა, ცალ-ცალკე რომელიმე ცალკე აღებული არ არის ადამიანი ანუ ორივეს ერთად ჰქვია ადამიანი. ამ მოსაზრებას ამყარებს მეორედ მოსვლის დოგმატური სწავლება, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ მიცვალებულთა აღდგომა იქნება ხორცით ანუ კვლავ მოხდება სულის და ხორცის შეერთება (ხორცი შეიძენს უხრწნელ თვისებას) და ამგვარად იქნება საუკუნო ცხოვრებაში.

ანუ მეორედ მოსვლის შემდეგაც, საუკუნო ცხოვრებას სული კი არ იმკვიდრებს , არამედ სული და ხორცი (ანუ ადამიანი) ერთად.

ციტატა
ციტატების მოყვანით ვერაფერს მივაღწევთ, მაგას იაღოველებიც მშვენივრად ახერხებენ a075.gif


აბა რა ვქნათ, საღვთო წერილი აღარ ვიკითხოთ, დავჯდეთ ხის ძირში და გავსხივოსნდეთ?? biggrin.gif

რასელისტებს რაც შეეხება, ტტყუილად ნუ მადარებ მათ მეთოდებს თუ კაცი ხარ, რასლისტები ცოტატებით კი საუბრობენ, მაგრამ მათი პრობლემა კონტესტის დამახინჯებაშია. მე კიდე პირიქით, ხო ხედავ როგორ გავშალა თემა cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Diversity
პოსტი Sep 2 2009, 06:49 PM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 356
რეგისტრ.: 22-August 09
წევრი № 7,402



სხეული სულის ჭურჭელიაო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 3 2009, 08:34 PM
პოსტი #129


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80


სულაც არ ვეთანხმები შენს ნათქვამს, ერთიანობა არ ნიოშნავს იმას რომ სული და ხორცი ერთად ვარ. ხელს თუ მომაჭრიან, ფეხს თუ მომაჭრიან ერთიანობა ირღვევა? უფრო ზუსტად თუ ვიტყვით სხეული ჭურჭელია როგორც Diversity-მ თქვა.

უფრო კარგად ავხსნი როგორ განვიხილავ ადამიანის ცნებას. პირობითად დავარქვათ ადამიანს პიანისტი. პიანინო თუ არ ექნება დამკვრელი მაინც ხო დარჩება, უბრალოდ პიანისტი აღარ იყოს შეიძლება და სხვა ინსტრუმენტზეც კი დაუკრას
(ან ისევ პიანინოზე). ანუ ადამიანი არის პიანისტი (დამკვრელის და პიანინოს ერთობლიობა) და ეს დროებითი ერთობლიობაა. დამკვრელი მარადიულია, პიანინო დროებითი. ანგელოზი კი არფაზე უკრავს მაგალითად biggrin.gif უხეში შედარებაა, მაგრამ მიმიხვდები იმედია რისი თქმაც მინდოდა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Sep 4 2009, 01:28 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(cinemamu @ Sep 3 2009, 08:34 PM) *

damiane80
სულაც არ ვეთანხმები შენს ნათქვამს, ერთიანობა არ ნიოშნავს იმას რომ სული და ხორცი ერთად ვარ. ხელს თუ მომაჭრიან, ფეხს თუ მომაჭრიან ერთიანობა ირღვევა? უფრო ზუსტად თუ ვიტყვით სხეული ჭურჭელია როგორც Diversity-მ თქვა.

უფრო კარგად ავხსნი როგორ განვიხილავ ადამიანის ცნებას. პირობითად დავარქვათ ადამიანს პიანისტი. პიანინო თუ არ ექნება დამკვრელი მაინც ხო დარჩება, უბრალოდ პიანისტი აღარ იყოს შეიძლება და სხვა ინსტრუმენტზეც კი დაუკრას
(ან ისევ პიანინოზე). ანუ ადამიანი არის პიანისტი (დამკვრელის და პიანინოს ერთობლიობა) . დამკვრელი მარადიულია, პიანინო დროებითი. ანგელოზი კი არფაზე უკრავს მაგალითად biggrin.gif უხეში შედარებაა, მაგრამ მიმიხვდები იმედია რისი თქმაც მინდოდა.


წინააღმდეგობების მამა ხარ რა

ციტატა
სულაც არ ვეთანხმები შენს ნათქვამს, ერთიანობა არ ნიოშნავს იმას რომ სული და ხორცი ერთად ვარ. ხელს თუ მომაჭრიან, ფეხს თუ მომაჭრიან ერთიანობა ირღვევა? უფრო ზუსტად თუ ვიტყვით სხეული ჭურჭელია როგორც Diversity-მ თქვა.


კაცო შენ არ ამბობდი, ჩვენ სული ვართო???

გარდა ამისა, რა შუაში ხელის ფეხის და ფრჩხილის მოჭრა. ერთიანობა დაირღვევა მაშინ, როცა ხორცი სხეულს გაეყრება, ვინ თქვა რომ ხელ-ფეხის მოპჭრით ერთიანობა ირღვევაო, მე არა biggrin.gif cool.gif


ციტატა
ანუ ადამიანი არის პიანისტი (დამკვრელის და პიანინოს ერთობლიობა), და ეს დროებითი ერთობლიობაა


ძალიან უხეში შედარებაა გეთანხმები.

ეგაა ბატონო, მაგრამ დროებითი ერთობლიობაა მხოლოდ დროებით, მეორედ მოსვლის შემდეგ ეს ერთობა მუდმივი იქნება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 4 2009, 02:05 PM
პოსტი #131


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კაცო შენ არ ამბობდი, ჩვენ სული ვართო???



მერე სადაა აქ წინააღმდეგობა?


ციტატა
გარდა ამისა, რა შუაში ხელის ფეხის და ფრჩხილის მოჭრა. ერთიანობა დაირღვევა მაშინ, როცა ხორცი სხეულს გაეყრება



მაგ დროს დაირღვევა სულის და ხორცის დროებითი ერთიანობა, მაგრამ სულს არაფერი მოაკლდება მაგით. მე სული ვარ და ჩემი მთლიანობა სულაც არ დაირღვევა თუ მოვკვდები.

ციტატა
ეგაა ბატონო, მაგრამ დროებითი ერთობლიობაა მხოლოდ დროებით, მეორედ მოსვლის შემდეგ ეს ერთობა მუდმივი იქნება



ნუ მეორედ მოსვლა ცალკე თემაა და თან უფრო სადავო smile.gif


ციტატა
წინააღმდეგობების მამა ხარ რა



პირიქით მე წინააღმდეგობებს ვაერთიანებ. შენ ხედავ წინააღმდეგობებს თორე მე მთლიანობას ვხედავ მაგალითად იმაში რომ ეს სამყარო რეალობაა და თან ილუზიაა smile.gif

ორ ურთიერთსაწინააღმდეგოს რომ ვამბობ არ ნიშნავს რომ ისინი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. გონება ამას ვერ ხსნის მაგრამ ინტუიცია + ერუდიცია biggrin.gif





და სიტყვებზე ნუ მეკიდები ერთი თუ კაცი ხარ, კარგად იცი ხოლმე რისი თქმაც მინდა a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabisonia
პოსტი Oct 11 2009, 12:44 PM
პოსტი #132


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 27-September 09
წევრი № 7,548



აკაკი
ციტატა
ჩვენ ვართ ადამიანები, და ჩვენში არის სული << მე ასე ვფიქრობ

ანუ ასი წლის მერე რო მიიცვლები სხეულს ტოვებ ეგ გასაგებია და ვინ იქნები შენ?> ეს აზროვნება გექნება? ანუ იგრძნოობ? იყნოსავ? შენ იქნები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m_b
პოსტი May 14 2010, 05:50 PM
პოსტი #133


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 25-March 10
წევრი № 8,480



ხორცი სულის გარეშე ვერ იაზროვნებდა, იქნებოდა ისე როგორც ღორი და როგორც ძაღლი.

ანუ მე ვთვლი, რომ მე ვარ ხორცში დამწყვდეული სული.

აზროვნება მაქვს სულისა (თუმცა ზოგი სხეულითაც აზროვნებს, შეიძლება მეც).

ხოდა რაც შეეხება კონკრეტულად რომელი ვართ ამაშია ღმერთის ძალა, ეს შეთანხმიერებაა, სულისა და ხორცის ერთობაა. როგორც ვიცი, გარდაცვალების მერეც იქნება რაღაც ხორცის მაგვარი. სადღაც მაქვს მოსმენილი. ანუ მარტო სული არ იქნება.

რაც შეეხება გვექნება თუ არა ეს აზროვნება ისევ, ორი აზრი არ არსებობს, თუ ეს აზროვნება აღარ გვექნება მაშ ეს ცხოვრება უაზრობა ყოფილა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი May 17 2010, 04:48 PM
პოსტი #134


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



ჩვენ შევდგებით სულისგან. პირადად მე ადამიანი ვარ და სულიცა მაქ და ხორციც biggrin.gif . ვიღაცა შეიძლება არ არის ადამიანი და არის - სული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 17 2010, 04:49 PM
პოსტი #135


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



shavlegi
ციტატა
ჩვენ შევდგებით სულისგან. პირადად მე ადამიანი ვარ და სულიცა მაქ და ხორციც . ვიღაცა შეიძლება არ არის ადამიანი და არის - სული.


ხორცში რას გულისხმობ?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daat
პოსტი May 18 2010, 03:33 PM
პოსტი #136


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,849



ჭეშმარიტია კითხავა: ვინ ვარ მე?
ჭეშმარიტია პასუხი: მე ვარ სული. და მე მაქვს მრავალი სხეული, მათ შორის ფიზიკურიც


--------------------
"ჰე ღმერთო! ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა.."
~~~
~~~
~~~
ვეფხოსტყაოსანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 19 2010, 11:15 PM
პოსტი #137


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(daat @ May 18 2010, 04:33 PM) *

ჭეშმარიტია კითხავა: ვინ ვარ მე?
ჭეშმარიტია პასუხი: მე ვარ სული. და მე მაქვს მრავალი სხეული, მათ შორის ფიზიკურიც

ეს სად წერია ?? რომ მე ვარ სული და მაქვს მრავალი სხეული მათ შორის ფიზიკურიც ?? რაღაც ვერ მივხვდი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 19 2010, 11:44 PM
პოსტი #138


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ჭეშმარიტია პასუხი: მე ვარ სული. და მე მაქვს მრავალი სხეული, მათ შორის ფიზიკურიც

რეინკარნაციას გულისხმობ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 20 2010, 06:45 AM
პოსტი #139


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi
ციტატა
რეინკარნაციას გულისხმობ?


არა მგონია რეინკარნაცია ეგულისხმა. მანდ იგულისხმება უხეში მატერიალური სხეული, მერე ნატიფი (ჭკუის) სხეული, მერე კიდევ უფრო ნატიფი (გონების) სხეული, კიდევ სხვანაირად ეთერულ, მენტალურ, ასტრალურ სხეულებსაც ეძახიან, თუ გინდა საფშვინველი და სამშვინველი დაარქვი... მოკლედ სხეული მარტო ის არაა რასაც ვხედავთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი May 26 2010, 12:25 AM
პოსტი #140


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



ციტატა
ხორცში რას გულისხმობ?

ხორცში ვგულისხმობ ჩემს ფიზიონომიას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 08:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი