IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

51 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ნაციონალური ცეკვა
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 07:08 PM
პოსტი #121


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 09:46 AM) *



ილიკოს პიროვნული მტრობა არა მაქვს, და იმდია არც მექნება, მაგრამ ქართული კულტურის დამახინჯებას ვერ ავიტან ქეთი, მაპატიე. ესაა ჩემი პოზიცია.

არც მე ვაფანატებ ილიკოს პიროვნებაზე, მაგრამ ვამბობ იმას რაც სიმართლეა,


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxelo1986
პოსტი Mar 13 2007, 07:08 PM
პოსტი #122


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,322



ციტატა(kaxelo1986 @ Mar 12 2007, 05:53 PM) *

რაჭული საცეკვაო მინდა და მეგრული(სუიტა)ქვია თუ არ ვცდები
დამეხმარეეეეთ ! ! !


unsure.gif


--------------------
დამისხიი, დამალევინეეეე
ეგ ღვინო, ოხერ-ტიალიი,
იქნება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 13 2007, 07:15 PM
პოსტი #123


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
რაჭული საცეკვაო მინდა


ეს უნდა იყოს

http://www.link.ge/file/91100/rashovda.wma.html


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 07:31 PM
პოსტი #124


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 01:14 AM) *

Qeti
შენ რა იცი, იქნებ ჩვენ ჩვენს პროფესიაში მეტად პოპულარულები ვართ, ვიდრე ილიკო ტავისაში

და არც შენ იცი ვინ რა პროფესიონალია თავის საქმეში, თუ არ ვცდები ეს შენი პოსტებია:

"ის მოძრაობები, რასაც Dრეს სუხიშვილების ქალები ასრულებენ, ანუ ის ველური ხტომა სცენაზე ქრისტიანობამდე საქართველოს უფრო მახსენებს, მაპაყიეთ და ქაჯებს უფრო ჰგვანან ვიდრე ქალებს. "

"ველური ქალებით და არა ტრადიციებით."

"არ შეიძლება ასე უაზროდ ქურციკივით და ქაჯივით ხტოდეს სცენაზე "


მაშინ მეც ამას პირად შეურაცყოფად მივიღებ, ეხა მე შენ გიმტკიცებ რომ ნამდვილად არ ვცეკვავ რივერდანსს, არ ვგავართ ქაჯებს და ქურციკებს, მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მიყვარს ეს საქმე და შენ არ გაქვს უფლება გვიწოდო
სულელური სახელები!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 08:41 PM
პოსტი #125


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Qeti
ციტატა
მაშინ მეც ამას პირად შეურაცყოფად მივიღებ, ეხა მე შენ გიმტკიცებ რომ ნამდვილად არ ვცეკვავ რივერდანსს, არ ვგავართ ქაჯებს და ქურციკებს, მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მიყვარს ეს საქმე და შენ არ გაქვს უფლება გვიწოდო
სულელური სახელები!


ქეთი, მე შენი გულისტკენა ან შეურაცყოფა საერთოდ არ მიფიქრია და შენზე პირადად არც არაფერი მითქვამს. შენ შენზე ნუ მიიღებ მაგას, არც შენს პროფესიონალიზმში არ მეპარება ეჭვი. უბრალოდ, ვამბობ და რა ვქნა დღესაც ამ აზრზე ვარ, ის, რაც დღეს სუხიშვილები ცეკვავენ ეს არაა ქართული ფოლკლორი გესმის? უბრალოდ არ მინდა ფოლკლორი დაიკარგოს. ქართველებს მართლაც გვავქს ცუდი ჩვეულება ჩვენის დაფასება არ ვიცით, ასე ბევრი რამ დაიკარგა. არ ჩამოვთვლი რა...

ქეთი, მე ასე ვუყურებ ამას, ჩემინქვეყნის ტრადიცია და კულტურა ჩემთვის უმთავრესია მოეწონება თუ არა ის სხვა ქვეყანას ნაკლებად მაღელვებს. სხვა ქვეყნის მაყურებლის გასართობად შეცვალო და გაანადგურო ფოლკლორი არაა სწორი. ფოლკლორი შოუ არ არის. ცხადია, მეც მიხარია ჩვენი ქვეყნის კულტურა, რომ მოსწონთ, მაგრამ მათ მოწონებას ვერაფერს ვანაცვალებ, გესმის? ამ ბოლო დროს ანსამბლები იმაზე ფიქრობენ რა გაკეთონ ისეთი, რაც კარგად გაიყიდება უცხოეთსი. გასაგებია ერთი და იგივე ხომ მოსაწყენია, გადის ეს ცეკვები ჩვენი კულურის სახელით და რაც მთავარია აქაც ესე მკვიდრდება.


გამოგია ბიტლზებმა პირველად ტავინთი ფოლკლორის გაროკება დაიწყეს და ამით გაითქვეს სახელი, მაგრამ მათ ამ სიმღერებისთვის ფოლკლორი არ უწოდებიათ. ინგლისელებმა ფოლკლორი ისეთი სახით შეინარჩუნეს, როგორიც მათი ტრადიციაა, ჩვენ ირლანდიულ ცეკვებზე გადავედით ამის ტქმა მინდოდა და კიდევ ვინ იცის რაზე ტან გამართლებაც მოუძებნეს ის ცეკვები ძXველი დროის იყოო, ეხლა სხვა დროაო, მაგრამ ის ჩვენი ისტორიაა. რაც შეეხება ახალს მოიგონოს დადგას, გააკეთოს, მაგრამ ეს ფოკლორი არაა, ცალკე გააკეთოს ქეთი და არასოდეს არ ვიტყვი არაფერს, წავალ და ვნახავ, ან მომეწონება ან არა.

კიდევ ერტხელ გეტყვი, მე შენი შეურაცყოფა არ მინდოდა და არც გულისტკენა და არც არავისი. უბრალოდ მეც მტკივა გული ჩემი ქვეყნის ფოლკლორზე, მე ვხედავ, რომ ის იკარგება, ცოტა შენც გამოიგე რას ვამბობ.

მაპატიე, მე შენი წყენინება არ მინდოდა.


Qeti
ციტატა
არც მე ვაფანატებ ილიკოს პიროვნებაზე, მაგრამ ვამბობ იმას რაც სიმართლეა,




ვერც ის გავიგე რას ამბობ. მე რასაც ვმბობ იმის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობ. ანუ არ ამბობ, რომ ფოლკლორი არ იკარგება, არ მახინჯდება და აშ.


ქეთი, მე შენს წყენინებას არ ვაპირებ, არც არასოდეს გაწყენინებ, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია. მე პრობლემას ვხედავ და იმას ვამბობ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Mar 13 2007, 08:46 PM
პოსტი #126


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 06:46 PM) *

Cotne
ბოლოჯერ ვამბობ, ქართული ცეკვა ნუ დაკარგავს ტავის სახეს ანუ ქართულ ტრადიციებს, თუ გინდა გარმონზე დაუკრან თუ გინდა ბასზე. თუმცა მე ამ საკრავების გარეშე მაქვს მოსმენილი და ვიტყოოდი, რომ არანაკლებია.
ქართული ცეკვა არ არის ფულის მოგების მიზნით შექმნილი. ის ჩვენი კულტურის ნაწილი. მისი უნიკალურობა ზუსტად ცვენი ტრადიციებიდან მოდის, პირველ რიგში ქალის და მამაკაცის ურთიერთობიდა, შეიქმანას ახალი ილეთები, ვინაა მაგის წინააღმდეგი, ეს ხომ ხალხური ცეკვაა, დარწმუნებული ვარ, ხალხი რაღაცას უმატებდა რაღაცას აკლებდა, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ეს ილეთების დამატება კი არა ქართული ცეკვის უკაცრავად მძიმე გამოთქმისტვის , მაგრამ დასამარებაა. ქართულ ცეკვაში ზუსტად ის დაიკარგა, რაც სხვა ერიდან გამოგვარჩევდა, ქალის და მამაკაცის ურტიერთობა. ეს არის უნიკალური. ილიკოს ცეკვა ტყუპისცალივით დაემსგავსა ირლანდიურ ცეკვას, რაც ძალიან ზალიან მწყინს და თუ ამის გამო მის მიმართ რაიმე საყვედური ვტქვი, ნურავის ეწყინება.
ფოლკლორს ცარჩო აქვს, ის უნდა განვითარდეს, მაგრამ რადგან ფოკლორია ჩარჩოთი. ქართული ცეკვების ჩარჩო ქალის და მამაკაცის ურთიერთობაა, ყველასგან გასნხვავებული. არ მედარდება იაპონელს მოეწონება თუ არა ქართული ცეკვა, ის უნდა შენარჩუნდეს და ჩემმა და თქვენმა სვილებმა უნდა ნახონ, იაპონელებმა კი არა, მათთVის კი არ უნდა ვიცეკვოთ. ქართული ცეკვაც ისტორიაა, აქედან ცანს ჩვენი ტრადიცია და ამას ნუ დაკარგავთ, მეტი რა ვთქვა, წავედი ამ თემიდან. ადრეც წავედი და ეხლა სამწუხაროდ დავბრუნდი.

მართლა ვნანობ, რომ დავბრიუნდი, მგონი ტყუილად განიცდის ქეთი, ის ზუსტად ვერ მიხვდა ჩვენ რას ვამბობთ, ილიკოს პიროვნული მტრობა არა მაქვს, და იმდია არც მექნება, მაგრამ ქართული კულტურის დამახინჯებას ვერ ავიტან ქეთი, მაპატიე. ესაა ჩემი პოზიცია.

გაიხარე რააა rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 09:07 PM
პოსტი #127


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



არც კი მიხსენებია ხალხო რომ ეს ფოლკლორია, საერთოდ ასე ვიხსენიებთ.
"ქართული ნაციონალური ბალეტი"
რამდენჯერ დავწერე. მე გამოვთქვი პრეტენზია იმაზე რომ სუხიშვილებს, მთლიან ანსამბლს, თავისი მოცეკვავეებით, ხელმძღვანელობით და ასე შემდეგ ასწორებდნენ მიწასთან!

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 11:41 AM) *

Qeti
ქეთი, მე შენი გულისტკენა ან შეურაცყოფა საერთოდ არ მიფიქრია და შენზე პირადად არც არაფერი მითქვამს. შენ შენზე ნუ მიიღებ მაგას, არც შენს პროფესიონალიზმში არ მეპარება ეჭვი. უბრალოდ, ვამბობ და რა ვქნა დღესაც ამ აზრზე ვარ, ის, რაც დღეს სუხიშვილები ცეკვავენ ეს არაა ქართული ფოლკლორი გესმის? უბრალოდ არ მინდა ფოლკლორი დაიკარგოს. ქართველებს მართლაც გვავქს ცუდი ჩვეულება ჩვენის დაფასება არ ვიცით, ასე ბევრი რამ დაიკარგა. არ ჩამოვთვლი რა...

ქეთი, მე ასე ვუყურებ ამას, ჩემინქვეყნის ტრადიცია და კულტურა ჩემთვის უმთავრესია მოეწონება თუ არა ის სხვა ქვეყანას ნაკლებად მაღელვებს. სხვა ქვეყნის მაყურებლის გასართობად შეცვალო და გაანადგურო ფოლკლორი არაა სწორი. ფოლკლორი შოუ არ არის. ცხადია, მეც მიხარია ჩვენი ქვეყნის კულტურა, რომ მოსწონთ, მაგრამ მათ მოწონებას ვერაფერს ვანაცვალებ, გესმის? ამ ბოლო დროს ანსამბლები იმაზე ფიქრობენ რა გაკეთონ ისეთი, რაც კარგად გაიყიდება უცხოეთსი. გასაგებია ერთი და იგივე ხომ მოსაწყენია, გადის ეს ცეკვები ჩვენი კულურის სახელით და რაც მთავარია აქაც ესე მკვიდრდება.


კიდევ ერტხელ გეტყვი, მე შენი შეურაცყოფა არ მინდოდა და არც გულისტკენა და არც არავისი. უბრალოდ მეც მტკივა გული ჩემი ქვეყნის ფოლკლორზე, მე ვხედავ, რომ ის იკარგება, ცოტა შენც გამოიგე რას ვამბობ.

მაპატიე, მე შენი წყენინება არ მინდოდა.
Qeti
ვერც ის გავიგე რას ამბობ. მე რასაც ვმბობ იმის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობ. ანუ არ ამბობ, რომ ფოლკლორი არ იკარგება, არ მახინჯდება და აშ.
ქეთი, მე შენს წყენინებას არ ვაპირებ, არც არასოდეს გაწყენინებ, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია. მე პრობლემას ვხედავ და იმას ვამბობ.

არც მე არავის წყენინება არ მდომებია, და თუ მაინც ვინმეს რაიმე ეწყინა, მაშინ მეც მაპატიეთ!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 13 2007, 10:24 PM
პოსტი #128


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
ქართულ ცეკვაში ზუსტად ის დაიკარგა, რაც სხვა ერიდან გამოგვარჩევდა, ქალის და მამაკაცის ურტიერთობა. ეს არის უნიკალური. ილიკოს ცეკვა ტყუპისცალივით დაემსგავსა ირლანდიურ ცეკვას, რაც ძალიან ზალიან მწყინს და თუ ამის გამო მის მიმართ რაიმე საყვედური ვტქვი, ნურავის ეწყინება.


ზუსტად ამის შესახებ ამ თემის დასაწყისშიც გვქოდა საუბარი და მე კიდევ გავიმეორებ ჩემს დაპოსტილს

QUOTE
რაც შეეხება იმას დაიკარგა თუ არა თანამედროვე ქართულ ცეკვაში ქართული სული, ამაშიც ვერ დავეთანხმები ამ აზრის მომხრეებს, იმიტომ რომ დამერწმუნეთ ქორეოგრაფიამ ხალხური სიმღერისაგან განსხვავებით თუ მუდვივი სახეცვლილება და განახლება (უკეთესობისკენ რა თქმა უნდა) არ განიცადა ისე ნაკლებად ყურებადიც და ერთგვარად მოსაწყენიც კი იქნება, მითუმეტეს ქართული ცეკვების მნიშვნელოვანი ნაწილი (ვგულისხმობ ქორეოგრაფიას, ილეთებს და ა .შ.) 20-ე საუკუნეშია შექმნილი, და ისევე დადგა უფროსმა ილიკო სუხიშვილმა (რაღა თქმა უნდა ხალხურ მოტივებზე, და კუთხური ტრადიციებისა და ხასიათის გათვალისწინებით) როგორც უმცროსი ილიკო დგავს ახლა.

ვერ იმაში დავეთანხმები ამ აზრის მომხრეს რომ თანამედროვე ქარული ცეკვა რივერდანსს ჩამოგავს, სადაც ცეკვის დროს წელსზემოთ სხეული მთლიანად გაჩერებულია და მხოლოდ ფეხი მუშაობს, ქართულ ცეკვაში კი თითქმის ისეთივე დატვირტვა მოდის ტანზე როგორც სხეულის დანარჩენ ნაწილზე.
ჯუთას ან ზეკარს თუ გულისხმობ, მასა რამდენიმე მომენტში კი ცეკვავს "მხოლოდ ფეხით" მაგრამ არა მთელ ცეკვას, და სოლოებს და დუტებს, ასევე ზეკარში ოთხი ბიჭის ულამაზეს ჩამოსვლას მხოლოდ ფეხით ნაცეკვს და რივერდანსს მიმგვანებულს ვერ დაარქმევ ნამდვილად


დავამატებ იმასაც, რომ თუ ორი ქვეყნის ცეკვაში რაიმე მსგავსება დავინახეთ, არ შეიძლება ხელაღებით იმის მტკიცება, რომ პლაგიატთან გვაქვს საქმე, მითუმეტეს ქართველებს არაფერი გვჭირს საპლაგიატო smile.gif მე ნანახი მაქვს უკრაინული ხალხური ცეკვები, რამოდნიმე მსგავსი ელემენტიც აღმოვაჩინე, იგივეს ვიტყოდი მექსიკურ ქორეოგრაფიაზეც, ბევრი რამით გავს ქართულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ან ჩვენ გადავიღეთ ან იმათ რაიმე, გავს და მეტი არაფერი.

არც სუხიშვილების და არცერთი სხვა ქარული ანსამბლის ქორეოგრაფია, არ არის და არც არასდროს ყოფილა თავიდან ბოლომდე ხალხური. ბევრი ცეკვა 20-ე საუკუნის პირმშოა, ილეთებიდან დაწყებული, კოსტუმებით დამთავრებული. მაგრამ ეს ქართული ცეკვის დასამარებად არავის მიუღია.

რაც შეეხება ქალის როლის შეცვლას ქართულ ცეკვებში, მოგახსენებთ ამაზეც ჩემს აზრს.

კონკრეტულად ვინ რას გულისხმობს არ ვიცი მაგრამ მე უშუალოდ დადგმებს შევეხები. უმცროსმა ილიკომ დადგა ე.წ. "ქალების ხორუმი", უჩხრესტი ქვია თუ არ ვცდები, და საზოგადოებამ ეს ძალიან უარყოფითად მიიღო (ქალმა სინაზე დაკარგა და ა.შ.) მაგრამ ხალხნო ამორძალები არ გაგიგიათ, ან არ გსმენიათ როდესმე რომ ხშირად კაცების გვერდით ქართველი ქალებიც იბრძოდნენ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა. ხორუმიც ხომ საბრძოლო ცეკვაა. იგივეს ვიტყვი ილოურზეც, სადაც ორ ბიჭთან ერთად, ორი გოგო ცეკვავს თეთრი ჩოხით. ეს უფროსი ილიკოს დადგმულია და ახლა უბრალოდ აღდგენა მოხდა ამ ცეკვის. ფირიც არსებობს სადაც ნინო და ილიკო ერთად ცეკვენ ამას.


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 13 2007, 10:35 PM
პოსტი #129


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



leluka
ციტატა
აბა სცენაზე ცეცხლი უნდა დაატრიალო და დაანთო ისე უნდა იცეკვო აბა 700 ტონიანი სპილო რაც არ უნდა ჰაეროვნად ცეკვავდეს და შენთვის მისაღებად და ყოველგვარი განათლების გარეშე ბევრი ანსამბლი არსებობს თბილისში დაა ყველგან ზუსტად მაგ სპეციალურ მიმიკებს ხვეწავენ,კაცს კაცის უნდა ეტკობოდეს და რომ დაიჭექებს ასსსააააააააააა და ჯრუანტელი რომ დაგივლის აპა სხვა ნაზად როგორ უნდა იცეკვოს ბიჭმა ბევრი ანსამბლი არსებობს თბილისში დაა ყველგან ზუსტად მაგ სპეციალურ მიმიკებს ხვეწავენ,კაცს კაცის უნდა ეტკობოდეს და რომ დაიჭექებს ასსსააააააააააა და ჯრუანტელი რომ დაგივლის აპა სხვა ნაზად როგორ უნდა იცეკვოს ბიჭმა

მე რაც დავწერე, იქ სულაც არ იგულისხმება ნაზად ცეკვა.

შენ ალბათ არც გინახავს, როგორ ცეკვავენ ქისტები. არსებობს გლეხური ანსამბლი პანკისის ხეობაში და ნახე ერთი მაგათი დანთებული ცეცხლი სცენაზე.
სვანებს უყურე შენც, მიმიქარავს ყველა ანსამბლის ნაცეკვი სვანური.
სისხლის დუღილი თუგინდა ეგაა რა.
ენვერ ხალვაშის ანსამბლი ნახე მთიან აჭარაში.
ყოველგვარი ტინგიცური მიმიკების გარეშე განახებს აჭარული ცეკვის მადლს.
სულაც არაა არცერთის ნაცეკვი "პედიკური".
რახან არ იჭყანებიან, ე.ი. ქალოიები და ნაზები არიან? IPB-ს სურათი

მაგარი ლოგიკაა.

დაუხვეწეთ ეგ ფსევდო-ვაჟკაცური სახეები მოცეკვავეებს და სარკის წინ ამუშავეთ მთელი დღეები. IPB-ს სურათი

ხო კიდევ, ფაფახების დასველება არ დაგავიწყდეთ წყალში, ვითამ ოფლის წვეთებიაო. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 13 2007, 10:43 PM
პოსტი #130


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



ვეშაპო
QUOTE
შენ ალბათ არც გინახავს, როგორ ცეკვავენ ქისტები. არსებობს გლეხური ანსამბლი პანკისის ხეობაში და ნახე ერთი მაგათი დანთებული ცეცხლი სცენაზე.
სვანებს უყურე შენც, მიმიქარავს ყველა ანსამბლის ნაცეკვი სვანური.
სისხლის დუღილი თუგინდა ეგაა რა.
ენვერ ხალვაშის ანსამბლი ნახე მთიან აჭარაში.
ყოველგვარი ტინგიცური მიმიკების გარეშე განახებს აჭარული ცეკვის მადლს.
სულაც არაა არცერთის ნაცეკვი "პედიკური".
რახან არ იჭყანებიან, ე.ი. ქალოიები და ნაზები არიან?


გეთანხმები რომ სვანში, აჭარელში და ა.შ. უფრო მეტად ზის მისი კუთხისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფია, და შეიძლება არც ჭირდებოდეთ იმდენი ძალისხმევა "ხასიათში ცეკვისათვის" (მასე ვეძახით) როგორც თბილისში გაზრდილს, მაგრამ ამით რისი თქმა გინდა რომ მარტო სვანმა უნდა იცეკვოს სვანური და მოხევემ მოხევური? smile.gif





--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 13 2007, 10:54 PM
პოსტი #131


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
დაუხვეწეთ ეგ ფსევდო-ვაჟკაცური სახეები მოცეკვავეებს და სარკის წინ ამუშავეთ მთელი დღეები.


აქ საერთოდ ვერ მივხვდი რას გულისხმობ. ყველა ცეკვას მისთვის დამახასიათებელი ხასიათით უნდა შესრულება, და ეს მარტო ფიზიკურად ცეკვას არ გულისხმობს, არამედ მის მსახიობურ დონეზე შესრულებასაც, და რა გასაკვირია თუ ამ ყველაფერს დახვეწა და მუშაობა უნდა.

QUOTE
ხო კიდევ, ფაფახების დასველება არ დაგავიწყდეთ წყალში, ვითამ ოფლის წვეთებიაო.


ეს კი არ გცოდნია სწორად smile.gif ფაფახს "ოფლის ეფექტისათვის" კი არ ვასველებთ (რაც ძალიან არაესთეტიურად მეჩვენება), ფაფახს სველი ხანჯლის წვერით ვვარცხნით, იმიტომ რომ დასველებული და "დამჯდარი" ფაფახი ბევრად ლამაზად გამოიყურება თავზე ვიდრე, დაუვარცხნავი და აფუებული smile.gif


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 14 2007, 12:01 AM
პოსტი #132


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Cotne
ციტატა
ამით რისი თქმა გინდა რომ მარტო სვანმა უნდა იცეკვოს სვანური და მოხევემ მოხევური?

არა მეგობარო, მაგას არ ვგულისხმობ.
თბილისელმაც კეთილი ინებოს და ნურც სვანურს, ნურც მთიულურს, ნურც მოხეურ და ნურც კიდევ რა ვიცი რომელს, ნუ მიანიჭებს ისეთ გრიმასებს, რაც საერთოდ არაა დამახასიათებელი მაგ კუთხეებისთვის.
კუთხეებისთვის კი არა და საერთოდ ქართველისთვის.

ციტატა
ეს კი არ გცოდნია სწორად ფაფახს "ოფლის ეფექტისათვის" კი არ ვასველებთ (რაც ძალიან არაესთეტიურად მეჩვენება), ფაფახს სველი ხანჯლის წვერით ვვარცხნით,

ეგ შენი ვარიანტია, ან შენი ანსამბლის.
მეც მქონია ხშირი ურთიერთობა სხვადასხვა ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან და ე.წ. "პაეზდკაშიც" ვყოფილვარ მათთან ერთად და ვიცი, რა მიზნით აკეთებენ მაგას.
ასევე, ვიცი როგორ აღიქვამს ამას, იგივე, უცხოელი მაყურებელი (არა მარტო უცხოელი).
ყველას გახვითქული გონია მოცეკვავე და სხვათაშორის, არც თუ მცირე ეფექტს ახდენს მათზე.
უბრალოდ ეს ჩემთვისაა სასაცილო, თორემ მათზე მართლაც შთამბეჭდავად მოქმედებს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 14 2007, 12:47 AM
პოსტი #133


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(Cotne @ Mar 13 2007, 01:54 PM) *

აქ საერთოდ ვერ მივხვდი რას გულისხმობ. ყველა ცეკვას მისთვის დამახასიათებელი ხასიათით უნდა შესრულება, და ეს მარტო ფიზიკურად ცეკვას არ გულისხმობს, არამედ მის მსახიობურ დონეზე შესრულებასაც, და რა გასაკვირია თუ ამ ყველაფერს დახვეწა და მუშაობა უნდა.


რა თქმა უნდა ცოტნე, მართალია! ცეკვა სანახაობაა ხალხო, რათქმა უნდა სარკის წინ მუშაობა და დახვეწა ჭირდება,ისევე როგორც ყველა სანახაობას, ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ მიიღებ სიმღერის დროს "ფსევდო-ვაჟკაცურ"სახეს, ან საერთოდ რა შუაშია "ფსევდო_ვაჟკაცური"? არავისზე ნაკლები ვაჟკაცები არ არიან ის ადამიანები!
ადრეც ავღნიშნე, რეპეტიციების დროს ხშირად გვეუბნებოდნენ. გულით, სულით, ტვინით და ბოლოს კი ტანით იცეკვეთო, არანაირად არ იღებენ ფსევდო სახეებს,ყველა ნორმალური მოცეკვავე შინაგანად მართლაც გრძნობს ემოციებს რასაც გამოხატავს კიდეც!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 14 2007, 01:06 AM
პოსტი #134


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(ვეშაპო @ Mar 13 2007, 01:35 PM) *

leluka


დაუხვეწეთ ეგ ფსევდო-ვაჟკაცური სახეები მოცეკვავეებს და სარკის წინ ამუშავეთ მთელი დღეები. IPB-ს სურათი

ხო კიდევ, ფაფახების დასველება არ დაგავიწყდეთ წყალში, ვითამ ოფლის წვეთებიაო. IPB-ს სურათი

არა ვეშაპო რად უნდა დაგვავიწყდეს biggrin.gif უნიჭოები თუ ვართ sad.gif გულმავიწყებიც კი არ ვართ biggrin.gif
ისე რამდენ ანსამბლში ვცეკვავდი და პირველად მესმის რომ ფაფახს ასველებენ წყალში და თანაც ოფლის ეფექტის შესაქმნელად ნეტა რომელი ანსამბლი იყო შენთან ერთად " პაეზდკაში" blink.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 14 2007, 01:21 AM
პოსტი #135


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Qeti
ციტატა
არავისზე ნაკლები ვაჟკაცები არ არიან ის ადამიანები!

არა, კაცო, ვერ გამიგე.
მაგათ ვაჟკაცობაში არანაირად არ მეპარება ეჭვი.

ციტატა
ყველა ნორმალური მოცეკვავე შინაგანად მართლაც გრძნობს ემოციებს რასაც გამოხატავს კიდეც!

მაშინ ამიხსენი, რატომ ცეკვავენ ხორუმს ძალით გაყინული სახეებით?
ვინ უთხრა, რომ მასე უნდა იცეკვონ, ან სად ნახეს?

თან ყველას ერთნაირი სახე აქვს.

საქმე რაშია იცი?
დღევანდელი ანსამბლები მისდევენ სიმეტრიას, ე.წ. "მონახაზს", თუ "ნახაზს", მაღალი მოცეკვავის გვერდით აუცილებლად ისეთივე მაღალი, ან 7,5 მილიმეტრით დაბალი უნდა იდგეს. ალბათ, გულმკერდისა და წელის ზომებიც განსაზღვრული უნდა ქონდეს და ა.შ.
იკარგება მთავარი.
ბუნებრიობა.

სხვათაშორის ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება, ბუნებრივი ხელოვნება.
არ არის ბუნებრივი ქართველისათვის ისეთი სახეებით ცეკვა, როგორც ამას თანამედროვე ანსამბლები აკეთებენ.
ქართველი ყოველთვის თავშეკავებული სახით ცეკვავდა და მღეროდა.
არც გაშლეგებულ სახეს ღებულობდა ცეკვისას და არც თვალებს ნაბავდა სიმღერისას.

გურულებს ქონდათ კარგი წესი, რაც უფრო პატარაზე გააღებდი პირს სიმღერისას, მით მეტი ფასი გედო როგორც მომღერალს (რა თქმა უნდა სიმღერაც კარგი უნდა გცოდნოდა).
თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ გაყინული სახეებით უნდა ემღერათ.
ასევე ცეკვაშიც.

ეხლა "ვჩალიჩობ" (ეს მერამდენედ) სვანური ფერხულების ატვირთვას და დიდ ხანს უნდება ძალიან.
სულაც არ ცეკვავენ პირქუში სახეებით, არწივისებურად მომზირალი თვალებით და გაჯგიმული ტანებით.
ცეკვავენ ჩვეულებრივად, სადად და მარტივად.
სხვათაშორის წეღან ერთერთმა "ყოვლისმცოდნემ" ისიც დაწერა 700 კილოიანი სპილოს ცეკვა რა მოსაწონიაო (მე დავწერე 120 კილოიანი ბიჭი ანსამბლ "მთიებიდან" და ის გააუტრირა რა), მაგრამ აქ ერთი ორს ეგეთი აღნაგობა აქვს, თუმცა მათი ნაცეკვი 1000-ჯერ ჯობია ნებისმიერი მოცეკვაისას.

თუ მოვახერხე ავტვირთავ და დავდებ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 14 2007, 01:32 AM
პოსტი #136


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Qeti
ციტატა
ნეტა რომელი ანსამბლი იყო შენთან ერთად " პაეზდკაში"

სამედიცინო, თსუ, სხვათა შორის მანდ რომაა სტუდია (სუხიშვილებთან) მგონი ჭოხონელიძე იყო ქორეოგრაფი, მანდაც.

ორნი იყვნენ, მაშინ ფაზისთან ერთად გააკეთეს, რაღაც თეატრალური დადგმა, მეც ვმონაწილეობდი და ერთერთი საუბრის დროს ამ ჭოხონელიძემ უთხრა იმ მეორეს, ოფლის ეფექტები არ გვინდა, არ დაეცნენ მომღერლებიო.

მერე ვკითხე მოცეკვავეებს ეგ ოფლის ეფექტები რა არის თქო და ეგ მითხრეს რა.
მაშინ გავიგე პირველად, მერე პერმანენტულად მესმოდა, სამედიცინოში და თსუ-ში. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 14 2007, 01:48 AM
პოსტი #137


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(ვეშაპო @ Mar 13 2007, 04:32 PM) *

Qeti

სამედიცინო, თსუ, სხვათა შორის მანდ რომაა სტუდია (სუხიშვილებთან) მგონი ჭოხონელიძე იყო ქორეოგრაფი, მანდაც.

ორნი იყვნენ, მაშინ ფაზისთან ერთად გააკეთეს, რაღაც თეატრალური დადგმა, მეც ვმონაწილეობდი და ერთერთი საუბრის დროს ამ ჭოხონელიძემ უთხრა იმ მეორეს, ოფლის ეფექტები არ გვინდა, არ დაეცნენ მომღერლებიო.

მერე ვკითხე მოცეკვავეებს ეგ ოფლის ეფექტები რა არის თქო და ეგ მითხრეს რა.
მაშინ გავიგე პირველად, მერე პერმანენტულად მესმოდა, სამედიცინოში და თსუ-ში. IPB-ს სურათი

რა გითხრა აბა ვეშაპო, საკუთარი თვალით ნანახი გაქვს და ჳერც შეგეკამათები, ხოლო მეც რაც მაქ ნანახი და გაგონილი იმას ვამბობ, არ ვიცი არ ვიცი. huh.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 14 2007, 01:53 AM
პოსტი #138


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Qeti
თავიდან რომ ცეკვავდნენ, მეც ეგრე მეგონა, რომ ოფლის წვეთები ცვიოდათ.
ეხლა არ ვიცი მოცეკვავეები რა მიზნით ასველებენ ფაფახებს, მაგრამ დამიჯერე, ჩვეულებრივი მაყურებელი სწორედ მასე აღიქვამს, როგორც მე დავწერე.
სანახაობრივად, პრინციპში არაა ცუდი.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 14 2007, 01:56 AM
პოსტი #139


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
მაშინ ამიხსენი, რატომ ცეკვავენ ხორუმს ძალით გაყინული სახეებით?
ვინ უთხრა, რომ მასე უნდა იცეკვონ, ან სად ნახეს?


სად უნდა ენახათ? ხორუმს მე რამდენადაც ვიცი ხალხური ფესვები არ აქვს, და არც რომელიმე კუთხის ცეკვაა. თუ ვცდები მაპატიეთ smile.gif


QUOTE
სხვათაშორის ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება, ბუნებრივი ხელოვნება.
არ არის ბუნებრივი ქართველისათვის ისეთი სახეებით ცეკვა, როგორც ამას თანამედროვე ანსამბლები აკეთებენ.
ქართველი ყოველთვის თავშეკავებული სახით ცეკვავდა და მღეროდა.
არც გაშლეგებულ სახეს ღებულობდა ცეკვისას და არც თვალებს ნაბავდა სიმღერისას.


ჯობდა კონკრეტული ცეკვის მაგალითზე გეთქვა და უფრო კარგად გავიგებდი, თორემ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა იცეკვო ფარიკაობა, აჭარული, კინტოური როგორც შენ თქვი თავშეკავებული სახით. ფარიკაობა ომის სცენაზე გადმოტანაა, და ომში ყიჟინას და გაშმაგებულ სახეს უფრო დაინახავ ვიდრე თავშეკავებას.


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 14 2007, 02:19 AM
პოსტი #140


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(ვეშაპო @ Mar 13 2007, 04:53 PM) *

Qeti
თავიდან რომ ცეკვავდნენ, მეც ეგრე მეგონა, რომ ოფლის წვეთები ცვიოდათ.
ეხლა არ ვიცი მოცეკვავეები რა მიზნით ასველებენ ფაფახებს, მაგრამ დამიჯერე, ჩვეულებრივი მაყურებელი სწორედ მასე აღიქვამს, როგორც მე დავწერე.
სანახაობრივად, პრინციპში არაა ცუდი.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რას არ მოიფიქრებს ადამიანი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხოდა ჩემო კარგო თუ სანახაობრივადაც კარგი იყო, რაღას ვკამათობთ, მათი მთავარი ამოცანაც ხომ ეგაა, ყველას სხვადასხვა ხერხი აქვს, ჩვენებს ნამდვილად არ გაუკეთებიათ ასე blink.gif
მე არ დამინახავს ყოველშემთხვევაში.


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

51 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 04:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი