მართლმადიდებელი მღვდელი, ქრისტიანობის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებელი მღვდელი, ქრისტიანობის ისტორია |
ALIUS |
Mar 22 2011, 01:39 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
მე პროტესტანტების პასუხებში მხოლოდ დემაგოგიას ვხედავ.
|
zanneti |
Mar 30 2011, 04:22 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ციტატა უკაცრავად, რა ბავშვები არ მოუნათლავს?.. იესომ ვინმე მონათლა საერთოდ??მადლს უკავებთ და მეტიც. სახარებაში გარკვევით წერია - ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევა ცათა სასუფეველშიო. ჰოდა, ბავშვი არ შეიძლება დაიღუპოს? რატომ ვუზღუდავთ სასუფევლის გზას? მარტო ამ საკიტხს შევეხები. და კითხვას დაგისვამ რა არის სულით ნათლობა? მარტო წყალი არ არის იქ როგროც ხედავ არამედ სულითაც და რა არის სულით ნათლობა -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
ALIUS |
Mar 30 2011, 07:53 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
|
zanneti |
Mar 30 2011, 09:35 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ALIUS
რა გინდა შეგიძლია მითხრა? ბიბლია შენ და არც შენ წინაპრებს არ დაუდგენიათ ის ღვთისსულიერია, მათ უბრალოდ დააკანონეს ხოლო შერჩევა სხვანაირად მოხდა ამის, ეს მამებს არ აურჩევით ეს სხვაგვარად მოხდა, ხოლო ბიბლია პროტესტანტებს არ უარყვიათ პროტესტანები უარყოფენ ყოველ არაბიბლიურ სწავლებას და წმიდა წერილია ავტორიტეტი მათთვის, და აღიარებენ რომ ეს საკმარისია ცხონებისთვის ისე კითხვას დაგისვამ: აბორტის შედეგად ბავშვები რომ კვდბეიან სად მიდიან? ან მოუნათლავი ბავშვები???? -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
ALIUS |
Mar 30 2011, 10:36 PM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
რა გინდა შეგიძლია მითხრა? ბიბლია შენ და არც შენ წინაპრებს არ დაუდგენიათ ის ღვთისსულიერია, დიახ, ჩემს წინაპრებს არ დაუწერიათ მაგრამ განარჩიეს. ბიბლიის მრავალი ყალბი წიგნი იყო, მათ შორის სახარებაც (დღესდღეობით კანონიკური ოთხი სახარების გარდა თექვსმეტია აღმოჩენილი). ეკლესიამ, რომელიც უკუაგდო პროტესტანტობამ, გამოარჩია საღვთო, ღვთივშთაგონებული და საპატიო საკითხავი წიგნები, დაიცვა ქრისტიანები ფსევდო ბიბლიური წიგნებისგან. მათ უბრალოდ დააკანონეს ხოლო შერჩევა სხვანაირად მოხდა ამის, ეს მამებს არ აურჩევით ეს სხვაგვარად მოხდა, კონკრეტულად რანაირად? შემთხვევით ასე ხომ არა? (იხილე კანონი მეორე) http://library.church.ge/index.php?option=...emid=59〈=en ხოლო ბიბლია პროტესტანტებს არ უარყვიათ არ უარყვიათ, მაგრამ ინტერპრეტაცია... ისე კითხვას დაგისვამ: აბორტის შედეგად ბავშვები რომ კვდბეიან სად მიდიან? ან მოუნათლავი ბავშვები???? არ ვიცი, ყოველშემთხვევაში არ ვაღიარებ რომ ჯოჯოხეთში მიდიან - ნეიტრალური პოზიცია მიჭირავს. ეს არაფერ შუაშია ჩემს კითხვასთან... თავის დაღწევის მცდელობას უფრო გავს. |
zanneti |
Mar 30 2011, 11:42 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ALIUS
ციტატა დიახ, ჩემს წინაპრებს არ დაუწერიათ მაგრამ განარჩიეს. ბიბლიის მრავალი ყალბი წიგნი იყო, მათ შორის სახარებაც (დღესდღეობით კანონიკური ოთხი სახარების გარდა თექვსმეტია აღმოჩენილი). ეკლესიამ, რომელიც უკუაგდო პროტესტანტობამ, გამოარჩია საღვთო, ღვთივშთაგონებული და საპატიო საკითხავი წიგნები, დაიცვა ქრისტიანები ფსევდო ბიბლიური წიგნებისგან. და იცი უშუალოდ როგორ მოხდა გამორჩევა კანონიკური წიგნების? მამებს თავისი სურვილით არ გამოურცევიათ იგი არამედ მიიღეს ციტატა კონკრეტულად რანაირად? შემთხვევით ასე ხომ არა? (იხილე კანონი მეორე) http://library.church.ge/index.php?option=...emid=59〈=en უშუალოდ ბიბლია როგორ შეირჩა რა კრიტერიუმებით? ციტატა არ ვიცი, ყოველშემთხვევაში არ ვაღიარებ რომ ჯოჯოხეთში მიდიან - ნეიტრალური პოზიცია მიჭირავს. ეს არაფერ შუაშია ჩემს კითხვასთან... თავის დაღწევის მცდელობას უფრო გავს. იფიქრე როგორ გინდა მე კი კიტხვა დაგისვი სრულიად ნორმალური. და პასუხი ორაზროვანია ესეიგი გამოდის რომ ნათლობას არ აქვს აზრი მაინცდამაინც, რადგანაც შენგან სხვა პასუხი უნდა მომესმინა რომ ჯოჯოხეთში მიდიან ისინი,,, ნეიტრალური პოზიცია გაქ მაგრამ ისინი ნეიტრაულრში ვერ არიან ან სამოთხე ან ჯოჯოხეთი -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
კანონისტი |
Mar 31 2011, 01:46 PM
პოსტი
#27
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
zanneti
ციტატა მარტო ამ საკიტხს შევეხები. და კითხვას დაგისვამ რა არის სულით ნათლობა? სულით ნათლობა არის სულიწმიდით ნათლობა. წმ. წერილში ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი ადამიანი იყო, ვინც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა და მათ ეგონათ ეს იყო ჭეშმარიტი და, შესაბამისად, საკმარისი ნათლობა (საქმ. 19:3-4). სინამდვილეში კი, ჭეშმარიტი ნათლობა არის სულიერად შობა. (ინ. 3:5-8) ციტატა ბიბლია შენ და არც შენ წინაპრებს არ დაუდგენიათ ის ღვთისსულიერია, მათ უბრალოდ დააკანონეს ხოლო შერჩევა სხვანაირად მოხდა ამის, ეს მამებს არ აურჩევით ეს სხვაგვარად მოხდა, ციტატა და იცი უშუალოდ როგორ მოხდა გამორჩევა კანონიკური წიგნების? მამებს თავისი სურვილით არ გამოურცევიათ იგი არამედ მიიღეს ციტატა უშუალოდ ბიბლია როგორ შეირჩა რა კრიტერიუმებით? იქნებ დაგვიკონკრეტო, შენი აზრით, როგორ შეირჩა კანონიკური წიგნები? როგორ გგონია? ციტატა პროტესტანები უარყოფენ ყოველ არაბიბლიურ სწავლებას და წმიდა წერილია ავტორიტეტი მათთვის, და აღიარებენ რომ ეს საკმარისია ცხონებისთვის საინტერესო წერტილამდე მივედით. შეგიძლია, მითხრა რომელ ქრისტიანულ მიმდინარეობას მიეკუთვნები? ამის მიხედვით მექნება რამდენიმე კითხვა ციტატა ისე კითხვას დაგისვამ: აბორტის შედეგად ბავშვები რომ კვდბეიან სად მიდიან? ან მოუნათლავი ბავშვები???? ადამიანი ცხონდება მხოლოდ ღმრთის წყალობით და მადლით. (ლკ. 18:27) ამიტომ, როგორც დაბადებული, ისე დაუბადებელი, როგორც მონათლული, ისე მოუნათლავი ადამიანის ხვედრი არის მხოლოდ ღმრთის ხელში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
k@the |
Mar 31 2011, 01:51 PM
პოსტი
#28
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კანონისტი
k@the მე ვარ ქრისტიანი და მხოლოდ ქრისტიანი. ხელმოწერის საიტები კი ქრისტიანულია და ბიბლიის გარეთ არაფერს ლაპარაკობს რელიგიასი კი ვარ სახარებისეულ ეკლესიაში, ადამიანი სახეს უყურებს ღმერთი გულს ამიტომ აზრი იმაში არ დევს რომელ რელიგიაში ხარ არამედ იმას თუ რას აკეთებ და რით ცხოვრობ 16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი. სიტყვების რახარუხი ადვილია მთავარია რას აკეთებ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანონისტი |
Mar 31 2011, 04:15 PM
პოსტი
#29
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
zanneti |
Mar 31 2011, 04:32 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
კანონისტი
ციტატა სულით ნათლობა არის სულიწმიდით ნათლობა. წმ. წერილში ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი ადამიანი იყო, ვინც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა და მათ ეგონათ ეს იყო ჭეშმარიტი და, შესაბამისად, საკმარისი ნათლობა (საქმ. 19:3-4). სინამდვილეში კი, ჭეშმარიტი ნათლობა არის სულიერად შობა. (ინ. 3:5-8) დიახ სულიერად უნდა იშვეს ადამიანი ანუ ზეციდან შობა,არა კაცთაგან არამედ ხულიერად, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ნათლობა, აი როგორ უნდა გავიგოთ რომ კაცი მონათლულია სულით? ციტატა იქნებ დაგვიკონკრეტო, შენი აზრით, როგორ შეირჩა კანონიკური წიგნები? როგორ გგონია? მაპატიე ახლა მართლა არ მაქ დრო მაგრამ დავდებ კი, ციტატა ადამიანი ცხონდება მხოლოდ ღმრთის წყალობით და მადლით. (ლკ. 18:27) ამიტომ, როგორც დაბადებული, ისე დაუბადებელი, როგორც მონათლული, ისე მოუნათლავი ადამიანის ხვედრი არის მხოლოდ ღმრთის ხელში. აბა ბიბლია ამბობს რომ ცხოვრებაში ჩვენ უკვე ვიცით სად გავატარებთ მომავალს, მუხლები მოვიყვანო სადა პალვე წერს მორწმუნეებს რომ მათ აქვთ საუკუნო სიცოცხლე? იქნებ პავლე ან პეტრე ღმერთები იყვნენ? საქმე ამაშია რომ ამბობ ჭეშმარიტება ჩემშიაო და არც კი იცი მუდმივობას სად გაატარებ ეს მკითხაობას გავს. ხოლო უფალმა თქვა რომ სიტყვა რომელიც წარმოვთქვი ის განიკითხავთო მათ უკანასკნელ დღეს, ანუ შენი მოსამართლე შენს ხელშია და ეს ბიბლიაა აიღე და ნახე რას გეუბნება შენი მოსამართლე და რაში გდებს ბრალს რომ გამოასწორო ხოლო ბავშვების იმიტომ ვნათლავთო რავიცით რომ დაემართოს რამე სად წავაო? ესეიგი სულ მთლად ნათლობაში არ ყოფილა საქმე არა? ციტატა ეს არის ნეტავ? არა ეს http://wolge.org/ -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
ALIUS |
Apr 1 2011, 01:48 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
|
zanneti |
Apr 1 2011, 03:41 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
კი არ შეარჩიეს არამედ მიიღეს, ანუ ბიბლია დაწერისთანავე იყო ღვთისსულიერი ის მამებით არ გამხდარა ღვთისსულიერი უბრალოდ მათ მიიღეს ეს წიგნები.
ხოლო კრებებს კი არ ვუარყოფთ იმას ვუარყოფთ რაც არაბიბლიურია, ან რატომ რა რომ ვუარყოფდეთ არ გვაქ უფლება თუ? რადგანაც მათ შეარჩიეს ესეიგი უცდომელები არიან? იქნებ ღმერთები არიან რომ არ შევიტანოთ მათში ეჭვი? მე ბრმად არ ვენდობი არც მამას არც პაპას და არც არავის, არ მაინტერესებს ვინ არის თუ ის არაბიბლიურს ამბობს არ მაინტერესებს ხოლო რატომ არ შევიდა გადმოცემები მაშინ იმ კრებაზე? და რატომ დარჩა განზე? -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
კანონისტი |
Apr 1 2011, 05:36 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
zanneti
ციტატა რადგანაც მათ შეარჩიეს ესეიგი უცდომელები არიან? არა, ის სული წმიდა, რომელიც საღმრთო სიბრძნით ავსებს ადამიანებს, სწორედ ის სული წმიდა მოქმედებს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და არა ადამიანები. მასე თუ მივყვებით, მათე მოციქულიც ადამიანი იყო, მარკოზიც, ლუკაც, იოანეც, პავლეც... და საერთოდ, მივალთ ბოლოს ღმრთის გმობამდე (ღმერთმა დაგვიფაროს!). გეკითხები, პავლე მოციქული უცდომელია? საინტერესოა, თქვენი ეკლესიის პასუხი ამ კითხვაზე. ციტატა იქნებ ღმერთები არიან რომ არ შევიტანოთ მათში ეჭვი? არა, გენაცვალე. ღმერთები არ არიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და, თან, ცოდვილებიც. თუმცა სულიწმიდით აღვისლები მსოფლიო კრების დროს... ციტატა მე ბრმად არ ვენდობი არც მამას არც პაპას და არც არავის, არ მაინტერესებს ვინ არის თუ ის არაბიბლიურს ამბობს არ მაინტერესებს მართალია. გეთანხმები. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ვინ ამბობს ბიბლიურს და ვინ არა, ამის განმსაზღვრელად შენ ნუ გამოდგები. ენდე შენზე მეტად წმინდა და შენზე მეტად მცოდნე ქრისტიანებს. წმ. წერილის სიტყვა-სიტყვითმა გაგებამ შეიძლება სანამდე მიგიყვანოს იცი? აი, მე გეუბნები, რომ წმ. წერილი აღიარებს, რომ ღმერთი არ არსებობს (ფს. 52:1). ციტატა ხოლო რატომ არ შევიდა გადმოცემები მაშინ იმ კრებაზე? და რატომ დარჩა განზე? რა რატომ არ შევიდა კრებებზე? გადმოცემები? და ვინ გითხრა, რომ არ შესულა? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Apr 1 2011, 05:57 PM
პოსტი
#34
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაგალითად:
კანონი 110. ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი - შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, რომ - ,,როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა (რომ. 5:12). ეს უნდა გავიგოთ ისე, როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისგან, რომელიც მიიღეს პირველი მამის - ადამისგან. მიღებული კართაგენის საეკლესიო კრებაზე 397 წ. (დამტკიცებული VI მსოფლიო კრების მე-2 კანონით) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
zanneti |
Apr 1 2011, 06:52 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
კანონისტი
ციტატა გეკითხები, პავლე მოციქული უცდომელია? საინტერესოა, თქვენი ეკლესიის პასუხი ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა არა, ამიტომაც მისი წერილები არ შესულა ბიბლიაში, ციტატა არა, გენაცვალე. ღმერთები არ არიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და, თან, ცოდვილებიც. თუმცა სულიწმიდით აღვისლები მსოფლიო კრების დროს... ღმერთს შეუძლია ვირიც გამოიყენოს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვირზე ყველაფერი დაიჯერება მოკლედ მასე არ არის შენ ვერ დაასკვნი სად როგორ მოქმდებეს ღმერთი, ნუთუ იმდენად იცნობ ღ ღმერთს რომ ამბობ მაშინ იქ მოქმედებს ღმერთიო? ციტატა მართალია. გეთანხმები. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ვინ ამბობს ბიბლიურს და ვინ არა, ამის განმსაზღვრელად შენ ნუ გამოდგები. ენდე შენზე მეტად წმინდა და შენზე მეტად მცოდნე ქრისტიანებს. წმ. წერილის სიტყვა-სიტყვითმა გაგებამ შეიძლება სანამდე მიგიყვანოს იცი? აი, მე გეუბნები, რომ წმ. წერილი აღიარებს, რომ ღმერთი არ არსებობს იქ სიტყვა არამზადა წერია და ამას არამზადა ამბობს, ამიტომ შენ მაგით ვის რას უმტკიცებ ვერ გავიგე ნამდვილად, ხოლო მე განვსაზღვრავ ჩემს რწმენას და არა ვიღაც სხვა, მე მეუბნება ღმერთი მომიახლოვდიო და არა ვიღაცას ჩემს მაგივრად გესმის ჩემი? ანუ შენი პაპა თუ მორწმუნე იყო შენ თუ არ ირწმუნე ჯოჯოხეთში იქნები, და პააპას რწმენა ვერ შველის ამას. ნუ ახლა თუ ინდულგენციას იყიდი ეს სხვა საკითხია ციტატა რა რატომ არ შევიდა კრებებზე? გადმოცემები? და ვინ გითხრა, რომ არ შესულა? რა საინტერესო ხარ. რატომ შენს ბიბლიაში არის შესული გადმოცემები? ჩემს ბიბლიაში არ არის და შენში თუა მაშინ შენს ბიბლიას აშკარა პრობლემა აქვს, ბიბლია იყო ის რაც დააკანონეს ანუ 66 წიგნი ვსო მას არც მიუმატეს არ ც გამოაკლეს ხოლო გადმოცემები აფსაიტში მოხვდა და რატომ? ხოლო კართაგენის კანონები კი არა ბიბლიიდან მომიყვანე მუხლები. და დამიმოწმე ბავშვის ნათლობა რომ საჭიროა, ვგულისხმობ ჩვილ ბავშვებს ხოლო კითხავზე პასუხი გამეცი თუ შეიძლება, აბორტის შედეგად მოკლული ბავშვი სად მიდის? ან კიდევ მოუნათლავი ბავშვი თუმცა დაბადებული? ციტატა ენდე შენზე მეტად წმინდა და შენზე მეტად მცოდნე ქრისტიანებს. ხოლო ასეთ რამეს ბიბლია არ ამბობს, მეტი წმიდა ნაკლებად წმიდა ეს ზღაპრები ბიბლიაში არ არის. ჯერ სიტყვა წმიდა რას ნიშნავს მითხარი მერე კიდევ წმიდა თუა ნაკლებად წმიდა რას ნიშნავს და მესამე რომ: უფალს ნელ თბილები არ უყვარს და ამოანთხევს პირიდან ასე რომ ან ასი პროცენტი ან ნული FიFთი FიFთი არ არსებობს წმიდანობა უწმიდური ვერ იხილავსო ღვთის სასუფეველს ხოლო ვისაც თუნდაც ლაქა აქვს ის უკვე უწმიდურია არიან მასწავლებლები მოციქულები მაგრამ არა უკეტესი წმიდებ, ყველა ქრისტიანი ერთნაირად წმიდაა რადგანაც უფალმა განწმიდა ისინი. მაგრამ ყველა ქრისტიანი ახლოს არ არის ღმერთთან. ყველა ქრისტიანი გამართლებულია ვისაც წამს მისი და ის უფრო მეტად მართალი ვერ იქნება -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
აკაკი |
Apr 1 2011, 07:33 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ნუთუ იმდენად იცნობ ღ ღმერთს რომ ამბობ მაშინ იქ მოქმედებს ღმერთიო? "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე შორის მათა" ციტატა ამიტომაც მისი წერილები არ შესულა ბიბლიაში, როგორ არ შესულა? ------------------------- აი თქვენს შემთხვევაში: თქვენი ეკლესია დაფუძნებულია წმ. წერილზე (რაც ჩვენი პროდუქტია) ჩვენს შემთხვევაში: წმ. წერილია ეკლესიაზე დაფუძნებული, რადგანაც თავად ეკლესია ქრისტეზეა დაფუძნებული წერილი ეკლესიის პროდუქტია და არა ეკლესია წერილის. - რაც ყველა სექტას ასე გამოსდის. წმ. წერილი განიმარტება ეკლესიით, ანუ გადმოცემით. სხვა განმარტება მცდარია. |
კანონისტი |
Apr 1 2011, 07:42 PM
პოსტი
#37
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
zanneti
ციტატა რა თქმა უნდა არა, ამიტომაც მისი წერილები არ შესულა ბიბლიაში და, რომლები უნდა შესულიყო იქიდან, საიდან ვიცით? ციტატა მოკლედ მასე არ არის შენ ვერ დაასკვნი სად როგორ მოქმდებეს ღმერთი მართალია. მაგრამ არ ვიცი, რა ჰქვია იმას, რომ კართაგენის 24-ე კანონს ენდობი, რომლებმაც საბოლოოდ დააკანონეს წმ. წერილის სანდო ტექსტი, და იმავე კრების 110-ე კანონს უარყოფ, რომლებმაც ჩვილების ნათლობაც დააკანონეს, ამას უკვე რა ჰქვია არ ვიცი.... იფიქრე, აბა.... სანამდე მიდიხარ უკვე?... ციტატა ბიბლია იყო ის რაც დააკანონეს ანუ 66 წიგნი ვსო მას არც მიუმატეს არც გამოაკლეს ხოლო გადმოცემები აფსაიტში მოხვდა და რატომ? შენ გადმოცემა რა გგონია? იფიქრე აბა, ის, რაც არ დაუწერია კონკრეტულ მოციქულს, შემდეგ ხომ არ შეიტანდნენ და იტყოდნენ, მისი დაწერილიაო? შენ ხომ არ გგონია, რომ პავლე მოციქული როდესაც ეპისტოლეებს წერდა, ის მიიჩნევდა, რომ გინდა თუ არა, მისი ნაწერები წმ. წერილის ნაწილი უნდა გამხდარიყო? ის წერდა იმას, რაც საჭირო იყო, ხშირად კონკრეტული კითხვების პასუხს. მოციქულები ზოგს ზეპირად ასწავლიდნენ (2 ინ. 1:12; 3 ინ. 1:13-14), მაგრამ როგორც დაწერილის, ისე ზეპირად ნასწავლის დაცვას ერთნაირად თხოვდნენ (2 თეს. 2:15). ამის შემდეგ, ეკლესიამ შეკრიბა მოციქულთა ის ნაწერები, სადაც სრული სისავსით იყო ჭეშმარიტება, ხოლო ის ზეპირი სწავლებები (რაც არ ჰქოდნათ დაწერილი) შეინახა გადმოცემის სახით და მოგვიანებით ჩაიწერა საეკლესიო კანონებში. რთულია რამე? ციტატა ჯერ სიტყვა წმიდა რას ნიშნავს მითხარი მერე კიდევ წმიდა თუა ნაკლებად წმიდა რას ნიშნავს ეს როგორ გესმის? ,,დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია." (მთ. 11:11) და მერე მეორეც, სხვას რომ უნდა ჰკითხო და შენით რომ არ უნდა განმარტო სჯული, მეტად წმინდა იქნება თუ ნაკლებად, ამაზე გიწერია წმ. წერილში: ,,ფილიპე მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო." (საქმ. 8:30-31) ციტატა ხოლო კართაგენის კანონები კი არა ბიბლიიდან მომიყვანე მუხლები. და დამიმოწმე ბავშვის ნათლობა რომ საჭიროა, ვგულისხმობ ჩვილ ბავშვებს უკვე დავიღალე. 1. ბიბლიაში პირდაპირ არ წერია, წერია მინიშნებით. 2. დაგიწერე და არ იღებ, იმიტომ, რომ სხვანაირად განმარტავ. 3. თვითნებური განმარტება არ შეიძლება, ესეც დაგიწერე. 4. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ წმ. წერილი, არამედ წმ. გადმოცემაც. 5. ბავშვების ნათლობა დაადგინა იმავე კრებამ, ვინც გამოარჩია წმ. წერილი. უკვე დავიღალე, ამიტომ შენ ამოირჩიე: (1) ა - თუ გჯერა წმ. წერილის, მაშინ იცოდე, რომ ის შენამდე ეკლესიამ მოიტანა. ბ - რაკი ეკლესიამ მოიტანა, მაშინ მოუსმინე ეკლესიას. (2) ა - თუ არ გჯერა ეკლესიის, მაშინ მისი სხვა აზრებიც საეჭვოა. ბ - რაკი საეჭვოა მისი აზრები, მაშინ წმ. წერილიც საეჭვოა, სანამ უფრო ავტორიტეტული არ გეტყვის, რომ ის მართალია. ჩაიციკლები, თუ არ ამოირჩევ ერთ-ერთს. ციტატა ხოლო კითხავზე პასუხი გამეცი თუ შეიძლება, აბორტის შედეგად მოკლული ბავშვი სად მიდის? ან კიდევ მოუნათლავი ბავშვი თუმცა დაბადებული? გიპასუხე. მე არავინ არ ვიცი სად მიდის. ყველაზე წმინდად მცხოვრები ადამიანიც კი არ არის ღირსი სასუფევლის. ყველა მიდის ღმრთის მოწყალებით. ჰოდა, ღმერთი ვის შეიწყალებს, ეს არც მე ვიცი და არც შენ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აკაკი |
Apr 1 2011, 07:56 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ბიბლია იყო ის რაც დააკანონეს ანუ 66 წიგნი ვსო მას არც მიუმატეს არ ც გამოაკლეს ვინ დააკანონა? ან რის საფუძველზე? ================================ -კითხვა: რა უფრო ძველია: წმინდა გადმოცემა თუ წმინდა წერილი? -პასუხი: უძველესი და თავდაპირველი მეთოდი საღვთო გაცხადების გავრცელებისა, წმინდა გადმოცემაა. ადამიდან მოსემდე წმინდა წიგნები არ ყოფილა. თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი სწავლება და განწესებანი თავის მოწაფეებს სიტყვითა და მაგალითით გადასცა, და არა წიგნით. მოციქულებიც თავიდან იმავე გზით ავრცელებდნენ სარწმუნოებას და აფუძნებდნენ ქრისტეს ეკლესიას. გადმოცემის აუცილებლობა იქიდან ჩანს, რომ საღვთო წიგნებით სარგებლობა ადამიანთა მცირე ნაწილს შეუძლია, საღვთო გადმოცემით კი - ყველას. -კითხვა: უნდა დავიცვათ თუ არა წმინდა გადმოცემა მაშინაც, როდესაც გვაქვს წმინდა წერილი? -პასუხი: უნდა დავიცვათ გადმოცემა, რომელიც თანხმობაშია საღვთო გადმოცემასა და წმიდა წერილთა, როგორც ამას თვით წმინდა წერილი გვასწავლის. ციტატა პავლე მოციქული წერს: "ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა." (2. თესალონიკ. 2:15) -კითხვა: რისთვისაა ჩვენს დროში საჭირო საღვთო გადმოცემა? -პასუხი: წმინდა წერილის სწორად გაგებისათვის, საიდუმლოებების სწორად აღსრულებისათვის და წმინდა წესების მისი თავდაპირველი სიწმინდით დაცვისათვის. წმინდა ბასილი დიდი ამის შესახებ ამბობს შემდეგს: - "ეკლესიაში დაცულ დოგმატებსა და ქადაგებებს შორის ზოგიერთი წერილობითი დამოძღვრებით გვაქვს, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემით მიგვიღია, საიდუმლოდ. ერთსაც და მეორესაც ერთნაირი ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ ხდის საკამათოს, ვინც კი ოდნავ მაინც გაცნობიერებულია საეკლესიო განწესებებში. რადგან, თუკი უარვყოფთ დაუწერელ ჩვეულებებს, როგორც დიდი ძალის არმქონეთ, მაშინ აუცილებლად ვავნებთ სახარებას მნიშვნელოვან საკითხებში, ან უფრო მეტიც - ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდება დაგვრჩება. - მაგალითისთვის დავასახელებ უპირველესსა და საერთოს: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსასოებლებმა პირჯვარი, რომ უნდა გამოისახონ, ვინ გვასწავლა ეს წერილით? აღმოსავლეთისაკენ პირშექცებით ლოცვა რომელმა წერილმა გვასწავლა? მოხმობის სიტყვები პურის გარდაქცევისას (უფლის ჭეშმარით ხორცად - მე.) ევქარისტიაში და კურთხევის ბარძიმში, რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა წერილობით? რამეთუ ჩვენ არ მიგვაჩნია საკმარისად ის სიტყვები, რომლებსაც მოიხსენიებს მოციქული ან სახარება, და მანამდე ან მის შემდეგ წარმმოვთქვამთ სხვა სიტყვებსაც, როგორც საიდუმლოში უდიდესი ძალის შემცველს, და რომლებიც მიგვიღია დაუწერელი ქადაგებით. რომელი წერილით ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს და მირონცხების ზეთს, და თვით ნათლისმიმღებელთ? დაფარული და საიდუმლო გადმოცემით ხომ არა? და კიდევ რა? თვით ზეთისცხება რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის მიღებული ადამიანის სამგზის შთაფლვა და სხვა, რაც ნათლისღებისას სრულდება? სატანისა და მისი ანგელოზების განდგომა რომელი წერილიდან არის აღებული? იმ გამოიქვეყნებელი და გამოუჩინებელი სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა შემოინახეს ცნობისმოყვართათვის მიუწვდომელი და გამოუკვლებელი მდუმარებით, რამეთუ ჯანსაღად იყვნენ განსწავლულნი წმინდა საიდუმლოთა დაცვაში? რადგან რარიგ შესაფერისი იქნებოდა წერილობითი გაცხადება სწავლისა იმის შესახებ, რაზედაც საიდუმლოში განუსწავლელებისა და შეუწირველებისათვის შეხედვაც კი დაუშვებელია." (კანონი 97. სულიწმიდის შესახებ). ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო. |
ALIUS |
Apr 1 2011, 08:11 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,026 |
ან რატომ რა რომ ვუარყოფდეთ არ გვაქ უფლება თუ? რადგანაც მათ შეარჩიეს ესეიგი უცდომელები არიან? იქნებ ღმერთები არიან რომ არ შევიტანოთ მათში ეჭვი? კრება ღმერთის, სულიწმინდის მეთაურობით მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ არიან მსოფლიო კრებები აუცდომელნი, ვინაიდან მთელი ეკლესიის სახელით ღაღადებენ, ხოლო ეკლესიას, როგორც იცი ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ ძლევენ. აქ შენ თავს ეწინააღმდეგები. თუ კონკრეტული კრებების ჭეშმარიტებაში გეპარება ეჭვი, მაშინ ბიბლიის იმ წიგნების, რომლებსაც ახლა იყენებ, ასევე ეჭვი უნდა შეგქონდეს, კანონიკურია რასაც კითხულობ, თუ არა: კი არ შეარჩიეს არამედ მიიღეს, ანუ ბიბლია დაწერისთანავე იყო ღვთისსულიერი ის მამებით არ გამხდარა ღვთისსულიერი უბრალოდ მათ მიიღეს ეს წიგნები. და შენ რა იცი რომელი წიგნებია ღვთივსულიერი? მაგალითად რატომ იყენებ ოთხ სახარებას? რატომ არ არის მაგალითად იუდას სახარება შენთვის წმინდა, რომელიც ოთხ კანონიკურს ეწინააღმდეგება? იმიტომ რომ სწორედ კრებებზე გაარკვიეს რომელი იყო ყალბი და რომელი ცრუ. ეს კრებები რომ არა, შენ ვერ გაარკვევდი რომელი სახარებისთვის დაგეჯერებინა მათესთვის, მარკოზისთვის, ლუკასთვის, იოანესთვის, თუ გნოსტიკური სახარებებისთვის. ამიტომ როდესაც იყენებ ოთხ სახარებას, შენ პოტენციურად ეთანხმები კრებების გადაწყვეტილებას, მაგრამ თვით კრებებს გმობ. რა საინტერესო ხარ. რატომ შენს ბიბლიაში არის შესული გადმოცემები? ჩემს ბიბლიაში არ არის და შენში თუა მაშინ შენს ბიბლიას აშკარა პრობლემა აქვს, ბიბლია იყო ის რაც დააკანონეს ანუ 66 წიგნი ვსო მას არც მიუმატეს არ ც გამოაკლეს ხოლო გადმოცემები აფსაიტში მოხვდა და რატომ? ანუ გამორიცხავ რომ არსებობს არაკანონიკური წიგნები? მაშინ ამას გადაავლე თვალი: http://en.wikipedia.org/wiki/Non-canonical...ed_in_the_Bible ეს კი სახარებების ვრცელი სია: http://en.wikipedia.org/wiki/Canonical_gospels რატომ არ იყენებ მათ? იმიტომ რომ პროტესტანტობამ კათოლიკური ეკლესიისგან მემკვიდრეობით მიიღო გარკვეული ელემენტები, შესაბამისად ის წიგნები რომელიც კათოლიკური (ასევე მართლმადიდებლური) ეკლესიის მიერ იყო აღიარებული როგორც არაკანონიკურად, პროტესტანტობამაც უარყო. ძირი ამ უარყოფის, კი მოყვანილი კრებებია. (აღარ ვიცი როგორ დავღეჭო სხვანაირად) ხოლო კართაგენის კანონები კი არა ბიბლიიდან მომიყვანე მუხლები. და დამიმოწმე ბავშვის ნათლობა რომ საჭიროა, ვგულისხმობ ჩვილ ბავშვებს კართაგენის 24-ე კანონი რომ არა მაგას ვერ იკითხავდი ნათლობაზე კი ბატონმა კანონისტმა ბევრჯერ გაგცა პასუხი. რაც არ გინდა არ ხედავ. |
zanneti |
Apr 1 2011, 08:20 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
კანონისტი
ციტატა და, რომლები უნდა შესულიყო იქიდან, საიდან ვიცით? რომელიც ღვთისსულიერი იყო ისინი შევიდნენ. ხო მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა თემასთან. ანუ ვინ შეადგინა რამ შეადგინა კანონიერი წიგგნები ამას რა აზრი აქვს მთავარია გვაქ ხომ კაკონიერი წიგნები და ახლა გეკითხები რაომ არ შევიდნენ გადმოცემები??? ციტატა მართალია. მაგრამ არ ვიცი, რა ჰქვია იმას, რომ კართაგენის 24-ე კანონს ენდობი, რომლებმაც საბოლოოდ დააკანონეს წმ. წერილის სანდო ტექსტი, და იმავე კრების 110-ე კანონს უარყოფ, რომლებმაც ჩვილების ნათლობაც დააკანონეს, ამას უკვე რა ჰქვია არ ვიცი.... იფიქრე, აბა.... სანამდე მიდიხარ უკვე?... რა გინდა არ მესმის? გინდა გითხრა ერთერთი მამის სწავლებამ რაგამოიწვია? ებრაელების გაჯლეტა და გეტყვი რა მუხლზე დაყრდნობით ანუ: იესო ეუბნება ებრალებეს რომ თქვენ ეშმაკის შვილები ხართო და ამ მუხლზე ააგო დოქტრინა და თქვა რომ ებრალეები არია ეშმაკის შვილები, ახლა მე იმ მიმის ყველა სწავლება თუ ვაღიარე მაშინ ებრაელები უნდა მძულდეს. ამიტომაც ჯერ ერთი იცოდე რომ თავად მამები ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს მერე კიდევ შეცდომები ქონდათ სწავლებაში და ამიტომაც მე არ მივიღებ არც ერთ კანონს იმისგან რაც არაბიბლიურია. ასე რომ შენ ვერ მაიძულებ მე ვაღიარო ის რაც არაბიბლიურია... საეწრეთოდ მინდა გკითხო გაქ გამოკვლეული მამების ისტორია? ყველაფერ კარგს გეუბნებიან მაგრამ მათი შეცდომები თუ იცი? იქნებ შეუცდომელები იყვნენ?? მაგრმა ბიბლია არის შეუცდომელი და ამიტომაც ღმერთმა დააკანონა ბიბლია და მოგვცა ჩვენ, ხოლო ის ღვთისსულიერი დაკანონებისას კი არ გახდა არამედ დაწერის დროს, მამებმა ისინი აღიარეს/მიიღეს და არა დაწერეს. ციტატა ამის შემდეგ, ეკლესიამ შეკრიბა მოციქულთა ის ნაწერები, სადაც სრული სისავსით იყო ჭეშმარიტება, ხოლო ის ზეპირი სწავლებები (რაც არ ჰქოდნათ დაწერილი) შეინახა გადმოცემის სახით და მოგვიანებით ჩაიწერა საეკლესიო კანონებში.რთულია რამე? რთული არაფერი ტყუილი კი ბევრი, შენ ახლა იმას მიმტკიცებ რომ სამი საუკუნე ეს პირიდან პირში გადაიცემოდა? და შენ გჯერა ამის ხომ? პავლე კი იმას ასწავლიდა მათთან ყოფნისას რასაც წერილებშI, ანუ განუმარტავდა შეაგონებდა ასწავლიდა უხსნიდა რა რას ნიშნავდა და არა ის რომ ახალ დოქტრინას აძლევდა და ამას შენ ბიბლიაშI ვერ იპოვე რომ პავლე ახალს ასწავლიდა მათთან ყოფნისას ხოლო წერილებით კი სხვას. ხოლო გადმოცემის კი არა ბიბლიის არ ჯერა ხალხს რამდენჯერ არისო გადაწერილ გადმოწერილიო და შენ გინდა თქვა რომ ზეპირად გადაცემული იქნა შენახული? და როგორ წარმოგიდგენია ეს? დახატე ეს სურათი? ციტატა ,,დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია." (მთ. 11:11)და მერე მეორეც, სხვას რომ უნდა ჰკითხო და შენით რომ არ უნდა განმარტო სჯული, მეტად წმინდა იქნება თუ ნაკლებად, ამაზე გიწერია წმ. წერილში:,,ფილიპე მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო." (საქმ. 8:30-31) ერთი და იმავეს ვიმეორებ. მე ურწმუნო ეთიოპიელი არ გახლავართ მე მორწმუნე ვარ და ვიცი ვისაც ვცემ თაყვანს ხოლო არის საკითხები რაშიც მეც მჭირდება გარკვევა და ვერკვევი კიდევაც მაგრამ ის ციტატა არ ნიშნავს იმას რომ თურმე ფილიპე ნაკლებ წმიდა იყო ვიდრე პეტრე ან კიდევ თიმოთე, არა მას უბრალდო ნიჭი მახარობლობის ქონდა და ის არავისზე მაღაკი არ იყო, შენ იცი ვინ ძUლს იესო ქრისტეს? ნიკოლაელთა საქმეები რომელიც ნახსენებია გამოცხადების წიგნში და იცი რა იყო ეს სწავლება? გამოგიკვლევია? მე გეტყვი და გადაამოწმე. ნიკალელთა სექტა ასწავლიდა რომ მორწმუნე მეორეზე უფრო მეტად ამაღლებულია თუ მსახური იყო ესეიგი ჩვეულებრივ მომსვლელზე უფრო წმიდა იყო ან კიდევ თუ რაღაც მსახურებაშI იყო ეკლესიაშI მაშინ მეორეზე მეტი იყო მაგრამ ამ გაყოფაზე უფალი ამბობს რომ მძულსო ეს ნიკოლაელთა სწავლება ხოლო შენ ახლა იგივეს მიმტკიცებ თითქოს მღვდელი ჩემზე მეტია, სიცრუეა ეს, ღმერთის თვალში ყველა წმიდაა ვინც კი მოუხმო მის სახელს და აღიარა უფლად იესო ამიტომ ნიკოლაელთა სექტის სწავლებას ნუ ეყრდნობი უფალს უსმინე, თუმცა შენ ეს არ გაინტერესებს უბრალოდ გაატარებ და მორჩა, მეორე მუხლი კი. ცათა სასუფველში დიახ ასეა, მაგრამ შენ არ დაგავიწყდეს მიწაზე ხარ და მიწიერზე ვლაპარაკობთ ხოლო ცათა სასუფეველში დიახ ასეა, იქ უმცირესი იოანე ნათლისმცემელზე დიდია მაგრამ შენ ზეცას და მიწას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ხოლო შენი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ყველა სიცრუეა, მე გეუბნები რომ, ეკლესია არ არის მაღტმადიდებლობა მხოლოდ ან რელიგია, ბიბლია ჩემამდე უფალმა მოიტანა ადამიანების ხელით მაგრმა შეეძლო ვირის ხელითაც ბიბლიაა მხოლოდ წმიდა სხვა არაბიბლიური დაწყევლილიც იყო თუნდაც თავად ანგელოზმა მოიტანოს, ეკლესიას არ დაუწერია ბიბლია არამედ ღმერტმა შთააგონა ხოლო მე ეკლესიას კი არა ღმერთს უსმენ უპირველესად და მის სიტყვას კრებებმა რომ რაღაც დაადგინეს ამით ვერ მაიძულებ ყველაფერს რაც მათ დაადგინეს დავემორჩილო ციტატა გიპასუხე. მე არავინ არ ვიცი სად მიდის. ყველაზე წმინდად მცხოვრები ადამიანიც კი არ არის ღირსი სასუფევლის. ყველა მიდის ღმრთის მოწყალებით. ჰოდა, ღმერთი ვის შეიწყალებს, ეს არც მე ვიცი და არც შენ. მე ჩემი თავისა ვიცი, შენ ნუ გადაწყვეტ მე რა ვიცი და რა არა, ამის უფლებაც არ მომცე ახლა ჰო რამენაირად, იქ ხო გადამიწურე ყველაფერი და დამიმორჩილე ყველაფერზე არიქა რა სქვია ამათ უნდა დაემორჩილოო ქრისტეს დაემორჩილე ქრისტეს და მას მიენდე თორემ წყალობასთან ერთად უფალი სამართლიანია და შენ რა გგონია რომ თუ შენ არ მოინანიე და არ აღიარე შენ უფლად უფალი წყალობა გიშველის? მაშინ ქრისტე არ მოკვდებოდა გეტყვოდა მე გწყალობ შვილო მოდი, მერე რა რომ ცოდვილი ხარ ჩემი წყალობა ხომ ცოდვაზე დიდია მასე არ არის ალბათ ხვდები თავადაც ამიტომაა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ღმერთი სამართლიანია და მოსიყვარულეც და განიკითხავს თავისი სიტყვით, მისი სიტყვა კი შენს ხელშია,იკითხე და გაიგებ. ხოლო შენ ნათლობაზე პირდაპირი პასუხიც კი არ გაქ შნეი თქმით გამოდის რომ: ნათლობა სულაც არ არის საკმარისი რადგანაც ვერ მეუბნები სად მიდიან ის ბავშვები რომელიც მოუნათლავი კვდებიან, ესეიგი მარტო ნათლობით ვერ გადავრჩებით ხოლო ისედაც წარმოიდგინე. ურწმუნო კაცი რომ მონათლო განა ის ცხონდება? რა საკვირველია არა, ამიტომაცაა რომ ბავშვიც ურწმუნოა განა მას რწმენა აქვს, ხოლო ეს არ მითხრა რომ მათ მაგივრად სხვები დებენ აღთქმას ეს შეუძLებელია, ყველა თავისთვის აგებს პასუხს მაშინ ურწმუნოს რატომ არ უდგებიან სხვები???? აიღე შენ აღთქმა სხვის ნაცვალდ -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი