IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?
George Leluashvili
პოსტი Apr 12 2011, 07:01 PM
პოსტი #181


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



.zakaria.
ციტატა
მე ამ კითხვაზე ესეთი პასუხი მაქვს, ჩვენ ვართ სულისა და ხორცის ერთობა ანუ ადამიანები

ცდები,ჩვენ ვართ სულები,როგორც პიროვნებები.
ციტატა
,აქედან გამომდინარე ვართ სულიც და გვაქვს სულიც.

ჰა ჰა biggrin.gif ესეიგი რა გამოდის-ორი სული?რას ქვია სული ვართ და ამავდროულად სულიც გვაქვს?ანუ ეხლა როგორაა:თუ მე სული ვარ,სული როგორღა მაქ?ესეიგი სულში სულია?smile.gif
ციტატა
სხეული კი მისი ტანსაცმელია

ეს კი სწორია და აქედან გამომდინარე უკვე ვეღარ ვიტყვით,რომ ჩვენ ეს "ტანსაცემელები",ანუ სხეულები,ან სხეულები-"ც"ვართ.


shavlegi
გეთანხმებიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 12 2011, 09:18 PM
პოსტი #182


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 12 2011, 07:01 PM) *

.zakaria.

ცდები,ჩვენ ვართ სულები,როგორც პიროვნებები.
ჰა ჰა biggrin.gif ესეიგი რა გამოდის-ორი სული?რას ქვია სული ვართ და ამავდროულად სულიც გვაქვს?ანუ ეხლა როგორაა:თუ მე სული ვარ,სული როგორღა მაქ?ესეიგი სულში სულია?smile.gif

GIORGI LELUASHVILI

ხო სეხნი მასე გამოდის. ორი სული ერთ სხეულში. biggrin.gif

ციტატა(.zakaria. @ Apr 12 2011, 05:55 PM) *

ვართ სულისა და ხორცის ერთობა ანუ ადამიანები,აქედან გამომდინარე ვართ სულიც და გვაქვს სულიც.

.zakaria.

მაი რაფერ გამოდის მაშინ, ორი სული გვაქვს? კაცებიც და ქალებიც ორსულები ვართ? biggrin.gif


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 12 2011, 09:44 PM
პოსტი #183


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



ადამიანი არის სულისა და ხორცის ერთობა.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 12 2011, 10:53 PM
პოსტი #184


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ქართულ ენაში, არ გვაქვს სულის ტერმინი რომ გავიგოთ სიტყვა სული სწორ გაგებით. ამიტომ ქართულად არის დაწერილი(ჩვენ გვაქვს ორი სული. ) ანუ მოკვდავი სული და უკვდავი სულიც.
SOUL და SPIRIT ინგლისურ ენაშია.
ფშვინვა და სული - ეს სიტყვები ქართულად შეიძლება სწორად ეთარგმნა ბიბლია.

არ ვიცი ვინ ვინაა მართალი. ჩემი აზრის - ჩვენ ვცხოვრობ ღვთის სულში და ვარსებობ მის ხელში.
ჩვენი სული ( უკვდავება ) ღვთის ხელშია . - ანუ ისევ ვიარსებებ .

ბიბლიაში წერია მოკვდება ადამი და სული ( უკვდავი ) დაუბრუნდება ღმერთს რომელმაც შთაბერა.

აქ, ცხოველების სული უკვდავი და ადამიანის სული უკვდავი ძალიან დიდი სხვაობაა .
ცხოველი არის სხვა კატეგორია. ის არ შედის ადამიანის უკვდავი სულის კატეგორიაში.
ცხოველში არის GHOST-სული და ადამიანში არის -SPIRIT-სული.


ისე ეს სიტყვა GHOST სული - მოჩვენებაა და ძალიან ახლოსაა დემონებთან.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 12 2011, 11:08 PM
პოსტი #185


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



■გიორგი■
ციტატა
მაი რაფერ გამოდის მაშინ, ორი სული გვაქვს? კაცებიც და ქალებიც ორსულები ვართ?

აუ გიო მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif e025.gif e025.gif e025.gif


mekaje
ციტატა
ადამიანი არის სულისა და ხორცის ერთობა.

ადამიანი არის მხოლოდ და მხოლოდ სულიიი!!!
აი ატმანის წინა პოსტები წაიკითხე,განსაკუთრებით დაწყება და მიხვდები რატოც.თუ ვერ მიხვდები დაწერე და გავაჩიოთsmile.gif


davithet
მომწონს ხოლმე შენი განმარტებები.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 13 2011, 12:44 AM
პოსტი #186


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ადამიანი არის მხოლოდ და მხოლოდ სულიიი!!!
აი ატმანის წინა პოსტები წაიკითხე,განსაკუთრებით დაწყება და მიხვდები რატოც.თუ ვერ მიხვდები დაწერე და გავაჩიოთsmile.gif


ატმანის პოსტები არ ვიცი, მაგრამ წმინდა მამების სწავლების მიხედვით ადამიანი არ არის მხოლოდ სული, არამედ სული და ხორცი ერთად.
მაგალითად ანგელოზი არის სული, მას არ გააჩნია სხეული. ადამიანი კი არის ორივე ერთად.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 13 2011, 06:29 AM
პოსტი #187


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
■გიორგი■

კაი ნუ შემესიეთ ეხლა იეღოველები, სხვა რამე ვიგულისხმე იქ.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 13 2011, 08:44 AM
პოსტი #188


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mekaje
ციტატა
ატმანის პოსტები არ ვიცი, მაგრამ წმინდა მამების სწავლების მიხედვით ადამიანი არ არის მხოლოდ სული, არამედ სული და ხორცი ერთად.

ჯერ ერთი ეგ წმინდა მამების სწავლებები დადე თუ შეგიძლია და მეორეც მე ვიცი ბიბლიიდან გამომდინარე,რომ ადამიანი არის სული და თუ გინდა შესაბამის მუხლებს დავდებ.
ადამიანი თუ ხორციცაა,ესეიგი რა გამოდის,როცა ადამიანი კვდება,მისი ნახევარი პიროვნება ითიშება და მიწად იქცევა?ადამიანის ნახევარი კვდება?
ციტატა
მაგალითად ანგელოზი არის სული, მას არ გააჩნია სხეული. ადამიანი კი არის ორივე ერთად.

არა,ანგელოზი და უფალი ნუ მოგყავს მაგალითად.შენ გერევა ხორცი,როგორც თვითონ პიროვნება და სინამდვილეში ის სამოსივითაა.ჩვენ სხეულით ვართ შემოსილები.
გაიხსენე რას ამბობს პავლე მოციქული,ჩვენ ყველანი ახალი სხეულებით შევიმოსებითო და ვინც რისი ღირსია იმგვარ სხეულს მიიღებსო.
.zakaria.

ციტატა
GIORGI LELUASHVILI■გიორგი■კაი ნუ შემესიეთ ეხლა იეღოველები, სხვა რამე ვიგულისხმე იქ.

ჯერ შენ დაუკვირდი ვის წერ ამას.საიდან დაასკვენი რო მე იეღოველი ვარ?მიპასუხე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 13 2011, 10:06 AM
პოსტი #189


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ჯერ ერთი ეგ წმინდა მამების სწავლებები დადე თუ შეგიძლია და მეორეც მე ვიცი ბიბლიიდან გამომდინარე,რომ ადამიანი არის სული და თუ გინდა შესაბამის მუხლებს დავდებ.
ადამიანი თუ ხორციცაა,ესეიგი რა გამოდის,როცა ადამიანი კვდება,მისი ნახევარი პიროვნება ითიშება და მიწად იქცევა?ადამიანის ნახევარი კვდება?

ციტატა
ჯერ ერთი ეგ წმინდა მამების სწავლებები დადე თუ შეგიძლია და მეორეც მე ვიცი ბიბლიიდან გამომდინარე,რომ ადამიანი არის სული და თუ გინდა შესაბამის მუხლებს დავდებ.
ადამიანი თუ ხორციცაა,ესეიგი რა გამოდის,როცა ადამიანი კვდება,მისი ნახევარი პიროვნება ითიშება და მიწად იქცევა?ადამიანის ნახევარი კვდება?



პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
ადამიანი - გვირგვინი შესაქმისა

ადამიანი მიწიერ ქმენილებათა კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავისი მდგომარეობით ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფებს. თავად მიწიერი, ნიჭით ზეციურ არსებებს უახლოვდება: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა...“ (ფს. 8,5). მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნას ამგვარად აღწერს: მას შემდეგ, რაც მიწიერი არსებები შექმნა, „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1,26-27). უკვე თავისთავად ეს საღვთო ბჭობა, რასაც სხვა მიწიერ არსებათა შესაქმის დროს ადგილი არ ჰქონია, ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანი დედამიწაზე განსაკუთრებული, გამორჩეული, აღმატებული და უსრულყოფილესი, სამყაროში უმაღლესი დანიშნულების მქონე ქმნილება უნდა ყოფილიყო. საღვთო ბჭობით დადგინდა, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილიყო და ამით კიდევ უფრო იკვეთება აზრი ადამიანის მაღალი მოწოდებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ - იგი, მართლაც, ღვთის ხატად არის შექმნილი ყოველ ხატში აუცილებლად პირველსახესთან მსგავსება იგულისხმება. მაშასადამე, ღვთის ხატის არსებობა ადამიანში ადასტურებს, რომ მის სულიერ ბუნებაში თავად საღვთო თვისებები აისახება. დასასრულ, შესაქმის მეორე თავში ადამის შექმნის ერთგვარად ზედმიწევნითი გადმოცემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ადამიანის ბუნების გამორჩეულ უპირატესობებს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). აქ განირჩევა ორგვარი ქმედება ან ქმედების ორი მხარე, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთდროულად მიმდინარეობდნენ; ესენია - სხეულის შექმნა და მისი განცხოველება. ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს „თანადროულად შეიქმნა სული და სხეული და არა ჯერ სული და შემდგომ სხეული, როგორც ორიგენე ლაყბობს“ 20. შესაქმის წიგნის მიხედვით, ღმერთი ადამიანს სრულიად განსაკუთრებულად, უკვე არსებული მიწისა და სტიქიონთა საწყისებიდან ქმნის. ამას ახორციელებს თავისი უშუალო ქმედებით და არა ოდენ ბრძანებით, ან სიტყვით, როგორც ეს სხვა არსებათა შესაქმის დროს მოხდა. ამით ხდება მინიშნება, რომ თავისი სხეულებრივი ორგანიზაციით ადამიანი შექმნიდანვე არის ყველა ქმნილებაზე აღმატებული არსება. შემდეგ ნათქვამია, რომ ღმერთმა „შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ. და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). ხატოვანი გამოთქმით, თავად ღვთიურ ბაგეთაგან სიცოცხლის სულის მიმღები ადამიანი არის მიწიერისა და ზეციურის, მატერიალურისა და სულიერის ცხოველი ნაზავი.

ამიტომ უთმობს წმიდა წერილი ადამიანის სხეულის მნიშვნელობას განსაკუთრებულ ყურადღებას. სხეული სულის თანამგზავრი, მისი ორგანო და თანამშრომელიც კი უნდა იყოს. თავად სულზეა დამოკიდებული, დამდაბლდეს და სხეულის მონა გახდეს, თუ ნათელმოსილ სულს დაუქვემდებაროს მორჩილ შემსრულებლად და თანაშემწედ ქცეული სხეული. სულის წყალობით შეიძლება სხეული უწმიდურებისა და სიბილწის ცოდვის ჭურჭელი შეიქნას, ან მასთან ერთად ღვთის განდიდების თანამონაწილე გახდეს. ამას გვასწავლის წმიდა წერილი (რომ. 3,14; გალ. 3,3; I კორ. 9,27; გალ. 5,24; იუდ. 7-8 მუხლი; I კორ. 3,16-17; I კორ, 6,20). ხორციელი სიკვდილით ადამიანის სულსა და სხეულს შორის კავშირი საბოლოოდ არ წყდება. ოდესმე დადგება ჟამი და ადამიანთა სხეულები აღდგებიან, მიიღებენ ჩვეულ სახეს და სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა მარადიულ ნეტარებას ან ტანჯვას ეზიარონ იმისდა მიხედვით, თუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში რა მოიმოქმედეს ადამიანებმა - სიკეთე თუ ბოროტება (2 კორ. 5,10).

უფრო ამაღლებულ თვალთახედვას გვინერგავს საღვთო წერილი სულის ბუნების შესახებ. მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია - სული ადამიანს მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედეით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად განსხვავებული - იგი არამიწიერია და გააჩნია არაამქვეყნიური, ზეციური ბუნება, ყოველივე მიწიერთან შედარებით ადამიანის სულის უდიდესი უპირატესობა უფალმა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვსისა?“ (მთ. 16,26). უფალი მოძღვრავდა მოწაფეებს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მთ. 10,28).

სულის მაღალ ღირსებაზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია, მტვერს შეერიოს, ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული... ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება და მასში უხილავი ღვთაებრივი ნაკადი - სული წარმართა, რითაც თავის სიცოცხლესთან წილნაყარი გამხადა“21.

ოღონდ წმიდა მამათა ამგვარ ამაღლებულ, ხატოვან გამოთქმებზე დაყრდნობით არ უნდა დავასკვნათ, რომ სული „ღვთაებრივია“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და შესაბამისად იგი მუდამ მყოფთბდა - მანამდეც, სანამ მიწიერ ადამიანში - ადამში განხორციელდებოდა (ამგვარი თვალსაზრისი გვხვდება ვ.ს.სოლოვიოვის მხარდამჭერ ერთ-ერთ თანამედროვე საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ მიმდინარეობაში) თავისთავად გამოთქმა „სულის ზეციური წარმომავლობა“ არ ნიშნავს, რომ იგი არსით ღვთიურია. უბრალოდ გამოთქმა „შთაბერა სული სიცოცხლისა“ არის ადამიანური აღქმისათვის მისადაგებული ანთროპომორფული ფრაზა და არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს ღმერთმა სული მას თავისი საღვთო სუბსტანციიდან მიანიჭა. არც სუნთქვაა ადამიანის, როგორც ფიზიკური არსების, ელემენტების ამოსუნთქვა. ასევე არ შეიძლება ბიბლიური გამონათქვამიდან დავასკვნათ, რომ სული საღვთო არსიდან წარმოიშვა და მისი შემადგენელი ნაწილია. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „არიან უგუნურნი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ისე გაუტაციათ, რომ ღვთისთვის სათნოდ აღარაფერს მოიაზრებენ. (წმიდა წერილში) გამოთქმათა მისადაგებას უყურადღებოდ ეკიდებიან და კადნიერად ლაპარაკობენ სულის საღვთო არსებიდან წარმოქმნაზე. ო, სიშლეგევ! ო, უგუნურებავ! რამდენი დამღუპველი გზა უჩვენა ეშმაკმა თავისი მსახურების მოსურნეთ! ამის გასაგებად შეხედე, როგორ ურთიერთსაპირისპიროდ არის ეს ხალხი მომართული: ერთნი ჩასჭიდებიან გამოთქმას „შთაბერა“ და ამბობენ, რომ სულები საღვთო არსიდან წარმოიშვნენ; მეორენი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ სულები შეიძლება უდაბლეს პირუტყვთა არსად გარდაიქმნან. ამ სიგიჟეზე უარესი რა შეიძლება იყოს?!“22.

თუ როგორ უნდა გავიგოთ ანთროპომორფული გამოთქმები ღმერთზე, ამის შესახებ ვისაუბრეთ თავებში „საღვთო თეისებები“ და „ღმერთი - სული“. აქ კი გამოვიყენოთ ნეტარი თეოდორიტეს მსჯელობა: „როდესაც მოსეს მონათხრობში ვისმენთ, რომ ღმერთმა აიღო მიწიდან მტვერი და შექმნა ადამიანი, ამ გამოთქმის აზრის გამოძიებისას ვხვდებით, თუ რაოდენ გამორჩეულად კეთილგანწყობილია ღმერთი კაცთა მოდგმის მიმართ. შესაქმის აღწერისას დიდი წინასწარმეტყველი შენიშნავს, რომ ღმერთმა ყოველი სხვა ქმნილება „თქუა“ და შექმნა, ადამიანი კი თავისი ხელებით გამოძერწა. როგორც [უფლის] „ნათქვამში“ ვგულისხმობთ მხოლოდ ნებას და არა ბრძანების გაცემას, მსგავსადვე ხელებით ქმედება სხეულის აგების საქმისადმი მისი უდიდესი ყურადღების მიმანიშნებელია. საღვთო ნებით ახლაც ისახება ნაყოფი დედის წიაღში და ბუნება დასაბამითვე მის მიერ დადგენილ კანონებს აღასრულებს, მისივე ნებით შეიქმნა მიწისაგან ადამიანის სხეული და მტვერი ხორცად იქცა“. სხვაგან ნეტარი თეოდორიტე უფრო განზოგადებული ფორმით მსჯელობს: „არ ვამბობთ, თითქოს ღვთაებას ხელები ქონდეს... მაგრამ ვამტკიცებთ, თითოეული ამგვარი გამოთქმა მიანიშნებს, რომ სხვა ქმნილებებთან შედარებით საღვთო მზრუნველობა ადამიანის მიმართ მეტია“23.

სული, როგორც სხეულისაგან განსხვავებული, თვითმყოფადი სუბსტანცია

სულის თვითმყოფადობისა და თვითღირებულებათა გასააზრებლად ეკლესიის ძველი მამები და მასწავლებლები ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ წმიდა წერილს. ისინი განმარტავდნენ და ცხადყოფდნევნ, თუ რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის, რათა უკუეგდოთ მატერიალისტური აზრი, რომლის მიხედვითაც სული საკუთარ სუბსტანციას ანუ ბუნებას მოკლებულია და მხოლოდ სხეულის ნაწილთა ჰარმონიულ გამოხატულებას ან სხეულის ფიზიკური ქმვდების შედეგს წარმოადგენს. ეკლესიის მამათა უბრალო დაკვირვებებიც ცხადყოფს, რომ

ა. სულს ახასიათებს სხეულებრივ მისწრაფებათა მართვა, სხეული კი ბრძანებას ემორჩილება (ათინაგორა და სხვანი);

ბ. სხეული იარაღი თუ ინსტრუმენტია ხელოვანის ხელში, თავად ხელოვანი კი სულია (წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი);

გ. ძილის დროს სული ერთგვარად ივიწყებს სხეულის არსებობას, მისგან განყენებულად შრომობს, ქმნის, ოცნებობს და აზროვნებს (ტერტულიანე);

დ. სული სხეულს უპირობოდ არ ემორჩილება, შეუძლია მისთვის უცხო და მტრულ მისწრაფებებს შეებრძოლოს და მათზე გამარჯვება მოიპოვოს. ამით დასტურდება, რომ სული და სხეული ერთი და იგივე არ არის. სული უხილავი, ყოველივე სხეულებრივზე აღმატებული, გამორჩეული ბუნების მქონეა (ორიგენე);

ე. სულს ხელს ვერ შეახებ, იგი მოუხელთებელია, სისხლი, ჰაერი ან ცეცხლი კი არ არის, არამედ თვითმოძრავი საწყისია (ლაქტანციუსი);

ვ. სული არის ძალა, რომელსაც ორგანიზმის ყველა ნაწილი მოჰყავს სრულ ერთობასა და თანხმობაში (წმ. ათანასე დიდი, წმ. ბასილი დიდი);

ზ. სული გონიერია, არის თვითშემცნობი და გააჩნია თავისუფალი ნება (ორიგენე და სხვანი);

თ. ადამიანი სხეულით დედამიწაზეა, გონებით ზეციურზე ფიქრობს და მას შეჰყურებს. სხეულით მოკვდავი უკვავებაზე მსჯელობს; არცთუ იშვიათად სათნოებათა სიყვარულის გამო ტანჯვასა და სიკვდილზე მიდის. სხეულით წარმავალია, გონებით კი მარადიული. მიილტვის მარადისობისკენ და არ აინტერესებს, რა ხდება მის ფერხთით - სხეული კი მსგავსს ვერაფერს განიზრახავდა (წმ ათანასე დიდი);

ი. სულის ბუნებაზე საუბრისას ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები მიუთითებენ, რომ იგი მარტივია და უნივთო, სხეულისა კი პირიქით - შედგენილია და მატერიალური, ტლანქი. საერთოდ, უხილავი და ყოველგვარ ფორმას მოკლებული სული სხეულისათვის მისაღებ საზომებით (სივრცე, წონა და ა.შ.) არ განიზომება (ორიგენე და სხვანი).

სხეულის მდგომარეობა სულზეც აისახება. მას შეუძლია სული ქმედებათა დასუსტება და გამრუდებაც კი. ასე ხდება დაავადებების, სიბერის ან სიმთვრალის დროს. ამ მოვლენის განხილვისას ეკლესიის მამები სხეულს ხშირად ადარებენ მართვად იარაღს. სულის განსხვავებული სიმძაფრით გამოვლენა სხეულში მხოლოდ ამ უკანასკნელის, როგორც იარაღის, გაუმართაობაზე მეტყველებს. სხეულში სულის გამოსავლენად არახელსაყრელი მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ ზღვაზე უცებ ამოვარდნილ ქარიშხალს, რომელიც მესაჭეს მისი ოსტატობის გამოვლენაში უშლის ხელს. ამის მაგალითად, აგრეთვე, გამოდგება აუწყობელი ქნარი, რომელიც ყველაზე დახვეწილი მუსიკოსის ხელშიც კი ვერ გამოსცემს კეთილხმოვანებას (ლაქტანციუსი). არც უხეირო ცხენები აძლევენ მხედარს სიჩაუქის გამოვლენის საშუალებას (ნეტარი თეოდორიტე).

ზოგი ძველი მამა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, პაპი გრიგოლ დიდი, ღირსი იოანე დამასკელი) აღიარებდნენ სულის არამატერიალურ ბუნებას (განსხვავებით სხეულისგან) იმავდროულად თვლიდნენ, რომ ის გარკვეულწილად მაინც სხეულებრივი ანუ ნივთიერი ბუნებისაა. ამ სავარაუდო თვისების წარმოჩენით მამებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ადამიანისა და ანგელოზის სულიერება განსხვავდება უწმიდესი საღვთო სულიერებისგან, რომელთან შედარებითაც ყოველივე ნივთიერი და ტლანქი გვეჩვენება.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Apr 13 2011, 11:17 AM
პოსტი #190


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



იქნებ ვინმემ ამიხსნას smile.gif

ჩვენ ვიცით რომ ადამიანი არის სული და შემოსილია ხორცით

მაინტერესებს საყოველთაო აღდგომის დღეს ადამიანი როგორ მდგომარეობაში იქნება?

წინასწარ მადლობა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Apr 13 2011, 02:01 PM
პოსტი #191


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ციტატა(lasha_k @ Apr 13 2011, 12:17 PM) *

იქნებ ვინმემ ამიხსნას smile.gif

ჩვენ ვიცით რომ ადამიანი არის სული და შემოსილია ხორცით

მაინტერესებს საყოველთაო აღდგომის დღეს ადამიანი როგორ მდგომარეობაში იქნება?

წინასწარ მადლობა smile.gif

ქადაგებაში მაქვს მოსმენილი, მეორედ მოსვლის შემდეგ პირიქით იქნება ანუ ხორცი შიმოსება სულით.


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 13 2011, 03:36 PM
პოსტი #192


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ბევრი ვიფიქრე ქრისტეზე მომავალი აღდგომაზე , თუ არ ვცდები , ეს ჩემი აზრია.
იქნებ ქრისტემ დაგვანახა როგორც აღდგომილი სხეულით და ჩვენ ასე ვიქნებით მომავალში.
ჩვენ მართლა ამ დედამიწაზე უნდა ვიცხოვროთ და სხეული იქნება სულ სხვა ფორმით როგორც თვით იესო იყო.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 13 2011, 04:12 PM
პოსტი #193


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mekaje
ჯერ დავიწყოთ აქედან...smile.gif
საქმე ისაა,რომ მე არ უნდა დამეწერა,ადამიანი არის სული-მეთქი.მე კი ვიცი ეს რატოც დავწერე,მაგამ მე რა მნიშვნელობითაც დავწერე,მივხვდი რო სხვები ამ"მნიშვნელობას"არასწორად გაიგებდნენ.
ანუ იმის თქმა მინდა,რომ უნდა დამეწერა-პიროვნება(ანუ მე)არის სული.ადამიანი რო დავწერე პიროვნების მაგივრად,ამას რათქმაუნდა ვერ გაიგებდნენ რატო დავწერე.ანუ გასაგებია ხო?


კაი,ახალა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზეsmile.gif

ზემოთ რაც დაწერე,მაგის საწინააღმდეგოს მე არაფერს ვამბობ,ვინაიდან აბსოლუტურად სწორია.

ეხლა მე შენ გკითხავ ცოტა სხვანაირად,ანუ ადამიანს აღარ ვახსენებsmile.gif
ეხლა გეკითხები:შენ, როგორც პიროვნება-როგორც შენ,ვინ ხარ:სული ,ხორცი თუ ორვე?




davithet
ციტატა
ჩვენ მართლა ამ დედამიწაზე უნდა ვიცხოვროთ და სხეული იქნება სულ სხვა ფორმით როგორც თვით იესო იყო.

არა,ჩვენ დედამიწაზე კი არა,ზეცაში უნდა ვიცხოვოთ როცა გარდავიცვლებით,ხოლო ქვეყნის აღსასრულის შემდეგ უფალი შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას,ანუ იქნება ისეთი მდგომარეობა,როგორიც იყო ადამისა და ევას დროს.
ეს ცოტა ვრცელი თემაა და ძაან გაგრძელდება...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 13 2011, 06:09 PM
პოსტი #194


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ეხლა გეკითხები:შენ, როგორც პიროვნება-როგორც შენ,ვინ ხარ:სული ,ხორცი თუ ორვე?





ადამიანის პიროვნება არის სული


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 13 2011, 06:56 PM
პოსტი #195


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 13 2011, 05:12 PM) *

mekaje
ჯერ დავიწყოთ აქედან...smile.gif
საქმე ისაა,რომ მე არ უნდა დამეწერა,ადამიანი არის სული-მეთქი.მე კი ვიცი ეს რატოც დავწერე,მაგამ მე რა მნიშვნელობითაც დავწერე,მივხვდი რო სხვები ამ"მნიშვნელობას"არასწორად გაიგებდნენ.
ანუ იმის თქმა მინდა,რომ უნდა დამეწერა-პიროვნება(ანუ მე)არის სული.ადამიანი რო დავწერე პიროვნების მაგივრად,ამას რათქმაუნდა ვერ გაიგებდნენ რატო დავწერე.ანუ გასაგებია ხო?
კაი,ახალა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზეsmile.gif

ზემოთ რაც დაწერე,მაგის საწინააღმდეგოს მე არაფერს ვამბობ,ვინაიდან აბსოლუტურად სწორია.

ეხლა მე შენ გკითხავ ცოტა სხვანაირად,ანუ ადამიანს აღარ ვახსენებsmile.gif
ეხლა გეკითხები:შენ, როგორც პიროვნება-როგორც შენ,ვინ ხარ:სული ,ხორცი თუ ორვე?
davithet

არა,ჩვენ დედამიწაზე კი არა,ზეცაში უნდა ვიცხოვოთ როცა გარდავიცვლებით,ხოლო ქვეყნის აღსასრულის შემდეგ უფალი შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას,ანუ იქნება ისეთი მდგომარეობა,როგორიც იყო ადამისა და ევას დროს.
ეს ცოტა ვრცელი თემაა და ძაან გაგრძელდება...


არ ვიცი რომელია სიმართლე. ბევრი მიფიქრია ამაზეც კი .( ახალი ცა და ახალი დედამიწა ) თუ შეიქმნება ზეცაში მაშინ რა აზრი ქონდა მიწიერ ცხოვრებაზე ? !
ნუ ბიბლია ამბობს რომ წინანდელი ცხოვრება გარდაიქმნებაო. არ ვიცი ამ საკითხში დაბნეული ვხდები.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Apr 13 2011, 08:18 PM
პოსტი #196


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ესეიგი ადრე წავიკითხე წმინდანების ნაშრომში როგორ ასწავლიდნენ ბერებს თავისი სულიდან(დუშა) (სულის)(დუხ) გამოყვანას ტოესწ ადამიანის სხეულიდან სულის გამოყვანას და მის გამოყენებას და ჩემი აზრით დუხ ეს არის საშუალო სხეულსა და სულს შორის სამშვინელი?
რომლის მართვაც ადამიანს შეუძლია ისწავლოს..იგივე სამშვინელი..


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 13 2011, 09:40 PM
პოსტი #197


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mekaje
ციტატა
ადამიანის პიროვნება არის სული

ეგრე რაbiggrin.gif
ანუ შენ ვერ გამიგე წინაზე რა გკითხე.ხო ნუ ჩემი ბრალია რა,პიროვნების მაგივრად ადამიანი დავწერე.





starscream
ციტატა
ეს არის საშუალო სხეულსა და სულს შორის სამშვინელი?რომლის მართვაც ადამიანს შეუძლია ისწავლოს..იგივე სამშვინელი..
სამშვინველი არის ადამიანის გრძნობები,აზრები,და საერთოდ სასიცოცხლო ძალა(სუნთქვა).პავლე მოციქული ამის შესახებ საუბრობს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში და სამშვინველს თითქმის სულს უთანაბრებს,რადგან გონება,აზრები,გრძნობები და ა.შ. ფაქტიურად სულის თვისებებია.

davithet
ციტატა
არ ვიცი რომელია სიმართლე. ბევრი მიფიქრია ამაზეც კი .( ახალი ცა და ახალი დედამიწა ) თუ შეიქმნება ზეცაში მაშინ რა აზრი ქონდა მიწიერ ცხოვრებაზე ? !

მისმინე...
ადმისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ სულიერი და მატერიალური სამყარო დაშორდა ერთმანეთს და ჩვენ დაგვჩა ეს მატერიალუი სამყარო-დედამიწა.
ხოლო ბოლო ჟამს უფალი შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას,რომელიც მსგავსი იქნება მაშინდაელი სამოთხისა.მიწა და ზეცა იქნება ერთობაში,როგოც ადამისა და ევას დროს.
დღეს ჩვენ გვაქვს ცოდვის დაცემის შემდეგ დარჩენილი მატერია,ხოლო სულიერი ჩვენს თვალს მიღმაა.დაი ეს მიღმიერი სამყარო ბოლო ჟამს შეუერთდება სულიერს.

მეც მქონდა ამის შესახებ კითხვა და ერთ გამოცდილ მოძღვარს მივმართე და აი თითქმის რაც დავბწერე ეს მითხრა,ოღონდ უფრო ვრცლად ვისაუბეთ ამის შესახებ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 14 2011, 02:07 AM
პოსტი #198


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 13 2011, 10:40 PM) *

mekaje

ეგრე რაbiggrin.gif
ანუ შენ ვერ გამიგე წინაზე რა გკითხე.ხო ნუ ჩემი ბრალია რა,პიროვნების მაგივრად ადამიანი დავწერე.
starscream
სამშვინველი არის ადამიანის გრძნობები,აზრები,და საერთოდ სასიცოცხლო ძალა(სუნთქვა).პავლე მოციქული ამის შესახებ საუბრობს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში და სამშვინველს თითქმის სულს უთანაბრებს,რადგან გონება,აზრები,გრძნობები და ა.შ. ფაქტიურად სულის თვისებებია.

davithet

მისმინე...
ადმისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ სულიერი და მატერიალური სამყარო დაშორდა ერთმანეთს და ჩვენ დაგვჩა ეს მატერიალუი სამყარო-დედამიწა.
ხოლო ბოლო ჟამს უფალი შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას,რომელიც მსგავსი იქნება მაშინდაელი სამოთხისა.მიწა და ზეცა იქნება ერთობაში,როგოც ადამისა და ევას დროს.
დღეს ჩვენ გვაქვს ცოდვის დაცემის შემდეგ დარჩენილი მატერია,ხოლო სულიერი ჩვენს თვალს მიღმაა.დაი ეს მიღმიერი სამყარო ბოლო ჟამს შეუერთდება სულიერს.

მეც მქონდა ამის შესახებ კითხვა და ერთ გამოცდილ მოძღვარს მივმართე და აი თითქმის რაც დავბწერე ეს მითხრა,ოღონდ უფრო ვრცლად ვისაუბეთ ამის შესახებ.

მეც მაგ აზრისა ვარ . ბევრი ფიქრისგან ბევრი ეჭვებ მბადებ ჩემ ფიქრებში.
ისე კი რომ დავფიქრდე, მატერია არის ნაგავი, და მერე გადაამუშავებ იმავე ნაგავს და ა.შ. გროვდება.
ამაობაა მატერიული ცხოვრება.


ბევრი , ვერ უფიქრდება. რა არის ცხოვრება, ყველაფერი წარმავალია. უკვდავება სულ სხვა რამეა. მაგრამ არაფერი იკარგება ამოუწურავ სამყაროში. ბევრი რამ მაქვს გადაკითხული , ისეთ ფაქტებზეც კი რომ დაუფიქრებელი ადამიანმა შეიძლება მთლად უარყოს ღმერთი და აღიაროს ბიოლოგიური მოვლენები, ათეისტობამდე მიყავს.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Apr 14 2011, 05:36 PM
პოსტი #199


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
სამშვინველი არის ადამიანის გრძნობები,აზრები,და საერთოდ სასიცოცხლო ძალა(სუნთქვა).პავლე მოციქული ამის შესახებ საუბრობს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში და სამშვინველს თითქმის სულს უთანაბრებს,რადგან გონება,აზრები,გრძნობები და ა.შ. ფაქტიურად სულის თვისებებია.

ზუსტად ანუ ადამიანის ემოციური სხუელი იგივე ასტრალური სხეული


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი Apr 15 2011, 08:57 PM
პოსტი #200


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



ციტატა
ადამიანი არის მხოლოდ და მხოლოდ სულიიი!!!

კაცო როგორ არის მხოლოდ და მხოლოდ სული?! ვერ გავიგე...
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ტიტქოს ძალით წერთ რაღაც სისულეებს...
გაითვალისწინე რა არის სულის და რა არის მატერიალურობის არსი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 09:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი