IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> მღვიმევი-კაცხის სვეტი..., ვესტუმროთ ჭიათურას
A.V.M
პოსტი Aug 16 2012, 04:24 PM
პოსტი #101


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
სულ ეს იყო სურათები?

მარტო ნათიას სურათებია 3 გეგაბაიტამდე...
უბრალოდ ძნელად ვტვირთავთ....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 16 2012, 06:27 PM
პოსტი #102


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური?
აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 16 2012, 06:41 PM
პოსტი #103


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური?
აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით.

3 აპარატი იყო მოლოცვაზე.
ეკატოს,ნათიას და კაიროსის.

ეს ხალხი კი ფორუმზე მეტ დროს ფბ-ზე ატარებს და ამიტომ.
ჩვენ რაც გვაქვს სურათები მათგან მოწოდებული ქე ვტვირთავთ ნელ-ნელა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 16 2012, 06:46 PM
პოსტი #104


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



თემის გახსნა მინდოდა და მეზარება ყველა ფოტოს ატვირთვა sad.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 16 2012, 07:10 PM
პოსტი #105


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მარტო ფოტოებზეც არაა საქმე, რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა
მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 16 2012, 10:00 PM
პოსტი #106


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა
მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ.

მაგის დაწერას ხვალ ვაპირებდი.
უფრო სწორად დღეს დავწერ და ხვალ დავდებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 16 2012, 11:51 PM
პოსტი #107


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(A.V.M @ Aug 16 2012, 06:13 PM) *

IPB-ს სურათი

სანდრინიო მისი განუყრელი კდემამოსილებით...

კდემამოსილი კიარა, მაყვალებს ურიგებდა გოგოებს laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 17 2012, 01:27 AM
პოსტი #108


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საჩხერე-ჭიათურის მოლოცვა 12.08.2012




იშვიათად რომ დღევანდელ ფორუმზე ქველმოქმედებისა და მომლოცველობის განყოფილება აქტიურობდეს . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი , რომ ერთ მშვენიერ დღეს ,,ახალ პოსტებში’’ ვნახე თემა სათაურით-,,მღვიმევი-კაცხის სვეტი ‘’. პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ჩავეწერე სიაში . ხელმძღვანელი გალერეის მოდერი ანანო გახლდათ , ხოლო ექსკურსიის მარშრუტს კი ნაინა ადგენდა მიჩიგანიდან . აღმოჩნდა რომ რამდენიმე ფორუმელმა არ იცოდა ზუსტი მდებარეობა სოფელ გომისა და ნაინას უხდებოდა ოკეანისგაღმიდან მათთვის ამის სწავლა. საიტზე დავწერე რომ ამ სოფლიდან ვიყავი და შევეშველებოდი კოორდინაციაში .გაირკვა ,რომ აღნიშნულ სოფელში უნდა შევერთებოდით თბილისიდან წამოსულ ჯგუფს მე და მაშიკო თავის დაქალითურთ(რომლებიც ქუთეისიდან მოდიოდნენ) მათ დეტალურად აღვუწერე ჩემი გარეგნობა-ჩაცმლობა რომ ადვილად ვეცნე, რა თქმა უნდა მეც დავინტერესდი თუ როგორ უნდა მეცნო ისინი, ამაზე გენიალური პასუხი მივიღე-,, ჩვენ საყვარელი გოგოები ვართ. და ხელში გაზეთი გვეჭირება.’’ მეც დავუწყე ცქერა საყვარელ და გაზეთიან გოგოებს , საბოლოოდ მივაგენი . უფრო სწორად, მივაგენი-,,უგაზეთო საყვარლებს.'' ჩვენც ჩრდილში გადავინაცვლეთ და დაველოდეთ ჯგუფს. უეცრად ჩაგვიქროლა სპრინტერმა, შიგ მჯდომთა ტანჯულ-ბედნიერ სახეების დანახვაზე დავრწმუნდი რომ ისინი ,,ჩარჩელები’’ იყვნენ. ჩემი ვარაუდი გამართლდა და ისინი მართლა ,,ჩვენიანები’’ აღმოჩნდნენ. დავიწყე ფორუმელების გაცნობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ უმეტესობა არათუ რეალობაში არამედ ფორუმიდანაც არ ვიცოდი მაგალითად ჰარირა. რომლის გაცნობის რიგი რომ მოვიდა ცოტა არ იყოს რაღაც-რაღაცებზე დავეჭვდი, თუმცა გავიგე რომ მას გზაში შარვალზე ლუდი გადასხმია და კითხვებიც უმალ გაქრა გონებიდან . ამის შემდეგ გემრიელად დავლიე( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაყინი და უეცრად სპრინტერიც გააჩერა ზვიადამ(მძღოლმა). აღმოჩნდა რომ კაიროსს რაღაც ისტორიული ძეგლი დაუნახავს ტრანსპორტიდან და იმის მოსანახულებლად წავედით. იქამდე მისასვლელად მცირე დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და ამ დაბრკოლებას პატარა მდინარე წარმოადგენდა , მართალია ზოგი ფორუმელი მდინარის გადალახვისას- ,,ვარდენასავით’’ მოიქცა, თუმცა საბოლოოდ მშვიდად მივედით ძეგლთან , რომელიც სოფელ ალის ძველი, სამონასტრო კომპლექსი გახლდათ . ჯერ კიდევ კომპლექსის ეზოში მიიქცია ყურადღება ხეზე ჩამოკიდებულმა ცხვრის ფეხმა და ზემო შემოდებულმა მარილმა.(თუ მიცვალებულის ცხონება გინდა ცხვრის ფეხი სასაფლაოდან არ უნდა წამოიღო). ამ ადგილზე ყველა პირველად ვიყავით, თუმცა კაიროსმა ერთი შეხედვით იმდენი რამ გახადა ნათელი რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უგზოუკვლო განათლებაში , აგრეთვე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა იმაშიც , რომ ქართველებს ისტორიული ძეგლის უკვდავყოფაზე მეტად საკუთარი სახელების ,,უკვდავყოფა’’ გვიზიდავს ჰერმოსტრატესავით. თუკი ტაძარში კაიროსი ქვების განლაგებას, არქეოლოგიურ მასალას და ძეგლის არქიტექტონიკას სწავლობდა მე ამ სოფლის ,,love storey-ებს’’ ვარკვევდი. აღმოჩნდა რომ ჯემალას ყვარებია მზია , მაყვალას კი როინა. ხოლო ეს უკანასკნელი სატრფოს ღალატით გულდათუთქული-..ჯდა მტირალი წყლისა პირსა.’’ იატაკიდან 4-5 მეტრზე გაკეთებულ ამგვარ წარწერების მხილველს შეუძლებელია არ აღმოგხდომოდა ,,ჯარისკაცის მამის’’ ცნობილი სიტყვები-,, შენ აქ საიდან გაჩნდი ? რა მარჯვენამ მოგიყვანა შე ბარაქიანო შენა.’’ და ამის შემდეგ ბარაქიანად არ გადაგეკურთხებინა მისი ,,ხელმარჯვე ავტორისთვის.’’ მისი ავტორისთვის,რომელიც მთავრობასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს რადგან ვერ ,,უზრუნველყოფს’’ დავით გარეჯისა და ტაო-კლარჯეთის შთამომავლობისთვის შენახვას. ჩავჯექით სპრინტერში და გავაგრძელეთ გზა.მივუახლოვდით საჩხერეს. აქ კი ყველამ ვიცოდით რომ არ უნდა გვეხსენებინა სიტყვა რომელიც ,,ბ’’-ზე იწყება და ,,ძ’’ ურევია. აქაოდა საჩხერეში ყველაფერი მუქთაააო არ დავიზარეთ ყანიდან ჭყინტი სიმინდების მოპარვა , თან შენდობას ვთხოვდით მის პატრონს, რომელიც დამტვრეული ჩალისა და გამქრალი ტაროების დანახვაზე აუცილებლად არცთუ სასიამოვნოდ მოიკითხავდა ამის გამკეთებელს. შემდეგ გეზი ავიღეთ მღვიმევის მონასტრისაკენ. აქ მისულ კაიროსს კი ავუხდინე სურვილი და დავითვალე მონასტრამდე მიმყვანი საფეხურების რაოდენოდა . აღმოჩნდა რომ იგი 200 ბეტონის და 40 რკინის საფეხურისგან შედგებოდა . ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მღვიმეში გამოკვეთილმა მონასტერმა. კაიროსმა აგვიხსნა თუ რომელ ქვეყანაში იყო ამგვარი კომპლექსი , საიდან იღებდა ტრადიციებს და როგორ განვითარდა შემდგომში. შეთანხმებისამებრ აქ უნდა გამეცნო ჩვენი ფორუმელი-გვანცა, მართალია იგი და მისი ნათესავი-თათია გავიცანით თუმცა ვერაფრით დავიყოლიეთ ჩვენთან ერთად გზის გაგრძელებაზე,ლამის საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავრთეთ საქმეში-მაგრამ შენც არ მომიკვდე. მათ შემხედვარე კაცი იფდიქრებდა,რომ ესენი მოსალოცად კი არა გილიოტინა-ეშაფოტზე მიდიანო. შემდეგ მოვინახულეთ კაცხის რვაკუთხა ტაძარი , რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალურია საქართველოში . აქ ეკატომ და რა თქმა უნდა კაიროსმა გამოიყენეს მათი პროფესიული ცოდნა და გვითხრეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძრის პირვანდელი სახე , რა სამუშაოები იყო ჩატარებული ამის შემდეგ და ვენამდე 70 წლიანმა უღმერთობის ხანამ . აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ მხოლოდ ამ დროს გაგვახსენდა ფოტოაპარატების არსებობა და გადავიღეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი სურათი და გავეშურეთ კაცხის სვეტის მოსანახულებლად . გზაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა სწვდებოდა ჩვენს სმენას-,,გვშია!’’ მივედით სვეტამდე , მართალია იმედი გაგვიცრუვდა და სვეტის წვერზე ასვლა ვერ შევძელით , მაგრამ მაინც ძალიან კარგათ განვითარდა მოვლენები . სვეტის ძირში ნათლად შეიმჩნევა მასზე დანთებულ სანთელთა წვის კვალი. ჩვენ რა თქმა გავიხსენეთ რომ ასეთ წმინდა ადგილზე თუ გსურს მადლი მოიპოვო სანთელი შანდალზე კი არა, არამედ უშუალოდ ისტორიულ ძეგლზე უნდა დაანთო . შევთანხმდით იმ აზრზზე , რომ ერთობლივი სურათი გადაგვეღო, თან ისე , რომ სვეტი ბოლომდე გამოჩენილიყო. ფოტოს გადაღება ბუაჩამ ითავა .სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორი წვალება დაითმინა,რომ სვეტი გამოჩენილიყო. აპარატი მიწაზე დადო , ცალ მხარზე დაწვა, მარცხენა ხელი ჰაერში აწია და -ჰოპ. გადაღებულია. ამ დროს ზუსტად იმავე ადგილზე დადგა კაიროსი, გაიმართა წელში და გადაგვიღო სურათი, თან ისე,რომ სვეტი ბოლომდე გამოჩნდა. ეჭვი არ იყო , რომ ბუაჩა- ,,ამაოდ დაშვრა.’’ ამასობაში საჭმლის ჯერიც დადგა , გავაჩაღეთ ცეცხლი და ბუაჩამ დაიწყო თავისი კულინარიული ნიჭის გამოვლენა დაიწყო , მართალია გაბრაზდა როცა უმოქმედოდ დამინახა მაშნ, როდესაც მწვადს ცეცხლი ეკიდა თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი იყო , რადგან-,,არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.’’ დაიწყო ,,პურისჭამა’’ მე კი უმოწყალოდ ვხოცდი ბზიკებს. ამაზეა ნათქვამი:
,,შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ჯორი,
ბზიკი ჩემგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი.’’
ამასობაში გაჩერდა ტაქსი , საიდანაც გურულო გადმოვიდა , ამან ყველას გამხიარულება გამოიწვია. განსაკუთრებით ჰარირასი,რომელმაც თქვა-,,აი! მეორე ხმაც მოვიდა.’’ გურულოს მალე მოყვნენ სამედიცინოს სტუდენტები და მალე მცირე პოლემიკაც გაიმართა ვეტერინარებსა და ადამიანთა ექიმებს შორის, თუ რატომ იყო ამ სასწავლებლის რამდენიმე ლექტორი-,,უზრდელი , უხეში და თანამდებობისთვის შეუფერებელი.’’ სულ მალე ალკოჰოლმაც გაჭრა. ჩვენ კი დავტკბით ჰარირასა და გურულოს სიმღერით , სიმღერას ცეკვა მოჰყვა და სანდრინიოს შემხედვარე პუბლიკა შეუძლებელია არ აღფრთოვანდეს მისი დახვეწილი პლასტიკით , მომხიბლავი ელასტიურობით , ელეგანტური მიხვრა-მოხვრით და.ა.შ. დავრწმუნდით რომ ქართულმა ქორეოგრაფიამ ნამდვილი ტალანტი დაკარგა . მის ცეკვიდან გამოსჭვიოდა ელეგანტურობა , მიმზიდველობა , ესთეტიურობა და ყველაფერი რაც საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებისთვის. ცეკვის შემდეგ ქართული ისეთ მტკივნეულ თემას შევეხეთ , როგორც ქართული ენის რეფორმაა და ერთხმად შევთანხმდით რომ ამიერიდან მძღოლს აღარ უნდა ეთქვა სიტყვა-,,გავახალასტოე,’’ არამედ -,,გავამარტოსულე’’. ამაზე ზვიადა დაგვთანხმდა და უკვე ანეკდოტებზე მიდგა ჯერი. სანდრინიოს (იგივე სანდრას) მონაყოლის შემდეგ იქ მყოფმა მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ აღარ ვიყიდდით პალტოს და თუ მაინცდამაინც მას ღილები არ უნდა ჰქონოდა. ამასობაში მოსაღამოვდა და გვარიანად შეზარხოშებულები გამოვემართეთ შინისკენ . გზაში შექმნილი დაბრკოლებით კი როგორც იტყვიან-,,შარი ხეირად მექცა.’’ რადგან მომეცა საშუალება ჯერ დავმტკბარიყავი ფორუმელთა ინტელექტით და მეცქირა მათი ,,ნამიოკობანასთვის’’ შემდეგ ეკატოს , გურულოს და ანანოსთან ერთად განმეხილა ფორუმის-,,წარსული , აწმყო დამომავალი.’’ ამასობაში გომშიც ამოვედით. მაშიკო თავიდან კი ცდილობდა რომ საღამოს 9 საათამდე ჩაეღწია საქართველოს მამაქალაქში (ანუ მეორე დედაქალაქში ) , მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო’’ და დაახლოებით 10 საათზე ავიდა ,,ქუთეისისკენ’’ მიმავალ ,,მარშუტში.’’ აქ ჯენტლმენობა ისევ ბუაჩამ გამოიჩინა და გოგოებიც გავაცილეთ მშვიდობიანად ამის შემდეგ მე ჩემი სახლისკენ წავედი ფორუმელები კი ავტობანისკენ.


P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ.

უკეთესი ექსკურსიების მოლოდინით!
A.V.M !


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 17 2012, 05:00 AM
პოსტი #109


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



A.V.M
ციტატა
P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ.


კარგი იყო smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 17 2012, 07:45 AM
პოსტი #110


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



A.V.M
ამდენი დიდი ხანია არ მიცინია... გაიხარე გურამ biggrin.gif

კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი sad.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 17 2012, 09:24 AM
პოსტი #111


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



A.V.M
რამხელა ღვაწლი ჩამიდია თქვენს ექსკურსიაში, შენ კი მოყოლა გეზარებოდა biggrin.gif biggrin.gif
კარგი იყო, მომეწონა. აი ყოჩაღ, ხომ შეგძლებია, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. ( მასწავლებლების საყვარელი სიტყვები tongue.gif )

ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა, თუ გაიგოთ როგორ დაგვირგვინდა ჯემალას და მზიას ლავ-სთორი მეც მომახსენეთ, ნამეტანი დავინტერესედი biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 17 2012, 11:03 AM
პოსტი #112


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



A.V.M

შენ გაიხარე,რა კარგად გავხალისდი biggrin.gif
თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები

ეხლა საქმე თავზე მაყრია და შუადღისთვის მოვიცლი : )))


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 17 2012, 02:49 PM
პოსტი #113


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მადლობა ყველას...

ციტატა
თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები

ძირს სიზამრმაცე!
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 17 2012, 03:06 PM
პოსტი #114


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



A.V.M
მეტს ვერაფერს გეტყვი kiss1.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 17 2012, 05:01 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(A.V.M @ Aug 15 2012, 02:52 AM) *

კიდევ ერთი სურათი-IPB-ს სურათი

გურამა რა კაცია biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 17 2012, 05:07 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ყოჩაღ გურამ, მაგარი იყო ძალიან biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 17 2012, 05:46 PM
პოსტი #117


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



A.V.M
ჩემდა გასაოცრად, თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი smile.gif

ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა. შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები gio.gif a075.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 17 2012, 06:30 PM
პოსტი #118


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარიამი
მადლობა...
ციტატა
ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა.

ვიღებ შენიშვნას...
ციტატა
შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები

პიონერულ სიტყვას ვიძლევი,ეგრე მოვიქცევი...
biggrin.gif

IPB-ს სურათი

ჩაფიქრებული ,,ექსკურსია მძღოლი'' წინ მოუძღვის მომლოცველებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 17 2012, 08:15 PM
პოსტი #119


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(A.V.M @ Aug 17 2012, 06:30 PM) *

IPB-ს სურათი

ჩაფიქრებული ,,ექსკურსია მძღოლი'' წინ მოუძღვის მომლოცველებს...

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 17 2012, 09:08 PM
პოსტი #120


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



არა რა, ჩემგან ამის გამაზვა არ იქნება შემდეგში biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი