IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
მნათე
პოსტი Sep 16 2006, 10:26 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის საფლავზე (თბილისის რუსული ტაძარის ეზო) შესაძლებელია თხოვნა დახმარებისა ნებისმიერ ენაზე, იგი ყველას შეეწევა.


დზალიან მიყვარს მამაო smile.gif სწორედ ასე ვიქცევით smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 16 2006, 10:29 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(mnate @ Sep 14 2006, 10:50 AM) *

leqso

გაიხარე, მე ქართულად მაქვს თუ მოვიცალე ავკრეფ და დავდებ smile.gif

მოიცალე მერე huh.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 16 2006, 10:32 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მოიცალე მერე


ხომ წაიკიტხე რა გინდა laugh.gif ხომ მოგიტანე biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 16 2006, 10:57 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ღირსი დავით გარეჯელი და ლუკიანე


ღირსი მამა დავითი წარმოშობით ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაემოწაფა წმინდა იოანე ზედაზნელს და როცა მოძღვარი საქართველოში ჩამოვიდა, დავითიც ჩამოჰყვა.

წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა, რომელსაც დღეს ჩვენ მთაწმინდას ვუწოდებთ. იმ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ამ ხალხს უცნაური სარწმუნოება ჰქონდა, მათ ეგონათ, რომ ღმერთი იყო ცეცხლი. მამა დავითი ბევრს ლოცულობდა ქალაქის მცხოვრებლებისათვის და ღმერთს მათ შეწყალებას და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას სთხოვდა. ლოცვას რომ დაასრულებდა, გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა, რომელიც ამ მთიდან ხელისგულივით მოჩანდა. შემდგომში სწორედ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი. ღირსი მამა კვირაში ერთხელ თავის მოწაფესთან ერთად ქალაქში ჩამოდიოდა და ქრისტიანობას ქადაგებდა. მათ ბევრი უსმენდა და შეიწყნარებდა ახალ რჯულს.

ცეცხლთაყვანისმცემლები ხედავდნენ მათ წარმატებას, რის გამოც შურით აღიძრნენ და გაბოროტდნენ. ერთხელ მათ ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელიც ცილს სწამებდა ღირს მამას და ირწმუნებოდა, ბავშვი, რომელსაც მე მუცლით ვატარებ, ამ კაცისააო. მაშინ მამა დავითმა კვერთხი შეახო მის მუცელს და ჩვილს მიმართა: მართლა ვარ შენი მამა თუ არაო? ჩვილმა მუცლიდან ხმა მოსცა, არა, შენ ჩემი მამა არ ხარ, ჩემი მამა მჭედელიაო. ხალხი საშინლად განრისხდა, ქალს ეცნენ და ქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ბევრს ეცადა მამა დავითი მათ დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს მოხდა იმ ადგილზე, სადაც ახლა ქაშუეთის ეკლესია დგას, როგორც ამბობენ, მისი სახელი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება.

ამ ამბის შემდეგ მამა დავითმა გადაწყვიტა, საერთოდ გასცლოდა თბილისს და კახეთს მიაშურა. ბერებმა უდაბნო გადაიარეს და ერთ გამოქვაბულში დაბინავდნენ. ისინი მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ, საკვებად ბალახსა და ხეების ქერქს იყენებდნენ. მაგრამ ზაფხულში ძალიან დაცხა და ბალახი გადახმა. შეწუხდა ლუკიანე, რა უნდა ვჭამოთო. მოძღვარმა კი მიუგო: ნუ გეშინია, ღმერთი არ დაგვტოვებსო. მართლაც, ამ დროს გამოჩნდნენ ირმები. მამა დავითმა ლუკიანეს რძე გამოაწველინა, რძიან ჯამს ჯვარი გამოსახა და რძე ყველად აქცია. იმ დღიდან, ირმები ყოველ დღე აკითხავდნენ წმინდა მამებს. ბერები ოთხშაბათსა და პარასკევს საკვებს საერთოდ არ იღებდნენ, ამიტომ არც ირმები მოდიოდნენ.

შორიახლოს გამოქვაბულში საზარელი მხეცი მკვიდრობდა და ცხოველებს მუსრს ავლებდა. წმინდა დავითის ბრძანებით მხეცი იქაურობას გაეცალა.

ერთხელ გარეჯელ მამათა ირმებს მონადირეები დაედევნენ და ნახეს, რომ მშვიდად მდგარ პირუტყვებს ლუკიანე წველიდა. ამ სახილველით გაოცებული მონადირეები ფეხებში ჩაუვარდნენ წმინდა მამებს და ლოცვა-კურთხევა აიღეს. შინ დაბრუნებულბემა კი მთელ იმ მხარეს მოსდეს წმინდა ბერების ამბავი. მალე გარეჯის უდაბნოსაკენ მრავალი ადამიანი დაიძრა: ვის ბერობის სურვილი ჰქონდა, ვინ განსაკურნებლად და ვინ დასამოძღვრად მიდიოდა. ბევრი რჩებოდა წმინდა მამებთან და მალე აქ მონასტერი აღმოცენდა.

გავიდა რამოდენიმე წელი. წმინდა დავითმა მონასტერი ლუკიანეს გადააბარა და თვითონ იერუსალიმის მოსალოცად გასწია. აი, მიუახლოვდა კიდეც ქალაქს, მაგრამ თავი წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას სამი ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი სრულიად განიძარცვოს მადლისგანო. იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოეღვიძა და ანგელოზის ბრძანებული აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.


საქართველოს სიწმინდეები - შუაში დევს მადლის ქვა

მამა დავითის იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მონასტრის საძმო ერთი ორად გაიზარდა. მოძღვარი თავისი ფეხით მიდიოდა თავის მოწაფეებთან და ამხნევებდა მათ. მისი ლოცვა-კურთხევით აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მრავალმთაში.

გავიდა დრო და უფალმა წმინდა მამას აუწყა, დადგა ჟამი შენი ამქვეყნიდან გასვლისა და ზეცაში დამკვიდრებისაო. მამა დავითმა მონასტრის ბერებს უხმო, დალოცა, უკანასკნელად დამოძღვრა და სული ღმერთს შეავედრა.

გარდაცვლილი წმინდანის სხეული სასწაულებს ახდენდა, მასზე შეხებისას დაბადებიდან ბრმა განიკურნა. წმინდა დავით გარეჯელი გარეჯის უდაბნოშია დაკრძალული და მისი საფლავიდან დღესაც ბევრი სასწაული აღესრულება.

ტექსტი მომზადებულია წიგნიდან „ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“

წყარო:http://children.iatp.ge/main_blue.htm


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Sep 16 2006, 11:10 PM
პოსტი #65


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ჩემი ანგელოზია მამა დავითი და ძალიან მიყვარს...
IPB Image


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 16 2006, 11:37 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV)

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც.

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახ. სტ. 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“
თბილისი, 2004 წ.

წყარო:http://children.iatp.ge/main_blue.htm


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 16 2006, 11:47 PM
პოსტი #67


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

ჩემი ანგელოზია, ძალიან მიყვარს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Sep 17 2006, 02:29 AM
პოსტი #68


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(salome @ Sep 16 2006, 08:47 PM) *

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

ჩემი ანგელოზია, ძალიან მიყვარს...

მეც ძალიან მიყვარს.... smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 18 2006, 11:40 AM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



დავით გარეჯის ფერწერული სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობს მეცხე საუკუნიდან მეცამეტემდე ,დაკავშირებული იყო რა შუასაკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების საერთო ხაზთან .
მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში , ამ პერიოდის ქართული კედლის მხატვრობის საერთო სურათის წარმოსადგენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხარების ეკლესიის მოხატულობა . მცირე ზომის სამლოცველოში სამეფო პორტრეტს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ,საერო პირთა წარმოდგენის ბიზანტიურმა ფორმულამ საქართველოში ისტორიული ვითარების გამო , განსაკუთრებული განვითარება პოვა .
დემეტრე თავდადებული სამი მეოთხედით შებრუნებულია წარმოდგენილი ვედრების ჯესტით მიმართავს მაცხოვარს ,დემეტრეს ოქროს შარავანდედი მოსავს და თავზე ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს გვირგვინი ადგას .
დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება დღეისათვის ძალზე ჭირს ფრესკის ძლიერი დაზიანების გამო შეიძლება აქ გამოსახული უდაბნოს მონასტრის წინამძღვარია ამ პერიოდის წერიოლობითი წყაროდან ირკვევა რო მონასტრის მოწესე ყოფილა ვინმე ანტონი შეიძლება ვივარაუდოთ რო ფრესკაზე ეს ანტონი გამოისახა კიდეც მეფე დემეტრეს წინაშე მავედრებლი .
ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს რო იმდროინდელი წარმოდგენის მიხედვით მეფე იყო ღვთაებრივი ბუნების მატარებელი . თამარის ისტორიკოსი ამტკიცებს " საქართველოს მეფე ღვთისა სწორი , სამებისაგან ოთხად თანააღზევებული" ესეგი სამების მეოთხე სახედ მეოთხე ხვთაებად აღზევებული .


სხვა რიგი კომპოზიციები მოწმობს ( სან ვიტალე,მარტორანა, სტუდენიცა , მილეშევო, )შუამდგომლად ქრისტესა და საერო პირებს შორის , როგორც წესი წარმოგვიდგებიან წმინდანები მეფე დემეტრე ესეგი ჩვეულებრივი მოკვდავის სახით კი არ არის წარმოდგენილი არამედ როგორც წმ.მოწამე მეფე , დემტრეს ღვთისსწრობას მის სამოსში ოქროს უხვი გამოყენება გვიჩვენებს. ( ოქრო მოწამეობის სიმბოლო )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 18 2006, 11:42 AM
პოსტი #70


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



დავით გარეჯის მოხატულობა , მართლაც საოცარია, კომპიში არ მაქვს, სამწუხაროდ, ისე კი, თუ მოვახერხე, დავასკანერებ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 18 2006, 11:44 AM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(salome @ Sep 18 2006, 11:42 AM) *

დავით გარეჯის მოხატულობა , მართლაც საოცარია, კომპიში არ მაქვს, სამწუხაროდ, ისე კი, თუ მოვახერხე, დავასკანერებ...

თავდადებულის ფრესკა rolleyes.gif ?



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 18 2006, 01:52 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება დღეისათვის ძალზე ჭირს ფრესკის ძლიერი დაზიანების გამო შეიძლება აქ გამოსახული უდაბნოს მონასტრის წინამძღვარია ამ პერიოდის წერიოლობითი წყაროდან ირკვევა რო მონასტრის მოწესე ყოფილა ვინმე ანტონი შეიძლება ვივარაუდოთ რო ფრესკაზე ეს ანტონი გამოისახა კიდეც მეფე დემეტრეს წინაშე მავედრებლი .


Liliana დიდი მადლობა ქართველი ერის ისტორიის საინტერესო პრობლემის გაცოცხლებისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით (დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება), შენდობის თხოვნით, ერთ აზრს მოგახსენებთ:

ჩვენი წმინდა მეფის (1271-89წწ), დემეტრე II თავდადებულის (1259-89წწ) მოწამეობრივი გარდაცვალების თვითმხილველი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1282-1310) აბრაჰამ I, აბრაამი, აბრამი (მანამდე მეფის ჯვარმტვირთველი), წინამორბედმა პატრიარქმა ნიკოლოზმა, რომელიც გადადგა პატრიარქობიდან (თუ ვინმეს აინტერესებს მიზეზი ამ გადადგომისა - მოგახსენებთ), თავის ხელით აკურთხა აბრაჰამ I კათოლიკოსად.

დემეტრემ პატრიარქ აბრაჰამ I –ს გაანდო სიკვდილის წინ აღსარება და მიიღო მისგან ზიარება.

აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არაა აზრი, რომ დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურა პატრიარქ აბრაჰამ I-ისაა.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 18 2006, 02:34 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(Georg @ Sep 18 2006, 01:52 PM) *

Liliana დიდი მადლობა ქართველი ერის ისტორიის საინტერესო პრობლემის გაცოცხლებისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით (დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება), შენდობის თხოვნით, ერთ აზრს მოგახსენებთ:

ჩვენი წმინდა მეფის (1271-89წწ), დემეტრე II თავდადებულის (1259-89წწ) მოწამეობრივი გარდაცვალების თვითმხილველი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1282-1310) აბრაჰამ I, აბრაამი, აბრამი (მანამდე მეფის ჯვარმტვირთველი), წინამორბედმა პატრიარქმა ნიკოლოზმა, რომელიც გადადგა პატრიარქობიდან (თუ ვინმეს აინტერესებს მიზეზი ამ გადადგომისა - მოგახსენებთ), თავის ხელით აკურთხა აბრაჰამ I კათოლიკოსად.

დემეტრემ პატრიარქ აბრაჰამ I –ს გაანდო სიკვდილის წინ აღსარება და მიიღო მისგან ზიარება.

აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არაა აზრი, რომ დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურა პატრიარქ აბრაჰამ I-ისაა.



" დემეტრე არაერთხელ იქნა მხილებული ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ სამცოლიანობისთვის აღვირახსნილი მდგომარეობა იქამდე მივიდა რო უმწეო კათალიკოსი გადადგა ეკლესიის მესაჭეობისაგან "ივანე ჯავახიშვილი


აკადემიკოსი გიორგი ჩუბინიშვილი წერს რო სავარაუდოდ იოანე ანჩელი გაემგზავრა მეფესთან მის გარდაცვალებამდე და ზიარებაც იოანე ეპისკოპოსისგან მიიღო და ეკლესიის მოხატვას ლოგიკურად იოანე ეპისკოპოს უკავშირებენ მას შემდეგ რაც ბრუნდება თავის ადგილსამყოფელში გარეჯში

თქვენ მიერ გამოთქმული აზრი უფრო სარწმუნოა ვინდაიდან მეფის საზიარებლად კათალიკოსის ჩასვლა უფრო ლოგიურია მოვაკანში ( გარეჯის უდაბნოთა მახლობლად ) ჩუბინიშვილი კი მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს , თქვენ გსმენიათ იოანე ანჩელზე ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 18 2006, 07:46 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



თუ აბრაჰამ I კათოლიკოსია იოანე ანჩელი huh.gif ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 19 2006, 12:54 AM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
აკადემიკოსი გიორგი ჩუბინიშვილი წერს რო სავარაუდოდ იოანე ანჩელი გაემგზავრა მეფესთან მის გარდაცვალებამდე და ზიარებაც იოანე ეპისკოპოსისგან მიიღო


ივანე ჯავახიშვილი კი საკუთარ თხზულებათა მე-3 და მე-8 ტომებში აღნიშნავს , რომ პატრიარქმა ნიკოლოზმა თავის ხელით აკურთხა აბრაჰამ I კათოლიკოსად.

მეფე დემეტრემ პატრიარქ აბრაჰამ I –ს გაანდო სიკვდილის წინ აღსარება და მიიღო მისგან ზიარება.

რაც მაძლევს აღნიშნულის გამო (დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება) აზრის გამოთქმის უფლებას.

რაც შეეხება ჩვენი წმინდა მეფის პირად ცხოვრებას, მე ვერ განვიკითხავ მას, თუნდაც იმიტომ, რომ 30 წლის მეფე უყოყმანოდ გაემართა სიკვდილისაკენ საკუთარი ხალხის გადასარჩენად, თან პირველი ცოლი დემეტრეს შერთეს 12 წლის ასაკში (საბერძნეთის მეფის ასული) საქართველოს პოლიტიკური საჭიროებისათვის, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ "აქსელერაცია" მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო, 12 წლის დემეტრეს მე-13 საუკუნეში ცოლი ნამდვილად არ ენდომებოდა!

მეორე ცოლი დემეტრეს მონღოლთა ნოინმა შერთო, რომელთანაც ამ საქმეში არ დათანხმება ნიშნავდა ჩვენი ერის ფიზიკურ განადგურებას!

დემეტრე მეფის მე-3 ცოლი ნათელა - გიორგი ბრწყინვალის დედა და სამცხის ათაბაგ ბექა ჯაყელის ქალიშვილია, რომელიც (ბექა ჯაყელი) დიდად არ "აფასებდა" საქართველოს ერთიანობის პრინციპს და დემეტრეც იძულებული გახდა ქორწინების გზით აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

თუმც ამ ყველაფრის გამო პატრიარქი ნიკოლოზი გადადგა ეკლესიის საჭისმპყრობლის ტახტიდან... ერთი რამ ვიცი, ღმერთია ყველა ჩვენთაგანის მსაჯული!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 19 2006, 10:37 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
თუ აბრაჰამ I კათოლიკოსია იოანე ანჩელი ?


არ ვიცი! აღნიშნულის დადგენას კვლევა ჭირდება! ახლა ვინ გააკეთებს ამას? rolleyes.gif


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 19 2006, 10:46 AM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



კათალიკოს პატრიარქის სამყოფელი გარეჯში არ უნდა ყოფილიყო rolleyes.gif ჩუბინიშვილი კი ხაზ გასმით აღნიშნავს რომ იაოანე ანჩელის სამყოფელი გერეჯში იყო და სწორედ გარეჯში დაბრუნების შემდეგ მოხდა ფრესკის მოხატვა rolleyes.gif
ასე რო მე მგონი გაქარწყლდა ჩემი მოსაზრება rolleyes.gif
მაგრამ მაინც ვეცდები გავიგო unsure.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 19 2006, 11:19 AM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
კათალიკოს პატრიარქის სამყოფელი გარეჯში არ უნდა ყოფილიყო ჩუბინიშვილი კი ხაზგასმით აღნიშნავს რომ იაოანე ანჩელის სამყოფელი გერეჯში იყო და სწორედ გარეჯში დაბრუნების შემდეგ მოხდა ფრესკის მოხატვა
ასე რო მე მგონი გაქარწყლდა ჩემი მოსაზრება
მაგრამ მაინც ვეცდები გავიგო


ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ ფრესკის მოხატვის დრო და პერსონაჟთა ადგისამყოფელი არ უნდა განსაზღვრავდეს ფრესკის შექმნის მოტივირებას, მის შინაარსს და პერსონათა ვინაობას.

სხვა მხრივ ნეტარებაში ვარ - ცოდნა ბევრი მოგიგროვებია! წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქმა კირიონ II-ემ გვითხრა ქართველთ " კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად".


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Nov 20 2006, 10:21 PM
პოსტი #79


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მე წავიკითხე მამა ანდრიას ცხოვრება, ყველას გირჩევთ ეს წიგნი წაიკითხოთ.... იქ მარტო მამა ანდრიაზე არაა, მთელი ომის საშინელებას შეიგრძნობთ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Nov 21 2006, 12:24 AM
პოსტი #80


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მადლობა თქვენ ეს კაცი რომ გამახსენეთ.
დიდება უფალს.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი