IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ არის იესო ქრისტე?
Otherguy
პოსტი Jun 5 2013, 08:54 PM
პოსტი #181

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554

ციტატა(■გიორგი■ @ Jun 5 2013, 08:28 PM) *

მათე 22:44

Aramaic Bible in Plain English (©2010)
'THE LORD JEHOVAH said to my Lord, 'sit at my right hand until I place your enemies under your feet'?

http://www.dukhrana.com/peshitta/analyze_v...dessa&size=150%

აი ნახე თვითონ ეს:

ܠܡܪܝ და ܡܪܝܐ დიდი სხვაობაა. "მარიაჰ" არის იაჰვე, გადაამოწმე თუ გინდა შენ არამეულ ფეშიტაში. ლამსაშიც მასე იქნება დარწმუნებული ვარ.

Otherguy

არამეული ტექსტი რატო არ დადე? თარგმანები რად მინდა...

არც ლექსიკონი დაგისახელებია. მასე ვერ გავარჩევთ საკითხს. ბავშვები ხომ არ ვართ?

- ܕܐܡܪ ܡܪܝܐ ܠܡܪܝ ܬܒ ܠܟ ܡܢ ܝܡܝܢܝ ܥܕܡܐ ܕܐܣܝܡ ܒܥܠܕܒܒܝܟ ܬܚܝܬ ܪܓܠܝܟ

აი ნახე, ბოლო ორი სიტყვა არის რეალურად პირველი ორი ქართულ წინადადებაში.

ორივე სიტყვა განსხვავებულია. ლექსიკონი არის იმ საიტზე რაც დაგისახელე მაგრამ იქ არ გინდა შესვლა, რადგან ხედავ რომ სხვადასხვა სიტყვა წერია.

http://www.dukhrana.com/lexicon/word.php?a...trangelo+Edessa

http://www.dukhrana.com/lexicon/word.php?a...trangelo+Edessa

ორივეს აწერია, რომ ნიშნავს უფალს, მაგრამ ერთ-ერთი მხოლოდ იეჰოვაზე იხმარება ყოველთვის.

IPB-ს სურათი

შენ დამიდე ერთი ლექსიკონი მაინც სადაც მარიაჰ წერია, რომ არ ნიშნავს ტეტრაგამატონს. არამეული ფეშიტის ახალ აღთქმაში "მარიაჰ" ხშირად წერია ტეტრაგამატონის მნიშვნელობით.

--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 5 2013, 10:29 PM
პოსტი #182

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Otherguy @ Jun 5 2013, 08:54 PM) *

ორივე სიტყვა განსხვავებულია. ლექსიკონი არის იმ საიტზე რაც დაგისახელე მაგრამ იქ არ გინდა შესვლა, რადგან ხედავ რომ სხვადასხვა სიტყვა წერია.
Otherguy

კი, ეგ ორი სიტყვა განსხვავებულია. საპირისპირო არსად მომიწერია. დაობ იმაზე, რაც არაა სადაო და არ საუბრობ იმაზე რაც სადაოა და გასარკვევი. აი ნახე: ქართული სიტყვები "უფალი" და "ბატონი" სხვადასხვა სიტყვებია, მაგრამ ძირითადად ერთი შინაარსის მატარებელია. მაგრამ შენ რასაც ამბობდი, იმის დამადასტურებელი საკმარისი არგუმენტები ჯერ ვერ ვნახე. საპირისპიროს არ გიმტკიცებ, მაგრამ იმის არგუმენტები მინდა, რაც შენ ნათქვამს ცალსახად დაამტკიცებდა.

ახლა პოსტის დანარჩენი ნაწილიც ერთად გავარჩიოთ.

ამ ბმულზე იმის მსგავსი არაფერია ნათქვამი რასაც შენ ამბობდი:

ციტატა

არც ამ ბმულზე:

ციტატა

ანუ არცერთ მაგ ბმულზე არაა ნათქვამი რომ ერთი ნიშნავს "უფალს" მეორე სიტყვა კი "იფალ იაჰ"-ს. პირიქით, ორივე ბმულზე განმარტებაში მითითებული აქვს რომ მაგ სიტყვების მნიშვნელობაა "უფალი".

ახლა გავაგრძელოთ კიდე რაც პოსტში გეწერა:

ციტატა
ორივეს აწერია, რომ ნიშნავს უფალს, მაგრამ ერთ-ერთი მხოლოდ იეჰოვაზე იხმარება ყოველთვის.

ზუსტადაც. არცერთ ბმულზე არააა ნათქვამი რომ მარია ნიშნავს "უფალ+იაჰ"-ს. ნეტა რატომ? შენ ხომ ამბობდი რომ მარია ნიშნავს "უფალ+იაჰ"-ს? ამ დროს, მოგყავს ისეთი ბმულები, სადაც საპირისპირო რამ წერია. ამიტომ ვერ ჩაითვლება შენი ნათქვამი სარწმუნოდ.

რაც შეეხება ამ სურათს:
ციტატა

IPB-ს სურათი

ლინკი დადე რომ მთლიანად გავეცნო რა არის მასში ნათქვამი და ამის შესახებაც გიპასუხებ.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 5 2013, 11:36 PM
პოსტი #183

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554

■გიორგი■

ტიპიური დემაგოგი ხარ და შენს ხელწერას ნამდვილად ვცნობ. ინტერესი რომ გქონდეს თავად გადაამოწმებდი სად წერია მარიაჰ და სად არა.

ადამიანი იმ ელემენტარულ ფაქტს რომ არ აღიარებს რომ "მარიაჰ" იაჰვეს ნიშნავს, გაგრძელება ნამდვილად არ ღირს საუბრის.

საკუთარ სინდისთან მაინც იყავი მართალი, გადაშალე 1 არამეული ლექსიკონი და ნახე რას ნიშნავს შიგ "მარიაჰ", რომელიც ებრაულ ტეტრაგრამატონს 7000-ჯერ ცვლის ძველ აღთქმაში და არასოდეს ღმერთის გარდა სხვა ვინმეზე არ იხმარება.

--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 6 2013, 12:35 AM
პოსტი #184

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Otherguy @ Jun 5 2013, 11:36 PM) *

არგუმენტები მოვითხოვე და დემაგოგი ხარო ყვირიხარ. ბრაზი და სხვების შეურაცხყოფა ვერ შეგივსებს არგუმენტების დეფიციტს. შენ რომ სიმართლე გეთქვა, შეძლებდი ლექსიკონის ბმულის დადებასაც და ციტირების გაკეთებასაც, მაგრამ რადგან ვერ შეძელი, გაბრაზდი.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 6 2013, 10:38 AM
პოსტი #185

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192

ციტატა(Otherguy @ Jun 5 2013, 11:36 PM) *

■გიორგი■

ტიპიური დემაგოგი ხარ და შენს ხელწერას ნამდვილად ვცნობ. ინტერესი რომ გქონდეს თავად გადაამოწმებდი სად წერია მარიაჰ და სად არა.

ადამიანი იმ ელემენტარულ ფაქტს რომ არ აღიარებს რომ "მარიაჰ" იაჰვეს ნიშნავს, გაგრძელება ნამდვილად არ ღირს საუბრის.

საკუთარ სინდისთან მაინც იყავი მართალი, გადაშალე 1 არამეული ლექსიკონი და ნახე რას ნიშნავს შიგ "მარიაჰ", რომელიც ებრაულ ტეტრაგრამატონს 7000-ჯერ ცვლის ძველ აღთქმაში და არასოდეს ღმერთის გარდა სხვა ვინმეზე არ იხმარება.

მაიცა მეგობარო. ნამდვილად ღირს საუბრის გაგრძელება. თქვენ რომ ამბობთ ისე არ არის საქმე.

ამ სტატიაში მოყვანილ არგუმენტებს გაეცანით და მერე იმსჯელეთ თქვენ და ■გიორგი■–მ ამაზე, ჩემი მოკრძალებული ინგლისურითაც გავიგე, რომ თქვენი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

http://www.natzraya.org/Articles/The%20Mar...0Deception.html

ამონარიდი:

Certain voices in the Peshitta field of study have promoted a novel theory that the Aramaic term MRYA or מריא (märya), which means "the lord", is instead a direct representation of the personal Name of יהוה (YHWH). This theory is a slight-of-hand trick, an illusion, used to support the erroneous doctrine that Yeshua and YHWH are one and the same being or person. Those not familiar with Aramaic grammar may be easily convinced that the Aramaic Peshitta supports this blasphemy.

The world's foremost authorities on Aramaic grammar, Sebastian Brock (Oxford, Cambridge) and Wheeler M. Thackston Jr.2 (Harvard) confirm that märya does not contain an abbreviation for the tetragrammaton (YHWH). It is simply the emphatic form meaning "the master", "the owner" or "the lord".

"Although I think I have seen this somewhere as a popular [folk] etymology, I am afraid that from the point of view of Semitic philology it will not work. Marya is the emphatic form of mr' (the earlier form in Aramaic would be mr'', which has become mry' in Syriac), and mr' is attested in earlier Aramaic in many pre-Christian and non-Jewish inscriptions (many are cited in J.Hoftijzer and K. Jongeling, Dictionary of Northwest Semitic Inscriptions (1995), II, pp.682-9). (In the Aramaic of Daniel eg 4:16 there is a 1st person sing. suffixed example, mr'y (= mr'+y) which in Syriac would appear as mry (= mr+y)" - Sebastian Brock of the Faculty of Oriental Studies at the University of Oxford

[Note: Daniel 4:16 in the Peshitta corresponds to Daniel 4:19 in the Masoretic text.]

No Aramaic lexicon advocates that märya contains any portion of the Name of YHWH. They do however state that märya is substitute title used to replace the Name YHWH. They also will state that it is used as a title for Yeshua. Interestingly, most of the Aramaic lexicons are written by Christians, and even they have had the sensibility to not attempt to claim that märya incorporates the personal name of God - for to do so would be a quick path to academic suicide.

--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 6 2013, 09:22 PM
პოსტი #186

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Mark @ Jun 6 2013, 10:38 AM) *

ციტატა
ციტატა(Otherguy @ Jun 5 2013, 11:36 PM) *

ტიპიური დემაგოგი ხარ და შენს ხელწერას ნამდვილად ვცნობ. ინტერესი რომ გქონდეს თავად გადაამოწმებდი სად წერია მარიაჰ და სად არა.

ადამიანი იმ ელემენტარულ ფაქტს რომ არ აღიარებს რომ "მარიაჰ" იაჰვეს ნიშნავს, გაგრძელება ნამდვილად არ ღირს საუბრის.
თქვენ რომ ამბობთ ისე არ არის საქმე.

ჩემი მოკრძალებული ინგლისურითაც გავიგე, რომ თქვენი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

http://www.natzraya.org/Articles/The%20Mar...0Deception.html
Mark

კარგია რომ Otherguy-ს დაწერილი ტყუილების სამხელი მასალა დროულად დადე, რითაც არგუმენტების მოსაძებნი დრო დამიზოგე.

მაგ სტატიამ ცალსახად დაამტკიცა, რომ Otherguy ზემოთ არასწორ მოსაზრებებს წერდა და ის, რასაც მე ვუხსნიდი თავიდან, სრული სიმართლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო არგუმენტები არ დამიდია არამედ მხოლოდ ლოგიკურ კითხვებს ვუსვამდი და მისი შეხედულების დამადასტურებელ არგუმენტებს ვთხოვდი, გაბრაზდა და შეურაცხყოფა მომაყენა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა როცა შეურაცხყოფაზე გადმოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიერ დაწერილი არაარგუმეტირებული შეხედულების დასაჯერებლად არგუმენტები მოვთხოვე.

ახლა რაც შეეხება თვითონ მაგ მასალას რომელიც ზემოთ დადე და რომელიც მართლა ფასეულია საღად მოაზროვნე, გონება გახსნილი და მიუკერძოებელი ადამიანებისთვის. შენს მიერ წარმოდგენილ ბმულზე განთავსებული მტკიცებულებები, აშკარად მრავალმხრივ ამხელს იმ ხალხს, ვინც Otherguy-ს მსგავსად მცდარ მოსაზრებებს სინამდვილედ ასაღებს და ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მაგ მასალაში რამოდენიმე მონაკვეთი განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს და დროის სიმცირის გამო, მხოლოდ ზოგიერთს აღვნიშნავდი:

ძლიერი არგუმენტი იყო მოყვანილი ქვესათაურის "A Theological Disaster" ("თეოლოგიური მარცხი"-ს) ქვეშ.

აგრეთვე ძალიან საინტერესო და ძლიერი ფაქტების კონსტატაციას ახდენს ავტორი სათაურის "Märya the Emphatic Noun" ქვეშ განთავსებული მასალით, რომელშიც აღნიშნავს შემდეგს:

«მარია არსებითი სახელის მახვილ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ნიშნავს "უფალს". სინამდვილეში, არცერთი ლექსიკონი არ განმარტავს რომ თავისი მნიშვნელობით მარია "იჰვჰ"-ს ან "იაჰ"-ს შეიცავდეს როგორც ამას მცდარი თვალსაზრისის მქონენი აცხადებენ ხოლმე. ამგვარი მტკიცებები გამოგონილია დილეტანტების მიერ, რომლებიც უკიდურესად არიან მონდომებულები თავიანთი პირადი ერეტიკული შეხედულებების დამტკიცებით, თითქოსდა იეშუა (ანუ იესო) შექმნილი კაცი შემოქმედი იჰვჰ იყოს არსით ან პიროვნულობით, ანდა ორივეთი ერთად».

მაგ ბმულზე განთავსებული მასალა ყველაზე მეტად იმითაა საინტერესო, რომ ახსნილი და დასაბუთებულია სამეცნიერო ლიტერატურით, ლექსიკონებითა და მთერგმნელთა ნაშრომებზე დაყრდნობით.

დასანანი ფაქტი კი ისაა, რომ Otherguy და მისნაირი ძალად "მცოდნეები" თავის გამოჩენის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში არსებული ტყუილების გამეორებით საკუთარი პრესტიჟის (ლუკა 14:11) ამაღლებას ცდილობენ და მსგავს საკითხებს ცბიერი კუთხით ასე ვთქვათ "შეაგდებენ" ხოლმე მორწმუნეებს შორის უსარგებლო კამათების წამოსაჭრელად.
იმის ნაცვლად გულწრფელი ინტერესით იკვლევდნენ სიმართლეს, ცბიერი და ფუჭი კამათებისთვის დროს და ენერგიას არ ზოგავენ და როცა მათ ასეთ უნაყოფო ქმედებაში წაიჭერ, რისხდებიან და შეურაცხყოფაზე გადმოდიან. თუ დააკვირდები მის ბოლო პოსტებს ნახავ, რომ სწორედ ის სურათი დადო, რომელიც შენ ბმულზეა განთავსებული. ეს კი იმას აფიქრებინებს ადამიანს, რომ Otherguy-ს უნდა სცოდნოდა რომ მარია არამც და არამც არ არის ტეტრაგრამატონი არამეულად! როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ დადო ეგ ბმული როცა გასულ პოსტში ვთხოვე ბმული მიმითითე, რომ სრულად გავეცნოთ რაც მაგ სურათში წერიათქო. ცხადია თავს აარიდებდა ბმულის დადებას, რადგან მისი მცდარი თვალსაზრისი ცალხაზოვნად არის ნამხილები მაგ ბმულზე. ხოლო თუ არ იცოდა და უციდონრობა ალაპარაკებდა, უფრო უარესი. იმიტომ რომ ვინც არგუმენტებს სთხოვს, შეურაცხყოფას აყენებს. როგორ უნდა განავითაროს ადამიანმა მასეთი უვარგისი აზროვნება, დამოკიდებულება და თვისებები?!

ამ წუთისოფლის ღმერთი, მართლაც რომ მოხერხებულად იყენებს მისნაირ ადამიანებს თავისი უღვთო და ამპარტავნული სურვილების დასაკმაყოფილებლად.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 8 2013, 09:59 AM
პოსტი #187

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554

■გიორგი■
Mark

ეგ სტატია წაკითხული მაქვს.

მე იცი რამდენ სტატიას დავწერ? მაგრამ სტატიის დაწერა არაა ჭეშმარიტება, რადგან უამრავი სტატიებია დაწერილი "მარიაჰ"-ზე როგორც "იაჰვე"-ს აღმნიშვნელზე.

■გიორგი■-ს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ გაწაფულია დისკუსიებში. მაგას სიმართლე კი არ აინტერესებს, ამიტომ არ მოაქვს თავისი არგუმენტები. იგი ცდილობს სხვის არგუმენტებს შეუტიოს და ამით მოამთავროს, რადგან თვითონ გაგნებაში არაა არამეულის. არ ვიცი სად ასწავლიან ამ ხერხებს, მაგრამ ცხადია, რომ კარგად არის დამუშავებული.

მე რაღაცა არგუმენტები მაინც მედო, ამან კიდევ იმის მაგივრად თავისი მოეყვანა, დადგა და ჩემ არგუმენტებს დაუწყო კირკიტი. თქვენნაირი გაწაფული ვერ ვარ ბატონებო. და ეს რაც დავწერე Mark-ს არ ეხება.

პ.ს. რაც შეეხება თვითონ "მარიაჰ"-ს, აქ სიტყვის გამოყენებაზეა საუბარი. ახალ აღთქმაში "მარიაჰ"(მხოლოდ ფორმაში!) იხმარება მარტო მაშინ, როცა ხდება ციტირება ძველი აღთქმიდან იაჰვეზე. და მხოლოდ ზოგჯერ იხმარება იესოზე. მაგალითად პეტრეს პირველ ეპისტოლეში რომ წერია: "სარა აბრაამს უფალს ეძახდა"-ო, მანდ წერია - "მარი" და არა "მარიაჰ". თორემ შეიძლება თავად სიტყვა გრამატიკულად არ ნიშნავდეს იაჰვე-ს, მაგრამ გამოყენებაა მთავარი.

--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 8 2013, 10:20 AM
პოსტი #188

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Otherguy @ Jun 8 2013, 09:59 AM) *

■გიორგი■
Mark

მე რაღაცა არგუმენტები მაინც მედო, ამან კიდევ იმის მაგივრად თავისი მოეყვანა, დადგა და ჩემ არგუმენტებს დაუწყო კირკიტი.

Otherguy

ვერცერთი არამეული ლექსიკონი ვერ მოიყვანე სადაც ეწერებოდა მარია "უფალ-იაჰ"-ს ნიშნავსო. აიტაცე უაზრო ტყუილები რომელიც ინტერნეტ სივრცეში დაგუგლვით მონახე. მაგას ცოდნა არ ქვია, მაგას ძალად ცოდნა და საკითხში გარკვეული ადამიანის იმიჯის დაბრალება ქვია. სანამ ავტორიტეტული სამეცნიერო ლექსიკონებიდან არ დადებ მტკიცებულებას, მანამდე შენი პირადი მოსაზრებები მხოლოდ დემაგოგია იქნება. რეალობა ასეთია და შეეგუები თუ არა, ეგ შენი პრობლემაა.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 8 2013, 10:23 AM
პოსტი #189

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554

ციტატა(■გიორგი■ @ Jun 8 2013, 10:20 AM) *

Otherguy

ვერცერთი არამეული ლექსიკონი ვერ მოიყვანე სადაც ეწერებოდა მარია "უფალ-იაჰ"-ს ნიშნავსო. აიტაცე უაზრო ტყუილები რომელიც ინტერნეტ სივრცეში დაგუგლვით მონახე. მაგას ცოდნა არ ქვია, მაგას ძალად ცოდნა და საკითხში გარკვეული ადამიანის იმიჯის დაბრალება ქვია. სანამ ავტორიტეტული სამეცნიერო ლექსიკონებიდან არ დადებ მტკიცებულებას, მანამდე შენი პირადი მოსაზრებები მხოლოდ დემაგოგია იქნება. რეალობა ასეთია და შეეგუები თუ არა, ეგ შენი პრობლემაა.

ლექსიკონი რაში მჭირდება? თუ ვერ მიპოვი ბიბლიაში ადგილს, სადაც "მარიაჰ" მხოლობით ფორმაში იხმარება იესოს და ღმერთის გარდა ვინმეზე კიდევ, რა აზრი აქვს საუბრის გაგრძელებას?

--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 8 2013, 10:30 AM
პოსტი #190

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Otherguy @ Jun 8 2013, 10:23 AM) *

ლექსიკონი რაში მჭირდება?

Otherguy

შენ მაგარი ხარ, ლექსიკონები არ გჭირდება, ბრწყინვალედ ფლობ არამეულ ენას. დემაგოგია-პროპაგანდა ალბათ გაგდის ხოლმე და ახლაც გეგონა გაგივიდოდა.

Mark-იმ დადო ბმული, სადაც გამხილა და არგუმენტები გაქვს 0.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 8 2013, 11:06 AM
პოსტი #191

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554

ციტატა(■გიორგი■ @ Jun 8 2013, 10:30 AM) *

Otherguy

შენ მაგარი ხარ, ლექსიკონები არ გჭირდება, ბრწყინვალედ ფლობ არამეულ ენას. დემაგოგია-პროპაგანდა ალბათ გაგდის ხოლმე და ახლაც გეგონა გაგივიდოდა.

Mark-იმ დადო ბმული, სადაც გამხილა და არგუმენტები გაქვს 0.

რა ლინკი დადო? რომ ჩაწერო გუგლში "Maryah is not YHWH" ეგრევე ამოგიგდებს მაგ სტატიას. დიდად უძებნია რა.

ფაქტია, რომ თქვენ ვერ ციტირებთ ვერც ერთ ბიბლიურ მუხლს და უნივერსიტეტის პროფესორებზე ხართ მიჯაჭვულები, რომელთა მშობლიური ენა საერთოდ არაა არამეული.

--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 8 2013, 11:20 AM
პოსტი #192

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

ციტატა(Otherguy @ Jun 8 2013, 11:06 AM) *

რა ლინკი დადო? რომ ჩაწერო გუგლში "Maryah is not YHWH" ეგრევე ამოგიგდებს მაგ სტატიას. დიდად უძებნია რა.

ფაქტია, რომ თქვენ ვერ ციტირებთ ვერც ერთ ბიბლიურ მუხლს და უნივერსიტეტის პროფესორებზე ხართ მიჯაჭვულები, რომელთა მშობლიური ენა საერთოდ არაა არამეული.

Otherguy

ჩვენ არაფრის დაციტირება არ გვართებს გარდა იმ ფაქტის აღნიშვნისა, რომ მარია ნიშნავს უფალს. ამას მოწმობს არამეული ლექსიკონები. შესაბამისად, ჩვენ ვცნობთ ავტორიტეტულ სამეცნიერო ლექსიკონებსა და ნაშრომებს. ამასთან ერთად, ვცნობთ არამეულ ინგლისურ ბიბლიებს, სადაც ყველგან სიტყვა "უფლით" არის ნათარგნი მარია. შენ ყველა მეცნიერს, პროფესორს და ლექსიკოგრაფს აიგნორებ და შენ პირად მოსაზრებებს ავრცელებ. ერთადერთი ჭკუის კოლოფა გამოგვიხვედი მსოფლიოში და იმდენს ვერ ხვდები რომ როცა არგუმენტები გაქვს 0, ვერავის ვერ დააჯერებ შენ პირად მცდარ შეხედულებებს და ვერც შენ თავს ვერ წარმოაჩენ მცოდნედ. პირიქით, დიდი სიბრიყვეა მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერთა უარყოფა და საკუთარი უსაფუძვლო და უარგუმენტო შეხედულებების მართლად გამოცხადება.

მკითხველისთვის კი ნათელია, რომ მარია არის არსებითი სახელის მახვილი ფორმა და შეიძლება გამოიყენებოდეს ტეტრაგრამატონის ადგილას რათა განსხვავება გააკეთოს ჩვეულებრივი არსებითი სახელისგან, რომელიც შემოქმედის გარდა სხვებზეც გამოიყენება წმინდა წერილში.
შენ უფლება გაქვს შენი შეხედულებები ყველაზე სწორი გეგონოს და მსოფლიოს ყველა წამყვანი სპეციალისტი და პროფესორი უარყო. მაგრამ იმის უფლება ნამდვილად არ გაქვს რომ ვინც არ დაგეთანხმება უარგუმენტო ფრაზებში, დემაგოგი უძახო.

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 8 2013, 05:26 PM
პოსტი #193

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192

Otherguy

ციტატა
რა ლინკი დადო? რომ ჩაწერო გუგლში "Maryah is not YHWH" ეგრევე ამოგიგდებს მაგ სტატიას. დიდად უძებნია რა. ფაქტია, რომ თქვენ ვერ ციტირებთ ვერც ერთ ბიბლიურ მუხლს და უნივერსიტეტის პროფესორებზე ხართ მიჯაჭვულები, რომელთა მშობლიური ენა საერთოდ არაა არამეული.

რა მნიშვნელობა აქვს გუგლით მოძებნი თუ იანდექსით. სტატიაში მოცემულ არგუმენტებს უნდა უპასუხოთ.

რისი თქმა გსურთ ბოლო–ბოლო? იეჰოვა და იესო. ეს ორი ერთიდაიგივე პიროვნებაა? თუ ორივე ღმერთია, ერთარსი, დაუსაბამო და ა. შ.?

--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 10 2013, 12:02 AM
პოსტი #194

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

■გიორგი■

იმ თემაში არ მომეცა საშუალება დამეციტირებინა შენთვის ის, თუ როგორ შეფარვით აყენებთ შეურაცხყოფას ევსები კესარიელს... აჰა ლინკი, სულ ბოლო აბზაცი წაიკითხე http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/2003527

მაგრამ წაკითხულიც გაქვს და გადაღეჭილიც ალბათ, უბრალოდ მინდა სხვებმა დაინახონ, რის გამო მიწოდე ცილისმწამებელი და შეაფასონ ობიექტურად.

"როგორც ჩანს, ევსებიმ უგულებელყო იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის წაყენებული მოთხოვნა, ‘არ ყოფილიყვნენ წუთისოფლისა’ (იოანე 17:16; 18:36). „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა?“ — იკითხა მოწაფე იაკობმა (იაკობი 4:4). მართლაც მართებულია პავლეს დარიგება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“! (2 კორინთელთა 6:14)."

კარგად მიხვდება დაკვირვებული ადამიანი რისი თქმაც გინდათ.
ჯერ ევსებიზე საუბრობთ როგორც იესოს გარკვეული მოთხოვნის უარმყოფელზე და მერე აციტირებთ პავლეს ეპისტოლეებიდან მუხლებს, სადაც მრუშებზე და ურწმუნოებზე საუბრობს.
მშვენივრად დაგიკავშირებიათ ერთმანეთთან, ვერაფერს იტყვი gio.gif

მე ამით ვამთავრებ შენთან ლაპარაკს.
ვითომ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილება გინდა დატოვო, მაგრამ მაგარი პროვოკატორი ხარ, სხვის ნერვებზე თამაშობ, წყობიდან გამოგყავს ადამიანი და მერე ისევ ცხვრის ქურქში გახვეული რჩები.
აღარ წამოვეგები შენს პროვოკაციებსზე.

მინდა გითხრა, რომ შენნაირი იეჰოვას მოწმე ჯერ არ შემხვედრია. ამდენი ზიზღისა და სიძულვილის მატარებელი, რომელიც ერთხელ დაუფარავად და უსირცხვილოდ გამოაჩინე ჩემთან პირად მიმოწერაში.

სხვა შეგნებულ და ზრდილობიან მოწმეებს დაველაპარაკები თუ მომეცემა საშუალება, შენ კი რაც გინდა ის გიქნია.

ამით დავამთავრე.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 10 2013, 01:28 AM
პოსტი #195

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302

George Leluashvili

კი კი, ცილისმწამებელი კაცი ხარ. თან თავი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოგავს. მაგ ბმულს ვინც გაეცნობა ნახავს, რომ მანდ ევსებიზე ასე წერია:
ციტატა
ევსებიმ უგულებელყო იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის წაყენებული მოთხოვნა

შენ კი ამბობდი ევსების მრუშს უწოდებთო. რაც შენ გააკეთე, მაგას ცილისწამებასთან ერთად, თვალთმაქცობაც ქვია. დროა იმუშაო საკუთარ თავზე.

++++++++++++++++++++++

afxazi

აპოლოგეტის განყოფილებაში რომ დამიხურე იოანეს 1:1-ის შესახებ გახსნილი მშვენიერი თემა, არ შეგრცხვა მაინც? აბა რისთვის გაქვთ გახსნილი აპოლოგეტიკის განყოფილება თუ მასე გეშინიათ აპოლოგეტურ საკითხებზე მსჯელობა? მასე ნებისმიერ თემას დახურავ. დაწერ იგივე ნაირად თემა პროვოკაციულიაო და დახურავ. შიშმა იცის მასეთი საქციელი რაც შენ გააკეთე.

ამასთან ერთად, შენი საქციელი სირცხვილია, სირცხვილი და თავის მოჭრა.

აქვე რჩევას მოგცემ:

ა) გახსენი შიშის გამო რომელი თემებიც დახურე.
ბ) თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ აზრი არ აქვს აპოლოგეტიკის განყოფილების ფორმალურად ქონა. ჯობს საერთოდ გააუქმოთ აპოლოგეტიკის განყოფილება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს გახსნილი თემების ეგრევე დახურვას. ხალხს ნაცარს აყრით თვალებში მაგ საქციელით. ვითომ აპოლოგეტიკის განყოფილება გაქვთ და ვითომ აპოლოგეტიკურ თემებზე მსჯელობა შეგიძლიათ. ამ დროს თემას არ ახარებთ და ხურავთ. თემა გაიხსნა, ერთი პოსტიც კი არ დაიწერა და ეგრევე დახურე. თან შეურაცხყოფა მომაყენე პროვოკატორი ხარო. შიში ოხერია....მაგ შიშში როდემდე უნდა იცხოვრო დავით?

--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 10 2013, 09:34 AM
პოსტი #196

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

ციტატა(■გიორგი■ @ Jun 10 2013, 01:28 AM) *

George Leluashvili

კი კი, ცილისმწამებელი კაცი ხარ. თან თავი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოგავს. მაგ ბმულს ვინც გაეცნობა ნახავს, რომ მანდ ევსებიზე ასე წერია:
შენ კი ამბობდი ევსების მრუშს უწოდებთო. რაც შენ გააკეთე, მაგას ცილისწამებასთან ერთად, თვალთმაქცობაც ქვია. დროა იმუშაო საკუთარ თავზე.

++++++++++++++++++++++

afxazi

აპოლოგეტის განყოფილებაში რომ დამიხურე იოანეს 1:1-ის შესახებ გახსნილი მშვენიერი თემა, არ შეგრცხვა მაინც? აბა რისთვის გაქვთ გახსნილი აპოლოგეტიკის განყოფილება თუ მასე გეშინიათ აპოლოგეტურ საკითხებზე მსჯელობა? მასე ნებისმიერ თემას დახურავ. დაწერ იგივე ნაირად თემა პროვოკაციულიაო და დახურავ. შიშმა იცის მასეთი საქციელი რაც შენ გააკეთე.

ამასთან ერთად, შენი საქციელი სირცხვილია, სირცხვილი და თავის მოჭრა.

აქვე რჩევას მოგცემ:

ა) გახსენი შიშის გამო რომელი თემებიც დახურე.
ბ) თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ აზრი არ აქვს აპოლოგეტიკის განყოფილების ფორმალურად ქონა. ჯობს საერთოდ გააუქმოთ აპოლოგეტიკის განყოფილება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს გახსნილი თემების ეგრევე დახურვას. ხალხს ნაცარს აყრით თვალებში მაგ საქციელით. ვითომ აპოლოგეტიკის განყოფილება გაქვთ და ვითომ აპოლოგეტიკურ თემებზე მსჯელობა შეგიძლიათ. ამ დროს თემას არ ახარებთ და ხურავთ. თემა გაიხსნა, ერთი პოსტიც კი არ დაიწერა და ეგრევე დახურე. თან შეურაცხყოფა მომაყენე პროვოკატორი ხარო. შიში ოხერია....მაგ შიშში როდემდე უნდა იცხოვრო დავით?

ზუსტად "ese ars cheshmariteba" გამახსენა ამ სიტყვებმა რაც აქ დაწერე. ასე დაიწყო იმანაც შიშმა იცისო სანამ ყელში არ ამოუვიდა ყველას მიზი უაზროთ სიტყვებზე ხტომა და მართლა პროვოკაციულ-შეურაწმყოფელი გამოსვლები.
პ.ს ჩემი კეთილი რჩევა იქნება გიორგი არ გინდა ასეთი საუბარი smile.gif

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 10 2013, 10:21 AM
პოსტი #197

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

■გიორგი■

ციტატა
აპოლოგეტის განყოფილებაში რომ დამიხურე იოანეს 1:1-ის შესახებ გახსნილი მშვენიერი თემა, არ შეგრცხვა მაინც?

no.gif

ეს თემა სხვას რომ გაეხსნა არ დავხურავდი, მაგრამ შენი მხრიდან ამ ყველაფერს პროვოკაციის შინაარსი ქონდა. მაგ განყოფილებაში არაერთი ხანგრძლივი და საინტერესო პოლემიკა გამართულა და გაიმართება კიდეც, მაგრამ არა იმ ადამიანებთან, რომლებიც გადაცმული მგლები არიან. შენი ინტერნეტ მოღვაწეობა აქ ბევრმა კარგად იცის და სწპრედ ეს მაიძულებს თემების დახურვას, რადგან ვიცი, ვითომ მშვიდად დაწყებული საუბარი რაშიც გადაიზრდება.

ციტატა
დაწერ იგივე ნაირად თემა პროვოკაციულიაო და დახურავ.

ეს ტყუილია. როდესაც კითხულობ: როგორ განმარტავენ ამ მუხლს ეკლესიის მამები, ცხადია, რომ ოდნავადაც არ გაინტერესებს ეს საკითხი, რადგან ყველა შემთხვევაში რაც არ უნდა დაწერილიყო, შენთვის ის არაფრის მომცემი არ იქნებოდა. უბრალოდ ეს ყველაფერი გჭირდებოდა იმისთვის, რომ კამათი გამოგეწვია და შენი ჭკუით გაგეკრიტიკებინა ეკლესიის მამები, თუ როგორ არასწორად განმარტავენ ამ მუხლს. სხვა აზრი უბრალოდ არ გამოდის. სხვა შეიძლება არ გიცნობს, მაგრამ მე კარგად ვიცი ვინც ხარ და როგორ მოქმედებ.

ციტატა
ამასთან ერთად, შენი საქციელი სირცხვილია, სირცხვილი და თავის მოჭრა.

კარგი ერთი.

ციტატა
აქვე რჩევას მოგცემ:

გავითვალისწინებდი, მაგრამ ამ რჩევას ვინ იძლევა ეს მაიძულებს დაუფიქრებლად უარვყო შენი რჩევა.

ციტატა
მაგ შიშში როდემდე უნდა იცხოვრო დავით?

რა დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ფიქრობ რომ შემაშინე? blink.gif (ჭეშმარიტებას უყვარს ეს სმაილი)

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 10 2013, 11:39 AM
პოსტი #198

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192

esre ars cheshmariteba

სხვებმაც უპასუხონ...

როგორ გესმით მუხლებში მოცემული სიტყვა "ერთი"?

ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. (საქმ. 4:32)

დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს. (1 კორ. 3:8)

ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. (1 კორ. 10:17)

ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. (ეფეს. 5:31)

ეს თემა რატომ დახურეთ? იგავთა 8:22, ვინ არის სიბრძნე... არის პიროვნება?

--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 10 2013, 12:59 PM
პოსტი #199

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

Mark

ციტატა
როგორ გესმით მუხლებში მოცემული სიტყვა "ერთი"?

წარმოუდგენელია. ზღვარი ხომ აქვს რაღაცას. ე.ი. სპეციალურად გამოტოვა ერთი მუხლი, რომ მანამდე წარმოდგენილ მუხლებზე მიიღოს დამაკმაყოფილებელი პასუხები და შემდეგ წარმოადგინოს ეს მუხლი: "მე და მამა ერთ ვართ" და ამტკიცოს, რომ თურმე მართლმადიდებლებს არასწორად გვესმის ამ მუხლის შინაარსი.

ამაზე ამბობდა მაცხოვარი, გეშინოდეთ მათი, რომლებიც გარეგნულად ცხვარს გავნან, ხოლო შინაგანად მგელნი არიანო. აი სწორედ ამიტომ დავხურე მითითებული და სხვა თემებიც და დაიხურება მომავალშიც. პოლემიკის არავის ეშინია, მაგრამ პროვოკატორებთან პოლემიკა არ იქნება, ყოველშემთხვევაში ღია ფორუმზე.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 10 2013, 01:56 PM
პოსტი #200

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192

ცნობისთვის: კიდევ გამოვტოვე რომ. 12:5; 1 კორ. 6:16,17; 12:13; გალ. 3:28; ეფ. 3:6.

რა შუაშია აქ მგელი და იხვი ან პროვოკატორობა? გეკითხებით ბუკვალურად გესმით თუ გადატანითი მნიშვნელობით? მით უმეტეს ეს სიტყვაა ბერძნულში გამოყენებული იოანეს 10:30–ში. სად არის აქ შეთქმულების თეორია?

გასაგებია რომ გადატანითი მნიშვნელობით არის ამ მუხლებში, და ასევე იოანეს 10:30–ში. სხვა ადგილები ნათელს ჰფენს ამ მუხლს. ეს არის წერილის გაგების მეთოდი, ბიბლია თვითონ ხსნის თავის თავს. და არა ისე რომ ერთ სიტყვას დაიჭერთ და ააგებთ მაგაზე მთელ ფილოსოფიას, არც კონტექსტს ითვალისწინებთ, არც მთლიან ფონს, არც ისტორიულ რეალიებს და აწვებით და აწვებით ამას ჯიუტად...

არ გიკვირთ რომ სამების დოგმატი სულ ასეთ ორაზროვან, საპოლემიკო მუხლებზე რომ დგას? რატომ არის ეს ასე? არ არის სიმართლე და იმიტომ...

არგუმენტების უქონლობის გამო კეტავთ თემებს...

--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 10:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი