IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და.....
q.w.e
პოსტი Jan 16 2016, 10:43 PM
პოსტი #121


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
მოძღვარს რომ ოჯახი (უმეტესად მრავალშვილიანი) ყავს სარჩენი და ისიც რომ ადამიანია, რომ მასაც სჭირდება ელემენტარული საარსებო, ამაზე რომ არ ფიქრობენ ეს მტკენს გულს... თქვენი ლოგიკით მოძღვარი თურმე უნდა გვემსახუროს, ჩვენ კი არაფერი არ უნდა გავიღოთ მისთვის...რაც შეეხება განათლებას, ამქვეყნად ყველაზე დიდი გაუნათლებლობა სხვის გაუნათლებლობაზე საუბარია, ამიტომ მოდით მხოლოდ საკუთარი თავით, ღმერთის წინაშე საკუთარი ბრალეულობით დავკავდეთ და მერე გვეცოდინება როგორ აღმოვფხვრათ სხვათა ნაკლოვანება...

სამწუხაროა,თქვენთან საუბარი შეუძლებელია,ვინაიდან შეუსაბამო დასკვნები გამოგაქვთ იმ მოტივაციით რომ საუბარს ის სახე მისცეთ როგორიც გსურთ. სადმე ვახსენე ,რომ ჩვენი მოვალეობა არ არის სასულიერო პირის რჩენა?(ჩვენ სულიერს გაძლევთ და რა დიდი ამბავია თქვენგან თუ ხორციელს მივიღებთ--პავლე მოციქული)მაგრამმმ სწორედ აქ არის დიდი მაგრამ სახელადდდ ტარიფი.. ის იმდენი ლარი ეს იმდენი ლარიი...ამას წინათ ერთ ერთ ეკლესიაში მივედით მიცვალებულისთვის შეკვეთილი წირვის აღსავლენად. შეცსწირეთ საკვები,ტანსაცმელი მივეცით ფულიც და სანთლების ყიდვისას 10 თეთრი დაგვაკლდა.იმდენი მოახერხეს ,რომ იქამდე არ გაგვიშვეს სანამ ის 10 თეთრი მანქანიდან არ გამოგვატანინეს.კაი რა მრცხვენია ამდენს რატომ მალაპარაკებთ თითქოს ვიღაც ჭირვეული მრევლის წევრი ვიყო ტომელსაც სხვისი გაკიცხვის მეტი არაფერი უქნია.უბრალოდ იმის თა მსურს რომ თვითკრიტიკული აზროვნების გარეშე პროგრესი მკვდარია,ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენი ერის დღევანდელი რელიგიურობა პროგრესს არ საჭიროებს ,, ეს თქვენი საქმეც და ამასთანავე პრობლემაცაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2016, 10:46 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,923
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(q.w.e @ Jan 16 2016, 11:43 PM) *

სამწუხაროა,თქვენთან საუბარი შეუძლებელია,ვინაიდან შეუსაბამო დასკვნები გამოგაქვთ იმ მოტივაციით რომ საუბარს ის სახე მისცეთ როგორიც გსურთ. სადმე ვახსენე ,რომ ჩვენი მოვალეობა არ არის სასულიერო პირის რჩენა?(ჩვენ სულიერს გაძლევთ და რა დიდი ამბავია თქვენგან თუ ხორციელს მივიღებთ--პავლე მოციქული)მაგრამმმ სწორედ აქ არის დიდი მაგრამ სახელადდდ ტარიფი.. ის იმდენი ლარი ეს იმდენი ლარიი...ამას წინათ ერთ ერთ ეკლესიაში მივედით მიცვალებულისთვის შეკვეთილი წირვის აღსავლენად. შეცსწირეთ საკვები,ტანსაცმელი მივეცით ფულიც და სანთლების ყიდვისას 10 თეთრი დაგვაკლდა.იმდენი მოახერხეს ,რომ იქამდე არ გაგვიშვეს სანამ ის 10 თეთრი მანქანიდან არ გამოგვატანინეს.კაი რა მრცხვენია ამდენს რატომ მალაპარაკებთ თითქოს ვიღაც ჭირვეული მრევლის წევრი ვიყო ტომელსაც სხვისი გაკიცხვის მეტი არაფერი უქნია.უბრალოდ იმის თა მსურს რომ თვითკრიტიკული აზროვნების გარეშე პროგრესი მკვდარია,ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენი ერის დღევანდელი რელიგიურობა პროგრესს არ საჭიროებს ,, ეს თქვენი საქმეც და ამასთანავე პრობლემაცაა...


პროგრესს ნამდვილად ვსაჭიროებთ ადამიანები იმ კუთხით, რომ საკუთარ თავს განვიკითხავდეთ, საკუთარ ნაკლოვანებებზე ვწუხდეთ, ვინანიებდეთ და ასე განვვითარდეთ..."გონიერი ადამიანი ეკლესიაში იმიტომ მოდის რომ შეიცვალოს, უგნური კი იმიტომ რომ ეკლესია შეცვალოს"..."умный человек приходит в Церковь, чтобы изменить себя, а глупый - чтобы изменить Церковь." კამათის გაგრძელების საჭიროება და აზრი ამოიწურა, რადგან ვატყობ ვერასოდეს შევჯერდებით... ამიტომ შევწყვეტ თქვენთან საუბარს და დაგემშვიდობებით... ბედნიერი ხვალინდელი დღე და ბედნიერი ნათლისღება გაგთენებოდეთ smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 16 2016, 11:06 PM
პოსტი #123


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
"გონიერი ადამიანი ეკლესიაში იმიტომ მოდის რომ შეიცვალოს, უგნური კი იმიტომ რომ ეკლესია შეცვალოს"

ეკლესია რა არის? ღვთისა და ადამიანის ერთობით შექმნილი აბსტრაქტული ინსტიტუტი ხომ? სადაც ადამიანის ხელია იქ სიბინძურეცაა ჰო და თუ ასეა ჩვენი მთავარი მოვალეობაა ამ ჭუჭყიდან განვთავისუფლდეთ. ანუ ნიშნავს შევიცვალოთ და სხვაც შევცვალოთ უკეთესობისკენ ოღონდ იმ შეგნებით,რომ ამას ჩვენი ძალით კი არა ღვთის შეწევნით ვაკეთებთ. გაიხსენეთ უსამართლო მსაჯულის დახასიათება. -ღვთისა არა სწამდა და კაცის არ ეშინოდაო.. დიახაც მოკრძალებით და მსგავსი შიშით უნდა იყოს სასულიერო პირი,არიქა ჩემი საქციწლით სხვა არ დავაბრკოლოო. მე მრევლის ანუ ეკლესიის წევრი ვარ და ამიტომ მაქცს ეს ლეგიტიმური კადნიერება ამ ყველაფრის თქმისა თორემ ურწმუნოს ამის უფლება უბრალოდ არ აქვს. თქვენ თქვენი მყუდრო ნაჭუჭიდან იხედებით და სულ არ განაღვლებთ თუ თქვენს გარშემო სხვისი ნაჭუჭი იმსხვრევა(ყოველ შემთხვევაში თქვენი მსჯელობიდან ესე ჩანს)ჩვენი ეკლესიის ერთიანი,ორგანული ნაწილი უნდა გავხდეთ და ერთმანეთის ცუდი უნდა გვტკიოდეს,კარგი გვიხაროდეს... ეს როგორ მოხდება თუ ერთმანეთის შეცდომებზე თვალს დავხუჭავთ...

გაიხარეთ უფალმა დაგლოცოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 18 2016, 03:31 PM
პოსტი #124


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



რაიმე საინტერესოზე საუბრობთ მეზარება წაკითხვა და მოკლედ მომიყევით თუ რამეა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2016, 10:09 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,923
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Jan 18 2016, 04:31 PM) *

რაიმე საინტერესოზე საუბრობთ მეზარება წაკითხვა და მოკლედ მომიყევით თუ რამეა biggrin.gif

mpua.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 18 2016, 10:27 PM
პოსტი #126


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
რაიმე საინტერესოზე საუბრობთ მეზარება წაკითხვა და მოკლედ მომიყევით თუ რამეა

არაფერი ისეთი,უბრალოდ საკვანძო საკითხის გამო ცოტა არ იყოს თემიდან გადახვევა მოგვიწია.. მოკლედ აი ეს მაინტერესებდა :

ციტატა
მეც მაქვს ძველ აღთქმაზე შეკითხვა/ები. კიდევ კარგი რომ ახალი აღთქიმან დავიწყე ბიბლიის კითხვა თორემ ალბათ შეკითხვები საერთოდ აღარ გამიჩნდებოდა ,რადგან ვერც ქრისტიანობას აღვიქვამდი ისე როგორც საჭიროა. ხშირად ურწმუნო მეგობრებთან და ნაცნობებთან კამათის დროს ასეა თუ ისე შეიძლება ითქვას ვერბალურ ფონს თითქმის ყველა საკითხში გავდვარ გარდა შეკითხვისა: რატომ არის ძველი აღთქმის ღმერთი ასეთი სასტიკი?მკრეხელობაში არ ჩამომართვათ ამას რომ ვამბობ მაგრამ რა ვქნა ვერანაირად ვერ აღვიქვამ ძველ აღთქმაში ღვთის ციტატებსა და ახლ აღთქმაში ქრისტეს სიტყვებს ერთნაირად,ერთი არსებიდან გამოსულად.ახალ აღთქმაში სიყვარული და სიბრძნე იღვრება,ძველი აღთქმა კი ჩემთვის ავტორიტეტი სამწუხაროდ მხოლოდ რწმენის დონეზეა. რა ფენომენია ეს?რაიმე უფრო ღრმა ჩაწვდომა სჭირდება?გადატანითI მნიშვნელობითაა ნახმარი ის სიტყვები რომელიც სასტიკად და ზნეობრივი გადმოსახედიდანაც კი შემაძრწუნებლად ჟღერს? იქნებ თქვენი დამოკიდებულება გამიზიაროთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 19 2016, 03:24 PM
პოსტი #127


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



q.w.e
ახალ აღთქმაში აპოკალიფსი არ გაქვს ალბათ წაკითხული სადაც ქრისტე თავის მტრებს ხოცავს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 19 2016, 05:56 PM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ახალ აღთქმაში აპოკალიფსი არ გაქვს ალბათ წაკითხული სადაც ქრისტე თავის მტრებს ხოცავს

წაკითხული მაქვს.ქრისტე თავის მტრებს ხოცავს???აი ამ წინადადების მთქმელს აპოკალისამდე ნაწილი თუ აქვს ნეტა წაკითხული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 21 2016, 04:57 PM
პოსტი #129


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ახალ აღთქმაში აპოკალიფსი არ გაქვს ალბათ წაკითხული სადაც ქრისტე თავის მტრებს ხოცავს

რითი ხოცავს? :\


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 24 2016, 09:14 PM
პოსტი #130


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
რითი ხოცავს? :\

მახვილით


q.w.e
ციტატა
წაკითხული მაქვს.ქრისტე თავის მტრებს ხოცავს???აი ამ წინადადების მთქმელს აპოკალისამდე ნაწილი თუ აქვს ნეტა წაკითხული?

გამოცხადება 19-21
19. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას.

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

21. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.





--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 25 2016, 01:25 AM
პოსტი #131


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



როცა საუბარი გვაქვს ჯოჯოხეთზე , ჩვენ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ ცეცხლოვან სატანჯველ ადგილად , ან გარკვეულ განზომილებად სადაც უკეთურნი იტანჯებიან ღმერთისგან განშორებით. თუ კარგად გადავამოწმებთ მთელს ბიბლიას მივალთ დასკვნამდე რომ ჯოჯოხეთი , უბრალოდ სამარეა სადაც ყველა ადამიანი მიდის განურჩევლად . აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანს უკვდავი სული არ აქვს და ვინაიდან ის მიდის ჯოჯოხეთში , ეს იმას ნიშნავს რომ ის მიდის სამარეში სადაც არაარსი ანუ არარსებული მდგომარეობაა. აფსოლუტურად ყველა წინასწარმეტყველი დაწყებული აბრაამიდან , თვით ქრისტემდე ყველა ჯოჯოხეთში ანუ სამარეში მიდიოდა რაც უბრალოდ მიწაში განსვენებას ნიშნავს . იაკობი როცა დასტირის იოსებს ის ამბობს რომ მგლოვიარე ჩავა ჯოჯოხეთში ანუ სამარეში , ეს კი იმას ნიშნავს რომ მან იოსები ჯოჯოხეთში მყოფად ჩათვალა და ასევე საკუთარი თავიც იქ განამწესა. როდესაც უფალი იესუ ქრისტე მოგვევლინა მან თქვა რომ მოვიდოდა საათი როცა ყველა ვინც სამარეში იწვა მის ხმას მოისმენდა , მას არ უთქვია რომ ვინც ჯოჯოხეთშია მის ხმას მოისმენდა . ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მკვდრები არარსებულ მდგომარეობაში არიან და ისინი აღდგომისას მოისმენენ იესოს ხმას . თავად ქრისტეზეა ნათქვამი რომ ის მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში რაც იმას ნიშნავს რომ ჯოჯოხეთი არარსებული მდგომარეობაა და იქიდან იესო ქრისტე მამა ღმერთმა გამოიყვანა ანუ აღადგინა , არსში შემოიყვანა, და თუ ეს ასე არაა მაშ ვისგან იქნებოდა ქრისტე მიტოვებული , უცნაურია . ამასთანავე ბიბლიაში არსად არაა ნათქვამი რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში ყოფნისას , რაიმე მოიმოქმედა ., პეტრე მოციქული ამბობს რომ მოკლულ იქნა ქრისტე ხორცითა და გაცოცხლდა სულითა და მერე წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს. გაცოცხლება რომ ქრისტეს აღდგომას ნიშნავს , ამაზე ნამდვილად არ ღირს დავა რამეთუ პეტრე მოციქულის ეპისტოლე ყველაფერს ნათელს ხდის. როგორც იონა იყო უმოქმედოდ თევზის მუცელში , ასევე ქრისტე იყო უმოქმედოდ ჯოჯოხეთში. იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია რომ სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში რაც მეორე სიკვდილს ნიშნავს , თუ ჯოჯოხეთი ნადგურდება მეორე სიკვდილით ეს იმას ნიშნავს რომ ის უბრალოდ სამარეა და აღარც უნდა იარსებობს მან ყველას აღდგომისას . იოანეს გამოცხადებაში ერთგული ქრისტიანები უკვდავებას იღებენ საჩუქრად და თუ ჯოჯოხეთში მყოფნიც უკვდავებით დაიტანჯებიან მარადიულად მაშინ უკვდავება აზრს კარგავს . რაც შეეხება მდიდრისა და ლაზარეს იგავს , ცხადია რომ იქ საუბარი არაა ორ პიროვნებაზე რომლებიც სიკვდილის შემდგომ ჯოჯოხეთსა და სამოთხეში ხვდებიან , იმიტომ რომ , რატომ ეხლა ___ უფალმა განგებ გამოიყენა სიტყვა მდიდარი და სახელი ლაზარე ორი კატეგორიის ადამიანთა წარმოსადგენად. მდიდარი ცხადია ასიმბოლოებს იმ ებრაელებს რომლებიც სიმდიდრეზე ამყარებენ იმედს და მისით ამაყობენ რადგან მოსეს რჯულის თანახმად ის ებრაელი ვინც ერთგულად ასრულებდა უფლის მცნებებს , კურთხეული იყო სიმდიდრით და ყველა ებრაელს მიაჩნდა რომ თუ ის მდიდარი იყო , ის აუცილებლად აბრაამის ჭეშმარიტ ძედ ჩაითვლებოდა და უფლისაგან იქნებოდა კურთხეული , თუმცა უფალი გვაჩვენებს რომ სიკვდილის შემდეგ ის ვერ მოხვდება აბრაამის წიაღში და ვერ ჩაითვლება აბრაამის ჭეშმარიტ ძედ , რამეთუ მან მხოლოდ სიმდიდრეზე დაამყარა იმედი და დაავიწყდა რომ უპოვარ ლაზარეს უნდა დახმარებოდა რჯულის თანახმად ., საყურადღებოა ისიც რომ იგავში არაა ნახსენები სასუფეველი ან სამოთხე , არამედ აბრაამის წიაღი , რაც იმას ნიშნავს რომ უფალი ამ იგავით საუბრობს ებრაელებზე და მათ ჭეშმარიტ ძეობაზე აბრაამის მიმართ . რაც შეეხება ლაზარეს უფალი აქაც განგებ იყენებს სახელ ლაზარეს , რითაც აჩვენებს ებრაელების მეორე კატეგორიას რომელნიც მთლიან იმედს უფალზე ამყარებენ და არა სიმდიდრეზე . სახელი ლაზარე ნიშნავს ღმერთი არს ჩემი შემწე და გვერდშიმდგომი . ვინაიდან ამ კატეგორიამ მთლიანი იმედი ღმერთზე დაამყარა , სიკვდილის შემდეგ ის მიყვანილი იქნა აბრაამის მკერდთან , ანუ აბრაამის ჭეშმარიტ ძედ იქმნა აღიარებული . აგრეთვე აღსანიშნავია რომ ლაზარესა და მდიდრის სიკვდილით აღინიშნება არა მათი ბუნებრივი სიკვდილი , არამედ თავად მაცხოვრის სიკვდილი რის შემდეგადაც იცვლება რადიკალურად ამ ორი ჯგუფის ადამიანების მდგომარეობა , რადგან მათ ვინც არ ირწმუნა მაცხოვარი , მისი აღდგომის შემდეგ აღარ მიეცათ მონანიების საშუალება , რადგან სწორედ მათ აცვეს მაცხოვარი ჯვარს და სიკვდილი მიუსაჯეს რასაც ის არ იმსახურებდა . ამრიგად ეს იგავი იმაზე მიუთითებს რომ ღმერთმა უარყო რჩეული ებრაელები და აირჩია ერთგული ებრაელები და ერთგული უცხოტომელები , რომელტაც ახალი სახელი ქრისტიანები უწოდა და ჭეშმარიტ აბრაამის ძედ აღიარა , რომელნიც არიან აღთქმით მემკვიდრენი , როგორც პავლე ამბობს და ქრისტეს თანამემკვიდრენი. მე მსურდა რომ მთელი რიგი განმარტებანი გამეკეთებინა ამ იგავზე მაგრამ რაც მოკლედ დავწერე , ეს ალბათ საკმარისია რომ წარმოდგენა გვქონდეს ამ იგავის ნამდვილ არსზე. მადლობა. იესუ ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესია blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 25 2016, 11:49 PM
პოსტი #132


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



esre ars cheshmariteba
რაღაც ვერ გავიგე შენი ფოსტის თავში,ამბობ რომ ჯოჯოხეთი სატანჯველ ადგილად არ უნდა წარმოვიდგინოთო?ანუ ეს უბრალო "სმარეა"რომელშიც ადამიანი განეიტრალებულია, არა აქვს ცნობიერება არც დროის აღქმა,ანუ უბრალოდ სძინავს??

თუ ასეა რით ახსნი იმას რომ უფალი ამბობს ბევრგან: და იქნება ტკივილი და კბილთა ღრჭენა.......

ზოგადად,(ნუ რაც სხვებისგან მომისმენია)ჯოჯოხეთი ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი რეალობა,,ის ცეცხლი რომელიც ჯოჯოხეთში სწვავს,რეალურად სწორედ ის ცეცხლია რომელიც მორწმუნე,ღვთისთვის სათნოდ მაცხოვრებელი ადამიანის გულში ინთება,მაცხოვართან ზიარების დროს... რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში ტანჯვა არსებობს,თუმცა იგი მარადიული არააა,სამყარო მაინც სიკეთისკენ იქნება მიმართული,ვინაიდან უფალი ამბობს ასევე: "მანამ სანამ უკანასკნელ გროშამდე არ გადაიხდით"(ციტირებას არ ვახდენ)თუმცა რა ვიცი ესეთი აზრი დამებადა ამ უკანასკნელზე.

ციტატა

გამოცხადება 19-21
19. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას.

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

21. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.


აი ეხლა მე რომ 10 სართულიდან გადავხტე და მოვკვდე, ეს კორპუსის ამშენებლის ბრალი იქნება?? არა?მაშინ რატომ ადანაშაულებ ღმერთს?დიახ თითქოს პრეტენზიას გამოთქვამდე...უფალმა გვიბოძა უდიდესი საჩუქარი:სიცოცხლე და თავისუფლება,სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გადმოვხტებით მეათე სართულიდან თუ ვიცხოვრებთ მეათე სართულზე .... :დდ ცოტა ცუდი და უადგილო შედარებაა ,მაგრამ არსობრივად გამოდგება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 26 2016, 01:35 AM
პოსტი #133


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(q.w.e @ Jan 26 2016, 12:49 AM) *

esre ars cheshmariteba
რაღაც ვერ გავიგე შენი ფოსტის თავში,ამბობ რომ ჯოჯოხეთი სატანჯველ ადგილად არ უნდა წარმოვიდგინოთო?ანუ ეს უბრალო "სმარეა"რომელშიც ადამიანი განეიტრალებულია, არა აქვს ცნობიერება არც დროის აღქმა,ანუ უბრალოდ სძინავს??

თუ ასეა რით ახსნი იმას რომ უფალი ამბობს ბევრგან: და იქნება ტკივილი და კბილთა ღრჭენა.......

ზოგადად,(ნუ რაც სხვებისგან მომისმენია)ჯოჯოხეთი ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი რეალობა,,ის ცეცხლი რომელიც ჯოჯოხეთში სწვავს,რეალურად სწორედ ის ცეცხლია რომელიც მორწმუნე,ღვთისთვის სათნოდ მაცხოვრებელი ადამიანის გულში ინთება,მაცხოვართან ზიარების დროს... რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში ტანჯვა არსებობს,თუმცა იგი მარადიული არააა,სამყარო მაინც სიკეთისკენ იქნება მიმართული,ვინაიდან უფალი ამბობს ასევე: "მანამ სანამ უკანასკნელ გროშამდე არ გადაიხდით"(ციტირებას არ ვახდენ)თუმცა რა ვიცი ესეთი აზრი დამებადა ამ უკანასკნელზე.
აი ეხლა მე რომ 10 სართულიდან გადავხტე და მოვკვდე, ეს კორპუსის ამშენებლის ბრალი იქნება?? არა?მაშინ რატომ ადანაშაულებ ღმერთს?დიახ თითქოს პრეტენზიას გამოთქვამდე...უფალმა გვიბოძა უდიდესი საჩუქარი:სიცოცხლე და თავისუფლება,სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გადმოვხტებით მეათე სართულიდან თუ ვიცხოვრებთ მეათე სართულზე .... :დდ ცოტა ცუდი და უადგილო შედარებაა ,მაგრამ არსობრივად გამოდგება...


ჯერ ჩამოყალიბდი და თქვი როგორ გწამს ჯოჯოხეთის რაობა 1) ის უბრალოდ ღმერთისაგან განშორებაა თუ 2) მარადიული ტანჯვის ადგილი სადაც ცეცხლი არ ნელდება ბოროტთა საწამებლად . თუ პირველს ემხრობი , მაშინ მშვენივრად მიგითითებ უამრავ ადამიანზე , რომლებიც ისე კოხტად ცხოვრობენ უფლის გარეშე , როგორც მზე მაღლა და სიკვდილის შემდეგაც ისე კოხტად იცოცხლებენ რომ წარბსაც არ შეიხრიან თუ მიეცათ რათქმაუნდა ამის საშუალება . ეხლა სატანას რომ მიეცეს საშუალება ცალკე ღმერთის გარეთ (მის გარეშე ) ცხოვრებისა ისე კოხტად გაიტრუნება თავისთვის და ისეთ სამეფოს მოიწყობს რომ სულ არ ჭირდება შენი ღმერთი ! და თუ მეორეს ემხრობი რომ, ის ცეცხლოვანი სატანჯველია , მაშინ რატომ კაცო ? რა დავაშავე ან მე ან შენ , როცა ადამის ცოდვა მემკვიდრეობით გადმოგვეცა და ავტომატურად ცოდვისკენ მივილტვი? რა დავაშავე? თუ მე სრულყოფილად გავჩნდები და მერე შევცოდავ , დაე დამსაჯოს უფალმა , მაგრამ მე ან შენ რა შუაში ვართ როცა მამაჩვენმა შესცოდა ? ეხლა ისევ ყაქანის მაგალითს ნუ მომაყვანინებ როცა თავისი ძეებითა და ასულებითურთ გადაწვა უფალმა , არადა ყაქანი იყო მხოლოდ დამნაშავე!

როგორ გგონია შეესაბამება სამართლიანობას _ რომ შენმა შვილმა გადაუხვიოს შენი პრინციპებიდან და შენ ის დასასჯელად ღუმელში გააქანო და შებრაწო? ან კაცი მოკლას ან მოიპაროს ან სხვანი და შენ ის მარადიულ ცეცხლში განაწესო და გამოსწორების შანსიც კი არ მისცე? ბოდიში მაგრამ ჩემმა შვილმა რა ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინოს , მე მას ვერ გავიმეტებ მარადიული დასჯისათვის , რადგან მაინც მიყვარს იმიტომ რომ ჩემია და მე თუ ასეთი ვარ და ღმერთი კიდე უმოწყალოდ მიერეკება ბოროტ ადამიანებს მარადიულ სატანჯველში , მაშინ კაცო ღმერთზე სათნო მე ვყოფილვარ blink.gif .

ზემოთ ტირილი და კბილთა ღრჭენა იქნებაო რომ წერ , ჯერ მგონი ჯობია წაიკითხო ის თუ რა კონტექსტში იყენებს უფალი ამ სიტყვებს და მერე განვიხილოთ ასე სჯობს blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 27 2016, 11:17 PM
პოსტი #134


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



esre ars cheshmariteba
ქრისტეს სისხლი აი ესაა ის რამაც ჩვენსა და სასუფეველს შორის არსებული ჯოჯოხეთის ორმო ამოავსო(პოტენციაში)ჩვენ სამწუხაროდ ვფიქრობთ რომ,უფალმა ფიზიკურ ტკივილს გაუძლო(ყოველ შემვევაში მინიმალურადაც ვერ განვიცდით ამას უკეთესად)...არა...მან გულში დაიტია უამრავი ადამიანის სასოწარკვეთა და სულიერ ასპარეზზე შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი. მგონი უკეთესი იქნებოდა თუ უფრო ღრმად დაუკვირდებოდი ადამის შეცოდებას,შემდეგ კი მთელი კაცობრიობის ბუნების შერყვნას. ადამი იმიტომ კი არ დაცემულა ,რომ ის იყო ადამი,ერთი კონკრეტული ინდივიდი და ვსო.......შენც, მეც,ყველა მის ადგილზე ასე მოვიქცევოდით.ადამმა უბრალოდ გამოავლინა ის ფენომენი,რომელსაც თითოეული ჩვენგანი ატარებს და ადამიანის ღირებულება ამით განისაზღვრება. რა ერქვა იმ ხეს ,რომლის ნაყოფიც ადამმა მიიღო?? :ხე ბოროტისა და კეთილის შეცნობისა(თუ არ ვცდები დაახლოებით ასე ერქვა) ანუ თუ დაცემულ მდგომარეობას არ გავითავისებთ,მაშნ როგორღა ვიქნებით თავისუფალი უფალთან?,როგორ დავაფასებთ სასუფეველს?ასე რომ მოსაზრება,რომ თითქოს ადამის გამო ჩვენ მოგვეკითხა მცდარია.მართალია ადამის ცოდვამ შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებულიგ არმეო-პირობები და შინაგანი სამყაროც,თუმცა ფაქტია რომ ადამიანი ამის გარეშე ვერ ეზიარებოდა თავისუფლებას. რატომ ვისჯებით და რა ჯანდაბაა ეს სისასტიკე,რომელიც ქრისტიანული გადმოცემემით უღირსებს გველოდება ჯოჯოხეთში?ნუ დაგავიწყდება რომ პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში ,აქედან გამომდინარე დასკვნა:უფლისთვის ადამიანის მისწრაფება და მეტამორფოზა ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე გარემო პირობებისდა გამო,უსახურ სოციუმში ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვები და შეცდომები.

ჩამოყალიბდიო რომ მითხარი მართალი ხარ ამაზე თუ იგულისხმე:
ჯერ კომპეტენტური პირისთვის არ დამისვამს კითხვა საუკუნო სატანჯველი მართლაც სამუდამოა თუ არა?თუ კი მაშინ რას ნიშნავს უფლის სიტყვები:იქნება კბილთა ღრჭენა სანამ უკანასკნელ გროშამდე არ გადაიხდიან... "სანამ" ანუ რაღაც ვადაზეა საუბარი...გამოდის რომ ჯოჯოხეთის ტანჯვაც კი შეიძლება იყოს ჭეშმარიტებასთან ზიარების მძიმე მაგრამ მაინც რეალური საშუალება........ ამაში გეთანხმები,მეც ალოგიკლურად მიმაჩნია ის რომ სამყაროს ერთი ნაწილი მუდამ ნეტარებაში იყოს და მეორე ნაწილი კი მუდამ იტანჯებოდეს.თუმცა ეს განცდა მაინც არ მაფიქრებინებს იმას რომ ჯოჯოხეთში ტანჯვა არ არსებობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 28 2016, 03:04 PM
პოსტი #135


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ადამი სხვა პიროვნებაა და ჩვენ სხვანი ვართ და ნუ იფიქრებ რომ მის ადგილზე ჩვენც შევცდებოდით , თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთი შეცდა ადამიანის შექმნისას და ხარვეზი დაუშვა მასში , რაც რათქმაუნდა ასე არაა ! ადამიანის თავისუფალი ნება აფსოლუტურად იდენტურია ღმერთის ნებისა ! მე ღმერთს ჩემი ნებით რასაც მინდა იმას ვეტყვი და მის მცნებას რასაც მინდა იმას ვუზამ, ან მივიღებ ან უარს ვიტყვი .

ღმერთმა შეიძლება მე დამარწმუნოს რომ მისი მცნება ჩემთვის სასიკეთოა

მე კი შემიძლია ღმერთს აზრი შევაცვლევინო , იმიტომ რომ ისიც ნებელობის ღმერთია !

აი გაიხსენე _ მოსეს უფალი ეუბნება , ახლა კი მიმიშვი რომ აღიგზნოს ჩემი რისხვა ისრაელებზე და გადავბუგო ისინი , შენ კი დიდ ხალხად გაქციოო! მოსე კი დაემხობა და ეუბნება ნუ იზავ ამას უფალო რატომ უნდა თქვან უცხოტომელებმა რომ ასე და ასეო , აღარ გავაგრძელებ. და შემდეგ ჰოი საოცრებავ! გადაიფიქრა უფალმა ისრაელების დასჯა ! გადაიფიქრა გესმის?! ასეთ ძალიან უამრავი შემთხვევაა ბიბლიაში და ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და ამაზე მთელი რიგი განმარტებანი მაქვს ჩამოყალიბებული , რაზეც აღარ დავწვრილმანდები.

იობს შეგახსენებ , რომელიც სულაც არ გავს ადამს , წარმოიდგინე თავზე დაამხო ყველაფერი სატანამ მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა უმწიკვლოება და უფალი არადა არ დაჰგმო , თუმცა მან საერთოდ არ იცოდა რომ ეს უბედურება სატანისგან დაატყდა თავს . წარმოიდგინე მან დაუშვა კიდეც რომ ეს უბედურება შესაძლოა უფლისაგან ჰქონოდა , მაგრამ მაინც ბოლომდე სწამდა რომ უფალი გულმოწყალე იყო , ნუ ეხლა უფალმაც თავის მხრივ იეჰუს მეშვეობით განამტკიცა იობი . იეჰუს სიტყვები _ რომ შორს იყოს უფალი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან , კიდევ კარგად შეეხიდა იობს და განამტკიცა. აღარ ჩამოვთვლი სხვა ერთგულ მსახურებს რადგან იობის ფონზე ისინი საკმაოდ სუსტად ჩანან .

ახლა იესოზე გეტყვი . ის მარტო კაცად იშვა დედამიწაზე და დიახ მან დაითმინა ყველაზე დიდი ტანჯვანი და ტკივილნი და მან დაითმინა ჭეშმარიტი სიკვდილი (არაარსში გასვლა) და ის ითხოვდა უფლისაგან სასმისის არიდებას რაც ბოროტმოქმედივით სიკვდილს წარმოადგენდა , მართალ და უბიწო კრავს იესო ქრისტეს , რათქმაუნდა არ სურდა რომ მომკვდარიყო როგორც უმართლო ბოროტმოქმედი , მაგრამ ეს იყო ის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რითაც სატანამ დაგესლა , მაგრამ მოვა დრო როცა უფალი იესო თავს გაუჭეჭყავს სატანას.

ქრისტეში არ იყო ორი ბუნება და ორი ნება , როგორც ჩვენი დიოფიზიტები გვასწავლიან , პირიქით ის ადამიანად მოვიდა და მასზე აღსრულდა ისაიას 61 თავის 1 მუხლი , უფლის სული არს ჩემზე რამეთუ მან მცხო გლახაკტათვის სახარებლად . თუ ქრისტე ღმერთკაცი იყო მაშინ მას სულიწმიდის ცხება არ დასჭირდებოდა .

ძალიან დიდი და ვრცელი განმარტებანი მაქვს იესოზე , თუ რატომ მოვიდა ის მხოლოდ კაცად და საერთოდ რა არის ჭეშმარიტი გამოხსნა და გამოსყიდვა და კიდევ სხვა მრავალი , უბრალოდ არ სურს ქვეყნიერებას ჭეშმარიტი ქრისტეს მიღება , რადგან მას ურჩევნია ფილოსოფიური ახსნა განმარტება რაც მთლიანად აუქმებს საღმრთო წერილს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 28 2016, 06:54 PM
პოსტი #136


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



esre ars cheshmariteba
ამას წინაც დამებადა ეს კითხვა თუმცა ახლა აშკარაა,რომ მართლმადიდებელი არ ხარ. ვისი ან რისი მიმდევარი ხარ? ნუ დავა ასეთ შემთხვევაში უტოპიურია,თუმცა იმის გამო რომ თითქოს ეს უარგუმენტობაშI არ ჩამოგვართვა,შენს რამდენიმე მკვეთრ გადაცდომას გამოვეხმაურები(ნუ ეს მე რაც შევამჩნიე)
ციტატა
ადამი სხვა პიროვნებაა და ჩვენ სხვანი ვართ და ნუ იფიქრებ რომ მის ადგილზე ჩვენც შევცდებოდით , თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთი შეცდა ადამიანის შექმნისას და ხარვეზი დაუშვა მასში , რაც რათქმაუნდა ასე არაა ! ადამიანის თავისუფალი ნება აფსოლუტურად იდენტურია ღმერთის ნებისა ! მე ღმერთს ჩემი ნებით რასაც მინდა იმას ვეტყვი და მის მცნებას რასაც მინდა იმას ვუზამ, ან მივიღებ ან უარს ვიტყვი .

ამბობ ადამი სხვა პიროვნებაა ჩვენ სხვა ვართო.კი მართალია,რომ ცოტათი განვსხვავდებით თუმცა იმ სიტუაციაში გამომჟღავნდა ადამიანური ბუნება. უფალმა შექმნა ადამიანი,მისცა მცნება და დაუშვა ადამის დაცემა.დაუშვა რატომ?იმიტომ რომ ადამიანს თავისით,ქვემოდან
(დაცემული მდგომარეობიდან)ჯერ საკუთარი თავი შეემეცნა,ხოლო შემდგომ სამყარო და თავად ღმერთი ანუ უფალმა ადამიანის თავისუფალი ნების რეალიზება დაუშვა.შენც მეც ყველა იგივეს გავაკეთებდით ეს უდავო და სტატიკური რეალობაა,გამომჟღავნდა ადამიანური ბუნება და პრინციპში ასეც რომ არ მომხდარიყო შეიძლება ითქვას ადამიანის ღირებულება,როგორც მადლით ღვთის სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დაიკლებდა. წარმოიდგინე მამამ შვილი რომ ლამაზ სასახლეში გამოკეტოს და შვილიც დამჯერი ბავშვივით მოიქცეს,განა შვილი სრულყოფილი იქნება?აი ერთ ოთახში რომ დაკეტოს და ცუდის კეთება აუკრძალოს(ამის არც საშუალება მისცეს)ეს მდგომარეობა იქნება უფრო ღიებული თუ უძღები შვილის?

ციტატა
ღმერთმა შეიძლება მე დამარწმუნოს რომ მისი მცნება ჩემთვის სასიკეთოა

მე კი შემიძლია ღმერთს აზრი შევაცვლევინო , იმიტომ რომ ისიც ნებელობის ღმერთია !

ადამიანის ამპარტავნობას საზღვარი არ აქვს რა.. რა ვართ რაღაც საცოდავ ჭია -ღუებს ვგავართ ამ ქვეყნად რომ დაღოღავს და უკვე ჭეშმარიტებასაც ისე ვირგებთ როგორც გვინდა.ღმერთი და შესაბამისად მისი ნებელობა აბსოლუტურად ჭეშმარიტია ჭეშმარიტება კი სტატიკური მდგომარეობაა ის რომ უფალი ნებას გაძლევს ცოდვა ჩაიდინო არ ნიშნავს იმას,რომ ეს ცოდვა მისთვის, როგორც პიროვნული არსებისთვის მისაღებია შესაბამისად ის რაც ღვთისთვის არა მისაღები არც მყოფადობისთვისაა,ხოლო მყოფადობის კანონების დარღვევა უარსობაში გვაგდებს,ხოლო ჯოჯოხეთი სხვა არაფერია თუ არა ბოროტების ანუ უარსობის აპოგეა... 1- სართულიდან რომ გადმოხტე ხომ დაიმტვრევი არა?იმიტომ რომ ამქვეყნად მოქმედებს მატერიალური კანონები. თუმცა მატერიალური კანონების გარდა არსებობს ზნეობრივი კანონები,რომელთა დარღვევაც ასევე დამღუპველია.იმის მტკიცება რომ მე შემიძლია ღმერთს ნება შევაცვლევინო ან რომ ჯოჯოხეთი არარსებობს იგივეა რაც თქვა რომ მე-10 სართულიდან გადმოხტები და არც ქვემოთ ჩახვალ და მითუმეტეს არც დაიმტვრევი.
ციტატა
ახლა იესოზე გეტყვი . ის მარტო კაცად იშვა დედამიწაზე

ეხლა ამის მერე საუბარს რა აზრი აქვს არ ვიცი.ნუ წმინდა მამა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა კი დაამოწმა სამების არსებობა საეკლესიო კრებაზე (თანაც საკმაოდ მძლავრად)თუმცა ამის გამკეთებელი ამქვეყნად ახლა არავინაა თუმცა ბიბლიაში ძალიან ბევრ ადგილასაა დამოწმებული წმინდა სამების არსებობა.და მით უმეტეს ქრსიტეს ღმერთობა.....
გაიხსენე როდესაც ერთე ერთი მოწაფე ეუბნება ქრისტეს :მამა გვაჩვენე და გამოგყვებითო
ქრისტე პასუხობს:ამდენი ხანია აქა ვარ და ვერ მიცანი?
მე კი არ ვაკეთებ არამედ ჩემით აკეთებს მამა,რატომ მიწოდებ მე კეთილს,არავინაა კეთილი მამაჩემის გარდა (ანუ უფალი თვლის რომ მის მიერ გაკეთებული საქმე სიკეთეა,თუმცა თვითონ როგორც ღმერთი ვერ ეგუება ასე უბრალოდ საკუთარ განდიდებას,ეს არის ღვთის ბუნება:1 არსება და სამი ჰიპოსთაზი. მამა ძე და სული ნუგეშინისმცემელი. ეს იმდენადაა ლოგიკისთვის მიუწვდომელი ,რამდენადაც ჭეშმარიტი ქრისტიანის მეტამორფოზა და მადლით განღმრთობა. ადამიანი თვითონ ნაგავია,ნუ ზოგი ნაკლებად ყარს ზოგი მეტად,არ აქვს ამას პრინციპული მნიშნველობა,აი საკმარისია ღვთის მადლმა მოიცვას იგი,რომ საკუთარ ფესვებს-სასუფეველს ანუ წმინდა სამებასთან ერთად მყოფ მეოთხე არსებად გადაიქცევა(სამოთხე)

ციტატა
ის ითხოვდა უფლისაგან სასმისის არიდებას

სწორედ ამაში გამოიხატება მისი ღმერთკაცობა და ორი ბუნება.არც იქამდე და არც მის შემდეგ არც ერთ ადამიანს არ ძალუძდა იგივეს გაკეთება.... დიახ მას შემოუტია თავისმა დაცემულმა ბუნებამ(რომელიც გენეტიკურად როგორც ადამიანს ერგო)თუმცა ვერაფრით შეაცდინა და ამაში გამოიხატება სწორედ მისი ღვთაებრივი ბუნება.მან აჯობა დაცემულ ადამიანურ ნებას და აირჩიე:"თუმცა არა როგორც მე მსურს,არამედ როგორც შენ"...
რამდენჯერ ამბობს უფალი მამა და იგი ერთია,რომ იგი მარტო არასდროსაა,რომ მისი ხელებით მამა აკეთებს.....ნუ ამაზე დავა იყო არის და იქნება და მე არც არაფრის დამტკიცება ვცდილობ(იმიტომ რომ ნონსენსი გამოვა ყველაფერი)თუმცა ძალიან ცდები როდესაც ამბობ ,რომ თითქოდ დიოფიზიტები ფილოსოფიურ-თელოგოიური ახსნით შემოვიფარგლებით, პრაქტიკაზე ღირებული აქ არაფერია,ხოლო ამ პრაქტიკისთვის თარგი არის ქრისტე-ღმერთი,რომელიც ადამიანად მოვიდა რათა,ჩვენ ადამიანები ღმერთამდე ავეყვანეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 28 2016, 08:48 PM
პოსტი #137


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003




q.w.e


მადლობას გიხდი რომ დიალოგში შემოხვედი, ქედს ვიხრი შენს წინაშე wub.gif .

თუმცაღა არ ვარ ის ვინ ახლა გადაშალა ბიბლია და რაღაც ციტატებით ურევს რაღაცეებს რაც თვითონაც არ ესმის .

გარკვეულ დონეზე არიოზელი ვარ , თუმცაღა არის მთელი რიგი საკითხები რაშიც არიოზს არ ვეთანხმები .

მე მწამს იესო ქრისტე როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან შობილი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი , თუმცა აქვე ვაღიარებ ძესა და მამას შორის სუბორდინაციას , ისევე როგორც ორიგენე .

აქვე არ ვაღიარებ ქრისტეს დაუსაბამობას , და დროის შესახებაც მაქვს დოგმატი შემუშავებული , ასევე ქრისტეს ღვთაებრივობის შესახებაც მაქვს დოგმატი შემუშავებული , და მაქვს მთელი რიგი დოგმატები იოანე დამასკელის საწინააღმდეგოდ , რადგან იძულებული გავხდი ჭეშმარიტების გულისათვის ხელოვნურად შემექმნა დოგმატი .

არცერთ რელიგიას არ ვცნობ , რადგან საღმრთო წერილმა იძულებული გამხადა სრულიად განსხვავებული მოძღვრება ჩამომეყალიბებინა, დღემდე ვერ ვიგებ ბევრ საიდუმლოებას , მაგრამ მაქვს უფლის იმედი რომ ყოველივეს ჩავწვდები .

მინდა ჭეშმარიტებას ჩავწვდე და ვაღიარო , თუმცა მართლმადიდებლობა ჯერ ჯერობით არ მაძლევს საშუალებას რომ ვირწმუნო და მივიღო ის. unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 28 2016, 09:06 PM
პოსტი #138


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
თუმცაღა არ ვარ ის ვინ ახლა გადაშალა ბიბლია და რაღაც ციტატებით ურევს რაღაცეებს რაც თვითონაც არ ესმის .

არა გასაგებია,გეტყობა კიდეც რომ ღრმად ხარ ამ საკითხებში ჩახედული,თუმცა არსებობენ საკმაოდ ჭკვიანი სასულიერო პირები,რომლებთანაც მიმაჩნია,რომ სართო ენას გამონახავდი.

ნუ შენგან შეიძლება კაცმა მიიღოს მსგავსი შენიშვნა ციტატებთან დაკავშირებით. ზუსტი ციტატის გაკეთება სიმართლე გითხრა დამეზარა და ზეპირად ნაღდად არ ამხსოვს,თუმცა როგორც ასეთი შინაარსი და კონტექსტი მესმის,ასე რომ არამგონია ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს...
ერთი კია.გეტყობა ძალიან ბევრი გიტვირთავს,ისიც კი რაზეც ნათქვამია:შენზე მძიმეს ნუ ჩაეჭიდებიო და შენზე დიდს ნუ გამოიძიებო (აქაც არ ვაკეთებ ციტატას biggrin.gif biggrin.gif)... უბრალოდ,იმედია დამეთანხმები რომ ბიბლია და ზოგადად ქრისტიანობა სულ მარტო ვერბალური დონის სპექტრშიც კი ამოუწურავია,ამიტომაც ყველასთვის აჯობებს თეორიული ცოდნის მაქსიმუმამდე მიყვანის ინსპირაცია პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ,ჩვენს ჰაბიტუსში დავამკვიდროთ.როდესაც თეოლოგიური ცოდნა ბევრად უსწრებს წინ შესაბამის ცხოვრების წესს,სამწუხაროდ უწონასწორო სივრცეში ვვარდებით ამ უწონასწორო სიცრცეს კი მწვალებლობა ჰქვია. არ გეგონოს რომ გეუბნები მწვალებლობაში ხართქო(ღმერთმა დამიფაროს ასეთი დასკვნების ასე ზერელედ გმაოტანისგან)უბრალოდ მიმაჩნია რომ დოგმატიკა მეათეხარისხოვანია,მთავარია პიროვნული ურთიერთობა პიროვნულ ღმერთთან.რაც მოყვასის სიყვარულში გამოიხატება......

იცი რა არის ქრისტიანობის ყველაზე დიდი საგანძური?არც ბიბლია არც წმინდა წერილი არც რაიმე მსგავსი,არამედ ცოცხალი ღმერთშემოსილი ადამიანი,რომლის თვალებში,ქცევებსა და საუბარშიც ღმერთი ჩანს........

ციტატა
მინდა ჭეშმარიტებას ჩავწვდე და ვაღიარო , თუმცა მართლმადიდებლობა ჯერ ჯერობით არ მაძლევს საშუალებას რომ ვირწმუნო და მივიღო ის.

მაინტერესებს თუ უსმენ მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებს?იქნებ მოახერხო და პირადად შეხვდე,რატომღაც ვფიქრობ რომ ბევრ კითხვაზეც შეუძლია პასუხის გაცემა და ზოგადად კარგად გაგესაუბრება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 29 2016, 09:44 AM
პოსტი #139


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



q.w.e
ციტატა

აი ეხლა მე რომ 10 სართულიდან გადავხტე და მოვკვდე, ეს კორპუსის ამშენებლის ბრალი იქნება?? არა?მაშინ რატომ ადანაშაულებ ღმერთს?დიახ თითქოს პრეტენზიას გამოთქვამდე...უფალმა გვიბოძა უდიდესი საჩუქარი:სიცოცხლე და თავისუფლება,სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გადმოვხტებით მეათე სართულიდან თუ ვიცხოვრებთ მეათე სართულზე .... :დდ ცოტა ცუდი და უადგილო შედარებაა ,მაგრამ არსობრივად გამოდგება...

Raebs we're ar mesmis gmerti xocavs xalxs xo gainteresebda rogor gavს dzveli axal agtqmas
An axla ro მogklas ucbad shen xtebi meatedan tu xels gkraven?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jan 29 2016, 02:44 PM
პოსტი #140


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
Raebs we're ar mesmis gmerti xocavs xalxs xo gainteresebda rogor gavს dzveli axal agtqmas
An axla ro მogklas ucbad shen xtebi meatedan tu xels gkraven?

უკაცრავად მაგრამ მე თვითOნ ვერ გავიგე შენ რა დაწერე ეხლა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 08:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი