IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
ართი ვარდი
პოსტი Apr 24 2007, 10:25 PM
პოსტი #141


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ზებედე...... ულოგიკობა იმაში ჩამითვალე რომ, გალობის თემაში სამოსზე დავწერეე? უბრალოდ შენი ძველი პოსტი გამახსენდა , თემაში -''ფანატიზმი'' და ამავე თემაში შენ არ ატეხე შფოთი სამოსზეე.? უბრალოდ მე ავგნიშნე რომ ასეტი ადამიანები არ არიან ფანტიკოსები.
რაც შეეხება ბიზანტიურ გალობას mad.gif სასტიკი წინააღმდეგი ვარ.


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariana
პოსტი Apr 25 2007, 07:45 AM
პოსტი #142


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 10-April 07
წევრი № 1,620



ციტატა
ძირს ფანატიზმი!

ეხ ზებედ მოკლედ ამ ფანატიკოსებს ხომ ვერ მოეშვი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 26 2007, 11:52 PM
პოსტი #143


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



აქ თუ კიდევ ბიზანტიურ გალობაზე წავიდა კამათი გადავხტები მტკვარში biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 27 2007, 12:14 AM
პოსტი #144


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ალექსანდრე @ Apr 26 2007, 07:52 PM) *

აქ თუ კიდევ ბიზანტიურ გალობაზე წავიდა კამათი გადავხტები მტკვარში biggrin.gif


მეიცა მეც მოგყვები biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Apr 28 2007, 12:00 AM
პოსტი #145


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



წავშალე შეურაცხმყოფელი გამოთქმები.

გეყოფათ ხალხო დავიღალე რა, ძველი ჭრილობები თავს მახსენებს.

დროა გაიმიჯნოს ორი თემა:

ბიზანტიური საგალობლები და

ფსევდო-ბიზანტიური საგალობლები (ქართული სიტყვებით).


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 28 2007, 12:09 AM
პოსტი #146


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კიდე მანდა ხართ? biggrin.gif
რაიმე ახალი ხომ არაა ამ საკითხთან დაკავშირებით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 11:56 PM
პოსტი #147


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4






ციტატა
მაგრამ იმათზე რა უნდა ითქვას ვინც ვატოპედის წინამძღვართან საკუთარ მამას უჩივის??


იმათზე არაფერი არ უნდა ითქვას, ბერძენოიდები არიან რა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 3 2007, 01:38 AM
პოსტი #148


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224





უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II შეხვედრა ბერძენ მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისთან


„ქართველმა ხალხმა უნდა იგალობოს ქართული ტრადიციით...“


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: -საღამო მშვიდობისა, როგორ ბრძანდებით?

სტუმარი: -ძალიან კარგად, და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ჩამოვედი საქართველოში, ამჟამად უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც პირველადაა საქართველოში.

პატრიარქი: -საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა; ბერძნებს ძალიან უყვარდათ იგი ყოველთვის და დღესაც უყვართ, მრავალი ბერძენი ცხოვრობდა და ცხოვრობს აქ, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მრავალი მათგანი მიდის საბერძნეთში; მაგრამ მინდა გითხრათ, კვიპროსზე ვიყავი შარშან და აქედან წასულმა ბერძნებმა მითხრეს, დღეებს ვითვლით, როდის დავბრუნდებითო ისევ საქართველოში, ისეთი სიყვარული აქვთ მათ ამ ქვეყნისა.

მე საქმის კურსში ვარ ამ ბიზანტიური გალობის შესახებ, ჩვენ გაგვაჩნია დიდი ტრადიციები საეკლესიო გალობისა და მუსიკის დარგში, და მე ვფიქრობ, რომ ბერძნული მუსიკის ქართულ სიტყვებზე გალობა ცოტა უხერხულია. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთოდ ბიზანტიურ მუსიკას, მაგრამ ყველა ერს თავისი გალობა და თავისი ტრადიციები აქვს. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვესწრებით საბერძნეთში ბერძნულ წირვა- ლოცვას, მთავარი ის არის, რომ ზოგიერთმა მოძღვარმა (მამა ზურაბიც (იგულისხმება სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ზურაბ ანთაძე) მონაწილეა ამაში) ლოცვა-კურთხევის გარეშე წამოიწყო ეს ექსპერიმენტი და მე მუდამ ვახსენებ მათ, რომ მსოფლიო კრებების ერთ-ერთი პირველი და მთავარი კანონი არის ის, რომ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევის გარეშე მართლმადიდებელ ეკლესიაში არაფერი ხდება. აქ თქვენ გექნებათ ქართული გალობის მცოდნე ადამიანებთან შეხვედრა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამან თითქოს განხეთქილება, რაღაც ბზარი შეიტანა ქართველებს შორის, იმათ მომხრეებს შორის, ვინც ქართული ტრადიციით გალობს და ვინც ახლა წამოიწყო ბერძნული გალობა. ეს არის გაუგებრობა, ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენს ეკლესიაში, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალინ ძვირფასია ბერძნებისათვის და ძალიან საჭიროა, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იგალობოს ქართული ტრადიციით, რომელიც უკვე 17 საუკუნის განმავლობაში აქვს; ჩვენ წარსულში გვყავდა მუსიკის ძალიან დიდი მცოდნეები, პატრიარქები, ბერები; ერთი ჯგუფი, მაგალითად, საბერძნეთიდან, ათონის მთიდან დაბრუნდა, მე პირადად ვიცნობდი მამა იოანეს, რომელიც ათეული წლების მანძილზე იმყოფებოდა ათონის მთაზე; მას არასოდეს უთქვამს საქართველოში ბერძნული გალობის შემოტანაზე. ასე რომ, მე ვფიქრობ, თქვენ მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი ბრძანდებით და გესმით, რომ მთავარია ეკლესიის კეთილდღეობა, მთლიანობა, მშვიდობა. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა?

სტუმარი: -მინდა პატივისცემით მივმართო მის უწმიდესობას, მე ყურადღებით მოვისმინე, რაც ბრძანეთ, მადლობელი ვარ, რომ მან მიმიღო ამ შეხვედრაზე, მაგრამ მინდა განვუმარტო ჩემი მდგომარეობა, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. ჩემი ინიციატივა არ იყო ის, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი ბიზანტიური მუსიკის სასწავლებლად. ერთი წლის წინ მოვისმინე თხოვნა ქართველი ქრისტიანებისა, კერძოდ, მამა ზურაბისა, რომლებმაც მთხოვეს, რომ თუ შემიძლია, მათ უკეთესად ავუხსნა ბიზანტიური მუსიკა, რომელსაც ათონზე ისმენდნენ, აგრეთვე კასეტებიდან ისმენდნენ. პირველად ჩემი ჩამოსვლა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ბევრი საქმე მქონდა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ბიზანტიური მუსიკა, მე ამიხსნეს, რომ ორი წლის განმავლობაში უსმენდნენ კასეტებს, ჩანაწერებს, იწერდნენ საგალობლებს ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე, რომ ყველას ერთად ეგალობა. უბრალოდ, მინდოდა, მათთვის ამეხსნა, როგორ იწერება ეს ბიზანტიური მუსიკა, როგორია ეს ბიზანტიური ხმები, მათი გამოხატულება, რომ უკეთესად გაერკვნენ. ბიზანტიური მუსიკა იმდენად დიდი ხელოვნებაა, რომ შეუძლებელია, 5-6 დღეში ვინმემ შეძლოს მისი სწავლება. ამიტომ მთხოვეს, რომ ჩამოვსულიყავი. არ ვიცოდი ის პრობლემა, რაც არსებობდა მორწმუნეებს შორის, საღვთისმსახურო პრობლემასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა თქვენი ეკლესიისაა და მჯერა, რომ თქვენი სიბრძნით იგი მშვიდობიანად გადაწყდება. ნება დამრთოს მისმა უწმიდესობამ, რომ ვთქვა ჩემი მოსაზრება. ხელოვნების საკითხები, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, ამ შემთხვევაში მუსიკა, ძალდატანებით არ ვრცელდება, არამედ ერი, რომელიც მას ისმენს, ან ანიჭებს მას უპირატესობას, ან - არა. ამ შემთხვევაში ტრადიცია ძალიან პატივსაცემია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გარკვეული წლების მანძილზე ექნებათ; ეს პრობლემა სხვა ხალხებსაც აქვთ და ჩვენც გვაქვს საბერძნეთში. თავისუფალ დროში ვცხოვრობთ, თავისუფლად გადავადგილდებით სხვადასხვა ქვეყანაში, და კასეტების თავისუფლად მოსმენის შესაძლებლობაც გვაქვს, და გადაწყდება ეს პრობლემა, თუ რომელ მუსიკალურ ტრადიციას უნდა გაჰყვეს თქვენი ხალხი.

პატრიარქი: -ეს გადაწყვეტილია უკვე, მაგას გადაწყვეტა არ სჭირდება, მამა ზურაბს თუ უნდა, რომ ისწავლოს, არავინ არ უშლის, ასწავლოს საკუთარ შვილებს ოჯახში, მაგრამ ეკლესიაში გალობა - ეს სულ სხვაა.

სტუმარი: -გეთანხმებით, თუ საკითხი ასე დგას, მე აღარ ჩამოვალ, მაგრამ ჩემს გარეშე ეს ხალხი თვითონ ისწავლის ამას და თვითონ გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს.

პატრიარქი: -არა, უბრალოდ, თქვენ არ უნდა შეუწყოთ ხელი ამ გაუგებრობას, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო სხვაგვარი ქვეყანაა, რომ ეს რუსეთში და სხვა სლავურ ქვეყნებში შეიძლება კიდევ ითქვას, იმიტომ, რომ იქ ახალი ტრადიციებია; მე მომისმენია ამერიკაში, იქაც სულ ახალი ტრადიციებია მართლმადიდებლობისა. ჩვენთან, სადაც უკვე 17 საუკუნეა სახელმწიფო რელიგია და გამომუშავებულ-დადგინებულია ეს ტრადიციები და საუკეთესო პროფესორები და მცოდნეები ჰყავს საქართველოს მუსიკის, მათ შორის, ბერძნული მუსიკისაც, აქ ცოტა უხერხულიცაა, რომ უცხო, იგივე საბრძნეთიდან შემოიტანოთ გალობა და ასწავლოთ ხალხს. ასე რომ, ჩვენ თუ დაგვჭირდება, ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ბერძნული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვასწავლოთ ბერძნებს ბერძნული ენა, იმიტომ, რომ პონტოელი ბერძნებია და არ იციან ბერძნული ენა, ასევე მე მინდა, რომ ბერძნებმა ისწავლონ ეს ბერძნული, ბიზანტიური გალობა და ჩვენ პირიქით, ხელს შევუწყობთ მათ. მაგრამ ქართველებმა რომ დატოვონ თავისი წარსული, 17 საუკუნის ტრადიცია და ახლა დაიწყონ ბერძნულად გალობა, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ.

სტუმარი: მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებას, არ მინდა მონაწილეობა მივიღო ამ გალობის გამოცვლაში, თუ ასეა საქმე, მაშინ ჩემი თბილისში ყოფნის ფუნქციაც აღარ არის და მეორედაც აღარ ჩამოვალ. არანაირად არ მინდა, რომ ხელი შევუწყო ამ პრობლემის გამწვავებას.



P.S. ძალიან მიყვარს ჩვენი სულიერი წინამძღვარი. უფალმა გააძლიეროს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 3 2007, 03:31 AM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



natia83
ციტატა
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II შეხვედრა ბერძენ მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისთან

„ქართველმა ხალხმა უნდა იგალობოს ქართული ტრადიციით...“


ეს ტექსტი უკვე იმდენჯერ მაქვს გადაკითხული ლამის დავიზეპირე biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 3 2007, 09:29 AM
პოსტი #150


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715






ჯამბაკური
ციტატა
რაზედაც მიიღო საკადრისი პასუხი (ცალ-ცალკე). გაეგზავნა წერილი (ბერძნულად!!!) პირველი რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობისაგან და მეორე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითსაგან.
ამ წერილების ასლები დაცულია საპატრიარქოს გალობის ცენტრში.



ჯამბაკურ, ამ წერილების წაკითხვა ჩვენ არ შეგვიძლია? ანუ სადმე ხომ არ იყო გამოქვეყნებული, ან სენ ხომ არ შეგიძლია დადო?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 4 2007, 12:40 AM
პოსტი #151


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ოეეეეეეეეე

აქ კიდევ არიან ბიზანტიაში ჩარჩენილებიიიი?????!!! ohmy.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 4 2007, 12:45 AM
პოსტი #152


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ოეეეეეეეეე

აქ კიდევ არიან ბიზანტიაში ჩარჩენილებიიიი?????!!!


ვაჰაჰჰაჰა, ვეღარ დომინანტობენ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 4 2007, 12:55 AM
პოსტი #153


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



wink.gif დომინანტობენ კი არა ჩაყარო უნდა ერთად ყველა, ან გამოკეტო სადმე და მანამდე ასმენინო ნამდვილი ძველი ქართული გალობა და აკითხო ჩვენი გალობის ისტორია სანამ ჭკუაზე არ მოეგებიან tongue.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 4 2007, 01:05 AM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დომინანტობენ კი არა ჩაყარო უნდა ერთად ყველა, ან გამოკეტო სადმე და მანამდე ასმენინო ნამდვილი ძველი ქართული გალობა და აკითხო ჩვენი გალობის ისტორია სანამ ჭკუაზე არ მოეგებიან


ხელს ვაწერ laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 11:40 AM
პოსტი #155


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(N. R. @ May 4 2007, 12:55 AM) *

wink.gif დომინანტობენ კი არა ჩაყარო უნდა ერთად ყველა, ან გამოკეტო სადმე და მანამდე ასმენინო ნამდვილი ძველი ქართული გალობა და აკითხო ჩვენი გალობის ისტორია სანამ ჭკუაზე არ მოეგებიან tongue.gif


ჩემის აზრით ასეთი საქციელით ჭკუაზე კი არ მოვლენ არამედ განმტკიცდებიან "ბიზანტიური გალობის ჭეშმარიტებაში" biggrin.gif ერთმა ბერძნოიდმა შემომჩივლა-ჩვენ გვდევნიანო და დაამატა "ნეტარ იყვნენ დევნულნი............." ნუ რა ვქნათ, ზოგი ასე უბერავს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 4 2007, 01:09 PM
პოსტი #156


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(ეკუმენისტი @ May 4 2007, 11:40 AM) *

ჩემის აზრით ასეთი საქციელით ჭკუაზე კი არ მოვლენ არამედ განმტკიცდებიან "ბიზანტიური გალობის ჭეშმარიტებაში" biggrin.gif ერთმა ბერძნოიდმა შემომჩივლა-ჩვენ გვდევნიანო და დაამატა "ნეტარ იყვნენ დევნულნი............." ნუ რა ვქნათ, ზოგი ასე უბერავს biggrin.gif

მდაააა

ეგ დრო მეც მახსოვს მაგასაც რომ უბერავდნენ, იოანე ოქროპირის მოღვაწეობასაც კი ადარებს ზოგიერთი თავის ,,დევნულ სიცოცხლეს"


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 06:31 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(N. R. @ May 4 2007, 12:09 PM) *

მდაააა

ეგ დრო მეც მახსოვს მაგასაც რომ უბერავდნენ, იოანე ოქროპირის მოღვაწეობასაც კი ადარებს ზოგიერთი თავის ,,დევნულ სიცოცხლეს" tongue.gif
ეკუმენისტი
ისე იქნებ განმიმარტოთ თქვენი ნიკი? rolleyes.gif


მე ის დრო მახსოვს, იოანე დამასკელის სასწაულს რომ იხსენებდნენ ყოველთვის ბიზანტიური გალობის გამო, თითქოს ღვთისმშობელმა იოანეს უთხრა საქართველოშიც ბიზანტიურად იგალობონო biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MELOMAN
პოსტი May 5 2007, 09:16 PM
პოსტი #158


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,810



რა მონოდია რის მონოდია ხალხო! smile.gif ქართველნო გაახილეთ თვალები.ჩვენმა წინპრებმა ყოველგვარი ჩაწერის გარეშე მოიტანეს დღემდე ჩვენი მრავალხმიანობა,რა დროს ბიზანტიური გალობაა???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 7 2007, 04:54 PM
პოსტი #159


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(MELOMAN @ May 5 2007, 09:16 PM) *

რა მონოდია რის მონოდია ხალხო! smile.gif ქართველნო გაახილეთ თვალები.ჩვენმა წინპრებმა ყოველგვარი ჩაწერის გარეშე მოიტანეს დღემდე ჩვენი მრავალხმიანობა,რა დროს ბიზანტიური გალობაა???

ესმის საგანი smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 8 2007, 05:49 AM
პოსტი #160


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(N. R. @ May 7 2007, 03:54 PM) *

ესმის საგანი smile.gif


პატარა ქართველო "საგანი ესმის კი არა" დირიჟორია ეგ კაცი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 01:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი