IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

49 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
კანუდოსელი
პოსტი May 15 2007, 12:58 PM
პოსტი #261


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეგრი @ May 14 2007, 11:16 PM) *

ყოველთვის არ არსებობდა=შემოქმედი ყავს???????????? გადასვლა ხომ არ აკლია?



აქ საზღვარია მეცნიერების, რადგან კოსმოლოგიური თანამედროვე მოდელების თანახმად, დიდი აფეთქების მიღმა ფიზიკური კანონები არ მოქმედებენ, უ.ს. კანონები არ არსებობენ,რადგან დიდ აფეთქებამდე არ იყო დრო და სივრცე, ანუ ის, რითიც მეცნიერება ოპერირებს

აქ იძულებული ხარ თქვა, რომ მეცნიერების ზღვარს მიადექი.
რაც შეეხება შენს ტოლობას, მე მას არ ვწერ, მე მხოლოდ გარკვეულ მინიშნებას ვაკეთებ, რომ ეს რაღაცის მიმანიშნებელია, რადგან ბიბლიაში წერია რომ ყოველივე შეიქმნა ღმერთის მიერ, ყოველივე არა მარტო მატერია, არამეტ თავად სიცარიელეც და დროც და იგივეს ამბობს მეცნიერება...მე ამ ორი თეზისის თანხვდენა მაკვირვებს

რაც შეეხება დიდ აფეთქებამდე კატეგორიას, აქ იძულებული ხარ ფილოსოფიის ენას მიმართო. ანუ ვამბობთ ასე: მიზეზი არ ვიცით რა არის, მაგრამ მიზეზი არის სივრცე დროის მიღმა მყოფი კატეგორია - ფილოსოფიაში ამას ეწოდება ღმერთი
პ.ს.
ეხ ეგრი-ჯან, ფილოსოფიაში უნდა გაიწაფო, რას იზამ...ისეთ საკითხებს შეეჭიდე რო...

ციტატა(Dulos @ May 15 2007, 11:35 AM) *

ტყუილად გაქვთ იმედი, რომ ჯოჯოხეთში მიხილავთ, ძალიან სცდებით.


ეს მე დავწერე?
თანაც თავაზიანობას ჩემს მიმართ არც გთხოვთ,არამედ კაიროსის მიმართ, რომელიც ცინიკურად მოიხსენიეთ...

ციტატა(Dulos @ May 15 2007, 12:48 PM) *

ეს ორი რამ, რომ სახარების ენაზე შეუთავსებელია?


მართლა? პეტრეც ეგრე ფიქრობდა, დარწმუნებული იყო, მარა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 15 2007, 03:42 PM
პოსტი #262


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
ეს მე დავწერე?


თქვენ არც ხართ ადრესატი


ციტატა
თანაც თავაზიანობას ჩემს მიმართ არც გთხოვთ,არამედ კაიროსის მიმართ, რომელიც ცინიკურად მოიხსენიეთ...


აბა მაშინ ვლანძღოთ ერთმანეთი? არ მესმის ამასთან რა გაქვთ საწინააღმდეგო?
კაიროსი საკუთარ თავზე თავად ილაპარაკებს და დაიცავს. არ გაუჭირდება.


ციტატა
მართლა? პეტრეც ეგრე ფიქრობდა, დარწმუნებული იყო, მარა....


სიტყვებზე უნდა გენდოთ? სად ფიქრობდა პეტრე?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 15 2007, 04:28 PM
პოსტი #263


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 15 2007, 03:42 PM) *

სიტყვებზე უნდა გენდოთ? სად ფიქრობდა პეტრე?


როდესაც დარწმუნებული იყო რომ იესოს არ უღალატებდა

ციტატა(Dulos @ May 15 2007, 03:42 PM) *

თქვენ არც ხართ ადრესატი


მაგარი გამოსავალია...
და რახან მე არ ვარ ადრესატი, ე.ი. დარწმუნება შეიძლება?
რაღაც ლოგიკაში ვერლავეს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 15 2007, 05:38 PM
პოსტი #264


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
როდესაც დარწმუნებული იყო რომ იესოს არ უღალატებდა


ეს არის უდიდესი სისულელე!!! ამ შემთხვევის გადარჩენასთან დაკავშირება ბიბლიის უცოდინრობაა. შეიძლება ხვალ არ ვიცოდე რა მოხდება, ეს ბუნებრივიცაა, მე ღმერთი არა ვარ. მსაგავსი ცოდნა მხოლოდ ღმერთისთვის არის ცხადი. მაგრამ სულ სხვაა საბოლოო ხვედრზე ლაპარაკი. არაერთი მაგალითი არსებობს წმიდა წერილში, რომ ეს დარწმუნება გაგვაჩნდეს. და ვისაც არ გააჩნია, უბედური ადამიანია! მთელი ცხოვრება უძღვნის რაღაცას და ვერც კი გაუგია რა მოელის ბოლოს. მაშIნ რა დარწმუნებული ხარ, რომ თქვენს მიერ აღიარებული წმიდანები ზეცაში არიან? საიდან იცი, რომ ზეცაში მოხვდნენ? ის არ იცი, შენ მოხვდები თუ არა და სხვაზე რაღა გეცოდინება, როგორ შეგიძლია დაამტიკიცო? ვინმემ ნახა ისინი ზეცაში, თუ დედამიწაზე ყოფნით შეიძლება ამის განსაზღვრა?

თუ გინდა არაერთ ადგილს დაგიწერ ბიბლიიდან, რომლებიც დაგეხმარება, რომ ეს რწმენა გაგაჩნდეს!!! მაგრამ ჯერ ებრაელთა მე-11 თავი წაიკითხე!!!

უკუნისამდე იცოცხლეთ

პატივისცემით დულოსი






ციტატა
მაგარი გამოსავალია...



ეგღა მაკლია რაღაცისაგან ტავი დავიძვრინო. თქვენ არ მოგმართავთ და სხვის მაგივრათ რას მელაპარაკებით?


ციტატა
და რახან მე არ ვარ ადრესატი, ე.ი. დარწმუნება შეიძლება?


გინდ შენ იყო ადრესატი, გინდ არა! დარწუმენბა შეიძლება და მილიონობით ადამიანი არის ამაში დარწმუნებული. იცი რატომ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 15 2007, 05:49 PM
პოსტი #265


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 15 2007, 05:38 PM) *

ეს არის უდიდესი სისულელე!!! ამ შემთხვევის გადარჩენასთან დაკავშირება ბიბლიის უცოდინრობაა. შეიძლება ხვალ არ ვიცოდე რა მოხდება, ეს ბუნებრივიცაა, მე ღმერთი არა ვარ. მსაგავსი ცოდნა მხოლოდ ღმერთისთვის არის ცხადი. მაგრამ სულ სხვაა საბოლოო ხვედრზე ლაპარაკი. არაერთი მაგალითი არსებობს წმიდა წერილში, რომ ეს დარწმუნება გაგვაჩნდეს. და ვისაც არ გააჩნია, უბედური ადამიანია! მთელი ცხოვრება უძღვნის რაღაცას და ვერც კი გაუგია რა მოელის ბოლოს. მაშIნ რა დარწმუნებული ხარ, რომ თქვენს მიერ აღიარებული წმიდანები ზეცაში არიან? საიდან იცი, რომ ზეცაში მოხვდნენ? ის არ იცი, შენ მოხვდები თუ არა და სხვაზე რაღა გეცოდინება, როგორ შეგიძლია დაამტიკიცო? ვინმემ ნახა ისინი ზეცაში, თუ დედამიწაზე ყოფნით შეიძლება ამის განსაზღვრა?

თუ გინდა არაერთ ადგილს დაგიწერ ბიბლიიდან, რომლებიც დაგეხმარება, რომ ეს რწმენა გაგაჩნდეს!!! მაგრამ ჯერ ებრაელთა მე-11 თავი წაიკითხე!!!

უკუნისამდე იცოცხლეთ

პატივისცემით დულოსი
ეგღა მაკლია რაღაცისაგან ტავი დავიძვრინო. თქვენ არ მოგმართავთ და სხვის მაგივრათ რას მელაპარაკებით?
გინდ შენ იყო ადრესატი, გინდ არა! დარწუმენბა შეიძლება და მილიონობით ადამიანი არის ამაში დარწმუნებული. იცი რატომ?


ეხ, მოკლედ ლოგიკაში მაგრად მძიმედ ხარ...

მე პირდაპირ კი არ ვაკავშირებ, არამედ გეუბნები, რომ დარწმუნებული ადამიანი ვერ იქნები შენი ხვედრის შესხებ, რადგან:

1. ხვედრი დამოკიდებულია ღმერთის წყალობაზე, რაც საიდუმლოა

და

2. შენს ქმედებებზე, ქრისტიანულ ცხოვრებაზე

სამოთხეში მოხვედრა ორის ერთმანეთთან შერწყმით ხდება, ე.ი. თუ იცხოვრებ ქრისტიანულად, მაგრამ საქმე იმაშია რომ ქრისტიანული ცხოვრების აბსოლუტური რწმენა,ანუ, რომ არ ჩავიდენ არასოდეს არაფერს ცუდს და უფრო მეტიც, საშინელს, არაა სწორი, რადგან პეტრესაც ეგონა რომ ყოველთვის იქნებოდა ქრისტესთან, მაგრამ შეცდა.

ახლა შენთან კითხვა:
ამ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ თუ არა, რომ შეიძლება ჩვენც შევცდეთ?
და თუ კი - მაშინ იმისათვის რომ მომდევნოდ ღირსნი აღმოვჩნდეთ სასუფევლისა, საჭიროა თუ არა ისევ დაბრუნება სწორ წიაღში? და დარწმუნებული ვართ რომ სწორ წიაღში დავბრუნდებით ყოველთვის? იუდა ს მაგალითი რაღას გვასწავლის?

ესაა თეოლოგია და არა ციტატების მოყვანა...

ამას გარდა ებრაელთა 11-ე თავი სხვა რამეზე საუბრობს
წმინდანებზე არ ვიტყვი არაფერს....მაგარი ლოგიკაა biggrin.gif
გიმეორებ: მე გეუბნები ჩვენს ხვედრზე, ვინც ჯერ აქ ვართ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 15 2007, 06:30 PM
პოსტი #266


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



Dulos
ციტატა
ტყუილად გაქვთ იმედი, რომ ჯოჯოხეთში მიხილავთ, ძალიან სცდებით. მე ბიბლიიდან გამომდინარე მაინც შემიძლია ვთქვა მე სად მოვხვდები და თქვენ სად, თან იმის არაერთი მოწმობა მაქვს, რომ ბიბლია ცოცხალი ღმერთის ცოცხლაი სიტყვაა. თქვენ კი რის საფუძველზე ასკვნით, რომ სერჟანტობა გაქვთ გარანტირებული? საბედისწერო შეცდომას ხომ არ უშვებთ?

თქვენ რა იცით მე რა წიგნებს ვკითხულობ. ეგების თქვენი ბიბლია და ჩემი "ბიბლია" ერთის ნაკარნახევია?
რახან ვამბობ ზნაჩიტ ვიცი. თქვენი ცოდნის წყაროში ხომ არ გედავებით. მხოლოდ წყაროს. კსტატი იესო რა ადგილიდან ამაღლდა ხომ ვერ მეტყვით? ორივე თეოლოგს მივმართავ.
ციტატა
სასაცილოდ ნამდვილად არ გაქვთ საქმე

აშკარად სხვადახვა რაღაცეებზე გვეცინება. ოღონდ ეჭვი მაქვს მე უფრო ხშირად.
KAIROS
ციტატა
ისე პირველ ნაწილს იზიარებ ( ყოველთვის არ არსებობდა) ეგრის?

პირველ რიგში მოგიწოდებთ ჩემს ნიკს ნუ დაამახინჯებთ. მეორეც მე არაფერს არ ვიზიარებ. ათეისტი სკეპტიკოსი ვარ. უბრალოდ დიდი ასტროფიზიკოსის ნათქვამს გავუკეთე კომენტარი.
კანუდოსელი
ციტატა
აქ იძულებული ხარ თქვა, რომ მეცნიერების ზღვარს მიადექი.
რაც შეეხება შენს ტოლობას, მე მას არ ვწერ, მე მხოლოდ გარკვეულ მინიშნებას ვაკეთებ, რომ ეს რაღაცის მიმანიშნებელია, რადგან ბიბლიაში წერია რომ ყოველივე შეიქმნა ღმერთის მიერ, ყოველივე არა მარტო მატერია, არამეტ თავად სიცარიელეც და დროც და იგივეს ამბობს მეცნიერება...მე ამ ორი თეზისის თანხვდენა მაკვირვებს

ვიცი რომ არ დაწერ ტოლობას. მეც ხომ არ მითქვამს დასწერე მეთქი, მე ვიკითხე, როგორ ფიქრობ ტოლია?
შენი მსჯელობა კი წააგავს ცივილიზაციამდელი ადამიანის მსჯელობას, ელვას ახსნა რომ ვერ უპოვნა და ღმერთს მიაწერა. რატომ არ გინდა, რომ მომავალი თაობის ფილოსოფოსებს დაველოდოთ. მეც გეთანხმები, ამ წერტილის შემდეგ კოსმოლოგებს გაუჭირდებათ. მეცნიერებს ვგულისხმობ, თორემ ეზოთერიკები და სხვა კრიმინალი შარლატანები მშვენიერ ახსნას მოუძებნიან.
ბიბლიასთან თანხვედრა გაკვირვებს? სხვა მითებთან არა? ხომ მშვენივრად მოგეხსენება, რომ ამის მიზეზი შენი არცთუ შორეული წინაპრების რწმენა და შენი დაბადების ადგილია!
ციტატა
ეხ ეგრი-ჯან, ფილოსოფიაში უნდა გაიწაფო, რას იზამ...ისეთ საკითხებს შეეჭიდე რო...

არ შევჭიდებივარ. თქვენ ცდილობთ, რომ შემაჭიდოთ. ჩემი ათეიზმი ღმერთის არარსებობის დამრკიცებიდან არ მოდის. წმინდა წერილში არსებული შეცდომებიდან და სხვადასხვა რელიგია-კონფესიების მეტნაკლები თანაბრობიდან საზრდოობს.

ხო კიდევ. ნუ დაჭამთ ერთმანეთს. ჩემს თავს მოგიძღვნით და ჯიჯგნეთ რამდენიც გინდათ. ოღონდ ზომიერი გამონათქვამებით.
შიგადაშიგ გესტუმრებით. ფორუმ.გე-ზე ვპატიჟებ ვისაც ჯოჯოხეთში შესეირნების არ ეშინია.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 15 2007, 06:45 PM
პოსტი #267


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Dulos
კანუდოსელი
ნუ გაცხარდებით, ძვირფასებო smile.gif
საინტერესოდ საუბრობთ, ოღონდ ცოტა არ იყოს ხანდახან თემას სცილდება ხოლმე და პირადი ურთიერთობების გარკვევას ემსგავსება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 16 2007, 08:07 PM
პოსტი #268


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
ეხ, მოკლედ ლოგიკაში მაგრად მძიმედ ხარ...


აბა მეტი სათქმელი არაფერი გაქვს და სხვა რა უნდა დაწერო?



ციტატა
მე პირდაპირ კი არ ვაკავშირებ, არამედ გეუბნები, რომ დარწმუნებული ადამიანი ვერ იქნები შენი ხვედრის შესხებ


ვინ არის ლოგიკაში ახლა მძიმე? ან მართლაც რომ შორს ხარ ლოგიკიდან ან კალვინისტი ხარ.


ციტატა
1. ხვედრი დამოკიდებულია ღმერთის წყალობაზე, რაც საიდუმლოა

2. შენს ქმედებებზე, ქრისტიანულ ცხოვრებაზე


დ კვლავ: შენი და პავლეს თეოლოგია განსხვავდება ერთმანეთისაგან. სანამ ამის არაერთ არგუმენტს მოგიყვან, მინდა კითხვა დაგისვა: სახარება ანუ კეთილი უწყება რა არის?


ციტატა
სამოთხეში მოხვედრა ორის ერთმანეთთან შერწყმით ხდება


შერწყმით ხდება, ოღონდ არა ისე როგორც ბრძანებ. არამედ ქრისტიანული ცხოვრება შენი სულის დახსნას მოსდევს, შედეგია. ტერმინოლოგიაში რომ არ გავიხლართოთ მოდი ჯერ ისიც განვმარტოთ როდიდან ითვლება ადამიანი ქრისტიანად?

როგორც ჩანს სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, ჯერ გადაჩენის მიღების (სულის ცხონების) პირობაც უნდა მოვიყვანოთ.


ციტატა
ამ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ თუ არა, რომ შეიძლება ჩვენც შევცდეთ?


ის, რომ მორწმუნე ადამიანი შეიძლება შეცდეს, სამწუხაროდ ჭეშმარიტებას შეესაბამება. ერთადერთი ვინც მოვიდა ცოდვილ დედამიწაზე და საკუთარი ცოდვის გარეშე წავიდა, იყო იესო ქრისტე. მის გარდა გარდაცდომა ყველას მოსვლია და მოსდის. ამის მიზეზებზე ლაპარაკი შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ არ ვართ სრულყოფილნი ჯერ, ვცოვრობთ დაცემულ და წყევლის ქვეშ მყოფ ქვეყანაზე, სადაც ცოდვა და სიკვდილი ბატონობს და ა.შ.
შეცდომა მოგვდის, მაგრამ ამით არ მთავრდება: იმედი კიდევ რჩება.


ციტატა
მაშინ იმისათვის რომ მომდევნოდ ღირსნი აღმოვჩნდეთ სასუფევლისა, საჭიროა თუ არა ისევ დაბრუნება სწორ წიაღში?


ანუ მონანიება ამ ცოდვის. როდესაც ადამიანი ცოდვას ინანიებს, ღმერთი ამ ცოდვას აღარ იხსენებს. ამას თავად მადლით და წყალობით აღსავსე გვეუბნება, რომ როდესაც შენს ცოდვას მოინანიებ, იგი მათ აღარ გაიხსენებს; განგაშორებს ისე, როგორც დასავლეთია აღმოსავლეთისაგან განშორებული (იმედია იცით სადაც წერია ეს სიტყვები). მაგრამ როდესაც ვცოდავთ, რჩება იმის იმედი, რომ თუ მოვინანიებთ წრფელად მაშინ ის გვაპატიებს. გახსოვთ ალბათ,როდესაც უფალი შემცოდე ადამიანის შესახებ ლაპარაკობს: "დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე" (ლუკ.17:4). რას ნიშნავს ეს ადგილი? როგორც ვახსენეთ იესო ღმერთის ხორცშესხმული სიტყვაა და მასში ვიხილეთ, თუ როგორია ღმერთი! როდესაც ამ მცნებას აძლევდა მოწაფეებს, ამით ღმერთის ბუნებას აჩვენებდა. რამდენჯერაც მოინანიებ, იმდენჯერ გაპატიებს. ეს არ უნდა გვაძლევდეს ცოდვასთან თამაშის უფლებას. ვინაიდან ამაზეც წერია გასაგებად იგივე ებრაელთა წერილში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 16 2007, 08:20 PM
პოსტი #269


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
დარწმუნებული ვართ რომ სწორ წიაღში დავბრუნდებით ყოველთვის?


მონანიება ღმერთის ნიჭია, სულიწმიდის მხილება იწვევს ადამიანში ამის სურვილს და არა ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით ირჩევს. რაზე ლაპარაკობს პავლე მოციქული როდესაც სულიწმიდის ჩაქრობას ახსენებს? სულიწმიდა გველაპარაკება და მის ხმას და მხილებას როდესაც ვუსმენთ ეს იწვევს ჩვენში მონანიების სურვილს. იუდას მაგალითზე დავამთავრებ ამ აზრს.

ციტატა
იუდა ს მაგალითი რაღას გვასწავლის?


რატომ შესძლო პეტრემ მონანიება და რატომ ვერ შესძლო ამის გაკეთება იუდამ? დაწერილია, რომ იუდამ თავისი საქციელი ინანა, მაგრამ მონანიებით ვერ მოინანია. არის განსხვავება სინანულსა და მონანიებას შორის. ეს ამის კარგი მაგალითია.
იუდას დიდი ხნის განმავლობაში ცოდვასთან "მეგობრობა" აკავშირებდა. მას ჰქონდა მინდობილი ე.წ. ყულაბა ანუ რა ფინანსებიც გააჩნდათ მოწაფეებს და ვკითხულობთ, რომ იპარავდა იქიდან ფულს. ამაში დევს სწორედ იუდას სისუსტის მიზეზიც, თუ რატომ ვერ შესძლო მონანიება. ის შეგუებული იყო ამ ცოდვას; კმაყოფილი იყო ამით რასაც აკეთებდა. დარწმუნებული ვარ ამხელდა მასაც სულიწმიდა, მაგრამ მან არ უსმინა მის ხმას. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ უფალი ღმერთი არაერთხელ იძახის: არ მსურსო ცოდვილის დაღუპვა! ასეთია ჩვენი შემოქმედის ნება და სწორედ ამისათვის წარმოგზავნა თავისი ძე და ჯერ კიდევ მაშინ შეგვირიგა, სანამ ამ ქვეყანას მოვევლინებოდით.
ამაშია მთელი დედააზრი და განსხვავება პეტრესა და იუდას შორის, რაც ჩვენთვისაც მაგალითი უნდა იყოს დღეს! შეიძლება შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ არ უნდა ეგუებოდე და ეჩვეოდე. თუ ადრე სცოდავდი და ამით ამაყობდი, დღეს იგივე ცოდვა შეიძლება ჩაიდინო, მაგრამ შენი დამოკიდებულება უკვე იგივე არ უნდა იყოს. ვიღაცას უთქვამს: "ადრე ცოდვას მივდევდი და ის გარბოდა, ახლა მე გავრბივარ და ცოდვა მომდევსო". უნდა ცრემლებით და მუხლებზე დგომით ვედრებით სთხოვო უფალს პატიება და ის გაპატიებს, ვინაიდან ერთგული და მართალი რჩება.
რა ცდუნებაც გააჩნდა იუდას, იმან დაღუპა ბოლოს, იმიტომ რომ შეეგუა ამ ცოდვას. მაგრამ თუ არ ეგუები სულიწმიდა მისგან გაწმედაში აუცილებლად დაგეხმარება. ასეც წერია: "გაპატიებთ და გაგწმედთ ყოველგვარი უმართლობისაგან". ავიღოთ დავითის მაგალითი. ცოდვაში ჩავარდა (არაერთხელ. თანაც როგორში). მაგრამ მხილებას ყოველთვის ღებულობდა და ინანიებდა. რა აკეთებდა იუდა და რა გააკეთა პეტრემ? გრამატიკიდან გამომდინარე გასაგებია. ანუ "რას აკეთებდა" - წარსული განგრძობითი დრო, "რა გააკეთა" - წარსული სრული დრო. ამაში დიდი განსხვავებაა.

ამის თქმა შემიძლია ამ საკითხების გარშემო მოკლედ.

სანამ საწინააღმდეგო კომენტარს გაუკეთებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი კომენტარი წმიდა წერილიდან გამომდინარეობს და საფუძვლიანია. მე ყველაფერი ბიბლიიდან დავწერე და თუ ამის შემდეგ ბიბლიიდან საწინააღმდეგოს მოყვანას შესძლებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ კომენტარს თუ ბიბლიიდან იქნება.

უკუნისამდე იცოცხლეთ

პატივისცემით

დულოსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 16 2007, 11:46 PM
პოსტი #270


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნუ გაცხარდებით, ძვირფასებო
საინტერესოდ საუბრობთ, ოღონდ ცოტა არ იყოს ხანდახან თემას სცილდება ხოლმე და პირადი ურთიერთობების გარკვევას ემსგავსება.


ვეთანხმები დავითს, თემა რომ გავხსენი მართლაც ამართლებს იმედებს, მაგრამ არ გინდათ ზედმეტი ცხარე ლაპარაკი, ავნებს დიალოგსაც და მხოლოდ დაძაბულება შემოაქვს...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 17 2007, 10:50 AM
პოსტი #271


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 16 2007, 08:07 PM) *

იმედი კიდევ რჩება.


აბა მე რას ვამბობ?
იმედი და არა დარწმუნება, რომ რადგან მოვინათლე ჰარი არალო გავმართო და თავი უკვე სასუფევლის გარანტირებულ კლიენტად ჩავთვალო.

მე ბიბლიის ტექსტების ანალიზს გთავაზობ და არა უბრალოდ მათ მოყვანას.
შენთან კითხვა:
1. ახალი აღთქმის გაფრთხილებები, მარტო იმ ადამიანებისთვის იყო, თუ კონკრეტულად შენთვისაც და ჩემთვისაც?
2. რატომ გვაფრთხილებს უფალი? იმიტომ რომ უსათუოდ ხსნილები ვართ, თუ სწორედ იმიტომ,რომ ჩვენი ხვედრი ცალსახად განსაზღვრული არაა?

3. რა აზრი აქვს გაფრთხილებას, თუ ქრისტიანი ადამიანი, მხოლოდ სტატუსის გამო არის ხსნილი? (კალვინისტი მიწოდე და მგონი შენ ამბობ კალვინისტური იდეას მცირე პერეფრაზირებით)

და კიდევ ერთი:
4. მრავალი მოვლენ და მეტყვიან....-ალბათ გახსოვს რომელი ციტატაა, ხოდა შენთან კითხვა, ეს სიტყვები ქრისტიანებს არ ეხებათ?

ახლა მარტივი კითხვა: იქ სადაც გაფრთხილებაა, არის თუ არა შანსი დაცემის? თან ისეთ გაფრთხილებაზეა საუბარი, რომ გარესკნელზე აკეთებს პარალელს იესო, ამიტომ დაცემა და თან როგორი-საუკუნო ხვედრით. აქვე პარალელი იმ ქალწულებთან, რომლებიც გარეთ დარჩნენ...

მოკლედ შენ შენს თავს არ მიათვლი ამ გაფრთხილების ადრესატად?
თუ არა, მაშინ ნახვამდის
თუ კი, მაშინ ამიხსენი როგორ გესმის შენდამი თქმული გაფრთხილება, რომ შეიძლება აღმოჩნდე გეენის ცეცხლში?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 17 2007, 11:01 AM
პოსტი #272


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 16 2007, 08:07 PM) *

ვინ არის ლოგიკაში ახლა მძიმე? ან მართლაც რომ შორს ხარ ლოგიკიდან ან კალვინისტი ხარ.


კალვინისტები ამბობენ რომ ხვედრის შესახებ დარწმუნებულნი არიან (და კიდევ ბევრ სისულელესაც ამასთან ერთად)
მე ვამბობ მაგას თუ შენ? biggrin.gif
მდაააა
მითხარი: შენ შენს ხვედრში დარწმუნებული ხარ?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 21 2007, 10:57 AM
პოსტი #273


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



გამარჯობათ ძვირფასო ფორუმელებო.
ვიკენდის შემდეგ გიერთდებით. როგორც ვხედავ აქ დულოსისა და კანუდოსელის რინგია smile.gif

აბა მეც შემოგიერთდებით.

ისე დათიკოს გაფრთხილებას ვეთანხმები wink.gif

კანუდოს, ძველ ნაწერებს შევეშვები და ბოლო პოსტებიდან გავაგრძელებ თქვენის ნებართვით.

QUOTE
1. ახალი აღთქმის გაფრთხილებები, მარტო იმ ადამიანებისთვის იყო, თუ კონკრეტულად შენთვისაც და ჩემთვისაც?

გაფრთხილება ყველასათვის იყო და არის. მაგრამ ეს გაფრთხილება არ გვაძლევს იმის ეჭვის საბაბს, რომ ღმერთმა დაგვიხსნა.
გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ღმერთს უფრო მეტად უნდა ჩვენი გადარჩენა, ვიდრე ჩვენ. და ღმერთმა ამისათვის საკუთარი ძე გაწირა და ”მასთან ერთად ყველაფერს არ გვაჩუქებს”

ბიბლია, მარტომ გაფრთხილებებს კი არ გვაძლევს, ის გვასწავლის, რომ როგორ არ შევცოდოთ, ხოლო თუ მაინც შევცოდეთ, გვასწავლის მონანიებას. ანუ მოკლეთ გვასწავლის გადარჩენის იმედში ცხოვრებას.
ისე ერთ მუხლს გავიხსენებ გაფრთხიელბებთან დაკავშირებით.
1იოან.2:1-2
1. შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი. 2. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.


QUOTE
2. რატომ გვაფრთხილებს უფალი? იმიტომ რომ უსათუოდ ხსნილები ვართ, თუ სწორედ იმიტომ,რომ ჩვენი ხვედრი ცალსახად განსაზღვრული არაა?

ჩვენი ხვედრი ცალსახად განსაზღვრული ნამდვილად არაა.
გადარჩენის ბიბლიური მოძღვრება არ ასწავლის ცალსახად განსაზღვრებაზე. არამედ ის ასწავლის, რომ ღმერთმა უკვე ”გვიხსნა” ცოდვის შედეგისაგან - ჯოჯოხეთისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება ჩვენი უგუნურებით ისევ არ გადავეშვათ, ჯოჯოხეთის ზღვისაკენ მიმავალ მდინარეში.
ეს იმას გავს, რომ ღმერთმა მე მიხსნა სიგარეტის მონობისაგან, რაშიც 1000% დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის შანსი კვლავ დავიწყო მოწევა. მაგრამ ეს უკვე ჩემი გადაწყვეტილებაა.
წეღან ხაზი გავუსვი სიტყვა ”გვიხსნა”, რომელიც აწმყოშია და არა მომავალ ფორმაში, აი ზოგიერთი მუხლი იმ მრავალთაგან, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული.

ტიტ.3:5. არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,

2ტიმ.1:9. რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,

ეფ.2:8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს

QUOTE
3. რა აზრი აქვს გაფრთხილებას, თუ ქრისტიანი ადამიანი, მხოლოდ სტატუსის გამო არის ხსნილი? (კალვინისტი მიწოდე და მგონი შენ ამბობ კალვინისტური იდეას მცირე პერეფრაზირებით)

ამაზე უკვე ვუპასუხე მგონი smile.gif

QUOTE
4. მრავალი მოვლენ და მეტყვიან....-ალბათ გახსოვს რომელი ციტატაა, ხოდა შენთან კითხვა, ეს სიტყვები ქრისტიანებს არ ეხებათ?


კი რა თქმა უნდა ქრისტიანებს ეხებათ.
მაგრამ ამით იესოს იმის თქმა კი არ უნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მას ემსახურებიან - უცებ შეიძლება იესოს ”დაავიწყდეს” (”არ გიცნობთ მოქმედო ურჯულოებისა”). ეს მისი მხრიდან დიდი უსამართლობა იქნებოდა.
არამედ იესო ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ გადარჩენილი ცხოვრებით ცხოვრება ღმერთის დიდებულ მსახურებაზე არ არის დამოკიდებული. არამედ გადარჩენილი ცხოვრება აისახება ადამიანი ღვთისმოშიშებაზე. ისევე, როგორც იუდაც იყო გაგზავნილი ერთ დროს და ალბათ ქრისტეს სახელით ავადმყოფებსაც კურნავდა, მაგრამ ვერ მიიღო ხსნა, იმიტომ, რომ ის არ ცხოვრობდა გადარჩენილის ცხოვრებით. ის ქურდობდა.

QUOTE
თუ კი, მაშინ ამიხსენი როგორ გესმის შენდამი თქმული გაფრთხილება, რომ შეიძლება აღმოჩნდე გეენის ცეცხლში?

ისე მე მგონი ეს კითხვები დულოსს ეკუთვნის, მაგრამ რა მოხდა მეც რომ პასუხებს ვცემ? wink.gif
ჩემდამი გაფრთხილება ისე მესმის, რომ შეიძლება აღმოვჩნდე გეენის ცეცხლში თუ..............


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2007, 11:07 AM
პოსტი #274


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ძირითადში ისევე დაწერე,როგორც მე...ცხადია ეგრეა, მაგრამ მე რომ სხვა კითხვა დავსვი?


ახლა დრო არ მაქვს და მოკლედ გიპასუხებამაზე:
ციტატა(alex_b @ May 21 2007, 10:57 AM) *

მაგრამ ამით იესოს იმის თქმა კი არ უნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მას ემსახურებიან - უცებ შეიძლება იესოს ”დაავიწყდეს” (”არ გიცნობთ მოქმედო ურჯულოებისა”). ეს მისი მხრიდან დიდი უსამართლობა იქნებოდა.
არამედ იესო ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ გადარჩენილი ცხოვრებით ცხოვრება ღმერთის დიდებულ მსახურებაზე არ არის დამოკიდებული.


ერთი ნიუანსი გამოგრჩა მხედველობიდან: ვინც მას ემსახურება - იესოს ნამდვილად არ დაავიწყდება, ვინაიდან მან იცის,თუ ვინ ემსახურება წეშმარიტად, მაგრამ საქმე იმაშია, ჩვენ თუ ვიცით (გაგახსენებ - რამეთუ არ იცით როგორ ილოცოთ-ო)?

და ის ფაქტი, რომ იესოს მიმართავენ სიტყვებით: "განა არ გმსახურებდით" მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ადამიანი დარწმუნებული იყოს იმაში რომ მართლაც მსახურეს უფალს, სინამდვილეში კი გეენის მსახური იყოს...აი ამაზე ვამბობ მე...
პ.ს.
და ისე კი მე ასე ვთქვათ ვაცხრობ დულოსის აღტკინებას, რომ გინდა თუ არა თვითონ გარანირებული კლიენტია სასუფევლის...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 21 2007, 11:19 AM
პოსტი #275


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
ერთი ნიუანსი გამოგრჩა მხედველობიდან: ვინც მას ემსახურება - იესოს ნამდვილად არ დაავიწყდება, ვინაიდან მან იცის,თუ ვინ ემსახურება წეშმარიტად, მაგრამ საქმე იმაშია, ჩვენ თუ ვიცით (გაგახსენებ - რამეთუ არ იცით როგორ ილოცოთ-ო)?

ეგ ბიბლიური ფრაზა რაღაც მგონი უკონტექსტოდაა მოყვანილი ამ ადგილზე, მოდი ამ ფრაზას მთლიანად დავწერ:

რომ.8:26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა. 27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
აქ პავლე პირველ პირში საუბრობს. ნუთუ პავლემაც არ იცოდა wink.gif ვის ემსახურებოდა?
ისე ჩემ აზრს გეტყვი, რომ აქ საუბარია სულიწმიდის იმ ცხრა ნიჭიდან (1კორ.12:7-10) ერთ-ერთზე, რომელსაც ”ენებით ლაპარაკი” ეწოდებოდა. თუ კარგად წაიკითხავ ალბათ მიხვდები.
ისე დამატებით ერთ მუხლს დავწერ კიდევ ლუკას სახარებიდან, ეს სიტყვები იესოს ეკუთვნის:

ლუკ.11:10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? 12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? 13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
აბა ის ადამიანები, რომლებიც იესოს სახელს მოუხმობენ (საქ.4:12), და ღმერთის სიტყვას ენდობიან უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს, ღმერთი დაუშვებს, რომ მათ ღრიანკალი მიაწოდოს?


QUOTE
და ის ფაქტი, რომ იესოს მიმართავენ სიტყვებით: "განა არ გმსახურებდით" მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ადამიანი დარწმუნებული იყოს იმაში რომ მართლაც მსახურეს უფალს, სინამდვილეში კი გეენის მსახური იყოს...აი ამაზე ვამბობ მე...

მიუთითებს? - საიდან იცი, რომ მიუთითებს?
იქნებ იმას მიუთითებს, რაც მე ვთქვი? მოდი არგუმენტები კანუდოს არგუმენტები. და თან მაგალითებსაც თუ არ დაიშურებ - ოქრო კაცი იქნები wink.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2007, 11:25 AM
პოსტი #276


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(alex_b @ May 21 2007, 11:19 AM) *

საიდან იცი, რომ მიუთითებს?


რას ქვია საიდან? აი აქედან: "განა არ გმსახურებდით?"

ეს "განა" ნიშნავს, რომ იმ ადამიანს უკვირს და რადგან უკვირს ე.ი. ეგ საკითხი არც ეგრე ტრივიალურია
სასუფეველი ცათა ძალისხმევით აიღების ... ქრისტიანობა ორი ნების შერწყმას გულისხმობს: ღვთის ნების და ადამიანთა ნების...მე ადამიანთა ნების განღმრთობის საკითხზე გესაუბრები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 21 2007, 11:33 AM
პოსტი #277


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ტყუილად ნუ გაირჯებით.
ჩემი გაფრთლებისდა მიუხედავად მაინც აგრძელებთ არათემატურ პოსტინგს.
გთხოვთ შესაბამისი თემს აირჩიოთ და იქ განაგრძოთ დისკუსია. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 21 2007, 11:43 AM
პოსტი #278


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
რას ქვია საიდან? აი აქედან: "განა არ გმსახურებდით?"ეს "განა" ნიშნავს, რომ იმ ადამიანს უკვირს და რადგან უკვირს ე.ი. ეგ საკითხი არც ეგრე ტრივიალურია

ეს ”განა” მართლაც გაკვირვების გამომხატველია, მაგრამ მათ ის კი არ გაუკვირდათ, რომ იესოს ემსახურებოდნენ, მათ გაუკვირდათ ის, რომ მსახურების გამო არ იხსნა ღმერთმა და მათ ”ურჯულოებაზე” მიუთითა. იმიტომ, რომ ის ვინც მსახურობს და თავისი მსახურებით ქრისტეს ადიდებს და იესოსკენ მიუთითებს ხალხს(იოან.7:18), ჩემი აზრით და ალბათ ქრისტეც დამემოწმება (მარკ.9:38) wink.gif ის არ უნდა იყოს ეშმაკისგან. მაგრამ მან შეიძლება თავისი პირადი ცხოვრებით დაკარგოს სასუფეველი აბა ეს მუხლები წაიკითხე (1კორ.9:26):

მარკ.9:38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.

ეს იესომ, და ნახე რას ამბობს პავლე:
1კორ.9:26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ. 27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
ხედავ, პავლეც შეიძლებოდა დაღუპულიყო, თუ თავის თავს არ მოთოკავდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად ქრისტეს ემსახურებოდა.

იოან.7:18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა


QUOTE
ტყუილად ნუ გაირჯებით. ჩემი გაფრთლებისდა მიუხედავად მაინც აგრძელებთ არათემატურ პოსტინგს. გთხოვთ შესაბამისი თემს აირჩიოთ და იქ განაგრძოთ დისკუსია.

მართალი ხარ დათიკო smile.gif
სულოსისა და კანუდოსის პოსტები წავიკითხე და აღარ დავაკვირდი თემის სათაურს. smile.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 21 2007, 03:08 PM
პოსტი #279


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
ტყუილად ნუ გაირჯებით.
ჩემი გაფრთლებისდა მიუხედავად მაინც აგრძელებთ არათემატურ პოსტინგს.
გთხოვთ შესაბამისი თემს აირჩიოთ და იქ განაგრძოთ დისკუსია



არ ვფიქრობ რომ თემას ვუხვევთ.

ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს დარწმუნებული გადარჩენაში.
აქაც ხომ არის რწმენა და ურწმუნოება.

თუ არა და იქნებ მიმითითოთ, სად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. თორემ კანუდოსელისთვის პასუხი მინდა დავწერო, ისედაც დიდიხანი ვაცდევინე და არ გამობრაზდეს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 21 2007, 03:14 PM
პოსტი #280


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



Dulos
ციტატა
თუ არა და იქნებ მიმითითოთ, სად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. თორემ კანუდოსელისთვის პასუხი მინდა დავწერო, ისედაც დიდიხანი ვაცდევინე და არ გამობრაზდეს.

არ გაგიბრაზდება დულოს,
დღეს მე და კანუდოსელმა არ მოვიწყინეთ smile.gif წაიკითხავდი.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

49 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 10:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი