![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#241
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მაშიკო, ვის ნებას დავუქვემდებარებთ ჩვენს არჩევანს, ეს ჩვენი ნებაა და არავის თოჯინებიც არ ვართ, ღვთის შეწევნით ვიქმნით კეთილს, და ეშმაკის ცდუნებით ბოროტს, ოღონდ ორივე შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ჩვენვე ვიქმთ ქმედებას. გეთანხმები -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
marTalmadidebeli |
![]()
პოსტი
#242
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 4-June 09 წევრი № 7,079 ![]() |
ამაზე არავინ დაობს, აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაც წინასწარ ცნობილია და არა განსაზღვრული. ეს სხვადასხვა რამეა. მე ვერ გავიგე რას გულისხმობ შეგიძლია ამიხსნა? -------------------- http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#243
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობის მწვერვალი თავისთავში ფარავს ღვთის “უძლურებას”, ვითარცა რაღაც ღვთაებრივ რისკს საინტერესო ფრაზაა და ესეც ციტატა ღოგორც პავლე ევდოკიმოვი წერდა, ღმერთს ყველაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ გვაიძულოს მისი სიყვარული. თითქოს წინააღმდეგობრივია ყოვლისშემძლეა, მაგრამ არ შეუძლია გვაიძულოს სიყვარული ანუ ის რომ არ შეუძლია გვაიძულოს სიყვარული საერთოდაც არ აკნინებს ღმერთის ყოვლისშემძლეობას. რატომ? იმიტომ, რომ მან ეს პირობითად ვიტყვი "შეზღუდვა" თავადვე ვდააწესა, თავადვე ასე ინება და ეხლა იგივე ვთვათ ყოვლისმცოდნეობაზე. აქ ხომ არ არის გასაღები? თეორიულად ვამბობ უფალმა "თავისუფალი ნების" ფარგლებში თავადვე დაუშვა ადამიანის ცხოვრების განვითარების უამრავი შესაძლებლობა (რამდენიმე მომავალი). მან იცის ყველა მომავალი, მაგრამ გამოდის რა თავისუფალი ნების პრინციპიდან თავისივე სურვილით წინასწარვე დაუშვა რამოდენიმე მომავლის შესაძლებლობა და არა ერთის და რომელს აირჩევს Aდამიანი, როგორც თავისუფალი ნების მქონე არ არის იმთავითვე ცნობილი. ანუ აქაც, როგორც ყოვლისშემძლეობის მაგალითში პირობითად არსებობს რაღაც "შეზღუდვა" (ეს არასწორი სიტყვაა მაგრამ ლექსიკა არ მყოფნის, და მგონი კონტექსტი გასაგებია), უფრო ზუსტად თვითშეზღუდვა, რომელიც თავად უფალმა დაუშვა იმთავითვე, როგორც ნების თავისუფლების ნაწილი მე ვერ გავიგე რას გულისხმობ შეგიძლია ამიხსნა? წინასწარ განსაზღვრული ნიშნავს ბედისწერას, რომელიც შენთვის დაწერილია და შენ უბრალოდ რობოტივით მას ასრულებ; წინასწარცნობა არ გულისხმობს ბედისწერას, შენ ცხოვრების არჩევანში თავისუფალი ხარ, უბრალოდ შენი ცხოვრების ისტორია, როგორც ნანახი ფილმი უკვე იცის ღმერთმა. ისე აფხაზ მაგალითებზეც თუ მეტყვი აზრს კაი იქნება თორემ ძალიან გავთეორიულდით ![]() |
marTalmadidebeli |
![]()
პოსტი
#244
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 4-June 09 წევრი № 7,079 ![]() |
წინასწარცნობა არ გულისხმობს ბედისწერას, შენ ცხოვრების არჩევანში თავისუფალი ხარ, უბრალოდ შენი ცხოვრების ისტორია, როგორც ნანახი ფილმი უკვე იცის ღმერთმა. მართალია, ადამიანს შეუძლია ბოროტი ძალის დახმარებით მომავალშიც გაიხედოს და გაიგოს რა მოელის, თავისი ცხოვრების წესის შესაბამისად, და ამით უფრო მეტად ცუდ მომავალს დაისახავს და უფრო მეტ ცოდვებში აღმოჩნდება ასევე წინასწარმეტყველება ან ბოროტი ძალის დახმარებით ხდება ან კეთილი ძალით იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველები და მართალი წინასწარმეთყველები, რომლებიც ღმერთის ძალით მეტყველებდნენ -------------------- http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
|
Funkenstein |
![]()
პოსტი
#245
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
„იმიტომ კი არ სრულდება უცილობლად ყველაფერი, რომ უფალმა ეს ყოველივე წინასწარ განჭვრიტა, არამედ ყველაფერი იმიტომ განჭვრიტა, რომ ასეც მოხდებოდა“ აი ეს ფრაზა არ მესმის და რა ვქნა, ამ ფრაზით მე მხოლოდ ბედისწერას ვხედავ მეტს არაფერს. ანუ ეხლა მივხვდი რაშიც ვჭედავ, აი უდროობას და დროის მიღმიერებასს ვერ აღვიქვამ და ეგაა ჩემი პრობლემა. ალაბთ ადამინის გონებისათვის დროის არ არსებობის აღქმა შეუძლებელია.
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#246
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ანუ ეხლა მივხვდი რაშიც ვჭედავ, აი უდროობას და დროის მიღმიერებასს ვერ აღვიქვამ და ეგაა ჩემი პრობლემა. ალაბთ ადამინის გონებისათვის დროის არ არსებობის აღქმა შეუძლებელია. წარმოიდგინე რომ დროის მანქანა გყავს და გაგიადვილდება: ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#247
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკვდა ეს თემა?
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#248
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ამაზე ქარჩხაძეს უწერია კარგად: "მიზანი მაცდურია ბატონები. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.
ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისკენ. უკან კი მწყემსი მისდევს შოლტით ხელში... მე, მაგალითად, ძალიან მომწონს მრავალკუთხედის მიზანი, კუთხეების უსასრულო გაორკეცებით იქცეს წრეხაზად." ნაწტვეტები რომანიდან "მდგმური" -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
damiane80 |
![]()
პოსტი
#249
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ამაზე ქარჩხაძეს უწერია კარგად: "მიზანი მაცდურია ბატონები. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა. ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისკენ. უკან კი მწყემსი მისდევს შოლტით ხელში... მე, მაგალითად, ძალიან მომწონს მრავალკუთხედის მიზანი, კუთხეების უსასრულო გაორკეცებით იქცეს წრეხაზად." ნაწტვეტები რომანიდან "მდგმური" ოხ რა გიყვარს ეს ჩახლართულობები ![]() ჯობია შენი აზრი დაგვიფიქსირო არსებითად საკითხზე, მომავალი ერთია და წინასწარ ცნობილი თუ არსებობს უამრავი შესაძლებლობა და კონკრეტული მომავალი იჭედება ადამიანის ნების გამოვლინებებით (გადაწყვეტილებებით). |
Atman |
![]()
პოსტი
#250
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ვაააახ როგორ გიყვართ ეს დაფიქსირებული აზრები! შენი ნება თან შენია და თან არაა შენი და მეტი როგორ ავხსნა ეს არ ვიცი
![]() ![]() ყველაზე კარგი მაგალითი ამაზე მაინც პატარა ბავშვის მაგალითია: წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელმაც სიარული ჯერ არ იცის და სწავლობს. წინ ხედავს რაღაც მიზანს და უნდა, რომ თავის ფეხით მივიდეს, მაგრამ მშობელმა იცის რომ წაიქცევა და არ აძლევს ამის უფლებას, თავის ხელებით მიყავს ამ მიზანთან და თან ეს ბავშვი თვითონ მიდის ფაქტიურად, იმიტომ რომ თუ გადაიფიქრა და სხვა რამე მოუნდა და იქით გაიწია, ახლა უკვე იმ მიმართულებით წაატატავებს მშობელი ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნაინა |
![]()
პოსტი
#251
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
cinemamu
ციტატა სულელური ახსნაა, მაგრამ ამაზე უკეთესად თქვენ ახსენით მაშინ... ეს მომეწონა ![]() ეხლა სერიოზულად. ხან ისედაც ხომ ხდება, რომ კისერს წავიმტვრებთ? ვთქვათ, მივდივართ რაღაც აკვიატებული მიზნისკენ, კარგი გვგონია, მაგრამ ამ დროს ძალიან ცუდია, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ გაზქურაზე ხელებს დავიწვავთ. მაგ შემთხვევაში რატომ არ შეგვაჩერა მამამ? ანუ გაგვიშვა ცუდისკენ? ციტატა (და თუ ანთებული გაზქურისკენ მიგვაქვს ხელები რა თქმა უნდა მამა არ დაუშვებს ამას ) -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Atman |
![]()
პოსტი
#252
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ეს მომეწონა ეხლა სერიოზულად.ხან ისედაც ხომ ხდება, რომ კისერს წავიმტვრებთ?ვთქვათ, მივდივართ რაღაც აკვიატებული მიზნისკენ, კარგი გვგონია, მაგრამამ დროს ძალიან ცუდია, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ გაზქურაზე ხელებს დავიწვავთ. მაგ შემთხვევაში რატომ არ შეგვაჩერა მამამ? ანუ გაგვიშვა ცუდისკენ? ნუ ნამდვილი მამისგან განსხვავებით უფალი ცოტა მეტ თავისუფლებას გვაძლევს. ჯერ გაფრთხილებებს გვაძლევს, თუ მაინც გავიწევთ გაზქურისკენ, მიგვიშვებს რომ ტკივილი ვიგრძნოთ და მეორედ აღარ გავიწიოთ... და თუ მაინც არ მოვიშალეთ ჩვენი, მაშინ უკვე ცეცხლთან მივდივართ, როგორც პეპელა სინათლისკენ და შევიცნობთ ახალ რეალობას, რომლის საზღვარიც სიკვდილია და სამწუხაროდ მის შესახებ ვერავინ მოგვიყვება ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნაინა |
![]()
პოსტი
#253
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
cinemamu
ციტატა ნუ ნამდვილი მამისგან განსხვავებით უფალი ცოტა მეტ თავისუფლებას გვაძლევს. ჯერ გაფრთხილებებს გვაძლევს, თუ მაინც გავიწევთ გაზქურისკენ, მიგვიშვებს რომ ტკივილი ვიგრძნოთ და მეორედ აღარ გავიწიოთ... და თუ მაინც არ მოვიშალეთ ჩვენი, მაშინ უკვე ცეცხლთან მივდივართ, როგორც პეპელა სინათლისკენ და შევიცნობთ ახალ რეალობას, რომლის საზღვარიც სიკვდილია და სამწუხაროდ მის შესახებ ვერავინ მოგვიყვება საქმეც ისაა რომ ეს ადამიანის გონებისთვის შეუცნობელია. ეს თამაშია, ილუზორული (და თან თითქმის რეალური). სანამ game over არ დაეწერება და თავიდან არ დავიწყებთ იგივე თამაშს, ან next level არ დაეწერება და ახალ ეტაპზე არ გადავალთ, ვერ მივხვდებით ამას მოკლედ ეს ტკივილიც, სიკვდილიც და ტანჯვაც ილუზიაა და თამაშის შემადგენელი ნაწილია. ბავშვები კი ყოველთვის თამაშობენ, მეტი რა საქმე აქვთ ზუსტად ვიცოდი, რომ ამის მსგავს პასუხს მომწერდი. ![]() ვერ დაგეთანხმები, ესე იგი შენი აზრით ჩვენ მარიონეტებზე ოდნავ უკეთესები ვართ? მე კი მგონია, რომ უფალმა იმიტომ მოგვცა ნება, რომ თავად განვსაზღვროთ რა გვსურს და რა არა, ამასთანავე მოგვცა რჩევები, თუნდაც მცნებების სახით. რამდენად სწორად მივყვებით ამ რჩევას და რამდენად გაამართლებს ჩვენი მიზნისკენ სწრაფვა, ეს უკვე ჩვენს ხელთაა და უფალი არ ერევა ჩვენს გადაწყვეტილებებში. უფლის დახმარებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მარამ პიროვნების ნებაზე არ ზემოქმედებს. როგორც შენ ამბობ, თუ ისეა, მაშინ უფლისთვის გადაგვიბრალებია ყველა ჩვენი ცოდვა თუ უცოდველობა. ესე იგი, თუ ვცოდავთ ეს უფლის ნებით მოხდა და არა ჩვენი? მაშინ მონანიებას რაღა აზრი აქვს? რა უნდა მოვინანიოთ თუ ჩვენ არ ჩაგვიდენია ჩვენი ნებით? პირდაპირი რეისით გვიშვებს თუნდაც ჯოჯოხეთისკენ? ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გროვდება. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Atman |
![]()
პოსტი
#254
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ზუსტად ვიცოდი, რომ ამის მსგავს პასუხს მომწერდი. ვერ დაგეთანხმები, ესე იგი შენი აზრით ჩვენ მარიონეტებზე ოდნავ უკეთესები ვართ? მე კი მგონია, რომ უფალმა იმიტომ მოგვცა ნება, რომ თავად განვსაზღვროთრა გვსურს და რა არა, ამასთანავე მოგვცა რჩევები, თუნდაც მცნებების სახით. რამდენად სწორად მივყვებით ამ რჩევას და რამდენად გაამართლებს ჩვენი მიზნისკენსწრაფვა, ეს უკვე ჩვენს ხელთაა და უფალი არ ერევა ჩვენს გადაწყვეტილებებში. უფლის დახმარებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მარამ პიროვნების ნებაზე არ ზემოქმედებს. როგორც შენ ამბობ, თუ ისეა, მაშინ უფლისთვის გადაგვიბრალებია ყველა ჩვენიცოდვა თუ უცოდველობა. ესე იგი, თუ ვცოდავთ ეს უფლის ნებით მოხდა და არა ჩვენი?მაშინ მონანიებას რაღა აზრი აქვს?რა უნდა მოვინანიოთ თუ ჩვენ არ ჩაგვიდენია ჩვენი ნებით? პირდაპირი რეისით გვიშვებს თუნდაც ჯოჯოხეთისკენ?ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გროვდება. თუ იცოდი რაღას მეკითხებოდი? ![]() ![]() თუ თავისუფლები ვართ რაღას დაგვიწესა ღმერთმა კანონები? ესე იგი არ ვართ თავისუფლები ხო? ეს კანონები კი არა რჩევები უფროა მართლა, თანაც მამაშვილური და არა მოსამართლე-ბრალდებულის. რაც შეეხება ჯოჯოხეთს ეგ სხვა თემაა და სხვა თამაშია, თუ მოგწონთ ითამაშეთ, ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#255
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ერთ რამეს ვიტყვი კიდევ და არ გეწყინოთ, მე პაციფისტი პანკი უფრო ახლოს მგონია ღმერთთანაა, ვიდრე დოგმატიკოსი მორწმუნე, რომელიც დარწმუნებულია რომ თუ ამა და ამ ცნებას დაარღვევ ჯოჯოხეთში მოხვდები. თუ სიყვარული გაკლია გულში, რწმენას ფარად იყენებ და კომპლექსების დასაფარად, ხოლო იმისთვის ვისაც სიყვარული აქვს, დიდი განსხვავება არაა ნაციონალობას, რელიგიასა და ადამიანურ შეცდომებს შორის. ცოტა უხეშად და არამკაფიოდ ვთქვი მაგრამ გამგები გამიგებს. ასეთი დოგმატიკოსი მწიგნობარი ბევრია სამწუხაროდ ჩვენს რელიგიაში. (და ასევე ბევრი იდიოტი და აგრესიული "პაცეფისტია" პანკებს შორის).
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნაინა |
![]()
პოსტი
#256
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
cinemamu
ციტატა თუ სიყვარული გაკლია გულში, რწმენას ფარად იყენებ და კომპლექსების დასაფარად, ამაში გეთანხმები, დანარჩენში ისე ვერა, ეხლა მეჩქარება, გავდივარ, მალე დავბრუნდები და აუცილებლად დაგიწერ პასუხს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Atman |
![]()
პოსტი
#257
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნაინა
კარგი, გელოდები მოუთმენლად ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნაინა |
![]()
პოსტი
#258
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
cinemamu
ციტატა ნაინა კარგი, გელოდები მოუთმენლად გელოდებიო და აბა სადა ხარ? ![]() ხო ეხლა რაც შეეხება საკითხს. რახან ღმერთმა კანონები და მცნებები დაგვიწესა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ნება წაგვართვა ამით, გვიჩვენა გზა სიკეთისა და ბოროტებისა, შემდეგ კი იმის განსაზღვრა, თუ რა გზით ვივლით, მოგვანდო ჩვენ, ადამიანებს. დავუშვათ მე, თუ ვარ ბოროტი და ცუდ საქმეებს ვაკეთებ, ამისკენ ხომ უფალი არ მიბიძგებს, ვაკეთებ ჩემი გონით და ჩემი ნებით. ვფიქრობ რომ ეშმაკი უფრო ცდილობს გვათამაშოს და გვატაროს თავის ნებაზე. უფალი კი გვიჩვენებს თუ რაა ბოროტება და რაა სიკეთე. გვაძლევს უფლებას ცოდვები გულით მოვინანიოთ, ცდილობს შეგვინდოს და არ გასწიროს ჩვენი სული ჯოჯოხეთისთვის. ადამიანები ვდგავართ შუაში უფალსა და სატანას შორის. რომელ მხარეს გადავიხრებით ამის არჩევანს კი ჩვენ ვაკეთებთ. ჩემეულ აზრს ჯოჯოხეთის შესახებაც დავწერ, ოღონდ უფრო ხვალ, დღეს დატვირთული დღე მაქვს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Atman |
![]()
პოსტი
#259
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა რახან ღმერთმა კანონები და მცნებები დაგვიწესა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ნება წაგვართვა ამით, არც მე ვამბობ რომ წაგვართვა, ბავსჰვის მაგალითი ტყუილად კი არ მოვიყვანე ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
damiane80 |
![]()
პოსტი
#260
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ეგაა რა მოკლედ რომ ვთქვათ, უფალი მამაა, ჩვენ კი ბავშვები ვართ (და თუ ანთებული გაზქურისკენ მიგვაქვს ხელები მამა რა თქმა უნდა მამა არ დაუშვებს ამას ) ასე რომ თან გვაქვს ნების თავისუფლება, თან არ გვაქვს არ არის მთლად ასე, ამავე მაგალითში, მამა არ დაუშვებს კი არა, ყველაფერს გააკეთებს (ხელს შეუწყობს) ბავშვს იმისათვის, რომ მან ხელი არ დაიწვას, მაგალიტად, გააფრთხილებს , დაუყვირებს და ა.შ, მაგრამ გაზქურის წინ ვერ გადაეღობება, რადგან ამით ნების თავისუფლება შეილახებოდა . ასეა ეგ ამბავი, მაგრამ მე სხვა რამეს ვკითხულობდი აქ. როგორ იჭედება ადამიანის მომავალი და არსებობს თუ არა ერთი მომავალი თუ არსებობს შესაძლო 100 და ამ მომავლიდან ერთ-ერთის არჩევა არის ადამიანის ნების საქმე. ციტატა თუ თავისუფლები ვართ რაღას დაგვიწესა ღმერთმა კანონები? ესე იგი არ ვართ თავისუფლები ხო? მართმადიდებლისათვის ერთადერთი "კანონი" არის სიყვარული უფლისა და მოყვასისა (აქედან გამომდინარეობს) ყველაფერი. მაგალითად, ლოცვით კანონს ასრულებ იმიტომ კი არა რომ კანონია, არამედ იმიტომ, რომ ამით ესაუბრები იმას (ღმერთს) ვინც გიყვარს. ცოდვა არსებობს არა იმიტომ, რომ ასეა დაწერილი, არამედ იმიტომ, რომ ცოდვის ჩადენით წახვედი იმის წინააღმედ (ღმერთის წინააღმდეგ) ვინც გიყვარს. ანუ ყველაფრის ამოსავალი წერტილი არის სიყვარული და ეს კანონი კი არა გზაა გადარჩენის. ვოტ ტაკ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი