IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> შეკითხვა მოძღვარს, რას ნიშნავს ბიომეტრიული პასპორტი?
giorgi kareliZe
პოსტი Feb 25 2010, 07:14 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 7-July 08
წევრი № 5,294



მოგესალმებით!
დამლოცე მამაო.

ერთ ერთ საინფორმაციო ვებ. გვერდზე წავაწყდი ინფორმაციას. ინფორმაცია თარიღდება 16.07.2009 , მაგრამ დღესაც აქტუალურია ჩემი აზრით.
საუბარია საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების შემოღებაზე.


საქართველოში პასპორტების მოდერნიზაცია იგეგმება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ამუშავებს პროექტს ბიომეტრული პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ახალი - მოდერნიზებული - პასპორტების გაცემა 2010 წლიდან დაიწყება. იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლით საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების მეტი საშუალება ექნებათ. რა არის ბიომეტრული პასპორტი და რატომ გადაწყვიტა სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ პასპორტების მოდერნიზაცია?

ბიომეტრულ, ანუ ელექტრონულ, პასპორტს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას:

„პიროვნების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ასევე ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდია ამ ჩიპში მოთავსებული. ამ პასპორტების გაცემა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, რადგან ჩვენი დოკუმენტი იღებს დაცვის უმაღლეს სტანდარტს და შეუძლებელი იქნება მისი გაყალბება.“

გიორგი ვაშაძის თქმით, პროექტი, რომელიც საქართველოში ბიომეტრული პასპორტების შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება და ორი ეტაპისგან შედგება. პირველ, უკვე დასრულებულ, ეტაპზე, როგორც საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი მარტინ კლაუკე განმარტავს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო პასპორტების წარმოებისათვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა:

„ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის დელეგაციის მიერ, გამოყოფილი თანხა კი 1,1 მილიონ ევროს შეადგენს და იგი, ძირითადად, ისეთი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, როგორიცაა კომპიუტერები, სერვერები, თითის ანაბეჭდისა და ელექტრონული ხელმოწერის სკანერები. უდავოდ, მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე, რადგანაც ბიომეტრული პასპორტების გამოცემით საქართველო უფრო დაუახლოვდება ევროპას და სამგზავრო დოკუმენტების სფეროში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიც მოვა.“

მარტინ კლაუკეს თქმით, ბიომეტრული პასპორტების შემოღება ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. მარტინ ბაიერლენი, პროექტის ტექნიკური მხარის შემსრულებელი კომპანიის SAFE ID Solutions წარმომადგენელი, ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი:

„პირველი, ესაა მმართველი გუნდის მონდომება და სურვილი შემჭიდროებულ ვადებში განახორციელოს პროექტი; მეორე - ტექნოლოგიები, ანუ ნოუ ჰაუ; მესამე ფაქტორი კი ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირდება.“

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ამჟამად სამივე ფაქტორი თანხვედრილია და რომ ელექტრონული პასპორტების შემოღებას წინ არაფერი უდგას. თუმცა, ვიდრე საქართველოს მოქალაქე ამგვარ - ბიომეტრულ - პასპორტს მიიღებდეს, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე მოუწევს ზრუნვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“:

„ამ კანონით იქნება უზრუნველყოფილი პერსონალური მონაცემების დაცვა. ეს არის ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში სწორად იყოს აწყობილი პასპორტებისა და პირადი ინფორმაციის ფორმირების სისტემა“, განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიომეტრული პასპორტების გაცემა საქართველოში, სავარაუდოდ, 2010 წლიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ელექტრონული პასპორტის სავარაუდო ღირებულება, თუმცა, გიორგი ვაშაძის თქმით, ის ჩვეულებრივი პასპორტის საფასურზე მნიშვნელოვნად ძვირი იქნება. დღეისათვის ბიომეტრული პასპორტებით სარგებლობის პრაქტიკა დანერგილია მსოფლიოს 26 ქვეყანაში, 2010 წლისათვის კი მათი რიცხვის 45-მდე გაზრდას ვარაუდობენ.

ინფორმაციის წყარო



არის თუ არა ზემოთ აღნიშნული ბიომეტრიული პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭედი და რა ვიღონოთ იმისათვის, რომ ეს პასპორტი არ ავიღოთ?

მე პირადობის მოწმობა ავიღე 2006 წელს და ვადა ჰქონდა 2019 წლამდე. საცხოვრებელი ადგილმდებარეობის შეცვლის გამო შევიცვალე პირადობა 2009 წელს და ახალ პირადობაში ვადა მითითებულია 2011 წელი. ანუ ერთ წელში მიწევს ახალი პასპორტის აღება, რამაც ცოტა არ იყოს შემაშფოთა კიდეც.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 3 2010, 02:04 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ასეთი პასპორტების შემოღება განპირობებულია პიროვნებათა ყოვლისმომცველი კონტროლის გაძლიერებისაკენ სწრაფვით და ნამდვილად არის საგანგაშო. თუმცა არ არის ისეც, რომ ამას ანტიქრისტეს ნიშანი ვუწოდოთ. გამოცხადებაში წერია, რომ ეს ნიშანი იქნება ხელსა და შუბლზე.

როცა გლობალურ კონტროლს ვახსენებთ, არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან ის ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ჩვენზე გადის ჩვენივე კომპიუტერებიდან google, youtube, yahoo, facebook და მრავალი სხვა სისტემებით სარგებლობისას. ან თუ გიფირქრიათ რამდენი ინფორმაცია თქვენზე ინახება თქვენივე ოპერაციული სისტემის რეესტრში (თუ „windows"-ს მოიხმართ), რომელიც ადვილად მისაწვდომია microsoft-ისათვის. ან რამდენი რამ შეიძლება იქნას გაგებული ადამიანზე მისი ინტერნეტში მოგზაურობის ისტორიით (ეს ინფორმაცია პროვაიდერთან გროვდება)? ალბათ არ დაიჯერებთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ ეს კომპანიები გინარჩუნებენ ანონიმურობას. ამის შემდეგ ჩიპირებული პასპორტების საფრთხე არც ისე დიდად ჩანს. თუმცა, ეს არის მორიგი საფეხური კანონმორჩილ ადამიანებზე კონტროლის გაძლიერების, შემდგომ კი მათი მართვის.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 11:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი