IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი #1


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წმიდა ნიკოლოზ სერბი,
ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა


ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო.
სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს.
სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა.
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე.
1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა.
1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს.
"ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა.
ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში.
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები.
მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო.
მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ".


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 16 2007, 11:44 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიკოლოზ_V
ციტატა
წმიდა ნიკოლოზ სერბი, ეპისკოპოსი ორქიდისა და ჟიჩისა


გაიხარე! ძალიან მიყვარს სერბები...
შეგეწიოს წმიდა ნიკოლოზ სერბი!

სერბ.: Свети Николаj Срб


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 16 2007, 03:20 PM
პოსტი #3


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე


სისუსტე

დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთუ იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისგან იბადება. ასე შეუნარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

დიალოგი

მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე..."
ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."
მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."
სამივე ამ კითხვის აუცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: "ადამიანო, მიპოვნე საკუთარ თავში!"


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 17 2007, 02:55 AM
პოსტი #4


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



გაუჩინარება

დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარეშემოა; როდესაც ამ აიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილის წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე.
მაშინ სიკვდილი, რომელიც უცლიობად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისეევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.

სიამოვნებათა ფიალა

თუკი შემოგთავაზებენ ოქროს თასს მსოფლიოში საკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია," - დალევდი?
მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.

მოულოდნელი სიკვდილი

ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.
მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.

ცოდნის უდაბნო

:ცოდნა სინათლეა:. - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის ანარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი-საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს.

უმეცრება

ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jan 27 2007, 11:54 PM
პოსტი #5


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ღმერთმა გაგახაროს!
ვიკიპედიაში ვეძებდი მეუფე ნიკოლოზის ბიოგრაფიას, მაგრამ რატომღაც ვერ ვიპოვე. ძალიან მიყვარს. ახლახან წავიკითხე მისი "მიწა მიუღწეველი'', ქართულად თარგმნილი და ძალიან მომეწონა. რა კარგი საქმე გააკეთე, რომ მის შესახებ ამდენი რამ თარგმნე და მკითხველს მიაწოდე. ღმერთმა შეგიწიროს! საერთოდ, კარგი იქნება, თუ ამგვარ, სულისათვის სასარგებლოს გამოვაქვეყნებთ. ეს მართლმადიდებლური საიტია და ამ სულით უნდა იყოს კოველი სტატია გამსჭვალული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 28 2007, 12:01 AM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



შეკითხვა მაქვს, იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი...
წმ. ნიკოლოზ სერბის "მიწა მიუღწეველი" მეორედაც ითარგმნა სხვა სათაურით: "მიუღწეველი ქვეყანა". მე ეს მეორე მაქვს წაკითხული. თუ არის აქ ვინმე, ვინც ორივე თარგმანი წაიკითხა? მაინტერესებს რომელი ჯობია... unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 28 2007, 12:58 AM
პოსტი #7


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ჭჭეშმარიტება სიყვარულით შეიცნობასიყვარულით შეიცნობა

ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.
ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღადაც აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებს მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭესმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2007, 04:19 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნიკოლოზ_V

შენ შემოგევლე, ნიკოლოზ!!!!!!!!!! smile.gif რა ლამაზი სიტყვებია...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 30 2007, 05:14 PM
პოსტი #9


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ჭეშმარიტება


თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გვჭირდება.
როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუფუფში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ უდედოდ: რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისთვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.

ზეცა


ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რაც საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას.
შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 31 2007, 02:41 AM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ნიკოლოზ_V @ Jan 16 2007, 03:20 PM) *


დიალოგი

მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე..."
ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."
მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."
სამივე ამ კითხვის აუცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: "ადამიანო, მიპოვნე საკუთარ თავში!"

ეს მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ თარგმანი ვერაა მთლად რიგიანი, რუსულად გაცილებით უკეთაა ტექსტი აგებული

ციტატა(მარიამი @ Jan 28 2007, 12:01 AM) *

შეკითხვა მაქვს, იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი...
წმ. ნიკოლოზ სერბის "მიწა მიუღწეველი" მეორედაც ითარგმნა სხვა სათაურით: "მიუღწეველი ქვეყანა". მე ეს მეორე მაქვს წაკითხული. თუ არის აქ ვინმე, ვინც ორივე თარგმანი წაიკითხა? მაინტერესებს რომელი ჯობია... unsure.gif

გააჩნია, ვინაა მთარგმნელი, ისე გირჩევ, რუსული ვარიანტი წაიკითხო, უკეთესია ბევრად

ნიკოლოზ, შენ ვის თარგმანს დებ, იქნებ გვითხრა

ციტატა(ninca @ Jan 27 2007, 11:54 PM) *

ღმერთმა გაგახაროს!
ვიკიპედიაში ვეძებდი მეუფე ნიკოლოზის ბიოგრაფიას, მაგრამ რატომღაც ვერ ვიპოვე. ძალიან მიყვარს. ახლახან წავიკითხე მისი "მიწა მიუღწეველი'', ქართულად თარგმნილი და ძალიან მომეწონა. რა კარგი საქმე გააკეთე, რომ მის შესახებ ამდენი რამ თარგმნე და მკითხველს მიაწოდე. ღმერთმა შეგიწიროს! საერთოდ, კარგი იქნება, თუ ამგვარ, სულისათვის სასარგებლოს გამოვაქვეყნებთ. ეს მართლმადიდებლური საიტია და ამ სულით უნდა იყოს კოველი სტატია გამსჭვალული.

მოიცა, ნიკამ თარგმნა თვითონ? ნუ მაბნევთ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxa-beri
პოსტი Jan 31 2007, 12:19 PM
პოსტი #11


kaxa-beri
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 180
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 672



es cigni ikideba eklesiebshi, me piradad makvs, superia, kvelas girchevt ikidot.... cigns qvia - "FIKREBI SIKETESA DA BOROTEBAZE"
tu ver ishovit, me getkvit sadac ikideba....


--------------------
† † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 05:25 PM
პოსტი #12


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ციტატა
მოიცა, ნიკამ თარგმნა თვითონ? ნუ მაბნევთ

არა თამარ საიდან მაგდენი რუსული laugh.gif



პატივმოყვარეობა


რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებას აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.



ქება და ძაგება


ჩვენ ყველა მაქვეყნად თითქოს და ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ფას ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფსად მიიცნევენ.
ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისაგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო მეორე წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს შესხებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც - რამეთუ შენ არცერთს არ იმსახურებ, - რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე ანდა სასოწარკვეთულების უფსკრულში არ ჩავარდე.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 06:21 PM
პოსტი #13


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



მზერა


"თვალები სულების შეხვედრის წერტილია,' - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი.
მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვებს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით. მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 06:45 PM
პოსტი #14


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



სიცარიელე და სიღატაკე


რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმეთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.
მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებისა და სულელებს შობს.

ჰორიზონტი


რაც უფრო ვიქროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.
რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.
რაც უფრო ვიქროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.
რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.
თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა.

დღე და ღამე


თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.
თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავანგრევთ, ვერასოდეს ავაშენებთ.
თუკი ღვთის წინაშე ვილოცებტ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.


სულის გამოძახილი


მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jan 31 2007, 09:35 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ნიკოლოზ_V

wub.gif wub.gif wub.gif

kaxa-beri
ციტატა
tu ver ishovit, me getkvit sadac ikideba....


გვითხარი, გთხოვ. smile.gif რუსული ვარიანტი თუ იცი, ისიც გვითხარი. wub.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 31 2007, 10:44 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(.:თამარი:. @ Jan 31 2007, 09:35 PM) *

ნიკოლოზ_V

wub.gif wub.gif wub.gif

kaxa-beri


გვითხარი, გთხოვ. smile.gif რუსული ვარიანტი თუ იცი, ისიც გვითხარი. wub.gif

me maqvs rusuli varianti saxlshi, shemidzlia gatxovot. qartuli vin targmna, xatuna raqviashvilma? tu sxvaa vinme? martla mainteresebs


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 31 2007, 11:15 PM
პოსტი #17


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(თამარი @ Jan 31 2007, 10:44 PM) *

me maqvs rusuli varianti saxlshi, shemidzlia gatxovot. qartuli vin targmna, xatuna raqviashvilma? tu sxvaa vinme? martla mainteresebs

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე თარმნა ხათუნა რაქვიაშვილმა, რედაქტორი მამა თეოდორე გიგნაძე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jan 31 2007, 11:54 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



თამარი
დიდი მადლობა.
ისე, თუ გაყიდვაშია, სიამოვნებით შევიძენ.
თუ არა, მაშინ მათხოვე. wub.gif
ქართული ვარიანტიც არ იქნება ურიგო, ჩემი აზრით, მარიამის ინფორმაციიდან გამომდინარე. smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 1 2007, 01:19 AM
პოსტი #19


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ციტატა
ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე თარმნა ხათუნა რაქვიაშვილმა, რედაქტორი მამა თეოდორე გიგნაძე.


მართალი ხარ smile.gif სწორედ მაგ წიგნიდან ვდებ,
ძალიან შემიყვარდა წმ. ნიკოლოზ სერბი smile.gif

.:თამარი:.
ქართულ ვარიანტს მე გათხოვებ smile.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 2 2007, 04:03 AM
პოსტი #20


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ბუნების სიმშვენიერე


სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება
წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.

ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი.


ნუ ენდობი ბედნიერებას


თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.

უმწეობა


ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.
იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.
ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.


სამოთხე და ჯოჯოხეთი


შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? - შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას; რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმიდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუალება!
შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა; რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!
შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?


ბედთან შერიგება


რას ნიშნავს „ბედთან შერიგება?“
ერთი მნიშვნელობით, ნებით, უდრტვინველად და დაუცველად მიიტანო თავი მსხვერპლად, და მეორე, მონატრებული შვილის მსგავსად, სიხარულით მიიჩქაროდე მამასთან, სიკვდილის, როგორც უკანასკნელი დაბრკოლების გადალახვით.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი