როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
*ana* |
Jul 1 2009, 10:17 PM
პოსტი
#2
|
Gothic, it's inside ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 |
ეჰ რაც ყველაზე მეტად მაკლია...
ციტატა მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მართალია, მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა -------------------- Metal power
|
neo |
Jul 4 2009, 10:48 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მოთბინება ის არის რაც მე ძალიან მაკლია. ნეო
მოთბინმებას გამოცდილება აყალიბებს. უნდა გახსოვდეს: 1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს; 2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება; 3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება; 4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი. -------------------- www.cordesign.ge
|
llaasshhaa |
Jul 5 2009, 08:44 PM
პოსტი
#4
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა უნდა გახსოვდეს:1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება;3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება;4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი. -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
IkaMac |
Aug 11 2009, 12:42 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 11-September 08 მდებარ.: Georgia.Tbilisi წევრი № 5,641 |
მოთმინება ის ნოყიერი ნიადაგია რომელზეც ამოიზრდება ყოველგვარი სიკეთე, გაიხსენე სახარების იგავი მთესველზე: "ზოგი თესლი დაეცა გზაზე... ზოგი თესლი დაეცა კლდეზე... ზოგი-ეკლებს შორის... ზოგი კი- ნოყიერ მიწაზე" (ლკ.8,5-8). ის თესლი რომელიც გზაზე,კლდეზე და ეკალებში დაეცა დაიღუპა, მხოლოდ ის გადარჩა, რომელიც ნოყიერ მიწაზე მოხვდა და უხვი ნაყოფიც გამოიღო. რა არის ის კარგი მიწა? მოვისმინოთ როგორ ხსნის ამას ქრისტე: ხოლო რომელი იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესენი არიან რომელთა გულითა კეთილითა და სახიერთა ისმინიან სიტყვა და შეიკრძალონ, და ნაყოფი გამოიღონ მოთმინებითა...(ლკ.8,15). მოვისმინოთ ეს სიტყვები: "ნაყოფს გამოიღიან მოთმინებითა" მოთმინება არის ის კეთილი მიწა, ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც ღვთის დაცემული თესლი გაიზრდება და კეთილი საქმეების უხვ ნაყოფს იძლევა /წმ. დიმიტრი როსტოველი/
|
Genesis |
Sep 5 2009, 03:47 PM
პოსტი
#6
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მოტმინება არარის ყოველთვის გამართლებული
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნონა |
Sep 5 2009, 04:03 PM
პოსტი
#7
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მოთბინება ის არის რაც მე ძალიან მაკლია. ნეო მოთბინმებას გამოცდილება აყალიბებს. უნდა გახსოვდეს: 1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს; 2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება; 3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება; 4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი. neo მართალია შენი ავატარი ძალიან არ მხიბლავს და არცთუ მოსაწონ ასოციაციას მიყალიბებს შენზე, მაგრამ დღეს უკვე იმდენჯერ მომეწონა შენი პოსტები რომ არ შემიძლია არ გითხრა კომპლიმენტი სადაც წავიკითხე შენი პოსტი, ყველგან იგრძნობოდა პასუხისმგებლობა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას და რაღაცნაირად გარჯა, რომ მოამზადო პასუხი არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ... მაინც გითხარი ქებით -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Misha Songulashvili |
Sep 5 2009, 04:05 PM
პოსტი
#8
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს :
ციტატა უნდა გახსოვდეს: 1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს; -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Genesis |
Sep 5 2009, 04:22 PM
პოსტი
#9
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს : იმიტომ რომ შენს თავზე იღებ და წყობილებიდან გამოყავხარ ეშმაკს, რომელიც შენი პირით საუბრობს... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Misha Songulashvili |
Sep 5 2009, 04:27 PM
პოსტი
#10
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
Genesis
ციტატა იმიტომ რომ შენს თავზე იღებ და წყობილებიდან გამოყავხარ ეშმაკს, რომელიც შენი პირით საუბრობს... ეგ ერთი საბაბი, მაგრამ მეორეც მაქვს... ეჭვისთვალითყურება ყველაფერზე... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Genesis |
Sep 5 2009, 05:08 PM
პოსტი
#11
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis ეგ ერთი საბაბი, მაგრამ მეორეც მაქვს... ეჭვისთვალითყურება ყველაფერზე... დრომ მოიტანა .. საერთოდ მიმაჩნია რომ მოთმინება კარგი იარაღია, რომელიც ყვოველთვის არ ამართლებს... და ვაშე ტეხავს, ტუ ვინმე ამას იარაღის დანიშნულებით იყენებს -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ლილიანა |
Sep 6 2009, 10:36 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ციტატა მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს : ეს მოთმინება დაკარგული ფოსტია თუ ჯერ "კარგვის "პროცესშია შენი მოთმინება ? ანუ წავშალო თუ რა ვქნა ეს ოფფები : )) -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
neo |
Sep 6 2009, 03:08 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მოყვასის ნაკლოვანაბების დათმენა ალბათ თავდმაბლობიდან გამომდინარეობს, თავმდაბლობას კი ხელს უწყობს საკუტარი ნაკლოვანებების შეცნობა, საკუტარი ნაკლოვანაბების შეცნობა კი შესაძლებელია მხოლოდ დამ მხოლოდ ცნებების დაცვის მცდელობით...
ლოგიკა მარტივია ადამიანი იწყებს ცხოვრებას წმინდა წერილის და ეკლესიის გადმოცემების მიხედვით => თავიდან თვლის რომ მარტივია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს თავის თავში უამარავ ავადმყოფობას და იწყებ ნელნელა მკურნალობას => ამავე დროს ვინაიდან ხვდება რომ თვითონ უამრავი ნაკლი აქვს უქრება საბაბი სხვების ნაკლოვანებების გაკრიტიკებისა. რაც უფრო და უფრო წმინდა ხდბე ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი სრულყოფილების წრეწირი და მით უფრო მეტი შეხების წერტილი უჩნდება სრულყოფილების უსაზრვრო შესაძლებლოებთან... მით უფრო ხვდება ცოდვილია და სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს არის. შედეგად რაც უფრო თავმდაბალია, და სრულყოფილია მით უფრო მომთბენია. მაგრამ ვეტანხმევი გენეზის რომ ,,ზოგჯერ ტქმა ჯობს არა ტქმასა"... გააჩნია მომენტს და რეალურ მოტივს. ციტატა neoმართალია შენი ავატარი ძალიან არ მხიბლავს და არცთუ მოსაწონ ასოციაციას მიყალიბებს შენზე, ჰო ბევრია მაგაში უარკოფიტი... და შეიზლება ასოციაცია მოსაწონი არ არის, მაგრამ სწორია... -------------------- www.cordesign.ge
|
ართი ვარდი |
Sep 6 2009, 03:16 PM
პოსტი
#14
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
რატომ უნდა დავითმინო მოყვასის ნაკლოვანებები? (ალბათ საუბრობთ სულიერ ნაკლოვანებებზე...?)
საერთოდ ძალიან მთრგუნავს უნებისყოფო ადამიანებთან ურთიერთობა,რომელსაც არ შეუჩლია გარკვეული სახის ნაკლოვანების გამოსწორება წავალ და ისეთ მოყვასს ვნახავ რომ მაგალითი იყოს ჩემთვის და მასთან ურთიერთობა სტიმული: რომ მე ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ ! მოყვასის ნაკლოვანაბების დათმენა ალბათ თავდმაბლობიდან გამომდინარეობს, ალბათ,მაგრამ მე არ ვარ სამწუხაროდ თავმდაბალი -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
ზარნაშო |
Sep 7 2009, 12:07 PM
პოსტი
#15
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
რატომ უნდა დავითმინო მოყვასის ნაკლოვანებები? (ალბათ საუბრობთ სულიერ ნაკლოვანებებზე...?) საერთოდ ძალიან მთრგუნავს უნებისყოფო ადამიანებთან ურთიერთობა,რომელსაც არ შეუჩლია გარკვეული სახის ნაკლოვანების გამოსწორება წავალ და ისეთ მოყვასს ვნახავ რომ მაგალითი იყოს ჩემთვის და მასთან ურთიერთობა სტიმული: რომ მე ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ ! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ნანინა |
Sep 7 2009, 01:48 PM
პოსტი
#16
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
სიყვარულით
სხვაგვარად ძალიან ძნელია -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
tam_ooo |
Sep 11 2009, 04:52 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 28-August 09 წევრი № 7,421 |
უფალო მომეცი ძალა დავითმინო უსამართლობა რომელიც ჩემს ირგვლივ ხდება....
-------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამასა
|
skin |
Sep 11 2009, 05:46 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 09 წევრი № 7,474 |
მოთმინება და სიმშვიდე პირველ რიგში მისგან ისწავლება ვისკენაც გვინდა, რომ საერთოდ წავიდეთ: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა" (მთ. 11:29).
|
Atman |
Sep 11 2009, 07:30 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიცან თავი და შეიცნობ სხვებს, შეიცან სხვები და შეიცნობ სამყაროს...
სხვისი ნაკლოვანებების დასათმენად უპირველესად საკუთარი ნაკლოვანებები უნდა გააცნობიერო და გააანალიზო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ართი ვარდი |
Sep 11 2009, 07:55 PM
პოსტი
#20
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
არ გავს ხომ ეს მართლმადიდებელი ადამიანის აზროვნებას ! როგორ ემსგავსება როცა 2 წელი გაერთიანებული ტელეკომის თანამშრომელი იქნები?! ..... მთელი კვირა გადაღლილს იმის თავიც არ მაქვს შაბათს რომ ლოცვას დავესწრო და კვირას დილით ავდგე და წირვაზე წავიდე (( დიახაც ყველაფერ ამას ჩემს სამსახურს ვაბრალებ....როცა არ ვმუშაობდი შედარებით სულიერად ვცხოვრობდი... მოვა უკეთესი დროც ) -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 06:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი