საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
marine |
Sep 17 2007, 02:53 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)
ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. 1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა. ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი 1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. დამფუძნებელი კრების სხდომა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2007, 03:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ (1918 წლის 26 მაისს)
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი, სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თავიანთი ძალ-ღონის ამარა, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერის ორგანოებიც შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს: 1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელწმიფოებთან და ერებთან. 5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ აპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს. 7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus |
Sep 17 2007, 05:24 PM
პოსტი
#3
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
აი ამ თემაშიც ბატონ კანონისტთან მაქვს საქმე )))
დავით, წმინდა სამართლებრივი პოზიციიდან გამომდინარე, 1917 წელს გამოცხადდა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, შემდეგ გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები. საქართველოს მანამდელი სამართლებრივი ფორმა რა იყო? აბსოლუტური მონარქია, უანონოდ გაუქმებული და გადაქცეული სამეფისნაცვლოდ. თუ იმ ძველ წყობას, ანუ მონარქიას არ უბრუნდებოდა "გათავისუფლებული" საქართველო, რა უფლებით აიეს თავზე მენშევიკებმა და გამოაცხადეს ს.დ.რ 1918 წელს? ხალხს ხომ თავისი ნება არ გამოეხატა? ამის შემდეგ, გამოცხადებული საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა ამიერკავკასია, მიწები გადანაწილდა, 1920 წლს რუსეთს სოჭი დავუმტკიცეთ, მანამდე თურქეთს მესხეთი... მოკლედ, ეს ხალხი რა უფლებით განკარგავდნენ მთელს ამ საქმეებს ქართველი ერის სახელით?? გერმანიის პროტექტორატიც არჩევნებამდე მიიღეს, 1918 წლის 26 მაისსვე თუ არ ვცდები. საბოლოოდ, 1921 წელს მივიღეთ კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც მოწყობილ იქნა ქვეყანა და რომელის სამართლამემკვიდრედაც ასე თU ისე გამოაცხადა საქართველომ თავი. ამაზე გამწარებული კამათი მაქვს ფორუმ.გე-ზე: გამოდის რომ ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა პერიოდზე არ ვაღიარეთ, და 1921-მდელი საზღვრებია ჩვენი აღიარებული. მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია, ზაქათალაც ჩვენია ავტონომიის სახით და ს.ო. ავტონომია უნდა გაუქმდეს. ლოგიკით ასეა. დღეს კი პატრიოტები ვერ ხსნიან, რატომ უნდა გვქონდეს 1921 წლის სამართალმემკვიდრეობა და 1921-შემდგომი საზღვრები? და თუ სხვა საზღვრებს შევურიგდით, მარტო ს.ო-თის წყვეტილი ხაზი დაგვღუპავს?? ან საერთოდ, შევურიგდით კი? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Sep 18 2007, 11:02 AM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
მონარქიაზე საუბრისას ხშირად მითქვამს ეგ, რომ საქართველოს როგორც ძალად გაუუქმეს მონარქია, ისე ძალად მოახვიეს რესპუბლიკა თავს. ახლა სათითაოდ მივყვეთ კითხვებს: ციტატა თუ იმ ძველ წყობას, ანუ მონარქიას არ უბრუნდებოდა "გათავისუფლებული" საქართველო, რა უფლებით აიეს თავზე მენშევიკებმა და გამოაცხადეს ს.დ.რ 1918 წელს? ხალხს ხომ თავისი ნება არ გამოეხატა? ამის შემდეგ, გამოცხადებული საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა ამიერკავკასია, მიწები გადანაწილდა, 1920 წლს რუსეთს სოჭი დავუმტკიცეთ, მანამდე თურქეთს მესხეთი... მოკლედ, ეს ხალხი რა უფლებით განკარგავდნენ მთელს ამ საქმეებს ქართველი ერის სახელით?? მოხდა რა, ფაქტობრივად, რუსეთის მონარქია ჯერ გარდაიქმნა რესპუბლიკად და შესაბამისად, საქართველოს მმართველობაც (თუკი ადგილობრივ მმართველობას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), შემდეგ რუსეთის რესპუბლიკას გამოეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა და მას - საქართველოს რესპუბლიკა რაც შეეხება იმდროინდელი მთავრობის ლეგიტიმაციას, საინტერესოა 1917 წლის ეროვნული საბჭოს ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქვეყნის მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობა და რომელმაც დაადგინა, რომ ეს საბჭო იქნებოდა ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ ამას თუ ასე არ ვცნობთ, გამოვა, რომ 1918 წლის 26 მაისის აქტიც უკანონო ყოფილა, და შესაბამისად, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთს დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია არ მოუხდენია, ან მანამდე, 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებაც უკანონო აქტს ეფუძნებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ლოგიკა ამ მსჯელობაშიც არის. მაგრამ აქ საგულისხმოა ერთი საინტერესო დეტალი: ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრება "თავის პირველსავე სხდომაზე" (1919 წლის 12 მარტს) ადასტურებს დამოუკიდებლობის აქტს, "მიღებულს ეროვნული საბჭოს მიერ, მაისის 26-ს", ანუ ამით, პრაქტიკულად, მოიხსნა 26 მაისის აქტის ლეგიტიმაციის პრობლემა. შესაბამისად, დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (მათ შორის, თუნდაც სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამფეროვანი დროშა პირველად 1917 წლის ყრილობაზე აფრიალდა), ამიტომ, მე პირადად ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი ამით უნდა მოხსნილიყო ციტატა გამოდის რომ ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა პერიოდზე არ ვაღიარეთ, და 1921-მდელი საზღვრებია ჩვენი აღიარებული. მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია, ზაქათალაც ჩვენია ავტონომიის სახით და ს.ო. ავტონომია უნდა გაუქმდეს. ლოგიკით ასეა. არ არის მასე საქმე ისაა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს მოქმედი ძალა - იგი მხოლოდ საფუძველია დღევანდელი რესპუბლიკის, მაგრამ ეს იდენტობას არ ნიშნავს. ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქენი.... ეყრდნობიან რა ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს" აცხადებენ კონსტიტუციას. ეს ერთგვარი PR-ია, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნობთ, რომ საქართველო ახალი სახელმწიფო კი არ არის, ის ლოგიკური გაგრძელებაა უძველესი კოლხეთისა, იბერიისა, ერთიანი საქართველოსი, დაშლილ-დაქუცმაცებული ქართული სამეფო-სამთავროებისა და 1921 წლის რესპუბლიკისა რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს სამხედრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი არსებული რეალობით ამოქმედების თაობაზე (ამაზე ვისაუბრეთ მგონი). ჯერ ერთი, ამ "საბჭოს" ლეგიტიმაციის საკითხი ნულისკენ მიისწრაფის უსასრულოდ მეორეც, მანაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ნარჩუნდებოდა ციტატა მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია სამწუხარო ის არის, რომ 1992 წელს საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უერთდება ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის 1921 წელს ყარსში დადებულ ხელშეკრულებას საზღვრის გამიჯვნის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, მას დღევანდელ დღეს ავტონომია არ აქვს, ხოლო მომავალში მინიჭების საკითხი არის ხალხისა და მთავრობის გადასაწყვეტი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Sep 18 2007, 12:50 PM
პოსტი
#5
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
QUOTE სამწუხარო ის არის, რომ 1992 წელს საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უერთდება ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის 1921 წელს ყარსში დადებულ ხელშეკრულებას საზღვრის გამიჯვნის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს სად დაადასტურა? რა დოკუმენტია ასეთი? შევარდანაძის ხელმოწერილი? QUOTE მოხდა რა, ფაქტობრივად, რუსეთის მონარქია ჯერ გარდაიქმნა რესპუბლიკად და შესაბამისად, საქართველოს მმართველობაც (თუკი ადგილობრივ მმართველობას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), შემდეგ რუსეთის რესპუბლიკას გამოეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა და მას - საქართველოს რესპუბლიკა რუსეთის მონარქია კი გარდაიქმნა რესპუბლიკად, მაგრამ საქართველოს მმართველობას იმ ახალწარმოქმნილ რესპუბლიკასთან რა კავშირი ჰქონდა იურიდიულად? კი, ყველა პერსონალურად დეპუტატი იყო, მაგრამ ეს კრება არ გამოცხადებულა რუსეთის მმართველობის წარმომადგენლად! ამას ვგულისხმობდი. შემდეგი - 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ჯერ კონსტიტუციაც არ გაქვს რომ წესები გაწერო არჩევნების შესახებ, არც კანონი გაქვს, არც სახელმწიფო საფუძველს რა წარმოადგენს. რა კანონს ეყრდონა ასეთ დროს არჩევნები? QUOTE არ არის მასე საქმე ისაა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს მოქმედი ძალა - იგი მხოლოდ საფუძველია დღევანდელი რესპუბლიკის, მაგრამ ეს იდენტობას არ ნიშნავს. ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქენი.... ეყრდნობიან რა ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს" აცხადებენ კონსტიტუციას. ეს ერთგვარი PR-ია, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნობთ, რომ საქართველო ახალი სახელმწიფო კი არ არის, ის ლოგიკური გაგრძელებაა უძველესი კოლხეთისა, იბერიისა, ერთიანი საქართველოსი, დაშლილ-დაქუცმაცებული ქართული სამეფო-სამთავროებისა და 1921 წლის რესპუბლიკისა რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს სამხედრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი არსებული რეალობით ამოქმედების თაობაზე (ამაზე ვისაუბრეთ მგონი). ჯერ ერთი, ამ "საბჭოს" ლეგიტიმაციის საკითხი ნულისკენ მიისწრაფის უსასრულოდ მეორეც, მანაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ნარჩუნდებოდა მე მხოლოდ სამართალმემკვიდრეობას ვეხები. გამსახურდიამ გამოაცხადა თუ არა თავი 1918-1921 წლების სამართალმემკვიდრედ თავი? სამხედრო საბჭოს ეგ განცხადება მგონი საუკუნის იურისპრუდენციულ მარგალიტებში უნდა ჩაიწეროს და მუზეუმში დაიდოს, როგორი ლაფსუსები არ უნდა ხდებოდეს... QUOTE სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, მას დღევანდელ დღეს ავტონომია არ აქვს, ხოლო მომავალში მინიჭების საკითხი არის ხალხისა და მთავრობის გადასაწყვეტი ძალიან კარგი ნათქვამია - ხალხისა და მთავრობის! ამ წინა ცვლიელბეზე, თუნდაც 1992 წლის განცხადებაზე, ხალხს რა ჰკითხეს? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Sep 18 2007, 01:11 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
ციტატა სად დაადასტურა? რა დოკუმენტია ასეთი? შევარდანაძის ხელმოწერილი? დიახ ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ საქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი, პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს, ადასტურებენ რა ერთგულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინიკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი, გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით, მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შესრულებულია ქ.თბილისში 1992 წლის 30 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და თურქულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. საქართველოს რესპუბლიკის სახელით ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფოს მეთაური თურქეთის რესპუბლიკის სახელით სულეიმან დემირელი, პრემიერ-მინისტრი ციტატა რუსეთის მონარქია კი გარდაიქმნა რესპუბლიკად, მაგრამ საქართველოს მმართველობას იმ ახალწარმოქმნილ რესპუბლიკასთან რა კავშირი ჰქონდა იურიდიულად? კი, ყველა პერსონალურად დეპუტატი იყო, მაგრამ ეს კრება არ გამოცხადებულა რუსეთის მმართველობის წარმომადგენლად! ამას ვგულისხმობდი. სამართლებრივად რა პრობლემაა? ერთიანი რუსეთის მონარქია შეიცვალა ერთიანი რუსეთის რესპუბლიკად. თუ 1801 წლის მანიფესტის უკანონობას არ გავითვალისწინებთ, თავად ეს ფაქტი, რომ საქართველო დარჩა რუსეთის შემადგენლობაში, უკანონო არ ყოფილა ციტატა შემდეგი - 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ჯერ კონსტიტუციაც არ გაქვს რომ წესები გაწერო არჩევნების შესახებ, არც კანონი გაქვს, არც სახელმწიფო საფუძველს რა წარმოადგენს. რა კანონს ეყრდონა ასეთ დროს არჩევნები? ნუ ეს ცოტა დილემას ჰგავს. მაშინ კონსტიტუცია ვინ მიიღოს? ასეთ დროს, როგორ წესი, დამფუძნებელ კრებას ირჩევენ.... ციტატა მე მხოლოდ სამართალმემკვიდრეობას ვეხები. გამსახურდიამ გამოაცხადა თუ არა თავი 1918-1921 წლების სამართალმემკვიდრედ თავი? მთლად ასეც არა. მან დამოუკიდებლობის გამოცხადება დააფუძნა 1918 წლის 26 მაისის აქტს. ეს არ ნიშნავს, რომ საზღვრის პრინციპიც უცვლელად რჩებოდა. იგივე საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც მან შემოიღო, არ იყო დადგენილი 1921 წლის კონსტიტუციით. საერთოდაც, გამსახურდიას აქტი 1918 წელთან არის დაკავშირებული და არა 1921 წელთან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Sep 18 2007, 02:49 PM
პოსტი
#7
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
QUOTE ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ რატიფიცირებულიცაა?? QUOTE სამართლებრივად რა პრობლემაა? ერთიანი რუსეთის მონარქია შეიცვალა ერთიანი რუსეთის რესპუბლიკად. თუ 1801 წლის მანიფესტის უკანონობას არ გავითვალისწინებთ, თავად ეს ფაქტი, რომ საქართველო დარჩა რუსეთის შემადგენლობაში, უკანონო არ ყოფილა ეგ არა, მაგრამ რამიშვილის მთავრობას ვინ დაავალა მთავრობობა? რუსეთის საკრებულომ?? QUOTE ნუ ეს ცოტა დილემას ჰგავს. მაშინ კონსტიტუცია ვინ მიიღოს? ეჰ, მეშინოდა მაგ პასუხის... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Sep 18 2007, 03:10 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
ციტატა რატიფიცირებულიცაა?? დიახ ციტატა რამიშვილის მთავრობას ვინ დაავალა მთავრობობა? რუსეთის საკრებულომ?? ეგ პერიოდი კარგად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ როგორც მახსოვს (წინაზეც დავწერე აფხაზეთზე საუბრისას) ოზაკომი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის ოლქს, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელ რესპუბლიკას, იყო კანონიერად ჩამოყალიბებული ორგანო. მას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე გამოეცხადებინა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, ხოლო თავად ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მაისში თვითდაშლა გამოაცხადა, რას აისახა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტშიც ("დარჩნენ რა საკუთარი ძალების ამარად...."). ამიტომ პრინციპში იმაზეც არ არის საუბარი, ეროვნულ საბჭოს ჰქონდა თუ არა მთავრობის დანიშვნის უფლება, რადგან ამიერკავკასიის დაშლის შედეგად საქართველო სამართლებრივ ვაკუუმში აღმოჩნდებოდა.... ციტატა ეჰ, მეშინოდა მაგ პასუხის... "შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო", ნათქვამია ძმაო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Sep 18 2007, 03:54 PM
პოსტი
#9
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
QUOTE ეგ პერიოდი კარგად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ როგორც მახსოვს (წინაზეც დავწერე აფხაზეთზე საუბრისას) ოზაკომი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის ოლქს, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელ რესპუბლიკას, იყო კანონიერად ჩამოყალიბებული ორგანო. ოო, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული. ეს წავიკითხე დევიდ ლენგის წიგნში და ამან ამაფორიაქა... არ იყოო კანონიერიო. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Sep 18 2007, 04:24 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
ციტატა ოო, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული. ეს წავიკითხე დევიდ ლენგის წიგნში და ამან ამაფორიაქა... არ იყოო კანონიერიო. მაშინ ჩავუჯდები ერთი ისე, რა მადლობელი ვარ შენი ხომ კაცმა არ იცის! როგორ მაინტერესებს ისტორიული მოვლენების სამართლებრივი შეფასებები და სიზარმაცის გამო ვერ ვკითხულობ და ვერ ვეცნობი. აი, შენი კითხვების გამო კი რამდენჯერ მომიწია უკვე.... გაიხარე! ისე, რას ამბობს დ. ლენგი ძირითადად?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Sep 19 2007, 08:11 AM
პოსტი
#11
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
))) ვავსებთ ერთმანეთს, ვავსებთ ))))
ორ დღეში დავბრუნდები იმ ქალაქში სადაც დ.ლენგის წინგი მაქვს და ამოვწერ. ძირითადად: ასე ვთქვათ გაიცებული წერს, არანაირი სამართლებრივი ფორმა არ არსებობდაო და უკანონდ იყო პირველი საბჭო არჩეულიო. იქ მეტს არ განავრცობს მაგრამ ჩემი აზრი შემდეგია: როცა დაშალეს რუსეთის საკრებულო (თუ სწორად ვთარგმნეი) ბოლშევიკებმა, ეს ხალხი საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საინტერესოა თარიღების შეჯერება: თებერვლის რევოლიციის შემდეგ, მაგალითად ეკლესიამ ავტოკეფალია 12 მარტს გამოაცხადა და დროებით მთავრობას აუწყა. 1917 წლის 22 ნოემბრამდე რას უცდიდა ოზაკკომი? 1918 წლის 26 მაისამდე რას ელოდებოდა საქართველო? ჯერ ეს კიდევ წასაკითხი მაქვს, მაგრამ თავდაპირველად სამართლებრივი ფორმა მენშევიკთა კავკასიურ თავყრილობას არ ჰქონია. იმას ვგულისხმობ, რომ თებერვლის რევოლუციამდე მათ არ გააჩნდათ არავითარი სამართლებრივი სტატუსი, ისინი უბრალოდ დეპუტატები იყვნენ (თანაც მხოლოდ ზოგიერთები). შედარებისთვის, დღეს რომ ჯავახეთის რეგიონში პარლამენტარები იყვნენ და თბილისში ხელისუფლების შეცვლა მოხდეს, ჯავახეთის დეპუტატთა ჯგუფს არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ ექნებათ, გარდა ინდივიდუალური სადეპუტატო მადატებისა, პარლამენტს ვერ მოიწვევენ, (ქვორუმი არ ეყოფათ ) და ვერავითარ დასკვნას ვერ მიიღებენ. როგორც კი სხვა სამართლებრივ ფორმას შექმნიან, ისინი ხალხის რჩეულები ავტომატურად აღარ არიან, რადგან ხმა მათ ხალხმა მისცა როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს და არა როგორც სხვა შენაერთის წევრებს. ჯერჯერობით ისე იკვეთება, რომ ეს ხალხიც (მენშევიკები) სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თვითOნაც კარგად ესმოდათ ყველაფერი, და ამიტომაც არ მიიღეს არავითარი რადიკალური რეფორმა და ზომები 22 ნოემბრამდე, ანუ როცა გამოცხადდა ბოლშევიკური მთავრობა რუსეთში. არა-იურიდული გადახვევა: ამ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადება როგორც ეტყობა, მხოლოდ ბოლშევიკებთან გამიჯვნისთვის სჭირდებოდათ. ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო თემა გველის: გიორგიევსკის ტრაქტატი, თანმხლები დოკუმენტაცია და სამართლებრივი ასპექტები.. აბა ჯერჯერობით... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
lingvo |
Sep 19 2007, 12:58 PM
პოსტი
#12
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის სამარცხვინოდ, სოციალ დემოკრატიული პარტია "იძულებული იყო" გამოეცხადებინა სამშობლოს დამოუკიდებლობა. სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება. სამოწუხაოროა ამის აღიარება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ქევანა |
Sep 19 2007, 01:11 PM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება აუ ეს უკვე ნამეტანია რა... ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Lenus |
Sep 23 2007, 11:35 AM
პოსტი
#14
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
QUOTE აუ ეს უკვე ნამეტანია რა... ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ.... ეს არავინ იცის, მაგრამ კირიონის მკვლელობა რომ ჩაფარცხეს, ეს ხომ ფაქტია? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
gvantsi |
Sep 23 2007, 10:00 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 |
ისტორიას რომ ვსწავლობდი ყველაზე მეტად ამ პერიოდში შემეცოდა საქართველოდა ბოლოს გამსახურდიას დროს
-------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
დავითი |
Sep 24 2007, 02:00 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
აუ ეს უკვე ნამეტანია რა... ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ.... ეს არ არის ნამეტანი, ეს არის სიმართლე. ოღონდ კომუნისტებს უნდოდათ მენშევიკებზე ამის გადაბრალება, მაშინ როცა უშუალოდ ილია ეს სწორედ მათ, ანუ ბოლშევიკებმა, მოკლეს. თუმცა მენშევიკთა უმრავლესობას ეს მკვლელობა მანცდამაინც არ სწყენიათ... |
Misha_kartveli |
Sep 24 2007, 11:13 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ძალიან ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრიც დაიწერება. მე პირადად ვიზიარებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, იურისტისა და დიპლომატის ზურაბ ავალიშვილის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ის სამი წელი იყო მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს გასაბჭოებისათვის. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამოუკიდებელი ქვეყნის მართვა მოუწიათ იმ პირებს, რომლებიც რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებულები ყველანაირ ეროვნულს, გარდა ამისა მათ უარყვეს ქართული სამოციქულო ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, აქედან გამომდინარე მათი საქმე წინასწარ იყო განწირული დამარცხებისათვის.
-------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
Lenus |
Sep 24 2007, 12:20 PM
პოსტი
#18
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
მარინე!
საიდან ეს ფოტოები? დავეცი კაცი და ვეღარ ავდექი!!! ნუ გვიზოგებ, გახსენი ცალკე თემა და მთელი ფოტომასალა რაც გაქვს გვიწილადე დამშეულ ხალხს!! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანონისტი |
Sep 24 2007, 12:34 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მანქანა, ცენტრიში - ნოე ჟორდანია ფაქტობრივად, პირველი ქართული ტანკი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Sep 24 2007, 01:44 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარინე! საიდან ეს ფოტოები? დავეცი კაცი და ვეღარ ავდექი!!! ნუ გვიზოგებ, გახსენი ცალკე თემა და მთელი ფოტომასალა რაც გაქვს გვიწილადე დამშეულ ხალხს!! ოო, ეს ჩემი ინტერნეტ საიდუმლოა თუმცა მაინც გაგიმხელთ http://www.photomuseum.org.ge/index_ge.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი