პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს |
PaTaRa-GoGo |
Jan 20 2011, 04:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 16-February 10 წევრი № 8,193 |
ალფრედ პიგინსი 47 წლის იყო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების რიცხვში შედიოდა; ჰყავდა ლამაზი ცილი,ტყუპი,არაჩვეულებრივი გოგონები და ძალიან ბედნიერიც იყო, ვიდრე ერთ ავბედით ზაფხულს მხატვარს პორტრეტი არ შეუკვეთა.ის და მისი ცოლი საკუთარ იახტის გემბანზე იდგნენ და სიცოცხლე უხაროდათ.მაგრამ მხატვარმა ძლივს მოასწრო ნახატის დამთავრება,რომ ჰიგინს ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.მისი ცოლი კი მწვავე ფსიქოზის დიაგნოზით ფსიქიატრიულში მოათავსეს,სადაც აღესრულა კიდეც.ჰიგინსების წყვილი იმიტომ გარდაიცვალა,რომ ისინი მარკ კვინმა დახატა.ამბობდნენ,ამ მხატვარმა სული ეშმაკს მიჰყიდაო.ყველა ის ადამიანი,რომელიც მარკმა დახატა, პოზირებიდან ძალიან მალე დაიღუპა.ჰიგინსები ამ საბედისწერო სიის თავში აღმოჩნდნენ. მხატვარი დღემდე არ იძლევა არანაირ ინტერვიუს და არ საუბრობს თავისი მოდელების ტრაგიკულ აღსასრულზე. სამაგიეროდ,პერიოდულად ურეკავს მდიდარ,ცნობილ ადამიანებს და ეუბნება; “იცით მე თქვენი პორტრეტის დახატვა მაქვს გადაწყვეტილი” შეშინებული მილიონრები კი სასწრაფოდ უხდიან სოლიდურ თანხას, ოღონდაც ეს არ გააკეთოს.პორტრეტს შეუძლია ადამიანის ბედი შეცვალოს. იმოქმედოს მასზე როგორც უარყოფითად,ასევე დადებითად.თუმცა ისტორიკოსები უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები ადრეულ ასაკში,თანაც,ტრაგიკულად იღუპებოდნენ. ლეონარდო და ვინჩი დათანხმდა ერთი ფლორენციელი მოქალაქისთვის,ფრანჩესკო დელ ჯოკონდასთვის,მისი ცოლის, მონა ლიზას პორტრეტი დაეხატა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო და,თანაც, უსაშველოდ ლამაზი.ლეონარდო პორტრეტზე 4 წელს მუშაობდა,მაგრამ ვერ დაასრულა,რადგან მონა ლიზა თვალსა და ხელს შუა მიილია, ბოლოს გარდაიცვალა კიდეც.უდიდესი მხატვრის,რემბრანტის მეუღლე სასკია, რომელიც ხშირად პოზირებდა ქმარს,30 წლისა გარდაიცვალა. ასევე დაემართათ შვილებსაც,რომლებიც მამამ დახატა:3 ჩვილობაში მოკვდა,მეოთხე-27 წლის. პირველი ცოლის ბედი გაიზიარა მეორემაც. ჰენდრიკს სტოფელდსი რემბრანტმა ორჯერ დახატა. ამის შემდეგ ქალს დიდხანს არ უცოცხლია. ხუთი წლის ლიზი კისელიოვამ მუხლი გაიტეხა.ექიმებმა ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.ძვალი შეხორცდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მუხლში სიმსივნე გაჩნდა.ამას გარდა ,ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვებზეც აღმოჩნდა, მეტასტაზები ყოველდღიურად იზრდებოდა. მშობლები ბედს შეურიგდნენ და ნაცნობ მხატვარს შვილის პორტრეტის დახატვა სთხოვეს. მანაც ბავშვი ზუსტად ისეთი დახატა,როგორც ავადმყოფობამდე იყო-ოქროსფერი,ხვეული თმა,ლურჯი თვალებითა და ვარდისფერი ლოყებით. პორტრეტი საოცარი გამოვიდა,თითქოს ცოცხალი.ერთი თვის შემდეგ გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ: ფილტვშიც და მუხლშიც სიმსივნე უკვალოდ გაქრა.მშობლები დარწმუნებული იყვნენ,რომ სასწაული სწორედ პორტრეტმა მოახდინა. რუბენსის ხორცსავსე მადონების მოდელები ყოველთვის მისი ცოლი, ლამაზმანი ელენე ფოურმენტი იყო.რუბენსი შეუსვენებლად ხატავდა ცოლის პორტრეტს სხვადასხვა ღვთაების სახით და ქალიც სულ ლამაზდებოდა და ლამაზდებოდა; უამრავი ჯამრთელი ბავშვი გააჩინა და ქმარზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა. ფსიქოლოგები თვლიან,რომ,რაც უფრო ნიჭიერია მხატვარი,მით უფრო მეტი შანსი აქვს,ნახატში თავვისი სულის დიდი ნაწილი ჩადოს და, ბუნებრივია,ენერგიაც ავსებს,რომელიც ზოგჯერ ნეგატიური და უარყოფითია,ზოგჯერ კი-დადებითი. ზოგიერთი მხატვარი სწორედ ნატურიდან იღებს სასიცოცხლო და შემოქმედებით ენერგიას.ზოგი კი, პირიქით იქეთ გაიღებს.ასეთი იყო, მაგალითად,რუბენსი,რომლის გვერდით ყველა ქალი იფურჩქნებოდა.რემბრანტი კი ვამპირივით სწოვდა მენატურეს სასიცოცხლო ძალებს,ამიტომაც იღუპებოდნენ მისი მოდელები და ოჯახის წევრები. იგივე სჭირდა პიკასოსაც.თუმცა,ამგვარი ვამპირიზმის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია.” საბედისწერო სურათების”საიდუმლოს ამოხსნა უამრავმა მეცნიერმა სცადა.მსოფლიოს უდიდეს სამხატვრო გალერეებში დააყენეს სპეციალური ხელსაწყოები,რომლებიც ზუსტად აღნუსხავდა დამთვალიერებლის თვალების მოძრაობასა და დროს,რომელსაც იგი სურათის წინ ატარებდა.ზოგიერთი სურათიდან მართლაც იღვრებოდა წარმოუდგენლად დიდი ენერგია.თერმოგრაფიის საშუალებით მოახერხეს,დაედგინათ შემოქმედებით ექსტაზში მყოფი მხატვრის ტვინის მოქმედება,რომელიც ამ დროს რადიკალურად იცვლებოდა.ელექრტოენცეფალოგრამაზე კი ტალღების შენელებული მონაცვლეობა აისახებოდა.სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია მხატვარს,შექმნას შედევრი. დადგინდა ისიც,რომ,როცა მხატვრის ენერგია მატულობდა,მენატურის ტვინის ბიოპოტენციალი ორი-სამჯერ იკლებდა.ანუ მხატვარი იკვებებოდა მოდელის ენერგიით, რასაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ამ უკანასკნელის არსებობას.თუმცა პროფესინალი მოდელები,რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მხატვართან მუშაობენ,ახერხებენ გამოიმუშაონ გარკვეული იმუნიტეტი და არ შეუშვან მხატვრის სული საკუთარ ტვინში.ამით აიხსნება ის ფაქტი,რომ გენიოსების ძირითადი მსხვერპლნი მათი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ხვდებიან. XX საუკუნის დასაწყისში 18 წლის ელენა დიაკოვა რუსეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა ჭლექისაგან ‘შეჭმული”ფილტვების სამკურნალოდ.მაგრამ ყველა ცნობილმა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა,რომ ელენას შველა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.ამ დროს ელენამ დამწყები მხატვარი პოლ ელუარი გაიცნო.პოლი ხშირად ხატავდა გამხდარ და გაყვითლებულ გოგონას ბუნების ფონზე,ყვავილებით ხელში და მისი ავადმყოფობა ოდნავ ჩაცხრა.3 თვის შემდეგ ელენა სიურეალისტ მაქს ერნსტს დაუმეგობრდა.ერნსტიც ხშირად ხატავდა თავის საყვარელს და ქალი,რომელიც 6 თვეში უნდა მომკვდარიყო,თავს მშვენივრად გრძნობდა-ექიმები თვალებს ვერ უჯერებდნენ…40 წლის ასაკში ელენა ცოლად გაჰყვა სახელგანთქმულ სალვადორ დალის და იქცა გალად. დალი აღმერთებდა ცოლს ;ხატავდა მას თითქმის ყოველდღე ახალგაზრდას,ლამაზს,ყოველგვარ ი ნაოჭისა და ჭაღარის გარეშე.ელენა-გალა 88 წლისა გარდაიცვალა.მის ფილტვებში ჭლექის ნასახიც აღარ იყო... -------------------- *მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
|
თამარი_ცქნაფო |
Jan 20 2011, 05:08 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
კიდევ დადეთ რა საინტერესო სტატიები ცნობილ ნახატებდა და მხატვრებზე
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
PaTaRa-GoGo |
Jan 20 2011, 05:29 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 16-February 10 წევრი № 8,193 |
თამარი_ცქნაფო
დავდებ აუცილებლად ბავშობიდან ვაგროვებ ასეთ სტატიებს მეც ძალიან მომწონს ასეთი რამეები -------------------- *მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
|
თამარი_ცქნაფო |
Jan 20 2011, 06:47 PM
პოსტი
#4
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ლეონარდოზე ცალკე თემას, ჯობდა აქ დაგედო ისიც.
ველი აბა სხვა სტატიებსაც -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
starscream |
Jan 20 2011, 09:22 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
მაგარია მხატვარს ვითრევ და ვახატინებ ჩემს თავს და ვახატინებ
-------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
ane |
Jul 16 2011, 10:04 AM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 12-July 11 წევრი № 11,326 |
საინტერესოა....... ქართველებს როგორც ჩანს ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს, რომ, ასეთი რაღაც არმომედებს, წინააღმდეგ შემთხევავში მე კარგა ხნის გარდაცვლილი უნდავიყო) ან სამხატვრო აკადემიის ნატურები,რომლებიც თითქმის დაბერდნენ იმ სივრცეში. ქართველ მხატვრებს თუ გავიხსენებთ მერაბ ბერძენიშვილის მეუღლეც ჯანმრთელად გრძნობს თავს და პიკო ნიჟარაძის ოჯახშიც მშიდობაა. შეიძლება ეს ამბავი ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ან ქართული გენის ამბავია)) |
tamuna m |
Jul 16 2011, 09:22 PM
პოსტი
#7
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
PaTaRa-GoGo
ეტყობა ავტორმა "დორიან გრეის პორტრეტი"- ის გავლენის ქვეშ დაწერა რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებ მსგავს რამეებს -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
toka@ |
Jul 16 2011, 11:27 PM
პოსტი
#8
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ალბათ ყველას გეცნოთ,ეს ვან გოგის ავტოპორტრეტია,მეც ასე ვიცოდი მაგრამ გავვოცდი როდესაც წავიკითხე სტატია ჟურნალ "რეიტინგში" რომ ეს ვან გოგი კი არა თურმე მისი ძმა ყოფილა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი