IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Atman
პოსტი May 22 2010, 08:47 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი... რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ.

ჩვენს მიმღებ გონებას აქვს 5 ფუნქცია. მე დაწვრილებით ავხსნი ორ მათგანს, რომლებიც ამ შემთხვევაში გვაინტერესებს. ერთს ჰქვია “რეალობის სწორი აღქმა” მეორეს კი “რეალობის არასწორი (გამრუდებული) აღქმა”. შეამჩნევდით, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი. რა არის რეალობის გამრუდებული აღქმა? როცა მე სწორად აღვიქვამ ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც ანალოგს ვუძებნიამ ობიექტს (მოვლენას, საგანსა თუ ადამიანს) ჩემს მეხსიერებაში. და შესაბამისად ვხედავ მას როგორიც არის და ნათლად ვხვდები თუ რას წარმოადგენს იგი ჩემი გამოცდილების შესაბამისად. რეალობის გამრუდებული აღქმა ჩნდება მაშინ, როცა ჩემს არაცნობიერში (თუ ქვეცნობიერში) დაგროვდნენ ძალიან ძლიერი ნეგატიური ან პოზიტიური შთაბეჭდილებები (სამსკარები). ერთგვარი დომინანტები ჩემს ცნობიერებაში. და რა ხდება როცა რეალობას ვუყურებ? როგორ ვიღებ ამას? მე ვხედავ რაღაცას და სამსკარას, რომელიც ძალიან ძლიერია ამ რეალობაზე “ვაფენ”. და მე ვხედავ არა რეალობას, არამედ საკუთარ გამრუდებულ გამოცდილებას.

ამის კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ნახევრადბნელ ფარდულში შედის და დახვეულ თოკს ხედავს. იგი ამ თოკს გველად აღიქვამს და ეშინია. თმები ყალყზე უდგება და გარბის. რატომ დაინახა გველი და არა თოკი? იმიტომ რომ აქვს გველის ქვეცნობიერი შიში და ეს შიში დაეფინა იმას, რაც სინამდვილეში დაინახა. ეს შიში რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ეს თოკია და არა გველი. სწორედ ესაა რეალობის დამახინჯებული აღქმა.

ნორმალურია ადამიანი, რომელსაც რეალობის ასე თუ ისე სწორად აღქმა შეუძლია და არა საკუთარი შიშების და ცრუ ეგოს პრიზმაში. თუ ვინმემ ძალიან მაწყენინა და გული მატკინა, სხვებსაც უნდობლად მოვეპყრობი ამის შემდეგ. არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი სხვაზე ეჭვის ქონისა, მაგრამ მაინც ეჭვს შევიტან მასში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი ყველაში ცუდს და საეჭვოს ხედავენ. მათი ნეგატიური გამოცდილდება პროეცირდება რეალობაზე და ამახინჯებს მას. ასეთ ადამიანს ვერ გადაარწმუნებ, იმიტომ რომ გიჟს ჰგონია, რომ არაა გიჟი და მართალია.

როდესაც ბავშვის აღზრდა ხდება, პირველი მასწავლებელი დედაა და დედამ უპირობო და უანგარო სიყვარული, სრული დაცვა უნდა მისცეს მას, და ეს სიყვარული ადამიანს შიშისგან თავისუფლებას აძლევს. თუ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო სიყვარულის ეს “ვიტამინი” მას არ ექნება შიში. ის იქნება ნორმალური და სრულფასოვანი. არ იქნება ეჭვიანი, ბრაზიანი, სხვების ექსპლუატატორი. თვითონაც სიყვარულის გაცემისკენ ექნება მიდრეკილება...

შიში გვიშლის ხელს ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს.

ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში.

მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია!

ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება!

ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამ თვისებას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სად ზის, უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის... ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება უმეცრება.


ვისაუბროთ შიშზე, როგორც ფენომენზე, რომელიც წესით არ უნდა გვახასიათებდეს და როგორმე უნდა მოვიშოროთ!

სახარებაში იესო თუ სიყვარულის სიმბოლოა, შიშის სიმბოლო პირველ რიგში ჰეროდეა. სწორედ შიში იყო ჰეროდეს მოქმედების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ყრმები დაახოცინა...

შიში ეს ენერგიის ბუნებრივი დინების შეფერხებაა, "ბლოკია", რომელიც საჭიროა თუ ჯოჯოხეთისკენ მივექანებით, მაგრამ ღმერთის გზაზე დამდგარ ადამიანს, ევერესტზე მიმავალ ადამიანს შიში არ ჭირდება, იმიტომ რომ შიში ვარდნაში გვიშლის ხელს, მაგრამ ზემოთ ცოცვის დროს არ გამოგვადგება.

ღვთის შიში, ეს ღვთის შეცნობის მხოლოდ საწყისი ეტაპია, შემდეგ კი შეუძლებელია გიყვარდეს თუ ამასთან ერთად გეშინია!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 22 2010, 02:29 PM
პოსტი #2


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსაგვსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22, 36-39).

მართალია ღმერთი უნდა გვიყვარდეს მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...
შიში შექიმნს სიყვარულსა smile.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 02:46 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi
ციტატა
მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...


რა შიშს გულისხმობ? და რატომაა საჭირო?

ციტატა
შიში შექიმნს სიყვარულსა


არანაირად!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 22 2010, 04:50 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ციტატა
მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი.
ამაზე ის ფილმი გამახსენდა, შენ რო მირჩიე გახსოვს.... და მე რო საშინლად არ მომეწონა smile.gif))

უმიზეზო შიში (პანიკური) რაიმის მიმართ, მაგ. ზოგს ეშინია ძაღლების მთელი ცხოვრება
ან ეშინიათ გიჟების, ზოგს მთვრალი კაცის ეშინია და ა.შ. რატო ნეტა??? biggrin.gif

ისე ერთი ასეთი მოსაზრება მაქვს გაგებული შიშის შესახებ, რომ ადამიანს რისიც ყველაზე მეტად ეშინია, სწორედ ისაა მასში დიდი რაოდენობით და ამიტომ ეშინიაო. ანუ საკუთარ თავში, რაც ყველაზე მეტია, შიში ამაზე რეაგირებააო. გამოდის რომ ადამიანს თუ ძალიან ეშინია ეშმაკის (მაგ.) ე.ი. მასში ბევრია ეშმაკისეული. ნუ რამდენად მართალია არ ვიცი, ვერ გეტყვით smile.gif

ღმერთის მიმართ შიში ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია. იმიტომ რომ მე თუ იმიტო მწამს და იმიტო ვლოცულობ რო მეშინია ვინმესი, ეს ნიშნავს რო მე შიშის მონა ვარ და არა ღვთის.
შიშით შეყვარება ვინმესი ჩემთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ ვერ ვხვდები ეს საერთოდ რანაირი სიყვარულია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 05:03 PM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mata
ციტატა
ამაზე ის ფილმი გამახსენდა, შენ რო მირჩიე გახსოვს.... და მე რო საშინლად არ მომეწონა )


"დაწყევლილთა კუნძული"? biggrin.gif ხო ეგ მძიმე შემთხვევაა არანორმალურობის.

ციტატა
ადამიანს რისიც ყველაზე მეტად ეშინია, სწორედ ისაა მასში დიდი რაოდენობით და ამიტომ ეშინიაო.


ეგ უფრო სიძულვილზე გამოდგება ალბათ. შიშI უფრო ილუზიით, უმეცრებით და ბავშვობის ან წინა ცხოვრებების შთაბეჭდილებებითაა გამოწვეული ასე მგონია. მაგალითად წინა ცხოვრებაში თუ წყალში დავიხრჩე, ამ ცხოვრებაში წყლის პანიკური შიში მაქვს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2010, 07:14 PM
პოსტი #6


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ციტატა(Atman @ May 22 2010, 06:03 PM) *

mata

ეგ უფრო სიძულვილზე გამოდგება ალბათ. შიშI უფრო ილუზიით, უმეცრებით და ბავშვობის ან წინა ცხოვრებების შთაბეჭდილებებითაა გამოწვეული ასე მგონია. მაგალითად წინა ცხოვრებაში თუ წყალში დავიხრჩე, ამ ცხოვრებაში წყლის პანიკური შიში მაქვს.


ქალების 90% გველების ეშინია და დავიჯერო ყველას გველმა უკბინა წინა ცხოვრებაში? rolleyes.gif

მეც გველის მეშინია sad.gif
ისე როცა ძალიან მეშინია რაღაცის საღად ვეღარ ვაზროვნებ blink.gif

ციტატა(ikanosi @ May 22 2010, 03:29 PM) *

შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსაგვსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22, 36-39).

მართალია ღმერთი უნდა გვიყვარდეს მაგრამ საწყის ეტაპზე შიშია საჭირო...
შიში შექიმნს სიყვარულსა smile.gif

მამა დეოდორე ამბობდა, რომ ღმერთის კი არ უნდა გეშინოდეთ არამედ სულ იმის შიშში უნდა იყოთ რომ უფალს არ დაშორდეთო და სულ უნდა ეცადოთ მასთან კავშირი არ დაგკარგოთო rolleyes.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 07:16 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



nat_uly

ციტატა
ქალების 90% გველების ეშინია და დავიჯერო ყველას გველმა უკბინა წინა ცხოვრებაში?


გველის შიში თითქმის ყველა ცხოვრებაში აქვს ადამიანს. ეგ არქეტიპულია, განსაკუთრებით ქალებისთვის biggrin.gif



ციტატა
მამა დეოდორე ამბობდა, რომ ღმერთის კი არ უნდა გეშინოდეთ არამედ სულ იმის შიშში უნდა იყოთ რომ უფალს არ დაშორდეთო და სულ უნდა ეცადოთ მასთან კავშირი არ დაგკარგოთო


ეს შიში გამართლებულია, თუმცა ამას უფრო სიფრთხილე ქვია ვიდრე შიში.

პ.ს. იმისაც უნდა გეშინოდეთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2010, 07:18 PM
პოსტი #8


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



Atman

ხოო. ეგ შესაძლებელია. მაგაზე არ მიფიქრია biggrin.gif
სხვათაშორის კაცებსაც ეშინიათ გველის a075.gif

ხო კიდევ. ძალიან ბევრს აქვს დახურული სივრცის შიში. დავიჯერო ყველა უჰაერობისგან დაიხრჩო წინა ცხოვრებაში? tongue.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი May 22 2010, 07:19 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(Atman @ May 22 2010, 07:16 PM) *

nat_uly
გველის შიში თითქმის ყველა ცხოვრებაში აქვს ადამიანს. ეგ არქეტიპულია, განსაკუთრებით ქალებისთვის biggrin.gif


არა ძმაო ცდები აქ, მე და შენ ვიცნობთ ქალებს რომლებსაც გველები ძალიანაც უყვართ biggrin.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 22 2010, 07:21 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



სხვათაშორის გველების მიმართ არანაირი შიში მაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ... ნუ სიყვარულით არ მიყვარს, მარა არც მეზიზღება და არც მეშინია მათი არანაირად.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2010, 07:26 PM
პოსტი #11


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



mata
ეგ ნამდვილი გმირობაა biggrin.gif
ესეიგი შენ იმ 10% ში შედიხარ smile.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი May 22 2010, 07:26 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(mata @ May 22 2010, 07:21 PM) *

სხვათაშორის გველების მიმართ არანაირი შიში მაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ... ნუ სიყვარულით არ მიყვარს, მარა არც მეზიზღება და არც მეშინია მათი არანაირად.

მე კი მეუბნებოდი რომ გიყვარდა გველები და შენ სახლთან წვავდნენ მათ და მერე იქ ჭაობი გაჩნდა biggrin.gif
რა მატყუებდი? rolleyes.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი May 22 2010, 07:27 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



боятся глупо

IPB-ს სურათი
* — Знаешь что бояться глупо.
* — Мартин, с ума сошел?
— Вот и я тоже говорю компромисс всегда найти можно.
— Убери пистолет, я не хочу быть соучастником вооруженного разбойного нападения с
—...?
—Ой, что это я сказал, это я наверно с похмелья, забудь что я сказал.

* - Это твое желание? Желание номер один???

- Согласен, это не так красиво как кадиллак для мамы, но...
* - Смерть – очень неприятная форма бытия.

* - Стоишь на берегу и чувствуешь соленый запах ветра, что веет с моря. И веришь, что свободен ты, и жизнь лишь началась. И губы жжет подруги поцелуй, пропитанный слезой....
—Я не был на море….
— Ладно, не заливай! Ни разу не был на море?
— Не довелось. Не был.
— Уже постучались на небеса, накачались текилы, буквально проводили себя в последний путь… А ты на море-то не побывал…
— Не успел. Не вышло.
— Не знал, что на небесах никуда без этого? Пойми, на небесах только и говорят, что о море. Как оно бесконечно прекрасно… О закате, который они видели…О том, как солнце, погружаясь в волны, стало алым как кровь. И почувствовали, что море впитало энергию светила в себя, и солнце было укрощено, и огонь уже догорал в глубине. А ты?... Что ты им скажешь? Ведь ты ни разу не был на море. Там наверху тебя окрестят лохом....

* На небе только и разговоров, что о море... и о закате... Там говорят о том, как чертовски здорово наблюдать за огромным огненным шаром, как он тает в волнах...
И еле видный свет, словно от свечи, горит где-то в глубине...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 22 2010, 07:28 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



.zakaria.

მიყვარს და გულში ვიხუტებ მეთქი არ მითქვია. მე გითხარი ჩემს სახლთან წვავდნენ გველებს და ისინი გაბრაზდნენ და სამაგიერო გადაუხადეს. ტბა გააჩინეს და ხალხი სახლებში ვეღარ შედიოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 07:29 PM
პოსტი #15


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



nat_uly
ციტატა
სხვათაშორის კაცებსაც ეშინიათ გველის


რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობას ეშინია გველი, უბრალოდ პროცენტულად ქალი მეტია ასეთი.

ციტატა
ხო კიდევ. ძალიან ბევრს აქვს დახურული სივრცის შიში. დავიჯერო ყველა უჰაერობისგან დაიხრჩო წინა ცხოვრებაში?


აუცილებელი არაა რომ დაიხრჩო, შეიძლება იხრჩობოდა და სტრესი გადაიტანა, მაგრამ გადარჩა კიდეც biggrin.gif

და აუცილებელი არაა, რომ წინა ცხოვრებაში, ცხოვრება იმდენი გვაქვს გავლილი... biggrin.gif


მე პირადად მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და ნამდვილი იარაღი (კონკრეტულად პისტოლეტი) არასოდეს მქონდა ნანახი. არც ის მქონდა გაცნობიერებული რომ იარაღით ადამიანებს კლავენ და საერთოდ სიკვდილი რა იყო არ ც ეგ ვიცოდი, მაგრამ ერთხელ ერთ მილიციელ "ბიძიას" ქამარში გარჭობილი პისტოლეტი დავუნახე და ამაკანკალა ისეთმა შიშმა შემიპყრო. ეტყობა რომელიმე წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი იარაღით განმმგმირეს biggrin.gif მითუმეტეს რომ ბავშვობაში არავის დავუშინებივარ და არც მილიციელების მეშინოდა, კონკრეტულად იარაღმა შემაშინა smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2010, 07:50 PM
პოსტი #16


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



Atman
არამგონია სტრესს ასეთი ეფექტი ქონდეს, რომ მეორე ცხოვრებაში გადმოგყვეს biggrin.gif

პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო tongue.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 07:52 PM
პოსტი #17


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



nat_uly
ციტატა
არამგონია სტრესს ასეთი ეფექტი ქონდეს, რომ მეორე ცხოვრებაში გადმოგყვეს


როგორ არა, დიდ კვალს ტოვებს სტრესი, განსაკუთრებით ძლიერი სტრესი.

ციტატა
პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო


ჰოდა ინტუიცია და ქვეცნობიერი წინა ცხოვრებებიდან მოდის. თანაც ბევრი ბავშვი ხვდება რა ფუნქცია აქვს იარაღს, მაგრამ ცოტას ეშინია smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 22 2010, 08:01 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ციტატა
ეგ ნამდვილი გმირობაა ესეიგი შენ იმ 10% ში შედიხარ

ეტყობა smile.gif

ციტატა
ადამიანების უმეტესობას ეშინია გველი, უბრალოდ პროცენტულად ქალი მეტია ასეთი.

მემგონი ზოგადად კაცები უფრო მშიშრები ხართ ვიდრე ქალები. ეგ ეგრეა და არ უარყოთ ეხლა biggrin.gif

ციტატა
პისტოლეტის ალბათ იმიტომ შეგეშინდა რომ ინტუიციით მიხვდი რაც იყო

ე.ი. გამოდის რომ შენ წინა ცხოვრებაში პისტოლეტი მოგხვდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 22 2010, 08:03 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mata
ციტატა
ე.ი. გამოდის რომ შენ წინა ცხოვრებაში პისტოლეტი მოგხვდა?


პისტოლეტი მომხვდა? biggrin.gif

ციტატა
მემგონი ზოგადად კაცები უფრო მშიშრები არიან ვიდრე ქალები. ეგ ეგრეა და არ უარყოთ ეხლა


კალი იუგაში ეგრეა კი biggrin.gif

თუმცა გველების მაინც უფრო ქალებს ეშინიათ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 22 2010, 08:08 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ციტატა
ეტყობა რომელიმე წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი იარაღით განმმგმირეს

უი უი აგერ გიწერია შენ თვითონ და მე ვერ შევნიშნე smile.gif

ციტატა
თუმცა გველების მაინც უფრო ქალებს ეშინიათ

ვახ რატო??? საიდან მოგაქვს ეს მონაცემი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი