სად წავიქეცით?, ვიმსჯელოთ რატომ შე გვემთხვა ეს განსაცდელი, რა შეგვეშალა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სად წავიქეცით?, ვიმსჯელოთ რატომ შე გვემთხვა ეს განსაცდელი, რა შეგვეშალა |
lamara |
Aug 25 2008, 12:03 PM
პოსტი
#1
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ႲႭႡႰႠႬ |
Aug 25 2008, 12:09 PM
პოსტი
#2
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს! ალბათ ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა რომ ცოტა ხანს მაინც დავფიქრებულიყავით საკუთარ ცოდვებზე რომლებსაც ისე მივეჩვიეთ რომ ვერც კი ვგრძნობთ რომ ვცოდავთ...
პ.ს. ეეჰ, მეც ვდავარ მათ რიგებში -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
lamara |
Aug 25 2008, 12:37 PM
პოსტი
#3
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
syd
ციტატა ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს! ამაში ვერ დაგეთანხმები, ადამიანს გააჩნია, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ႲႭႡႰႠႬ |
Aug 25 2008, 12:51 PM
პოსტი
#4
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ციტატა ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი ეს იმიტომ რომ ყველა მხოლოდ სხვაში ეძებს მიზეზს და არა საკუთარ თავში... ჩვენ მზად ვართ ღმერთიც კი დავადანაშაულოთ და არავითარ შემთხვევაში საკუთარი თავი. სწორედ ესაა პრობლემა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
lamara |
Aug 25 2008, 01:27 PM
პოსტი
#5
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
teo... tee
ციტატა ეხლანდელ პერიოდზე რა შეიძლება ითქვას.... ღვთის სასჯელია, მაგრამ იმედია ისევ და ისევ ღვთის წყალობით გადავრჩებით და გადავიტანთ ამ განსაცდელს. კი, მაგრამ ჩვენც უნდა ვიღონოთ რაღაც. syd ციტატა ალბათ ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა რომ ცოტა ხანს მაინც დავფიქრებულიყავით საკუთარ ცოდვებზე რომლებსაც ისე მივეჩვიეთ რომ ვერც კი ვგრძნობთ რომ ვცოდავთ... პ.ს. ეეჰ, მეც ვდავარ მათ რიგებში არა მარტო შენ, სამწუხაროთ ბევრი ჩვენგანი შეეჩვია ცოდვას ჩემს მოძღვარს ასეთი შედარება მოყავს: ტალახში რომ გაატაროთ ცხენიც დაისვრება და ღორიც, მაგრამ ცხენი ვერ აიტანს ტალახს, აუცილებლად მაშინვე მოიშორებს, ღორი კი ნებივრობს ტალახში, ასევეა ცოდვილი ადამიანიც, რომელიც შეეჩვია ცოდვას და სიამოვნებს ამ ცოდვებით ცხხოვრებაო. syd ციტატა ყველა მხოლოდ სხვაში ეძებს მიზეზს და არა საკუთარ თავში... ჩვენ მზად ვართ ღმერთიც კი დავადანაშაულოთ და არავითარ შემთხვევაში საკუთარი თავი. სწორედ ესაა პრობლემა ეს ადამ და ევადან დაიწყო და დღესაც გრძელდება -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
leluka |
Aug 25 2008, 01:31 PM
პოსტი
#6
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ციტატა ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს! აუ როგორ დაგეთანმხო არ ვიცი ! -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
m16 |
Aug 25 2008, 02:10 PM
პოსტი
#7
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა სად წავიქეცით? ცხინვალში გორში სენაკში ზუგდიდში ფოთში -------------------- :)
|
lamara |
Aug 25 2008, 02:23 PM
პოსტი
#8
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
m16
ციტატა ცხინვალში გორში სენაკში ზუგდიდში ფოთში ნოდარიკო კითხვა "სად წავიქეცით?" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგო, მე მთვარეზე კი არ ვცხოვრობ, ეგ რომ არ ვიცოდე ეს კითხვა ოტია იოსელიანის ერთი წიგნის სათაურია "საით გავიქეცი და სად წავიქეცი", სადაც მწერალი თავის თავგადასავალს ყვება და "სად წავიქეცი" იგივეა, რაც "რა შემეშალა" -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
m16 |
Aug 25 2008, 02:32 PM
პოსტი
#9
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
lamara
უი შენ ის ლამარა ხარ ხო? გიცანი ხოდა ჩვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წავიქეცით ცხინვალში, გორში, გუგდიდში, სენაკში, ფოთში და კიდე ზემო აფხაზეთშიც -------------------- :)
|
xornabujeli |
Aug 25 2008, 05:41 PM
პოსტი
#10
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად... ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ. რაღა თქმა უნდა ეს განსაცდელიც ჩვენი ცოდვებისა და ნელთბილი ქრისტიანული საქციელის გამო მოგვევლინა,როგორც ამას უფალი მოუვლენდა ხოლმე ისარაელს სხვადასხვა დამყრობლის სახით, როცა ის ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდა და ამაოებაში ეფლობოდა, მაგრამ როგორც ნინევიელებმა შეინანეს და შესთხოვეს უფალს შეწყალება და განწმენდილნი,და გამართლებულნი გამოვიდნენ განსაცდელისაგან,თუ ჩვენც სინანულით შევთხოვთ ღმერთს შეწყალებას,ეს დიდი განსაცდელი და მწუხარება სიხარულად შეგვეცლება,თუ არა და ალბათ კვლავ გვექნება განსაცდელი,შესაძლოა უფრო დიდი(ღმერთო დაგვიფარე). იმედია,ქართველი ხალხი სულიერად ეყოფა სიბრძნე და ძალა,და განწმენდილი და გამარჯვებული გამოვა ამ განსაცდელისგანაც. '' უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით." -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
წახწახა |
Aug 25 2008, 06:51 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
რა შეგვეშალა? სააკაშვილი შეგვეშალა. მისი ბრალია ყველაფერი რა იმედით ავირჩიეთ ავაყვავებ ავაყვავებო საქართველოს, საშინელ გაჭირვებულ მდგომარეობას იმითი ამართლებდა რეფორმების ბრალიაო და ყველაფერი კარგად იქნებაო. რა არის რეფორმების ბრალი მთელი საქარვთელოს გაყიდვა? . ეს სააკაშვილი რომ გამოვა და წივილ კივილს დაიწყებს რო მოუსმენ გეგონება საქართველოს თავს აკვდება და ღამე საქართველოს ბუტბუტებსო. გაბრწყინდება საქართველო გაბრწყინდებაოო... აი გაგიბრწყინდა ცეცხლით და სისხლით, შავებში ჩაცმული დედებით. ხოდა კიდევ ხელალხა დაიწყო ეს კამპანია აი ომმა კი დაგვანგრია ყველაფერს თავიდან ავაშენებთო. ხოდა ყველაფერს გეგმავს რომ დაიწყოს თავიდან დაიწყებს რეფორმებს რომლებიც ერთი კაი 3 წელი საქართველოს სულს ამოხდიან და გაამართლებს აბა აღშენება ისე როგორ გინდაო იშოვის მილიარდებს და წავა მერე... ჯერ რათ გინდა ადამიანს ცხოვრება თუ აზრის გამოთქმის საშუალება არა გაქვს... ჩემს მამიდაშვილს ნაციონალები მიუვარდნენ შენ ოპოზიციის მომხრე ყოფილხარო, და არავინ არ თქვას რომ დასმენები და ესეთი რაღაცეები არ არის.
ვისჯებით რათქმაუნდა, ჩვენ ვართ უძლიერესი ქვეყანა, რელიგიური აზრით ჩვენ ღვთიმსშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ასე რომ გვმართებს 3 ჯერ მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე სხვა ყველა ქვეყანას. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ღვთის კანონებით. რა დრო მოვიდა... ღვთისმშობელი გვსჯის ყველაფფრისთვის, იმიტომ რომ ეკლესია დაუნგრიეს საქართველოში. ბიბლიაში წერია ადამიანები ცდილობენ თავისით მიაღწიონ ყველაფერს, მაგრამ ღვთის გარეშე რამდენიც არ უნდა ეცადონ არაფერ არ გამოუვათ, მიშა თავიდან რომ მოვიდა ისეთი სულით რომ გაეგრძელებინა საქართველო შეიძლება მართლაც გაბრწყინებულიყო. ეხლა კიდევ ფულების ხამია, შეშლილი რომელიც ჰალსტუხებს ჭამს |
ႲႭႡႰႠႬ |
Aug 25 2008, 07:07 PM
პოსტი
#12
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ციტატა ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ღვთის კანონებით ციტატა მაგრამ ღვთის გარეშე რამდენიც არ უნდა ეცადონ არაფერ არ გამოუვათ მხოლოდ ამაში გეთანხმები, მეტი ვერაფერში! -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
kmunka |
Aug 25 2008, 07:10 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-August 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 5,485 |
დრო ყველაფერს უკეთ შეაფასებს!
-------------------- ღმერთი არს სიყვარული
|
მარიამი_7 |
Aug 25 2008, 07:22 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 24-July 08 წევრი № 5,386 |
ღვთის ნების გარეშე რაფერი ხდაბა. ყველანაირი განსაცდელი ღვთის ნებით ევლინება ადამიანს, ამიტომ ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას და ვილოცოთ, რომ უფელმა მოგვცეს ძალა ყველანაირი განსაცდელს დასაძლევად. არ უნა მივეცეთ სასოწარკვეთილებას, პირიქით უნდა გვიხაროდეს კიდეც რადგან უფალი გვიგზავნის ,,ამოცანას,, რომრლიც უნდა ამოვხსნათ და გადავლახოთ ის ჯებირი რაც უფლისაგან გვაშორობს. გვახსოვდეს ღვთის გზა ყოველთვის ეკლიანია...
|
წახწახა |
Aug 25 2008, 09:13 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
ციტატა მხოლოდ ამაში გეთანხმები, მეტი ვერაფერში! კარგი მაშინ ვთქვათ რაში არ მეთანხმები, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი არ ჩანს? |
ႲႭႡႰႠႬ |
Aug 25 2008, 09:33 PM
პოსტი
#16
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
წახწახა
ეს ომი სააკაშვილის ბრალი არაა მარტო. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდა კიდევაც (სააკაშვილის პოლიტიკის განხილვას ამ თემაში მოვერიდოთ) -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ბიძია თომა |
Aug 25 2008, 09:37 PM
პოსტი
#17
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
სუ შეშლილები არ დავდივართ.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
kviro |
Aug 25 2008, 10:05 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 66 რეგისტრ.: 10-July 08 წევრი № 5,312 |
ეს ამბავი იმიტომ დაგვემართა რომ სიყვარული ვერ ვიაწავლეთ ღვთისა და ერთმანეთისა ერთმანეთს ვებრძვით რაღაც უაზრობის გამო რამდენი ახალგაზრდა ბიჭი დაღუპულა სულ რაღაც ტყუილად ერთიმეორეს ჭრიდნენ და ქართველი ქართველს ებრძოდა რარაც უაზრობის გამო ,,ეგრე რატო შემომხედე ბიჭო" და რაღაც ეგეთი არავაშკაცული საქცილელის გამო რამდენი ბიჭი დაიღუპა ამიტომაც ვისჯებით ალბათ
|
Floyd |
Aug 25 2008, 10:09 PM
პოსტი
#19
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
მეტი დავიმსახურეთ და უფალი მაინც გვიცოდებს და ნაკლებ განსაცდელს გვივლენს .
თუ რატომ დავიმსახურეთ , გადახედეთ თქვენს საახლობლოს და თუ მოგეპოვებათ ადამიანი აფხაზეთში ნაომარი მოაყოლეთ რას შვებოდნენ იქ ქართველი მეომრები . (რათქმაუნდა ყველა არა. ) -------------------- And the times , they are all changin' ...
|
BOO |
Aug 25 2008, 10:20 PM
პოსტი
#20
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 04:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი