წესების გამკაცრება განყოფილებაში!, წაკითხვა აუცილებელია! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წესების გამკაცრება განყოფილებაში!, წაკითხვა აუცილებელია! |
დათიკო |
Jun 3 2009, 10:43 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
აპოლოგეტიკის განყოფილების გახსნის დღიდან, ვაკვირდებოდით რა წარმოებული დიალოგის ფორმებს, შინაარსსა და ურთიერთობებს, აღმოვაჩინეთ, რომ მხარეები ვერ აწარმოებდნენ საღვთისმეტყველო ან სამეცნიერო დიალოგს მათთვის დამახასიათებელ ფორმებში და საუბარი არაფრის მომცემ კამათამდე დაჰყავდათ. ამის გამო იმართება კამათი კამათისათვის, სადაც ზოგიერთი მხარე ცდილობს საკუთარი ამბიციების, სწავლების ან მოსაზრებების აგიტაციას, პროპაგანდას, ან შესაფერისი ცოდნის არქონის გამო იძულებულია თავი აარიდოს არგუმენტირებულ პასუხებს და ცინიზმი აიფაროს ფარად. ვაცხადებთ, რომ ასეთი სახის დიალოგის წარმოება ყოვლად დაუშვებელია!
ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ აპოლოგეტიკის გაყოფილება მეტად საჭიროა ფორუმისთვის, არ ვთვლით საჭიროდ სრულებით დაიხუროს იგი და ამჯერად შემოვიფარგლებით მხოლოდ წესების გამკაცრებით: განყოფილებაში გაუფრთხილებლად წაიშლება პოსტები თუკი: 1. არ შეიცავს: ა) ლოგიკურ მსჯელობას ბ) წყაროს (თუკი დამოწმებულია რაიმე არგუმენტით) გ) წმინდა წერილის შესაბამის მუხლს (თუკი მოყვანილია ციტატა წმინდა წერილიდან) დ) წმინდა მამათა ავტორიტეტულ შრომებს 2. არის ცინიკური (რომც იყოს არგუმენტირებული, გამართული თავისი შესაბამისი მტკიცებულებებით) 3. ტექსტი გაფერადებულია ან გაზრდილია ზომებში (მისაღებია მხოლოდ ასოების გამუქება შავ ფერად - ე.წ. ბოლდი) 4. არ აგრძელებს წინა პოსტებში წამოწყებულ მსჯელობას. 5. შეიცავს საკუთარი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდას და მარტოოდენ პროსელიტიზმს ემსახურება. განყოფილების წესების დარღვევის შემთხვევაში ფორუმელი იღებს გაფთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი ბანს (ბანის ვადა განისაზღვრება მოდერატორის მიერ ინდივიდუალურად) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი