წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
ketilmorcmune |
Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 15-July 08 მდებარ.: sapatriarqo წევრი № 5,336 |
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...
სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს... მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას. როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო. გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს. არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს. იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას. ------------------------------------------------------- მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად: წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ---------------------- მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები. ...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან. ა. უნგიაძე მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი -------------------- საპატრიარქო |
Misha Songulashvili |
Jul 24 2008, 07:18 PM
პოსტი
#2
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ციტატა რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს მეცნიერ სასულიერო პირს რა ჯობია? ის სასულიერო პირი რომელიც მმკ-ს ერთ ერთი დამაარსებელია და აქტიური სახე? ციტატა თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. ნეტავ ვიცოდე რას ნიშნავს მმკ-ელთა შეხედულებით ეკუმენური აზროვნება... ციტატა იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. ამის პასუხად: ციტატა როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა პასუხი საპატრიარქოდან? ან რა ძალაა რომ ასე თვითნებობს? შეკითხვები ეხლა უაზრობაა ამ წერილის შესწავლა და პასუხი ჩვენისმხრიდან უაზრობაა აგრეთვე. მაგრამ ფიქრობს საპატრიარქო იმ ხალხზე ვინც ამ მმკ-ს ზეგავლენის ქვეშაა? მათ ხომ კვლავ მართლმადიდებლები ჰქვიათ? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
guest |
Jul 24 2008, 08:32 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ანუ აკრიტიკებენ სინოდს?
კაცო ეგ ყბადაღებული (მე პირადად აზრზე არ ვარ ვინები არიან,გასაგები მიზეზების გამო) ვიღაცები კი არა, აქ ფორუმზე მრავალჯერ მოღალატედ იწოდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე და აქ დარჩენილი ქართველები და მაგათგან რა გიკვირთ? ქართულ ენაზე არ ბაასობენო და ათასი სისულეები ითქვა , არადა თვით წმ. გრიგოლ ფერაძეს არცერთი ნაწარმოები ქართული არაა, რომ წმინდანია.... მაოცებს ბევრი, მაოცებს... |
ნაინა |
Jul 24 2008, 09:33 PM
პოსტი
#4
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ketilmorcmune
რაღაც ძალიან მეცნობი ისე კი ამ საკითხზე მე არაფერი მაქვს სათქმელი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უფრო მეტი ესმის ვიდრე სინოდს? ეეჰჰ. კაიროსის არ იყოს, მართლა ეეჰჰჰ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
sandro40 |
Jul 25 2008, 04:40 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
" მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად: წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ---------------------- სინოდმა თუკი იგი წმინდანად აღიარა შეცდომა დაუშვა ანუ აკრიტიკებენ სინოდს? რატომ არ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ სინოდის გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა თუკი ეს კრიტიკა მართლმადიდებლური სწავლებიდან მოდის, მე უფლება მაქვს გავაკრიტიკო პატრიარქიც თუკი ის რაიმე მართლმადიდებლურ წესს დაარღვევს, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვემორჩილები მართლმადიდებლურ სწავლებას და არა კონკრეტულ ადამიანებს და კიდევ იმიტომ რომ მე არ ვარ კერპთაყვანისმცემელი, ვარ ყველაზე თავისუფალი ადამიანი, მართლმადიდებელი, მაქვს გონება, თავისუფალი ნება და ერთი მიზანი ცხოვრებაში რომ გადავრჩე |
guest |
Jul 25 2008, 04:46 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
sandro40
ეკლესია არ ცდება, ეკლესია ქრისტეს სხეულია. შეცდება ყველა, შეიძლება პატრიარქიც, მაგრამ ეკლესია არა. |
chelo |
Jul 25 2008, 04:47 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
ცოტა არ იყოს დავიბენი,თუმცა ამ შემთხვევაში მემგონი ჯობია ჩვენი პირადი აზრებისგან თავი შევიკავოთ და წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მივიღოთ.მათ ნამდვილად ექნებაოდათ მისი წმინდანად შერაცხვის საბაბი.
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
sandro40 |
Jul 25 2008, 04:53 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 ეკლესია არ ცდება, ეკლესია ქრისტეს სხეულია. შეცდება ყველა, შეიძლება პატრიარქიც, მაგრამ ეკლესია არა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ სინოდი არის მხოლოდ ეკლესია თუ მრევლიც? და მისი თვითოეული წევრი, რომელიც იცავს დადგენილ წესებს, შეიძლება მოხდს ისე რომ სინოდი წავიდეს ეკლესიის წინააღმდეგ და მაშინ რა ქნას მრევლმა სინოდს დაემორჩილოს? სინოდის წევრებიც ხომ ადამიანები არიან |
კანონისტი |
Jul 25 2008, 04:55 PM
პოსტი
#9
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
sandro40
ციტატა მე უფლება მაქვს გავაკრიტიკო პატრიარქიც თუკი ის რაიმე მართლმადიდებლურ წესს დაარღვევს ციტატა სინოდის წევრებიც ხომ ადამიანები არიან შენ (და თუნდაც მე) ვინ ხარ, რომ სინოდი ამხილო?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sandro40 |
Jul 25 2008, 05:14 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
|
chelo |
Jul 25 2008, 05:24 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
სანდრო სინოდის გარდა ეკლესიას ვის გულისხმობ სამღვდელოებას ხო პირველ რიგში?სამღვდელოებაც ხომ სინოდს უნდა დაემორჩილოს,თუ არა და აქედან მოდის ე.წ. პატარ-პატარა განხეთქილებები,არ არის სასურველი ყველაფერზე პასუხი მოვითხოვოთ.მთავარია გვქონდეს ნდობა ჩვენი ეკლესიის მესჭეებისა,თუნდაც იგივე პატრიარქის და დანარჩენზე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
მნათე |
Jul 25 2008, 05:30 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რატომ არ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ სინოდის გადაწყვეტილება? გვაქვს... ციტატა შენ (და თუნდაც მე) ვინ ხარ, რომ სინოდი ამხილო?? სინოდი უცდომელია? უცდომელი ერთი ვიცი მე... პ.ს წმიდა გრიგოლ ფერაძე ჩემი უსაყვარლესი წმიდანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საკანონიზაციო კომისია ზეციურ იერუსალიმში მდებარეობს... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Jul 25 2008, 06:06 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
უფალი უშვებს იმ მადლს იმ ხალხზე, ვინც მაგას წვიტავს, რომ გადაწყვეტილება უშეცდომო იყოს, სხვანაირად ყველას შეუძლია აკრიტიკოს ნებისმიერი წმინდანი. იქნება სხვა წმინდანებიც არ იყვნენ "ღირსი" (ღმერთო მაპატიე), რომელთა სწავლებასაც ჩვენ მივყვებით ? ლამაზი იქნება ასე? რა ყველაფერზე ინტრიგნობა დაგჩემდათ ხალხო...
|
Misha Songulashvili |
Jul 25 2008, 07:18 PM
პოსტი
#14
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
sandro40
აქ სანდრო საუბარი არაა სინოდის უცდომელობაზე. აქ საუბარია მმკ-ს არალოგიკურ შეთითხნულ ბრალდებაზე. კონკრეტულად კი შეთითხნილი ცილისწამება მდგომარეობს შემდეგში: მმკ-ს "უწმინდესთაგანი" წერს: ციტატა იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება სინამდვილეში იგი არავითარ შეურაცხმყოფელ კომპრომისზე არ საუბრობდა, არც პრიმატის შენარჩუნებაზეა საუბარი. წმ. გრიგოლი ამბობდა: ციტატა ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
დეკ. ირაკლი |
Jul 25 2008, 09:49 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
დიდი ხანია არაფერი არ დამიპოსტავს იმის გამო რომ ,ზოგიერთები გაფრთხილებებს მაძლევენ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც გადავეყვიტე მეთქვა,იმიტომ რომ საქმე ეხება ერთერთ განსაკუთრებულ ადამიანს წმინდანს რომელის ცხოვრებაც მე სტუდენტობის დროს კარგად შევისწავლე.მქონდა პატარა ნაშრომი მის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ასევე საქმე შეეხო წმ,სინოდს, მინდა ავღნიშნო რომ, არიან სხვადასხვა წმინდანები რომელთა ზოგიერთ აზრსაც ეკლესია ბოლომდე არ იზიარებდა. სხვათაშორის საკმაოდ ცნობილნიც. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა იმას რომ ისინი წმინდანად შერაცხულიყვნენ.მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხივრებაში მნიშვნელოვანი არის ქრისტიანული ცხოვრება და ქრისტიანული აღსასრული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე შეინიშნება. უმორჩილესად გთხოვთ მოიძიოთ და ბოლომდე შეისწავლოთ წმ,გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მიდსი მოწამეობრივი აღსასრული. რაც საფუძველი გახდა მისი წმინდანთა დასში შერაცხვისა. სამწუხაროდ წყაროებს ვერ მიგითითებთ ,თავად მონახეთ. |
ბიძია თომა |
Jul 25 2008, 09:51 PM
პოსტი
#16
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
არის წიგნი წმინდა გრიგოლ ფერაძეზე და შეგიძლიათ ნახოთ მე წავიკითხე ამ ზაფხულს.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მნათე |
Jul 26 2008, 02:49 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხივრებაში მნიშვნელოვანი არის ქრისტიანული ცხოვრება და ქრისტიანული აღსასრული. დიახ მამაო, მაგრამ როგორც ზ.ა სუბიექტები მოგვახსენებენ, წმიდა გრიგოლ ფერაძე არათუ არ არის წმიდანი, არამედ შორსაა მშობელთა კავშირის მართლმადიდებლობისგან.... აქ საქმე რომელიმე აზრის გაზიარებასთან კი არა, მართლმადიდებლურ აღმსარებლობასთან გვაქვს, რამდენადაც წმიდა გრიგოლ ფერაძე პირდაპირი მომხრეა ე.წ შტოთა თეორიის, მისი ღრმად ლმობიერი და ინტერკონფესიური შეხედულებები ხომ არავისთვისაა დასამალი? გეთანხმებით იმაშიც, რომ წმიდანის ზოგიერთი მცდარი შეხედულება შეიძლება იყოს მიუღებელი ეკლესიისთვის, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალს მის წმიდანად და მაშასადამე ცხონებულად აღიარებას, მაგრამ როცა საქმე ეხება წვალებას? ავიღოთ იგივე ორიგენის მაგალითი, მისი ცხოვრება ხომ სავსეა აღმსარებლობით და ასევე არაფერი უჭირს მის აღსასრულსაც, მაგრამ სწორედ მისი გამოთქმული აზრებისა და სწავლებების გამო, ის ეკლესიამ განკვეთა (თანაც ორჯერ), რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ რომ მომავალში ზოგიერთ ეკლესიის წევრს შეიძლება დაემუქროს იგივე? არის რაიმე მყარი და არგუმენტირებული გარანტიები? წმიდა სინოდის გადაწყვეტილებების კრიტიკა ცხადია უკვე თვითმიზნად ექცა ზოგიერთს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ თუ ერთი გვერდი დამპალია, შეიძლება დამპლად მივიჩნიოთ მეორეც? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
abo |
Jul 27 2008, 01:54 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა , წმ. სინოდის საქმეა და ჩვენ არა მგონი ვინმე გვეკითხებოდეს მისი გადაწყვეტილების გარჩევას.
რაც შეეხება წმ. გრიგოლ ფერაძის აღნიშნულ ნაშრომს აქ ის შეიძლება ცდებოდეს, კერძოდ იმ საკითხებში სადაც კომპრომისს ახსენებს და დასავლეთის ეკლესიის დომინანტურობაზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ მამა ირაკლიმ ნათლად ბრძანა, რომ არის პრეცენდენტი სადას ეკლესია ზოგ საკითხებში არ იზიარებს წმინდანის ზოგიერთ შეხედულებებს, მაგრამ არც კრიტიკის ქარცეცხლს არ ატეხავს. ასე რომ წმ. გრიგოლ ფერაძის ზოგ საკითხებში არასწორი შეხედულებების მიუხედავად იგი შეიძლებოდა წმინდანად შერაცხულიყო. ასე რომ თუ გრ. ფერაძემ რამე არასწორად განმარტა სულ არ წარმოადგენს რაიმე კოზირს ეკუმენისტებისათვის და არც მართლმადიდებლებისთვისაა დიდი ტრაგედია. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მნათე |
Jul 27 2008, 02:38 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ასე რომ წმ. გრიგოლ ფერაძის ზოგ საკითხებში არასწორი შეხედულებების მიუხედავად იგი შეიძლებოდა წმინდანად შერაცხულიყო. ვინ ადგენს სწორ და არასწორ შეხედულებებს? კაი, მე გავიზიარებ ზემოთა შეხედულებას და ვიტყვი, რომ: ციტატა წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ვცხონდები შენი პირადი აზრით? ამ აზრის გაზიარებაში რომ გარდავიცვალო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
abo |
Jul 27 2008, 11:21 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მნათე
ციტატა ვცხონდები შენი პირადი აზრით? ამ აზრის გაზიარებაში რომ გარდავიცვალო მაგი უფალს შეეკითხე. ციტატა ვინ ადგენს სწორ და არასწორ შეხედულებებს? ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი