განსხვავებული აზრი, სიმართლე, თუ ....., "ჩვენ სიცოცხლის შვილები ვართ" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსხვავებული აზრი, სიმართლე, თუ ....., "ჩვენ სიცოცხლის შვილები ვართ" |
g5geo |
May 23 2018, 12:52 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 22-May 18 წევრი № 14,766 |
გამარჯობათ! მე გიორგი ვარ და მინდა ცოტა უჩვეულო კითხვა დავსვა... მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, სამწუხაროდ პირადი მოძღვარი არ მყავს გარკვეული მდგომარეობის გამო, თუმცა მყავდეს ამ კითხვას მგონი აქ მაინც დავსვამდი, კერძოდ ხშირად მეუბნებიან: სულელი, ურწმუნო, ათეისტი, კომუნისტი ხარო... ესენი არიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, ეკლესიურები, და ჩემსავით არაეკლესიური ქრისტიანები, ანუ შინაური წრისგან ვიღებ განკიცხვას, სხვებთან ასეთ თემაზე არ ვსაუბრობ, ოჯახის წევრებიც მეუბნებიან ეს ყველაზე მთავარი ...
ალბათ იტყვით, რას ვამბობ ასეთს... მე ვამბობ, ჩემი გარდაცვალების შემდეგ არ მინდა გასვენების ცერემონიალი... როცა ეს ადამიანი, რომელსაც მე ვმართავ მოკვდება და ამას დაადასტურებს შესაბამისი სპეციალისტი (ექიმი) მომზადდეს ყველაფერი, რომ ადამიანი დაიმარხოს დაღამებამდე და თუ ღამეა მეორე დღის დასრულებამდე, ანუ გაიგებთ რასაც ვამბობ... ქელეხის წინაღმდეგი არ ვარ, რამოდენიმე დღის შემდეგ შეიკრიბონ და ქართული ტრადიცისამებრ მოეწყოს ყველაფერი.... არც საფლავის ქვა მინდა და არც საფლავის შემორაგული (ადგილი ჯერ არ ამირჩევია, მერე შვილებს დავუბარებ )... თქვენი აზრით ნორმალური ვარ ? და ამ ყველაფერში რა არის მართლმადიდებლური ქრისტიანობის საწინააღმდეგო? თუმცა სიცილაკის სმაილიკებს ვწერ, მაგრამ სრული სერიოზულობით ვამბობ ყველაფერს, კიდევ არის ერთი შემთხვევა რაშიც ვერ ვთანხმდებით, ხშირად ამბობენ "ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ........ " მე კი პირიქით ვამბობ, რომ სიცოცხლის შვილები ვართ! და ამის შემდეგ მოგეხსენებათ, მათი რეაქცია: ათეაისტი, კომუნისტი და ასე შემ.... მადლობთ მოსმენისათვის... თქვენი აზრი მაინტერესებს... ხომ არ ვცდები? ადამიანს, როცა სული დატოვებს და მე იმ ადამიანში აღარ ვიქნები, რატომ უნდა მეძიონ იქ, ან იმ საფლავში სადაც ამ ადამიანს მოათავსებენ?... |
g5geo |
Jul 7 2018, 03:23 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 22-May 18 წევრი № 14,766 |
განსხვავებული აზრი შეიძლება მრავალი წარმოიშვას, მაგრამ სიმართლე ერთია.... მართალს ხომ ვამბობ?
(გავახილე თვალები, წამოვდექი... და მივხვდი, რომ ჯოჯოხეთში ჩამოვსულვარ...) რატომ არავინ არაფერს არ წერს? "ფეისბუქი" არის მოდაში ალბათ... თუ რაც დავწერე, ამ თემაში არ უნდა დამეწერა... მოდერატორო შენ მაინც მითხარი რამე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 06:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი