საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე |
შოთაძე |
Oct 5 2007, 03:18 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ... მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც. სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება. ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება. სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია. ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს. ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება. ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ... მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა. ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან. ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის. ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს. ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში... სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია... ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს... "ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..." მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე" № 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Homo Faber |
Oct 5 2007, 04:32 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
shota_shotadze
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
neo |
Oct 5 2007, 10:04 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... თეოდორე გიგნაძესნაირი ჭკვიანი და ღრმად მოაზროვნე კაცი თითზე ჩამოსათვლელია ვინც მე შემხვედრია, აქ რა წერია ეგ რომ გაიგო მანამდე ბევრი რამე უნდა გქონდეს წაკითხული და გაგებული, ყველასთვის არ წერია ეს... ზრდილობა იხმარე წერისას, ბოდვა რომელი ნაწერია მაგას ყველა წაიკიტხავს -------------------- www.cordesign.ge
|
mariami-k |
Oct 5 2007, 10:54 AM
პოსტი
#4
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
Homo Faber
ციტატა ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... მამა თეოდორე გიგნაზე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საკმაოდ განათლებული და კარგად მოაზროვნე. ამიტომ არ გაქვს მასზე იმის თქმის უფლება რომ "ბოდავს". თან გაითვალისწინე რომ ის სასულიერო პირია. თუ უკეთესი რამის თქმა შენ შეგიძლია გისმენთ... -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ლილიანა |
Oct 5 2007, 11:49 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
Homo Faber
ამისთვის წესების მიხედვით გაფრთხილება მინიმუმ გეკუთვნის გაითვალისწინე აწი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
Oct 5 2007, 12:33 PM
პოსტი
#6
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
Homo Faber
შემთხვევით ხომ არ გავიწყდება, რომ მართლმადიდებლური ფორუმზე ხარ? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Oct 5 2007, 12:36 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს არგუმენტები ვერ დავინახე, რამაც თავის მხრივ შენი პოსტი აქცია უზარმაზარ ბოდვად... თავს სულელურ მდგომარეობაშI ნუღა ჩაიგდებ.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მატასი |
Oct 5 2007, 12:48 PM
პოსტი
#8
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
Homo Faber
სამწუხაროდ შენ ბოდავ -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ვალერი |
Oct 5 2007, 01:16 PM
პოსტი
#9
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ძალიან საინტერესო ნააზრევია. ასეთ ნაშრომს არ შეიძლება ბოდვა ეწოდოს. მე ძალიან მიყვარს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები, რომელსაც რადიო ივერიის საშუალებით ხშირად ვუსმენ ხოლმე. მამა თეოდორე ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ისეთ თემებზე, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს ეხება და ცდილობს ჩვენც დაგვანახოს ისინი, რათა ერთობლივად აღმოვფხვრათ.
-------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Oct 5 2007, 01:28 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში... სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ რა ქნას ეკლესიამ როცა მაგალითად სკოლებში, ბოროტ ძალთა გამოისობით, აღარ ისწავლება რელიგია, უქმდება სალოცავები.. ხატი მხოლოდ უბრალო ატრიბუტადაა ჩათვლილი და მხოლოდ ღონიძიების შემთხვევაში უნდა იქნას სკოლაში შეტანილი.. მალე ალბათ ბავშვებს აუკრძალავენ ყელზე ჯვრის ტარებას.. რა ქნას ეკლესიამ როცა ასე ებრძვიან?? რა ქნას როცა არ აძლევენ ამ ყველაფრის შესაძლებლობას რაც ზემოთაა ჩამოწერილი? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქევანა |
Oct 5 2007, 01:39 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება საღვთისმეტყველო გაზრებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეს აგრესია იმის ბრალია რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს აღარ ვცემთ, გვინდა ყოველთვის ყველგან ყველაფერში გვეთანხმებოდნენ, აღარ ვითვალისწინებთ სხვის აზრს, ელემენტარული მოთმინება არ გაგვაჩნია.. ამ ბოლო დროს მოთმინება არც მე მყოფნის, როცა ვხედავ რომ რაღაც სისულელეს დააბრეხვებენ.. თან როგორს იცით? რაც აშკარად და თვალნათლივ ცხადია, რაც თეთრია, მაგრამ მაინც რო იძახიან შავიაო... ასეთ დროს სულგრძელი და მომთმენი უნდა იყო... მაგრამ მე აღარ შემიძლია, ალბათ გადავიღალე.... რა ბედნიერები არიან ისინი, ვინ მონასტერში მიდიან სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
babykido1 |
Oct 5 2007, 02:53 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 784 |
Homo Faber
ამ საქციელით შენ არა მამა თეოდორეს მიაყენე შეურაცხყოფა, არამედ ნებით თუ უნებლიეთ თავად ღმერთს შეეხე, იმიტომ რომ ეს არა უბრალოდ რიგითი პიროვნების აზრია, არამედ ეკლესიის (მის ერთგულ მსახურთა) პირით თავად ღვთის სიტყვა ითქმება. წმიდა წერილიდან შეგახსენებ ამის შესახებ: "რამეთუ სახარება ჩვენი თქვენდა მომართ იყო არა მარტო სიტყვით, არამედ ძალით და სულით წმიდითა" (თეს. 1:5) ამავე დროს, უფალი შეურაცხყოფილი ვერანაირად ვერ იქნება. ის თავად ღმერთია და უბრალოდ ვერ მიადგება შეურაცხყოფა. ამიტომ ყოველი ასეთი ადამიანი თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას. ამდენს იმიტომ გიწერ, რომ იმედი მაქვს ეს გაუცნობიერებლად მოხდა და ჩაუღრმავდები. რათქმა უნდა არჩევანი შენია და არავინ გიზღუდავს. უფალი გულის კართან დგას და თავმდაბლურად რეკს.. ძალით მადლი არ არსებობს... |
მართა |
Oct 5 2007, 03:04 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
Homo Faber
მეგობარო,ისეთ ადამიანზე დაწერე ჩემი დაცვა მას არ ჭირდება და არც უნდა ვბედავდე,მაგრამ სანამ ასე ხელაღებით ვინმეზე ისაუბრებ, ჯერ გაიკითხ გამოიკითხე (თუ არ გსმენია მასზე) იქნებ ვინმე საპატივცემულო პირია?! თუ დაინტერესდები და გაეცნობი მის ქადაგებებს და ნარკვევ-ნაშრომებს ბევრ საინტერესოს და მანამდე გაუგონარს აღმოაჩენ! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
შოთაძე |
Oct 5 2007, 10:53 PM
პოსტი
#14
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... იქნებ დაასაბუთო რატომ არის ბოდვა? არ მესმის რატომ შეილება სასულიერო ადამიანის ნაშრომი იყოს ბოდვა, მაშინ ჩვენი ნაშრომი რა უნდა იყოს? მემგონი არც გაქვს კარგად წაკითხული და გააზრებული ეს თემა თორე არ დაწერდი იმას რაც დაწერე. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
სერგი |
Oct 5 2007, 11:29 PM
პოსტი
#15
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
ეს რა მესმის
მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
შოთაძე |
Oct 5 2007, 11:31 PM
პოსტი
#16
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია შეგიდძლია ეს დისკი დადო ფორუმზე? წინასწარ გიხდი მადლობას. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
თათარაშვილი |
Oct 5 2007, 11:35 PM
პოსტი
#17
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
shota_shotadze ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... ჩემი კომენტარის გაკეთებას აღარ აქვს აზრი... იწნა პოსტებს ვიზიარებ და უბრალოდ მინდა გითხრა რომ სასულიერო პირებთან როდესაც გვაქვს საქმე და ვუწოდებთ მის ქადაგებას "ბოდვას" მაშინ ჩვენ ხმა არ გვაქვს ამოსაღები... მამა თეოდორე არის ძალიან განათლებული და მცოდნე ადამიანი. მისი ქადაგებები წაკითხული ან მოსმენილი რომ გქონდეს ამას აღარ იტყოდი... ციტატა მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია გეთანხმები... მართლაც არაჩვეულებრივი მქადაგებელია.. პ.ს მერე,როცა აღარ დაგჭირდებათ მაგ დისკებს ხომ მათხოვებთ |
სერგი |
Oct 5 2007, 11:38 PM
პოსტი
#18
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია
ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
თათარაშვილი |
Oct 5 2007, 11:57 PM
პოსტი
#19
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html დიდი მადლობა |
სერგი |
Oct 5 2007, 11:58 PM
პოსტი
#20
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
მოკლედ ეხლა აქ დაგიდებთ ქადაგებების სარჩევს რათქმაუნდა დეკანოზ თეოდორეს ქადაგებებისას. და რომელიმე თემა ამოირჩიეთ ხოლო მე ზომებს ვნახავ მანამდე და ვნახოდ თუ შევძელი ატვირთვა აგიტვირთავთ მთელი ღამეც რომ დამჭირდეს
-------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი