ქართული გვარების წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გვარების წარმომავლობა |
ბოლქვაძე |
Jun 15 2007, 01:54 PM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.
ბოლქვაძენი ,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას. როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.) წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი. 1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ. 1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი. აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან. 1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი. 1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა... საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც. ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში... განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს. ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა... ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი ნიაზ ბოლქვაძე ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
შაკო |
Jun 16 2007, 12:53 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
www.geogen.ge ძალიან კარგი საიტია სადაც გაეცნობით უამრავ გვარს შეიძლება რომელიმე თქვენთაგანმაც შეიტყოს თქვენს გვარზე რაიმე
-------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
mogzaura |
Jun 16 2007, 11:48 AM
პოსტი
#3
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ჩემი გვარი იმერეთიდან მოდის ქუტირიდან,სხვა დანარჩენი ინფორმაცია არ მაქვს
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
::სალომე:: |
Jun 16 2007, 09:18 PM
პოსტი
#4
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
მე თურმანიძე ვარ, ჩემი გვარის შესახებ ასე თუ ისე ვიცი აჭარელი ვარ ალბათ ყველას გაგიგონათ თურმანიძეები მეფის კარზე განთქმული ექიმბაშები იყვნენ დღესაც არის წამალი "თურმანიძის მალამო".
-------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
ვეშაპო |
Jun 17 2007, 01:17 AM
პოსტი
#5
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
a-l-e-q-s-a-n-d-r-e
ციტატა ბოლქვაძენი თურქეთში ბოლქვაძეები არიან ყადი-ოღლები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
di_onise |
Jun 18 2007, 12:52 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
ჩემ გვარზე დიდი არაფერი ვიცი. ერთი ისა რომ კახური წარმოშობისაა, მაგრამ ჩემი დიდი წინაპრები ქართლში ცხოვრობდნენ.
ჯანგულაშვილი ვარ და ვინმეს თუ რაიმე ცნობა გაქვთ დიდად გამახარებთ |
ვეშაპო |
Jun 18 2007, 01:12 AM
პოსტი
#7
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
di_onise
ციტატა აუ ჩემ გვარზე დიდი არაფერი ვიცი. ერთი ისა რომ კახური წარმოშობისაა, მაგრამ ჩემი დიდი წინაპრები ქართლში ცხოვრობდნენ. ჯანგულაშვილი ვარ და ვინმეს თუ რაიმე ცნობა გაქვთ დიდად გამახარებთ სამების საპატრიარქო გუნდის რეგენტი სიმონ ჯანგულაშვილი. ისე, სიმონი ნათლობის სახელია და სინამდვილეში არის - ჯიქი ჯამბულის ძე ჯანგულაშვილი - სოფელი ტაბახმელადან. ალბათ მაქეთ უნდა მოიძიო, ტაბახმელასაკენ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
di_onise |
Jun 18 2007, 01:15 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
ვეშაპო
ვიცი კი ტაბახმელაშიც ბევრნი ვართ, მაგრამ როგორც ვიცი კახურია ეს გვარი წარმოშობით და ეგ მაინტერესებს. ისე სხვაგანაცაა ცოტ-ცოტა გაბნეული |
ნათია |
Jun 18 2007, 01:21 AM
პოსტი
#9
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
a-l-e-q-s-a-n-d-r-e თურქეთში ბოლქვაძეები არიან ყადი-ოღლები. სხვათაშორის აჭარაში ბოლქვაძეებს ყადი-ოღლები-თაც მოიხსენიებენ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Lenus |
Jun 18 2007, 01:50 AM
პოსტი
#10
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა ჩემი გვარი უძველესია თავადური გვყავდა კარგი მამულისშვილები ნუ ერთი შადიმანი გამოგვერია ცუდად მე ისეთი მოკრძალებული გვარის ვარ, არ მეგონა აქ საერთოდ თუ შემოვიხედავდი, მაგრამ ამ პოსტს ვერ ავუქცვიე გვერდი. მარიტა, ბარათაშვილი უბრალოდ თავადური გვარი კი არა ერთერთი უდიდესი გვარია საქართველოში. რაც შეეხება შადიმანს, ამას ალბათ გიორგი სააკაძის კინოდან ამბობ, თორემ სინამდვილეში დააკონკრეტეო რომ იკითხო, არაფერი ისეთი არ გაუკეთებია იმ კაცს, რასაც სხვები არ აკეთებდნენ! მე ძალიან გული მტკივა, როდესაც კარგი გვარის ხალხი არ აქცევს თავის ჩამომავლობას ყურადღებას, ამიტომ აუცლებლად უნდა გამოარკვიო მთელი შენი წინაპრები და ასევე გადასცე შთამომავლობას, ვალდებული ხარ ))) იცოცხლე! ისე, გენელაოგიური ხე მაქვს ბარათაშვილების, თუ არ გაქვს ან გინდა შეადარო, დამიკავშირდი. ციტატა სხვათაშორის აჭარაში ბოლქვაძეებს ყადი-ოღლები-თაც მოიხსენიებენ ალბათ ერთერთი ბოლქვაძე მოსამართლე ანუ ყადი გახდა ჰა? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Jun 18 2007, 10:43 AM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გუშინ ტელევიზორში თქვეს და პირველად მოვისმინე, რომ გელაშვილების ერთი შტო ღუდუშაურებიდან მოდის, რამაც ძალიან გამახარა
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მამფალი |
Jun 18 2007, 03:00 PM
პოსტი
#12
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
წურწუმიებზე არაფერი იცით.?
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
::სალომე:: |
Jun 18 2007, 03:09 PM
პოსტი
#13
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
::სალომე::
დედით ჯაყელი გახლავართ ალბათ გეცნობათ ეს გვარი. მე ძალიან მიხარია რომ მემნა და ბოცო ჯაყელები იყვნენ...და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი იყო ჯაყელი (იხ.საქართველოს ისტორია) -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
ნოდარიკო |
Jun 18 2007, 09:42 PM
პოსტი
#14
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
ხუციშვილი
ანუ ხუცესების შვილი მემგონი კარგი გვარი მაქვს |
likita |
Jun 19 2007, 10:54 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 138 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,772 |
მე გურული ფოცხიშვილი ვარ!:) ჩემი გვარის წარმოშობა ასეთია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომიყვენ: თურმე ადრე სანადირააძეები ვიყავით, მერე, რომელიღაც ჩვენ წინაპარს თავისი ბატონი მოუკლავს და გაქცეულა........ არვიცი სად იმალებოდა, მაგრამ გვარშეცვლილი კი დაბრუნებულა უკან. ამ კაცს მამუკა ერქვაო
-------------------- [size=3]
|
მაგდალინა |
Jun 19 2007, 10:58 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
მე სოლოღაშვილი ვარ, აი ჩემი გვარის ისტორია:
"ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინა-პარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელითაც მიიღეს მამადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და აირან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა." -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
catherina_10 |
Jun 20 2007, 05:13 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
აბაშიძეების საგვარეულო გერბი argutashvilebis sagvareulo gerbi avalishvilebis sagvareulo gerbi amilaxvrebis sagvareulo gerbi andronikashvilebis sagvareulo gerbi მე თვითონ გოგებაშვილი ვარ, წარმოშობით მესხეთიდან ვართ, საგვარეულო გერბიც გვაქვს და თურმე საგვარეულო კარის ეკლესიაც გვქონია, მაგრამ ეხლა არ ვიცი არსებობს თუ არა ეს ეკლესია,სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ვიცი. |
Alterego |
May 3 2013, 03:13 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
ეკლესიურად ჩვენი გვარი არის წმინდა,ამიტომაც მოინათლნენ საეკლესიო აზნაურებდ გაბუნიები! სოლომონ 1 ტახტიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც შეკრიბეს 1000 ფიცის კაცი და ტახტზე დააბრუნეს, ერთ-ერთი ფიცის კაციდან გაბუნია იყო. ეს წერია პირთა ანოტირენულ ლექსიკონის მე-2 ტომში. ასევე წერია 1578 წელს პირველად გაბუნიას გვარი გამოჩნდა, მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარი, გახშირდა მე-12 და მე-13 საუკუნეებში სულის კაცები, ესეიგი ბიჭვინთისა და გელათის ეკლესიების მამები, ანუ სულის კაცები - სოციალური მდგომარეობა-იოანე ბატონიშვილი. ამ წიგნში გაბუნიები მოხსენებულია არა ტახტის აზნაურები, მე-5 საუკუნიდან ურიისტანის გაბაიდები, ოდიშის მკვიდრები იყვნენ, სოფელი ბანძაიმერეთში მათი რაოდენობა 6400 კაცია, გიორგი ჭყონდიდელი-გაბუნია ტახტის აზნაურები, დიდნი აზნაურნი, პირველი იყო თეოფანე გაბუნია და მერე მისი შვილი გიორგი ჭყონდიდელი, ეს ვახუშტის წიგნში წერია, დადიანები გაბუნიას ქალებს თხოულობდნენ ჯიშისა და სილამაზის გამო-ეს თედო სახოკას წიგნშია.ასევე კაც გაბუნიებს ნიკაპი ჩაჩხვლეტილი აქვს.
ავგუსტ კეისარი ტახტზე გაბუნიას -გაბ-ინიას ბრძანებით ავიდა იმ დროს სენატორი ყოფილა, ესეც წერია ენციკლოპედია ,,ბრიტანიაში: საჯაროში არის. არის ასეთი დღესასწაული ჭვენიერობა, აღდგომის მეორე კვირას ესეც ჩვენი გვარის დღეობაა. ხოლო ურისტანი არის: "ქვემო ნაწილი პალესტინისა - ურიასტანი, შედარებით გალილეასთან, არის ხმელი, უნაყოფო კლდიანის ნიადაგით, ხოლო გალილეა ფრიად ნაყოფიერია". ვინმეს ებრაელები არ გეგონოთ) ისე ეს ის ადგილია სადაც მაცხოვარი იშვა და გაიაზრდა (თითქმის იქვეა). გაბუნია - ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. 1995 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საპასპორტო მონაცემებისა და მეტრიკული ამონაწერის მიხედვით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით) დაფიქსირდა 6389 სული. ქვეყნის მასშტაბით ამ გვარს 46-ე ადგილი უჭირავს (იხ. ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, 1997, გვ. 52, 282). გაბუნიები ცხოვრობენ ბანძაში (68 კომლი), გეზათში (43), სუჯუნაში (17), ორსანტიაში (12), ჩხორიაში (11), ქვ. ქვალონში (9), ნაჯახაოში (8), დიდ ნეძში (7), მარანში (7), შამგონაში (7), თამაკონში (6), კურზუში (6), წალენჯიხასა (6) და ა. შ. (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65). გაბუნია - გეგუთი, დიხაშხო, ზედა ბაში, ინაშაური, სამტრედია, საქარა, უკანეთი, ღორეშა, შუამთა, ჩხერი, ჭალატყე, ჭყვიში გაბუნია – წალენჯიხა, ბანძა, გეზათი, სუჯუნა, ორსანტია, ჩხორია, ქვემო ქვალონი, ნაჯახაო, დიდი ნეძი, მარანი, შამგონა, თამაკონი, კურზუ, მენჯი, ლექაჯიე ინფორმაცია მოპოვებულია: გაბუნია – კაცია [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV] გაბუნია – გვ. 43, 52 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]; გვ. 18, 157 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი II] ლეგაბ(უ)ნე ტყე-ფერდობების სახელწოდებაა ახუთში, ოწყარიის მარცხენა ნაპირას; საგაბუნიო უბანი იყო აბედათის თემის საკრებულოში (ლექაჯაიე), რომელსაც დღეს ეწოწონეს (საწოწონავო) ეძახიან. ეს უბანი უწინ კინტირაიების გვარით ყოფილა დასახლებული, რომლებიც ბანძელი გაბუნიების ყმები ყოფილან (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65). ეგაბუნე (საგაბუნიო) გაბუნიების დასახლებაა სოფელ ბანძაში, მდ. აბაშის მარცხენა ნაპირას. ბანძელი გაბუნიები ფაღავების აზნაურები იყვნენ (იხ. ო. სოსელია, III, 1981, გვ. 190; ი. კეკელია, 2007, გვ. 36). აკად. ს. ჯანაშიას გაბუნია ორმაგი სუფიქსაციით წარმოქმნილ გვარად მიაჩნდა, სადაც გამოყოფდა გაბ- ფუძეს და -უნ (საერთო ქართველური -ან სუფიქსის მეგრული ვარიანტი) და -ია სუფიქსებს. (ს. ჯანაშია, III, 1959, გვ. 41). გ. ელიავას ვარაუდით გაბუნია გაბის პატრიარქალული ძირიდან უნდა მოდიოდეს (გ. ელიავა, 1998, გვ. 15). გაბუნია იხსენიება XVI საუკუნის ერთ საეკლესიო საბუთში, საიდანაც ვიგებთ, რომ გეგუთში მცხოვრებ იოვანე გაბუნიას ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (საბუთი თარიღდება 1578 წლით) (ქსძ, III, 1970, გვ. 291). 1628 წლის საბუთში გვხვდება საქუჩულორიოში მცხოვრები გაბუნია (იხ. პალ, I, 1991, გვ. 587). ბანძელი გაბუნიების გადმოცემით, ისინი სვანეთიდან ჩამოსახლებული გაბიანები არიან (შდრ. გაბუევი, გაბულდანი, გაბუნიძე, გაბია). გვარის ეტიმოლოგიის შესახებ ხალხური განმარტება ასეთია - „გაბუნიავა კეკეია დო ფაღვა“ შკას გააბუნია“ (გაბუნია კეკელიასა და ფაღავას შუაა გაკიდულიო), ე. ი. კეკელიას ძმობას ეფიცება, ფაღავას კი - ყმობასაო (ი. კეკელია, 2007, 37). გაბა, გაბანი, გაბე, გაბი, გაბილა, გაბინოლა, გაბიონი, გაბო, გაბოლია, გაბრიელა, გაბრია, გაბრიე, გაბრიო, გაბრუ, გაბუ, გაბუია, გაბულა, გაბული და გაბულია მეგრული პირსახელებია (ა. ჭანტურია, 2006, გვ. 22-23). ადვილი შესაძლებელია, რომელიმე მათგანი გვარ „გაბუნიას“ ამოსავალი ძირი გამხდარიყო. პირადად ჩემი შტო მეთორმეტე საუკუნიდან გეგუთშია, რაც ნიშნავს რომ ისინი კარგა ხნის იმერლები არიან, შესაბამისად მეც) თამარის დროს ყველაზე კარგი ცხენოსნები, სასულიერო პირები, ბაზიერები და მონადირეები, კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონენი და საორგანიზაციო ნიჭით დაჯილდოვებული ლაზათიანი ხალხი ყოფილან. ამიტომაც მეფეს ისინი გადმოუსახლებია და მის სასახლესთან ახლოს დაუსახლებია, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს! უქარქაშო ხმლებში ერთ ადგილას მოხსენიებულია ლიტერატურული (ფანტაზიური) მომენტი, სადაც თითქოსდა ძაღლში გაცვლილი მეგრელები ვყოფილვართ, რაც რასაკვირველია მოგონილია და ნაწარმოების გაფორმებაა მხოლოდ და მხოლოდ! ასე შესაძლებელია თქვენი ნებისმიერი გვარიც მოხვედრილიყო და ამაზე აგებულიყო შემდეგ ის რაც ხშირად მიმეორებენ სიცილ-ხარხარით) თავდაპირველად ყველა აზნაურები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ვინც გამოავლინა კარგი მენეჯერული ნიჭი და გააფართოვა თავისი ქონება, იმათ უკვე სხვა სოციალური სიბრტყე ესაჭიროებოდათ, ასე და ამდაგვარად წარმოიშვა თავადები, ანუ "თავისმაგვართა შორის უფრო მეტი ქონების მფლობელები". შესაბამისად მათი სოციალური სტატუსიც გაიზარდა და ერთით მაღლა აიწია, თუმცა ყველა სათავადოში აუცილებლად "ჭკუის მკიოთხავი" სააზნაუროც გახლდათ. პ.ს. დაწერეთ თქვენც რა ინფორმაციაც გაგაჩნიათ თქვენს გვარზე, მგონი საინტერესო იქნება |
qetevano |
May 13 2013, 07:54 PM
პოსტი
#19
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
მე ხურდა ფულის გორისა ვარ
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Dec 12 2016, 08:38 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია, რომ ქართული გვარსახელების "-ან" და "-ურ" დაბოლოებები უფრო ძველია "-შვილთან" და "-ძესთან" შედარებით".
/"კარიბჭე" N14, 2009, გვ. 52/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი