IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გენმოდიფიცირებული პროდუქტები!, და შხამ-ქიმიკატები...
Atman
პოსტი Jun 30 2010, 09:08 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით


დეტექტივი, დოკუმენტური
2008
საფრანგეთი
მარი-მონიკ რობინი
არპად პუშტაი
”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V)

IPB-ს სურათი

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1

მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას!

მონსანტო ფულს უხდის ყველკა ქვეყნის ფერმერებს და გლეხებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ.

დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით.

მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ!

ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ:

http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/

აკონტროლეთ რას მიირთმევთ!

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 12:48 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთი საყურადღებო სტატია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით:

http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthk...s-sakvebiq.html


გენმოდიფიცირებული პროდუქტი (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენი შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს.

მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი მოდიფიკაცია ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების გენის გამოყენებით, ხოლო მაღალი ტემპერატურის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის გენს უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს.

თავდაპირველად ასეთი წესით პროდუქტის წარმოებას მეტად ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ - უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა და დაძლეულიყო შიმშილი.

ამგვარი პროდუქტების მასობრივი წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში და დღეს უკვე არნახული მასშტაბი მიიღო, თუმცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის რეგულირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა, ბევრ ქვეყანაში კი აკრძალულია ე.წ. გენმოდიფიცირებული თესლის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

ამ საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან მცირემიწიან ქვეყნებში და არა მხოლოდ მცირემიწიან ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში ამგვარი თესლის შეტანა აკრძალულია.

რა ხდება საქართველოში?

მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტარი:
- სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის ქართულ ბაზარზე მოხვედრას. არადა, მიგვაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის შესაძლოა დამღუპველად იქცეს ასეთი დაუდევრობა. ჩვენი აზრით, საქართველოში უნდა აიკრძალოს როგორც პროდუქტის, ასევე სათესლე მასალების შემოტანა. გვესმის, რომ ეს ერთი ხელის დაკვრით ვერ მოხერხდება, ამიტომაც პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, დაკანონდეს პროდუქტის მარკირება, ანუ მითითებული იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია.

ეს მეთოდი ყველა განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. ამის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ორიოდე თვის წინ შევიმუშავეთ სპეციალური დადგენილება, რომლის მიღების შემთხვევაშიც პარლამენტს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო, თუმცა ჩვენი დადგენილება ვერ გავიდა. სამაგიეროდ გავიდა უმრავლესობის წევრ გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც მარკირებას 2013 წლიდან დააკანონებს.

სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, მით უფრო იმის გასათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვერა და ვერ მივიღეთ კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ. ვითომ 2010 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ რიგ პროდუქტზე კონტროლის შესახებ ჩაწერილი მუხლების ამოქმედება ისევ გადაიდო. მათი ნაწილი 2011 წელს, ნაწილი - 2013, ნაწილიც კიდევ 2017 წელს ამოქმედდება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით საშიშია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალების შემოტანა.

- რით ახსნით ხელისუფლების ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას?
- ჩვენი დადგენილების განხილვისას, უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, ჯერ არავის დაუდგენია, რომ გენური მოდიფიკაციის სურსათი მავნებელიაო, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა.

დავით ჩაჩანიძე, ექიმი-ჰომეოპათი, ბიოტექნოლოგი: - ამგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის კომპანიები, რომლებიც თვითონვე არიან მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ, სულ ცოტა, სამი თაობის გამოცვლა იქნება საჭირო საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. დავანებოთ თავი სამედიცინო კვლევებს და უბრალო ლოგიკით ვიმსჯელოთ, რა შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასშტაბურმა გავრცელებამ.

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გარკვეული სახის საკვებზე. ადამიანთა უმრავლესობა კვების რაციონში ცვლილებას ნორმალურად იტანს, მაგრამ ნაწილს, სულ ცოტა, 20%-ს მაინც აქვს ამაზე სერიოზული რეაქცია. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის პროდუქტებს - ორგანიზმი განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი.

უბრალოდ, დამტკიცება ვერ ხერხდება იმისა, რომ ეს სწორედ გენმოდიფიცირებული საკვების ბრალია. ხომ ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, იმუნიტეტის დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერთა ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების ასეთი გახშირების მიზეზად სწორედ გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებას მიიჩნევს.

ვინაიდან სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, ძნელია დაზუსტებით თქმა, რას და როგორ იწვევს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის დარეგულირებული ამგვარი პროდუქტის მოხმარება. გენური ინჟინერია ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ საქმე ის არის, თუ მოახერხებს ადამიანი შესაბამის რევოლუციურ ადაპტაციას. გენეზისი გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს საუკუნეები სჭირდება, შესაბამისად, როცა ევოლუციურ განვითარებას არ ვაცლით, იქ რეალურია, მოხდეს სხვადასხვა სახის მუტაცია, რაც, რა შედეგს მოუტანს კაცობრიობას, არავინ იცის.

რა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი?

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი:
- გენური მოდიფიკაციის პროდუქციისგან თავისუფალი ზონა, უპირველესად, იმას ნიშნავს, რომ ასეთ ზონაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ მასალაში ცოცხალი გენია ჩანერგილი და გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა.

კიდევ არ არის დაზუსტებული იმ ზიანის მასშტაბები, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს იყენებდა. ჩვენთან შემოტანილ პროდუქტს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში გენური ინჟინერიით მიღებული კომპონენტები. არადა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ პროდუქტზე.

დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. რატომ არ უნდა იყოს ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი, გაუგებარია. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. პროდუქტის მარკირების დაკანონება, რაც ნიშნავს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უნდა მიეთითოს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია.

რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს! თესლის მწარმოებელი ე.წ. მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის ლობირებისთვის. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" კომპანია და მასში შემავალი სხვადასხვა ფირმა, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლი.

ამ კომპანიამ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკის ტერიტორია აითვისა. "მონსანტო" შესაძლოა იქცეს მთელი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად, რადგან მისი მოქმედების მასშტაბი დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც სერიოზული საფრთხის შემცველია. მათ შეუძლიათ მოგვიწყონ ეკონომიკური დივერსია, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. ეს დაახლობით იმას ემგვანება, ადამიანს ნარკოტიკს რომ მიაჩვევ და მერე აღარ მისცემ. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ თესლზე, ამან შეიძლება მძიმე შედეგები მოგვიტანოს.

ჩვენთან დღეს თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც აღარ გვაქვს, მგონი. არ ვამბობ, რომ სულ გენმოდიფიცირებული შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს სათესლე მეურნეობების განვითარებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს რეპროდუქციის უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო.

ამგვარი თესლის მწარმოებელი კომპანიები სწორედ ამით მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლება გაიძახის, ბევრი გვაქვს გასაკეთებელიო, არადა, ცოტა ხანში გასაკეთებელი არაფერი გვექნება! გვექნება გამოფიტული ნიადაგები, რადგან გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, თითქმის დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ.

- ძირითადად, რისი თესლი შემოდის?
- ზუსტად ვიცი, სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების სახით. თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი.

- თუ შეიძლება ვიზუალურად მივხვდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია?
- შეუძლებელია. ამბობენ, რომ ასეთ პროდუქტს სუნი და არომატი არ აქვს, მაგრამ იგივენაირია ზედმეტი სასუქით მოყვანილი ბოსტნეულიც.

- ქალბატონო ნინო, პარლამენტმა პროდუქტის მარკირების საკითხი 2013 წლამდე გადადო, რით ახსნით ამგავარ დაუდევრობას?
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმზე მიერთება. მანამდე კანონპროექტი ორჯერ ჩავარდა, რასაც მოჰყვა სერიოზული ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად მომხდარიყო ამ ოქმის რატიფიცირება. რატომ ვიყავით ასე დამფრთხალი და რატომ გვეშინოდა როგორც წინა მთავრობას, ისე ამჟამინდელს ამ ოქმის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

უფროს სწორად, დანამდვილებით არ ვიცი, ვინ ლობირებდა ამ საკითხს და ცდილობდა, არ მომხდარიყო ოქმის რატიფიცირება, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვიღაცის გავლენის გარეშე, თავისთავად მომხდარიყო. ეს ოქმი ითვალისწინებს, რომ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება. გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია, სადაც მოხერხდება ამგვარი პროდუქტის კვლევა.

ჩვენმა ხელისუფლებამ რატიფიცირება კი მოახდინა, მაგრამ შესაბამის კანონის მიღება 2013 წლამდე გადადო. რატომ? - ისევ და ისევ ვიღაცის ინტერესის გამო, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ლაბორატორიის გაკეთება შეიძლება ძვირი ჯდება, მაგრამ მარკირება ნიშნავს, რომ მოითხოვ და მწარმოებელი ვალდებულია, თვითონ მოახდინოს აქ შემოსატანი პროდუქტის მარკირება. ერთი საკითხიც, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთს ეხება: იქ მთელი სოფლის-მეურნეობა გენურ ინჟინერიაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი სპეციალურად ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს.

ცნობილია, რომ მსხვილი კომპანიები ერთი სახის პროდუქტს ხშირად სამ კატეგორიად უშვებენ - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, მეორე - ექსპორტისთვის განვითარებულ ქვეყნებში და მესამე - ექსპორტისთვის განვითარებად ქვეყნებში. მესამე კატეგორიის პროდუქტი იაფია, მაგრამ ნაკლებად დაზღვეული საფრთხეებისგან. როგორც წესი, ამ პროდუქტის 80%-ში გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი პროდუქტი ხვდება, თუმცა ჩვენთან თითქმის არაფერი კეთდება ამისგან თავდასაცავად.


ცნობისათვის
მეცნიერებმა გენური ინჟინერიის პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. გენური მოდიფიკაციის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასობრივი წარმოება და გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით.


სხვათა შორის

დღეს დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი, ძნელი სათქმელია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დასაბუთებული დასკვნა, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სულ ცოტა, 50-60 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა.


ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 12:59 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არც ისე კარგადაა საქმე საქართველოში როგორც მეგონა sad.gif

მთავრობაშიც არის მოსყიდული ხალხი, ვინც ხელს უწყობს მონსანტოს და მის მსგავს კომპანიებს. ჩვენ ხო ჭურში ვზივართ საერთოდ!

არაა ეს უბრალო ამბავი. შხამს ვჭამთ, არათუ ნაგავს!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 30 2010, 01:09 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

ძმაკაცმა დამირეკა ამას წინათ უცხოეთიდან და როგორ იტანთ, ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი რომ შემოდის ტონობითო.
რატომ ხმას არ იღებთო.

მეთქი - ჩმორები ვართ და იმიტომ.

შენ რას ფიქრობ, რისი გაკეთება შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 01:26 PM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

მეც სულ ცოტა ხანია ამ საკითხით დავინტერესდი. აქამდეც გამიგია რა თქმა უნდა, მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე საქართველოშიც არ მეგონა.

პირველ რიგში ინფორმაცია რაც შეიძლება უნდა გავავრცელოთ და გლეხების ყურამდეც მივიტანოთ, თორე ჩვენ არც ვთესავთ და არც ვხნავთ.

ასევე უარი უნდა ვთქვათ ასეთი საკვების მოხმარებაზე და ჯობია ძვირი გადავიხადოთ და ნაღდი ვჭამოთ.

საერთოდ თანამედროვე მედიცინის შეხედულებები სწორ კვებასთან დაკავშირებით გადასახედია.

მოკლედ ჯერ არ ვიცი რა ვქნა მე პირადად, ვფიქრობ... და თქვენი დახმარების იმედიც მაქვს.

აბსოლუტურად უნდა შევწყვიტოთ ისეთი საკვების, ან ტკბილეულის, ჩაის, ყავის, შოკოლადების, "ნატურალური" წვენების მოხმარება, რომელზეც თუნდაც სულ მცირე ეჭვია. შემოტანილის 90%-ზე მეტი შხამი და ნაგავია. განსაკუთრებით ბავშვებს უნდა მოვარიდოთ ასეთი საკვები. ლუდში, გამაგრილებელ სასმელებში (მათ შორის ქართულშიც), საღეჭ რეზინებში... მოკლედ ყველაფერშია რაღაც დანამატი. სოიო მთლიანად გენმოდიფიცირებული შემოდის!

სანთლით ვეძებ ნაღდ ქართულ ხორბალს და ვერ მიპოვნია ჯერ!


რას ვაცნობიერებ იცი? აუცილებლად მოხდება ბუნებრივი კატაკლიზმები. ისევ დედამიწამ და ბუნებამ უნდა უშველოს თავის თავს სანამ ბოლომდე გავანადგურებთ! კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ 2012 წლის ამბები მართლა მოხდება!

ყველას გვძინავს!!!



ფილმი ყველამ ნახეთ აუცილებლად! რეალობაა!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 30 2010, 01:35 PM
პოსტი #6


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



პრობლემის მოგვარების გზაა აგრარული მეურნეობის აღორძინება. ჩვენთვის საკმარისი პროდუქები ჩვენვე რომ მოვიყვანოთ და იმპორტი მაქსიმალურად შევზღუდოთ. მაგრამ ამას ძალიან ბევრი მოწინაღმდეგე ყავს და ვერ ხორცელდება.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 01:54 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
პრობლემის მოგვარების გზაა აგრარული მეურნეობის აღორძინება. ჩვენთვის საკმარისი პროდუქები ჩვენვე რომ მოვიყვანოთ და იმპორტი მაქსიმალურად შევზღუდოთ. მაგრამ ამას ძალიან ბევრი მოწინაღმდეგე ყავს და ვერ ხორცელდება.


განხორციელდება თუ მოვინდომებთ!

პირველ რიგში ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ:

ანუ ვიყიდოთ ქართული პროდუქცია, გლეხის მოყვანილი (ოღონდ არაგენმოდიფიცირებული). როცა არის მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე, იზრდება წარმოებაც.

მე ისედაც თითქმის აღარ ვჭამდი უცხოურ ნაგავს, დღეიდან კი შევეცდები საერთოდ ავიკრძალო. თურქეთიდან რაც შემოდის ყველაფერი 99% შხამია! უკრაინიდან რაც შემოდის ან შხამია, ან რადიაციული. რუსეთს თავისი გასჭირვებია ამ მხრივ და დაბომბილი ყავს ამერიკას, შესაბამისად კარგი იქიდანაც არაფერი შემოვა.

პრობლემა მაშინ გვარდება, როცა რეალურად იწყებ მოქმედებას და შენ გასაკეთებელს აკეთებ, თუნდაც მცირეს!

რამდენი ვინმე წაიკითხავს და მოისმენს ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე ყურში გაატარებს!

ეს რა ჭირი გვჭირს ტო! გაიღვიძეთ!

(ატმანი ახალ ამპლუაში) tongue.gif

არა მართლა სერიოზულად ვამბობ mad.gif

რა მაინტერესებს იცით? საპატრიარქოს პური რომაა, რა ხორბლისგან კეთდება? ხშირად აწერია პურს, რომ ქიმიურ დანამატებს და საფუარს არ შეიცავს, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ყველა მართალი იყოს.

ან რა ფქვილისგან აკეთებენ?

GM-პროდუქტების მომხმარებელი კომპანიების შავი სია:



Кто поставляет Россию ГМ продукты

Компания производитель Unilever:
Lipton (чай)
Brooke Bond (чай)
«Беседа» (чай)
Calve (майонез, кетчуп)
Rama (масло)
«Пышка» (маргарин)
«Делми» (майонез, йогурт, маргарин)
«Альгида» (мороженое)
Knorr (приправы)

Компания-производитель Nestle:
Nescafe (кофе и молоко)
Maggi (супы, бульоны, майонез, приправы, картофельное пюре)
Nestle (шоколад)
Nestea (чай)
Nesquik (какао)

Компания-производитель Kellog's:
Corn Flakes (хлопья)
Frosted Flakes (хлопья)
Rice Krispies (хлопья)
Corn Pops (хлопья)
Smacks (хлопья)
Froot Loops (цветные хлопья-колечки)
Apple Jacks (хлопья-колечки со вкусом яблока)
Afl-bran Apple Cinnamon/ Blueberry (отруби со вкусом яблока, корицы, голубики)
Chocolate Chip (шоколадные чипсы)
Pop Tarts (печенье с начинкой, все вкусы)
Nutri-grain (тосты с наполнителем, все виды)
Crispix (печенье)
All-Bran (хлопья)
Just Right Fruit & Nut (хлопья)
Honey Crunch Corn Flakes (хлопья)
Raisin Bran Crunch (хлопья) Cracklin' Oat Bran (хлопья)

Компания-производитель Hershey's:
Toblerone (шоколад, все виды)
Mini Kisses (конфеты)
Kit-Kat (шоколадный батончик)
Kisses (конфеты)
Semi-Sweet Baking Chips (печенье)
Milk Chocolate Chips (печенье)
Reese's Peanut Butter Cups (арахисовое масло)
Special Dark (темный шоколад)
Milk Chocolate (молочный шоколад)
Chocolate Syrup (шоколадный сироп)
Special Dark Chocolate Syrup (шоколадный сироп)
Strawberry Syrup (клубничный сироп)

Компания-производитель Mars:
M&M'S
Snickers
Milky Way
Twix
Nestle
Crunch (шоколадно-рисовые хлопья)
Milk Chocolate Nestle (шоколад)
Nesquik (шоколадный напиток)
Cadbury (Cadbury/Hershey's)
Fruit & Nut

Компания-производитель Heinz:
Ketchup (regular & no salt) (кетчуп)
Chili Sauce (Чили соус)
Heinz 57 Steak Sauce (соус к мясу)

Компания-производитель Coca-Cola:
Coca-Cola
Sprite
Cherry Cola
Minute Maid Orange
Minute Maid Grape

Компания-производитель PepsiCo:
Pepsi
Pepsi Cherry
Mountain Dew

Компания-производитель Frito -Lay/ PepsiCo:
(ГМ-компоненты могут содержаться в масле и других ингредиентах)
Lays Potato Chips
Cheetos

Компания-производитель Cadbury/ Schweppes:
7-Up
Dr. Pepper

Компания-производитель Pringles:
Pringles (чипсы со вкусами Original, Low Fat, Plzza-licious, Sour Cream & Onion, Salt & Vinegar, Cheezeums)


Источник: www.mosprod.ru


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 02:45 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ტრანსგენიზაციის და "მონსანტოს" შესახებ:



სერგეი ლაზარევის კომენტარი ზემოთ მოცემული ფილმის შესახებ (აუცილებლად მოუსმინეთ):






--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 30 2010, 03:11 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




კაშმარ.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 03:20 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

მასონების ხელიც ურევია ამაში და უცხოპლანეტური ტექნოკრატიული დემონური ცივილიზაციებისაც (გენური ინჟინერია მათ დანერგეს დედამიწაზე ცნობიერად თუ ქვეცნობიერად).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 30 2010, 03:26 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

უცხოპლანეტელების რა მოგახსენო, მაგრამ გამიზნულად რომ კეთდება ეს ყველაფერი
ვიღაცის გასამდიდრებლად, ძალაუფლების მოსაპოვებლად და სხვათა საზიანოდ, ამაში ორი აზრი არაა.
გვბრიდავენ რა ფაქტობრივად. ნაბიჯ - ნაბიჯ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 30 2010, 03:29 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(Atman @ Jun 30 2010, 01:59 PM) *

არც ისე კარგადაა საქმე საქართველოში როგორც მეგონა sad.gif

მთავრობაშიც არის მოსყიდული ხალხი, ვინც ხელს უწყობს მონსანტოს და მის მსგავს კომპანიებს. ჩვენ ხო ჭურში ვზივართ საერთოდ!

არაა ეს უბრალო ამბავი. შხამს ვჭამთ, არათუ ნაგავს!




ძლივს რაა... ეს თემა მომწონს... მართალი ხარ... უნდა გაეხსნათ ხარისხის კონტროლის ინსტიტუტი თუ რაც ქვია და გადადეს...5 წლით მგონი... ცუდია ეგა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 30 2010, 03:30 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(terra @ Jun 30 2010, 03:26 PM) *

Atman

უცხოპლანეტელების რა მოგახსენო,

terra ჩვენ რომ ინსტიტუტში გენურ ინჯინერიას გვასწავლიდა ის კაცი ინაპლანეტიანი იყო smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 03:33 PM
პოსტი #14


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ჰოდა ყველამ გავაკეთოთ თითო ნაბიჯი ამის საწინააღმდეგოდ. შენ შეძლებ რომ არ დალიო კოკა-კოლა, ლუდი... არ ჭამო გენ-პროდუქტები?

ამით უნდა დავიწყოთ.

.zakaria.
ციტატა
terra ჩვენ რომ ინსტიტუტში გენურ ინჯინერიას გვასწავლიდა ის კაცი ინაპლანეტიანი იყო


მთლად პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ ახლა. უცხო პლანეტელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, მეცნიერებაზე და ქვეცნობიერის მანიპულაციაზე ცალკე დიდი თემაა. უბრალოდ ვახსენე რომ გენური ინჟინერია რომელიღაც მაგ გზით შემოვიდა.

A.v.B
ციტატა
ძლივს რაა... ეს თემა მომწონს... მართალი ხარ... უნდა გაეხსნათ ხარისხის კონტროლის ინსტიტუტი თუ რაც ქვია და გადადეს...5 წლით მგონი... ცუდია ეგა


აზრი არა აქვს, რომც გახსნან ნახევრად მოსყიდული იქნება, მითუმეტეს გადადეს, იმიტომ რომ ხალხი ჭურში ზის ჯერ და დროს მოიგებენ ამით.

მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია მონსანტოს შესახებ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 30 2010, 03:38 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



.zakaria.

ციტატა
terra ჩვენ რომ ინსტიტუტში გენურ ინჯინერიას გვასწავლიდა ის კაცი ინაპლანეტიანი იყო


მე კლარა ხეცურიანი მასწავლიდა fiqri.gif blink.gif

Atman

ციტატა
შენ შეძლებ რომ არ დალიო კოკა-კოლა, ლუდი... არ ჭამო გენ-პროდუქტები?


კოკა დღესვე აღარ დავლიე უკვე. პროდუქტებსაც მოვერიდები შეძლებისდაგვარად,
მაგრამ აი ლუდს ნუ ამიკრძალავთ რა cray.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 30 2010, 03:40 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



როგორც ხდება ხომე ჩვეულებრივ... კორუფციულ და რავიცი კიდე.. ყველა თავის ჯიბეზე რომ ფიქრობს ქვეყნებში... კიდევ რომ.. როგორც უნდათ ისე აზომბირონ ხალხი და მართონ... ხო აბა რა.. შეამზადებენ ისე როგორც უნდათ რომ სულაც არ არის ცუდი ეს გენური ინჟინერიით გამოყვანილი პრუქტი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 30 2010, 03:41 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(terra @ Jun 30 2010, 03:38 PM) *

.zakaria.
მე კლარა ხეცურიანი მასწავლიდა fiqri.gif blink.gif


აბა მე კაცი რატო მახსოვდა smile.gif ხოგეუბნები ინაპლანეტიანი იყო თქო ,ხან კლარა ერქვა და ხან ჯემალი, ხან ბესო ერქვა დ ახან კესო biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 03:44 PM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



A.v.B
ციტატა
როგორც ხდება ხომე ჩვეულებრივ... კორუფციულ და რავიცი კიდე.. ყველა თავის ჯიბეზე რომ ფიქრობს ქვეყნებში... კიდევ რომ.. როგორც უნდათ ისე აზომბირონ ხალხი და მართონ... ხო აბა რა.. შეამზადებენ ისე როგორც უნდათ რომ სულაც არ არის ცუდი ეს გენური ინჟინერიით გამოყვანილი პრუქტი.


მთავრობას და საერთოდ მაგაში მონაწილე ხალხს კი არ უნდა "დავაბრალოთ" ეს, სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ. დაბრალებით საქმეს არ ეშველება. ისინი ინსტრუმენტები და იარაღები არიან. უმეცრების გამოა ეგ ყველაფერი. როცა შენ საკუთარ, ან შენი ოჯახის ინტერესებს საყოველთაო ინტერესებზე მაღლა აყენებ, სწორედ მაშინ ხდები ინსტრუმენტი ბოროტების ხელში.

ჯერ საკუთარი თავით დავიწყოთ. მთავარი ესაა და მაგისთვის გავხსენი ეს თემა, და არა იმისთვის რომ კიდე ვლანძღოთ მთავრობა და მასონები.

მეტი მოქმედება და ნაკლები ფიქრი!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jun 30 2010, 03:52 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(.zakaria. @ Jun 30 2010, 04:41 PM) *

აბა მე კაცი რატო მახსოვდა smile.gif ხოგეუბნები ინაპლანეტიანი იყო თქო ,ხან კლარა ერქვა და ხან ჯემალი, ხან ბესო ერქვა დ ახან კესო biggrin.gif biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 1 2010, 10:09 AM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დილას ვაშლ-ატამა მივირთვი. გენმოდიფიცირებულია ნეტა? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი