გილოცავთ სამებობას!, დღეს სამებობაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ სამებობას!, დღეს სამებობაა |
lingvo |
Jun 16 2008, 02:52 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
გილოცავთ სამებობას! დაესწარით მრავალს. სამების მადლი გფარავდეთ!
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
t a m a r i |
Jun 16 2008, 02:55 PM
პოსტი
#2
|
ადამიანი იმის ნიმუშია, თუ რაოდენ უმაგალითოა ბუნების მოთმინება ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,521 |
მეც გილოცააააააააააავთ, მრავალს დაესწარით
-------------------- ყველას უნდა ზეცაში მოხვედრა, მაგრამ არავის უნდა სიკვდილი...
ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი, გარდა ერთისა, იყოს ნამდვილი ადამიანი. შეუძლებელი ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად. |
*ნინო* |
Jun 16 2008, 03:06 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
მეც გილოცავთ .გაიხარეთ...
|
.ნინო |
Jun 16 2008, 03:06 PM
პოსტი
#4
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ყველას გილოცავთ. დაგიფაროთ და დაგლოცოთ ყოვლადწმინდა სამებამ
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
იოანა |
Jun 16 2008, 03:54 PM
პოსტი
#5
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
გილოცავთ, გფარავდეთ წმინდა სამების მადლი!
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
maikona |
Jun 16 2008, 04:04 PM
პოსტი
#6
|
† ჩვენთან არს ღმერთი! † ჯგუფი: Members პოსტები: 963 რეგისტრ.: 30-April 07 მდებარ.: წავალ - არ ვიცი სად... ვნახავ - არ ვიცი ვის... ვეტყვი - არ ვიცი რას... გავყვები მარტო გზას... ხომ სადმე მივალ?! ხომ დამხვდებიან იქ?! ჰოდა, სულ ერთია... სად... ვის... რას... გავყვები მარტო გზას... წევრი № 1,798 |
მეც გილოცავთ ყველას...
-------------------- † მშვიდობა ყოველთა... † /ილია II / † † დავიღალე... მოდი ჩემთან უფალო... † † † ცაში ღმერთს, ღრუბლებში ანგელოზებს და დედამიწაზე ჩვენ გაგვიმარჯოს... † † † თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც და ყოველივე სიკეთეც! † /ილია II / |
T.L. |
Jun 16 2008, 04:22 PM
პოსტი
#7
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გილოცავთ ყველას
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ნიკოლოზ_V |
Jun 16 2008, 04:23 PM
პოსტი
#8
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
მრავალს დაესწარით!
-------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
maikusi |
Jun 16 2008, 04:54 PM
პოსტი
#9
|
maia ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
მეც გილოცაააააააავთ!შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი
-------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
zaz |
Jun 16 2008, 05:07 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
გილოცავთ. ყოვლადწმიდა სამება იყოს თქვენი მფარველი.
|
nat_uly |
Jun 16 2008, 05:10 PM
პოსტი
#11
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
გილოცავთ.
ყოვლადწმინდა სამების მადლი შეგეწიოთ -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
sandro40 |
Jun 16 2008, 05:54 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
უცნაურად ჟღერს ქართულად
|
კანონისტი |
Jun 16 2008, 06:13 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გილოცავთ!!!
თბილისში რამდენიმე ტაძარია წმ. სამების სახელზე. მათ შორის - ჩემი მშობლიური - ვაკის წმ. სამების ეკლესია. დღეს საზეიმო წირვა თავად მის უწმიდესობას უნდა შეესრულებინა, მაგრამ შეუძლოდ გამხდარა და ვეღარ მობრძანდა სიცხე ჰქონია.... მის ნაცვლად მეუფე დანიელმა აღაველინა ღვთისმსახურება... ყველა "ვაკელს" გილოცავთ ტაძრის დღესასწაულს! იქ აღვლენილი წირვა-ლოცვა ფარავდეს და ეწეოდეს ჩვენს უბანს და მთელ საქრისტიანოს!!! ესეც ვაკის სამება. სხვათა შორის, კედლის მხატვრობა თითქმის დასრულდა და შეგიძლიათ იხილოთ. ხატმწერი: "შენ ხარ ვენახის" ხატის ავტორი ირაკლი ცინცაძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბიძია თომა |
Jun 16 2008, 07:45 PM
პოსტი
#14
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
q-e-T-i |
Jun 16 2008, 08:47 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
წმინდა სამება გფარავდეთ!
-------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
nino_ni |
Jun 16 2008, 10:09 PM
პოსტი
#16
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ყველას გილოცავთ.მრავალს დაესწარით
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
anna_anna |
Jun 16 2008, 10:43 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 130 რეგისტრ.: 22-April 08 წევრი № 4,633 |
მეც გილოცავთ.
მისი მადლია გფარავდეთ და გეწეოდეთ |
yipiani gio |
Jun 16 2008, 11:41 PM
პოსტი
#18
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
გილოცავთ
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
xornabujeli |
Jun 16 2008, 11:53 PM
პოსტი
#19
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
გილოცავთ, მუდამ გფარავდეთ წმ.სამების მადლი!
-მინდა შემოგთავაზოთ პატრიარქის ქადაგება,რომელიც მან 2004-წელს, ვაკის წმ. სამების ტაძარში სამებობის დღესასწაულზე წარმოთქვა: უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება სამებობის დღესასწაულზე ვაკის წმიდა სამების ტაძარი, 31 მაისი, 2004 წელი „...მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ!“ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! -დღეს არის დღესასწაული სულისა წმიდისა, სულისა ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავეს აღავსებს მადლითა თვისითა. ბედნიერია ის, ვინც არის ტაძარი სულისა წმიდისა. ასეთი ადამიანი მადლითაა აღვსილი. და ეს მადლი არა მარტო მისთვისაა განკუთვნილი, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც. როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს მადლს სულისა წმიდისა, ცხონდება და მის გარშემო სხვა მრავალსაც აცხოვნებს. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ, სადაა სული ბოროტი და სად - სული ჭეშმარიტებისა. ცნობილია, რომ ხშირად ბოროტება სიკეთით ინიღბება და ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას. მაგრამ სინამდვილეში კი ბოროტებასა და განხეთქილებას, უნდობლობას, ღვარძლსა და შურს სთესავს. ხოლო სული ჭეშმარიტებისა, სთესავს სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთშენდობასა და პატიებას. სამწუხაროა, რომ ბუნებით მიმნდობი ქართველი კაციც ხშირად სიფხიზლეს კარგავს და ბოროტი სული ცდუნებით ბოროტებას სჩადის. თქვენ იცით, ბოროტი სული - ეს არის მკვიდრი სატანჯველისა, ეს არის ის სული, რომელიც უფალმა ანგელოზად შექმნა, მაგრამ ამპარტავნებამ დაღუპა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე მძიმედ განსაკურნებელი სენი სწორედ ამპარტავნებაა. ამ ცოდვის გამო დაეცა ანგელოზი და ბოროტ სულად იქცა. ასევე ამპარტავნების გამო დაიღუპა ადამიანიც და სამოთხიდან განიდევნა. ჩვენ დღეს, მომსწრენი ვართ მძლავრი დაპირისპირებისა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი მიზანი ერთია - მოვიპოვოთ ნეტარება და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ძველად ქართველები ამბობდნენ: „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, ე.ი. ამქვეყნადაც და იმქვეყნადაცო. აი, ამისთვისაა მოწოდებული ადამიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად, როცა გარშემო ამდენი წინააღმდეგობა ხვდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა და მუდამ ჩვენთანაა. და როცა გვიმძიმს იმ ჯვრის ტარება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, გულით ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა და ის და აუცილებლად დაგვეხმარება. მთავარია, ჩვენ უარი არ ვთქვათ და ბოლომდე ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო ჟამს, როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი აღსასრული, იგი გააძლიერებს ბრძოლას ადამიანების წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ძალიან ხშირად უნდა მივიდეთ ტაძარში და ვილოცოთ. ტაძარი განსაკუთრებული მადლის მქონე ადგილია. როცა ადამიანი შემოდის ტაძარში, მადლით სავსე უნდა წავიდეს. ხშირად უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და თქვათ აღსარება. ასევე ხშირად უნდა მიიღოთ წმიდა ზიარება და ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ იცით, რომ წმიდა ზიარება იუდა ისკარიოტელმაც მიიღო დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობაზე. მაგრამ წმიდა მამები ამბობენ, რომ იუდამ მადლობა არ შესწირა უფალს და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეშმაკი საბოლოოდ დაეპატრონა მის სულს. გახსოვდეთ, ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწირეთ ღმერთს, რათა წმიდა ზიარება იყოს თქვენთვის საკურნებელად სულისა და ხორცისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! წმიდა სამება იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი! ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენი მწუხარება, სიხარულად გარდაიქცეს! ჩვენთან არს ღმერთი! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
ნაინა |
Jun 17 2008, 12:08 AM
პოსტი
#20
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გილოცავთ, გფარავდეთ წმინდა სამების მადლი.
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი