ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
კანუდოსელი |
Jul 6 2007, 04:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? თავისუფალი ნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
shota1 |
Jul 6 2007, 04:16 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ბოროტება არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს სიბნელე,
ბოროტება უ - კეთურებაა, ანუ სიკეთის არ ქონა, ანუ ღმერთთან კავშირის გაწყვეტა... თავისუფალ არსებას, ადამიანს და ანგელოზს აქვთ უნარი გაწყვიტონ კავშირი ღმერთთან და ჩაიკეტონ საკუთარ თავში, საკუთარ საფლობელოში, სადაც სიკეთე არ არის და შესაბამისად ჯოჯოხეთია... მე მგონი |
დავით ივერიელი |
Jul 6 2007, 04:18 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ulvashi
ბოროტება მხოლოდ სიკეთის ნაკლოვანებაა.... რომ არ ყოფილიყო ბოროტების ცნება არ იქნებოდა სიკეთე ეგ ძალა იყო თავისუფალი ნება, რომელიც გადავიდა ამპარტავნებაში -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანუდოსელი |
Jul 6 2007, 04:19 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ulvashi ბოროტება მხოლოდ სიკეთის ნაკლოვანებაა.... რომ არ ყოფილიყო ბოროტების ცნება არ იქნებოდა სიკეთე ეგ ძალა იყო თავისუფალი ნება, რომელიც გადავიდა ამპარტავნებაში სიკეთე თავად უფალია და ეს ნამდვილად არ არის ბოროტების შედეგი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიტა |
Jul 6 2007, 04:22 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
კანუდოსელი
კი გეთანხმები სიკეტე თავად უფალია და მერე წარმოიშვა ბოროტება,მაგრამ უფლის ნების გარეშე? -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
shota1 |
Jul 6 2007, 04:30 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
არსებობს სინათლე, მაგრამ ის არ არის სიბნელის არსებობის საფუძველი, უბრალოდ სინათლე შემოსაზღვრულია და ყველგან არ არის, შესაბამისად სადაც არ არის იქ არის სიბნელე...
სულს აქვს უნარი თავისი ნებით შემოისაზღვროს და სიკეთე, ანუ ღმერთი თავის თავში არ შემოუშვას, შესაბამისად იქ სადაც არ არის რმერთი არის ბოროტება... |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:36 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ესე იგი
1. სიკეთე და ბოროტება არაა ურთიერთდაპირისპირებული ცნებები 2. იმიტომ რომ სიკეთე ღმერთია და შესაბამისად, აბსოლუტური 3. თუ სიკეთე (სინათლე) აბსოლუტურია, ესე იგი ყველგან არის, ხოლო ბოროტება წარმოშობილია, შექმნილია, ხოლო სიკეთე მარადიული თუ ბოროტება წარმოშობილია და შექმნილი, ვისგან შეიქმნა და რა ბედი ელის მას? შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება, რომ თავისუფალმა ნებამ შექმნა ბოროტება? |
shota1 |
Jul 6 2007, 05:04 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
სული არის ერთადერთი არსება სადაც შესაძლებელია არ იყოს სიკეთე...
შენ თუ სახლში შეხვალ და შუქს ცაარობ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ სიბნელე ვინმემ შექმნა ? შენ თუ შენი სულის კარებს დახურავ და ღმერტს არ შემოუშვებ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვინმემ შექმნა უღმერთობა (ბოროტება)... |
ulvashi |
Jul 9 2007, 11:25 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა შენ თუ შენი სულის კარებს დახურავ და ღმერტს არ შემოუშვებ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვინმემ შექმნა უღმერთობა (ბოროტება)... ამბობ, რომ ბოროტება არ არის "შექმნილი?", ანუ მას შეუძლია თავისთავად არსებობა? მაგრამ სამყაროს შექმნამდე არსებობდა მხოლოდ ღმერთი და ეს გამორიცხავს ბოროტების არსებობას სადმე რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია ესე იგი ბოროტება, როგორც ძალა არასუბსტანციურია და მას თავისთავად და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ამიტომ ოდესმე დაასრულებს არსებობას |
shota1 |
Jul 10 2007, 12:25 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ციტატა ამბობ, რომ ბოროტება არ არის "შექმნილი?", ანუ მას შეუძლია თავისთავად არსებობა? არა შექმნილი თუ არ არის ეს არ ნიშნავს რომ მას ტავისტავად არსებობა შეუძლია, მე ვამბობ რომ ის რეალურად არ არსებობს... მათემატიკურად რომ ვთქვათ თუ ვიტყვით რომ პლიუს უსასრულობა აბსოლიტური სიკეტეა, მაშინ ფიქსირებული ციფრი სისრულეს მოკლებული სიკეთეა, რაც უფრო უახლოვდება ციფრი ნულს მით უფრო მცირდება სიკეტე, ის შეიძლება ნულამდე დავიდეს მაგრამ მინუსებში არ გადავა, ანუ სინათლის გამოსხივების ძალა შეიძლება ნულამდე დავიდეს მაგრამ, სიბნელის გამოსხივება არ შეიძLება, ანუ სიბნელე არ არსებობს და არც არავის შეუქმნია, უბრალოდ ჩვენ დავარქვით სიბნელე სინათლის არ არსებობას. ბოროტების შემთხვევაშიც... |
Homo Faber |
Jul 10 2007, 12:46 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 |
ერთი ისე უკაცრავად კი ვარ მაგრამ რა არის სიკეთე და ბოროტება???
რავი მე მგონი მაქამდე ჯერ ვერ ვქაჩავ და იქნებ ორი ან თუნდაც სამი სიტყვით მითხრათ, დევიტანჯე კაცი... -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
მნათე |
Jul 10 2007, 12:50 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს საინტერესო ზღაპარი, რომელშიც უდიდესი ღვთისმეტყველებაა ყველაფერში მარტივად გაგვარკვევს
... იყო ერთი ქალაქი, ამ ქალაქში უნივერსიტეტი, და ამ უნივერსიტეტში კი, ერთი პროფესორი. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებს პროფესორმა დარბაზის კარები შეაღო და მშვიდი ნაბიჯით კათედრისაკენ გაეშურა. გადაჭედილ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის მის ლექციაზე დასწრება, ამიტომ ყოველ წუთსა და სიტყვას ფასი აქვს. ნახევრად გახუნებული მუქი ხელჩანთა მადიდაზე დადო და აუდიტორიას მიუბრუნდა. - სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო. - ვის გწამთ ღმერთის არსებობის? მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი იყო განსახილველი თეოლოგიური საკითხები... ასეთი პირდაპირი ფორმით დასმულმა შეკითხვამ მაინც დაბნეულობა გამოიწვია. პროფესორმა გაკვირვებული გამომეტყველებით თვალი შეავლო სტუდენტებს. - მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით. - ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე, ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია? - დიახ. - ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით. - დიახ ბატონო. - თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება, რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს, რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა. ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა: ''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა. - შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში - რა თქმა უნდა. - ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს? - რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია? სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს. - სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა. ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას. ''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის, რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება. ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა. - ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს? - რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა. - თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის. ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას. უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი. როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე? თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?! სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას. სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი, რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული. - და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს? ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა: - არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე. სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში... ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება. - ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი, პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად. ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი, რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად რომელიც დგება სინათლის არ არსებობით. დარბაზში კვლამ სიჩუმე სუფევდა. ცოტა ხანში სტუდენტი დაჯდა, ხოლო პროფესორმა დუმილით კათედრას მიაშორა. _______________ რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან ''ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან'' [შეს. 1,31] წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ulvashi |
Jul 10 2007, 10:11 AM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
shota1
მნათე მეც დაახლოებით მასე ვფიქრობდი. საინტერესო ტექსტი იყო. გმადლობთ |
მნათე |
Jul 10 2007, 12:10 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მეც დაახლოებით მასე ვფიქრობდი. საინტერესო ტექსტი იყო. გმადლობთ საინტერესო ის არის რომ, ბოროტების საწყისი და მიზანი - სიკეთეა ამ დიდ პრობლემაზე შემდეგ თემას გავხსნი, ადამიანური ბუნების კანონი - იგივე სინდისი - იგივე ზნეობა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
catherina_10 |
Jul 12 2007, 01:34 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ციტატა ეს საინტერესო ზღაპარი, რომელშიც უდიდესი ღვთისმეტყველებაა ყველაფერში მარტივად გაგვარკვევს მნათე ეს ზღაპარს არ გავს, ნამდვილად კარგი გასააზრებელი სიბრძნეა |
მართა |
Jul 12 2007, 01:58 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მნათე ეს ზღაპარს არ გავს, ნამდვილად კარგი გასააზრებელი სიბრძნეა მომეწონა მადლობა მნათე ასეთები ბევრი იცი?ხანდახან რომ ჭამენ დადე მსგავსი რამეები და დაშოშმინდებიან -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
iraklidze |
Jul 12 2007, 02:45 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
ზოგადად სიკეთსი საპირისპირო საქციელია, თუ არსებობს სიკეთე სადმე ბოროტებაც იქნება, თორემ ისე საიდან გაიგებ რომ სიკეთეა .
მაგრამ ისე მე მგონი თავდაცვის ინსტიქტის ცუდი ინტერპრეტაციაა. მაგრამ ცოტა ბოროტება ხანსახან საჭიროა, თორემ ამ სამყაროში სიკეთე დასჯადია .ბევრი სიკეთის მაკეთებელი ხშირად სულელადაც კი მოუნათლავთ, ასე რომ ხანდახან რამე ცუდი თუ არ გაურია კაცმა, სხვებს არ ესიამოვნებათ. ასე რომ ყევალ ადამიანშია ბოროტი ნება, მთავარია ცოტა იყოს . და მაქსიმალურად ვეცადოთ კიდე უფრო შევამციროდ და მოვთოკოთ თავი. ყველას ჩაუდენია რამე ბოროტი საქციელი, არც ისე არაჩვეულებრივი მოვლენაა. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
ulvashi |
Jul 12 2007, 03:46 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ასე რომ ყევალ ადამიანშია ბოროტი ნება, მთავარია ცოტა იყოს . აი, სწორედ ამას არ ვეთანხმები. ბოროტი ნება არ არსებობს, არსებობს თავისუფალი ნება, რომლსაც, შეიძლება სიკეთე აკლდეს |
თათარაშვილი |
Jul 12 2007, 04:58 PM
პოსტი
#20
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
მნათე
მომეწონა... დიდი სიბრძნეა ჩადებული და ბევრის მასწავლებელი ზღაპარია(თუ შეიძლება ამას ზღაპარი ვუწოდოთ) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი