ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო |
kmunebi |
Feb 20 2009, 06:16 PM
პოსტი
#1
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
ხო და რას ვამბობ, კრიზისია ვითომ?
ეკონომისტები ბევრი ვართ? -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
Ismail |
Feb 22 2009, 04:49 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხო და რას ვამბობ, კრიზისია ვითომ? ეკონომისტები ბევრი ვართ? სხვა თემებზე რო ვიკლებთ იქაურობას, მთავარი და წარმმართველი დარგი ქვეყნისთვის ეკონომიკაა, ხოდა აქაც ვისაუბროთ. სად ხართ? ასე "აქტუალური" რომაა ასე მნიშვნელოვანი თემა, კიდე კარგად არის ეს ქვეყანა. მოგიწოდებთ დაპოსტვისაკენ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
lamara |
Feb 22 2009, 09:56 PM
პოსტი
#3
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
კრიზისი ახლა უბრალოდ უფრო გამწვავდა, თორემ დიდი ხნით ადრე დაიწყო. ეკონომისტებო, ალბათ დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ეკონომიკის წარმმართველი ძალა მცირე ბიზნესია, ის კი საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაშია, გარდა ამისა რამდენი ხანია ექსპორტს სჭარბობს იმპორტი, ახლა კიდევ უფრო გაიზარდა უმუშევრობა, ვალუტის კურსიც არ გვაქვს მყარი... და საერთოდ, ნეტავ თუ არის რომელიმე მაჩვენებელი ნორმაში?
-------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
egri3 |
Feb 23 2009, 11:15 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
lamara
ციტატა ეკონომისტებო, ალბათ დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ეკონომიკის წარმმართველი ძალა მცირე ბიზნესია არ დაგეთანხმები. ციტატა და საერთოდ, ნეტავ თუ არის რომელიმე მაჩვენებელი ნორმაში? კრიზისის ფონზე ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. |
lamara |
Feb 23 2009, 01:09 PM
პოსტი
#5
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
კრიზისის ფონზე კი, ნორმაში, რომ არაა მაჩვენებლები იმიტომ გვაქვს კრიზისიegri3
ციტატა არ დაგეთანხმები. რა მოტივით? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
egri3 |
Feb 23 2009, 02:40 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
lamara
ციტატა რა მოტივით? იმ მოტივით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს ეკონომიკურ სტაბილურობას. ნორმალურ ქვეყნებში მცირე ბიზნესი ვერ გავა ისეთ ბრუნვაზე, რომ შესამჩნევი როლი ითამაშოს ეკონომიკაში. ძირითადი ფაქტორები არის საბანკო და სადაზღვევო სექტორები და მსხვილი ბიზნესი. მაგალითად ავტომრეწველობა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და სხვა. +ძლიერი საშუალო ფენა, ანუ მომხმარებლები. საქართველოში ეკონომიკის განმსაზღვრელები არიან ბანკები, კავშირგაბმულობის კომპანიები, რკინიგზა, მილსადენები და პორტები, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები, რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ფერო), რამდენიმე მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ნიკორა) და ეგაა რა. თანამიმდევრობა არ დამიცავს, თუ რამე გამომრჩა ბოდიშს ვიხდი. ციტატა კრიზისის ფონზე კი, ნორმაში, რომ არაა მაჩვენებლები იმიტომ გვაქვს კრიზისი არაა ეგრე. კრიზისი საქართველოში არ დაწყებულა. საერთაშორისო კრიზის გამოძახილია. ამიტომაც საერთაშორისო კრიზისის ფონზე ნორმალური მაჩვენებლები გვაქვს. |
piligrimi |
Feb 23 2009, 06:12 PM
პოსტი
#7
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა საქართველოში ეკონომიკის განმსაზღვრელები არიან ბანკები, კავშირგაბმულობის კომპანიები, რკინიგზა, მილსადენები და პორტები, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები, რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ფერო), რამდენიმე მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ნიკორა) და ეგაა რა. კოჩაღ ჩამონათვალი ზუსტი იყო....... თუმცა რამოდენიმე დაზუსტებას მაინც საჭიროებს მოკლედ თუ კარგი გაგრძელება პოვა ამ თემამ შევეცდები მერე აქტიურად ჩავერთო...... -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
lamara |
Feb 23 2009, 10:53 PM
პოსტი
#8
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
egri3
ციტატა +ძლიერი საშუალო ფენა, ანუ მომხმარებლები. ძლიერი საშუალო ფენა როგორღა შეიქმნება, თუ არ შემცირდა უმუშევრობა და ხალხს შემოსავალი არ გაეზარდა? უმუშევრობის დახმარება ეყოფა მაგ საქმეს? ციტატა ძირითადი ფაქტორები არის საბანკო და სადაზღვევო სექტორები და მსხვილი ბიზნესი. მაგალითად ავტომრეწველობა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და სხვა. საბანკო კრიზისიც გვაქვს, ავტომრეწველობა ისედაც მოისუსტებდა, ენერგეტიკული რესურსებით სხვადასხვა ქვეყნები გვამარაგებენ (არ გვინდა დაკონკრეტება, ისედაც ნათელია) და იმის, მიხედვით თუ როგორი პოლიტიკური დამოკიდებულება გვექნება მათთან ხან გვაქვს ენერგოკრიზისი, ხან არა. ციტატა საქართველოში ეკონომიკის განმსაზღვრელები არიან ბანკები, კავშირგაბმულობის კომპანიები, რკინიგზა, მილსადენები და პორტები, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები, რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ფერო), რამდენიმე მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმო (ვთქვათ ნიკორა) და ეგაა რა. ახლა ასეა, მაგრამ მაგ ყველა დარგს განვითარება არ უნდა? სოფლის მეურნეობაზე რას იტყვით? რა გვჭირს ჩვენ რომელიმე ქვეყნიდან ხილ–ბოსტნეულის შემოსატანი, როცა აქვე შეიძლება საჭირო პროდუქტების მოყვანა? თუ მწირი ნიადაგი გვაქვს? გეთანხმებით, რომ საერთაშორისო კრიზისი საქრთველოზეც ახდენს გავლენას, სხვანაირად ვერ იქნება, მაგრამ გარდა ამისა შიდა პრობლემებიც საკმარისად გვაქვს და ეს დღეს არ დაწყებულა. ისე, იმის გარკვევას, კრიზისი არის, თუ არა, კარგი იქნება, თუ მოყვება გამოსავლის ძიება, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან? რა ვუოთ სოციალურად დაუცველ ფენას? უმუშევრობას? აი, ამ კითხვებზეა დღეს პასუხი გასაცემი. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
Темур |
Feb 23 2009, 10:58 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 18-January 09 წევრი № 6,326 |
lamara
ციტატა ძლიერი საშუალო ფენა როგორღა შეიქმნება, თუ არ შემცირდა უმუშევრობა და ხალხს შემოსავალი არ გაეზარდა? უმუშევრობის დახმარება ეყოფა მაგ საქმეს? ეს შეკითხვა და ჩემი პოსტები ვერ დავაკავშირე. ციტატა ენერგეტიკული რესურსებით სხვადასხვა ქვეყნები გვამარაგებენ ბოლო მინიმუმ 2 წელია საქართველო ენერგორესურსებს ჰყიდის. ეს ისე ცნობისთვის. ციტატა სოფლის მეურნეობაზე რას იტყვით? რა გვჭირს ჩვენ რომელიმე ქვეყნიდან ხილ–ბოსტნეულის შემოსატანი, როცა აქვე შეიძლება საჭირო პროდუქტების მოყვანა? თუ მწირი ნიადაგი გვაქვს? მწირი ნიადაგი გვაქვს. და ცოტა. ციტატა ისე, იმის გარკვევას, კრიზისი არის, თუ არა, კარგი იქნება, თუ მოყვება გამოსავლის ძიება, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან? საქართველო ვერ გამოვა. დაიწყებენ გამოსვლას გიგანტები და გავყვებით ჩვენც. ციტატა რა ვუოთ სოციალურად დაუცველ ფენას? არც არაფერი. ციტატა უმუშევრობას? ეკონომიკური აღმავლობა შეამცირებს. |
piligrimi |
Feb 23 2009, 11:22 PM
პოსტი
#10
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა ძლიერი საშუალო ფენა როგორღა შეიქმნება, თუ არ შემცირდა უმუშევრობა და ხალხს შემოსავალი არ გაეზარდა? უმუშევრობის დახმარება ეყოფა მაგ საქმეს? ამისთვის სჭიროა რომ კერძო სექტორს მიეცეს დამოუკიდებლად განვითარების კიდევ უფრო მეტი საშუალება, რომ შეძლოს მეტი ადმაინის დსაქმება.... ჩემის აზრით ყოველგვარი სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ''ძალით'' დააქმების პროგრამები ზედმეტია ციტატა საბანკო კრიზისიც გვაქვს, ავტომრეწველობა ისედაც მოისუსტებდა, ენერგეტიკული რესურსებით სხვადასხვა ქვეყნები გვამარაგებენ ნუ საბანკო კრიზისი ამჟამდა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა.. ამასთან რატომრაც მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს კრიზისი სერიოზულად არ შეხებია მათ... კრიზისის შემდგომ პერიოდშიც კი ისინი დაახლოებით იგივე ტემპით განაგრძობენ იპოთეკური სესხების გაცემა... ვერ ვიტყვი რატომ, შესაძლებელიამათი მენეჯმენტის სისტემა მოიკოჭლებს ცოტათი ენერგეტიკასტან დაკავშირებით, საქართევლო ბოლო წლებია ელექტროენერგია ექსპორტზე უფრო მეტი ენერგი გააქვს ვიდრე ინპორტზე შემოაქვს. რაც შეეხება გაზე, ამის რესურსი საქართველოში არ არის და ბუნებრივია რომ იგი მხოლოდ იმპორტს ექვემდებარება. ავტომრეწველობა რა ტქმა უნდა დაბალ დონეზეა, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადაგან საქართველომ რაც არ უნდა აწრომოოს გასარების ბაზარზე კონკურენცია ვერ გაუწევს ვერავის, თუ რომელიმე ცნობილმა ბრენდმა არ მოინდომა აქ ფილიალის გახსნა, ამისთვის მთ იაფი მუსახელიტ ვერ მივიზიდავთ განსხვავებით სხვა ქვეყნებისა მაგრამ ალბათ შესაძლებელია სხვა ფაქტორები გამოვიყენოტ ალბათ თუმცა რაც შეეხება ავტოდისტრიბუციას მისი მაჩვენებელი საკმოდ მარალია საქართველოსთვის (ეტყობა გვიყვარს ქართველებს ძვირფას მანქანებში ფულის გადახდა) ერთერთ ავტოდისტრიბუტორი მთლიანი შემოსავლების მიხედვი შედის 20 საქართევლოს ყველაზე შემოსავლიან კომპანიაში. დანარჩენებისც არ მოიკოჭლებენ ციტატა სოფლის მეურნეობაზე რას იტყვით? რა გვჭირს ჩვენ რომელიმე ქვეყნიდან ხილ–ბოსტნეულის შემოსატანი, როცა აქვე შეიძლება საჭირო პროდუქტების მოყვანა? თუ მწირი ნიადაგი გვაქვს? აი ეს უკვე ცალკე თემაა, ამაზე შეგვიძლია ცალკეც ვიმსჯელოთ. მოკლედ კი ამ კუთხით ალბათ მოგვიწევს დათმობებზე წავიდეთ მართლა და ავირჩიოთ რამოდენიემ პრიორიტეტული სფერო რომელიც ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩავთვალოთ (და არა ეკონომიკისთვის) ნუ მათ რიცხვში არამც და არამც მე არ ჩავთვლიდი პამიდორს... ასე რომ კონკურენციის შეზღუდვა და სუბსიდირებები გაუმართლებლად მიმაჩნია ამ სოფლის მეურნეობაში, რადაგნ საბოლოო ეკონომიკური შედეგი საბოლოო მომხმარებელზე ისევ უარყოფითად აისახება. -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
lamara |
Feb 23 2009, 11:31 PM
პოსტი
#11
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
piligrimi
ციტატა ამისთვის სჭიროა რომ კერძო სექტორს მიეცეს დამოუკიდებლად განვითარების კიდევ უფრო მეტი საშუალება, რომ შეძლოს მეტი ადმაინის დსაქმება.... ჩემის აზრით ყოველგვარი სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ''ძალით'' დააქმების პროგრამები ზედმეტია გაიხარე. ა, კაცი, ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, კერძო სექტორის განვითარება, მართლაც კარგი გამოსავალია (ისე მცირე ბიზნესი კერძო სექტორში არაა?) ციტატა კრიზისის შემდგომ პერიოდშიც კი ისინი დაახლოებით იგივე ტემპით განაგრძობენ იპოთეკური სესხების გაცემა... ვერ ვიტყვი რატომ, შესაძლებელიამათი მენეჯმენტის სისტემა მოიკოჭლებს ცოტათი აი ამაში კი ვერ დაგეთანხმები, დღეს HSBC-ს გარდა რომელი ბანკი გაცემს კრედიტებს? სულ იმას გაიძახიან, შემოიტანეთ ანაბრებიო. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
Темур |
Feb 23 2009, 11:36 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 18-January 09 წევრი № 6,326 |
lamara
ციტატა დღეს HSBC-ს გარდა რომელი ბანკი გაცემს კრედიტებს? ყველა. |
piligrimi |
Feb 23 2009, 11:50 PM
პოსტი
#13
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა გაიხარე. ა, კაცი, ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, კერძო სექტორის განვითარება, მართლაც კარგი გამოსავალია (ისე მცირე ბიზნესი კერძო სექტორში არაა?) როგორც წესი უფრო მეტი დასაქმებული მოდის მსხვილ ბიზნესზე, ისევე როგორც ეკონომიკის მთლიანი წილი და შემოსავლები, მცირე მეწარმებიი უფრო ხშირად არა სხვის მიერ დასაქმებულები არიან თვითდასაქმებულები არიან. თუმცა ზუსტად მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესიის კეთების ხელშეწყობისთვის შეიქმნა ახალი სამეწარმეო კანონმდებლობა... ბიზნესიის დაწყები კუთხით საქართველო ერთერთი რეიტინგულია (ცნობილი პიარ რეკლამა, თუმცა თავის დროზე საკმაოდ არასწორი პოპულალიზაცია მოყვა ამ საკითხს და მგონი მაინცდამაინც ვერავინ გაიგო რას ნიშნავდა) ციტატა აი ამაში კი ვერ დაგეთანხმები, დღეს HSBC-ს გარდა რომელი ბანკი გაცემს კრედიტებს? სულ იმას გაიძახიან, შემოიტანეთ ანაბრებიო. მე კავაკეთე კომენტარი იპოთეკურ სესხებზე, ეს არის საქართევლოს საჯარო რეესტრის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც სესხის მიღების შემდგომ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს რომ ქონება იპოთეკით არის დატვირთული. ვერ გეტყვი რომელი ბანკი რას გასცემს კონკრეტულად მაგრამ ეჭვი მეპარება მხოლოდ HSBC-ს აეღო თავის თავზე ადრე არსებული მთლიანი ბაზრის დატვირთვა. დინამიკა იდენტურია. -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
kmunebi |
Mar 5 2009, 02:40 PM
პოსტი
#14
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
მხოლოდ კრიზისით ნუ შემოვიფარგლებით.
ბევრი ფაქტორია რაც განსაზღვრავს ქეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. იგივე კანონმდებლობა რაც უმნიშვნელოვანესია ცემი აზრით, ასევე საფინანსო სექტორი... -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
piligrimi |
Mar 5 2009, 09:08 PM
პოსტი
#15
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა იგივე კანონმდებლობა რაც უმნიშვნელოვანესია ცემი აზრით, ასევე საფინანსო სექტორი... გაიხარე.............. ეგ მეც გეთანხმები რომ მნიშვნელოვანი ნაწილია...... აბა რა აზრები გაქვს კანომდებლობასთან დაკავშირებით???? რა როგორ უნდა შეიცვალოს???? მაგ საკითხთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე თავად ეკონომიკასთან -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
kmunebi |
Mar 6 2009, 01:45 PM
პოსტი
#16
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
გაიხარე.............. ეგ მეც გეთანხმები რომ მნიშვნელოვანი ნაწილია...... აბა რა აზრები გაქვს კანომდებლობასთან დაკავშირებით???? რა როგორ უნდა შეიცვალოს???? მაგ საკითხთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე თავად ეკონომიკასთან პირველ რიგში მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს, არა ფასადურად არამედ მთლიანად, ძირეულად. სასამართლოს, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ძალიან ძლიერი ბერკეტები, რომ არ განიცდიდნენ ტერორს დაშინებას და ა.შ. აუცილებელია გადასახედბი იყოს სამართლიანი და მიანმკიმართული. ის რომ 46 % ბიუჯეტის შემოსავლებში არაპირდაპირ გადასახადებს ეკუთვნის, ასახავს ჩვენი ეკონომიკური სისტემის გაუმართაობას. -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
piligrimi |
Mar 6 2009, 04:47 PM
პოსტი
#17
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
პირველ რიგში მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს, არა ფასადურად არამედ მთლიანად, ძირეულად. სასამართლოს, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ძალიან ძლიერი ბერკეტები, რომ არ განიცდიდნენ ტერორს დაშინებას და ა.შ. აუცილებელია გადასახედბი იყოს სამართლიანი და მიანმკიმართული. ის რომ 46 % ბიუჯეტის შემოსავლებში არაპირდაპირ გადასახადებს ეკუთვნის, ასახავს ჩვენი ეკონომიკური სისტემის გაუმართაობას. მოიცაა მე მეგონა რაიმე კონკრეტულს იტყოდი მეწარმეთა კოდექსზე ან საფინასო კანომდებლობაზე............... და მოსამართლეები რა შუაში არიან, ეგ ზოგადი საერთო პრობლემაა და არა ეკონომიკის... როგორც წესი მეწარმეთა საქმიანობები ძირითადად საგადასახადო დავებით შემოიფარგლება სახელმწიფოსთან და დავების განხილველი საბჭო მუშაობს ამაზე ძირითადად და არა სასამართლო... ხოლო ორმხრივ დავებში ალბათ უპრიანი იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს სისტემის გამყარება რადგან როგორც წესი მხოლოდ უცხოური კომპანიები მიმართავენ მას. ქართველებს როგორც წესი გვეარება ხოლმე ეგეთი რაღაცეები.... გადასახადების სისტემიდან რომელს მიიჩნევ უსამართლოს???? (ნუ ოფიციალური გადასახადები ჩევნთან საკმაოდ დაბალია ) რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ამაზე თავიდან ლამის მეც დავიჯერე მასეათქო სანამ ბიუჯეტებს დეტალურად გავეცნობოდი.... ყველა იმდენს ლაპარაკობს ამაზე რომ..... ასე რომ მაგ. საქ 2009 წლის ბიუჯეტის მიხედვით მთლიანი შემოსავლები შადგენს 5,510,161 ათას ლარს რომელთაგან 4,760,000 ათასი ლარი მოდის გადასახადებზე 86 %, ნაცვლად 46-ისა (მათ შორის 44 % დღგ, 20 % საშემოსავლო, 12 % მოგება, 9 % აქციზი, 1% სხვა გადასახადები საბაჟო და ასე შემდეგ) ნუ დანარჩენი წლების ბიუჯეტებშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა, მინიმუმი საგადასახადო შემოსავლების წილი 2007 წლის ბიუჯეტში იყო 67 %. და ისე არაპირდაპირ გადასახადებში რას გულისხმობ????? (ნუ სავარაუდოდ ვხდები მაგარმ მაინც დაზუსტებისთვის ) და ისე ნუ ეს უკვე ჩემი აზრია, ბიუჯეტი დიდია თუ მცირე შედარებით ნაკლებად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ეგ უფრო მთავრობის ზომის და პოლიტიკის გამომხატველია ქვეყნის ეკონომიკაში -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
KAIROS |
Mar 6 2009, 11:43 PM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კრიზისი არის ძალიან ძლიერი
მოკლე ცნობებს დაგიწერთ: ბაკროტის პირასაა უამრავი უდიდესი კომპანიები, ჯენერალ მოტორსი ამერიკაში და მიცუბიში იაპონიაში, მეტიც ბალტიისპირეთის ქვეყნები უმძიმეს სიტუაციაში, განსაკუთრებით ლიტვა, ისლანდია ლამის მთლიანად ვალებშია, რეკორდული უმუშევრობის დონეა ამერიკაში, იაპონიაში და მთელს ევროპაში, ჩვენ გვეშველება რამე? რუკაზე ნაჩვენებია Gross Domestic Product ანუ Валовой внутренний продукт განმარტება ვიკიპედიიდან рыночная стоимость всех конечных товаров и услуг (то есть предназначенных для непосредственного употребления), произведённых за год во всех отраслях экономики на территории государства для потребления, экспорта и накопления, вне зависимости от национальной принадлежности использованных факторов производства. Валовой внутренний продукт различается: номинальный (англ. nominal GDP) (абсолютный) — выражен в текущих ценах года его расчёта. реальный (англ. real GDP) (с поправкой на инфляцию) — выражен в ценах предыдущего или любого другого базового года. В реальном ВВП учитывается, в какой степени рост ВВП определяется реальным ростом производства, а не ростом цен. ВВП страны может быть выражен как в национальной валюте, и при необходимости справочно пересчитан по биржевому курсу в иностранную валюту, так и может быть представлен по Паритету покупательной способности (ППС) (для более точных международных сравнений). ქართულად როგორ არის? GDP -ის დაცემა 2008 წელს, 2009 წელს ეს დაცემა გაგრძელდება და ზოგან ოდნავ მოიმატებს კიდეც, ავსტრია 2008 -0,2 დაეცემა -1,2 , ინგლისი -1,5 დაეცემა -2,8... ნახეთ ჩვენი ფერი ყვითელი ლამის აფრიკის დონეზე... აბა გისმენთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 7 2009, 12:35 AM
პოსტი
#19
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა აბა გისმენთ ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ თუ გაუთავებელი მიტინგებით არ დავამხეთ ჩვენი ხელისუფლება და სამოქალაქო ომამდე არ მივიდეთ, შენს მიერ მოყვანილ ცხრილში მალე გავმწვანდებით... ალბათ მომავალი წლის ბოლოს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
KAIROS |
Mar 7 2009, 04:08 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუ გაუთავებელი მიტინგებით არ დავამხეთ ჩვენი ხელისუფლება და სამოქალაქო ომამდე არ მივიდეთ, შენს მიერ მოყვანილ ცხრილში მალე გავმწვანდებით... ანუ "მივაღწევთ " იმას როგორც არის უკრაინა, ალბანეთი მაკედონია და ა.შ. ? ჯანდაბას ეგეც მიღწევა იქნება, მაგრამ რაზე დაყრდნობით ამბობ ამას? მიტინგები აშკარად გველის, სააკას ბიჭსაც შეურყევენ სავარძელს, ომი არა მგონია და სადაა იმედი? ქართულად როგორ ითარგმნე GDP? და რაა ჩვენი აქტუალური დაცემის დონე? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი