ქრისტიანობის განშტოებები, ისტორიული ფაკტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანობის განშტოებები, ისტორიული ფაკტები |
bakolavio |
Dec 15 2013, 07:28 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
ქრისტეს სწავლებებისაგან გამიჯნული ეკლესიები
ქრისტეს სწავლებებისგან ჩამოშორებული ეკლესიების შესახებ. ხელოვნურად შექმნილი დოგმები - ეს ხველაფერი პირველი საუკუნის ქრისტიანობაში უბრალოდ არც კი არსებობდა. ბერმონაზვნობის საწყისი - 285-360წ. ელვირის საბჭომ აკრძალა ხატების შექმნა და გამოყენება: “ჩვენთვის ცხადია რომ ფერწერული გამოსახულებები არ უნდა იყოს ეკლესიაში და ის რაც მოწიწებასა და თაყვანისცემას იმსახურებს არ იყოს გამოსახული კედლებზე“.-360წ.(ეკლესია იმ დროს ხვდებოდა რომ გამოსახულებების თაყვანისცემა ცოდვა იყო.) ცვილის სანთლების გამოყენება ღვთის მსახურების დროს-320წ. მკვდარი “წმინდანებისა” და ანგელოზების თაყავნისცემა-375წ. მე-2-ე მსოფლიო(პირველი კონსტანტინოპოლის)საბჭო.დასრულდა სამების დოგმატის ფორმირება - 381წ. ახალშობილთა მონათვლა გახდა აუცილებელი-416წ. მარიამისამი თაყვანისცემა წესად დამკვიდრდა-431წ. მე4ე მსოფლიო(ხალკედონის)საბჭომ მარიამი ღთისმშობელ ქალწულულად გამოაცხადა-451წ მირონცხება შემოღებულ იქნა V საუკუნეში დაიწყეს წყლის კურთხევა -V საუკუნე დოგმატი განსაწმენდელის შესახებ(მარადიული- ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი)-593წ ლოცვების აღვლენა წმინდა მარიამისადმი როგორც ღმერთის მიმართ-600წ. წარმართული ტაძარი“პანთეონი“ გადაიქცა მარიამისა და ყველა წმინდანის ტაძრად- VIIსკ. ჯვრის თაყვანისცემამ მოწონება პოვა-688-787წ მე-7-ე მსოფლიო(II ნიკეის)საბჭო.საბჭომ ამოხსნა ხატის დოგმატური არსი და დაამტკიცა მისი გამოყენების აუცილებლობა-787წ ხატების თაყვანისცემა გახდა აუცილებელი: ა)კათოლიკურ სამყაროში-787წ ბ)მართლმადიდებლურ სამყაროში-842წ სიწმინდეების თაყვანისცემა და მათი დაყოფა სხვადასხვა ნაწილებად-778-787წწ. წმინდანად შერაცხვა -880წ(ადამიანები თავად წყვეტდნენ ვინ იყო წმინდანი და ვინ არა) ჯვრის გამოსახვა(პირჯვრის გადაწერა)-900წ ეკლესიაში ზარების რეკვა-965წ ინდულგენციების(ცოდვათა შეწყალება ფულის სანაცვლოდ)გაყიდვა-1016წ. ეკლესიის ორად -კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ნაწილად გაყოფა დაიწყო როცა რომის იმპერია ოფიცილაურად გაიყო ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად(395წ) და 1054წელს ლიტურგია-1100წ. მრევლისათვის აიკრძალა წმინდა წერილების კითხვა(ბალენსიის საბჭო) 1229წ 1054წ ეკლესია ოფუციალურად დაიყო, წარმოიშვა კატოლიკური და მართლმადიდებრული. |
A.V.M |
Dec 15 2013, 07:43 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
გულთმისანი |
May 30 2014, 04:38 PM
პოსტი
#3
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
ეკლესიაში ზარების რეკვა-965წ ვაი ვაი ვაი - ეს მართლაც საშინელებაა -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
მათველა |
Aug 22 2014, 11:09 AM
პოსტი
#4
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
რატომ არ მომწონდა მთელი ბავშვობიდან დღემდე ამ ფორუმის არსებობის ფორმა - თუ მწვალებელი, ღვთისა და ქრისტეს მტერი ადამიანები (მათ შორის ამ თემის ავტორი და კიდევ მსგავსი უამრავი სხვა ფორუმის წევრი რომლებიც ვითომც "სიმართლეს" იცავენ და ააშკარავებენ, სინამდვილეში მდოგბის ოდენა განათლება და კავშირი არ აქვთ ჭეშმარიტებასთან), ან გაეცით პასუხი , ან არადა ასე გაშლილი ქაღალდივით რომ ტოვებთ და ასე თავისუფლად აძლევთ ნებას, ცრუ იდეები წერონ "მართლმადიდებლურ" ფორუმზე (ბრჭყალებში ჩავსვამ, იმიტო რომ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება) , ამით უამრავ უმანკო და ჯერჯერობით გაუცნობიერებელ, ახალდამწყებ ქრისტიანს გულს და სულს უშხამავენ, და მრავალი შეიძლება მართლა დაბრკოლდეს და დაიჯეროს ამათი "სწავლებები" და აზრები, რომ თითქოსდა ჩამოთვლილი მოვლენები ქრისტიანობას შეეშალაო. (მე ნაღდად არ დავუწყებ ახლა მაგას ადამიანს შეპასუხებას, არც აქვს აზრი, იმიტო რომ ასეთი ადამიანი ჭეშმარიტებას არც ეძებს, და რომც ვუთხრა, მაინც არ მიიღებს - უბრალოდ პაექრობა უნდათ ამ ადამიანებს.)
და თქვენი მხრიდან კი ისეთ პასუხებს ვიღებ ხოლმე, რომ ვითომცა არაფერიო, მოდი დავჯდეთ "მშვიდად" და ვაცადოთ ამ ადამიანებს, როგორ ავრცელებენ და თესავენ ანტი-ქრისტიანულ იდეებს ადამიანებში, თავიანთი საბრალო "არგუმენტებით". -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
A.V.M |
Aug 22 2014, 11:21 AM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მათველა
მე ნაღდად არ მცალია ფორუმ.გედან ჩამოკოპირებულ თემებზე სასაუბროდ . თავად რომ გასცე არ გინდა ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მათველა |
Aug 22 2014, 08:44 PM
პოსტი
#6
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
არც მე მაქვს იმის დრო, წყალი ვნაყო.
და რომც მეცალოს, ამათ მაინც არ დავუწყებ დიალოგს და ქრისტიანობის განმარტებას. (ისე ძნელია თავი შევიკავო კომენტარისაგან, და ისე ვეტყოდი ამათ, სანახევროდ რომ ეძებენ სიმართლეს: ბარემ ბოლომდე გამოთქვით თქვენი შეფარული აზრები, და ამ "ცდომილებების" სიას რატომ არ ამატებთ ამათ?: -დაიწერა სახარება(რაც მანამდე არ არსებობდა ეკლესიში) - I საუკუნე; –წარმართებს წინადაუცველად ყოფნის ნება დართეს (მანამდე უფალს სახარებაში არ უთქვამს და ისე) –მოციქულებმა დააწესეს ლიტურგია (წირვა) -მოციქულთა სხვადასხვა საქმეები (ისეთი რამეები, რაც მანამდე არ მომხდარა); -პავლე მოციქულმა დაადგინა მღვდლების და ეპისკოპოსების კურთხევა(რაც მანამდე არ არსებობდა) - I საუკუნე; .....და სხვა მრავალი, რომლებიც თქვენი ლოგიკით თქვენს "ცდომილებათა სიაში" უნდა იყოს შეყვანილი.... (თუმცა ეს მოვლენები იმიტო არ შეგყავთ, რადგანაც ცხადად გამოაშკარავდებით. და მაგიტომაც სანახევროდ, მხოლოდ "გვიანდელ" საეკლესიო მოვლენებს უწოდებთ "სიმცდარეს", რადგანაც "ცდა ბედის მონახევრიაო" და იქნება მართლაც დააეჭვოთ ვინმე ქრისტიანობაში). (პ.ს. ისე ვერ ბედავენ უფალზე გაიშვირონ თითო, თორემ რამდენი რამე შეიძლება მოაფიქრდეს საბრალო ადამიანს). A.V.M მე უბრალოდ ვთქვი, რომ თუკი პასუხს არ ვაძლევთ, მაშინ რაზე აღარ შლით ასეთ თემებს საერთო და ღიას ტოვებთ. თორემ მრავალი ახლადამწყების გულში(რომელთაც გონიათ რომ ახლა მართლმადიდებლურ ფორუმზე არიან და ქრისტიანულ რამეებს კითხულობენ), სინამდვილეში კი ანტი-ქრისტიანულ ღვარძლს კითხულობენ, და არავისგან რომ არ ისმის სწორი პასუხი, შეიძლება დააჯერონ ეს ვითომც "სიმართლე"-ები. მერე შენ დაეხმარები იმათ? -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი