ელიოზი "ცხარე მეოცნებე" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელიოზი "ცხარე მეოცნებე" |
ninca |
Dec 18 2006, 12:32 AM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 18 2006, 02:57 AM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ხეზე რატომ გაიყინა და ცის გახსნა რას ნიშნავს?
ოქროს თევზს რომ ეძებდა? ნატვრის თვალი რაღაა? პ.ს. ისე სად იყო ეგ შეკრება? დახელოვნების ინსტიტუტში თუ წკკ-ში? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
marine |
Dec 18 2006, 12:09 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ოცნება ერთ-ერთი ცოდვაა და ბევრს უკვირს რატომ.
ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავის ყოფას ეგუება, უფლისგან ბოძებული ჯვრის სიმძიმის გამო არ ეძიებს სხვა გამოსავალს ოქროს თევზსა და ნატვრის თვალში, როცა ის არ ოცნებობს და მადლობას უხდის უფალს ყოველივესთვის, მხოლოდ ასეთი ადამიანის ცხოვრებაა მსუბუქი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ninca |
Dec 20 2006, 12:55 AM
პოსტი
#4
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
ხომ ვერ მეტყვით, რომელ ცმ. მამას უცერია კონკრეტულად მეოცნებეობის დაგმობა?
|
ქავთარაძე |
Dec 20 2006, 12:59 AM
პოსტი
#5
|
დაურეგისტრირებელი |
ninca
მე ვფიქრობ რომ ელიოზი არის არასათანადოდ განათლებული მეოცნებე და დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანი, ეს ყველაფერი მისი მოგონილი იყო ან მისი მშობლების ან სულაც წინაპრების, რადგან ბოლოს ხომ მისი შვილიც აბამს ხეზე ნაჭერს, ნატვრის ხეს უძლიერესია გიორგი ლეონიძე სასწაული ნაწარმოები აქ |
mr_morrison |
Dec 20 2006, 10:45 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
სულხან საბას აქვს კარგი იგავე ოცნებაზე, მეზარება ეხლა წერა, გეცოდინებათ სიბრძნე სიცრუისაში არის. თუ დაუკვირდები ნახავ რატომ არის დაგმობილი ოცნება
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მნათე |
Dec 20 2006, 10:46 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მე ვფიქრობ, ელიოზისეული ძიების საგნები, პირდაპირ კავშირშია სრულყოფასთან. . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ninca |
Dec 21 2006, 12:37 AM
პოსტი
#8
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მნათე, ელიოზის ძიების საგნები სრულყოფილებასთან არავითარ კავშირში არ არის. ის მიწაზე ეძებს შვებას და თავის ახლობლებს:ცოლ-შვილს ტანჯავს უაზრო მეოცნებეობით. ერთი სიტყვით, მართლაც, სულიერი ლაჩარია. წმ.სერაფიმ საროველი წერს: მოიპოვე სული მშვიდობისა და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან. ელიოზი მარადისობაზრ ბაიბურში არ არის...მწერალი ფშვინვიერი თვალით უყურებს მის ოცნებებს..აქ სულიერება ჩამკვდარია. ელიოზი ვერც ტავის შვილებს უკვალავს გზას, რამეთუ ბრა თუ ბრმას მიყვება, საით წაიყვანს ხომ იცი? ჰოდა , მისი შთამომავალი დაკიდებს ნატვრის ხეზე ჭინჭს, ღმერთს ხომ არ ესავს, მაგრამ უბედურება ის არის, ჩვენს მოსწავლეებს უკუღმართად რომ აუხსნიან და მისაბაძ ადამიანად დაუსახავენ ელიოზს მასწავლებლები...
|
kato_Bato |
Dec 21 2006, 12:52 AM
პოსტი
#9
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მე მგონია რომ არავის ტანჯავს ელიოზი
ხანდახან მეც მინდა ხომლმე "არარსებული"(დედამიწაზე) ჭეშმარიტება ვიპოვო, თქვენ არ გინდათ?? არ გინდებათ ყველაფერს მოშორდეთ და სადღაც შვება იგრძნოთ? "მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს სადა თავი მიიდრიკოსო" ფსალმუნებში არ წერია?? ჭეშმარიტებას ეძებდა ელიოზი, ახდენილ ოცნებას, სილამაზეს მისი შვილებიც მოძებნიან მერე.. ერთი რამე არ მესმის.. რატომ ეშინიათ ადამიანებს სხვისი ოცნების?? ელიოზის ნატვრის ხე გულს გიხეთქავთ?? ან მისი დაფანტული ნატვრისთვლები? ამ სოფელში გინდ ელიოზი იყავი გინდ მარიტა მაინც არაა შენი ადგილი, თუ ჭეშმარიტება გეძვირფასება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მნათე |
Dec 21 2006, 12:54 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს არ არის ოცნება აქ ფსიხი არ ურევია, აშკარა პნევმაა!
პ.ს მე უპირობოდ მხოლოდ კრების დადგენილებებსა და სახარებას ვიღებ პ.პ.ს ასწავლით სადმე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
Dec 21 2006, 12:57 AM
პოსტი
#11
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მნათე, ელიოზის ძიების საგნები სრულყოფილებასთან არავითარ კავშირში არ არის. ის მიწაზე ეძებს შვებას და თავის ახლობლებს:ცოლ-შვილს ტანჯავს უაზრო მეოცნებეობით. ერთი სიტყვით, მართლაც, სულიერი ლაჩარია. წმ.სერაფიმ საროველი წერს: მოიპოვე სული მშვიდობისა და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან. ელიოზი მარადისობაზრ ბაიბურში არ არის...მწერალი ფშვინვიერი თვალით უყურებს მის ოცნებებს..აქ სულიერება ჩამკვდარია. ელიოზი ვერც ტავის შვილებს უკვალავს გზას, რამეთუ ბრა თუ ბრმას მიყვება, საით წაიყვანს ხომ იცი? ჰოდა , მისი შთამომავალი დაკიდებს ნატვრის ხეზე ჭინჭს, ღმერთს ხომ არ ესავს, მაგრამ უბედურება ის არის, ჩვენს მოსწავლეებს უკუღმართად რომ აუხსნიან და მისაბაძ ადამიანად დაუსახავენ ელიოზს მასწავლებლები... კარგით რა გული ჩამწყდა.. მარიტა და გედიაც მეოცნებეები იყვნენ?? გადარჩა ვინმე იმათი სიკვდილით?? ან მაგათი სიცოცხლე ვინმეს ელამაზებოდა? ერთ ორ "გიჟს"... ასეთი "გიჟები" ქმნიან საუკუნეებს... აბა მე და ტრიფონია ისე წავალთ ჩვენი სახელი არავის ეხსომება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Dec 21 2006, 01:00 AM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE არარსებული ჭეშმარიტება ეს რომელია? არარსებობაში, ანუ გამოგონილ სამყაროში, ღმერთს ვერ იპოვი... იქ მხოლოდ ეშმაკის მსხვერპლი შეიძლება გახდე. ამიტომაა ოცნება ცოდვა. QUOTE არ გინდებათ ყველაფერს მოშორდეთ და სადღაც შვება იგრძნოთ? ყველაფერს როგორ? ღმერთსაც? მასეთ შვებას რა ვუთხარი მე, სადაც ღმერთი არ არის.... ელიოზს რაც შეეხება, თუ მანდ რამე სიმბოლური სახეა, არ ვიცი.... მე უფრო ფუჭად მეოცნებე მგონია ეგ ადამიანი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kato_Bato |
Dec 21 2006, 01:02 AM
პოსტი
#13
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ეს რომელია? არარსებობაში, ანუ გამოგონილ სამყაროში, ღმერთს ვერ იპოვი... იქ მხოლოდ ეშმაკის მსხვერპლი შეიძლება გახდე. ამიტომაა ოცნება ცოდვა. ყველაფერს როგორ? ღმერთსაც? მასეთ შვებას რა ვუთხარი მე, სადაც ღმერთი არ არის.... ელიოზს რაც შეეხება, თუ მანდ რამე სიმბოლური სახეა, არ ვიცი.... მე უფრო ფუჭად მეოცნებე მგონია ეგ ადამიანი. ჩემი პასუხები არ გჭირდებათ ალბათ, თქვენ სვამთ და თქვენვე პასუხობთ!! ერთი თხოვნა მაქვს, ჩემი სახელი წაშალეთ მაგ ციტატებზე! ერთი ეს მაინტერესებს, არაფუჭად მეოცნებე რა არის მაშინ! და კიდევ ერთი, გალაკტიონზე დიდი ოცნება რაღა გინდათ??>? გადავაგდოთ?! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Dec 21 2006, 01:14 AM
პოსტი
#14
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
kato_Bato
ხომ არ გაწყენინე რამე? უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, თუ გეწყინა, ბოდიშს გიხდი QUOTE ერთი ეს მაინტერესებ, არაფუჭად მეოცნებე რა არის მაშინ! არც არაფერი ეგეთი არ არსებობს... ამ შემთხვევაში სიტყვა "ფუჭად" მხოლოდ და მხოლოდ ემოციის გამაძლიერებელი იყო QUOTE გადავაგდოთ?! არაფერი არ უნდა გადავაგდოთ, რა თქმა უნდა ელიოზის სახე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სახეა "ნატვრის ხეში". ჩვენ აქ მის გადაგდება-გადმოგდებაზე კი არ ვსაუბრობთ, უბრალოდ ვარჩევთ, როგორი ტიპის ადამიანი უნდოდა დაეხატა მისი სახით ავტორს. მე ვფიქრობ, რომ არა მთლად დადებითი... სხვა სხვანაირად ფიქრობს. საჩხუბარი და საწყენი კი არაფერია აქ კაი რა kato_Bato, ასეთ რამეებზე მეჩხუბები? ღმერთმა ამის მეტი საწყენი არაფერი შეგახვედროს ცხოვრებაში -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kato_Bato |
Dec 21 2006, 01:15 AM
პოსტი
#15
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ნაჭრების ჩამოკიდება წინგში სად ნახეთ?
ეგ კინოშია. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
tamunia |
Dec 21 2006, 01:16 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-December 06 წევრი № 665 |
ციტატა ასეთთი "გიჟები" ქმნიან საუკუნეებს... კატო ეს კარგად თქვი ძალიან ოცნება საშიშია იმიტომ რომ ადამიანი ადვილად კარგავს რეალობის შეგრძნებას,წყდება ყველაფერს, მაგრამ არსებობენ ლამაზად მეოცნებე ადამიანებიც,ეს უკვე ნიჭია, როცა იბადება კიდევ უფრო რაგაც ლამაზი, ტუნდაც პოეზია, როგორც ყველნგან აქაც არის ორი მხარე,ცუდი და კარგი -------------------- ვცხოვრობთ ისე ,თითქოს არასოდეს მოვკვდებით...და ვკვდებით ისე,თითქოს არასოდეს გვიცხოვრია...
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ |
kato_Bato |
Dec 21 2006, 01:19 AM
პოსტი
#17
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
არ გეჩხუბები კაცო მაპატიე თუ რამე გეწყინა
ლეონიძე შემეცოდა მიწაზე რომ არ ეძებდა ეგაა სწორედ საქმე ხე, რომელსაც შარავანდედი აქვს არ შეიძლება მიწაზე ეძებდე.. არ შეიძლება შობის ღამეს წარწყდე თუ გლახაკი ხარ ელიოზივით, თუკი უკვდავებაც არაფერია შენთვის თუ ტანჯვა არასოდეს დასრულდება (ჯოჯოხეთშიც კია უკვდავება, მაგრამ როგორი...) მეოცნებე და ამა და ამ ქრისტიანული წესით დარღვევის გამო ცოდვილი იყოო კი არ უთქვამს ლეონიძეს: სულით პოეტი იყოო, სულიერი სისუფთავე და სილამაზეა ხედავდე იმას, რისი დანახვაც სხვებს არ ძალუძთ... დაუკვირდით ხალხო ვის უპირისპირებს ლეონიძე ელიოზს _დიაკვანს ელიოზი მეოცნებე დაცოდვილი_მიწის და ოჯოჯოხეთისკენ გავისტუმროთ და დიაკვანი, რომელიც "ღვინის კაცი უფრო იყო ვიდრე სულისაო"_ უკეთესია? "კაცი ხედავს პირსა კაცისასა, ხოლო უფალი გულსა კაცისასა..." პირდაპირ არ შეიძლება გაიგო წაკითხული,... არ არსებობს ნაწარმოები ეპოქის გარეშე, არ დარჩება, არ გადარჩება ასეთი არაფერი, გაიხსენეთ როგორ წერდა, როდის წერდა როგორი იყო ლეონიძის დროინდელი საქართველო... ვინები ითვლებოდნენ გიჟებად, ვინები იკლავდნენ თავს ჭეშმარიტების ძიებაში ხალხო... (ჩვენც იმ დიაკონივით ნუ შევხედავთ ელიოზისთანა "მეოცნებეებს".. ვიღაცამ შეიძლება ის ადამიანიც მეოცნებედ ჩათვალოს ვისაც ახლა საქართველოს გადარჩენა ეიმედება..და იბრძვის ამისთვის...) ვინც მიწისგან(ამა სოფლისგან) ეძიებს წყალობას, ის ცის გახსნას არ ელოდება ხალხო... დაბოლოს, ერთი ფილოლოგის რჩევა: წაიკითხეთ მოთხრობის ფინალი...(სხვა თუ არაფერი) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ninca |
Dec 23 2006, 09:42 PM
პოსტი
#18
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) |
kato_Bato |
Dec 23 2006, 09:48 PM
პოსტი
#19
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) მერე ეს ყველაფერი რა შუაშია გიორგი ლეონიძისეულ ელიოზთან? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მნათე |
Dec 23 2006, 09:55 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სიმბოლიზმი დიდ როლს თამაშობს ქრისტეანიზმში
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი